გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140--0016001384709
საქმე #2/686-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 დეკემბერს, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ი“
წარმომადგენელი - მ------ ბ---------–ი
მოპასუხე - ლ---- მ------–---–ი, თ----- ფ------–--ე
დავის საგანი - მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლ---- მ------–---–ი და ტ------– ფ------–--ე ცნობილ იქნენ ტ------– ფ------–--ის (დაბადებული 1----–-–---------–--ს - გარდაცვლილი 2----–-–-----------------ს) მემკვიდრედ და მესაკუთრედ სამკვიდრო ქონებაზე, უძრავ ნივთზე მდებარე ქ. გორი, მ–--------- ქ. N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0--;
1.2. ლ---- მ------–---–ი და ტ------– ფ------–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხონ მესაკუთრედ უძრავ ნივთზე მდებარე ქ. გორი, მ–--------- ქ. N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0--;
1.3. მოპასუხეებს ლ---- მ------–---–სა და ტ------– ფ------–--ეს მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების 10109.83 აშშ დოლარის გადახდა და აღნიშნული თანხის გადახდევინება განხორცილედეს იპოთეკით დატვირთული ქონების მდებარე ქ. გორი, მ–--------- ქ. N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0-- რეალიზაციის გზით.
მოსარჩელის პოზიცია:
შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------სა“ და ტ------– ფ------–--ეს შორის 2015 წლის 14 მაისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N1----, ასევე მის საფუძველზე გაფორმდა ამავე ხელშეკრულების დანართები: 14.05.2014 წლის იპოთეკის ხელშეკრულება N1---- და 20.05.2014 წლის საკრედიტო ხელშეკრულება N1----. აღნიშნულ გარიგებათა საფძველზე შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ისგან“ ტ------– ფ------–--ემ სესხის სახით მიიღო 8500 აშშ დოლარი შემდეგი პირობებით: სესხის ვადა 35 თვე, სარგებელი სესხზე - წლიური 18%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ------– ფ------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. გორი, მ–--------- ქ. N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0--. 2----–-–-----------------ს ტ------– ფ------–--ე გარდაიცვალა და შესაბამისად, მის სამკვიდრო დანაშთ ქონებაზე გაიხსნა სამკვიდრო. ტ------– ფ------–--ის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი მშობლები - ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე, რომლებიც ფაქტობრივად დაეუფლენენ სამკვიდრო ქონებას, რითაც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღეს სამკვიდრო ქონება. მოპასუხეებისთვის ცნობილია მათი გარდაცვლილი შვილის მიერ მოსარჩელსთან ნაკისრი ვალდებულების შესახებ, თუმცა აღნიშნული ვალდებულება დარღვეულია და ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით არ სრულდება. მოპასუხეები თანხის გადაუხდელობასთან ერთად ასევე აყოვნებენ ტ------– ფ------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების თავიანთ სახელზე საჯარო რეესტრში აღრიცხვას, რითაც მოსარჩელეს ხელი ეშლება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უზრუნველყოფილი ქონებით. შემოაღნიშნული მოწმობს, რომ დარღვეულია მოსარჩელის უფლებები და კანონიერი ინტერესები, რის გამოც სურს უფლების სასამართლო წესით დაცვა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით მართალია სარჩელი არ ცნეს, თუმცა სასამართლო სხდომაზე დადასტურდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივად დაუფლების ფაქტი და სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ლ---- მ------–---–მა ცნო სესხის ძირითადი თანხის ნაწილში.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------სა“ და ტ------– ფ------–--ეს შორის 2015 წლის 14 მაისს დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N1----, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 8500 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლით და ხელშეკრუკლებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად;
3.1.2. 2015 წლის 14 მაისს მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №1----;
3.1.3. 2015 წლის 20 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა 2015 წლის 14 მაისს N1---- გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 14 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
- 2015 წლის 14 მაისის იპოთეკის ხელშეკრულება;
- 2015 წლის 20 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების დანართი;
3.1.4. ტ------– ფ------–--ე გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს. ტ------– ფ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი მშობლები - ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე. სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. მემკვიდრეებს მიღებული აქვთ სამკვიდრო უძრავი ქონება მდებარე მისამართზე ქ. გორი, მ–--------- ქ. N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0-- ფაქტობრივი ფლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ტ------– ფ------–--ის გარდაცვალების მოწმობა;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს N5-------- მომართვა თანდართული დაბადების აქტის ჩანაწერით;
- სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული N1------ ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სამემკვიდრეო რეესტრიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. ტ------– ფ------–--ის მემკვიდრეებს 2015 წლის 23 ოქტომბერს შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ისგან“ გაეგზავნათ შეტყობინება დავალიანების არსებობისა და მისი დაფარვის შესახებ, რაზედაც განესაზღვრათ ვადა;
3.1.6. სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეადგენს 10109.83 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა შეადგენს 8492.08 აშშ დოლარს, სარგებელი - 259.02 აშშ დოლარს და პირგასამტეხლო - 1358.73 აშშ დოლარს, რომელიც დღემდე გადახდილი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 23 ოქტომბერის N2---- წერილი ტ------– ფ------–--ის მემკვიდრეებს;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილი მასალებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ ხელშეკრულების პირობების დარღვევა გამოიწვია მსესხებლის გარდაცვალებამ, კერძოდ მოვალე - ტ------– ფ------–--ე გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის პირობა დაირღვა იმავე წლის 20 სექტემბერს. სარჩელით მხარე მოითხოვს 2 თვის სარგებლის (სექტემბრისა და ოქტომბრის თვეები) და თანხის გადაუხდელობით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დაკისრებას, იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეთა მიერ კანონით გათვალისწინებულ ვადის დაცვით მიღებული არ ყოფილა ტ------– ფ------–--ის სამკვიდროს ქონება სამკვიდროს მიღების შესახებ შესაბამის ორგანოში განცხადების წარდგენის, ან სამკვიდრო მოწმობის გაცემის გზით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიჩნევს, რომ შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ის" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 286-ე, 301-ე, 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 623-ე, 867-ე, 905-ე, 1306-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე, მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვდროს მიღების ორ წესს, კერძოდ: სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში და სამკვიდრო ქონების ფლობა ან მართვა. სამკვიდროს მიღება წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია ზოგადად გარიგების ნიშან-თვისებები იმ თავისებურებების გათვალისწინებით, რაც სამკვიდროს მიღების შესახებ გარიგებისთვისაა დამახასიათებელი. მამკვიდრებლის გარდაცვალებისას სამკვიდროს მიღება მემკვიდრისათვის იმპერატიულ მოთხოვნას არ წარმოადგენს (გამონაკლისია, სახელმწიფო) და იგი მემკვიდრის ნებაზე დამოკიდებული აქტია. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი თანაბარ მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მიზნით სანოტარო ბიუროში განცხადების შეტანას, სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით დაუფლებასა და მის მიღებაზე უარის თქმას სხვა პირთა სასარგებლოდ. ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში, სამკვიდრო მიღებულად ითვლება. სამკვიდროს გახსნის შედეგად მემკვიდრეობის მიღებისათვის მხოლოდ მემკვიდრეობის უფლების ქონა საკმარისი არ არის, ანუ მხოლოდ უფლების არსებობა არ წარმოშობს იურიდიულ შედეგს. აღნიშნული უფლების სარეალიზაციოდ აუცილებელია სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლში მითითებული წესის შესაბამისად კონკრეტული მოქმედების განხორციელება - მემკვიდრეობის მიღება. მითითებულ დანაწესში კანონმდებელი უპირატეს მნიშვნელობას ანიჭებს მემკვიდრის ნების დადგენას - სურს თუ არა მას სამკვიდროს მიღება. იგი ისეთი იურიდიული მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ტ------– ფ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მისი მშობლები ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე. სასამართლო განხილვისას დადგენილ იქნა, რომ ტ------– ფ------–--ის სახელზე რეგისტრირებულ და კონკრეტული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებას მდებარე. ქ. გორი, მ–--------- N-----, ს.კ. 66.05.05.059.01.0-- დღემდე ფლობს მოპასუხე მხარე. ამდენად, დასტურდება მათი მხრიდან აღნიშნული სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობით მიღება.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლ----დ დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირებად მემკვიდრეებს მოიაზრებს რომლებმაც მიიღო სამკვიდრო ქონება - აქტივი, პასივი (სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი). შესაბამისად, ვალის გადახდა (პასივი) უნდა მოხდეს მამკვიდრებლის (პირველი რიგის) მემკვიდრეების მიერ სოლიდარულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 14 მაისს მოსარჩელესა და ტ------– ფ------–--ეს შორის დაიდო საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 8500 აშშ დოლარი 35 თვის ვადით, წლიური 18% სარგებლით და ხელშეკრუკლებით გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის ძირითადი თანხის 0.5% ყოველდღიურად;
დადგენილია, რომ მსესხებელი ტ------– ფ------–--ე გარდაიცვალა 2----–-–-----------------ს და დავას არ იწვევს ის ფაქტი, რომ ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე წარმოადგენენ ტ------– ფ------–--ის პირველი რიგის მემკვიდრეებს და შესაბამისად, უფლებამონაცვლეებს იმ ვალდებულებით ურთიერთობაში, რომელიც არსებობდა მოსარჩელესა და გარდაცვლილ ტ------– ფ------–--ეს შორის. ისინი ვალდებულნი არიან მიღებული სამკვიდროს ფარგლებში უზრუნველყონ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილება.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირი თანხის - 8492.08 აშშ დოლარის ნაწილში, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლისა და ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე წარმოადგენს აღნიშნულ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. საგულისხმოა, რომ განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევა განაპირობა მოვალის გარდაცვალებამ, ამასთან, მოპასუხეებს მოვალის სამკვიდროს მიღების შესახებ განაცხადი დღემდე არ გაუკეთებიათ და არც სხვა წესით მომხდარა მათი ტ------– ფ------–--ის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა. ხსენებული ფაქტობრივი გარემოებებისა და პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სასამართლო დაუშვებელად მიიჩნევს სესხზე დარიცხული სარგებლისა და პირგასამტეხლოს თანხების მოპასუხეთათვის დაკისრებას.
6.3. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელესა და ტ------– ფ------–--ეს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულება უზრუნველყოფილია იპოთეკით.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა , იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა დავალიანების დაფარვის მიზნით იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლო მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლს, რომლის თანახმად სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. სასამართლო თვლის რომ, მოპასუხეთა მიერ ტ------– ფ------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების მათ სახელზე აღრიცხვის დაყოვნებით ხელი ეშლება მოსარჩელეს დაიკმაყოფილოს მოთხოვნა უზრუნველყოფილი ქონებით, რითაც ამ უკანასკნელს ადგება ზიანი. ამდენად, სარჩელი მოპასუხეთა სახელზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების საკუთრების უფლების აღრიცხვის ნაწილშიც საფუძვლიანია და ექვემდებარება დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ამასთან მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად, მოცემულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 649.60 ლარიდან მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დეკისროთ 271 ლარის გადახდა, ხოლო მეორე 271 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, დარჩენილი თანხა კი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეები ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე ცნობილ იქნენ მემკვიდრედ და მესაკუთრედ ტ------– ფ------–--ის საკუთრებაში არსებულ სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ქ. გორი, მ–--------- ქ. N------------, ს.კ. 66.05.05.059.01.0--.
1.2. მოპასუხეები ლ---- მ------–---–ი და თ----- ფ------–--ე საჯარო რეესტრში აღირიცხონ მესაკუთრეებად ქ. გორი, მ–--------- ქ. N--. ბ-------, ს.კ. 66.05.05.059.01.0-- მდებარე უძრავ ნივთზე;
1.3. მოპასუხეებს ლ---- მ------–---–სა და თ----- ფ------–--ეს მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ დავალიანების 8492.08 (რვაათას ოთხას ოთხმოცდათორმეტი აშშ დოლარი და რვა ცენტი) აშშ დოლარის გადახდა და აღნიშული თანხის გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ. გორი, მ–--------- ქ. N------------, ს.კ. 66.05.05.059.01.0--, რეალიზაციის გზით;
2. ლ---- მ------–---–სა და თ----- ფ------–--ეს, მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ის“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 271 ( ორას სამოცდათერთმეტი) ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში.
3. მოსარჩელე შპს „მ----------------- ო---------–-- რ---- ე-------ს“ (ს.ნ. 2--------) მ------ ბ---------–ის (პ.ნ. 2----------) მიერ 2016 წლის 02 ივნისს შემდეგ რეკვიზიტებზე: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300833150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 649.60 (ორას ორმოცდაცხრა ლარი და სამოცი თეთრი)ლარიდან დაუბრუნდეს 271 (ორას სამოცდატერთმეტი) ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდ. გორი, ჯირბენაძის ქ. №30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო შარაძე