გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2619585-2/699-18წ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25.02. 2019 წელი ქ. ახალციხე
ა---––---ს რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,ე--- კ---------“;
წარმომადგენელი: მ------ თ------–-–---–ი;
მოპასუხე: ა-–---ი მ-----–--ე
დავის საგანი: სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებათა შეუსრულებლობისათვის დავალიანების თანხის გადახდის დაკისრება.
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2018 წლის 06 სექტემბერს შპს ,,ე--- კ---------ს“ წარმომადგენელმა მ------ თ------–-–---–მა სარჩელით მომართა ა---––---ს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ის წინააღმდეგ და ითხოვა:
- მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ეს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა 1050 ლარი (საიდანაც 350 ლარი არის ძირი თანხა, 105 ლარი-სარგებელი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 575 ლარი პირგასამტეხლო).
- მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ეს შპს ,,ე--- კ---------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.
მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 23 თ--------–ს მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ესა და შპს "ე--ს კ--------ს" შორის გაფორმდა ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშერულება ნომერი 2----- რომლის საფუძველზე მსესხებლის სახელზე გაცემულ იქნა თანხა 350 ლარის ოდენობით, 2016 წლის 24 მარტამდე.
მსესხებელი ვალდებული იყო სესხი 350 ლარი და მასზე რიცხული სარგებელი 105 ლარი დაებრუნებინა 30 დღის ვადაში, მაგრამ აღნიშნულ ვადაში არ მომხდარა არც სესხის და არც მასზე რიცხული სარგებლის გადახდა.
შესაბამისად, მსესხებელს ხელშეკრულების 7.4· პუნქტის საფუძველზე დაეკისრა ერთჯერადი ჯარიმა, 20 ლარის ოდენობით და ამავე ხელშეკრულებით 7.5· პუნქტის საფუძველზე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1.5 პროცენტის ოდენეობით.
მოპასუხის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაირღვა 2016 წლის 12 აგვისტოს და დღევანდელი მდგომარეობით მისი დავალიანება შპს "ე--- კ---------ს" წინაშე შეადგენს 1050 ლარს; 350 ლარი · ძირითადი თანხა, 105 ლარი · სარგებელი; 20 ლარი – ერთჯერადი ჯარიმა, 575 ლარი პირგასამტეხლო.
აღნიშნული სარჩელი მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში და დაევალა მოსარჩელის წარმომადგენელს, რომ ჩაებარებინა მოპასუხისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ასლები და სასამართლოში წარმოედგინა მისი დამადასტურებელი მტკიცებულება ორი თვის ვადაში.
სარჩელზე მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ეს შესაგებელი არ შემოუტანია.
2018 წლის 13 დეკემბერს ა---––---ს რაიონულ სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მოსარჩელე მხარის განცხადება მოთხოვნის დაზუსტების თაობაზე:
- მოპასუხე ა-–---ი მ-----–--ეს შპს ,,ე--- კ---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხა (510) ლარი (საიდანაც 300 ლარი არის ძირი თანხა, 90 ლარი-სარგებელი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 100 ლარი პირგასამტეხლო).
- მოპასუხე მ--ა დ-------–---–ს შპს ,,ე--- კ---------ს“ მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.
ა---––---ს რაიონული სასამართლოს 2018 წლის 0- ნოემბრის განჩინებით შსს ა---––---ს რაიონულ ს-----------–--ს დაევალა მოპასუხეზე გზავნილისა და საქმის მასალების ჩაბარება. შსს ა---––---ს რაიონულმა ს-----------–--მ ვერ მოახერხა მოპასუხეზე გზავნილისა და თანდართული მასალების ჩაბარება. (ბინაზე გამოცხადების ოქმი და სატელეფონო საუბრის ოქმი). 2018 წლის 12 დეკემბერს, მოსამართლის თანაშემწე დაუკავშირდა მოპასუხე ა-–--სა-----ე მ-----–--ის მეუღლეს მ--ა ჩ--–-–---–ს რომელმაც უარი განაცხადა გზავნილისა და თანდართული მასალების ჩაბარებაზე. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის სასამართლოს გზავნილი სათანადო წესით არ იყო ჩაბარებული და მიიღო გადაწყვეტილება საჯარო გამოქვეყნების შესახებ, რომლის თანახმადაც, გამოქვეყნდა სარჩელი და თანდართული მასალები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-75 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.
მოპასუხე გაფრთხილებული იქნა, რომ შესაგებლის არასაპატიო მიზეზით დადგენილ 10 (ათი) დღიან ვადაში წარმოუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავის თანახმად გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.
ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს ა-–---ი მ-----–--ეს სარჩელისა და თანდართული მასალების გზავნილი ჩაბარდა 2019 წლის 4 თ--------–ს (იხ. საჯარო შეტყობინება) შესაბამისად, ა-–---ი მ-----–--ეს შესაგებლის წარმოსადგენად სასამართლოს მიერ დანიშნული 10 (ათი) დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარჩელის ჩაბარების მომდევნო დღიდან, ე.ი. 2019 წლის 5 თებერვლიდან და საქართველოს სსკ-ის 61-ე მუხლის თანახმად, ამოიწურა 2019 წლის 1- თ--------–ს საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია, იმავდროულად არ მოუმართავს შესაგებლის წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ.
მოპასუხე მხარეს დროულად ეცნობა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სასამართლოსათვის არაა ცნობილი რაიმე ისეთი გარემოება დაუძლეველი ძალის ან სხვა მოვლენების შესახებ, რასაც შეეძლო ხელი შეეშალა მოპასუხის მიერ თავისი პასუხის (შესაგებლის) სასამართლოსადმი დროულად წარმოდგენისათვის, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მოპასუხე მხარეს შესაგებელის წარმოსადგენად გზავნილი ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხემ შესაგებელი არ წარმოადგინა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად კი: ,,სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებლის არასაპატიო მიზეზით წარუდგენლობის შემთხვევაში მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება ამ კოდექსის XXVI თავით დადგენილი წესით''.
მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ მოუმართავს შესაგებელის დადგენილ ვადაში წარმოუდგენლობის საპატიო მიზეზის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 232I-ე მუხლის თანახმად: ''მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.''
ზემოთ მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კ--------ორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღე--ტებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
წარმოდგენილ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნებს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოს გარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა, ამიტომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯის 50 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ, ასევე იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 201-ე, 2321-ე, 233-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,ე--- კ---------ს’’ სარჩელი.
2. ა-–---ი მ-----–--ეს (პ/ნ 4----------) შპს ,,ე--- კ---------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების 510 ლარის გადახდა (300 ლარი არის ძირი თანხა, 90 ლარი-სარგებელი, 20 ლარი ერთჯერადი ჯარიმა, 100 ლარი პირგასამტეხლო).
3. ა-–---ი მ-----–--ეს (პ/ნ 4----------) შპს ,,ე--- კ---------ს’’ (ს/ნ 4--------) სასარგებლოდ დაეკისროს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული საპროცესო ხარჯის 50 (ორმოცდაათი) ლარის და იურიდიული მომსახურების საფასურის 45 ლარის გადახდა.
4. მოპასუხეს განე--რტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი ა---––---ს რაიონული სასამართლოში (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62), 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი