განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1----18
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი:
16 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ ონიანი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ალ----------------ე
სტაჟიორ-პროკურორები - ნი---------ა, გუ------------–---–ი
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნა------------–---–ი, სო------------–-ა, და----------------ე
ბრალდებული - ზუ-----------ე, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული: კ----------------------–-----------------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–---------------–------------–------------------------------–--------------------–-----; ამჟამად №- პენიტენციური დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - სსკ) 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 5 დეკემბრისა და 2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდები); 2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები);
დისპოზიცია: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2017 წლის 5 დეკემბრისა და 2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდები); 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები).
ბრალდებული - აკ---------–---–ი, დაბადებული - 1----–-–----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: მ--------–--------------------–-------, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–----------–--------------; ამჟამად №- პენიტენციური დაწესებულების პატიმარი.
კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები); 2. საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები (2017 წლის 25 აპრილის ეპიზოდი).
დისპოზიცია: 1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები); 2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის (2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2017 წლის 5 დეკემბერს, ზუ-----------ემ ქ. თბილისში, წ---–-------------------ში მდებარე შპს „ს------------“ თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით, ერთი თვით (ერთი სამშენებლო დგარის ქირის ღირებულება დღიურად შეადგენდა 10 თეთრს) იქირავა 120 ცალი სამშენებლო (საყალიბე) დგარი, რის თაობაზეც შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ემსახურებოდა შპს „ს---------“ წარმომადგენლების ნდობის მოპოვებას. ზუ-----------ემ შპს „ს------------“ ნაქირავები 120 ცალი დგარი, 800 ლარის სანაცვლოდ, იმავე დღეს მიჰყიდა ილ-----------–---–ს. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ს--------“ მიადგა 1440 (ათას ოთხას ორმოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.2. 2017 წლის 15 დეკემბერს, ზუ-----------ე წინასწარი განზრახვით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმების გზით დაეუფლა ქ. თბილისში, ბ----------------------ში არსებულ ამხანაგობა „ბ----------“ სამშენებლო ობიექტზე განთავსებულ, გი------------ის კუთვნილ 403 ცალ სამშენებლო დგარს. ზუ-----------ემ აღნიშნული დგარების ნაწილი, კერძოდ, 280 ცალი სამშენებლო დგარი 2716 ლარის სანაცვლოდ, იმავე დღეს ჩააბარა ქ. თბილისში ღ---–----------------ში არსებულ სამშენებლო მასალების პუნქტში. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, გი-------------ს მიადგა 4572 (ოთხი ათას ხუთას სამოცდათორმეტი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.3. 2017 წლის 27 დეკემბერს, ზუ-----------ემ ქურდობისათვის ნასამართლევ აკ---------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, წ---–--------------------ში მდებარე შპს „ს------------“, თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით ერთი თვით (ერთი სამშენებლო დგარის ქირის ღირებულება დღიურად შეადგენდა 10 თეთრს) იქირავა 150 ცალი სამშენებლო (საყალიბე) დგარი, რასაც ესწრებოდა აკ---------–---–იც. სამშენებლო დგარების ქირაობის ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა საბოლოოდ მოიპოვეს შპს „ს---------“ წარმომადგენლების ნდობა. იმავე დღეს, აკ---------–---–მა და ზუ-----------ემ ერთად, შპს „ს-----------“ ნაქირავები სამშენებლო დგარები 1500 (ათას ხუთასი) ლარის სანაცვლოდ მიჰყიდეს გი-------–---------ს, ხოლო აღებული ფულადი თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრეს. ზუ-----------ის და აკ---------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ს--------“ მიადგა 1 800 (ათას რვაასი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.4. 2018 წლის 7 იანვარს, ზუ-----------ემ ქურდობისათვის ნასამართლევ აკ---------–---–თან წინასწარი შეთანხმებით, ქ. თბილისში, წ---–--------------------ში მდებარე შპს „ს------------“, თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით, ერთი თვით (ერთი სამშენებლო დგარის ქირის ღირებულება დღიურად შეადგენდა 10 თეთრს) იქირავა 230 ცალი სამშენებლო (საყალიბე) დგარი, რასაც ესწრებოდა აკ---------–---–იც. სამშენებლო დგარების ქირაობის ფაქტთან დაკავშირებით შედგა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რითიც ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა საბოლოოდ მოიპოვეს შპს „ს---------“ წარმომადგენლების ნდობა. 2018 წლის 8 იანვარს, აკ---------–---–მა ზუ-----------ესთან შეთანხმებით, შპს „ს------------“ ნაქირავები სამშენებლო დგარების ნაწილი - 214 ცალი სამშენებლო დგარი, 1000 (ათასი) ლარის სანაცვლოდ მიჰყიდა გი-------–---------ს. ზუ-----------ის და აკ---------–---–ის დანაშაულებრივი ქმედებით შპს „ს--------“ მიადგა 2760 (ორი ათას შვიდას სამოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.5. 2017 წლის 25 აპრილს, ქ. თბილისში, ჭ-----------–--------------ში მდებარე მაღაზიიდან, ქურდობისათვის ნასამართლევმა აკ---------–---–მა, თითქოსდა დროებითი სარგებლობის მიზნით, 20 დღით იქირავა შპს „თ--–-----“ კუთვნილი 220 (ორას ოცი) ცალი სამშენებლო დგარი. თითოეული ღირებული 31 (ოცდათერთმეტი) ლარად, რომლებიც მესაკუთრეს უკან აღარ დაუბრუნა და 2017 წლის ზაფხულში გაყიდა 1760 (ათას შვიდას სამოცი) ლარად, ხოლო აღებული თანხა მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აკ---------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების შედეგად შპს „თ--–----“ მიადგა 6 820 (ექვსი ათას რვაა ოცი) ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ (შპს „ს---------“ 2017 წლის 27 დეკემბრისა და 2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდები)
2.1.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა აკ-------------მ, რომელიც მუშაობს შპს „ს-------ში“ მენეჯერის პოზიციაზე, განმარტა, რომ ბრალდებულებმა ზუ-----------ემ და ალ---მ (იგივე აკ---------–---–ი), შპს „ს---------გან“ სამჯერ იქირავეს სამშენებლო დგარები. თავდაპირველი ქირავნობის ზეპირი ხელშეკრულება შედგა 2017 წლის დასაწყისში, რა დროსაც მათ 120 ცალი სამშენებლო დგარი იქირავეს ერთი თვის ვადით; მეორე ზეპირი ხელშეკრულება 150 ცალი სამშენებლო დგარის ქირავნობის თაობაზე - დეკემბრის ბოლოს, ხოლო მესამე ხელშეკრულება - 2018 წლის იანვრის დასაწყისში, რომლის თანახმად, ქირავნობის საგანს წარმოადგენდა 230 ცალი სამშენებლო დგარი. თითოეული ხელშეკრულების დასტურად, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი. მოწმის განმარტებით, მხარეთა ზეპირი შეთანხმება დამქირავებლებს არ აძლევდა დაქირავებული ნივთის მესამე პირთათვის ქვექირავნობით გადაცემის შესაძლებლობას. მოწმემ აღნიშნა, რომ მისი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარები იყო ესპანური წარმოშობის, ყვითელი, თუმცა ისინი დანიშნული ჰქონდათ მწვანე და წითელი ხაზებით. მოწმემ დაადასტურა, რომ ბოლო ზეპირი სახელშეკრულებო ურთიერთობის შემდეგ, დაახლოებით ერთ კვირაში, მას დაუკავშირდა ალ--- და აცნობა ზუ-----------ის მიერ, მისი კუთვნილი დგარების გაყიდვის შესახებ. ამასთან, მიუთითა მისამართი, სადაც შეეძლო კომპანიის კუთვნილი ქონების მოძიება. მოწმის თქმით, ის და კომპანიის დირექტორი - თე---------–-–---–ი, უმალვე გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც ნახეს კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარები. ისინი აგრეთვე გაესაუბრნენ აღნიშნული დგარების შემძენს - გი-------–---------ს, რომელმაც დაუდასტურა სამშენებლო დგარების ზუ-----------ისა და ალ---სგან შეძენა. ამის შემდეგ, სიტუაციის გარკვევის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ ალ---ს, რაზეც ამ უკანასკნელმა გაუთიშა ტელეფონი და მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლო. დაცვის მხარის შეკითხვაზე, მოწმემ დადასტურებულად განაცხადა, რომ მასთან, როგორც შპს „ს---------“ წარმომადგენელთან, სამშენებლო დგარების ქირავნობაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა როგორც ზუ-----------ე, ისე ალ---.
2.1.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული შპს „ს---------“ დირექტორის თე---------–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ აკ-------------სგან შეიტყო ზუ-----------ისა და ვინმე ალ---ს მიერ შპს „ს------------“ სამშენებლო დგარების სოლიდარულად ქირაობის შესახებ. მათ აღნიშნული დგარები იქირავეს სამჯერ, ყოველ ჯერზე ერთი თვით, საერთო ჯამში დაახლოებით 500 ცალი. მოწმის განმარტებით, კომპანია „ს---------“ კუთვნილი ყვითელი სამშენებლო დგარების დამახასიათებელ ნიშან-თვისებად მიიჩნევა მწვანე და წითელი ზოლები, რაც განასხვავებს მათ სხვა კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარებისგან. მოწმემ დაადასტურა, რომ აკ-------------სგან მიღებული ინფორმაციის (აკ-------------ს დაურეკა ალ---მ და უთხრა, რომ კომპანიის სამშენებლო დგარები ზუ-----------ემ გაყიდა ქ. თბილისში, ლ--------- დასახლებაში) საფუძველზე, ამ უკანასკნელთან ერთად გავიდა ალ---ს მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც მიაკვლიეს შპს „ს---------“ კუთვნილ სამშენებლო დგარებს. ამასთან, მათ ნახეს, აღნიშნული დგარების შემძენი პირი - გი-------–---------, რომელმაც მათთან საუბარში დაადასტურა სამშენებლო დგარების ზუ-----------ისა და ალ---სგან შეძენის ფაქტი. ამის შემდეგ, აკ-------------მ დაუყოვნებლივ დაურეკა ალ---ს და უთხრა, რომ იმყოფებოდნენ მათი კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარების შემძენ პირთან - გი-------–---------სთან, თუმცა ამ დროს ტელეფონი გაითიშა და ვეღარ შეძლეს მასთან დაკავშირება.
2.1.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი-------–---------მ განმარტა, რომ მუშაობს სატვირთო ა/მანქანის მძღოლად. 2017 წლის 27 დეკემბერს, მასთან მივიდა ზუ-----------ე ალ---სთან (იგივე აკ---------–---–ი) ერთად და უთხრა, რომ მისი ა/მანქანის დახმარებით სურდა სამშენებლო დგარების გადატანა. მოწმე დათანხმდა გარიგებას, რის შემდეგაც ქ. თბილისში, გ-–-----------------, მისი ა/მანქანა დატვირთეს სამშენებლო დგარებით. დანიშნულების ადგილზე (ქ. თბილისი, დ-------) მისვლისას, ალ--- და პიროვნება, რომელსაც ამ უკანასკნელისგან უნდა შეეძინა სამშენებლო დგარები ვერ შეთანხმდნენ პირობებზე. აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მოწმემ ჰკითხა ალ---ს ყიდიდა თუ არა სამშენებლო დგარებს, რაზეც ამ უკანასკნელმა თანხმობით უპასუხა. ამასთან, მეწყვილესთან შეთანხმებით, ნაცვლად 12 ლარისა, რაც წარმოადგენდა თითო სამშენებლო დგარის ღირებულებას, მას თითო სამშენებლო დგარი მიჰყიდეს 10 ლარად. მოწმის განმარტებით, ზუ-----------ემ და ალ---მ მას უთხრეს, რომ სამშენებლო დგარების რეალიზაციის შედეგად აღებული თანხა სჭირდებოდათ ოჯახის წევრის დასახმარებლად, რომელსაც პროკურატურა უფორმებდა საპროცესო შეთანხმებას. მოწმემ განმარტა, რომ შეთავაზებას დათანხმდა აკ---------–---–ის მიმართ არსებული ნდობის გამო, რის შემდეგაც სამშენებლო დგარებით დატვირთული ა/მანქანა წაიყვანა თავის საცხოვრებელ სახლში (მდებარე: ქ. თბილისი, ლ--------- მიმდებარე ტერიტორია). მოწმის თქმით, 146 ცალ სამშენებლო დგარში გადაიხადა 1 500 ლარი. რამდენიმე დღეში, ალ---მ მასთან სახლში მიიტანა დაახლოებით 200 ცალი სამშენებლო დგარი (ამ კონკრეტულ მომენტში ზუ-----------ე მასთან არ ყოფილა) და სთხოვა მათი ეზოში დალაგება. აღნიშნული ფაქტიდან მეორე დღეს, მასთან კვლავ მივიდა ალ--- და უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 1-2 დღეში მისცემდა თანხას, აღნიშნულ სამშენებლო დგარებს, რომელიც წარმოადგენდა მის საკუთრებას, მიჰყიდიდა 1000 ლარად. მოწმემ დაადასტურა, რომ სამშენებლო დგარების შესაძენი თანხისთვის, მან გააკეთა სწრაფი სესხი და ფული მეორე დღესვე გადასცა ალ---ს. რამდენიმე დღეში მას კვლავ დაუკავშირდა ეს უკანასკნელი და ჰკითხა, ხომ არავინ იყო მასთან მისული. მიუხედავად იმისა, რომ მოწმემ ვერ გაიგო საქმის ვითარება, მიხვდა, რომ ზარი გამოწვეული იყო შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე. მოგვიანებით, მასთან კვლავ მივიდა ალ--- და უთხრა, რომ ზუ-----------ეს დგარების ქირაობასთან დაკავშირებით ჰქონდა პრობლემები. ხსენებული ფაქტიდან მალევე, იგი შეხვდა ორ პირს, რომლებმაც უთხრეს რომ სამშენებლო დგარები იყო მათი საკუთრება. ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება. მოწმემ დაადასტურა, რომ ორივე გარიგება სამშენებლო დგარების შესყიდვის თაობაზე გააფორმა ზეპირად. ამასთან, მის მიერ შეძენილ ყველა სამშენებლო დგარს, რომელიც იყო ყვითელი ფერის, აღენიშნებოდა მწვანე და წითელი ზოლები. მოწმის თქმით, მითითებული სამშენებლო დგარების ნაწილი - 160 ცალი, მან გააქირავა.
2.1.4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცე---ლ სისხლის სამართლის საქმეში მხარეთა მიერ, უდავოდ იქნა მიჩნეული მოწმეების: გი-------------ძის, გი-------------------ის, გი--------------–---–-სა და გე-–-------------ის გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი ყველა წერილობითი მტკიცებულება, გარდა ბრალდების შესახებ დადგენილებებისა და შპს „ს---------“ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილებისა.
2.1.5. სამშენებლო მოწყობილობების ჩაბარების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დგინდება, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს, შპს „ს-------მა“ ზუ-----------ეს ერთი თვით მიაქირავა 150 ცალი სამშენებლო დგარი, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა გადაიხადა 450 ლარი; ხოლო 2018 წლის 7 იანვარს, იმავე ვადით - 230 ცალი სამშენებლო დგარი 700 ლარად.
2.1.6. პირის ამოცნობის ოქმით (16.02.2018) ირკვევა, რომ აკ-------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე პირი - ზუ-----------ე, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბერსა და 2018 წლის 7 იანვარს, ალ---სთან ერთად მივიდა შპს „ს-------ში“ და თაღლითურად დაეუფლნენ კომპანიის კუთვნილ სამშენებლო დგარებს.
2.1.7. პირის ამოცნობის ოქმით (16.02.2018) ირკვევა, რომ აკ-------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მესამე პირი - აკ---------–---–ი, რომელიც 2017 წლის 27 დეკემბერსა და 2018 წლის 7 იანვარს, ზუ-----------ესთან ერთად თაღლითურად დაეუფლა შპს „ს---------“ კუთვნილ სამშენებლო დგარებს. მანვე განმარტა, რომ აკ---------–---–ი მას გაეცნო სახელით - ალ---.
2.1.8. სამშენებლო დგარების დათვალიერების ოქმის (05.02.2018) თანახმად, დათვალიერდა გი-------–--------ის საცხოვრებელი სახლის ეზოში არსებული სამშენებლო დგარები, საერთო ჯამში 200 ცალი. აღნიშნული დგარები იყო ყვითელი და აღენიშნებოდა მწვანე და წითელი ზოლები.
2.1.9. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 5 თებერვალს, მოწმე გი-------–--------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გი-------–---------მ მიუთითა, რომ 2018 წლის იანვარში, მისივე საცხოვრებელი სახლის ეზოდან (მდებარე: ქ. თბილისი, რ---- ქუჩის პირველ შესახვევი) 160 ცალი სამშენებლო დგარი გააქირავა ი--------------- ტერიტორიაზე, კერძო მშენებლობაზე. გი-------–--------ის მითითებით, საგამოძიებო ექსპერიმენტი გაგრძელდა გ---------- გზატკეცილისა და მ-------------------–----------------–----- ნაკვეთზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა. გი-------–---------მ აღნიშნა, რომ მის მიერ გაქირავებული 160 ცალი სამშენებლო დგარი, გამოყენებულია მშენებლობისთვის, კერძოდ, მან მიუთითა აგურით აშენებულ ერთ სართულიან შენობაზე, რომელსაც სამაგრის სახით გამოყენებული აქვს სხვადასხვა ფერის სამშენებლო დგარები. მათ შორისაა, ყვითელი სამშენებლო დგარები, მწვანე და წითელი ზოლებით. სწორედ ამ უკანასკნელ დგარებზე მიუთითა გი-------–---------მ და განმარტა, რომ ისინი მიჰყიდა ალ---მ და ზუ-----------ემ.
2.1.10. გი-------–--------ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (160 ცალი სამშენებლო დგარის გაქირავების თაობაზე) დასტურდება მოწმე გი-------------ძის გამოძიების ეტაპზე მიცე---ლი ჩვენებითაც.
2.1.11. ამოღების ოქმით (25.02.2018) დგინდება, რომ გი-------–--------ისგან ამოღებულ იქნა 160 ცალი სამშენებლო დგარი.
2.1.12. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №ი----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი ერთი ცალი ლითონის სამშენებლო დგარის საბაზრო ღირებულება შეადგენს 12 ლარს, შესაბამისად, 500 ცალი სამშენებლო დგარის ღირებულება უტოლდება 6000 ლარს.
2.1.13. სასამართლო მოიხმობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, 06/12/1988, №10590/83, §68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, 08/04/2010, №-4086/04, §32). აღნიშნული გადაწყვეტილებით, ევროპული სასამართლოს პოზიცია მტკიცებულებების შეფასებისა და ფაქტების დადგენისას შიდასახელმწიფოებრივი სასამართლოსთვის უპირატესობის მინიჭებაში გამოიხატება.
2.1.14. შიდასახელმწიფოებრივ დონეზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაეს საკანონმდებლო აქტზე - საქართველოს კონსტიტუციაზე, რომლის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად: „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში. აღნიშნული სტანდარტი გამორიცხავს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას.
2.1.15. სასამართლომ იხელმძღვანელა „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტის შესაბამისად, შეაფასა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია, რომ ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა ჩაიდინეს თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო: უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მოწმეების: აკ-------------ს, თე---------–-–---–ისა და გი-------–--------ის ჩვენებებზე, რომლებიც თავის მხრივ, არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი, ამასთან, სრულ თანხვედრაში საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან, მაგალითად ისეთთან, როგორიცაა: მიღება ჩაბარების-აქტი, სამშენებლო დგარების დათვალიერების ოქმი, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმები და სხვა. მეტი თვალსაჩინოებისთვის სასამართლო მიმოიხილავს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს: მოწმე აკ-------------სა და თე---------–-–---–ის ჩვენებებით ნათლად დასტურდება, რომ 2017 წლის 27 დეკემბერსა და 2018 წლის 7 იანვარს, ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა ერთობლივად იქირავეს შპს „ს---------“ კუთვნილი ყვითელი სამშენებლო დგარები, რომელიც დანიშნული იყო წითლად და მწვანედ. ხელშეკრულების ნამდვილობის დასტურად, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტიც. მართალია, აღნიშნულ აქტს დამქირავებლის მხრიდან ხელს აწერდა მხოლოდ ზუ-----------ე, თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია მოწმეთა მკაფიო და დამაჯერებელი პასუხი, რომ სამშენებლო დგარების ქირაობის დროს, ორივე შემთხვევაში, ზუ-----------ესთან ერთად, მოლაპარაკებას აწარმოებდა აკ---------–---–იც. იმ ფაქტს, რომ ზუ-----------ე და აკ---------–---–ი მოქმედებდნენ წინასწარ შეთანხმებით, ადასტურებს მოწმე გი-------–--------ის ჩვენებაც, რა დროსაც მან ცალსახად მიუთითა მათგან (იგულისხმება ზუ-----------ე და აკ---------–---–ი) ყვითელი სამშენებლო დგარების შეძენის ფაქტზე (აღნიშნული ქმედება, მათ განახორციელეს მას შემდეგ, რაც ქირავნობის ხელშეკრულების შედეგად გადაეცათ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარები). საგულისხმოა ის გარემოება, რომ აღნიშნულ ყვითელ სამშენებლო დგარებს, რომელიც მოგვიანებით გააქირავა გი-------–---------მ, აღენიშნებოდა წითელი და მწვანე ხაზები. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმსაც, რაც სრულ თანხვედრაშია გი-------–--------ის ჩვენებასთან და გი-------------ძის გამოძიების ეტაპზე მიწოდებულ ინფორმაციასთან, რომელიც თავის მხრივ ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. აგრეთვე, სამშენებლო დგარების დათვალიერების ოქმს, რომელიც ასახავს გი-------–--------ის სახლის ეზოში არსებულ სამშენებლო დგარების ვიზუალურ მახასიათებლებს, რაც ემთხვევა შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების გარეგნულ აღწერილობას. სასამართლო აგრეთვე ითვალისწინებს აკ-------------ს მონაწილეობით საგამოძიებო მოქმედება ამოცნობის ჩატარებას, რა დროსაც მან ამოიცნო, როგორც ზუ-----------ე, ისე აკ---------–---–ი. სასამართლოს შეფასებით, ამოცნობა ჩატარდა დამოუკიდებლად, ყოველგვარი მინიშნების გარეშე, ვინაიდან ამოცნობის ოქმებზე რაიმე სახის შენიშვნა, რაც დაადასტურებდა საპირისპიროს, არ ფიქსირდება.
2.1.16. სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმტკიცებულ მოსაზრებას, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003, № 37801/97, §34; ასევე Van De Hurk v. The Netherlands, №16034/90, 19/04/1994, §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93, 29/05/1997, §43). ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის ძირითად არგუმენტებზე და განმარტავს მათი გაუზიარებლობის საფუძვლებს.
2.1.17. საქმის არსებითი განხილვისას დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა შემდეგ საკითხებზე: 1. ზუ-----------ეს და აკ---------–---–ს არ ჰქონდათ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ისინი წარმოადგენდნენ მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 2. აკ---------–---–ისთვის უცნობი იყო ზუ-----------ის განზრახვის შესახებ. ამასთან, მას რაიმე ქონებრივი სარგებელი არ მიუღია; 3. აკ---------–---–ის ქმედება (შპს „ს---------“ წარმომადგენლებისთვის სამშენებლო დგარების გასხვისების შესახებ შეტყობინება) გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2.1.17.1. ზუ-----------ეს და აკ---------–---–ს არ ჰქონდათ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. ისინი წარმოადგენდნენ მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის მონაწილეებს, რომლებმაც ვერ შეძლეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება - სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს, რომ საქართველოს სსკ პასუხისმგებლობას აწესებს მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის ჩადენისათვის. დანაშაულის ერთ-ერთი ელემენტი კი ბრალია, რომელიც სხვა არაფერია თუ არა უმართლობის ჩამდენის პერსონალური გაკიცხვა მისი შერაცხაობის გათვალისწინებით. ამგვარი გაკიცხვა მარტოოდენ მოსამართლის სუბიექტური თვალსაზრისს კი არ გულისხმობს, არამედ გაკიცხვა კომპლექსური ცნებაა, რომელიც ობიექტური და სუბიექტური ნიშნების, აგრეთვე ადამიანის სუბიექტური თვისებებისა და შესაძლებლობების შეფასებას გულისხმობს (მაგალითად, ისეთი გარემოებების არარსებობა, რომლებიც გამორიცხავენ სხვაგვარად ქცევის შესაძლებლობას). ლოგიკურია თუ ვიტყვით, რომ ბრალეულ მოქმედებაზე საუბარი მხოლოდ მაშინ შეიძლება, როდესაც ადამიანს თავისუფალი ქცევის შესაძლებლობა აქვს. ასეთი ქცევა კი მხოლოდ ნებელობითი მოქმედების დროსაა შესაძლებელი. ვინაიდან დანაშაული ნებელობითი მოქმედებაა, არ უნდა იყოს შემთხვევითი ის ფაქტი, რომ დანაშაულის ჩადენისას მოტივისა და მიზნის დადგენა ქმედების დანაშაულად სწორი კვალიფიკაციის აუცილებელი წინაპირობაა. მოცე---ლ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის არგუმენტაციას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ ზუ-----------ესა და აკ---------–---–ს სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი არ ჰქონიათ და რომ მათი ქმედება წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, განსაკუთრებით კი მოწმეთა ჩვენებები ცხადყოფენ, რომ ზუ-----------ესა და აკ---------–---–ს შპს „ს-------თან“ ქირავნობის შესახებ მოლაპარაკების წარმოების პროცესში, იმთავითვე განზრახული ჰქონდათ ამ კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარების თაღლითურად დაუფლების ფაქტი, რის განხორციელების ხერხადაც, გამოიყენეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რათა დამქირავებლისთვის უცნობი ყოფილიყო მათი განზრახვა სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების თაობაზე. ბრალდებულთა მიერ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანზე მიუთითებს, ბრალდებულთა ქცევაც ხელშეკრულების დადების შემდეგ (მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების პირობას არ წარმოადგენდა დამქირავებლის მიერ ნივთის მესამე პირისთვის ქვექირავნობით გადაცემა, მით უფრო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის მესამე პირზე გასხვისება, ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარები ფულადი თანხის სანაცვლოდ გაასხვისეს მესამე პირზე). სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტი ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ზუ-----------ისა და აკ---------–---–ის მხრიდან სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნის არსებობაზე, რის გამოც ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მიერ, ბრალდებულების გამამართლებელ არგუმენტად მითითებულ ზემოაღნიშნულ განმარტებას.
2.1.17.2. აკ---------–---–ისთვის უცნობი იყო ზუ-----------ის განზრახვის შესახებ, ამასთან, მას რაიმე ქონებრივი სარგებელი არ მიუღია - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის შედეგად, ნათლად გამოიკვეთა აკ---------–---–ის მონაწილეობა შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებაში. კერძოდ, გარდა შპს „ს---------“ წარმომადგენელთან მოლაპარაკების პროცესში უშუალო ჩართულობისა, მისი აქტიური როლი გამოიხატა შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების გი-------–--------ისთვის მიყიდვაში. გი-------–--------ის განმარტებით, სწორედ აკ---------–---–ის მიმართ არსებული ნდობის გამო გამოთქვა სამშენებლო დგარების შესყიდვის სურვილი. გასათვალისწინებელია მისი ჩვენების ის ნაწილიც, როდესაც ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა მას უთხრეს, თუ რისთვის სჭირდებოდათ სამშენებლო დგარების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. აღნიშნული ფაქტი, ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს მათი მხრიდან მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხის საკუთარი სურვილისამებრ გამოყენებაზე. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს გი-------–--------ის ჩვენების იმ ნაწილზე, როდესაც ის დეტალურად აღწერს, თუ როგორ მივიდა მასთან აკ---------–---–ი (ზუ-----------ის გარეშე) სამშენებლო დგარების შესყიდვიდან რამდენიმე დღეში და მიჰყიდა სხვა სამშენებლო დგარები, საერთო ჯამში 1000 ლარად. მოწმესთან საუბარში აკ---------–---–მა განმარტა, რომ აღნიშნული სამშენებლო მასალა იყო მისი საკუთრება. ეს ფაქტი უდავოდ ეწინააღმდეგება მისივე განმარტებას, ქონებრივი სარგებლის მიუღებლობის თაობაზე. აკ---------–---–ის მიერ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენაში, სასამართლოს არწმუნებს ის გარემოებაც, რომ სამშენებლო დგარების რეალიზაციის შემდეგ (იგულისხმება ის შემთხვევა, როდესაც მან გი-------–--------ისგან სამშენებლო დგარების სანაცვლოდ მიიღო ანაზღაურება 1000 ლარის სანაცვლოდ) იგი დაუკავშირდა გი-------–---------ს და ჰკითხა იყო თუ არა ვინმე მასთან მისული. ეს უკანასკნელი გარემოება ცალსახად მიუთითებს, რომ სამშენებლო დგარების რეალიზაციის მომენტში, მას შეცნობილი ჰქონდა, რომ ჰყიდდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებულ ნივთებს. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მოცე---ლ პოზიციას.
2.1.17.3. აკ---------–---–ის ქმედება (შპს „ს---------“ წარმომადგენლებისთვის სამშენებლო დგარების გასხვისების შესახებ შეტყობინება) გამორიცხავს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას - საქმის არსებითი განხილვის დროს გამოკვლეული მტკიცებულებებით აკ---------–---–ის ქმედებაში ცალსახად იკვეთება მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედებების ობიექტური შემადგენლობის ყველა ნიშანი. მიუხედავად იმისა, რომ დაცვის მხარის ზემოაღნიშნული არგუმენტის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, სასამართლო კიდევ ერთხელ გააანალიზებს აკ---------–---–ის ქმედებას მოცე---ლ არგუმენტთან მიმართებით: შპს „ს-------თან“ ზეპირი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ კვირაში, აკ-------------ს დაუკავშირდა აკ---------–---–ი და შეატყობინა, რომ მისი და ზუ-----------ის ნაქირავები სამშენებლო დგარები, ამ უკანასკნელმა გაასხვისა სხვა პირზე. მეტი დამაჯერებლობისთვის აკ---------–---–მა შპს „ს---------“ წარმომადგენელს უთხრა მისამართი, სადაც შეძლებდნენ კომპანიის კუთვნილ სამშენებლო დგარების მოძიებას. ერთი შეხედვით, აკ---------–---–ის აღნიშნული ქმედება გამორიცხავს მისი მხრიდან განზრახვის ისეთი ელემენტის არსებობას, როგორიცაა ნებელობა (ანუ ზუ-----------ემ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარები გაასხვისა მისი ნების საწინააღმდეგოდ), თუმცა ამ შემთხვევაში გადამწყვეტია მოვლენათა შემდგომი განვითარება. მას შემდეგ, რაც შპს „ს---------“ წარმომადგენლებმა მოიძიეს მათი კუთვნილი ქონების ადგილმდებარეობა და მიაკვლიეს მის კეთილსინდისიერ შემძენს, სიტუაციაში გარკვევის მიზნით, ისინი დაუკავშირდნენ აკ---------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა ტელეფონი გათიშა და მასთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს. სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი აკ---------–---–ს დანაშაულებრივ ქმედებასთან რაიმე კავშირი არ ჰქონია, მისივე ინტერესში უნდა ყოფილიყო დაზარალებულისთვის სიმართლის გარკვევაში დახმარება. ნაცვლად ამისა, მან ტელეფონის გათიშვით ამჯობინა კომუნიკაციისათვის თავის არიდება, რაც არათუ მიუთითებს მის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე, არამედ ადასტურებს მისი მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას.
2.1.18. საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ზუ-----------ე და აკ---------–---–ი მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით. მართალია, მიღება-ჩაბარების აქტზე, დამქირავებლის ველში ხელს აწერს ზუ-----------ე, თუმცა არანაკლები როლი ჰქონდა აკ---------–---–საც. კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით აშკარად დასტურდება მისი მონაწილეობაც ზეპირი ფორმით გაფორმებულ ხელშეკრულებაში. დანაშაულის წინასწარი შეთანხმების ხასიათი გამოიხატება იმაშიც, რომ აკ---------–---–ი და ზუ-----------ე ერთობლივად ახდენდნენ შპს „ს---------გან“ ნაქირავები სამშენებლო დგარების რეალიზაციას.
2.1.19. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა წარმოდგენილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 27 დეკემბერსა და 2018 წლის 7 იანვარს, ზუ-----------ე და აკ---------–---–ი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით დაეუფლნენ შპს „ს---------“ კუთვნილ სამშენებლო დგარებს.
2.2. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (შპს „ს---------“ 2017 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი)
2.2.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების აკ-------------ს და თე---------–-–---–ის ჩვენებებით დგინდება, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს ზუ-----------ემ შპს „ს---------გან“ იქირავა 120 ცალი სამშენებლო დგარი, რის თაობაზეც გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. პუნქტი 2.1.1.-2.1.2.).
2.2.2. სამშენებლო მოწყობილობების ჩაბარების თაობაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, დგინდება, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს, შპს „ს-------მა“ ზუ-----------ეს ერთი თვით მიაქირავა 120 ცალი სამშენებლო დგარი, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა გადაიხადა 360 ლარი.
2.2.3. პირის ამოცნობის ოქმით (16.02.2018) ირკვევა, რომ აკ-------------მ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე პირი - ზუ-----------ე, რომელიც 2017 წლის 5 დეკემბერს მივიდა შპს „ს-------ში“ და თაღლითურად დაეუფლა კომპანიის კუთვნილი სამშენებლო დგარებს.
2.2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მი----–----------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 თებერვალს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს, ზუ-----------ის მიერ შპს „ს------------“ ნაქირავები სამშენებლო დგარები გადაზიდული ჰქონდა იუ-----------–--ეს მისი მართვის ქვეშ მყოფი ა/მანქანით. მოგვიანებით, მან მოწმის სახით გამოკითხა ეს უკანასკნელი.
2.2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე იუ-----------–--ის ჩვენებით დგინდება, რომ მის საქმიანობას წარმოადგენს საკუთარი სატვირთო ა/მანქანის გაქირავება. 2017 წლის 5 დეკემბერს, მასთან მივიდა ბრალდებული ზუ-----------ე, რომელმაც სთხოვა სამშენებლო დგარების გადაზიდვა. აღნიშნული დგარები მან ქ. თბილისი, ა----–-- დასახლებიდან გადაიტანა ვარკეთილში, რისთვისაც მიიღო მომსახურების საფასური. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობა.
2.2.6. პირის ამოცნობის ოქმით (16.02.2018) ირკვევა, რომ იუ-----------–--ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარცხნიდან მესამე პირი - ზუ-----------ე, რომელმაც 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, სამშენებლო დგარები გადაზიდა მისი კუთვნილი ა/მანქანით.
2.2.7. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც ჩატარდა 2018 წლის 15 თებერვალს, მოწმე იუ-----------–--ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, დგინდება, რომ ამ უკანასკნელმა მიუთითა ქ. თბილისში, წ---–--------------------ში განთავსებულ ერთ-ერთ დაწესებულებაზე და განმარტა, რომ 2017 წლის დეკემბრის დასაწყისში, სწორედ აღნიშნულ ადგილზე დატვირთეს ა/მანქანა სამშენებლო დგარებით დამქირავებლებმა, რაც გადაიტანეს ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთი დაწესებულების ეზოში.
2.2.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გი--------------–---–მა განმარტა, რომ 2018 წლის თებერვალში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ ზუ-----------ის მიერ შპს „ს------------“ ნაქირავები სამშენებლო დგარები ინახებოდა მოქალაქე ილ-----------–---–თან, ქ. თბილისში, ჯ--------- ქუჩაზე, რის თაობაზეც აცნობა ხელმძღვანელობას. მოწმემ აღნიშნა, რომ მის მიერ მიღებულ ინფორმაციაში საუბარი იყო დაახლოებით 70 ცალ დგარზე.
2.2.9. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე ილ-----------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მისი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სამშენებლო დგარების გაქირავება. აღნიშნული სამშენებლო მასალები მას განთავსებული აქვს ქ. თბილისი, ვ---------–--------------------------ში. სწორედ ამ ტერიტორიაზე გაიცნო ზუ-----------ე, რომელიც თავის მხრივ დაინტერესებული იყო სამშენებლო დგარების გაყიდვით. მოწმის განმარტებით, მან ზუ-----------ეს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში იყიდიდა მისგან სამშენებლო დგარებს, თუ ისინი ყვითლის ნაცვლად იქნებოდა წითელი. მიუხედავად მისი მოთხოვნისა, ზუ-----------ემ მას მიუტანა ყვითელი სამშენებლო დგარები (სამშენებლო დგარები დანიშნული იყო სხვადასხვა ფერის საღებავით), თან დასძინა, რომ ჰქონდა პრობლემები და სჭირდებოდა ფული. ამასთან, დაპირდა, რომ აღნიშნული დგარების დატოვების შემთხვევაში, აუცილებლად მიუტანდა მის შემცვლელ წითელ დგარებს. მოწმე დათანხმდა შეთავაზებას და ყვითელი დგარების წითლით ჩაუნაცვლებლობის შემთხვევაში, ზუ-----------ეს დამატებით პირობად დაუთქვა მის მიერ გადახდილი სამშენებლო დგარების საფასურის უკან დაბრუნება. მოწმემ დაადასტურა, რომ ზუ-----------ისგან შეიძინა 120 ცალი სამშენებლო დგარი, საერთო ჯამში 800 ლარად. მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებისა, ზუ-----------ე მასთან აღარ გამოჩენილა. მოწმის თქმით, მოგვიანებით, მისგან პოლიციის თანამშრომლებმა ამოიღეს 70 ცალი სამშენებლო დგარი (ანუ დგარების ის რაოდენობა რაც მას გააჩნდა იმ მომენტისთვის).
2.2.10. ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 16 თებერვალს, ილ-----------–---–ისგან, მისივე მითითებით ამოიღეს 70 ცალი ყვითელი სამშენებლო დგარი, წითელი და მწვანე საღებავის კვალით. აგრეთვე, 2017 წლის 5 დეკემბერს, ზუ-----------ესა და ილ-----------–---–ს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება ჩაბარების აქტი და ზუ-----------ის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.
2.2.11. ამოღების ოქმში ასახული ფაქტობრივი გარემოებები (70 ცალი ყვითელი სამშენებლო დგარის ამოღების თაობაზე) დასტურდება მოწმე ლე-----------–---–ის სასამართლოში მიცე---ლი და მოწმე გი-------------------ის გამოძიების ეტაპზე მიწოდებული ინფორმაციითაც.
2.2.12. ილ-----------–---–ისგან ამოღებული 2017 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულების თანახმად, ილ-----------–---–მა ზუ-----------ისგან შეიძინა 120 ცალი სამშენებლო დგარი 800 ლარად. ხელშეკრულების სისწორე დადასტურებულია მასში მონაწილე მხარეთა ხელმოწერებით. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დასტურად, მხარეთა შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.
2.2.13. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნით დგინდება, რომ 2017 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე და 2017 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ზუ-----------ის სახელით არსებული ხელმოწერები (ასოითი ჩანაწერის სახით) გრაფებში „გამყიდველი“ შესრულებულია ზუ-----------ის მიერ. ამავე ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტზე ილ-----------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერები (მოკლე ტრანსკრიფციის სახით) გრაფებში „მყიდველი“, შესრულებულია ილ-----------–---–ის მიერ.
2.2.14. სასამართლომ შეაფასა წარმოდგენილი მტკიცებულებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთმანეთთან ურთიერთშეჯერებულობის თვალსაზრისით და უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 5 დეკემბერს, ზუ-----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა შპს „ს---------“ 120 ცალ სამშენებლო დგარს. საკითხის ამგვარად გადაწყვეტისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო დაზარალებულის წარმომადგენლის - აკ-------------ს თანმიმდევრული და დამაჯერებელი ჩვენება. საგულისხმოა, რომ ამ უკანასკნელის ჩვენებაში ასახული ფაქტობრივი გარემოებების სისწორე დასტურდება მხარეთა მიერ არასადავოდ მიჩნეული მიღება-ჩაბარების აქტით, რაც გაფორმდა სამშენებლო მოწყობილობების ჩაბარების დასტურად. სასამართლოს შეფასებით, ზუ-----------ის მიერ შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო მასალის დაუფლების მიზანი არსებობდა თავიდანვე, რამეთუ მან შპს „ს---------“ კუთვნილი დგარების ქირაობიდან რამდენიმე საათში, ილ-----------–---–ს მიჰყიდა ქირავნობის ხელშეკრულების შედეგად მიღებული ნივთი, რომლის გასხვისების უფლებაც მას მხარეთა შეთანხმების თანახმად არ გააჩნდა. ზუ-----------ის მიერ ილ-----------–---–ისთვის შპს „ს---------“ კუთვნილი სამშენებლო დგარების მიყიდვის ფაქტი დასტურდება თავად ილ-----------–---–ის ჩვენებითა და საგამოძიებო მოქმედება - ამოღების შედეგად ამოღებული სამშენებლო დგარებით. საგულისხმოა, რომ ამოღებული დგარები ხასიათდებოდა იგივე ინდივიდუალურ-გვარეობითი ნიშნებით, რაც გააჩნდა შპს „ს---------“ კუთვნილ სამშენებლო დგარებს (სამშენებლო დგარები იყო ყვითელი და აღენიშნებოდა წითელი და მწვანე ხაზები). იმ ფაქტს, რომ ზუ-----------ემ მართლაც მიჰყიდა ილ-----------–---–ს 120 ცალი სამშენებლო დგარი, ადასტურებს გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება - 2017 წლის 5 დეკემბრით დათარიღებულ ხელშეკრულებასა და მიღება-ჩაბარების აქტზე ზუ-----------ის სახელით არსებული ხელმოწერები გრაფებში „გამყიდველი“ შესრულებულია ზუ-----------ის მიერ, ხოლო გრაფებში „მყიდველი“ შესრულებულია ილ-----------–---–ის მიერ. სასამართლო აგრეთვე ყურადღებას გაამახვილებს მოწმე იუ-----------–--ის ჩვენებაზე, რომელმაც ზუ-----------ესთან შეთანხმებით, სამშენებლო დგარები კუთვნილი ა/მანქანით ქ. თბილისში, ავჭალიდან გადაზიდა ვარკეთილში. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული მტკიცებულებები ხასიათდებიან უტყუარობის იმგვარი სტანდარტით, რაც აუცილებელია პირის დამნაშავედ ცნობისთვის.
2.3. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (ამხანაგობა „ბ----------“ 2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი)
2.3.1. სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმე გი------------ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ამხანაგობა „ბ---------–-“ თავმჯდომარის პოზიციაზე. მოწმემ განმარტა, რომ მისმა ორმა თანამშრომელმა - ზუ-----------–---–მა და გო----------–---–მა, მისი თანხმობით სამშენებლო დგარები მიაქირავეს ვინმე ქე-----ს და მასთან მყოფ პირებს, თუმცა მოქირავნის მიერ არ შესრულდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება. აღნიშნული ფაქტის გამო, მოწმემ ითხოვა ზიანის ანაზღაურება.
2.3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ზუ------------–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს ამხანაგობა „ბ---------–-“ დარაჯად. მის სამუშაო ობიექტზე განთავსებულია სამშენებლო დგარები, რომლებსაც ის და მისი თანამშრომელი ზემდგომ პირთან შეთანხმებით აქირავებდნენ. ქირავნობის შედეგად მიღებული შემოსავლის ნაწილით, ისინი იხდიდნენ ამხანაგობის კომუნალურ გადასახადებს, ხოლო თანხის დარჩენილ ნაწილს იყენებდნენ პირადად. 2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მასთან მეგობარ თე---რ ად---–---–-ს მეშვეობით, მივიდა ზუ-----------ე ნათესავთან ერთად, რომლებმაც ერთი თვით იქირავეს 403 ცალი სამშენებლო დგარი (ლურჯი და ვერცხლისფერი). აღნიშნული დგარების საფასური შეადგენდა 1200 ლარს, თუმცა მათ მხოლოდ 400 ლარი გადაიხადეს და დგარები წაიღეს იმ პირობით, რომ დარჩენილი თანხის ნაწილს (800 ლარს) გადაიხდიდნენ 2018 წლამდე. მიუხედავად ამისა, მათ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები. მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტის შემდეგ, მან საკუთარი ძალებით სცადა ამხანაგობის კუთვნილი სამშენებლო დგარების მოძიება, რასაც მიაგნო ქ. თბილისში, მ-------- ტერიტორიაზე. ამხანაგობის კუთვნილი სამშენებლო მასალის იმჟამინდელმა მფლობელმა, მათ განუცხადა, რომ დგარები შეიძინა ზუ-----------ისგან. მოწმემ აღნიშნული ინფორმაცია შეატყობინა თავის უფროსს, რომელმაც თავის მხრივ მიმართა პოლიციას. მოწმემ დაადასტურა საგამოძიებო მოქმედება ამოცნობაში მონაწილეობა, რა დროსაც მან ამოიცნო ზუ-----------ე.
2.3.3. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გო----------–---–მა (ამხანაგობა „ბ----------“ დარაჯი). მანვე, დამატებით განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში.
2.3.4. პირის ამოცნობის ოქმით (14.02.2018) ირკვევა, რომ ზუ------------–---–-ა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მეორე მდგომი პირი - ზუ-----------ე, რომელსაც 2017 წლის 15 დეკემბერს, მან და გო----------–---–მა მიაქირავეს 403 ცალი სამშენებლო დგარი.
2.3.5. პირის ამოცნობის ოქმით (14.02.2018) ირკვევა, რომ გო----------–---–მა ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან მესამე მდგომი პირი - ზუ-----------ე, რომელსაც 2017 წლის 15 დეკემბერს, მან და ზუ------------–---–-ა მიაქირავეს 403 ცალი სამშენებლო დგარი.
2.3.6. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით ირკვევა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, მოწმე გო----------–---–ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცე---ლი ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც გო----------–---–მა მიუთითა ამხანაგობა „ბ----------“ კუთვნილ მშენებარე ობიექტზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული ადგილიდან გაატანა მან ზუ-----------ეს 403 ცალი სამშენებლო დგარი, რომელიც ამ უკანასკნელმა გაყიდა ქ. თბილისში, ღ---–----------------ში არსებულ სამშენებლო გაქირავების პუნქტში.
2.3.7. მოწმე გი--------------–---–-ს გამოძიების ეტაპზე მიცე---ლი ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში, მან საკუთარი სატვირთო ა/მანქანით ქ. თბილისში, ბ-------------------------დან, ქ. თბილისში, მ------–--------–---- ქუჩაზე გადაზიდა სამშენებლო დგარები (ლურჯი და ვერცხლისფერი).
2.3.8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თე----------------–---–მა დაადასტურა, რომ მისი ნაცნობი ალ--- (იგივე აკ---------–---–ი) დააკავშირა ზ--------------–---–-, რომლისგანაც იქირავა სამშენებლო დგარები.
2.3.9. შესყიდვის აქტებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 დეკემბერს, ზუ-----------ემ ქ. თბილისში, მ-------- სამხედრო დასახლებაში არსებულ სამშენებლო მასალების პუნქტში ჩააბარა 130 ცალი სამშენებლო დგარი, რომლის სანაცვლოდაც მიიღო 1261 ლარი; ხოლო 2017 წლის 15 დეკემბერს - 280 ცალი სამშენებლო დგარი 2716 ლარის სანაცვლოდ.
2.3.10. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 13 დეკემბრითა და 2017 წლის 15 დეკემბრით დათარიღებულ შესყიდვების აქტებზე გრაფებში „ფული მივიღე“ ზუ-----------ის გვარით არსებული ხელმოწერები შესრულებულია ზუ-----------ის მიერ.
2.3.11. საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის №ი----- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი 403 (ოთხას სამი) ცალი სამშენებლო დგარის საერთო საბაზრო ღირებულებამ შეადგინა - 4572 (ოთხი ათას ხუთას სამოცდათორმეტი) ლარი.
2.3.12. მოწმე გე-–-------------ის გამოძიების ეტაპზე მიცე---ლი ჩვენებით დგინდება, რომ 2017 წლის 13 დეკემბერსა და 2017 წლის 15 დეკემბერს, საკუთარი საწყობისთვის (მდებარე: ქ. თბილისი, ღ---–---------------ში) ზუ-----------ისგან შეიძინა სამშენებლო დგარები (ლურჯი და ვერცხლისფერი). აღნიშნული ფაქტის დასტურად, მან შეადგინა შესყიდვის აქტები.
2.3.13. საწყობის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ. თბილისში, ღ---–----------------ში, მოწმე გე-–-------------ის თანხმობით დათვალიერდა მის დაქვემდებარებაში არსებული სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის გაქირავების პუნქტი (საწყობი). აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების დროს, გე-–-------------ემ მიუთითა ორ ცალ სამშენებლო დგარზე და განმარტა, რომ ისინი შეიძინა ზუ-----------ისგან.
2.3.14. ამოღების ოქმით (12.02.2018) დგინდება, რომ 2018 წლის 12 თებერვალს მოწმე გე-–-------------ისგან ამოღებულ იქნა მის მიერ 2017 წლის 13 დეკემბერსა და 2017 წლის 15 დეკემბერს შედგენილი შესყიდვის აქტები.
2.3.15. პირის ამოცნობის ოქმით (15.02.2018) ირკვევა, რომ გე-–-------------ემ ამოსაცნობად წარდგენილი პირებიდან ამოიცნო მარჯვნიდან პირველი პირი - ზუ-----------ე, რომელმაც 2017 წლის 13 დეკემბერსა და 2017 წლის 15 დეკემბერს, მას მიჰყიდა სამშენებლო დგარები.
2.3.16. სასამართლოს წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2017 წლის 15 დეკემბერს, ზუ-----------ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მოტყუებით დაეუფლა ამხანაგობა „ბ----------“ 403 ცალ სამშენებლო დგარს. აღნიშნულ გადაწყვეტილების მიღებაში სასამართლოს დაეხმარა სასამართლოში წარმოდგენილი უტყუარი და დამაჯერებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც სრულ თანხვედრაში არიან ერთმანეთთან. იმ ფაქტს, რომ ზუ-----------ემ მართლაც დადო ქირავნობის ხელშეკრულება ამხანაგობა „ბ----------“ წარმომადგენლებთან, არც დაცვის მხარე ხდის სადავოდ. დაცვის მხარე ძირითადად აპელირებდა იმ საკითხზე, რომ ზუ-----------ეს არ დაურღვევია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და რომ, მას ჰქონდა ნაქირავები სამშენებლო დგარების დაბრუნების ვადა. დაცვის მხარის აღნიშნული მოსაზრებას სასამართლო არგუმენტად უპირისპირებს სასამართლო სხდომაზე დაკითხული ამხანაგობა „ბ----------“ დარაჯების ზუ------------–---–ისა და გო----------–---–ის ჩვენებებს, რომლებმაც განმარტეს, რომ სამშენებლო დგარები მოიძიეს და კომპანიის უფროსი საქმის კურსში ჩააყენეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავიდა ამხანაგობა „ბ----------ა“ და ზუ-----------ეს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის უსაფუძვლო განმარტებას.
2.4. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით (შპს „თ--–-----“ 2017 წლის 25 აპრილის ეპიზოდი)
2.4.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული სო-–-------------–---–-ს ჩვენებით დგინდება, რომ არის შპს „თ--–-----“ დამფუძნებელი. 2017 წლის აპრილში, მის თანამშრომელთან - თე----------–--–-–---–თან ხელშეკრულება გააფორმა აკ---------–---–მა. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა 220 ცალი სამშენებლო დგარი, ამავე ხელშეკრულების ვადად განისაზღვრა 20 დღე. მოწმემ განმარტა, რომ მოქირავნემ არ შეასრულა მისთვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (გაასხვისა მისთვის მიქირავებული ნივთი და არ დაიცვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადა), რის გამოც კომპანია თავს მიიჩნევს დაზარალებულად.
2.4.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული თე----------–--–-–---–ის ჩვენებით დგინდება, რომ მუშაობს სამშენებლო კომპანია შპს „თ--–---ში“ საწყობის გამგის პოზიციაზე. 2017 წლის აპრილში, აკ---------–---–მა მისი კომპანიისგან 20 დღით იქირავა 220 ცალი სამშენებლო დგარი. მოწმემ განმარტა, რომ მათ შორის დადებული გარიგების ვადის გასვლის შემდეგ, აკ---------–---–მა არ დააბრუნა სამშენებლო დგარები, რის გამოც მიმართეს პოლიციას. პოლიციის მიმართვიდან რამდენიმე დღეში მას დაეკონტაქტა აკ---------–---–ი და არ შეხმიანების მიზეზად დაუსახელა თავისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ამის შემდეგ შეთანხმდნენ, რომ აკ---------–---–ი დააბრუნებდა მის მიერ ნაქირავებ სამშენებლო დგარებს და პარალელურად გადაიხდიდა ქირის ფულს. მოწმემ დაადასტურა, რომ მან აკ---------–---–ს ვალის გადახდის სანაცვლოდ შესთავაზა თავის კომპანიაში დასაქმება, თუმცა ეს უკანასკნელი ამ შეთავაზებით არ დაინტერესებულა. მოწმის განმარტებით, კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს დაახლოებით 6 800 ლარს. ამასთან, მოსამართლის დამაზუსტებელ შეკითხვაზე მოწმემ განმარტა, რომ თითო სამშენებლო დგარის ღირებულება მერყეობს 31 ლარიდან 35 ლარამდე.
2.4.3. ამოღების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 15 მარტს, თე----------–--–-–---–ისგან ამოიღეს აკ---------–---–სა და სოლომონ ბერიშვილს შორის, 2017 წლის 25 აპრილს სამშენებლო დგარების ქირავნობის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება.
2.4.4. 2017 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებით დგინდება, რომ აკ---------–---–მა სო-–-------------–---–-სგან 450 ლარის სანაცვლოდ, 20 დღის ვადით იქირავა 220 ცალი სამშენებლო დგარი. აღნიშნული ხელშეკრულება ასახავს მხარეთა პერსონალურ მონაცემებს, რომლის სისწორეც დადასტურებულია ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარის მიერ.
2.4.5. გრაფიკული ექსპერტიზის №------- დასკვნის თანახმად, 2017 წლის 25 აპრილით დათარიღებულ ხელშეკრულებაზე აკ---------–---–ის სახელით არსებული ხელმოწერა გრაფაში „დამქირავებელი“ სავარაუდოდ შესრულებულია აკ---------–---–ის მიერ.
2.4.6. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო ვერ გაიზიარებს აკ---------–---–ის ინტერესების დამცველი ადვოკატის პოზიციას, რომელიც აკ---------–---–ის ქმედებას (შპს „თ--–-----თვის“ სამშენებლო დგარების არ დაბრუნებას) აფასებს, როგორც ობიექტური მიზეზის შედეგად განპირობებულს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, შპს „თ--–-----“ კუთვნილი სამშენებლო დგარების ქირაობიდან ერთ კვირაში აკ---------–---–ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში, დაენიშნა წოლითი რეჟიმი. სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი ცნობა დაცვის მხარეს სასამართლო განხილვის დროს არ წარმოუდგენია. ამასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მას შეეძლო დაკავშირებოდა შპს „თ--–-----“ წარმომადგენელს, სანამ ეს უკანასკნელი მიმართავდა პოლიციას და იმის დასტურად, რომ თავისივე ნაკისრ ვალდებულებაზე პასუხისმგებლობას არ იხსნიდა, გამოეთქვა მზაობა მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე. მართალია, მოგვიანებით იგი დაუკავშირდა თე----------–--–-–---–ს, თუმცა ეს განხორციელდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც სამართალდამცავმა ორგანომ დაიწყო ფაქტის შესწავლა. შესაბამისად, სასამართლო აკ---------–---–ის ქმედებას აფასებს, როგორც გარეგანი ფაქტორების იძულების შედეგად განხორციელებულს, რაც შესაძლოა ერთგვარად ეწინააღმდეგებოდეს მის ნება-სურვილს. სასამართლო აგრეთვე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის განმარტებას იმის თაობაზე, რომ მხარეთა ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით (იგულისხმება შპს „თ--–----- წარმომადგენლის თე----------–--–-–---–ისა და აკ---------–---–ს შორის გაფორმებული შეთანხმება) ხელშეკრულების დასასრულს წარმოადგენდა 2018 წლის თებერვლის დასასრული. დაცვის მხარის პოზიციის გაუზიარებლობის არგუმენტად, სასამართლო მიუთითებს მხარეთა მიერ პრეიუდიციად მიჩნეულ 2017 წლის 25 აპრილის ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმად, აკ---------–---–მა სო-–-------------–---–-სგან 450 ლარის სანაცვლოდ, 20 დღის ვადით იქირავა 220 ცალი სამშენებლო დგარი. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სისწორე დადასტურებულია ხელშეკრულებაში მონაწილე ორივე მხარის მიერ. საგულისხმოა ისიც, რომ აღნიშნული ხელშეკრულების სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თე----------–--–-–---–მა და სოლომონ ბერიაშვილმა. სასამართლო მიიჩნევს, რომ დაცვის მხარის აღნიშნული განმარტებები განპირობებულია პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით.
2.4.7. ვინაიდან აკ---------–---–ის დანაშაულებრივი ქმედების ამ ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს მტკიცებულების სახით არ წარმოუდგენია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა, რითაც უტყუარად დადგინდებოდა დაზარალებული კომპანიისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა, სასამართლო საკითხის შეფასებისას იხელმძღვანელებს შპს „თ--–-----“ წარმომადგენლის თე----------–--–-–---–ის ჩვენებით, რომლის თანახმად, თითო სამშენებლო დგარის ღირებულება მერყეობდა 31 ლარიდან 35 ლარამდე. მართალია, აკ---------–---–ის ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ზიანის ოდენობა - 7 700 ლარი, ემთხვევა დაზარალებულის ჩვენებას, თუმცა გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზიანის ეს ოდენობა მიიღება დაზარალებულის ჩვენებაში თითო სამშენებლო დგარის მაქსიმალური თანხით (35 ლარი) შეფასების შედეგად. სასამართლო თე----------–--–-–---–ს ჩვენების არაკატეგორიული ხასიათიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ შპს „თ--–-----თვის“ მიყენებული ზიანი უნდა დაანგარიშდეს თითო სამშენებლო დგარის ღირებულების მინიმალური თანხის (31 ლარი) შეჯამებით, რის შედეგადაც 220 ცალი სამშენებლო დგარის ღირებულება გაუტოლდება 6 820 (ექვსი ათას რვაას ოცი) ლარს. საკითხს ამგვარად გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ბრალდებულის ინტერესის სასიკეთოდ.
2.4.8. ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა ზემოაღნიშნული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია აკ---------–---–ის მიერ შპს „თ--–-----“ კუთვნილი სამშენებლო დგარების თაღლითურად დაუფლება.
2.5. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოწვია
2.5.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ნათლად დასტურდება, ზუ-----------ისა და აკ---------–---–ის მიერ, როგორც ერთობლივად, ისე მათთვის ინდივიდუალურად ბრალად შერაცხული ქმედებების შედეგად მნიშვნელოვანი ზიანის გამოწვევა. ამ საკითხზე მსჯელობისას, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს სსკ-ის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა თავში, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით. მოცე---ლ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნებისა და შპს „თ--–-----“ წარმომადგენლის თე----------–--–-–---–ის ჩვენების თანახმად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ზუ-----------ისა და აკ---------–---–ისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების თითოეულ ეპიზოდში ზიანის ოდენობა აღემატება კანონით დადგენილ 150 ლარიან ნიშნულს.
2.6. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, ჩადენილი არაერთგზის (აკ---------–---–ის მიმართ)
2.6.1. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
2.6.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით აკ---------–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი.
2.6.3. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტო/თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–--------------–-- წერილის თანახმად დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით, აკ---------–---–ისთვის დადგენილი გამოსაცდელი ვადის დასასრულია 2018 წლის 18 დეკემბერი.
2.6.4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 19 თებერვლის №1524 წერილით დგინდება, რომ აკ---------–---–ის (პირადი №-----------) შეწყალების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის სამართლებრივი აქტი არ გამოცე---ლა.
2.6.5. ამდენად, ვინაიდან აკ---------–---–ს დანაშაულის ყველა ეპიზოდის ჩადენის მომენტში, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენისთვის დადგენილი ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია, სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია, მისი მხრიდან საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის არაერთგზის ჩადენა.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
3.2. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, №1/1/548; 22/01/2015; §41).
3.3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.
3.4. ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.
3.5. სასამართლომ ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეამოწმა მხარეთა მიერ როგორც სადავოდ, ისე უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი - როგორც დასაშვებობისა და უტყუარობის, ისე ურთიერთშეჯერებულების თვალსაზრისით და იმის გათვალისწინებით, რომ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა, ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1.-1.5. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ზუ-----------ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
4.2. აკ---------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელ გარემოებად მიიჩნევა დანაშაულის პირობითი მსჯავრისთვის დადგენილ გამოსაცდელ ვადაში ჩადენა.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
5.2. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ ზუ-----------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის თითოეული ეპიზოდი (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით), მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. მძიმე დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება აკ---------–---–ისთვის ბრალად შერაცხული დანაშაულის თითოეული ეპიზოდიც (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილით) და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ჯარიმას, თუმცა განსხვავებით საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილისგან, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილისთვის სანქციის სახით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის ვადა მერყეობს ექვსიდან ცხრა წლამდე. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ინდივიდუალურად შეაფასებს მოცე---ლი საქმის გარემოებებსა და მსჯავრდებულების პიროვნებებს და თავისი დისკრეციის ფარგლებში შეარჩევს, თუ რომელი სასჯელის სახე და ზომა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
5.4. სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ზუ-----------ის და აკ---------–---–ის მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული მძიმე დანაშაული); ქმედების განხორციელების სახესა და ხერხს (ზუ-----------ემ და აკ---------–---–მა წინასწარი შეთანხმებით, მოტყუებით, ვითომდა სამშენებლო მიზნებისთვის იქირავეს სხვადასხვა კომპანიის სამშენებლო დგარები. მათ დანაშაულის ჩადენის ხერხად გამოიყენეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც საბოლოო ჯამში დაეხმარათ კომპანიის წარმომადგენლების ნდობის მოპოვებაში); ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (ზუ-----------ის და აკ---------–---–ის მტკიცე და ურყევ სურვილს ჩაედინათ დანაშაული); ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი საკუთრების დაუფლებას და შემდეგ მის გასხვისებას ფულადი თანხის სანაცვლოდ); მათ პიროვნებებს (საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ზუ-----------ის უარყოფითად შეფასების შესაძლებლობას არ იძლევა, რაც შეეხება აკ---------–---–ს, სასამართლო მხედველობაში იღებს მის მიერ დანაშაულის ჩადენას პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში) და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (ბრალდებულებს დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურებული არ აქვთ).
5.5. მართალია, მოცე---ლ შემთხვევაში სასამართლო არც ზუ-----------ესთან და არც აკ---------–---–თან მიმართებაში არ არის შეზღუდული სასჯელის სახედ ჯარიმის გამოყენების კუთხით, რაც აკმაყოფილებს კანონიერების კრიტერიუმს, თუმცა მოცე---ლი დანაშაულის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასჯელის ეს სახე სასამართლოს შეფასებით, შეუსაბამოა სამართლიანობის სტანდარტთან. სასჯელის სახის შერჩევისას სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს რამდენიმე დანაშაულებრივი ქმედება (ზუ-----------ესთან მიმართებაში სახეზეა თაღლითობის ოთხი ეპიზოდის ჩადენა, ხოლო აკ---------–---–თან მიმართებაში - სამი ეპიზოდის). ამასთან, საგულისხმოა, რომ ბრალდებულებმა მსგავსი ხერხითა და ნაცადი მეთოდებით ხელყვეს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული სხვისი საკუთრების ხელშეუვალობის უფლება, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენეს თითოეულ დაზარალებულს. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებასაც, რომ მიუხედავად ხანგრძლივი დროისა, ბრალდებულებს მათივე პოზიციიდან გამომდინარე, არ აქვთ „სახელშეკრულებო ურთიერთობით“ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა პოზიციას, რომ აღნიშნული ფაქტი გამოწვეულია მათი პატიმრობაში ყოფნით. სასამართლოსთვის გასაკვირია ბრალდებულების ამგვარი პოზიცია იმ პირობებში, როდესაც აკ---------–---–ს პირველი დანაშაულებრივი ქმედება ჩადენილი აქვს 2017 წლის აპრილში. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალდამცავი პირების მიერ ბრალდებულთა დაკავება მოხდა 2018 წლის 25 თებერვალს. აღნიშნული თარიღი აკ---------–---–ის პირველი დანაშაულებრივი ქმედებიდან დაშორებულია 10 თვით, ხოლო ბოლო ერთობლივი დანაშაულებრივ ქმედებებიდან - თითქმის 2 თვით. ამ პერიოდის განმავლობაში, არცერთ ბრალდებულს გამოუხატავს მზაობა, რაიმე ფორმით აენაზღაურებინა დაზარალებულთათვის მიყენებული ზიანი, რასაც სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში მიიღებდა შემამსუბუქებელ გარემოებად. უფრო მეტიც, აკ---------–---–მა უარი განაცხადა მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ შპს „თ--–---ში“ დასაქმებაზე (იხ. პუნქტი 2.4.2.).
5.6. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მართებულად მიაჩნია ზუ-----------ეს და აკ---------–---–ს სასჯელის სახედ დაუნიშნოს თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცე---ლ შემთხვევაში, ზუ-----------ისა და აკ---------–---–ისთვის თავისუფლების აღკვეთის მინიმუმის დანიშვნა, არ იქნება შემაკავებელი ხასიათის და მომავალში სათანადო ქცევის ერთგვარი გარანტი, რის გამოც მათ სასჯელი თითოეული ეპიზოდისთვის უნდა დაენიშნოთ გათვალისწინებული სანქციის უდაბლეს ზღვარს ზევით, რაც სრულ შესაბამისობაში იქნება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებთან.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან ზუ-----------ესთან მიმართებაში სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, მას საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით. რაც შეეხება აკ---------–---–ს, მას სასჯელი დაენიშნება დანაშაულთა ერთობლიობით, რეციდივის გათვალისწინებით საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, სასჯელთა შთანთქმის პრინპიცის გამოყენებით. ამასთან, ვინაიდან რეციდივი არის აკ---------–---–ისთვის ბრალად შერაცხული ქმედებების მაკვალიფიცირებელი გარმოება, სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს არ გაითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაწესს.
5.8. სასამართლო აკ---------–---–ის მიმართ საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით მის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 (ხუთი) წელი. სსიპ პრობაციის ეროვნული სააგენტო/თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–--------------–-- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით აკ---------–---–ისთვის დადგენილი გამოსაცდელი ვადის დასასრულია 2018 წლის 18 დეკემბერი. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ აკ---------–---–ისთვის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის გასამართლება, არ აღმოჩნდა შემაკავებელი ხასიათის. მან პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მისი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მის მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მისი კანონმორჩილ მოქალაქედ ჩამოყალიბება.
5.9. ამდენად, ვინაიდან განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა აკ---------–---–მა დანაშაულებრივი ქმედების სამივე ეპიზოდი ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის პერიოდში, საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ უპირობოდ უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი, კერძოდ:
· სამშენებლო დგარები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
· 7 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 5 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 15 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
ზუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზუ-----------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ზუ-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
ზუ-----------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების დღიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 25 თებერვლიდან 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით.
აკ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 25 აპრილის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
აკ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2017 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
აკ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით (2018 წლის 7 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი და თანაბარი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, აკ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი 4 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, სრულად შთანთქას ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, აკ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
აკ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 25 თებერვლიდან.
მსჯავრდებულ ზუ-----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო და საქართველოს სსსკ-ის 199-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება გაუქმდეს.
მსჯავრდებულ აკ---------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ნივთიერი მტკიცებულებები:
· სამშენებლო დგარები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს.
· 7 ცალი ელექტრონული დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი