განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/405-18 (N------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
11.12.2018 წელი ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----- ს-------, რ----- თ----------
დაცვის მხარე:
ბრალდებული გ------- გ---–------ი
მამის სახელი: პ------ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ზ-----------------------------–---------, წ---–------ის ქუჩა N25
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი.
ბრალდებული ბ------ მ---------ე
მამის სახელი: ზ------ი
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული: ქ. ზ-----------, კ-----–--ის ქ. N---
მცხოვრები: ქ. ზ-----------, დ----- ა----–-----–ის ქუჩა N27/24
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
ბრალდებული ნ------- ქ-------ე
მამის სახელი: გ------ი
დაბადების თარიღი: 1--------- წელი
პირადი ნომერი: 1----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული: ქ---------------------ის ქუჩა N11
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტები.
ადვოკატი - ს--–---- ბ--------–---–ი
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ ჩაიდინეს ცემა ჯგუფურად, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი და გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით; ასევე, გ------- გ---–------მა ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა დიდი ოდენობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
- 2017 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათიდან 16:00 საათამდე დროის მონაკვეთში, ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ში მდებარე ს------–---- ტერიტორიაზე გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ ჯგუფურად, სხეულის სხვადასხვა მიდამოებში სცემეს თ---------- კ-------ეს, კერძოდ, ნ------- ქ-------ემ სცემა სპეციალურად მომარჯვებული ხელკეტის გამოყენებით, ხოლო გ------- გ---–------მა და ბ------ მ---------ემ - ხელებით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი; ცემის შედეგად თ---------- კ-------ეს მიადგა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანებები ჯანმრთელობის მოუშლელად, სისხლნაჟღენთების სახით მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში, მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა და ზედა მესამედების დონეზე, მარჯვენა ბეჭზედა მიდამოში, გულ-მკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში და მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე;
ამ მოქმედებით გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.
- ასევე, 2017 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ----------ში, ს----------–----------------ში მდებარე თავის კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში თ---------- კ-------ეს მიაკითხეს ნაცნობებმა - გ------- გ---–------მა, ნ------- ქ-------ემ, ბ------ მ---------ემ და გ---- ს---–-----–--ემ და იმ მოტივით, რომ თითქოს ნ------- ქ-------ეს სურდა სწრაფი კვების ობიექტის წინ გასაყიდად დაყენებული, თ---------- კ-------ის კუთვნილი "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანის მეუღლისთვის შეძენა და მისი წინასწარი შემოწმება, ავტომანქანის საჭესთან მოთავსდა ნ------- ქ-------ე, მის გვერდით - თ---------- კ-------ე, ხოლო უკანა სალონში - გ------- გ---–------ი; მათ მოძრაობა დაიწყეს ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ის მიმართულებით, სადაც ნ------- ქ-------ემ ავტომანქანა შეაჩერა ს------–---- ტერიტორიაზე; გადმოიყვანეს რა თ---------- კ-------ე ავტომანქანიდან, თითქოსდა გასაუბრების მიზნით, გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ ხელებით ცემა დაუწყეს მას, ამასთან, მუქარით მოითხოვდნენ მისგან 15 000 აშშ დოლარისა და 50 აბი „სუბოქსინის" დათქმულ დროს გადაცემას, რაც, მათი განმარტებით, ეკუთვნოდა იმჟამად პატიმრობაში მყოფ საერთო ნაცნობს - ლ-–- შ----ეს, ხოლო თ---------- კ-------ემ კი იცოდა მათი ადგილსამყოფელი; მიუხევადად უარყოფითი პასუხისა, გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ დასახელებული ნივთების მომავალში გადაცემის მოთხოვნით განაგრძეს მისი ცემა, ხოლო მცირე ხანში მათ შეუერთდა გ------- გ---–------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე მისული ბ------ მ---------ეც, რომელმაც ნ------- ქ-------ეს მისივე თხოვნით გადასცა ხელკეტი, რა დროსაც ემუქრებოდნენ მას მოკვლით მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნულის შემდგომ გ------- გ---–------მა და ბ------ მ---------ემ თ---------- კ-------ის ცემა განაგრძეს ხელებით, ხოლო ნ------- ქ-------ემ - ხელკეტით. გარდა ამისა, გ------- გ---–------ი მოკვლის მუქარას გამოხატავდა დანის დემონსტრირებითაც. მუქარის, ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი თ---------- კ-------ე იძულებული გახდა დაპირებოდა ბოროტმოქმედებს, რომ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15 000 აშშ დოლარს (ე.ი. დაახლოებით 36 000 ლარს) და 50 აბ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინს" თავად გადასცემდა მათ 2017 წლის 10 ივლისისათვის, რის შემდეგაც გ------- გ---–------მა და მისმა თანმხლებმა პირებმა თ---------- კ-------ე მისივე ავტომანქანით დატოვეს ქალაქ ზ-----------ს ტერიტორიაზე.
ამ მოქმედებით, გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ ჩაიდინეს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
- ასევე, 2018 წლის 17 იანვარს, გ------- გ---–------მა უკანონოდ შეიძინა ორ ე.წ. ბაშად დაფასოებული, დიდი ოდენობით - 0,5354 გრ. ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი, რომელიც უკანონოდ შეინახა თავისავე შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში. იმავე დღეს, 03:10 საათზე, გ------- გ---–------ი ქ. ზ-----------ს მიმართულებით ავტომანქანით მოძრაობისას პოლიციის მუშაკების მიერ შეჩერებული იქნა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ზ-----------ს რაიონის სოფელ წ---ს გადასახვევთან, რა დროსაც პირადი ჩხრეკის შედეგად მისივე შარვლის წინა მარცხენა ჯიბიდან ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალება.
ამ მოქმედებით, გ------- გ---–------მა ჩაიდინა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები თ---------- კ-------ის ჯგუფურად ცემისა და გამოძალვის ეპიზოდში:
დაზარალებულ თ---------- კ-------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2017 წლის პირველ ივლისს ის იმყოფებოდა სწრაფი კვების ობიექტში, რომელიც მასთან ერთად ეკუთვნოდა ს------- შ----ეს. ამ დროს იქ შემოვიდნენ გ------- გ---–------ი, ბ------ მ---------ე და ნ-------ი ქ-------ე. აღნიშნული ობიექტის წინ გასაყიდად ეყენა მისი კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მარკის ავტომობილი. ნ------- ქ-------ემ იკითხა ავტომობილი თუ იყიდებოდა და სურდა ამ მანქანის შემოწმება, რის შემდეგაც თ---------- კ-------ე, ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი ჩასხდნენ აღნიშნულ ავტომობილში და წავიდნენ შესამოწმებლად, ნ-------მა, რომელიც იჯდა საჭესთან, მანქანა წაიყვანა სოფელ ფ----ის ს------–------ და როგორც კი მანქანა გააჩერა, ნ------- ქ-------ისგან მას მოხვდა ხელი. მის კითხვაზე, თუ რატომ დაარტყეს, მას მიუგეს, რომ მან იცოდა. ამის შემდეგ მასზე დაიწყო ზეწოლა, რომ მას უნდა მიეტანა თანხა 10 ივლისს 15 000 დოლარის ოდენობით და 50 აბი სუბოტექსი. საუბრისას მას უთხრეს, რომ ლ-–- შ----ე ყიდდა სუბოტექსს და მან იცოდა თუ სად ჰქონდა ლ-–- შ----ეს წამალი და ეს თანხა შენახული. მათი თქმით, ეს ყოველივე უნდა სცოდნოდა მას და აღნიშნული თანხა და წამალი უნდა მიეტანა მათთვის 10 ივლისს. სინამდვილეში მას ლ-–- შ----ის და ნარკოტიკის აბების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. მოწმე განმარტავს, რომ ზეწოლას ახორციელებდა ბ------ მ---------ე, გ------- გ---–------ი და ნ-------ი ქ-------ე ბეისბოლის ბიტის და ხელის დარტყმებით. ის ყველაფერზე დათანხმდა, რათა თავი გადაერჩინა. ისინი დაახლოებით 2 საათი იყვნენ სოფელ ფ----ის ს------–------. მას შემდეგ, როცა მისგან მიიღეს დაპირება, რომ 10 ივლისს თანხას და ნარკოტიკის 50 აბს მიუტანდა, წამოვიდნენ ს------–---დან. მან ჩაიწერა მათი ტელეფონის ნომრები, რომ დაეკონტაქტებოდა ამ ტელეფონზე და მისცემდა მოთხოვნილ თანხას და წამალს. ის და ნ------- ქ-------ე ჩასხდნენ მის მანქანაში. გზაშიც ნ------- ქ-------ე აგრძელებდა უდიერად მოპყრობას მის მიმართ. ს------–---დან როდესაც წამოვიდნენ, ტრასაზე ის დაჯდა საჭესთან, ნ-------ი ქ-------ე კი ჩაუჯდა გ------- გ---–------ს მანქანაში და წავიდნენ ცალკე. ისინი ერთმანეთს დაშორდნენ მ--------ს ქუჩაზე. ამის შემდეგ ის წამოვიდა თავის სწრაფი კვების ობიექტში, სადაც მას დახვდნენ მშობლები და მისი ცოლის ძმა, ჩასხდნენ მანქანაში და წავიდნენ სახლში. ამ ფაქტის შემდეგ მას არავინ დაკავშირებია არც პირადად და არც ვინმეს მეშვეობით და რაიმე მოთხოვნა აღარ ყოფილა. იმ პერიოდისთვის მას ჰყავდა „ჰიუნდაი ელანტრა“ განსაბაჟებელი, მას უნდა გაეყიდა „ტოიოტა პრიუსი“, ამ ფულით უნდა განებაჟებინა „ჰიუნდაი ელანტრა“, რომელიც შემდეგ უნდა გაეყიდა და ამ ფულით ბინა უნდა დაეგირავებინა თავისთვის. თავისი მანქანაც იქვე ეყენა კვების ობიექტთან. „ტოიოტა პრიუსი“ იყო ვერცხლისფერი N----------. მოწმე განმარტავს, რომ იმ დღეს, სანამ აღნიშნული პირები შევიდოდნენ სწრაფი კვების ობიექტში, ის, ი-----–- ნ--------ე და ს------- შ----ე მისი მანქანით წავიდნენ დ----–--------ში, ვინაიდან ს------- შ----ე იყო წინა დღის მორიგე და მისივე თხოვნით წაიყვანეს სახლში თავის მოსაწესრიგებლად. გზაში მსვლელობისას, შენიშნა, რომ უკან მოჰყვებოდა გ------- გ---–------ის მანქანა, რაც არ გაკვირვებია, რადგან გ------- გ---–------იც შ--------ში ცხოვრობს, მაგრამ როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, შეამჩნია, რომ ეს მანქანა ისევ უკან მოჰყვებოდა, როგორც კი აუჩქარებდა სვლას, ისიც აუჩქარებდა, შენელებისას, ისიც ანელებდა მოძრაობას. გ------- გ---–------ის მანქანა მათ გაჰყვა ქალაქ ზ----------ამდე. ამის გამო გადაუხვია და სხვა გზით წავიდა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც დაახლოებით 10 წუთში მოვიდა გ------- გ---–------ის მანქანაც, რომლის ნომერი იყო G------. თუ რამდენი ადამიანი გადმოვიდა მანქანიდან სწრაფი კვების ობიექტთან არ ახსოვს. გ------- გ---–------ს, ბ------ მ---------ეს და ნ------- ქ-------ეს თან ახლდა გ---- ს---–-----–--ეც, მაგრამ მას ხმა არ ამოუღია. ისინი ყველანი კაფეში შემოვიდნენ. სოფელ ფ----ის ს------–---მდე მისასვლელად მათ დასჭირდათ მაქსიმუმ ნახევარი საათი. მის მანქანაში საჭესთან დაჯდა ნ-------ი ქ-------ე და უკან დაჯდა გ------- გ---–------ი. ნ-------მა მას უთხრა, რომ უნდოდა მანქანის ყიდვა და სურდა მისი შემოწმება. როდესაც მანქანა გააჩერეს სოფელ ფ----ის ს------–----თან, როგორც კი შეეკითხა რატომ მიიყვანეს ამ ადგილზე, თან მოხვდა ხელი ნ------- ქ-------ისგან. ბ------ მ---------ე და გ---- ს---–-----–--ე მათი მისვლიდან დაახლოებით 15 წუთში ავიდნენ ს------–------, მას შემდეგ, რაც დაურეკეს მას, თუმცა, ზუსტად არ ახსოვს რომელმა დაურეკა, მაგრამ დარეკვის შემდეგ მალე მოვიდნენ ისინი. ბეისბოლის ბიტი მანქანიდან გადმოიტანა ბ------ მ---------ემ და მიაწოდა ნ------- ქ-------ეს. თავიდან ხელით სცემდა ნ-------ი ქ-------ე, შემდეგ ბეისბოლის ჯოხს ფერდებისა და გვერდების მიდამოში ურტყამდა ნ-------ი ქ-------ე, გ------- გ---–------ს შავი ფერის გასაშლელი დანა ეჭირა ხელში, ასევე ემუქრებოდა ბ------ მ---------ეც. გ---- ს---–-----–--ე მანქანიდან კი გადმოვიდა, მაგრამ მასთან შეხება არ ჰქონია. მათ გარდა, სხვა გარეშე პირი არ დაუნახავს. ეს ყველაფერი გაგრძელდა დაახლოებით ორი საათი. როდესაც ის პასუხობდა, რომ არ იცოდა ლ-–- შ----ის ნარკოტიკის აბებისა და თანხის შესახებ, მას სცემდნენ ხელითა და ბეისბოლის ჯოხით. რაც შეეხება ლ-–- შ----ეს, ის მას იცნობს მრავალი წელია. ბოლო პერიოდში დაჰყავდა ტაქსით მეტადონის პროგრამაზე. შემდეგ მათ ჩამოუყალიბდათ ოჯახური ურთიერთობა. მოცემულ ფაქტამდე ერთი კვირით ადრე ლ-–- შ----ე დააკავეს თ---–--–- ბახტრიონზე, რაზედაც ლ-–- შ----ეს წაუყენეს ბრალი, ის კი გამოუშვეს. მან არ იცოდა, რომ ლ-–- შ----ე ნარკოტიკულ დანაშაულს სჩადიოდა. მას არასოდეს დაუნახავს, რომ ვინმემ ლ-–- შ----ეს გადასცა ნარკოტიკული საშუალება. რაც შეეხება მისი ოჯახის შემოსავლებს, ის ტაქსით გამოიმუშავებდა მინიმუმ 1500 ლარს. ასევე, მის დედას აქვს საბავშვო მაღაზია, საიდანაც შემოსავალია დაახლოებით 2000 ლარი, ხოლო სწრაფი კვების ობიექტიდან შემოსავალი თვეში საშუალოდ 1000 ლარი ჰქონდა. ს------–---- ტერიტორიაზე ყოფნისას, ნ-------ი ქ-------ე სთავაზობდა მისი კუთვნილი „ჰიუნდაი ელანტრა“ გადაეფორმებინა მის სახელზე, რითაც 15 000 დოლარიდან გაუქვითავდა 6000 დოლარს და 10 ივლისს მისაცემი დარჩებოდა 9000 დოლარი. მოწმემ განმარტა, რომ მას ნ-------ი ქ-------ის, გ------- გ---–------ის, ბ------ მ---------ის მიმართ რაიმე ფინანსური ვალდებულება არ გააჩნია. ამ ადამიანებს მისთვის არც ფინანსური დახმარება გაუწევიათ ოდესმე. როდესაც სახლში დაბრუნდა, მან მეუღლეს, ცოლის ძმას და დედას თხოვა 15 000 დოლარის სასწრაფოდ მოძიება, რათა არ მოეკლათ. მათ უთხრეს, რომ რაღაცას მოახერხებდნენ. ამ შეთხვევიდან მეორე დღეს პოლიციაში მივიდა მისი დედა. გამომძიებელმა დაჰკითხა, ასევე იმყოფებოდა სოფელ ფ----ში საგამოძიებო ჯგუფთან ერთად, რადგან გამოძიება დაინტერესდა თუ რამდენი კილომეტრი იყო და რამდენი დრო სჭირდებოდათ მათ შემთხვევის ადგილამდე. ანახა ის ადგილიც, სადაც მანქანები ჰყავდათ გაჩერებული. დასმულ შეკითხვაზე მოწმე განმარტავს, რომ ის იცნობს შ----- ხ--------ეს, რომელსაც მისი სწრაფი კვების ობიექტის გვერდით აქვს მანქანების სახელოსნო. 2017 წლის პირველ ივლისს მას აღნიშნული პიროვნება არ უნახავს. არც მაშინ, როდესაც ისინის სოფელ ფ----იდან დაბრუნდნენ, მანქანიდან გადმოსვლისას, ის მივიდა სწრაფი კვების ობიექტთან და მის ოჯახთან ერთად წავიდა სახლში და არც მაშინ უნახავს, როდესაც სწრაფი კვების ობიექტში შემოვიდა აღნიშნული ოთხი პიროვნება. დასმულ შეკითხვაზე მოწმე განმარტავს, რომ როდესაც ოჯახში მივიდა და აჩვენა დაზიანებები, ტკივილს გრძნობდა, თუმცა საავადმყოფოში გადაყვანა არ მოუთხოვია, სპირტითა და ბამბით დაუმუშავეს დაზიანებული ადგილები. არც ტკივილგამაყუჩებელი დაულევია. შემთხვევის შემდეგ შიშის გამო ის სახლიდან გარეთ არ გადიოდა - მხოლოდ ღამის 12 საათის შემდეგ რამდენჯერმე იყო გასული სათევზაოდ ცოლის ძმასთან ერთად. მან შემთხვევიდან დაახლოებით ექვსი თვის მერე დაიწყო გარეთ გამოსვლა. დედამისი პოლიციაში წავიდა მეორე დღეს მის ცოლთან ერთად. დაზიანებების კვალის ამსახველი ფოტოსურათები მას გადაუღო მეუღლემ. მან მანქანაშიც აჩვენა ოჯახის წევრებს დაზიანებული ადგილები და ფოტოები გადაუღეს მანქანაშიც და სახლშიც. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფ----ის ს------–------ ყოფნისას, მისი ტელეფონი ჰქონდა ნ------- ქ-------ეს, როცა რეკავდნენ ოჯახის წევრები აწოდებდა მას, საუბრის შემდეგ კი ისევ უკან უბრუნებდა. მოწმის განმარტებით ის მოთხოვნილი თანხის გადაცემას აპირებდა იმ გზით, რომ აიღებდა სესხს ან დედამისი გაყიდდა ბინას. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ს------- შ----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ის იცნობს გ------- გ---–------სა და ბ------ მ---------ეს, ნ------- ქ-------ე კი მხოლოდ გარეგნულად იცის. კერძოდ, სწრაფი კვების ობიექტის გვერდით იყო მანქანების სახელოსნო და ნ------- ქ-------ე იქ დაუნახავს. მის ბიძაშვილ ლ-–- შ----ისგან იცის, რომ ის იყო ნ-------ი ქ-------ე. 2017 წლის პირველ ივლისს ის იმყოფებოდა სწრაფი კვების ობიექტში, სადაც მოვიდა თ---------- კ-------ე, რომელსაც სთხოვა, რომ თავის მოსაწესრიგებლად სახლში წაეყვანა. როდესაც წავიდნენ, გზაში მას თ---------- კ-------ემ უთხრა, რომ უკან გ------- გ---–------ის მანქანა მიჰყვებოდათ. აღნიშნული მანქანა მანაც შეამჩნია, მაგრამ არ გაჰკვირვებია, რადგან გ------- გ---–------ი არის მისი მეზობელი და იფიქრა, რომ მათ ერთი გზა ჰქონდათ. შემდეგ გ------- გ---–------ის მანქანა გაჩერდა ე. წ. გ------თან, ისინი კი სახლში წავიდნენ. როდესაც უკან დაბრუნდნენ და მივიდნენ გ------თან, თ---------- კ-------ემ მას უთხრა, რომ გ------- გ---–------ის მანქანა ისევ იქ იდგა. მათი წამოსვლის შემდეგ აღნიშნული მანქანა კვლავ გაჰყვა მათ მანქანას. თ----------მა შეანელა სვლა იმ იმედით, რომ ისინი წავიდოდნენ წინ, მაგრამ არ გადაუსწრეს. ასეთმა ქმედებამ დააეჭვა თ------ი და როდესაც ზ----------ში მივიდნენ, ის შემოვლითი გზით წავიდა სწრაფი კვების ობიექტისკენ, სადაც დაახლოებით 10 წუთში ასევე მოვიდნენ გ------- გ---–------ი, ნ-------ი ქ-------ე, ბ------ მ---------ე და გ---- ს---–-----–--ე. მათ სთხოვეს ყავის და ჩაის გაკეთება. მან შეასრულა შეკვეთა. შემდეგ თ----------ს ჰკითხეს მანქანის შესახებ, რომელიც იდგა სწრაფი კვების ობიექტის წინ და რომელსაც ეწერა, რომ იყიდებოდა. ისინი დაინტერესდნენ თუ ვისი იყო მანქანა, თ----------მა უთხრა, რომ მისი იყო და ყიდდა. შემდეგ ნ-------ი ქ-------ემ თ----------ს უთხრა, რომ უნდოდა მანქანის ყიდვა და სთხოვა შემოწმების მიზნით ქალაქში გატარება, თუ მოეწონებოდა - იყიდდა. ამის შემდეგ ნ-------ი ქ-------ე, თ---------- კ-------ე და გ------- გ---–------ი გავიდნენ სწრაფი კვების ობიექტიდან, ნ------- ქ-------ე დაჯდა საჭესთან, თ---------- კ-------ე დაუჯდა გვერდით და გ------- გ---–------ი დაჯდა უკან. რამდენიმე წუთში გ---- ს---–-----–--ე და ბ------ მ---------ეც გავიდნენ სწრაფი კვების ობიექტიდან. დაახლოებით ნახევარ საათში თ---------- კ-------ეს დაურეკა კაფეში მყოფმა მისმა ცოლის ძმამ ი-----–- ნ--------ემ. თ----------მა უპასუხა, რომ მალე დაბრუნდებოდა. შემდეგ დარეკეს თ------ის მეუღლე მ------ ნ--------ესთან და უთხრეს, რომ გ------- გ---–------ი, ნ-------ი ქ-------ე და თ---------- კ-------ე წასულები იყვნენ მანქანით. მ------მა უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა და გაარკვევდა სად იყვნენ. ცოტა ხნის შემდეგ თ----------ის დედა ე---------- ჯ---- და მისი მეუღლე მოვიდნენ სწრაფი კვების ობიექტში და ელოდებოდნენ თ---------- კ-------ის დაბრუნებას. დედამისი ურეკავდა თ----------ს და განიცდიდა, რომ მისი შვილი არ პასუხობდა. დაახლოებით 2 საათის შემდეგ დაბრუნდა თ---------- კ-------ე და უამბო, რომ ის წაიყვანეს ფ----ის ს------–------, სადაც სცემეს ნ-------მა, ბ------მ და გ-------მ და მოსთხოვეს თანხა 15 000 დოლარი და ნარკოტიკი. ამ დროს უცხო პიროვნებები, მოქალაქეები კაფე-ბარში არ იმყოფებოდნენ. თ----------ი იყო ძალიან აღელვებული, მან აიწია მაისური და შეამჩნია სიწითლეები ხელებზე და მხრებზე. როდესაც ეს ამბავი მოყვა, იქ მყოფებმა ურჩიეს, რომ მიემართა პოლიციისათვის და ეჩივლა, თუმცა თ----------ი შეშინებული იყო და იმ დღეს არ წასულა პოლიციაში. როგორც მან იცის, თ---------- კ-------ე პოლიციაში წავიდა მეორე დღეს. როდესაც ისინი სწრაფი კვების ობიექტიდან წავიდნენ მასთან შ--------ში, იქნებოდა დაახლოებით პირველი საათი. ამ მომენტში კაფეში იყვნენ თ---------- კ-------ე, ი-----–- ნ--------ე, თავად ს------- შ----ე და მისი და იზოლდა შ----ე. თ---------- კ-------ე იყო მისი ბიზნეს პარტნიორი, ხოლო მისი და მცხობელი. ი-----–- ნ--------ეს რამე ფუნქცია აღნიშნულ კაფეში არ ჰქონია. თ----------ს იმ მომენტში ჰყავდა 2 ავტომანაქანა: „ტოიოტა პრიუსი“ და „ჰიუნდაი“, იყიდებოდა „ტოიოტა პრიუსი“, რომელიც იდგა სწრაფი კვების ობიექტის წინ. გ------- გ---–------ს ჰყავდა მუქი ფერის „BMW-ს“ მანკის მანქანა, მან ამ მანქანაში პირადად ორი ადამიანი დაინახა მხოლოდ - ნ-------ი ქ-------ე და გ------- გ---–------ი, სხვა კიდევ ვინ იჯდა, არ იცის. მოწმის გადმოცემით, თ---------- კ-------ეს ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია, ის მშვიდი და წყნარი ადამიანია, ბავშვობიდანვე ტაქსაობდა, რომ თავისი ჯიბის ფული ჰქონოდა. ასევე ჰქონდა შემოსავალი სწრაფი კვების ობიექტიდან, გარდა ამისა, დედამისიც ვაჭრობდა. მოწმე განმარტავს, რომ მხედველობის პრობლემა აქვს - ის შორსმხედველია. რაც შეეხება ლ-–- შ----ეს, ის მისი მამიდაშვილია, რომელიც ამჟამად ციხეშია. მან არ იცის სასჯელს რაზე იხდის წამლის მოხმარებაზე თუ რეალიზებაზე. მოწმის განმარტებით, ლ-–- შ----ე ტაქსით დაჰყავდა თ----------ს და ისინი მეგობრობდნენ. ეს ფაქტი იყო პირველი შემთხვევა, როცა თ------ის დაგვიანებას ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა. დასმულ შეკითხვაზე მოწმემ უპასუხა, რომ როდესაც გ---–------ი, ქ-------ე, ს---–-----–--ე და მ---------ე შემოვიდნენ სწრაფი კვების ობიექტში, სხვა პირი თუ ახლდა მათ - არ ახსოვს. სახელოსნოში მომუშავე პირს, სახელად შ--------ს, იცნობს, თუმცა, მის კაფეში ყოფნას ვერ იხსენებს. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე მ------ ნ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ის და თ---------- კ-------ე 4 წელია არიან ქორწინებაში. მათ ჰყავთ ერთი შვილი, ცხოვრობენ ქალაქ ზ----------ში, ა----–-----–ის ქუჩა N---ში. მისი მეუღლის მშობლები ცხოვრობენ ზ----------ში წ-------–-------------ში. მისი მეუღლე იყო ტაქსის მძღოლი. შემთხვევის დროს თ---------- კ-------ეს ჰყავდა ერთი „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანა. გარდა ამისა, მას ჰქონდა სწრაფი კვების ობიექტი ზ-----------ს შესასვლელში ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ ობიექტს ამუშავებდა ს------- შ----ესთან ერთად. 2017 წლის პირველ ივლისს, როდესაც მის მეუღლეს დაურეკა, მან უთხრა, რომ მანქანის შესამოწმებლად ახლდა კლიენტებს, მაგრამ ვის - არ უთქვამს. შემდეგ ის ხშირად ურეკავდა თავის მეუღლეს, რომელიც პასუხობდა და ეუბნებოდა, რომ მალე მივიდოდა. შემდეგ გარკვეული პერიოდი აღარ პასუხობდა. ბოლოს, დიდი ხნის შემდეგ უპასუხა, რომ უკვე მოდიოდა. მან ს------- შ----ისაგან შეიტყო, რომ მისი მეუღლე ნ------- ქ-------ესთან, გ------- გ---–------თან და ბ------ მ---------ესთან ერთად იყო წასული მანქანის შესამოწმებლად. თ---------- კ-------ე სახლში მივიდა რამდენიმე საათის შემდეგ ნაცემი. მას დაზიანებები აღენიშნებოდა ზურგისა და წელის არეში და სახეზე. უთხრა, რომ ბიტით იყო ნაცემი. მათ ექიმისათვის ან რომელიმე სამკურნალო დაწესებულებისათვის არ მიუმართავთ, ის ტკივილს განიცდიდა, თუმცა, თვითონ არ ისურვა საავადმყოფოში წასვლა. ბიტით ნაცემი დაუმუშავა დედამ. მეუღლემ ასევე უამბო, რომ ნ------- ქ-------ეს, ბ------ მ---------ესა და გ------- გ---–------ს ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ის ს------–------ ჰყავდათ წაყვანილი, რომლებმაც სცემეს და ითხოვდნენ დიდი ოდენობით თანხასა და ნარკოტიკს. ს------–------ იმყოფებოდა ასევე გ---- ს---–-----–--ე, თუმცა მას მისთვის არც ხელი დაურტყამს და არაფერი უთქვამს. თ---------- კ-------ის გადმოცემით, ტელეფონი წართმეული ჰქონდა და როდესაც ურეკავდნენ, მაშინ აძლევდნენ ტელეფონს, საეჭვო რომ არაფერი ყოფილიყო. ის იცნობს ს------- შ----ეს. ლ-–- შ----ის შესახებ იცოდა ის, რომ მისი მეუღლის კლიენტი იყო და მეტადონის პროგრამაზე დაატარებდა თავისი მანქანით ყოველ დილით. დაზიანებებზე ფოტოები თ---------- კ-------ეს მან გადაუღო იმ დღესვე, რათა პოლიციისთვის ეჩვენებინა და აჩვენა კიდეც. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე ნ------- ქ-------ეს, გ------- გ---–------ს და გ---- მ---------ეს იცნობდა მისალმებით. მეუღლის გადმოცემით, როგორც ახსოვს მას მოსთხოვეს 10 000 დოლარი და ნარკოტიკები. გადაწყვეტილება პოლიციისთვის მიმართვის თაობაზე მიიღეს მან და მისმა დედამთილმა. ისინი პოლიციაში წავიდნენ მეორე დღეს. მისმა მეუღლემაც მეორე დღეს დაწერა საჩივარი, იმავე დღეს არ წავიდა, რადგან განერვიულებული იყო. მოწმემ არ იცის რომელ საათზე გაჰყვა მისი მეუღლე მანქანის შესამოწმებლად აღნიშნულ პირებს, სავარაუდოდ - შუადღის საათებში, ხოლო თ---------- კ-------ე სახლში დაბრუნდა წასვლიდან დაახლოებით ორი-სამი საათის შემდეგ. მას ჰქონდა კონტაქტი მეუღლის მშობლებთან და იცის, რომ მისი მეუღლე ჯერ სწრაფი კვების ობიექტზე მივიდა, სადაც მშობლები ელოდებოდნენ, დატოვა თავისი მანქანა და მშობლებთან ერთად დაბრუნდა სახლში. მოწმის განმარტებით, მისი მეუღლე ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. ამჟამად სწრაფი კვების ობიექტი არ ფუნქციონირებს, იგი დაიხურა დაახლოებით ერთი წელია. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ე---------- ჯ----ს მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ დაზარალებული თ---------- კ-------ე არის მისი შვილი. ვიდრე ეს შემთხვევა მოხდებოდა, მისი შვილი ტაქსაობდა და სწრაფი კვების ობიექტი ჰქონდა ახალი გახსნილი, რომელიც მდებარეობდა ბენზინგასამართ სადგურთან. თ------მა ტაქსაობა დაიწყო 17 წლის ასაკიდან და იცვლიდა ხოლმე მანქანებს. ბოლოს ჰყავდა ვერცხლისფერი „ტოიოტა პრიუსი“. ამ სწრაფი კვების ობიექტში მისი შვილი მუშაობდა ს------ შ----ესთან და ლ-–- შ----ესთან ერთად. ლ-–- იყო თ---------- კ-------ის კლიენტი. ის დაჰყავდა მეტადონის პროგრამაზე, ხოლო ს------- შ----ე არის ლ-–- შ----ის ბიძაშვილი. 2017 წლის პირველ ივლისს ის სამსახურში იყო, როდესაც დაურეკა მისმა რძალმა, რომ თ----------ი ხან უთიშავდა ტელეფონს ხან არ პასუხობდა. უთხრა ისიც, რომ წაყვანილი ჰყავდათ ბიჭებს. დაუსახელა მათი სახელები და გვარები. ის რამდენჯერმე შეეცადა დაერეკა თავისი შვილისთვის, მაგრამ მასაც არ უპასუხა, გაუთიშა ტელეფონი. შემდეგ ის მივიდა სწრაფი კვების ობიექტში. დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა თ----------ი, გათეთრებული შიშისგან, ნაცემი. ის გადაუჯდა მას და მის მეუღლეს მანქანაში და წავიდნენ სახლში. სახლში როდესაც მივიდნენ, შვილმა უთხრა, რომ გაეყიდა სახლი, გარაჟი, ყველაფერი რაც ჰქონდა, რადგან ის წაიყვანეს, სცემეს და სძალავდნენ 15 000 დოლარს. მან თქვა, რომ ბ------ მ---------ე, გ------- გ---–------ი და ნ------- ქ-------ე მივიდნენ მანქანის დასათვალიერებლად. შემდეგ წაიყვანეს სოფელ ფ----ისკენ და როდესაც ს------–---ებისკენ გადაუხვიეს, ის მიხვდა თუ რაშიც იყო საქმე. იქ მას დაემუქრნენ, სცემეს და მისცეს ერთი თვის ვადა, რომ მიეტანა ეს ფული და ნარკოტიკი. თუ საიდან უნდა ჰქონოდა მის შვილს ეს თანხა და ნარკოტიკი, მან არ იცის. ის თანახმა იყო, რომ გაეყიდა ყველაფერი და თავის შვილს დადგომოდა გვერდით. მისმა რძალმა თ---------- კ-------ის დაზიანებებს ფოტოებიც გადაუღო. მას ცემის კვალი თვალზეც ეტყობოდა. ჰქონდა სიწითლეები, სილურჯეები და ა. შ. იმ ღამით მას არავისთვის მიუმართავს, მეორე დილით კი განაცხადა პოლიციაში. სამხარეოში ჩავიდა და განაცხადა. მისმა შვილმაც საჩივარი დაწერა იმავე დღეს, მას შემდეგ, რაც თავად მან დაწერა საჩივარი. კაფეში, როდესაც თ---------- კ-------ეს უცდიდნენ, მისი და მისი მეუღლის გარდა იმყოფებოდა ს------- შ----ე. მოწმის განმარტებით, მის შვილს ქ-------ესთან რაიმე ურთიერთობა არ ჰქონია, გ---–------თან და მ---------ესთან ჰქონდა შეხება, თუმცა, მათგან მის შვილს ფინანსური დახმარება არასოდეს მიუღია. გარდა იმისა, რომ თ---------- კ-------ეს ლ-–- შ----ე მეტადონის პროგრამაზე დაყავდა, სხვა ურთიერთობა მათ არ ჰქონიათ. მისთვის არ არის ცნობილი ლ-–- შ----ის ნასამართლობის შესახებ. ამ შემთხვევის შემდეგ დაახლოებით 3 თვეში შეწყვიტა ფუნქციონირება სწრაფი კვების ობიექტმა, რადგან მისი შვილი კაფეში აღარ წასულა. მოწმე განმარტავს, რომ ის თავის შვილს ეძებდა ისტერიულად. მას რძალმა მ------მა დაურეკა და უთხრა ვისთან ერთადაც იყო წასული, ხოლო მ------ს უთხრა ს-------მ. მას არ მოუძიებია ბრალდებულების ტელეფონის ნომრები, რომ მათთვის დაერეკა და ეკითხა თავისი შვილის შესახებ. მისი შვილი ნარკოტიკების მომხმარებელი არ არის. აღნიშნული ფაქტის შემდეგ თ----------ი სახლიდან არ გამოდიოდა. საჭმელი მიჰქონდათ სახლში მას და მის ქმარს. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე ი-----–- ნ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ ის არის დაზარალებულ თ---------- კ-------ის ცოლის ძმა. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა თ----------ის სწრაფი კვების ობიექტში. მის თანამშრომელ ს-------ს მოუნდა სახლში წასვლა თავის მოსაწესრიგებლად. ის თ------ის მანქანით წაიყვანეს დ----–--------ში. გზაში თ------მა თქვა, რომ უკან მიჰყვებოდა მანქანა, რომელიც სრულად მიჰყვა მათ შორაპნამდე. ზუსტად სახლამდე არ მიჰყოლიათ, დაახლოებით 500 მეტრის მანძილზე გაჩერდა. რამდენიმე წუთის შემდეგ ისინი დაბრუნდნენ უკან და ეს მანქანა გაჰყვათ ისევ უკან, მაგრამ ქალაქში შევლისას მათ გადაუხვიეს და წავიდნენ სანაპიროს ქუჩით, რის შემდეგაც ეს მანქანა მათ აღარ გაჰყოლიათ. ამ ავტომანქანაში ვინ იჯდა საჭესთან არ ახსოვს, მაგრამ იყო ბ------ მ---------ე და გ------- გ---–------ი, ნ-------ი იჯდა თუ არა, არ იცის. შ--------ში რა გზითაც წავიდნენ, იმავე გზით დაბრუნდნენ ქალაქამდე. როცა ისინის მიბრუნდნენ კაფეში, დაახლოებით 10-15 წუთში შემოვიდნენ: ბ------ მ---------ე, გ------- გ---–------ი, ნ-------ი ქ-------ე და გ---- ს---–-----–--ე. მათ წვენები მოითხოვეს, ყავა დალიეს და თემოს გაესაუბრნენ მანქანაზე. ეს მანქანა კონკრეტულად აინტერესებდა ნ------- ქ-------ეს გასაყიდი თუ იყო, რადგან მეუღლისთვის უნდოდა. თ------იც დაეთანხმა. შემდეგ მათ სთხოვეს მანქანის გატარების ნებართვა, რაზეც თ------ი დასთანხმდა, წასვლის წინ კი მას დაუბარა, რომ დალოდებოდა, მანქანას შეამოწმებინებდა და დაბრუნდებოდა. მანქანის შესამოწმებლად როდესაც წავიდნენ, ნ-------ი ქ-------ე დაჯდა საჭესთან, თ------ი დაუჯდა გვერდით და მესამე რომელი ჩაუჯდა, არ ახსოვს. ის დარჩა სწრაფი კვების ობიექტში დანარჩენ ორ პიროვნებასთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი იყო გ---- ს---–-----–--ე, მეორე - არ ახსოვს. ისინი სწრაფი კვების ობიექტიდან გავიდნენ დაახლოებით ნახევარ საათში. გავიდა დაახლოებით 2 საათი, თ------ი არ გამოჩნდა. ამ დროის განმავლობაში ის თ------ს ურეკავდა, რომელიც უცნაურად სცემდა პასუხებს. პირველად თ------ის ტელეფონზე დარეკა ნახევარი საათის შემდეგ, მან უპასუხა, რომ მანქანა მიჰყავდა შესამოწმებლად. ამის შემდეგ ხელმეორედ დაურეკა ისევ ნახევარ საათში. თ------მა უპასუხა, რომ მალე მოვიდოდა და გაუთიშა ტელეფონი. ამის შემდეგ დარეკა მისმა დამაც(თ------ის ცოლმა), რომელსაც უთხრა, რომ თ------ი იყო წასული და მას ელოდებოდა. თ------ის მშობლები მოვიდნენ თ------ის წასვლიდან დაახლოებით ორსაათნახევრის შემდეგ. როდესაც მეუღლემ მოიკითხა თ------ი, მან უამბო აღნიშნული ფაქტი და უთხრა, რომ ვეღარ უკავშირდებოდა და ამიტომ მოვიდნენ თ------ის მშობლები. მშობლებიც რეკავდნენ მასთან, თუმცა, თ------ი ტელეფონს არ იღებდა. ისინი ყველანი ერთად ელოდებოდნენ მის მოსვლას. მოწმის განმარტებით, თ------ი იმავე მანქანით დაბრუნდა ნაცემი, მას სახე ჰქონდა გაწითლებული, ასევე, დაზიანებები ემჩნეოდა მხრებზე და ზურგის არეში. მან ჰკითხა თუ რა მოხდა და თ------მაც ყველაფერი მოუყვა სწრაფი კვების ობიექტში. ის დალაგებულად ვერ საუბრობდა, მოჰყვა, რომ წაიყვანეს სოფელ ფ----ის ს------–------, სადაც მისგან ცდილობდნენ თანხის გამოძალვას 15 000 დოლარის ოდენობით. მოწმემ მიუთითა, რომ გამოძიებაში ორჯერაა დაკითხული. მისი დაკითხვა მოხდა ქალაქ ქუთაისში და ის ადასტურებს ამ ჩვენებებს. როგორც თ---------- კ-------ის გადმოცემით იცის, მას სცემდნენ ნ------- ქ-------ე, ბ------ მ---------ე და გ------- გ---–------ი, რა დროსაც ნ-------ი იყენებდა ბეისბოლის ჯოხს. მოწმის განმარტებით, ნ-------ის ადრე არ იცნობდა, თუმცა გ---–------ს, მ---------ეს და ს---–-----–--ეს სახეზე იცნობდა; ს------- შ----ესთან სახლში იმ დღეს პირველად მივიდნენ; ეს ადგილი იყო მდინარის პირას, სადაც მაღლა არის შორაპნის ციხე; სანამ ს------- წესრიგდებოდა ის გარეთ დარჩა; ამ დროს ის გ---–------ის „BMW-ს“ ვერ ხედავდა - ხიდზე გადასვლის შემდეგ ეს მანქანა აღარ დაუნახავთ. გ---–------ის მანქანა დაახლოებით 40 მეტრის მოშორებით მიჰყვებოდათ ისე, რომ მათთვის არ გაუსწრია. ამ ფაქტის შემდეგ თ---------- კ-------ე ძირითადად სახლში იყო. ორ-სამჯერ გავიდა გარეთ. იმ დღიდან არც თ---------- კ-------ის და არც მისი ნათესავების მიმართ რაიმე მუქარა აღარ განმეორებულა. მოწმის განმარტებით, თ---------- კ-------ე ტაქსაობდა და ამით არჩენდა ოჯახს. დედამისიც ბაზარში ვაჭრობს და მასაც ჰქონდა ცოტა შემოსავალი. გარდა ამისა, თ------ი სწრაფი კვების ობიექტშიც მუშაობდა, ხოლო ს------- გამყიდველი იყო. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2017 წლის 02 ივლისის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 02 ივლისს იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებელ მ----- შ-----–--ს მიერ დათვალიერებული იქნა თ---------- კ-------ის მობილური ტელეფონი, რომელიც მოწმის სახით დაკითხვის შემდეგ მან წარმოადგინა ნებაყოფლობით და თანხმობა განაცხადა განხორციელებულიყო მისი დათვალიერება და საჭირო ინფორმაციის გადმოწერა.
მობილური ტელეფონი არის "აიფონ 7+" მოდელის, შავი ფერის. მენიუს დათალიერებით ირკვევა, რომ მისი იმეი კოდია 3--------------. ტელეფონში მოთავსებულია სიმაბარათი ნომრით 5-----------. გამოძიებისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის მოძიების მიზნით დათვალიერდა მობილურ ტელეფონში არსებული კონტაქტების ჩანაწერები, რითაც დადგენილი იქნა, რომ სახელით b---------------- ჩაწერილია ნომერი 57----------, სახელით g--------------- ჩაწერილია ნომერი 5-----------, სახლიეთ n-------------- ჩაწერილია ნომერი 5-----------, n-------------- 2 ჩაწერილია ნომერი 5------------------------------ ჩაწერილია ნომერი 5------------
ტელეფონის გალერიის დათვალიერების დროს გადმოწერილი იქნა სამი სურათი, რომელზეც თ---------- კ-------ის განმარტებით ასახულია ცემის შედეგად მის სხეულზე არსებული დაზიანებები, რაც ერთვის ოქმს.
დათვალიერების დროს პროგრამა სქრინშოთის მეშვეობით დასურათებული იქნა გამოძიებისთვის საინტერესო ნომრების ჩანაწერები, რაც გადმოწერილი იქნა და ასევე ერთვის ოქმს. დათვალიერების შემდეგ ტელეფონი დაუბრუნდა თ---------- კ-------ეს. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 3. ს.ფ. 11-12, სასამართლო სხდომის ოქმი).
დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ----- შ-----–--მ(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 05 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2018 წლის 05 მაისს იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელებმა დ----- ხ---–------ემ და მ----- შ-----–--მ ჩაატარეს დაზარალებულის ჩვენებების ადგილზე შემოწმება, რომლის ფარგლებშიც საგამოძიებო ექსპერიმენტის დაწყებამდე დაზარალებულ თ---------- კ-------ეს განემარტა მისი უფლებები. ის გაფრთხილებული იქნა ცრუ ინფორმაციის მიწოდებისა და ცრუ დასმენისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე და 373-ე მუხლებით პასუხისმგებლობის შესახებ. ამის შემდეგ დაზარალებულ თ---------- კ-------ეს, წაეკითხა მის მიერ 2017 წლის 02 ივლისს მოწმის სახით, ხოლო 2018 წლის 19 მარტს და 05 მაისს დაზარალებულის სახით გამოკითხვების დროს გადმოცემული ინფორმაციები, რომლებსაც დაეთანხმა სრულიად და დაადასტურა მისი სისწორე. შემდეგ დაზარალებულ თ---------- კ-------ეს მიეცა შეთავაზება საგამოძიებო ექსპერიმენტის გზით ადგილზე შემოწმებით მიეთითებინა იმ ადგილისათვის, სადაც მიიყვანეს გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ, სადაც ასევე მივიდა ბ------ მ---------ე და განახორციელეს მისი ცემა და თანხის გამოძალვა, რაზედაც თანხმობა განაცხადა. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილენი "ტოიოტა ჰაილუქსის" მარკის N-------- სახელმწიფო ნომრის სამსახურებრივ ავტომანქანით თ---------- კ-------ის მითითებით ქ. ზ----------ში დ. ა----–-----–ის გამზირიდან გაემართნენ ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ის მიმართულებით. გადავიდნენ ქალაქიდან მდინარე ყვირილაზე გადასასვლელ საავტომობილო ხიდზე და გაემართნენ აღმოსავლეთის მიმართულებით, რის შემდეგ შეუხვიეს მარჯვენა მხარეს უ–------------ ქუაზე და გააგრძელეს მოძრაობა. უ–------------ ქუჩის დასასრულთან თ---------- კ-------ემ მიუთითა მარცხენა მხარეს შესახვევზე, რომელიც მიემართება სოფელ ფ----ისაკენ და წარმოადგენს მოასფალტებულ გზას, რა მიმართულებითაც გააგრძელეს მოძრაობა. გაიარეს დაახლოებით 700 მეტრი, რის შემდეგ თ---------- კ-------ემ მოსახვევიანი აღმართის დასაწყისთან მიუთითა მარცხენა მხარეს ქვაღორღიანი, მეორეხარისხოვანი გზის შესახვევზე და განმარტა, რომ ამ გზის გავლით მიიყვანეს სოფელ ფ----ის ს------–----თან. მეორეხარისხოვან გზაზე ალაგ-ალაგ მოსახვევებში დაგებულია ბეტონის გზა და ძირითადად წარმოადგენს აღმართს. გადასახვევიდან გაიარეს დაახლოებით 1,1 კმ მანძილი, გაცდდნენ რამოდენიმე მოსახლეს და პირდაპირ მიადგნენ სოფელ ფ----ის ე.წ. საკვირაოს ს------–----, რომლის მახლობლად რომელიმე მოსახლე არ ცხოვრობს და მთავრდება მეორეხარისხოვანი საავტომობილო გზა. თ---------- კ-------ემ მიუთითა განსვენებული ლეილა ჩაჩანიძის ს------–---- მოპირდაპირედ ქვაღორღის დანაყრელ ადგილზე და განმარტა, რომ ამ ადგილზე გააჩერა ნ------- ქ-------ემ მისი კუთვნილი "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანა, ხოლო შემდეგ მიუთითა მის უკან 4-5 მეტრი მანძილის დაშორებით ადგილზე და განმარტა, რომ ამ ადგილზე გააჩერა ბ------ მ---------ემ გ------- გ---–------ის ავტომანქანა. შემდეგ დაზარალებულმა თ---------- კ-------ემ მიუთითა ავტომანქანის გაჩერების ადგილებიდან დაახლოებით 15-20 მეტრი მანძილის დაშორებით ს------–---ების დასაწყისში განთავსებულ განსვენებულების ნიკოლოზ ქ-------ის, ა-–---------- და რ--- ქ-------ეების ს------–---ების ღობესთან განთავსებულ ლითონის ორი მაგიდას შორის და მათ მოპირდაპირედ არსებულ მინდვრიან ცარიელ ადგილზე და განმარტა, რომ ავტომაქანიდან გადმოსვლის შემდეგ ნ------- ქ-------ემ და გ------- გ---–------მა მიიყვნეს მითითებულ ადგილზე, რომლებსაც მოგვიანებით შეუერთდა ბ------ მ---------ე და აღნიშნულ ადგილზე დაუწყეს სცემა, ასევე მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლის მუქარით 15 000 აშშ დოლარის და ნარკოტიკული საშუალების გადაცემის მოთხოვნა. ამით დასრულდა საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობა, რომელიც დასურათებულ იქნა იქნა "აიფონ 7" მოდელის მობილური ტელეფონით. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 5. ს.ფ. 180-189, სასამართლო სხდომის ოქმი).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა მ----- შ-----–--მ და დ----- ხ---–------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტ შ----- თ------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 02.07.17წ. 19:44-20:01 სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე თ---------- კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად 02.07.17 წ. 19:44-20:01 საათზე ჩივილების ტკივილებზე არ წარმოადგენს. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 8,5X0,6სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა და ზედა მესამედების დონეზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,0X0,8სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 9,5X1,5სმ. მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8X0,6სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. (ტ. 3. ს.ფ. 29-31, სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაციის დათვალიერებისა და გაანალიზების ოქმის თანახმად, 2018 წლის 20 მარტს იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხ---–------ემ, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებლის მ----- შ-----–--ს მონაწილეობით, სამსახურებრივი პერსონალური კომპიუტერის საშუალებით დაათვალიერა სისხლის სამართლის N------------ საქმეზე, სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი სატელეფონო ზარების დეტალური ინფორმაცია.
საქმის მასალის მიხედვით, თ---------- კ-------ეს (დაბადებული 1--------- წელს, რეგისტრირებული ქ.ზ-----------, წერეთლის ქ.N2/50, პ/ნ 1----------) საკუთრებაში ჰყავდა „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის S-------- სახელმწიფო ნომრის ავტომობილი, რომლითაც ეწეოდა მგზავრთა მომსახურებას ზ-----------ს რაიონის ტერიტორიაზე. 2017 წლის ივნისის დასაწყისში ქ. ზ----------ში ს----------–----------------ში, თ---------- კ-------ემ ს------- შ----ესთან ერთად დაიქირავა კომერციული ფართი და გახსნა 24 საათიანი მომსახურების სწრაფი კვების ობიექტი -კაფე, რომლის წინ გასაყიდად დააყენა მისი კუთვნილი „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომანქანა.
2017 წლის 30 ივნისს, დაახლოებით 20:00-დან 21:00 საათამდე პერიოდში, თ---------- კ-------ეს მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მისი ნაცნობი, ზ----------ში მცხოვრები კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ბ------ მ---------ე (დაბადებული 0--------- წელს, რეგისტრირებული ქ.ზ-----------, კ-----–--ის ქ.N---, პ/ნ 1----------), რომელმაც სთხოვა ესესხებინა 50 ლარი. ბ------ მ---------ეს უთხრა, რომ თანხა თან არ ჰქონდა და მისულიყო კვების ობიექტზე, სადაც, თუ იქნებოდა ნავაჭრი თანხა მისცემდნენ 50 ლარს. იმავე დროს თ---------- კ-------ე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდა მის პარტნიორს ს------- შ----ეს და უთხრა, რომ მასთან მივიდოდა ბ------ მ---------ე და თუკი იყო ნავაჭრი თანხა, მისთვის გადაეცა 50 ლარი.
2017 წლის 01 ივლისს, შუადღის საათებში, თ---------- კ-------ემ მისი კუთვნილი „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის მეორე ავტომანქანით, რომელსაც ახლდა მეუღლის ძმა ი-----–- ნ--------ე, ზ-----------ს რაიონის დ----–--------ში თავის მოსაწესრიგებლად წაიყვანა ს------- შ----ე, ამ უკანასკნელის სახლში. დ----–--------ის მიმართულებით მოძრაობისას შეამჩნიეს, რომ უკან მიჰყვებოდათ გ------- გ---–------ის (დაბადებული 1--------- წელს, მცხოვრები ზ-----------ს რაიონის დ----–--------ი, პ/ნ 1----------) კუთნილი „ბმვ“-ს მარკის G-------- სახელმწიფო ნომრის ავტომობილი, რომლის საჭესთან იჯდა ნ-------ი ქ-------ე (დაბადებული 1--------- წელს, რეგისტრირებული ქ.ზ-----------, ც-------ა ხ--------–----------, პ/ნ 1----------), ხოლო მძღოლის გვერდით მოთავსებული იყო გ------- გ---–------ი. ისინი ავტომანქანით გაჰყვნენ დ----–--------ში ე.წ. გ--------- და გაჩერდნენ ერთ-ერთ შესახვევში. დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ თ---------- კ-------ე მისი კუთვნილი ავტომანქანით ს------- შ----ესთან და ი-----–- ნ--------ესთან ერთად დაბრუნდა ქ. ზ----------ში, რა დროსაც უკან ისევ აედევნათ გ------- გ---–------ის ავტომანქანა, რომელიც ჩამოშორდა კაფეში მისვლამდე. რადენიმე წუთის შემდეგ, გ------- გ---–------ის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომობილით კაფეში მივიდნენ გ------- გ---–------ი და ნ------- ქ-------ე, რომლებსაც ასევე ახლდათ ბ------ მ---------ე (დაბადებული 0--------- წელს, რეგისტრირებული ქ.ზ-----------, კ-----–--ის ქ.N---, პ/ნ 1----------) და გ---- ს---–-----–--ე, რომლებმაც შეუკვეთეს ყავა და ენერგეტიკული სასმელები. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ ნ------- ქ-------ემ თ---------- კ-------ეს უთხრა, რომ სურდა მეუღლისათვის შეეძინა კაფეს წინ თ---------- კ-------ის მიერ გასაყიდად დაყენებული „ტოიოტა პრიუსის“ მოდელის ავტომობილი და შესთავაზა შეემოწმებინათ ზ-----------ს ტერიტორიაზე გატარებით, ასევე ეჩვენებინათ ხელოსნისათვის. ნ------- ქ-------ე მოთავსდა ავტომობილის საჭესთან, მის გვერდით თ---------- კ-------ე, ხოლო უკანა სავარძელზე მოთავსდა გ------- გ---–-----ი, რომლებიც გაემართნენ ზ-----------ს ცენტრის მიმართულებით. მოძრაობის დროს გ------- გ---–------ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბ------ მ---------ეს და უთხრა, რომ წამოეყვანათ მისი ავტომანქანა და გამოყოლოდნენ უკან. ნ------- ქ-------ემ და გ------- გ---–------მა თ---------- კ-------ე მიიყვანეს ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ში განთავსებულ ს------–----თან, სადაც ნ------- ქ-------ემ და გ------- გ---–------მა სცემეს იგი. შემდეგ ნ------- ქ-------ე მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბ------ მ---------ეს და უთხრა, რომ ავტომანქანაში ჰქონდა ბეისბოლის ჯოხი და მალე მისულიყვნენ. რამდენიმე წუთში გ------- გ---–------ის კუთვნილი „ბმვ“-ს მარკის ავტომანქანით მივიდნენ ბ------ მ---------ე და გ---- ს---–-----–--ე, რის შემდეგ ნ------- ქ-------ემ ბეისბოლის ჯოხით თ---------- კ-------ეს დაუწყო ცემა, გ------- გ---–------მა ყელზე მიადო დანა და მოკვლით დაემუქრა, ხოლო ბ------ მ---------ე მუჭებს ურტყამდა, რომლებიც მოკვლისა და ოჯახის წევრების განადგურების მუქარით მოითხოვდნენ 15 000 (თხუთმეტი ათასი) აშშ დოლარის გადახდას, ასევე, ნარკოტიკული საშუალების გადაცემას, რომელიც მათი მოთხოვნით შენახული ჰქონდა ნარკოტიკული დანაშაულისათვის დაკავებულ ლ-–- შ----ეს და თითქოს მან იცოდა ნარკოტიკული საშუალების ადგილსამყოფელი. თ---------- კ-------ე მოკვლის შიშით დათანხმდა, რომ შეასრულებდა ყველა მათ მოთხოვნას. თანხმობის მიღების შემდეგ თ---------- კ-------ე მისი ავტომანქანით გამოიყვანეს ცენტრალურ გზაზე და დაუბრუნეს მობილური ტელეფონი, რა დროსაც მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა დედამისის ე---------- ჯ----ს, მისი მეუღლის მ------ ნ--------ის და ს------- შ----ის ზარები და მოკლე ტექსტური შეტყობინებები.
გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ მომხდარი დამნაშაულის პერიოდში თ---------- კ-------ეს სარგებლობაში ჰქონდა შპს „ჯეოსელის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი 5-----------, გ------- გ---–------ს - შპს „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი 5-----------, ნ-------ი ქ-------ეს - შპს „მაგთიკომის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი 5-----------, ხოლო ბ------ მ---------ეს - შპს „მობიტელის“ ქსელში ჩართული სააბონენტო ნომერი 57----------.
სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური მონაცემების დათვალიერებით, მათი მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის გათვალიწინებითა და გაანალიზებით დადგინდა შემდეგი:
შპს „ჯეოსელი“-დან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით - თ---------- კ-------ის სარგებლობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომერზე, 30/06/2017 წელს 20:58:48 საათზე განხორციელებულია შემავალი ზარი ბ------ მ---------ის სარგებლობაში არსებული 57---------- სააბონენტო ნომრიდან და საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 163 წამს. დაახლოებით 04 წუთის შემდეგ, 21:02:19 საათზე, თ---------- კ-------ის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებულია გამავალი ზარი ს------- შ----ის სარგებლობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომერზე და საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 90 წამს. ამის შემდეგ, დაახლოებით 02 წუთში, 21:04:06 საათზე, თ---------- კ-------ის სააბონენტო ნომრიდან განხორციელებულია გამავალი ზარი ბ------ მ---------ის 57---------- სააბონენტო ნომერზე და საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 36 წამს. აღნიშნული სატელეფონო კომუნიკაციების ანალიზით დასტურდება, რომ თ---------- კ-------ეს მითითებულ დროს ნამდვილად ჰქონდა სატელეფონო კავშირი ბ------ მ---------ესთან და ს------- შ----ესთან, რა დროსაც თ---------- კ-------ემ ს------- შ----ის მეშვეობით ბ------ მ---------ეს ასესხა 50 ლარი, როგორც განმარტეს გამოკითხვების დროს თ---------- კ-------ემ და ს------- შ----ემ.
მომხდარი დანაშაულის დღეს, 2017 წლის 01 ივლისს, 05:02:25 საათიდან 13:57:56 საათამდე პერიოდში თ---------- კ-------ის სააბონენტო ნომერი 5----------- ფიქსირდება ქ. ზ----------ში, ფ-----ს ქარხნის ანძაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 14:19:09 საათზე დაფიქსირდა ზ-----------ს რაიონის სოფელ სანახშირეს (დ----–--------ის) ანძაზე. აღნიშნულით დასტურდება, რომ დანაშაულის დღეს, 01/07/2017 წელს, დილის საათებში თ---------- კ-------ე იმყოფებოდა ზ----------ში ფ-----ს ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც განთავსებულია მისი კაფე, ხოლო შუადღის საათებში, 14:19:09 საათზე თ---------- კ-------ე იმყოფებოდა დ----–--------ში. გამოკითხვის დროს თ---------- კ-------ის განმარტებით ამ დროს უკან მიჰყვებოდა ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი ამ უკანასკნელის კუთვნილი „BMW-ს“ მარკის ავტომანქანით; იმავე დღეს, 15:42:57 საათიდან 19:07:34 საათამდე პერიოდში თ---------- კ-------ის მობილური ტელეფონი შენაცვლებით იმყოფება ზ-----------ს პოლიციის ანძის და ზ-----------ს რაიონის სოფელ სანახშირეს (დ----–--------ი) ანძის დაფარვის ქვეშ. ამ პერიოდში მხოლოდ ერთხელ 16:41:36 საათზე განხორციელებულია ერთი გამავალი შეტყობინება ი-----–- ნ--------ის სააბონენტო ნომერზე 5------------ ხოლო დანარჩენი არის მიღებული შეტყობინებები და ზარები, მისი დედის ე---------- ჯ----ს 5-----------, მეუღლის ძმის ი-----–- ნ--------ის 5------------ მეუღლის მ------ ნ--------ის 5----------- და ბიზნეს პარტნიორ ს------- შ----ის 5----------- სააბონენტო ნომრებიდან. აღნიშნული ზარების გაანალიზებით ირკვევა, რომ 15:42:57 საათიდან 16:41:36 საათამდე პერიოდში თ---------- კ-------ე იმყოფებოდა ქ. ზ-----------ს პოლიციის და ზ-----------ს რაიონის სოფელ სანახშირეს (დ----–--------ის) ანძებს შორის, რა დროსაც მისი მობილური ტელეფონიდან გამავალი ზარები არ ფიქსირდება. დაფიქსირებულია მხოლოდ მისი ოჯახის წევრებისა და ს------- შ----ის სააბონენტო ნომრებიდან მიღებული ზარები, რითაც დასტურდება თ---------- კ-------ის ინფორმაცია, რომ გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ში ს------–----თან ცემის დროს წაართვეს მობილური ტელეფონი, ხოლო როდესაც დაუბრუნეს მობილურ ტელეფონი, მასში აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისა და ს------- შ----ის სააბონენტო ნომრებიდან მიღებული ზარები. 16:41:36 საათზე უკვე განხორციელებულია გამავალი შეტყობინება ი-----–- ნ--------ის სააბონენტო ნომერზე, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თ---------- კ-------ეს უკვე 16:41:36 საათზე დაბრუნებული ჰქონდა მობილური ტელეფონი და მან განახორციელა შეტყობინება მისი მეუღლის ძმის ი-----–- ნ--------ის სააბონენტო ნომერზე.
შპს „მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ გ------- გ---–------ის სარგებლობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომერი 2017 წლის 01 ივლისს 08:53:48 საათიდან 14:07:41 საათამდე პერიოდში იმყოფება ქ. ზ-----------ს ტერიტორიაზე განთავსებული ანძების დაფარვის ქვეშ, ხოლო შუადღის საათებში, 14:16:33 საათიდან 14:45:58 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულია ზ-----------ს რაიონის დ----–--------ის ანძაზე, ფაქტიურად იმ დროს, როდესაც თ---------- კ-------ის სააბონენტო ნომერი ფიქსირდება დ----–--------ში, ესე იგი თ---------- კ-------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომ მომხდარი დანაშაულის დღეს, შუადღის საათებში, დ----–--------ში ყოფნისას ავტომანქანით უკან მიჰყვებოდათ ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი, დასტურდება გ------- გ---–------ის სააბონენტო ნომრის მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით; გამოძიებისათვის საინტერესო დროს, კერძოდ, დანაშაულის ჩადანის დღეს, 2017 წლის 01 ივლისს, 15:33:39 და 15:36:16 საათზე, გ------- გ---–------ის 5----------- სააბონენტო ნომრიდან განხორციელებულია ორი გამავალი ზარი ბ------ მ---------ის 57---------- სააბონენტო ნომერზე, მათ შორის, პირველ შემთხვევაში საუბრის ხანგრძლივობა შეადგენს 20 წამს, ხოლო მეორე შემთხვევაში 53 წამს, რის შემდეგ 40 წუთის განმავლობაში (სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდი), 16:16:25 საათამდე პერიოდში რაიმე სახის გამავალი და შემომავალი ზარი ან შეტყობინება დაფიქსირებული არ არის. ამ პერიოდში გ------- გ---–------ის სააბონენტო ნომერი ფიქსირდება ზ-----------ს რაიონის სოფელ წ----–------ და სოფელ ალ--------- ანძების დაფარვის ქვეშ, რომლებიც ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ის მიმდებარე სოფლებია. აღნიშნული ზარების ანალიზით დასტურდება, რომ გ------- გ---–------ს და ბ------ მ---------ეს ჰქონდათ სატელეფონო კავშირები ერთმანეთში თ---------- კ-------ის ცემამდე და მის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტამდე; აღნიშნულ პერიოდში, მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით გ------- გ---–------ის სააბონენტო ნომერს ემსახურება ზ-----------ს რაიონის სოფელ წ----–------ და სოფელ ალ--------- მომსახურე ანძები, რომელთა არეალს - დაფარვის ზონას, ასევე წარმოადგენს ზ-----------ს რაიონის სოფელი ფ----ი, სადაც თ---------- კ-------ის გადმოცემით სცემეს და მის მიმართ განახორციელეს გამოძალვა, რადგანაც სოფელი ფ----ი არის სოფელ წ----–------ და სოფელ ალ--------- მიმდებარე სოფლები.
შპს „მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით ასევე დადგინდა, რომ ნ------- ქ-------ის სარგებლობაში არსებულ 5----------- სააბონენტო ნომერი 2017 წლის 30 ივნისს, 10:10:04 საათიდან 23:01:56 საათამდე პერიოდში ფიქსირდება ქ. თბილისის სხვადასხვა ანძებზე, ხოლო შემდეგ გვიან ღამით, უკვე 2017 წლის 01 ივლისს, 00:16:47 საათზე ქარელის, 00:46:58 საათზე რიკოთის, 01:17:29 საათზე ზ-----------ს რაიონის სოფელ წიფლავაკის, 02:33:17 საათზე დ----–--------ის, ხოლო 03:53:56 საათიდან 14:09:40 საათამდე ქ. ზ-----------ს ანძების დაფარვის ქვეშ, რომელთა ანალიზით დგინდება, რომ ნ------- ქ-------ე 2017 წლის 30 ივნისის დილის 10:10:04 საათიდან 23:01:56 საათამდე პერიოდში იმყოფებოდა ქ. თ---–--–- და გვიან ღამით გამოემგზავრა ქ. ზ----------ში. მომხდარი დანაშაულის დღეს, 2017 წლის 01 ივლისს, 13:06:44 საათზე და 14:09:40 საათზე ფიქსირდება ქ. ზ-----------ს ტერიტორიაზე განთავსებულ ს--------------- და ფ-----ს ქარხნის ანძების დაფარვის ქვეშ, ხოლო შუადღის საათებში, 14:42:43 საათიდან 14:47:22 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულია ზ-----------ს რაიონის დ----–--------ის ანძაზე, ფაქტიურად იმ დროს, როდესაც თ---------- კ-------ის და გ------- გ---–------ის სააბონენტო ნომერი ფიქსირდება დ----–--------ში. აქედან გამომდინარე, თ---------- კ-------ის მიერ გადმოცემული ინფორმაცია, რომ მომხდარი დანაშაულის დღეს, შუადღის საათებში, დ----–--------ში ყოფნისას ავტომანქანით მათ უკან დაჰყვებოდათ ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი, დასტურდება ნ------- ქ-------ის სააბონენტო ნომრის მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის მიხედვითაც; გამოძიებისათვის საინტერესო დროს, მომხდარი დანაშაულის დღეს, 2017 წლის 01 ივლისს, 14:47:22 საათიდან 16:00:37 საათამდე პერიოდში, ნ------- ქ-------ის 5----------- სააბონენტო ნომერზე 01 საათისა და 13 წუთის განმავლობაში (სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდი), რაიმე სახის გამავალი და შემომავალი ზარი ან შეტყობინება დაფიქსირებული არ არის. ამ პერიოდში ნ------- ქ-------ის სააბონენტო ნომერი, ისე როგორც გ------- გ---–------ის სააბონენტო ნომერი, ფიქსირდება ზ-----------ს რაიონის სოფელ წ----–------ ანძის დაფარვის ქვეშ, რომლის არეალს - დაფარვის ზონას, ასევე, წარმოადგენს ზ-----------ს რაიონის სოფელი ფ----ი, სადაც თ---------- კ-------ის გადმოცემით სცემეს ის და მის მიმართ განახორციელეს გამოძალვა, რადგანაც სოფელ ფ----ი არის სოფელ წ----–------ მიმდებარე სოფელი.
გარდა ამისა, შპს „მაგთიკომი“-დან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით, დადგინდა, რომ 5----------- და 5----------- სააბონენტო ნომრები, რომლებითაც ასევე უნდა სარგებლობდეს ნ------- ქ-------ე არ დასტურდება, რადგანაც ნ------- ქ-------ის სარგებლობაში არსებული 5----------- სააბონენტო ნომრის ადგილმდებარეობა არ ემთხვევა 5----------- და 5----------- სააბონენტო ნომრების ადგილმდებარეობას და აღნიშნული ნომრებით სარგებლობს სხვა პირი (პირები).
შპს „მობიტელი“-დან გამოთხოვილი დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით დადგინდა, რომ ბ------ მ---------ის სარგებლობაში არსებული 597 86 70 70 სააბონენტო ნომერი 2017 წლის 01 ივლისს 09:44:55 საათიდან 15:13:05 საათამდე პერიოდში იმყოფება ქ. ზ-----------ს ტერიტორიაზე არსებული ანძების დაფარვის ქვეშ, კერძოდ „ზ----------- AT“-ს, ზ-----------ს ს--------------- და “ალავერდი TV“ ანძების დაფარვის ზონაში; 15:27:54 საათიდან 15:36:16 საათამდე პერიოდში დაფიქსირებულია გ------- გ---–------ის 5----------- სააბონენტო ნომერთან ოთხი კავშირი, კერძოდ, 15:27:54 საათზე მიღებული ზარი 21 წამის სასაუბრო დროით, 15:29:00 საათზე გამავალი ზარი 20 წამის სასაუბრო დროით, 15:33:39 საათზე მიღებული ზარი 20 წამის სასაუბრო დროით და 15:36:16 საათზე მიღებული ზარი 53 წამის სასაუბრო დროით, რის შემდეგ 57 წუთის განმავლობაში (სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდი), 16:33:52 საათამდე რაიმე სახის გამავალი და შემომავალი ზარი ან შეტყობინება დაფიქსირებული არ არის. ამ პერიოდში იცვლება მომსახურე ანძა და ბ------ მ---------ის სააბონენტო ნომერი ფიქსირდება ქ. ზ----------ში ს----------------ს ანძაზე, ხოლო 16:33:52 წუთზე ფიქსირდება ისევ ზ-----------ს ს--------------- ანძაზე. აღნიშნული ზარების ანალიზით ასევე დასტურდება, რომ ბ------ მ---------ეს და გ------- გ---–------ს ქონდათ სატელეფონო კავშირები ერთმანეთში თ---------- კ-------ის ცემამდე და მის მიმართ განხორციელებული გამოძალვის ფაქტამდე, ხოლო შემდეგ 57 წუთის განმავლობაში (სავარაუდო დანაშაულის ჩადენის პერიოდი), რაიმე სახის გამავალი და შემომავალი ზარები, ან შეტყობინება დაფიქსირებული არ არის.
ამდენად, სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი შემავალი და გამავალი ზარების დეტალური ინფორმაციის დათვალიერებით და გაანალიზებით დადგინდა, რომ მოცემულ საქმეზე, თ---------- კ-------ის მიერ ჯერ მოწმის სახით, ხოლო შემდეგ დაზარალებულის გამოკითხვის დროს გადმოცემული ინფორმაცია თანხვედრაშია თ---------- კ-------ის, გ------- გ---–------ის, ნ------- ქ-------ის და ბ------ მ---------ის სააბანენტო ნომრებზე განხორციელებული სატელეფონო ზარების და აღნიშნული ნომრების მომსახურე ანძების ადგილმდებარეობის მიხედვით.
შპს „ჯეოსელიდან“ და შპს „მობიტელიდან“ გამოთხოვილი ინფორმაცია CD-R დისკებიდან გადატანილ იქნა პერსონალურ კომპიუტერში, შემდგომში შესაძლო გადაწერის მიზნით, ასევე, ამობეჭდილ იქნა დეტალური მონაცემები, რომლებიც დაერთო ოქმს, ხოლო დედანი CD-R დისკები დაილუქა N33 ლუქის ბეჭდით 02 პაკეტად და დაერთო ოქმს. ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების მიერ. (ტომი 3. ს.ფ. 205-235, სასამართლო სხდომის ოქმი).
საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა მ----- შ-----–--მ და დ----- ხ---–------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე შ----- ხ--------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით იგი არის ავტოშემკეთებელი, კ-------ის კაფის გვერდით აქვს ვულკანიზაცია. ნ-------ი ქ-------ე და გ------- გ---–------ი იმ დღეს მასთან მოვიდნენ მანქანის გასაკეთებლად. მას არ ეცალა და შესთავაზა კაფეში დამსხდარიყვნენ და ყავა დაელიათ. იქ ისხდნენ, როდესაც ნ-------მა იკითხა, თუ ვისი იყო კაფის წინ დაყენებული ავტომანქანა პრიუსი რომლიც იყიდებოდა, რაზედაც თ------მა უპასუხა, რომ მისი იყო. ამის შემდეგ ნ-------მა გამოხატა გასაყიდი მანქანის მიმართ ინტერესი, ის და გ---–------ი ჩაუჯდნენ ამ მანქანაში თ------ს და წაიყვანეს მანქანა შესამოწმებლად. როდესა დაინახა დაბრუნებული თ------ი, ჰკითხა, გადაწყვიტეს თუ არა მანქანის ყიდვა, რაზედაც მან უარყოფითად უპასუხა. თ------ის სახეზე მას ცემის კვალი არ შეუმჩნევია. ნ-------ის და გ-------ს იგი კარგად იცნობს, მისი კლიენტები არიან. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმე გ---- ს---–-----–--ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ აპირებდა სოფელ ს----–- წასვლას, რა დროსაც შეხვდნენ მისი ნაცნობები ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი, გაუჩერეს და ერთმანეთი მოიკითხეს. მათ უთხრეს, რომ წაიყვანდნენ სოფელში, ხოლო მანამდე ათი წუთით შეივლიდნენ შ-----სთან ავტომობილების სახელოსნოში. იქ შ-----მ ისინი დაპატიჟა ყავაზე. კაფეში ნ-------მა გამოთქვა მანქანის ყიდვის სურვილი და შესთავაზა თ------ს გაესინჯათ მანქანა. ჩასხდნენ და წავიდნენ. ცოტა ხანში ბ------ს დაურეკეს ამოსულიყო და ისინიც ავიდნენ ფ----ის ს------–------. ბ------ გადავიდა მანქანიდან, თავად კი მანქანაში დარჩა და ტელეფონით მიმოწერას აწარმოებდა. შესაბამისად, ამ დროს არ გაუხედავს იმ მიმართულებით სადაც ისინი იდგნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ გადავიდა მანქანიდან და გაიგონა, რომ გ---–------მა უთხრა ქ-------ეს არ ეყიდა ეს მანქანა, რადგან იყო დანარტყამი და გადაღებილი.(სასამართლოს სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ბრალდებულ ნ------- ქ-------ის ჩვენების თანახმად 2017 წლის პირველ ივლისს ის შეხვდა გ------- გ---–------ს და მოძრაობდნენ ქალაქში. გ-------ს მანქანასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონდა, გაკეთება სურდა და უნდა მიეყვანა ხელოსანთან - შ--------სთან. გ-------მ სთხოვა, რომ ასულიყვნენ მასთან სახლში შ--------ში, რათა ძაღლისთვის აეტანათ საკვები. ისინი ავიდნენ გ-------სთან სახლში, მიიტანეს საკვები და წამოვიდნენ უკან. ის თ---–--–- იყო წასასვლელი, ამიტომ გ-------ს უთხრა, რომ წასულიყვნენ შ--------სთან მანქანის შესამოწმებლად. ამ დროს მის მეუღლეს მანქანა გაყიდული ჰყავდა და უნდოდა მანქანის ყიდვა. მათ გ---- ს---–-----–--ე მანქანაში ჩაისვეს ქალაქში მოედანთან. გ----მ მათ სთხოვა, რომ აეყვანათ მის სოფელ ს----–-, სადაც მისი დედ-მამა ცხოვრობს. ისინიც მიდიოდნენ ს---------, რადგან შ-------- ს-----ს გადასახვევთან მუშაობს. როდესაც მანქანის ხელოსან შ--------სთან მივიდნენ, მან უთხრა მათ, რომ დიდი ხანი არ ენახა ისინი და ყავაზე პატიჟებდა. ისინი შევიდნენ ყავაზე, სადაც პირდაპირ მაღაზიის წინ იდგა მანქანა „ჰიუნდაი ელანტრა“, რომელსაც ეწერა, რომ იყიდებოდა. შ--------მ უთხრა ვისიც იყო ეს მანქანა. კაფეში გაჩერდნენ დაახლოებით 15-20 წუთი, სადაც გაესაუბრა თ---------- კ-------ეს მანქანის თაობაზე, როდის ჩამოიყვანა, როგორია და იკითხა თუ შეიძლებოდა ამ მანქანით გავლა შესამოწმებლად. თ----------იც დათანხმდა. მანქანაში ჩასხდნენ თ---------- კ-------ე, ნ------- ქ-------ე და გ------- გ---–------ი და წავიდნენ ქალაქში. მ---------ე და ს---–-----–--ე დატოვეს კაფეში. ის დაჯდა საჭესთან და წავიდა თავისი სახლისკენ, სოფელ ფ----ში. იქ ხელოსნებიც არიან და იფიქრა, რომ მათაც შეამოწმებინებდა მანქანას. ფ----ში ის ცხოვრობს ს------–---- გვერდით. მათ ს------–---- ეზოს წინ მოატრიალეს მანქანა და გააჩერეს მის ჭიშკართან. სახლში არ შესულა და არც ოჯახის წევრები უნახავს. მათ შეამოწმეს მანქანა და აღმოჩნდა, რომ ის იყო დანარტყამი და გადანაღები. მის შეკითხვაზე, თუ რატომ მოატყუა, თ------მა მიუგო, რომ თავადაც არ იცოდა ამის შესახებ და თუ არ უნდოდათ, ნუ შეიძენდნენ. ამ დროს ნ-------მა ან გ-------მ, ზუსტად არ ახსოვს რომელმა, დაურეკა ბ------ს, რომ ასულიყვნენ და წამოეყვანათ ისინი. როდესაც ბ------ ავიდა, თ---------- კ-------ე ჩაჯდა მანქანაში და წავიდა. ამის შემდეგ მას თ---------- კ-------ე არ უნახავს და არც რამე შეხება ჰქონია მასთან. ის თ---------- კ-------ეს ადრე არ იცნობდა, ხოლო ბ------ მ---------ეს და გ------- გ---–------ს ბავშვობიდან იცნობს. გ---- ს---–-----–--ეს იცნობს სოფელ ს-----დან, სადაც მისი ბებია ცხოვრობს. ის იცნობს ლ-–- შ----ესაც. ისინი გვერდი-გვერდ საკანში ისხდნენ გ-–------ ციხეში და როცა გამოჰყავდათ საკნიდან, ხვდებოდნენ ერთმანეთს. საუბრისას ლ-–-მ უთხრა, რომ ის წამლის გამო იჯდა ციხეში, თ---------- კ-------ის ჩვენების საფუძველზე. ბრალდებული განმარტავს, რომ ადრე ნასამართლევი არ არის. მხოლოდ ერთხელ წაიყვანეს მოსაწ---- გამო და დააკისრეს 500 ლარიანი ჯარ---. ბრალდებული აჩვენებს, რომ მას არ უცემია თ---------- კ-------ე და ფული და ნარკოტიკი არ მოუთხოვია მისგან. ბრალდებულის განმარტებით, ის გაცნობილია ფარული სატელეფონო მოსმენის ტექსტებს, სადაც თავად მონაწილეობს, მაგრამ არ დასტურდება, რომ იქ მისი ხმაა. ძალიან ბევრი ხმები ისმის და გაურკვეველია, ვინ ლაპარაკობს(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა გ------- გ---–------მა დაადასტურა ბრალდებულ ნ------- ქ-------ის ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ თ---------- კ-------ეს იცნობს დაახლოებით 2 წელია. ლ-–- შ----ე და ს------- შ----ე კი არიან მისი მეზობლები და ბავშვობიდან იცნობენ ერთმანეთს. ს-------ს მამა და ლ-–-ს დედა და-ძმანი არიან. 2013 წელს ის მოძლიერდა ფინანსურად და დახმარება შესთავაზა ლ-–- შ----ეს, რომ ისევ ციხეში არ დაბრუნებულიყო. რ---ში მას ჰყავს ტრაქტორი, სატვირთო მანქანები, თაბაშირის კარიერზე მუშაობს. როცა ლ-–- შ----ე გამოვიდა ციხიდან, მალევე დედა დაეღუპა და მას დაეხმარა დედის დასაფლავებაში. თ---------- კ-------ე ტაქსით ატარებდა ლ-–-ს, მაშინ გაიცნო ის. შემდეგ ლ-–-მ ჩაიდინა ძარცვა და თანხა ჰქონდათ 2000 ლარი შესატანი. მან შესთავაზა თ----------ს, რომ აჩუქებდა თაბაშირს, რომლის გაყიდვაშიც მას 3000 ლარს მისცემდნენ და გადაიხდიდა საპროცესოს ჯარ---ს. ეს თაბაშირის ქვა წაიღეს კასპის ქარხანაში, გაცვალეს და ჩამოიტანა ცემენტი, რომელიც გაყიდეს და 2900 ლარი აიღეს. თავად იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. ლ-–- შ----ეს და თ---------- კ-------ეს მისთვის ნარკოტიკი არ მიუყიდიათ, ჩუქებით კი უჩუქებიათ. შემთხვევის შემდეგ ს------- შ----ესა და მის ოჯახის წევრებს, გ------- გ---–------ისა და მისი ოჯახის წევრებისთვის არ უთქვამთ, რომ თ---------- კ-------ე წავიდა პოლიციაში და მის წინააღმდეგ მისცა ჩვენება. ბრალდებულის ჩვენებით ნარკოტიკების მომხმარებელი იყო დაახლოებით ერთი წელი. მან მოახერხა მეტადონის პროგრამაში ჩართვა. ღებულობდა მეტადონს, შეხვდა მეგობარ ვ--–---------–-----ს, რომელიც ასევე მეტადონს სვამს. შემთხვევის დღეს შუადღე იქნებოდა დაურეკა ს---–---მა, რომელსაც უთხრა, რომ მეტადონის პროგრამაში შევიდა და მკურნალობდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. გ------- გ---–------მა დაპატიჟა ის სურამში მეგობართან. მივიდნენ თავის მეგობართან ლ-–- გ--–-–---–თან სადაც დალიეს ღვინო, რის შედეგადაც ცუდად გახდა. გვიან დაახლოებით 12 საათზე წამოვიდნენ. სარკეში შეამჩნია, რომ უკან მოჰყვებოდა პატრულის მანქანა. მის მითითებაზე მან გააჩერა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა პატრულის თანამშრომელი, რომელსაც იცნობდა იქიდან, რომ ამ პირმა ის დააჯარ--- რამდენჯერმე ტელეფონზე საუბრის გამო და ღვედზე. მიაწოდა მას მართვის მოწმობა და პასპორტი. გაჩხრიკეს მისი მანქანა. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ თუ რამე ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო წარმოედგინა, თუმცა მან უპასუხა, რომ არაფერი ჰქონდა ასეთი. ჩხრეკისას მარცხენა ჯიბიდან დ----- გ---–---–მა ამოუღო წამალი. ჩამოართვეს ტელეფონიც. მისი ტელეფონიდან გაუგზავნეს შეტყობინება ბ------ მ---------ეს, რომ მასთან თითქოს მოქონდა 2 ბორბალი და დახვედროდა. მისი დაკავების პროცესი გრძელდებოდა დაახლოებით საათნახევარი, მას და თ---------- კ-------ეს ჰქონდათ ჩვეულებრივი ურთიერთობა, საჭიროების შემთხვევაში ის დახმარებია კ-------ეს, მას არ მიუცია მისთვის იმის საბაბი, რომ თ----------ი ნაწყენი ყოფილიყო მასზე. მასთან ყოფნისას თ---------- კ-------ეს დაზიანება არ ჰქონია. ბრალდებულის განმარტებით პოლიციის უფროსი დ----- გ---–---–ი მას გადაეკიდა, რადგან ვახტანგ მარაქველიძეს სცემდა ქიმიურ მაღაზიასთან და სურათი გადაუღო, რა დროსაც დაემუქრა დაჭერით. მიაჩნია, რომ მან და თ---------- კ-------ემ მოუწყვეს გამოძალვის ინსცენირება(სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა ბ------ მ---------ემ დაადასტურა ბრალდებულ ნ------- ქ-------ის ჩვენება და დამატებით განმარტა, რომ როდესაც სოფელ ფ----ში მივიდნენ, ს---–-----–--ე მანქანაში იჯდა. წამოსვლისას ქალაქ ზ----------ში ჩამოვიდნენ და ს---–-----–--ეც იქ დატოვეს, რადგან ის მიდიოდა დედამისთან სოფელ ს----–-. ბ------ მ---------ე და გ---–------იც მალევე დაშორდნენ ერთმანეთს. ბრალდებულის განმარტებით, ამ დღის შემდეგ მან ბევრჯერ ნახა თ---------- კ-------ე, ვინაიდან ისინი ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობენ. თ----------თან ახლობლური დამოკიდებულება ჰქონდა, რაიმე სერიოზული საბაბი არ მიუცია მისთვის, რომ შურისძიების გრძნობა გასჩენოდა. როდესაც დააკავეს, მაშინ გაიგო, რომ თ---------- კ-------ეს მის წინააღმდეგ ჩვენება ჰქონდა მიცემული. ზ----------ში იცოდნენ, რომ ის იყო წამლის რეალიზატორი ლ-–- შ----ესთან ერთად. დასმულ შეკითხვაზე ბრალდებულმა ვერ ახსნა მიზეზი, თუ რატომ არ დაბრუნდნენ მისი მეგობრები გ---–------ი და ქ-------ე სოფელ ფ----იდან თ---------- კ-------ის მანქანით მისივე კაფესთან, სადაც თავისი მანქანა ჰყავდათ გაჩერებული(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმესთან დაკავშირებული დასკვნებისათვის გამოყენებული მტკიცებულებები გ------- გ---–------ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ეპიზოდში:
მოწმე დ----- ს-----ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად ირკვევა, რომ 2018 წლის 17 იანვრის მდგომარეობით ის იმერეთის, რ----ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოში მუშაობდა დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. გ------- გ---–------ს იცნობდა წარსულშიც, ვინაიდან ის ადრე მუშაობდა ამბროლაურის პოლიციის სამმართველოში, სადაც ჩამოდიოდა ხოლმე გ------- გ---–------ი. იქ მას ჰქონდა ქვის კარიერები და სწორედ აქედან იცნობდა მას. 2018 წლის 17 იანვარს, ღამის საათებში მათთან მიღებულ იქნა ინფორმაცია, რომ გ------- გ---–------ი თანმხლებ პირთან ერთად მოემართებოდა ზ-----------ს მიმართულებით „BMW-ს“ მარკის ავტომანქანით ნომრით T--------. შეიქმნა ოპერატიული ჯგუფები და როგორც სამსახურებრივი ავტომანქანებით, ისე პირადი მანქანებით გაემართნენ ზ-----------ს მიმართულებით. იმ დროისთვის არ იცოდნენ მეორე პირი ვინ იყო. მათი თანამშრომლების მიერ გ------- გ---–------ის მანქანა შეჩერებული იქნა სოფელ წ---- გადასახვევთან, რა დროსაც მის მანქანაში ისხდნენ პოლიციელები უ–-- ო----ი და ბ------ გ-----–--ე. მათ თავიანთი მანქანა გააჩერეს და გ---–------ის მანქანის წინ და გადმოვიდნენ. საჭესთან იჯდა გ------- გ---–------ი. გაუღეს მას კარი და მოუწოდეს, რომ გადმოსულიყო. მათთან ამ დროს ასევე იმყოფებოდა გამომძიებელი დ----- ხ---–------ე. გადმოყვანისას გ------- გ---–------ს დ----- ხ---–------ემ განუმარტა, რომ მასზე იყო ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის საქმე დაწყებული და უნდა ჩატარებულიყო ჩხრეკა. დ----- ხ---–------ემ გააცნო დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობით ჩხრეკის ჩატარების შესახებ. გ------- გ---–------ი გაეცნო ამ ჩხრეკის ოქმს, მაგრამ ხელი არ მოაწერა. თქვა, რომ არ უნდოდა ხელის მოწერა. შემდეგ დ----- ხ---–------ემ უთხრა, რომ თუ ჰქონდა რამე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება წარმოედგინა გამოძიებისთვის, რაზეც გ------- გ---–------მა განაცხადა, რომ არაფერ კანონსაწინააღმდეგოს არ ფლობდა. ამის შემდეგ დ----- ხ---–------ემ უთხრა, რომ ჩაატარებდა ჩხრეკას, რაზეც გ---–------მა თანხმობა განაცხადა, დ----- ს-----ე თავად ჩხრეკდა გ---–------ს, მას მარჯვენა მხარეს ედგა უ–-- ო----ი, მარცხენა მხარეს ბ------ გ-----–--ე. დ----- ხ---–------ე იდგა მათ წინ და ავსებდა ოქმს. მან პირადად მარცხენა ჯიბიდან ამოუღო დაფასოებული მოშავო ფერის გამჭირვალე ცელოფანში მოთავსებული ფხვნილი გ------- გ---–------ს, რასაც დაანათეს შუქი, აინტერესებდათ რა იყო, თუმცა არ გაუხსნიათ. ცელოფანს მომწვარი ჰქონდა თავი. რამდენადაც მაშინ ტელეფონის შუქის განათებით გაარკვიეს, იყო მორუხო-მოშავო ფერის ფხვნილი. ნივთი ამოღებულ იქნა დ----- ხ---–------ის მიერ, ოქმზე ხელი მოაწერეს ყველამ, გარდა გ---–------ისა, რომელმაც უარი განაცხადა ხელმოწერაზე, ისე რომ მიზეზი არ დაუსახელებია. შემდეგ გააგრძელა მანქანის ჩხრეკა. მძღოლის მარცხენა მხარეს სავარძლიდან ამოღებულ იქნა ტელეფონი, ტელეფონს ეკრანი ჰქონდა დაზიანებული. სხვა რაიმე ნივთი ან ნივთიერება ჩხრეკის შედეგად არ ამოღებულა. მოწმის ჩვენებით მან მისი უშუალო ხელმძღვანელისგან რ----- ქ------–--სგან დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მიიღო მითითება. მეორე ჯგუფში, ვინც ჭ----------ე გაჩხრიკა, იყო დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი დ----- შ----ე, დეტექტივ-გამომძიებელი ამირან ადამია, უბნის ინსპექტორი მორჩაძე და დეტექტივ-გამომძიებელი მ----- შ-----–--. მათ გარდა ასევე იყო ოპერატიული მანქანები, ხელმძღვანელი მუშაკები, სულ დაახლოებით 5-6 მანქანა. ისინი ერთად მოძრაობდნენ, რომ გ---–------ის მანქანა დაეფიქსირებინათ. გ------- გ---–------ის მხრიდან მათ მიმართ წინააღმდეგობის გაწ---ს ან რაიმე შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. ჩხრეკის ჩატარებისას გ---–------ს არც რაიმე განცხადება გაუკეთებია. ჩხრეკის დასრულებისთანავე გ---–------ი გადაიყვანეს ზ-----------ს უახლოეს პოლიციაში, მისი ავტომანქანაც წამოყვანილი იქნა მათი ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, იმერეთის სამხარეოს მთავარ სამმართველოს ეზოში. მანამდე გ------- გ---–------ი გაატარეს ზ-----------ს პოლიციაში. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 4 იანვარს მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ გ------- გ---–------ი და სპარტაკ უკლება ეწეოდნენ ნარკოტიკული ნივთიერებების შეძენა-შენახვას და თავისი ავტომანქანით G------ გადაადგილდებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, საზღვარგარეთიდან შემოჰქონდათ სხვადასხვა ნარკოტიკული საშულებები. 4-დან 17 იანვრამდე მიმდინარეობდა ოპერატიული სამუშაოები. მან იცოდა, რომ გ------- გ---–------ი ნასამართლევი იყო, იცოდა ისიც, რომ ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო. მოწმის განმარტებით, მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმ დღეს საიდან და ვისთან ერთად მოდიოდა გ---–------ი და დროის სიმცირის გამო არც შეკითხვა დაუსვამს თავის ხელმძღვანელისთვის ამის შესახებ. დ----- ს-----ე არ ადასტურებს გ---–------ის ნათქვამს, რომ პირველად დ----- გ---–---–ი მივიდა გ---–------თან, მისი თქმით გ---–------თან პირველი თავად მივიდა და სწორედ მან ამოუღო ნივთი ჯიბიდან (სასამართლოს სხდომის ოქმი).
მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულ გ------- გ---–------ის ჩვენების თანახმად, ის ნარკოტიკების მომხმარებელი იყო დაახლოებით ერთი წელია. ამის გამო მან მოახერხა მეტადონის პროგრამაში ჩართვა. ღებულობდა მეტადონს, შეხვდა მეგობარ ვ--–---------–-----ი, რომელიც ასევე მეტადონს სვამს. შემთხვევის დღეს შუადღე იქნებოდა დაურეკა ს---–---მა, რომელსაც უთხრა, რომ მეტადონის პროგრამაში შევიდა და მკურნალობდა. ისინი შეხვდნენ ერთმანეთს. გ------- გ---–------მა დაპატიჟა ის სურამში მეგობართან. ისინი ერთად მივიდნენ თავის მეგობართან ლ-–- გ--–-–---–თან, სადაც დალიეს ღვინო, რის შედეგადაც ცუდად გახდა. გვიან, დაახლოებით 12 საათზე წამოვიდნენ. სარკეში შეამჩნია, რომ უკან მოჰყვებოდა პატრულის მანქანა. მის მითითებაზე მან გააჩერა მანქანა, საიდანაც გადმოვიდა პატრულის თანამშრომელი, რომელსაც იცნობდა იქიდან, რომ ამ პირმა ის დააჯარ--- რამდენჯერმე ტელეფონზე საუბრის გამო და ღვედზე. მიაწოდა მას მართვის მოწმობა და პასპორტი. გაჩხრიკეს მისი მანქანა. გამომძიებელმა მას უთხრა, რომ თუ რამე ჰქონდა კანონსაწინააღმდეგო წარმოედგინა, თუმცა მან უპასუხა, რომ არაფერი ჰქონდა ასეთი. ჩხრეკისას მარცხენა ჯიბიდან დ----- გ---–---–მა ამოუღო წამალი. ჩამოართვეს ტელეფონიც. შემდეგ პოლიციელებმა მისი ტელეფონიდან გაუგზავნეს შეტყობინება ბ------ მ---------ეს, რომ თითქოს მასთან მიჰქონდა 2 ბორბალი და დახვედროდა.(სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 17 იანვრის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, მოსამართლის განჩინების გარეშე, 2018 წლის 17 იანვარს, საქართველოს შს სამინისტროს იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის მიერ, გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ზ-----------ს რაიონის სოფელ წ---- გადასახვევთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე, 03:10 საათიდან 03:45 საათამდე მონაკვეთში, ჩატარდა გ------- გ---–------ის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილის ჩხრეკა. გ------- გ---–------ის პირადი ჩხრეკისას ტანთცმული NIKE ფირმის მუქი მოლურჯო ფერის სპორტული შარვლის მარცხენა გარეთა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის 02 ნაჭერში 02 ცალად დაფასოვებული მორუხო-მოყავისფრო ფხვიერი მასა; თანქონებულ მცირე ზომის ხელჩანთიდან ამოღებულ იქნა გ------- გ---–------ის სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა N---------- BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა N--------- და გ------- გ---–------ის სახელზე გაცემული სომხეთის რესპუბლიკის მძღოლის მოწმობა N---------. ხოლო BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანის წინა მარცხენა, მძღოლის სავარძლიდან ამოღებულ იქნა SONY-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------, მასში მოთავსებული ერთი სიმბარათი ნომრით 5----------- და BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის ავტომანქანა. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების დ----- ს-----ის და ბ------ გ-----–--ის, ინსპექტორ გამომძიებლის უ–-- ო----ის და დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად გ------- გ---–------ი და გადაეცა ოქმის ასლი, თუმცა ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მოტივით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის N11/ბ-59 განჩინებით. (ტომი 1. ს.ფ. 65-69, 73-74).
ექსპერტ თ-------------ს ჩვენებით და მის მიერ ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის №28/სქ დასკვნით(თანდართული ფოტოსურათებით) დადგენილია, რომ გ------- გ---–------ისაგან ამოღებული - შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში 2 (ორი) შეკვრად შეხვეული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 2,841 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს - 0,5354 გრამს, დანარჩენი არანარკოტიკული მინარევებია (ტომი 1. ს.ფ. 114-118, სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 17 იანვრის დაკავების ოქმის თანახმად, მას შემდეგ, რაც ჩატარდა გ------- გ---–------ის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილის ჩხრეკა და ამოღებული იქნა სავარაუდო ნარკოტიკული საშუალება, დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის მიერ, ზ-----------ს რაიონის სოფელ წ---ს გადასახვევთან თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალური საავტომობილო გზის გვერდულზე მოხდა გ------- გ---–------ის ბრალდებულის სახით დაკავება. ფაქტობრივი დაკავების ზუსტი დროა 03:10 საათი. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლების დ----- ს-----ის და ბ------ გ-----–--ის, ინსპექტორ-გამომძიებლის უ–-- ო----ის და დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის მიერ. ოქმს გაეცნო პირადად გ------- გ---–------ი და გადაეცა ოქმის ასლი, თუმცა ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მოტივით. (ტომი 1. ს.ფ. 75-79, სასამართლო სხდომის ოქმი).
დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმებში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელებმა დ----- ს-----ემ, ბ------ გ-----–--ემ, უ–-- ო----მა და დ----- ხ---–------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ნარკოლოგიური ექსპერტიზის №80125 დასკვნით, რაც დაადასტურა ექსპერტმა ნ-------------–---–მა სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებით, დადგენილია, რომ 2018 წლის 17 იანვარს, 06:18:00-06:32:00 საათამდე დროის პერიოდში, გ------- გ---–------ს ნარკოლოგიური შემოწმებისას კლინიკურად არ დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ ყოფნა, ხოლო ლაბორატორიული კვლევისათვის მასალა არ ჩააბარა. (ტომი 1. ს.ფ. 92, სასამართლო სხდომის ოქმი).
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული 2018 წლის 17 იანვრის ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 17 იანვარს, დეტექტივ-გამომძიებლის მ----- შ-----–--ს მიერ გ------- გ---–------ისაგან ამოღებული იქნა ტანთცმული NIKE ფირმის სპორტული ნაჭრის შარვალი თასმებიანი შესაკრავით, რაც დაილუქა პოლიეთილენის პარკში N33 ბეჭდით. ოქმი ხელმოწერილია დეტექტივ-გამომძიებლის მ----- შ-----–--ს მიერ. ოქმს გაეცნო პირადად გ------- გ---–------ი და გადაეცა ოქმის ასლი, თუმცა ოქმზე ხელმოწერაზე უარი განაცხადა გაურკვეველი მოტივით. აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება კანონიერად იქნა ცნობილი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 იანვრის N------- განჩინებით. (ტომი 1. ს.ფ. 101-102, 105-106, სასამართლო სხდომის ოქმი).
ამოღების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა მ----- შ-----–--მ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ექსპერტ დ----- უ------–---–ის ჩვენებით და მის მიერ ჩატარებული კომპიუტერული ექსპერტიზის №--------- დასკვნით(გასავლის თარიღი 26.02.), დადგენილია, რომ 2018 წლის პირველ თებერვალს დაინიშნა კომპიუტერული ექსპერტიზა, გამოძიების მიერ წარმოდგენილი იქნა დალუქული ტელეფონი, მოითხოვდნენ მასში არსებული ინფორმაციის ამოღებას. მან დაასკანერა და დისკზე ჩაწერა ტელეფონიდან გადმოტანილი ინფორმაცია. მათ შორის ზოგიერთი წაშლილი ინფორმცია აღადგინა. ტელეფონიდან და მასში მოთავსებული სიმ ბარათიდან ამოღებული ინფორმაცია გადატანილი იქნა საქაღალდეში სახელწოდებით ,,Phone” რომელიც დაარქივებული იქნა პროგრამა ,,WinRar” -ის გამოყენებით, ფაილის სახელწოდებით ,,Phone.rar” (ზომა 141,738,956 ბაიტი), რომელიც შემდგომ ჩაწერილი იქნა ,,Verbitam”-ის წარმოების დისკზე სერიული ნომრით M----------------” (ტომი 1. ს.ფ. 214-224, სასამართლო სხდომის ოქმი).
2018 წლის 08 მარტის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2018 წლის 08 მარტს, იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელმა დ----- ხ---–------ემ, ამავე განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ მ----- შ-----–--ს მონაწილეობით, დაათვალიერა სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული ზემოაღნიშნულ კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე თანდართული DVD-R დისკი, რომელიც დალუქულია სსიპ ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში შტრიხ კოდით 1-------- (პაკეტი N2), რომლის მთლიანობა დარღვეული არ არის. პაკეტზე ზედა ნაწილში, დალუქულ ადგილზე გაკეთებული აქვს ერთი პირის ხელმოწერა, ასევე პაკეტზე გაკეთებულია შემდეგი ხელნაწერი - საქ. შსს იმერეთის, რ----ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპ. დეტ. სამმ. გმს განყ. დეტექტივ-გამომძიებელი დ----- ხ---–------ე; ნივთმტკიცების სახეობა და ოდენობა - 1 (ერთი) ცალი დისკი ამოღებული ინფორმაცია; სს საქმე - N------------; ექსპერტიზის დასკვნა - N---------; ექსპერტი - დ----- უ------–---–ი; ექსპერტიზის დასრულების თარიღი - 23/02/18.
დალუქული პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა თაბახის ფურცელში შეფ----ული 01 (ერთი) ცალი DVD-R დისკი, რომელზეც გაკეთებულია უცხოენოვანი ხელნაწერი Phone.rar.
დისკი მოთავსდა სამსახურებრივ პერსონალურ კომპიუტერში, რომელშიც ჩაწერილი აღმოჩნდა ერთი ე.წ. დაზიპული ფაილი სახელწოდებით Phone, რაც არის 138,417 KB მოცულობის. დაზიპული ფაილის გახსნისას მასში აღმოჩნდა ოთხი საქაღალდე შესაბამისი სახელწოდებით - მეთოდი 1, მეთოდი 2, მეთოდი 3, მეთოდი 4, რომელთა დათვალიერებით გაირკვა შემდეგი:
1. პირველ საქაღალდეში სახელწოდებით მეთოდი 1-ში ჩაწერილია 01 (ერთი) საქაღალდე სახელწოდებით Audio, ასევე ექსელის ფორმატის სამი ფაილი სახელწოდებებით Calls, Contacts და SMS.
საქაღალდეში სახელწოდებით Audio ჩაწერილია მობილური ტელეფონის ხმოვანი ზარების აუდიო ფაილები და შესაბამისი პროგრამები.
ექსელის ფორმატის პირველ ფაილში სახელწოდებით Calls ჩაწერილია შემავალი და გამავალი ზარები, რომელშიც სულ ჩაწერილია 501 შემავალი, გამავალი და უპასუხო ზარი. პირველი ზარი იწყება 12/01/2018 წელს, 07:12:19 საათზე, რაც წარმოადგენს უპასუხო ზარს საკონტაქტო პირზე G---------------------------------, ხოლო ბოლო 06 (ხუთი) ზარი, რაც ასევე წარმოადგენს უპასუხო ზარებს, დაფიქსირებულია 16/01/2018 წელს, 22:25:03 საათიდან 23:21:26 საათამდე პერიოდში, საკონტაქტო პირზე B-------------------------. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილ იქნა 33 ფურცელზე და დაერთო ოქმს.
ექსელის ფორმატის მეორე ფაილში სახელწოდებით Contacts ჩაწერილია 358 საკონტაქტო პირის მობილური ტელეფონის ნომერი და მათი სახელები, ხოლო 358-დან 1 580-მდე ჩაწერილია სოციალურ ქსელების „ფეისბუქის“, „მესენჯერის“ და „ვაიბერის“ საკონტაქტო პირების სახელები.
ექსელის ფორმატის მესამე ფაილში სახელწოდებით SMS ჩაწერილია 14 ტექსტური შეტყობინება, მათ შორის 16/01/2018 წელს 21:37:41 საათზე მიღებულია შეტყობინება -Bradiagaa gaficebb dzmobass egg biwebii ukann ro dabrundebiann tuaa bratt prasvetii ertii sigaretii gamoatanee; 16/01/2018 საათზე 22:23:20 საათზე გაგზავნილია შეტყობინება - Movdivar ori pakrishka davitrie IYide race sachiroa, სააბონენტო ნომერზე Tel: 5-------- Name (Matched): B-----; 16/01/2018 წელს 22:24:18 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Kargi dzma gelodebi; 16/01/2018 წელს 22:27:53 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Sad dagvxvde?; 16/01/2018 წელს 22:28:03 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Waikitxe?; 16/01/2018 წელს 22:35:10 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Davitrie sad dagvxvde; 16/01/2018 წელს 22:46:49 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Gelodebi dzma; 16/01/2018 წელს 22:55:16 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Magaziastan var; 16/01/2018 წელს 23:17:20 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Yinavs ubedurad; 16/01/2018 წელს 23:19:11 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Avide shensken?. გამოძიებისათვის საინტერესო სხვა შეტყობინება დაფიქსირებული არ არის. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილ იქნა 04 ფურცელზე და დაერთო ოქმს.
2. მეორე საქაღალდეში სახელწოდებით მეთოდი 2-ში ჩაწერილია კიდევ 02 (ორი) საქაღალდე სახელწოდებით Audio და Chats (Messenger; Skype), ასევე ექსელის ფორმატის 02 (ორი) ფაილი სახელწოდებებით Calls და Contacts.
პირველ საქაღალდეში სახელწოდებით Audio ჩაწერილია მობილური ტელეფონის ხმოვანი ზარების აუდიო ფაილები და შესაბამისი პროგრამები.
მეორე საქაღალდეში სახელწოდებით Chats (Messenger; Skype) ჩაწერილია 01 (ერთი) საქარალდე სახელწოდებით Attachements და ექსელის ფორმატის 01 (ერთი) ფაილი სახელწოდებით Chats (Messenger; Skype). საქაღალდეში ჩაწერილი აღმოჩნდა ცარიელი საქაღალდეები და პროგრამები, ხოლო ექსელის ფორმატის ფაილში სახელწოდებით Chats (Messenger; Skype) ჩაწერილია სოციალური ქსელის Facebook Messenger-ის 193, ხოლო Skype-ს 9 შეტყობინება. მათ შორის: 27/11/2016 წელს 23:30:22 საათზე დაფიქსირებულია შეტყობინება - G--- shrn xar biko; 27/11/2016 წელს 23:33:38 საათზე - როგორ ხარ ძმაო მეარამიშავს თურქეთში ვარ; 27/11/2016 წელს 23:35:13 საათზე - Ra gida mad to ras aketeb sad xar turketshi romel kalakshi; 27/11/2016 წელს 23:35:37 საათზე - Bijo xom gag mshvifoba mad rom xar; 27/11/2016 წელს 23:36:30 საათზე - ხოფაში; 27/11/2016 წელს 23:38:12 საათზე - შენ რასშვები აკეთებ რამეს; 27/11/2016 წელს 23:39:39 საათზე - Mec var ra nel nela mad chemi dzmakaci kurdia tu naxav momikitxe ki velaparajebi xolme t------------- mad xopashi da j--- momikitxe t----; 27/11/2016 წელს 23:39:49 საათზე - Tu shegxvda safme mad ari. გამოძიებისათვის საინტერესო სხვა შეტყობინება დაფიქსირებული არ არის. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილ იქნა 30 ფურცელზე და დაერთო ოქმს.
3. მესამე საქაღალდეში სახელწოდებით მეთოდი 3-ში ჩაწერილია 01 (ერთი) საქაღალდე სახელწოდებით Chats (viber; Whatsapp). აღნიშნულ საქაღალდეში ჩაწერილია 2 (ორი) „პე-დე-ეფ“-ის ფაილი სახელწოდებებით viber და Whatsapp.
პირველ ფაილში სახელწოდებით Viber ჩაწერილია „SONY”-ის ფირმის მობილური ტელეფონის ეკრანზე გადაღებული ფოტოსურათები, რომელშიც გახსნილია ე.წ. „ვაიბერის“ პროგრამა, მაგრამ ჩანაწერებში მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელობის მქონე მონაცემები ასახული არ არის. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილ იქნა 26 ფურცელზე და დაერთო ოქმს.
მეორე ფაილში სახელწოდებით Whatsapp ჩაწერილია „SONY”-ის ფირმის მობილური ტელეფონის ეკრანზე გადაღებული ფოტოსურათები, რომელშიც გახსნილია ე.წ. „ვოთსაპის“ პროგრამა, მაგრამ ჩანაწერებში მოცემულ საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელობის მქონე მონაცემები ასახული არ არის. აღნიშნული მონაცემები ამობეჭდილ იქნა 39 ფურცელზე და დაერთო ოქმს.
4. მეოთხე საქაღალდეში სახელწოდებით მეთოდი 4-ში ჩაწერილია 01 (ერთი) ვორდის ფაილი სახელწოდებით Simcard information, რომელშიც ასახულია ინგლისურენოვანი ინფორმაცია სიმ-ბარათის ტექნიკური მახასიათებლების შესახებ, რაც ამობეჭდილ იქნა ორ ფურცლად და დაერთო ოქმს.
კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე დართულ DVD-R დისკზე გამოძიებისათვის საინტერესო სხვა მონაცემები ასახულია არ არის. დისკზე ჩაწერილი მასალა გადაწერილ იქნა პერსონალურ კომპიუტერში, შემდგომში დაცვის მხარისათვის გადასაცემად, რის შემდეგ დისკი პირვანდელ პაკეტთან ერთად მოთავსდა ქაღალდის კონვერტში და დაილუქა N33 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის 01 პაკეტად, რომელზეც დათვალიერებაში მონაწილე პირების მიერ გაკეთებულ იქნა ლუქზე გარდამავალი ხელმოწერები. (ტომი 1. ს.ფ. 225-360, სასამართლო სხდომის ოქმი).
დათვალიერების ოქმში აღწერილი გარემოებები, სრულად დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებლებმა მ----- შ-----–--მ და დ----- ხ---–------ემ. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ს---–--- ჭ----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენების თანახმად 2018 წლის 16 იანვარს საღამოს 6 საათზე შეხვდა გ------- გ---–------ს, რომელმაც შესთავაზა სურამში მეგობართან წაყოლა. წავიდნენ, მაგრამ ვერ ნახეს და უკან დაბრუნდნენ. შემდეგ მის ოჯახში იყვნენ და ცოტა დალიეს. ამის მერე სოფელ შ----–-ში ნათესავის ოჯახში გაჩერდნენ. წამოსვლისას, წ---ში პატრულმა შეაჩერა, ჩამოიყვანეს და სამსახურებრივი სიტყვებით მიმართეს. მოწმე განმარტავს, რომ მას გ---–------ის ჩხრეკისთვის არ უყურებია, თუმცა, გაიგონა გ-------ს სიტყვები - ,,რა გინდათ, რატო მღუპავთო“... აღნიშნულის შემდეგ სამსახურებრივი ავტომანქანებით გადაიყვანეს განყოფილებაში. ოპერაციის მიმდინარეობისას სხვა პოლიციელებს შორის დაინახა ზ-----------ს პოლიციის ყოფილი უფროსი გ---–---–ი. (სასამართლოს სხდომის ოქმი).
წარმოდგენილი მტკიცებულებების სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს. ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ანუ ურთიერთშეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური, ნეიტრალური და გონივრულად მოაზროვნე პირისათვის, რათა იგი დარწმუნდეს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენაში და არ გაუჩნდეს ისეთი კითხვები, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Barbera v. Spain (1988 no: 10590/83 77) განმარტა, რომ მტკიცების ტვირთი მხოლოდ ბრალდების მხარის ვალდებულებაა და ნებისმიერი სახის ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
სასამართლო მიუთითებს - იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
- ცემა, ჩადენილი ჯგუფურად:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია ძალადობა, რომელიც, ამავე მუხლის დისპოზიციის თანახმად, ობიექტური მხრივ გამოიხატება ცემასა ან სხვაგვარ ძალადობაში (ქმედება); მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილის მიყენებაში, ამავე კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის გარეშე (შედეგი) და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სუბიექტური მხრივ ძალადობა განზრახი დანაშაულია, ქმედების კვალიფიკაციისათვის მოტივსა და მიზანს მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ისინი მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სასჯელის განსაზღვრის დროს.
საქართველოს სსკ 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.
საქართველო სსკ 22-ე მუხლის თანახმად, ამსრულებელია ის, ვინც უშუალოდ ჩაიდინა დანაშაული ან სხვასთან (თანაამსრულებელთან) ერთად უშუალოდ მონაწილეობდა მის ჩადენაში.
გ------- გ---–------ის, ბ------ მ---------ის და ნ------- ქ-------ის ბრალდების საქმეზე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ გ------- გ---–------ის, ბ------ მ---------ის და ნ------- ქ-------ის ქმედებებში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები(ზემოაღნიშნული კვალიფიკაცია მოიცავს საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას, ჩადენილს დამამძიმებელ გარემოებაში - ჯგუფურად) შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებული თ---------- კ-------ე დამაჯერებლად მიუთითებს, რომ 2017 წლის პირველ ივლისს, მას შემდეგ რაც მან მისი ავტომანქანის შემოწმების მომიზეზებით მის მანქანაში მყოფ ნაცნობებს ჰკითხა სოფელ ფ----ის ს------–----თან მიყვანის მიზეზი, ნ------- ქ-------ემ და გ------- გ---–------მა სცემეს მას, მოგვიანებით მათ შეუერთდა შემთხვევის ადგილზე მისული ბ------ მ---------ეც, რომელმაც მისივე მოთხოვნით ბეისბოლის ჯოხი მიაწოდა ნ------- ქ-------ეს, რის შემდეგაც დაზარალებულის ცემა განაგრძეს ნ------- ქ-------ემ ბიტის, ხოლო გ------- გ---–------მა და ბ------ მ---------ემ ხელის დარტყმებით. დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს და ცემის ფაქტს ამყარებს შემდეგი ურთიერთშესაბამისი მტკიცებულებები:
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დადგინდა, რომ 2017 წლის 2 ივლისს, პირადი შემოწმებისას თ---------- კ-------ეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ხოლო პირადი გასინჯვის მონაცემების თანახმად 02.07.17 წ. 19:44-20:01 სთ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ზოლისებრი ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოლურჯო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 8,5X0,6სმ. მარცხენა მხრის გარეთა ზედაპირზე შუა და ზედა მესამედების დონეზე აღენიშნება განივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 2,0X0,8სმ. გულმკერდის უკანა ზედაპირზე მარცხნივ ზედა მესამედში აღენიშნება დასწვრივ-ირიბად მდებარე, ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 9,5X1,5სმ. მარცხენა თვალბუდის მიდამოში ქვედა ქუთუთოზე აღენიშნება უსწორო ფორმის, ასეთივე ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 0,8X0,6სმ.
გარდა ამისა, დაზარალებულმა ს------–---დან დაბრუნებისთანავე ცემის შესახებ უამბო და დაზიანებები აჩვენა მის ახლობლებს მ------ ნ--------ეს, ე---------- ჯ----ს, ი-----–- ნ--------ეს და ს------- შ----ეს, რაც დასახელებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად და სარწმუნოდ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებებით. ასევე, მოწმე მ------ ნ--------ემ დაზარალებულს გადაუღო დაზიანების ამსახველი ფოტოსურათები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი. მითითებული ფაქტები საფუძველია ლოგიკური დასკვნისა, რომ ცემის ინსცენირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მით უფრო, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის წარსულში არანაირი დაპირისპირება ან უკმაყოფილება არ არსებობდა. დანაშაულის ინსცენირებას გამორიცხავს ის უდავოდ დადგენილი ფაქტიც, რომ ყველა ის ქმედება, რაც წინ უძღოდა თ---------- კ-------ის ცემას: ბრალდებულების მის კაფეში სტუმრობა, ავტომანქანის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკების წარმოება და შემდეგ მისი გასინჯვის მიზნით ამავე ავტომობილის გატარება და ფ----ის ს------–----თან მისვლა, განხორციელებულია თვით ბრალდებულთა ინიციატივით, რასაც ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებში სამივე ბრალდებული. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება სრულიად გულწრფელია და არც რაიმე წინააღმდეგობა შეინიშნება მის ჩვენებაში საქმის გარემოებებთან მიმართებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გ------- გ---–------ს, ბ------ მ---------ეს და ნ------- ქ-------ეს მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
გამოძალვა, ჩადენილი ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით;
სასამართლო განმარტავს, რომ ობიექტური მხრივ გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცეს მას ნივთი, ან მასზე უფლება, ასევე ქონებით სარგებლობის უფლება. ამ მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად დაზარალებულის იძულება მუქარის სხვადასხვა სახით, მათ შორის ძალადობის ან ძალადობის მუქარის გამოყენების ფორმითაა შესაძლებელი. გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა კატეგორიას მიეკუთვნება. დანაშაულის გამოძალვით კვალიფიკაციისთვის მუქარის გამოხატვის ფორმას მნიშვნელობა არა აქვს. იგი შეიძლება გამოხატული იყოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, ტელეფონით და ა.შ. ყველა შემთხვევაში აუცილებელია, რომ დაზარალებულის მიერ მუქარის შინაარსი ერთმნიშვნელოვნად იყოს აღქმული. ამასთან, ძალადობის გამოყენების მუქარა ხორციელდება არა უმალვე, არამედ გარკვეული დროის გავლის შემდეგ, თუკი არ იქნება შესრულებული მოთხოვნა. ვინაიდან, გამოძალვა ფორმალურ დანაშაულთა შემადგენლობას მიეკუთვნება, იგი დამთავრებულ დანაშაულად გვევლინება დაზარალებულისადმი მოთხოვნის წაყენების მომენტიდან. გამოძალვის დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავე რეალურად აპირებდა მუქარის განხორციელებას, თუ არა.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, შემდეგ გარემოებათა გამო:
დაზარალებული თ---------- კ-------ე სარწმუნოდ მიუთითებს, რომ 2017 წლის 01 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე, ქ. ზ----------ში, ს----------–----------------ში მდებარე თავის კუთვნილ სწრაფი კვების ობიექტში მას მიაკითხეს ნაცნობებმა - გ------- გ---–------მა, ნ------- ქ-------ემ, ბ------ მ---------ემ და გ---- ს---–-----–--ემ და იმ მოტივით, რომ თითქოს ნ------- ქ-------ეს სურდა სწრაფი კვების ობიექტის წინ გასაყიდად დაყენებული, მისი კუთვნილი "ტოიოტა პრიუსის" მარკის ავტომანქანის მეუღლისთვის შეძენა და მისი წინასწარი შემოწმება, ავტომანქანის საჭესთან მოთავსდა ნ------- ქ-------ე, მის გვერდით - თ---------- კ-------ე, ხოლო უკანა სალონში - გ------- გ---–------ი; მათ მოძრაობა დაიწყეს ზ-----------ს რაიონის სოფელ ფ----ის მიმართულებით, სადაც ნ------- ქ-------ემ ავტომანქანა შეაჩერა ს------–---- ტერიტორიაზე; გადმოიყვანეს რა ავტომანქანიდან, თითქოსდა გასაუბრების მიზნით, გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ ხელებით ცემა დაუწყეს მას, ამასთან, მუქარით მოითხოვეს მისგან 15 000 აშშ დოლარისა და 50 აბი „სუბოქსინის" დათქმულ დროს გადაცემას, რაც, მათი განმარტებით, ეკუთვნოდა იმჟამად პატიმრობაში მყოფ საერთო ნაცნობს - ლ-–- შ----ეს, ხოლო თ---------- კ-------ემ კი იცოდა მათი ადგილსამყოფელი; მიუხევადად უარყოფითი პასუხისა, გ------- გ---–------მა და ნ------- ქ-------ემ დასახელებული ნივთების მომავალში გადაცემის მოთხოვნით განაგრძეს მისი ცემა, ხოლო მცირე ხანში მათ შეუერთდა გ------- გ---–------ის მფლობელობაში არსებული ავტომანქანით შემთხვევის ადგილზე მისული ბ------ მ---------ეც, რომელმაც ნ------- ქ-------ეს მისივე თხოვნით გადასცა ხელკეტი, რა დროსაც ემუქრებოდნენ მას მოკვლით მათი მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში. აღნიშნულის შემდგომ გ------- გ---–------მა და ბ------ მ---------ემ თ---------- კ-------ის ცემა განაგრძეს ხელებით, ხოლო ნ------- ქ-------ემ - ხელკეტით. გარდა ამისა, გ------- გ---–------ი მოკვლის მუქარას გამოხატავდა დანის დემონსტრირებითაც. მუქარის, ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ მყოფი თ---------- კ-------ე იძულებული გახდა დაპირებოდა ბოროტმოქმედებს, რომ დიდი ოდენობით ფულად თანხას - 15 000 აშშ დოლარს (ე.ი. დაახლოებით 36 000 ლარს) და 50 აბ ნარკოტიკულ საშუალება „სუბოქსინს" თავად გადასცემდა მათ 2017 წლის 10 ივლისისათვის, რის შემდეგაც გ------- გ---–------მა და მისმა თანმხლებმა პირებმა თ---------- კ-------ე მისივე ავტომანქანით დატოვეს ქალაქ ზ-----------ს ტერიტორიაზე. დაზარალებულის ჩვენების სანდოობაზე მიუთითებს და დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ფაქტს ამყარებს შემდეგი ურთიერთთანმხვედრი მტკიცებულებები:
დაზარალებულმა გამოძიების დაწყებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს დეტალურად გაიხსენა, აღწერა და გამომძიებლებს მიუთითა შემთხვევის ადგილმდებარეობა და მანქანების გაჩერების ადგილი სოფელ ფ----ის ს------–------, რაც სრულად ემთხვევა როგორც მის ჩვენებას, ისე საქმის სხვა გარემოებებს.
დაზარალებულმა ს------–---დან დაბრუნებისთანავე ბრალდებულთა მიერ 15 000 აშშ დოლარის მოთხოვნის შესახებ უამბო და ცემის შედეგად მიღებული დაზიანებები აჩვენა მის ახლობლებს მ------ ნ--------ეს, ე---------- ჯ----ს, ი-----–- ნ--------ეს და ს------- შ----ეს, რაც დასახელებულმა მოწმეებმა თანმიმდევრულად და სარწმუნოდ დაადასტურეს სასამართლო სხდომაზე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენებებით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ დაზარალებულ თ---------- კ-------ეს სასაფალაოზე მისვლისთანავე ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და ის მოკლებული იყო შესაძლებლობას მისი საეჭვო, კრიმინალურ სამყაროსთან კავშირის მქონე პირებთან ხანგრძლივად ყოფნის გამო შეშფოთებული ახლობლებისათვის ეცნობებინა დაგვიანების რეალური მიზეზი. დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის მიზნით ძალადობის გამოყენების რეალური მუქარის არსებობაზე მიუთითებს ე---------- ჯ----ს ჩვენებაც: „მოვიდა თ----------ი, გათეთრებული შიშისგან, ნაცემი. ის გადაუჯდა მას და მის მეუღლეს მანქანაში და წავიდნენ სახლში. სახლში როდესაც მივიდნენ, შვილმა უთხრა, რომ გაეყიდა სახლი, გარაჟი, ყველაფერი რაც ჰქონდა, რადგან 15 000 დოლარი უნდა მიეტანა“.
ასევე, მნიშვნელოვანია მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ის გარემოებაც, რომ დაზარალებული თ---------- კ-------ე შემთხვევის შემდეგ შიშის გამო სახლიდან თითქმის აღარ გადიოდა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს დაზარალებულის ჩვენების სანდოობაში ეჭვის შეტანის ობიექტური საფუძველი. მითითებული ფაქტები საფუძველია ლოგიკური დასკვნისა, რომ არც ცემის და არც გამოძალვის ინსცენირების ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მით უფრო, რომ დაზარალებულსა და ბრალდებულებს შორის წარსულში არსებული ურთიერთობა ასეთი ეჭვის გაჩენის საფუძველს არ იძლევა. დანაშაულის ინსცენირებას გამორიცხავს ის უდავოდ დადგენილი ფაქტიც, რომ ყველა ის ქმედება, რაც წინ უძღოდა თ---------- კ-------ის ცემას და მისგან თანხის გამოძალვას: შემთხვევამდე რამდენიმე საათით ადრე შ--------ში მიმავალი და შემდეგ შორაპნიდან ზ-----------სკენ მსვლელობისას დაზარალებულის მანქანაზე ბრალდებულების ადევნება გ------- გ---–------ის მანქანით, რომლისგანც თავის დაღწ--- თ. კ-------ემ ვერ შეძლო ვერც სიჩქარის მომატებით ან შემცირებით; აქედან რამდენიმე წუთში ბრალდებულების მიერ დაზარალებულის კაფეში სტუმრობა; ავტომანქანის გაყიდვის შესახებ მოლაპარაკების დაწყება და შემდეგ მისი გასინჯვის მომიზეზებით ამავე ავტომობილის გატარება და სოფელ ფ----ის ს------–----თან მისვლა; განხორციელებულია ბრალდებულთა ინიციატივით, რასაც ადასტურებენ თავიანთ ჩვენებებში სამივე ბრალდებული. ამასთან, საქმეზე უდავოდ დადგენილი აღნიშნული გარემოებები ნებისმიერი ობიექტური და საღად მოაზროვნე დამკვირვებლის პოზიციიდან გამორიცხავენ დაცვის მხარის ვერსიის რეალურობას იმის შესახებ, რომ ყველა ეს ფაქტი იყო შემთხვევითი გარემოებების უბრალო თანხვედრა, რომ აღარაფერი ვთქვათ დაზარალებულის მიერ დადგმული დანაშაულის ინსცენირების აბსოლუტურად უსაფუძვლო ვერსიაზე. ამდენად, დაზარალებულის ჩვენება დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის ნაწილშიც სრულიად გულწრფელია და არც რაიმე წინააღმდეგობა შეინიშნება მის ჩვენებაში საქმის გარემოებებთან მიმართებაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ გ------- გ---–------ი და ნ------- ქ-------ე შემთხვევით დაემგზავრნენ თ---------- კ-------ის ავტომანქანას ზ-----------დან შ--------ამდე, სადაც გ. გ---–------მა თავის სახლში ძაღლის საკვები მიიტანა; მათი სახლში შეყოვნების დრო რატომღაც ზუსტად დაემთხვა ს------- შ----ის სახლში ყოფნის დროს და ისინი ერთდროულად გამოემგზავრნენ ზ----------ამდე; შემთხვევით ხდებოდა ისიც, რომ მთელი ამ გზის მანძილზე ბრალდებულების მფლობელობაში არსებული მანქანა მოძრაობდა ზუსტად იმ სიჩქარით, როგორც დაზარალებულის მანქანა, მიუხედავად ამ უკანასკნელის მიერ სიჩქარის შეგნებულად ხან მომატებისა და ხან შენელებისა, ქალაქ ზ----------ში შესვლისას, შემთხვევით შეხვდნენ ბ------ მ---------ეს; მათი ჩვენებებით, შემთხვევითობა იყო ისიც, რომ სწორედ იმ მანქანის სახელოსნოში მივიდნენ, რომელიც დაზარალებულის კაფეს გვერდით მდებარეობდა; რომ ხელოსანმა შ----- ხ--------ემ სწორედ იმ კაფეში შეიპატიჟა ყავის დასალევად, სადაც თ---------- კ-------ე ახალი მისული იყო; რომ კაფეს წინ მდგომი თ---------- კ-------ის ავტომანქანის შეძენის მიზნით ნ------- ქ-------ემ მოისურვა ამ მანქანის გატარება და ნაცნობი ხელოსნებისათვის ჩვენების მიზნით სოფელ ფ----ში წაყვანა, მაშინ როდესაც მანქანის შემოწმება თავისუფლად შეიძლებოდა ქალაქ ზ----------ში, თუნდაც იქვე მყოფ მათივე ნაცნობ შ----- ხ--------ის დახმარებით. თუმცა, ამ დაუჯერებელი ვერსიის გაზიარების შემთხვევაშიც კი ბრალდებულები ვერ ხსნიან მათთან ერთად მყოფი დაზარალებული რატომ არ პასუხობდა თავისუფლად ერთ საათზე მეტი ხნის განმავლობაში მისი გაუჩინარებით შეშფოთებული ახლობლების სატელეფონო ზარებს ან რატომ დასჭირდათ თ---------- კ-------ის კაფეში მყოფი ბ------ მ---------ის გამოხმობა გ------- გ---–------ის მანქანით, მაშინ როცა, დაზარალებულიც იმავე კაფეში ბრუნდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულებმა თავიანთი უდანაშაულობის დასადასტურებლად ჩვენება სასამართლოს მისცეს მხოლოდ სასამართლო განხილვის ბოლო სტადიაზე, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის დასრულების შემდეგ, რის გამოც ბრალდების მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენით კიდევ უფრო მეტად გაებათილებინა აღნიშნული ჩვენებები.
ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულთა ჩვენებებს, ისევე როგორც მათ გასამყარებლად დაკითხულ დაცვის მხარის მოწმეების: შ----- ხ--------ის და გ---- ს---–-----–--ის ჩვენებებს, ვინაიდან ეს ჩვენებები აცდენილია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ემსახურება ბრალდებულთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზანს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
იმის გამო, რომ ბრალდებულთა განზრახვა მიმართული იყო 10 000 ლარზე მეტი ოდენობის სხვისი თანხის დაუფლებისაკენ, ქმედება სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტთან ერთად უნდა დაკავალიფიცირდეს ასევე „გ“ ქვეპუნქტითაც.
ამრიგად, სასამართლოს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულებმა გ------- გ---–------მა, ბ------ მ---------ემ და ნ------- ქ-------ემ მათ მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინეს გამოძალვა, ესე იგი სხვისი ნივთის მოთხოვნა, რასაც ერთვის დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად და დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.
- გ------- გ---–------ის მიერ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა:
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია საზოგადოების ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ წესს არეგულირებს ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოტიკული დახმარების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, ნარკოტიკული საშუალება წარმოადგენს ბრუნვისათვის მკაცრად შეზღუდულ ნივთს (საგანს). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანს წარმოადგენს ნარკოტიკული საშუალება.
გ------- გ---–------ის პირადი ჩხრეკის ოქმით დადგენილია, რომ 2018 წლის 17 იანვარს, დეტექტივ-გამომძიებლის დ----- ხ---–------ის მიერ, გადაუდებელი აუცილებლობის გამო გამოტანილი გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ზ-----------ს რაიონის სოფელ წ---- გადასახვევთან 03:10 საათიდან 03:45 საათამდე მონაკვეთში, ჩატარდა გ------- გ---–------ის პირადი და მისი მართვის ქვეშ მყოფი BMW-ს მარკის T-------- სახელმწიფო ნომრის მქონე ავტომობილის ჩხრეკა. პირადი ჩხრეკისას ტანთცმული NIKE ფირმის მუქი მოლურჯო ფერის სპორტული შარვლის მარცხენა გარეთა ელვაშესაკრავიანი ჯიბიდან ამოღებული იქნა მოშავო ფერის პოლიეთილენის 02 ნაჭერში 02 ცალად დაფასოვებული მორუხო-მოყავისფრო ფხვიერი მასა, ხოლო მძღოლის სავარძლიდან ამოღებულ იქნა SONY-ის ფირმის მობილური ტელეფონი იმეი კოდებით 3-------------- და 3--------------.
საქმეში წარმოდგენილი ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული შავი ფერის პოლიეთილენის პარკის ნაჭრებში 2 (ორი) შეკვრად შეხვეული ყავისფერი ნივთიერება ფხვნილისა და გრანულების სახით, საერთო წონით - 2,841 გრამი, წარმოადგენს კუსტარულად მიღებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის შემცველ ნივთიერებას, რომელშიც ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის რაოდენობა შეადგენს 0,5354 გრამს, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისათვის დიდი ოდენობისათვის დაწესებულ ზღვარს (0,2 გრამი) აღემატება.
დ----- ს-----ემ, ბ------ გ-----–--ემ, უ–-- ო----მა და დ----- ხ---–------ემ მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურეს საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობა და შედეგები, რა დროსაც გ------- გ---–------ს რაიმე შენიშვნა არ გამოუთქვამს, თუმცა ოქმზე ხელი არ მოაწერა, ისე რომ მიზეზი არ გაუცხადებია. მან ასევე უარი განაცხადა ნარკოლოგიური ექსპერტიზის ჩაბარების მიზნით ლაბორატორიული კვლევისათვის მასალის ჩაბარებაზე. ამასთან, ჩვენების მიცემისას დაადასტურა, რომ არის ნარკოტიკული ნივთიერების მომხმარებელი, მაგრამ უარყო მისგან ამოღებული ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტი და განაცხადა, რომ ჩხრეკის პროცესში პოლიციელმა დ----- გ---–---–მა ჩაუდო ნარკოტიკული ნივთიერება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას მისი უდანაშაულობისა და იმის შესახებ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს ჩხრეკის პროცესში მონაწილე პოლიციელებმა, რადგან ეს ვერსია სრულად ეწინააღმდეგება სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. კერძოდ,გამომძიებელ დ----- ხ---–------ის მიერ შედგენილი 2018 წლის 08 მარტის დათვალიერების ოქმის შესაბამისად სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან მიღებული კომპიუტერული ექსპერტიზის N--------- დასკვნაზე თანდართული DVD-R დისკზე(რომელშიც ექსპერტმა დ----- უ------–---–მა გ------- გ---–------ის ტელეფონიდან აღადგინა და გადმოწერა ინფორმაცია) ექსელის ფორმატის მესამე ფაილში სახელწოდებით SMS ჩაწერილია 14 ტექსტური შეტყობინება, მათ შორის 16/01/2018 22:23:20 საათზე გაგზავნილია შეტყობინება - Movdivar ori pakrishka davitrie IYide race sachiroa, სააბონენტო ნომერზე Tel: 5-------- Name (Matched): B-----; 16/01/2018 წელს 22:24:18 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Kargi dzma gelodebi; 16/01/2018 წელს 22:27:53 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Sad dagvxvde?; 16/01/2018 წელს 22:28:03 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Waikitxe?; 16/01/2018 წელს 22:35:10 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Davitrie sad dagvxvde; 16/01/2018 წელს 22:46:49 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Gelodebi dzma; 16/01/2018 წელს 22:55:16 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Magaziastan var; 16/01/2018 წელს 23:17:20 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Yinavs ubedurad; 16/01/2018 წელს 23:19:11 საათზე იმავე ნომრიდან მიღებულია შეტყობინება - Avide shensken?(ტ.1 ს.ფ.226).
ამდენად, დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე გ------- გ---–------სა და ბ------ მ---------ეს შორის ნაწარმოები SMS შეტყობინებების შინაარსი განსაკუთრებით გ. გ---–------ის ტელეფონიდან გაგზავნილი - „მოვდივარ ორი პაკრიშკა დ-----რიე, იყიდე რაც საჭიროა“ კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ბრალდებული გ------- გ---–------ი მის მეგობარს მცირედ შენიღბული ტექსტებით ატყობინებს ნარკოტიკული ნივთიერების შეძენის და შესაბამისი სამზადისის დაჭერის თაობაზე. სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას, რომ აღნიშნული SMS შეტყობინებები მისი ტელეფონიდან გააგზავნეს პოლიციის მუშაკებმა, მას შემდეგ რაც ის უკვე დაკავებული იყო, ვინაიდან მისი ფაქტობრივი დაკავება განხორციელდა 2018 წლის 17 იანვარს 03:10 საათზე(ტ.1. ს.ფ. 76), ხოლო აღნიშნული SMS მიმოწერა - 2018 წლის 16 იანვარს 22:23 საათიდან 23:19 საათამდე ანუ დაკავებამდე 3-4 საათით ადრე.
ბრალდებულის უდანაშაულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად ვერ იქნება განხილული ვერც დაცვის მხარის მოწმე ს---–--- ჭ----------ის ჩვენებაც, რომელსაც მისივე ჩვენების თანახმად არ უნახავს ბრალდებულის პირადი ჩხრეკის პროცესი, თუმცა გაიგონა მისი სიტყვები „რა გინდათ, რატო მღუპავთო“, ვინაიდან აღნიშნული სიტყვებით პოლიციას შეიძლება მიმართოს დანაშაულში მხილების რეალური საფრთხის წინაშე მყოფმა ნებისმიერმა პირმა, რომელსაც მისი აზრით, ისეთი არაფერი დაუშავებია, რომ დაპატიმრებას იმსახურებდეს. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება ნარკოდამოკიდებული პირები. მოცემული აზრის ჩამოყალიბებისას სასამართლომ გაითვალისწინა ის ფაქტიც, რომ გ------- გ---–------ს ჩხრეკის ოქმზე რაიმე შენიშვნა პოლიციელთა უკანონო ქმედებების შესახებ არ გაუკეთებია და არც ზეპირსიტყვიერად განუცხადებია.
სასამართლო განმარტავს, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა გულისხმობს პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების შეძენას და შენახვას ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით და სათანადო ნებართვის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში გ------- გ---–------ის შარვლის წინა მარცხენა ჯიბეში აღმოჩნდა ნარკოტიკული ნივთიერება, რომლის კანონიერად შეძენის და შენახვის ნებართვა არ ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილია ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა, რომ გ------- გ---–------მა ჩაიდინა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა.
ამრიგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გ------- გ---–------მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
გ------- გ---–------ის, ბ------ მ---------ის და ნ------- ქ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი რაიმე გარემოება არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო მხედველობაში იღებს ქმედების საზოგადოებრივად საშიში ხასიათს, ბრალდებულების პიროვნებებს. ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით სასჯელის პრევენციული მიზნების უზრუნველყოფა, სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და მსჯავრდებულის რესოციალიზაცია სასამართლოს შესაძლებლად მიაჩნია მსჯავრდებულების მიმართ თავისუფლების აღკვეთის დანიშვნით შესაბამისი მუხლების სანქციით გათვალისწინებული ფარგლებში სამართლიანი ზომით და მისი რეალური მოხდით, რაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ მსჯავრდებულებმა ხელი აიღონ მომავალში ანტისაზოგადოებრივი ცხოვრების წესზე და გახდნენ საზოგადოების ჯანსაღი წევრები. ამასთან, დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს დამაფიქრებელი მსჯავრდებულებისათვის, რათა მათ უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების საშიშროება და გამოიტანონ სწორი დასკვნები მომხდარი ფაქტიდან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ------- გ---–------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
1.1. სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
1.2. სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
1.3. სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელებიდან ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი, ხოლო უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და გ------- გ---–------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
3. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გ------- გ---–------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებისა და პატიმრობის დრო - 2018 წლის 17 იანვრიდან 19 იანვრის ჩათვლით და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განმეორებით დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
4. გ------- გ---–------ის სასარგებლოდ გირაოს შემტანს (ბ------ მ---------ეს) განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს 2018 წლის 19 იანვარს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 7000 (შვიდი ათასი) ლარი.
5. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლისა და მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე გ------- გ---–------ს 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება; მასვე, 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; აღნიშნული შეზღუდვების მოქმედების ვადის ათვლა დაეწყოს თავისუფლების აღკვეთის მოხდის ადგილიდან გათავისუფლებისთანავე.
6. ბ------ მ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
6.1. სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
6.2. სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ბ------ მ---------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
8. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ბ------ მ---------ეს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დრო და მისი მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 23 მარტიდან.
9. ნ------- ქ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
9.1. სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის და 06 (ექვსი) თვის ვადით;
9.2. სსკ-ის 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით - თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
10. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და ნ------- ქ-------ეს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.
11. ნ------- ქ-------ე დაპატიმრდეს სასამართლო სხდომის დარბაზში და იგი მოთავსდეს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში.
12. მსჯავრდებულ ნ------- ქ-------ის თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაპატიმრების მომენტიდან - 2018 წლის 11 დეკემბრიდან.
13. ნ------- ქ-------ის მიმართ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით შერჩეული აღკვეთის ღონისძიება _ გირაო და სსსკ-ის 199-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოყენებული ვალდებულებები გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით ნ------- ქ-------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ოდენობით გირაოს უზრუნველსაყოფად გ------ ქ-------ის (პ/ნ 1----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ზ----------- 9---ის ქ------------------------------------------ – 15000 (თხუთმეტი ათასი) ლარის ღირებულების წილზე დადებული ყადაღა მოიხსნას.
14. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებად ცნობილი:
14.1. გ------- გ---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება, რაც ინახება იმერეთის, რ--- - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, გადაეგზავნოს საქართველოს შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს განადგურების მიზნით.
14.2. გ------- გ---–------ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ,,სონის“ ფირმის მობილური ტელეფონი, პირადობის და მართვის მოწმობა, შარვალი, რაც ინახება იმერეთის, რ--- - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს მსჯავრდებულ გ------- გ---–------ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
14.3. ს---–--- ჭ---------–---–ის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რაც ინახება იმერეთის, რ--- - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაუბრუნდეს ს---–--- ჭ---------–---–ს, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.
14.4. კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნაზე დართული DVD-r დისკი, რაც ინახება იმერეთის, რ--- - ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში - დაერთოს საქმეს, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
14.5. ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული სატელეფონო კომუნიკაციის აუდიო ჩანაწერები 08 ცალ CD – R დისკზე, დალუქული 04 პაკეტად; სატელეფონო კომპანიებიდან გამოთხოვილი ინფორმაციები 02 ცალ CD – R დისკზე, დალუქული 02 პაკეტად; თ---------- კ-------ის გამოკითხვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერი 01 ცალ კასეტაზე, დალუქული 01 პაკეტად და გადაწერილი DVD-r დისკზე, რაც ინახება საქმეში, დარჩეს მასში, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი და შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
15. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
16. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე