გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.12.2018
საქმის ნომერი
330210016001598961
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
28.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/34486-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

28 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე - ი-----------------

წარმომადგენლები - ა---------–---–---–--ე, გ------------–-–---–ი

მოპასუხეები - უ----------, ა-----------------

წარმომადგენლები - ე-------------–---–--ე, ა----------------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 113 830.27 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ 12 440 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი-ტომი 1, ს.ფ. 1-20, დაზუსტებული სარჩელი ტომი 1, ს.ფ. 194-214).

1.1.1. 2010 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ ჯვარი დაიწერა დ-------------ზე;

1.1.2. დ------------- მუშაობდა საქართველოს ტ-------------------------ში ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ანაზღაურება 2012 წლის 03 სექტემბრიდან 2013 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით შეადგენდა 335 ლარს, ხოლო 2013 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით - 223.35 ლარს;

1.1.3. იგი მუშაობდა მ--–------ის დაფინანსებით განხორციელებულ ა------------ის განვითარების უცხოურ პროექტში. 2010 წლიდან 2015 წლის ჩათვლით მის მიერ მიღებულმა ანაზღაურებამ შეადგინა 48 051.12 ლარი;

1.1.4. იგი ასევე მუშაობდა ა––---------–--------------------------------ოს უცხოურ პროექტში ,,ქ-------- საქართველო’’, სადაც 2011 წლის ივნისიდან 2015 წლის ივნისამდე მიღებულმა ხელფასმა შეადგინა 152 475.34 ლარი, ხოლო დარიცხული პრემიის ოდენობამ 13 379.88 ლარი;

1.1.5. 2013 წლის იანვრიდან დ------------- გახდა ავად. სამედიცინო გამოკვლევების მიხედვით მას დაუდგინდა მსხვილი ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე;

1.1.6. დ-------------ს 2013 წლის ივლისში საქართველოს ც--------–---------------ის საავადმყოფოში ჩაუტარდა ოპერაცია, ხოლო მეორე ოპერაცია 2013 წლის ოქტომბერში თ--------ში, ქალაქ სტამბულში - სამედიცინო დაწესებულება მ-------–პ----ში;

1.1.7. აღნიშნული პერიოდიდან 2015 წლის აპრილის თვემდე დ-------------ს ჩაუტარდა არაერთი სახის მედიკამენტური მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე თ--------ში, მათ შორის ქიმიოთერაპია, რადიოლოგია და პოსტოპერაციული სხვადასხვა სარეაბილიტაციო ძვირადღირებული კურსი;

1.1.8. 2015 წლის 22 აპრილს დ------------- გარდაიცვალა;

1.1.9. დ-------------ს მცირე შემოსავლების და მისი ფიზიკური უმწეობის გამო, მკურნალობისთვის საჭირო ყველა ხარჯის გაღება მას მოუწია. ამასთან, ამავდროულად თავადვე მონაწილეობდა დ-------------ს მკურნალობის პროცესში ფიზიკურად როგორც მომვლელი და თავად უწევდა მენეჯმენტს ოპერაციებისა და მკურნალობის დაგეგმვა-განხორციელებას;

1.1.10. 2017 წლის 03 აგვისტოს აუდიტორული დასკვნის თანახმად, მის მიერ დ-------------სთვის გაწეული მკურნალობის დანახარჯების ღირებულება 2013-2015 წლების პერიოდში შეადგენს 113 830.27 ლარს, რაც მოიცავს თ--------ში დ-------------სთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების, სასტუმროში ყოფნის და მგზავრობის ხარჯს და აღნიშნული ხარჯები სრულად გაღებულია მოსარჩელის მიერ;

1.1.11. აუდიტის დასკვნის თანახმად, დ-------------ს საქართველოში მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 6 097 ლარი, თ--------ში მკურნალობის ღირებულებამ 88 569.55 თურქული ლირა (72 541.30 ლარი) და 14 730 აშშ დოლარი (30 102.63 ლარი), ხოლო მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა 5 089.34 ლარი, შესაბამისად, მის მიერ გაღებულმა ხარჯმა ჯამში ეროვნულ ვალუტაში სრულად შეადგინა 113 830.27 ლარი;

1.1.12. დ-------------ს მკურნალობაში მის შვილებს - მოპასუხეებს არ მიუღიათ მონაწილეობა არც მატერიალური და არც ფიზიკურად გვერდში დგომის სახით;

1.1.13. დ-------------ს მკურნალობისა და მოვლის ხარჯების დასაფარად, მან სხვადასხვა პირებისგან აიღო სესხები. კერძოდ, მან აიღო სესხი ორი უცხოელი პირისგან-ბ------------–-სგან - 9 000 აშშ დოლარი და კ-------------ისგან - 6 500 აშშ დოლარი, აგრეთვე რ---------------სგან - 15 000 აშშ დოლარი. სს ,,ბ--------------–--ისგან’’ კი 2013 წლის 26 თებერვალს 12 200 ლარი და 2014 წლის 07 აპრილს - 14 500 ლარი;

1.1.14. მის მიერ 2010 წლის 22 აგვისტოს თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ში შეძენილ იქნა 41 კვ.მ საცხოვრებელი სახლი (შავი კარკასი) 18 000 აშშ დოლარად. ღირებულება სრულად გადახდილია მის მიერ, თავისი შემოსავლებიდან;

1.1.15. აღნიშნული უძრავი ქონება გაფორმდა დ-------------ს სახელზე, მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ამ პერიოდისათვის თვითონ თბილისში არ იმყოფებოდა;

1.1.16. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თბილისში, მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროს, გ---–--ს ქუჩასა და ა---–------------–ს შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე მშენებარე ბინის საკუთრებაში გადაცემა. თუმცა, ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-სა და ამხანაგობა ,,მ-–------–ას’’ შორის გაფორმებული 2011 წლის 04 აპრილის ფართების გაცვლის შესახებ ურთიერთშეთანხმებისა და 2012 წლის 17 ივლისის ხელშეკრულების დამატების შესაბამისად, განხორციელდა ფართების გაცვლა, რის გამოც, თავდაპირველად განსაზღვრული ფართის მაგივრად, დ-------------ზე გაფორმდა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, საქართველოს ბ--–--------------–-ასა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო-პ---–---–----ას შორის, მე-5 სართული, ბინა №1---;

1.1.17. ამხანაგობებს შორის აღნიშნული შეთანხმების გამო, ი-----------------ს მიერ ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ში გადახდილი თანხა ჩაითვალა აღნიშნული უძრავი ქონების შესყიდვის ანგარიშში და მისი რეგისტრაცია მოხდა ამხანაგობა ,,მ-–------–ის’’ თავმჯდომარის გადაწყვეტილების საფუძველზე;

1.1.18. აღნიშნული უძრავი ქონება გარემონტდა მისი სახსრებით და რემონტის ღირებულებამ წინასწარი ხარჯთაღრიცხვით შეადგინა 12 441.03 ლარი;

1.1.19. მის მიერ ბინის გაუმჯობესების შედეგად გაიზარდა უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება და 2015 წლის 27 ნოემბრის აუდიტორული დასკვნით იგი შეადგენს 35 000 აშშ დოლარს;

1.1.20. 2015 წლის 20 მაისს მან მიმართა ნოტარიუს მ----------ას და მოითხოვა დ-------------ს კრედიტორად დარეგისტრირება. ამავე წლის 20 ოქტომბერს ნოტარიუსს მიმართეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს სამკვიდრო მოწმობის გაცემა დ-------------ს სამკვიდრო ქონებაზე;

1.1.21. დ-------------ს გარდაცვალების შემდეგ, მის დანაშთ ქონებაზე პრეტენზია გამოთქვეს მოპასუხეებმა - მისმა პირველი რიგის მემკვიდრეებმა. მოპასუხეები არ ითვალისწინებენ მოსარჩელის მიერ მამკვიდრებლის მკურნალობასთან მიმართებით გაღებულ ხარჯებს, ასევე მოსარჩელის მიერ სამემკვიდრეო ქონებაში არსებული ბინის შეძენის და რემონტის თანხებს და არ სურთ სამკვიდრო ქონებიდან აღნიშნული თანხების დაფარვა;

1.1.22. 2016 წლის 18 თებერვლის დადგენილებით, მოპასუხეებს უარი ეთქვათ სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე მოსარჩელეს და მემკვიდრეებს შორის არსებული დავის მოლაპარაკების გზით ან სასამართლო წესით გადაწყვეტამდე;

1.1.23. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა მოპასუხეთა სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ნოტარიუსის ზემოაღნიშნული დადგენილება და ნოტარიუსს დაევალა თავიდან ემსჯელა სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით;

1.1.24. მოპასუხეებს სურთ მემკვიდრეობით მიიღონ მხოლოდ სამკვიდრო აქტივი და არ სურთ აუნაზღაურონ მას მამკვიდრებლის ავადმყოფობასა და უძრავი ქონების შეძენასა და რემონტზე მის მიერ გაწეული ხარჯი.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელში, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნეს სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ტომი 1, ს.ფ. 141-152; დაზუსტებული შესაგებელი ტომი 1, ს.ფ. 468-476; შესაგებელი ტომი 2, ს.ფ. 32-45):

2.1.1. მოსარჩელე და დ------------- არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში;

2.1.2. მამკვიდრებელ დ-------------ს შემოსავალი გაცილებით მეტი იყო, ვიდრე ამას მიუთითებს მოსარჩელე, ამასთანავე, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელის მაღალი შემოსავლების თაობაზე, არ შეესაბამება სინამდვილეს;

2.1.3. დ------------- 90-იანი წლებიდან 2008 წლამდე დაკავებული იყო მეღვინეობით ქალაქ მო-----–ი, საიდანაც მას ჰქონდა ჩამოტანილი საკმაოდ სოლიდური დანაზოგი. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ იგი დაკავებული იყო პედაგოგიური საქმიანობით და ანაზღაურების სანაცვლოდ ეხმარებოდა სტუდენტებს სადიპლომო სამუშაოების შესრულებაში. გარდა აღნიშნულისა, დ------------- მონაწილეობდა მ----------ის ტექნიკური უნივერსიტეტის გერმანელ კოლეგებთან ერთად მცირე დიამეტრის სპირალური ბურღების შექმნის მიმართულებით და აღნიშნული საქმიანობიდანაც მას გააჩნდა დამატებითი შემოსავალი. დ-------------ს ასევე მემკვიდრეობით დარჩა ანტიკვარული ავეჯი, ჭურჭელი და ძვირადღირებული ოქროს ნივთები;

2.1.4. დ------------- ნამდვილად იყო დაავადებული სიმსივნით და მას ნამდვილად ჩაუტარდა სხვადასხვა მედიკამენტური თუ ქირურგიული მკურნალობა. მაგრამ, მითითებული მკურნალობის ხარჯების ნაწილი გაღებულია სახელმწიფო დაფინანსებით, ნაწილი კი თავად დ-------------ს დანაზოგი თანხებით. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ სამედიცინო მომსახურების ხარჯებს იხდიდა მოსარჩელე;

2.1.5. წარმოდგენილი 2017 წლის 03 აგვისტოს აუდიტორული დასკვნით არ დასტურდება, მოსარჩელის მიერ დ-------------ს მკურნალობისათვის გაწეული დანახარჯის ოდენობა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით დაანგარიშებულია მხოლოდ და მხოლოდ შემკვეთის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ინვოისების ჯამური რიცხვი. არცერთი დოკუმენტი არ შეიცავს ინფორმაციას ან/და მითითებას იმის თაობაზე, არის თუ არა ინვოისზე მითითებული თანხები ანაზღაურებული და ასეთის არსებობის შემთხვევაშიც კი არ დასტურდება, რომ თანხები ანაზღაურებულია უშუალოდ მოსარჩელის მიერ;

2.1.6. მოსარჩელის მიერ დ-------------ს მკურნალობაზე ხარჯის გაღების შემთხვევაშიც კი, არ არსებობს აღნიშნული ხარჯის მათთვის დაკისრების საფუძველი, ვინაიდან შესრულება შეესაბამებოდა მოსარჩელის ზნეობრივ მოვალეობას.

2.1.7. წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა ასევე მოიცავს თვითმფრინავის ბილეთების და სასტუმროს ხარჯს, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე არ დასტურდება, რომ აღნიშნული ხარჯი გაღებულია უშუალოდ მოსარჩელის მიერ;

2.1.8. მოპასუხეები ბოლომდე მხარში ედგნენ მამკვიდრებელ დ-------------ს. თუმცა, მათი ასაკიდან გამომდინარე, ისინი თავად საჭიროებდნენ მშობლის ფინანსურ დახმარებას;

2.1.9. საცხოვრებელი ბინა საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ-------------ს სახელზე, შესაბამისად შეძენის ღირებულებაც გადახდილია მის მიერ. ბინის ღირებულების ნაწილი - 14 500 აშშ დოლარი დ-------------მ გადაიხადა მამისეული უძრავი ქონების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხიდან, ხოლო დარჩენილი ღირებულების ნაწილიც მან დაამატა თავადვე;

2.1.10. უძრავ ქონებაში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ხარჯებიც, ისევე როგორც მის შესაძენად გადახდილი თანხა, გაღებულია უშუალოდ დ-------------ს მიერ, რომლის პირველი რიგის მემკვიდრეებსაც წარმოადგენენ.

2.1.11. მოსარჩელე ვერ ადასტურებს მამკვიდრებლის ავადმყოფობაზე გაწეულ ხარჯს, ისევე როგორც უძრავი ქონების შეძენასთან და მასზე ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებთან მიმართებით თანხის უშუალოდ მის მიერ გაღების ფაქტს, რის გამოც მათ არ აქვთ მოსარჩელის მიმართ რაიმე ვალდებულება შესასრულებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.2017 წლის 27 იანვარს მოსარჩელემ ჯვარი დაიწერა დ-------------ზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ჯვრისწერის მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 21)

 

3.1.2. დ------------- მუშაობდა საქართველოს ტ-------------------------ის ს--------------------------------–-----–---ის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე და მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 335 ლარს 2012 წლის 03 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო 2013 წლის 16 სექტემბრიდან 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით მისი თვიური ხელფასი შეადგენდა 223.35 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 22)

 

3.1.3. მოსარჩელე 2006-2010 წლებში დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის - C--- საქართველოს: საგარეო საკითხებისათვის მოქალაქეთა ქსელის ფილიალის მიერ ათწლეულის გამოწვევა საქართველოს დაფინანსებით განხორციელებულ ა------------ის განვითარების პროექტში (M------) გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე და მის მიერ ხელფასის სახით მიღებული დარიცხულმა თანხა შეადგინა 129 994.35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 112)

 

3.1.4. მოსარჩელე 2010 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 01იანვრამდე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის - C----ს საქართველოს მიერ მ--–------ის დაფინანსებით განხორციელებული ა------------ის განვითარების პროექტში (A------) გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე და ამ პერიოდის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული აქვს - 34 115.28 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 23)

 

3.1.5. 2014 წელს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის C----ს საქართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით განხორციელებულ საქართველოს სასოფლო-სამურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტში (R---) და ამ პერიოდის განმავლობაში მას ხელფასის სახით მიღებული აქვს დაბეგრილი თანხა - 2 061.39 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 24)

 

3.1.6. 2015 წლის 18 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის C----ს საქართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით განხორციელებულ საქართველოს სასოფლო-სამურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტში (R---) მოკლევადიანი ტექნიკური კონსულტანტის პოზიციაზე და ხელფასის სახით მიღებული აქვს 1 818.75 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 25)

 

3.1.7. 2015 წელს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის C----ს საქართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით განხორციელებულ საქართველოს სასოფლო-სამურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტში (R---) და ხელფასის სახით მიღებული აქვს დაბეგრილი თანხა - 4 485.60 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 26)

3.1.8. 2011 წლის 01 იანვრიდან 2011 წლის 1 მარტამდე მოსარჩელე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის C----ს საქართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით განხორციელებულ მექანიზაციის პროექტში (U--------) გარემოს დაცვის სპეციალისტის პოზიციაზე და ხელფასის სახით მიღებული აქვს დაბეგრილი თანხა - 4 685 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 27)

 

3.1.9. 2014 წელს გაფორმებული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე დასაქმებული იყო უცხოური არასამეწარმეო იურიდიული პირის ფილიალის C----ს საქართველოს მიერ USAID-ის დაფინანსებით განხორციელებულ საქართველოს სასოფლო-სამურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტში (R---) და ხელფასის სახით მიღებული აქვს დაბეგრილი თანხა - 885.10 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 28)

 

3.1.10. 2015 წლის 15 ივნისის ცნობის თანახმად, მოსარჩელე 2011 წლის 13 ივნისიდან დასაქმებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ინიციატივის პროექტში, რომელსაც ახორციელებს ,,C--------------------------’’-ის ფილიალი ,,ქ-------- საქართველო’’ გარემოს დაცვის სპეციალისტად და ამ დროის განმავლობაში დღემდე მას მიღებული აქვს ხელფასი - 152 475.34 ლარი (დარიცხული), მივლინების თანხა - 12 153.43 ლარი (დარიცხული) და პ4ემია - 13 379.88 ლარი (დარიცხული).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 29)

 

3.1.11. 2010 წლის 22 აგვისტოს იბა ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის თავმჯდომარეს თ----------------ს და დ-------------ს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც განისაზღვრა, რომ მხარეები ერთიანდებიან ამხანაგობაში და ერთიანად მოქმედებენ ქ. თბილისში, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს, გ---–--ს ქუჩასა და ა---–------------–ს შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენების და შემდეგში მხარეთა შორის წილების განაწილების მიზნით.

აღნიშნული ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის თავმჯდომარემ აიღო ვალდებულება ჩაებარებინა წევრისთვის ქ. თბილისში, ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის ახლადაშენებულ სახლში საერთო ფართით 40 კვ.მ მეშვიდე სართულზე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა №40.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.110-114)

 

3.1.12. 2011 წლის 04 აპრილს იბა ამხანაგობა ,,ო--------–-ს 2---’’-ს და ამხანაგობა ,,მ-–------–ას’’ შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების წინასწარი ხელშეკრულება ფართის გაცვლის შესახებ, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ გაეცვალათ მათ ფაქტიურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები შემდეგი პირობებით: ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-მა ქ. თბილისში, მ---–----------–------ რაიონში, მდ. მტკვრის, გ---–--ს ქუჩასა და ა---–------------–ს შორის არსებულ მიწაზე მშენებარე კორპუსში მის საკუთრებაში მყოფი 3 000 კვ.მ ფართიდან გაუცვალა 1 887.9 კვ.მ სასარგებლო ფართი ქ. თბილისში, საქართველოს ბ--–--------------–-ისა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო-პ---–---–----ას შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციურ მშენებარე კორპუსში მის საკუთრებაში არსებულ 1 870.97 კვ.მ საცხოვრებელ ფართში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, ხელშეკრულების დამატება (ტომი 2, ს.ფ. 113-121)

 

3.1.13. 2011 წლის 04 აპრილს იბა ამხანაგობა ,,ო--------–-ს 2---’’-ს და ამხანაგობა ,,მ-–------–ას’’ შორის ურთიერთშეთანხმების წინასწარი ხელშეკრულების 2012 წლის 17 ივლისის დანართის თანახმად, შეთანხმების საფუძველზე, ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-მა მოითხოვა მასზე გადასაცემი ბინების განშლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წინასწარ განსაზღვრული სქემით, რომლის თანახმადაც, დ-------------ს საკუთრებად განისაზღვრა უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე; ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, ხელშეკრულების დამატება (ტომი 2, ს.ფ. 113-121)

 

3.1.14. 2011 წლის 24 მაისს ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის თავმჯდომარეს, თ----------------ს და დ-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2010 წლის 22 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებით წევრის წილი იყო ქ. თბილისში, არსებულ მიწაზე მშენებარე კორპუსში საერთო ფართით 41 კვ.მ მეშვიდე სართულზე ერთ ოთახიანი ბინა, რის სანაცვლოდაც, წევრი წინამდებარე ხელშეკრულებით მიიღებს თბილისში, საქართველოს ბ--–--------------–-ასა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო-პ---–---–----ას შორის მშენებარე კომპლექსში წევრის მიერ წინამდებარე უძრავ ქონებას საკუთრებაში, რაც შეადგენს ბინა: №1---, მშენებარე კორპუსის №3 ბლოკის ,,6’’ სადარბაზოს, მე -5 სართულზე, ფართის წილობრივი მონაცემები 41 კვ.მ.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, წევრის შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენს 17 220 აშშ დოლარის შესაბამისი ექვივალენტი ლარებში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისთვის დაფარულია მთლიანად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 2, ს.ფ. 122-127)

 

3.1.15. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ. (უძრავი ქონების მისამართი 2012 წლის 10 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, ქ. თბილისი, საქართველოს ბ--–--------------–-ისა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო პ---–---–----ას შორის, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---) საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ-------------ს სახელზე.

საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ამხანაგობა ,,მ-–------–ის’’ თავმჯდომარის 2012 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი, გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 172-173; 179-180; ტომი 2, ს.ფ. 23-29)

 

3.1.16. 2013 წელს დ-------------ს დაუდგინდა დაავადება შემდეგი დიაგნოზით: სწორი ნაწლავის ქვედა ამპულარული ნაწლავის ავთვისებიანი სიმსივნე (ნეოპლაზმა), სანათურის 2/3 ობტურაციით. გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ავადმყოფს ესაჭიროებოდა გადაუდებელი საოპერაციო მკურნალობა - სწორი ნაწლავის ექსტრიპაციით სტომირებით. ამავე წელს დ-------------ს ჩაუტარდა ოპერაცია საქართველოში, ხოლო მოგვიანებით თ--------ში, სტამბულის სამედიცინო დაწესებულება ,,მ-------–პ----ში’’.

დადგენილი დიაგნოზიდან გამომდინარე, დ------------- გარდა ჩატარებული ოპერაციებისა, საჭიროებდა მუდმივ მკურნალობას. მას ასევე ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი.

2014 წლის ოქტომბერში დაავადების ღვიძლში პროგრესირების გამო მკურნალობის მიზნით შპს ,,მ-------–-------------ს’’ მიერ 2014 წლის 11 ნოემბერს გაიცა დასკვნა საზღვარგარეთ ავადმყოფის სამკურნალოდ გაგზავნის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნულის საფუძველზე დ------------- მკურნალობის კურსს გარკვეული პერიოდი გადიოდა თ--------ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები, მიმართვა, დასკვნა (ტომი 2, ს.ფ. 53-55; ტომი 2, ს.ფ. 60-76; ტომი 2, ს.ფ. 80-81; ტომი 2, ს.ფ. 90-91; ტომი 2 ს.ფ 91; ტომი 2, ს.ფ 92-93; ტომი 2, ს.ფ 98)

 

3.1.17. 2013 წლის 12 ივლისის №12/1319391-10 განცხადების საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ, თ--------ის რესპუბლიკა, ქალაქ სტამბულში დ-------------ს სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა 8 345 ლარით, ხოლო 2013 წლის 02 ოქტომბრის №1------------- განცხადების საფუძველზე - 16 780 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 2, ს.ფ.18; ს.ფ. 56; ს.ფ. 77)

 

3.1.18. 2013 წლიდან 2015 წლის მაისის ჩათვლით დ------------- ,,რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის’’ ფარგლებში 2013 წლის 26 ივლისის №19 სხდომაზე დაფინანსდა 6 000 აშშ დოლარით, ხოლო 2014 წლის 31 მარტის №47 სხდომაზე დაფინანსდა 2 010 აშშ დოლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 19; ს.ფ. 86; ს.ფ. 88-89)

 

3.1.19. სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში სოციალური დახმარებისა და სხვა სერვისების ხელმისაწვდომობის განხორციელების ხელშეწყობის კომისიის მიერ და 2015 წლის 10 მარტის №7 ოქმის საფუძველზე დ-------------ს ფინანსური დახმარება განისაზღვრა 9 810 ლარით და აღნიშნულის თაობაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაიცა შესაბამისი საგარანტიო წერილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 47; 111)

 

3.1.20. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ 2015 წლის 21 აპრილს შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტით ანაზღაურდა სამედიცინო დაწესებულება - შპს ,,გ--სთან’’ დ-------------ს სამედიცინო მომსახურებაზე გაწეული ხარჯი 3 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, ანგარიშგების პერიოდისთვის არსებული გაცვლითი კურსის შესაბამისად - 6 730.50 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 108; 111)

 

3.1.21. დ------------- გარდაიცვალა 2015 წლის 22 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (ტომი 1, ს.ფ. 36)

 

3.1.22. 2015 წლის 20 მაისს მოსარჩელემ მამკვიდრებელ დ-------------ს კრედიტორად დარეგისტრირების თაობაზე განცხადებით მიმართა ნოტარიუს მ----------ას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ტომი 1, ს.ფ. 441-442)

 

3.1.23. მოპასუხეები - უ---------- და ა----------------- წარმოადგენენ მამკვიდრებელ დ-------------ს პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეებს - შვილებს.

დ-------------ს სამკვიდრო ქონების მიღების მიზნით მათ 2015 წლის 20 ოქტომბერს მიმართეს ნოტარიუს მ----------ას. 2016 წლის 18 თებერვლის დადგენილებით სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის შესახებ (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის N1--------), მოპასუხეებს უარი ეთქვათ გარდაცვლილი დ-------------ს კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე, ი-----------------სა და მემკვიდრეებს შორის არსებული დავის მოლაპარაკების გზით ან სასამართლო წესით გადაწყვეტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობები, დადგენილება (ტომი 1, ს.ფ. 126-129)

 

3.1.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქმე №2/11653-16, მოპასუხეთა სარჩელი ნოტარიუს მ----------ას მიმართ დაკმაყოფილდა: გაბათილდა ნოტარიუს მ----------ას მიერ 2016 წლის 18 თებერვალს დ-------------ს (გარდაცვალების სააქტო ჩანაწერი №0----------) სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეების - უ----------სა და ა-----------------ს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის თქმის შესახებ დადგენილება და ნოტარიუს მ----------ას დაევალა კანონით დადგენილი სხვა საფუძვლების შემოწმების შედეგად, თავიდან ემსჯელა 2015 წლის 22 აპრილს გარდაცვლილი დ-------------ს სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეების - უ----------სა და ა-----------------ს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ტომი 1, ს.ფ. 162-171)

 

3.1.25. უძრავი ქონების, მდებარე მისამართზე; ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ (ს/კ 0--------------------------) საბაზრო საორიენტაციო ფასი 2015 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 35 000 აშშ დოლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეფასების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 437-440)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრებათ მოსარჩელის მიერ მამკვიდრებელ დ-------------ზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 113 830.27 ლარის ოდენობით.

უდავოა, რომ დ------------- გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე დაავადდა ავთვისებიანი სიმსივნით. გარდა ჩატარებული ორი ოპერაციისა, დაავადების პროგრესირებიდან და განსაზღვრული მკურნალობითი კურსიდან გამომდინარე, იგი საჭიროებდა მუდმივ მკურნალობას. უდავოა, რომ მოპასუხე მკურნალობის კურსს გადიოდა, როგორც საქართველოში, ასევე თ--------ში. მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნაწილი მკურნალობის თანხა დაფინანსებულია სახელმწიფო ორგანოების მხრიდან, უშუალოდ მის მიერ დ-------------ს მკურნალობაზე გაწეული ხარჯი შეადგენს 113 830.27 ლარს, ამასთან, მოსარჩელის განმარტებითვე აღნიშნული ხარჯი მოიცავს როგორც უშუალოდ ჩატარებული სამედიცინო მომსახურებების ღირებულებების, ასევე თ--------ში ტრანსპორტირების (ბილეთების ღირებულების) და გარკვეული დროის განმავლობაში სასტუმროში დარჩენის ხარჯებს.

დ-------------ს მკურნალობაზე გაწეული ხარჯის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს აუდიტური ფირმა ,,ბ---–---–ი და კომპანიის’’ მიერ 2017 წლის 03 აგვისტოს ფიზიკური პირის - დ-------------ზე გაწეული მკურნალობის დანახარჯების შეფასების აქტი №2/3------ (ტომი 1, ს.ფ. 231-417), რომლის თანახმადაც, ი-----------------ს მიერ წარმოდგენილო დოკუმენტაციის მიხედვით დ-------------სათვის გაწეული მკურნალობის დანახარჯების ღირებულება (2013-2015 წლების მდგომარეობით) შეფასებულია შემდეგნაირად: საქართველოში მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა - 6 097 ლარი, თ--------ში მკურნალობის ღირებულებამ შეადგინა 88 569.55 თურქული ლირა (72 541.30 ლარი) და 14 730 ამერიკული დოლარი (30 102.63 ლარი), ხოლო მგზავრობის ღირებულებამ შეადგინა - 5 089.34 ლარი. უცხოური ვალუტა გადაყვანილია ლარში ეროვნულ ბანკში არსებული კურსით, გადახდის თარიღისათვის. აღნიშნული შეფასების აქტის თანახმად, სულ გადახდილი თანხის ჯამი ეროვნულ ვალუტაში შეადგენს 113 830.27 ლარს.

პირველ რიგში, სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, ასევე სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეთა - ლ---–--------------ის, კ--------------ს, ზ--------------ის, თ------------–--–---–ის ჩვენებების, რომელთაც ინფორმაცია მიღებული აქვთ არა მოსარჩელისგან, არამედ უშუალოდ გარდაცვლილი დ-------------სგან, ასევე სტამბულის საავადმყოფოს - ,,მ-------–პ----ის’’ ექიმების მიერ გაცემული მიმართვების (ტომი 2, ს.ფ. 227-262) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილი წესით შეფასების შედეგად, ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ მამკვიდრებელ დ-------------ს მკურნალობაზე ნამდვილად გაწეულია გარკვეული დანახარჯი. წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებების - რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ უშუალოდ დანახარჯების ი-----------------ს მიერ გაღებაზე, საპირწონე სათანადო მტკიცებულებად ვერ განიხილება მხოლოდ მოპასუხეთა მითითება დ-------------ს მაღალ შემოსავლებზე. აღნიშნულთან მიმართებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასვე საქმის მასალებში წარმოდგენილ დ-------------ს განცხადებებზე (ტომი 2, ს.ფ. 57-58) რომლებშიც იგი მიუთითებს უსახსრობასა და მცირე შემოსავალზე.

მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებებით ერთმნიშვნელოვნად დასტურდება დ-------------ს მკურნალობის მიზნით მოსარჩელის მიერ ხარჯის გაღება, განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს საკვლევ საგანს არ წარმოადგენს უშუალოდ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ოდენობის დადგენა წარმოდგენილი დასკვნის არსებითად შეფასების შედეგად, ვინაიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელის მიერ დ-------------ს მკურნალობისათვის ხარჯის გაწევა წარმოადგენდა მის ზნეობრივ მოვალეობას, რაც გამორიცხავს აღნიშნული დანახარჯის მოპასუხეთათვის დაკისრებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ზნეობრივი მოვალეობა კანონისმიერი მოვალეობისაგან. კანონისმიერი მოვალეობა ყოველთვის ზნეობრივია, ხოლო ზნეობრივი მოვალეობა შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობების ფარგლებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-465-443-2015).

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე, რომელიც არ წარმოადგენს მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეს, მიუთითებს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობაზე მის მიერ მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაღებული ხარჯის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, ზღვარი უნდა გაივლოს ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში მიღებულ შესრულებასა და ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებულ შესრულებას შორის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ: ა. შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს, ან ბ. გავიდა ხანდაზმულობის ვადა, ან გ. მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ამ მუხლის პირველი ნაწილის პირობები, ანდა დ. მოთხოვნა დაბრუნების თაობაზე ბათილი სავალო ხელშეკრულების შესრულებისას ეწინააღმდეგება ბათილობის შესახებ ნორმათა დაცვით ფუნქციას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია მიმღებსა და შემსრულებელს შორის არსებულ, სუბიექტური და ობიექტური გარემოებების თანხვედრასა და ერთობლიობაზე. ,,ზნეობრივი მოვალეობა’’ შეიძლება სცილდებოდეს კანონით დადგენილი მოვალეობის ფარგლებს. კერძოდ, თუ შემსრულებელი შესრულების დროს ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით მოქმედებდა, მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა იმთავითვე გამოირიცხება. ანუ შესრულება, რომელიც საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას წარმოშობს (იხ. სუსგ, საქმე №ას-99-95-2016). არარეგისტრირებული ქორწინებიდან წარმოშობილი ზნეობრივი უფლება-მოვალეობების შესახებ ერთ-ერთ საქმეზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ოჯახური ურთიერთობების ცნება არ იზღუდება მხოლოდ ქორწინებაზე დამყარებული ურთიერთობით და იგი შეიძლება მოიცავდეს სხვა დეფაქტო ოჯახურ კავშირებს, როდესაც მხარეები ერთად ცხოვრობენ ქორწინების გარეშე. აღნიშნული სამართლებრივი წესრიგი ასახულია სსკ-ის 976-ემუხლის მე-2 ნაწილის „გ’’ ქვეპუნქტში, სადაც მითითებულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა. ურთიერთობის ამგვარად შეფასება გაზიარებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკითაც, რომლის მიხედვით ქორწინება, როგორც ფაქტი, გასცდა ფორმალურ ურთიერთობებს და ოჯახური თანაცხოვრება მნიშვნელოვნად დამოკიდებული გახდა პირადი, მჭიდრო ურთიერთობის რეალურად არსებობის ფაქტზე. ამდენად, ოჯახური ურთიერთობის ცნების განმარტებისას, სააპელაციო პალატა დაეყრდნო როგორც ეროვნული, ისე ევროპული სასამართლოს სტანდარტს და სწორად დაასკვნა, რომ ვინაიდან მხარეები წლების მანძილზე იმყოფებოდნენ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში, ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობებიც წარმოეშობათ, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავს (იხ. სუსგ ას-528-501-2015; 1202-1131-2012).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე და დ------------- არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, თუმცა მათ გარდაცვალებამდე ჰქონდათ ერთიანი საოჯახო მეურნეობა - ოჯახური ურთიერთობა, რაც გამორიცხავს მოსარჩელისთვის მის მიერ გაღებული ხარჯის მემკვიდრეთათვის დაკისრებას. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის სიდიდიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება განიხილებოდეს ზნეობრივ ხარჯად. სასამართლო კვლავ ყურადღებას ამახვილებს მოხმობილ განმარტებებზე და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის ზნეობრივი მოვალეობის ე.წ. ზედა ზღვარი, შესაბამისად, უმთავრესია ის გარემოება, რომ თავად ქმედება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობას და მიმღებს შეეძლო ევარაუდა, რომ შემსრულებელს სურდა გადაცემა.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრებათ მოსარჩელის მიერ მამკვიდრებელ დ-------------ს მკურნალობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

3.2.2. დ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ, შეძენილია მოსარჩელის მიერ.

დადგენილია, რომ 2010 წლის 22 აგვისტოს იბა ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის თავმჯდომარეს თ----------------ს და დ-------------ს შორის დაიდო საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამხანაგობის თავმჯდომარემ აიღო ვალდებულება ჩაებარებინა წევრისთვის ქ. თბილისში, ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის ახლადაშენებულ სახლში საერთო ფართით 40 კვ.მ მეშვიდე სართულზე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა №40.

ასევე დადგენილია, რომ 2011 წლის 04 აპრილს იბა ამხანაგობა ,,ო--------–-ს 2---’’-ს და ამხანაგობა ,,მ-–------–ას’’ შორის დაიდო ურთიერთშეთანხმების წინასწარი ხელშეკრულება ფართის გაცვლის შესახებ, რომლის თანახმადაც მხარეები შეთანხმდნენ გაეცვალათ მათ ფაქტიურ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული შემდეგი პირობებით: ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-მა ქ. თბილისში, მ---–----------–------ რაიონში, მდ. მტკვრის, გ---–--ს ქუჩასა და ა---–------------–ს შორის არსებულ მიწაზე მშენებარე კორპუსში მის საკუთრებაში მყოფი 3 000 კვ მეტრი ფართიდან გაუცვალა 1 887.9 კვ მეტრი სასარგებლო ფართი ქ. თბილისში, საქართველოს ბ--–--------------–-ისა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო-პ---–---–----ას შორის არსებულ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციურ მშენებარე კორპუსში მის საკუთრებაში არსებულ 1 870.97 კვ.მ საცხოვრებელ ფართში.

ამის შემდგომ - 2011 წლის 24 მაისს ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის თავმჯდომარეს თ----------------ს და დ-------------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობის თაობაზე, რომლის თანახმადაც, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2010 წლის 22 აგვისტოს საცხოვრებელი სახლის მშენებლობაში წილობრივი მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულებით წევრის წილი იყო ქ. თბილისში, არსებულ მიწაზე მშენებარე კორპუსში საერთო ფართით 41 კვ.მ მეშვიდე სართულზე ერთ ოთახიანი ბინა, რის სანაცვლოდაც, წევრი წინამდებარე ხელშეკრულებით მიიღებდა ქ. თბილისში, საქართველოს ბ--–--------------–-ასა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო-პ---–---–----ას შორის მშენებარე კომპლექსში უძრავ ქონებას საკუთრებაში, რაც შეადგენს ბინას: №1---, მშენებარე კორპუსის №3 ბლოკის ,,6’’ სადარბაზოს, მე-5 სართულზე, ფართის წილობრივი მონაცემები 41 კვ.მ.

2011 წლის 04 აპრილს იბა ამხანაგობა ,,ო--------–-ს 2---’’-ს და ამხანაგობა ,,მ-–------–ას’’ შორის ურთიერთშეთანხმების წინასწარი ხელშეკრულების 2012 წლის 17 ივლისის დანართის თანახმად, შეთანხმების საფუძველზე, ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-მა მოითხოვა მასზე გადასაცემი ბინების განშლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია წინასწარ განსაზღვრული სქემით, რომლის თანახმადაც, დ-------------ს საკუთრებად განისაზღვრა უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ.

ასევე დადგენილია, რომ უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ (უძრავი ქონების მისამართი 2012 წლის 10 აგვისტოს ამონაწერის თანახმად, თბილისი, საქართველოს ბ--–--------------–-ისა და ჯ-----–---------------ოს №---------------ო პ---–---–----ას შორის, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---) საკუთრების უფლებით აღრიცხულია დ-------------ს სახელზე. საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად კი მითითებულია ამხანაგობა ,,მ-–------–ის’’ თავმჯდომარის 2012 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება.

შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, უდავოა, უძრავი ქონების დ-------------ს სახელზე აღრიცხვის ფაქტი, თუმცა სადავოა ვის მიერ იქნა უძრავი ქონების ღირებულება გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისთვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი გამომდინარებს როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ასევე ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია (იხ. სუსგ, საქმე №ას-1003-964-2016).

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ამხანაგობა ,,ო--------–- 2---’’-ის თავმჯდომარის, თ----------------ს ჩვენებაზე (იხ.2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი), რომლის განმარტებითაც, უძრავი ქონების ღირებულება გადახდილი იქნა უშუალოდ მოსარჩელის მიერ. ამასთან, მოწმის განმარტებით უძრავი ქონების ღირებულების ანგარიშსწორება განხორციელდა უშუალოდ მასთან, როგორც ამხანაგობის თავმჯდომარესთან. სწორედ ამან განაპირობა ის გარემოება, რომ გადახდის დღეს - 2010 წლის 23 აგვისტოს შედგენილ სალაროს შემოსავლის ორდერზე (ტომი 2, ს.ფ. 263) მითითებულია ი----------------- გადამხდელად და აღნიშნული ორდერი დამოწმებულია მისივე (მოწმის) ხელმოწერით. მოწმე ასევე დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების დ-------------ს სახელზე გაფორმება განხორციელდა მხოლოდ იმის გამო, რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო იმ მომენტისათვის უძრავი ქონების რეგისტრაცია.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმით დადგენილი მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს მოწმის - უძრავი ქონების ღირებულების მიმღები პირის - ამხანაგობის თავმჯდომარის ერთმნიშვნელოვან და არაორაზროვან ჩვენებას უძრავი ქონების ღირებულების გადამხდელის ვინაობასთან მიმართებით და ასევე სალაროს შემოსავლის ორდერს, სადაც გადამხდელად მითითებულია მოსარჩელე და მათზე დაყრდნობით დადგენილად მიაჩნია, რომ დ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება მდებარე მისამართზე თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ, შეძენილია მოსარჩელის მიერ.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ მიმდინარე დავის ფარგლებში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელე ი-----------------ს და დ-------------ს შემოსავლების შესახებ, აძლიერებს სასამართლოს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ უძრავი ქონების ღირებულება გადახდილია უშუალოდ მოსარჩელის მიერ. მოწმის ჩვენების საპირწონედ კი ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხეთა პოზიცია იმის თაობაზე, რომ დ-------------მ უძრავი ქონება შეიძინა სხვა ქონების გაყიდვიდან მიღებული თანხით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე თ----------------ს ჩვენება (2018 წლის 29 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმი);

- სალაროს შემოსავლის ორდერი (ტომი 2, ს.ფ. 263)

 

3.2.3. დ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულ უძრავ ქონებაში, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ, ჩატარებულია 12 441.03 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებულია მოსარჩელის მიერ.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ განხორციელებული შედავებიდან გამომდინარე უძრავ ქონებაში თავად რემონტის ჩატარების ფაქტი არ წარმოადგენს სადავო გარემოებას. სადავოა რემონტის ხარჯი გაღებულია მოსარჩელის, თუ დ-------------ს მიერ.

სასამართლო იზიარებს მტკიცების ტვირთის თაობაზე ზემოთ აღნიშნულ განმარტებას და ყურადღებას ამახვილებს უშუალოდ სარემონტო სამუშაოების განმახორციელებელი პირის - მოწმე ამირან აშოთიას ჩვენებაზე (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი). მოწმის განმარტებით, უძრავ ქონებაში ყველანაირი სარემონტო სამუშაოები (გარდა პ----ეტისა) ჩატარებულია მის მიერ. ამასთანავე, მოწმის განმარტებით, თანხის გადამხდელი ყოველთვის იყო ი----------------- და მისგან მიღებული აქვს თანხა დაახლოებით 10 000- 12 000 ლარის ოდენობით. მოწმემ ასევე მიუთითა, რომ დ-------------სგან ორჯერ აქვს მიღებული მცირე ოდენობის თანხა, დაახლოებით 100-150 ლარი. გარდა აღნიშნულისა, მოწმემ განმარტა, რომ დ-------------სთან არსებული ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დ-------------სგან ცნობილი იყო მისი მცირე შემოსავლების შესახებ. მოწმემ ასევე მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ დ------------- თავადვე მიუთითებდა მას ფინანსური საკითხების ი-----------------სთან მოგვარებაზე.

მოსარჩელის მიერ ასევე წარმოდგენილია უძრავ ქონებაზე ჩატარებული სარემონტო სამუშაოების მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 432-436), რომლის თანახმადაც, შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 12 441.03 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეთა მიერ სათანადო წესით სადავო არ გამხდარა მითითებული სამუშაოების ჩატარების ფაქტი და მათი ღირებულების ოდენობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო იზიარებს წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებას და დადგენილად მიიჩნევს, რომ დ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავ ქონებაში მდებარე მისამართზე თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ, ჩატარებულია 12 441.03 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები, რომლის ღირებულებაც ანაზღაურებულია მოსარჩელის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოწმე ამირან აშოთიას ჩვენება (იხ. 2018 წლის 15 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი)

- სამუშაოების მიახლოებითი ხარჯთაღრიცხვა (ტომი 1, ს.ფ. 432-436)

3.2.4. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ უძრავი ქონების ღირებულების - 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის და მასში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 12 440 ლარის ანაზღაურება.

გამომდინარე იქიდან, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას (სსკ-ის 361-ე მუხლი), თუ არ დგინდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა (სსკ-ის 317-ე მუხლი) და აღნიშნული არც სახელშეკრულებო ურთიერთობის არსიდან გამომდინარეობს, მაშინ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის კვლევისათვის რელევანტურია უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი საფუძვლების ძიება, მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს საკითხი სარჩელის წარმატებულობის შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, არ უნდა იქნეს ინტერპრეტირებული იმგვარად, რომ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის გარეშე მხოლოდ შესრულება იძლეოდეს ურთიერთობის სამართლებრივი კვალიფიკაციის შესაძლებლობას. აღნიშნული ნორმა იმგვარად უნდა იქნეს ინტერპრეტირებული, რომ მხარეები ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებით პირობებზე შეთანხმებულნი არიან და შესრულება ნიშნავს აღნიშნული სამართალურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების აღიარებას და არა ისე, რომ ნებისმიერი შესრულება კვალიფიცირებულ იქნეს ამა თუ იმ სამართალურთიერთობად, მხარის მიხედულობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე, როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა.

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განსაზღვრულია, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამონგრევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დ-------------ს სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, დ-------------–--ის ქუჩა №1, სადარბაზო №6, სართული №5, ბინა №1---, ფართით 42.17 კვ.მ, შეძენილია მოსარჩელის მიერ. ასევე უდავოა, რომ გადახდილი თანხის ღირებულებამ შეადგინა 18 000 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია სასამართლოს მიერ, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებაში ჩატარებულია 12 441.03 ლარის ღირებულების სარემონტო სამუშაოები და მათი ღირებულება ანაზღაურებულია მოსარჩელის მიერ, რასაც ის ითხოვს 12 440 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა პასუხისმგებლობის განმაპირობებლია მემკვიდრეობით სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, ის გარემოება, რომ ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებელ დ-------------ს პირველი რიგის მემკვიდრეებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად და ისინი წარმოადგენენ მამკვიდრებლის პასივზე - შესასრულებელ ვალდებულებაზე პასუხისმგებელ პირებს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მატერიალურ სამართალში ურთიერთობის მონაწილე – კონტრაჰენტის ამა თუ იმ საფუძვლით ურთიერთობიდან გასვლა იწვევს ამ ურთიერთობაში უფლებამონაცვლის ჩართვას და მისთვის იმ უფლება-მოვალეობათა გადაცემას, რაც თავდაპირველ სამართალსუბიექტს გააჩნდა. ზოგადად, სამოქალაქო სამართალში ორი სახის უფლებამონაცვლეობა გვაქვს: პირველი – უნივერსალური ანუ ზოგადი უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მისი წინამორბედის ყველა უფლება-მოვალეობა (მემკვიდრეობა, იურიდიული პირის რეორგანიზაცია და სხვა) და მეორე – სინგულარული (კერძო) უფლებამონაცვლეობა, როდესაც უფლებამონაცვლეზე გადადის მხოლოდ ცალკეული უფლება (მოთხოვნის დათმობა). ორივე შემთხვევაში უფლებამონაცვლეობის ფარგლები იმისდა მიხედვით დგინდება, თუ რა სახის უფლებამონაცვლეობასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ამასთან, უფლებამონაცვლე უფლებებსა და მოვალეობებს იმ ფარგლებში იძენს, რა ფარგლებშიც იგი მის წინამორბედთან იყო. უფლებამონაცვლეობის ფარგლების შეზღუდვა, განსაკუთრებით ადრე არსებული ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების ფარგლებში, მხოლოდ უფლებამონაცვლის ნებაზე ან მასსა და მის წინამორბედს შორის შეათანხმებაზე არ არის დამოკიდებული, ვინაიდან იგი პირდაპირ გავლენას ახდენს მესამე პირის ინტერესზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისთვის.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარე მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაწეული ხარჯისაგან განსხვავებით, მოსარჩელის მიერ უძრავ ქონების შესაძენად გადახდილი ღირებულებას, ისევე როგორც ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულებას, სასამართლო ვერ მიიჩნევს შემსრულებლის მიერ გაწეულ ზნეობრივ მოვალეობად, რაც განაპირობებს მათთვის მოსარჩელის მიერ გაღებული ხარჯის ანაზღაურებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ უძრავი ქონების ღირებულების - 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მასში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 12 440 ლარის ანაზღაურება.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 976-ე, 979-ე, 991-ე, 1336-ე, 1328-ე, 1484-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ემყარება სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სამართლებრივ საფუძველს.

6.2. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს. ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს.

შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოსარჩელეს და დ-------------ს შორის არსებული საოჯახო ურთიერთობიდან გამომდინარე მამკვიდრებელ დ-------------ს ავადმყოფობაზე გაწეული ხარჯი წარმოადგენდა შემსრულებლის (მოსარჩელის) ზნეობრივ მოვალეობას, რის გამოც სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრებათ მამკვიდრებლის მკურნალობაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

6.3. უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას.

შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში იშლება.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელის ქმედებიდან გამომდინარე მოპასუხეთა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი და ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრებათ უძრავი ქონების ღირებულების - 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში და მასში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების - 12 440 ლარის ანაზღაურება.

ამასთან, მოპასუხეთათვის აღნიშნული თანხის დაკისრება უნდა განხორციელდეს მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არინ მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილია 3 000 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 134), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი (ტომი 1, ს.ფ.161). სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მოთხოვნის 33.54%, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 1006.2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლიდან გამომდინარე. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, არ არსებობს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ტომი 1, ს.ფ. 184-187) გაუქმების საფუძველი.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991--ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ი-----------------ს სარჩელი მოპასუხეების - უ----------ს და ა-----------------ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. არ დაკმაყოფილდეს ი-----------------ს მოთხოვნა მოპასუხეებისათვის 113 830.27 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;

3. მოპასუხეებს - უ----------ს და ა-----------------ს მოსარჩელე ი-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ 18 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა დ-------------სგან მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად;

4. მოპასუხეებს - უ----------ს და ა-----------------ს მოსარჩელე ი-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ 12 440 ლარის გადახდა დ-------------სგან მემკვიდრეობით მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად;

5. მოპასუხეებს - უ----------ს და ა-----------------ს მოსარჩელე ი-----------------ს სასარგებლოდ დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1 006.2 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი