გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2-2016-2016
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
18.12.2018 წ. ქ.რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელეები შპს "ე-------ა”
პ----- ბ-------ი
უ-----– ნ---ი
წარმომადგენელი ხათუნა გრიგალაშვილი
მოპასუხე ქალაქ რ---------------–----–--------------ა
წარმომადგენლები ელისო მემანიშვილი, ელენე მასხარაშვილი
დავის საგანი გარიგების ბათილად ცნობა, წილის მესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2011 წლის 27 სექტემბერს ქალაქ რუსთავის მერიასა და შპს ე-------ას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;
1.2. ქალაქ რუსთავის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებული შპს ე-------აში 15%-იანი წილის 7,59% წილის მესაკუთრედ პ----- ბ-------ის ცნობა;
1.3. ქალაქ რუსთავის თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებული შპს ე-------აში 15%-იანი წილის 7,41% წილის მესაკუთრედ უ-----– ნ---ის ცნობა.
სარჩელის გარემოებები:
2011 წლის 27 სექტემბერს შპს ე-------ასა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით შპს ე-------ამ მერიას დაუთმო ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიმართ მოთხოვნის უფლება ზიანის 76 979,30 ლარის ანაზღაურების შესახებ. ზიანის ანაზღაურება ამ პირებს დაეკისრათ სასამართლოს გადაწყვეტილებით. შპს ე-------ის პარტნიორები ხელშეკრულების დადების დროს იყვნენ ისრაელის მოქალაქეები, ფიზიკური პირები. მათ წილები შეიძინეს მაშიახ იაკობისაგან, რომელმაც შპს ე-------ის 85% წილი შეიძინა პრივატიზაციის გზით რუსთავის მერიისაგან. ისინი იძულებული იყვნენ დაჰყოლოდნენ სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებს, რადგან შესაძლებელია იყო უკან წაერთმიათ აუქციონზე შეძენილი წილი. ხელშეკრულების გაფორმებას წინ უძღოდა მერიის მხრიდან იმ მიწის ნაკვეთების დაბრუნების დაპირება, რაც საზოგადოების საკუთრებიდან უკან---ო გზებით იყო გასული და იმ დროისათვის მერიის საკუთრებაში იყო. მოთხოვნის დათმობა გაფორმდა იმ პირობის გამო, რომ კომპანიას უნდა მიეღო მისი ყოფილი ხელმძღვანელი პირებისა და ყოფილი პარტნიორების მხრიდან უკან---ოდ გასხვისებული მიწის ნაკვეთები, ხოლო ზიანის ანაზღაურების ანგარიშში კი კომპანიის 15% წილი, რაც არ მოხდა. რუსთავის მერიამ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე დაიწყო იძულებით აღსრულება, რომლის დროს აღსრულება მიექცა ლ---- ა-----ის კუთვნილ 15% წილზე შპს ე-------აში, რაც აუქციონზე არ გასხვისდა და წილი ნატურით საკუთრებაში გადაეცა კრედიტორს რუსთავის მერიას. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება შპს ე-------ამ შეასრულა, ხოლო მერიამ სანაცვლო ვალდებულება არ შეასრულა, კომპანიას არ დაუბრუნა მიწის ნაკვეთები და 15%-იანი წილი. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მოთხოვნის დათმობა ხდება იმის გამო, რომ ლ---- აბაიძემ და დ----- ბ-–---–---–მა უშუალო ზიანი მიაყენეს მერიას და ეს არ ასახულა მათი წილის საპრივატიზაციო ღირებულებაში. ზიანის მიყენების დროს მერია იყო შპს ე-------ის 40% წილის მესაკუთრე, ხოლო პროვატიზაციის დროს მან გაასხვისა შპს ე-------ის 85% წილი. მერიის წილი გაიზარდა იმის ხარჯზე, რომ წილის სხვა მესაკუთრეებმა წილი საკუთრებაში გადასცეს მერიას. გარდა წილებისა, მერიას საკუთრებაში გადასცეს ასევე საზოგადოების ის მიწის ნაკვეთებიც, რომლებიც ყოფილა დირექტორმა დ------–--- ფ---–---–--ემ და ლ---- ა-----ემ უკან---ოდ გაასხვისეს. ამდენად, მერიამ ლ---- ა-----ის მიერ მიყენებული ზიანი, ზიანი სრულად აინაზღაურა.
აღნიშნული გარემოებების გამო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მერიის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების ბოროტად გამოყენებას, რის გამოც მოითხოვს ხელშეკრულების ბათილად ცნობას სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე.
იმის გამო, რომ იძულებითი აღსრულების შედეგად მოვალის ქონება კრედიტორს გადაეცა საკუთრებაში, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება რომ არ დადებულიყო, მოთხოვნის იძულებითი აღსრულების ასეთივე შედეგი დადგებოდა შპს ე-------ის მიმართ და მას როგორც კრედიტორს საკუთრებაში გადაეცემოდა ლ---- ა-----ის კუთვნილი წილი. შპს ე-------ამ თავისივე საწესდებო კაპიტალის წილზე საკუთრების უფლების ვერ მოიპოვებდა, რის გამოც ეს წილი საკუთრებაში უნდა გადაეცეთ იმ პირებს, ვინც იმ დროს იყვნენ შპს ე-------ის მეწილეები მათი წილის პროპორციულად. იმ დროისათვის ლ---- ა-----ესთან ერთან პარტნიორები იყვნენ მხოლოდ პ----- ბ-------ი და უზუელ ნ---ი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:
სარჩელი ხანდაზმულია, რადგან იგი აღძრულია სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის გასვლის შემდეგ. ყველაზე გვიან ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2012 წლის 19 სექტემბერს, როცა მერიამ აუქციონზე შეძენილ ლ---- ა-----ის წილზე საკუთრების უფლება აღრიცხა სამეწარმეო რეესტრში. სარჩელი აღძრულია 2016 წლის 4 ნოემბერს. ხანდაზმულობა არ შეწყვეტილა საქართველოს პროკურატურაში განცხადების წარდგენით, რადგან 2013 წლის 15 აპრილის განცხადებაში შპს ე-------ის დირექტორი სადაო ხელშეკრულების თაობაზე პრეტენზიას საერთოდ არ აცხადებს, იგი მოითხოვს გამოძიების დაწყებას იმის გამო, რომ საზოგადოების ყოფილმა დირექტრორებმა უკან---ოდ გაასხვისეს მიწის ნაკვეთები, ასევე სხვადასხვა პირები აცხადებენ, რომ ყოფილ დირექტორებს შეუთანხმდენენ მიწის ნაკვეთების ნასყიდობის შესახებ და გადაიხადეს თანხა, რომლებიც საზოგადოებაში ბუღალტრულად აღრიცხული არ არის და საზოგადოების მიმართ ისინი პრეტენზიას აცხადებენ. სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენით და სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---- ა-----ემ და დ----- ბ-–---–---–მა უშუალო ზიანი მიაყენეს რუსთავის მერიას, რაც ანაზღაურებული არ იყო. შპს ე-------ის პარტნიორებზე რაიმე ზეგავლენა ხელშეკრულების გასაფორმებლად არ მომხდარა, მიწის ნაკვეთების გადაცემის თაობაზე ადმინისტრაციული დაპირება მერიას არ გაუცია, რის გამო მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ მიწის ნაკვეთების გადაცემის ვალდებულება მერიას არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ე-------ა დაფუძნებულია 1995 წლის 28 სექტემბერს. 2009-2010 წლებში, შპს ე-------ის პარტნიორები იყვნენ ლ---- ა-----ე - 15%, დ------–--- ფ---–---–--ე 15%, ზ------ ჭ---------ა - 7,5%, გ------- ქ------ - 7,5 %, თ------ ჯიქია - 15%, ქალაქ რუსთავის თვითმმართველობა - 40%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი
3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბრის განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და განსასჯელი გ------- ჭ---------ას შორის. გ------- ჭ---------ა საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა გათვალისწინებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, 3(სამი) წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6(ექვსი) წელი; განსასჯელ გ------- ჭ---------ას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით; განსასჯელ გ------- ჭ---------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდა და განსასჯელი დაუყოვნებლივ განთავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან; განსასჯელ გ------- ჭ---------ას ძირითადი სასჯელის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო 2010 წლის 24 სექტემბრიდან განთავისუფლების დღის 2010 წლის 02 დეკემბრის ჩათვლით – 2(ორი) თვე და 8(რვა) დღე;
ამავე განაჩენით დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასა და განსასჯელ გ. ქ------სა და მისი ინტერესების დამცველ ადვოკატს რ. რევაზიშვილს შორის; განსასჯელი გ------- ქ------ საქმის არსებითი განხილვის გარეშე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით განესაზღვრა მუხლით გათვალისწინებული სასჯელის ზომის უდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი -თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, 3(სამი) წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, საიდანაც თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 6 (ექვსი) წელი; განსასჯელ გ------- ქ------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 5000 (ხუთი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით;
განსასჯელი დ----- ბ-–---–---–ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ~ბ~ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, 3(სამი) წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით; განსასჯელ დ----- ბ-–---–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით;
განსასჯელი ლ---- ა-----ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ~ბ~ პუნქტითა და 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ~ბ~ პუნქტით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით, 3(სამი) წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-42-ე მუხლების საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და საბოლოოდ განსასჯელ ლ---- ა-----ეს დანაშაულთა ე-------ლიობით ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 14(თოთხმეტი) წლის ვადით, 3(სამი) წლით კერძო და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევით და დამატებითი სასჯელი ჯარიმა 4000(ოთხი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვით; განსასჯელ ლ---- ა-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება დაპატიმრება გაუქმდა. განსასჯელ ლ---- ა-----ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან.
ლ---- აბიაძის და დ----- ბ-–---–---–ის მიერ დანაშაულის ჩადენა გამოიხატა შემდეგ ქმედებებში: დ----- ბ-–---–---–მა ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით. მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: დ----- ბ-–---–---–ი შ.პ.ს. ”ე-------ის” ბაზრობაზე, ამავე ბაზრობის 7.5 %-ის მფლობელ პარტნიორთან გ------- ქ------სთან და გ------- ჭ---------ასთან ერთად აკონტროლებდა კონტროლიორებს ვ.ჯაჭვაძეს, ლ.ტალახაძეს და მოლარე-ოპერატორებს, გ------- გონგაძეს და გ------- ბარაბაძეს, რათა მათ არ დაეფიქსირებინათ მოვაჭრეებისაგან შემოსული რეალური თანხა სალაროს აპარატის ქვითრებით. ამის შემდეგ, შემოსული თანხა ნაცვლად შ.პ.ს. ”ე-------ის” დირექტორ მალხაზ ალბორაშვილისა, მიჰქონდა ადმინისტრაციაში ლ---- ა-----ესთან და დამალულ თანხას წინასწარი შეთანხმებისამებრ ინაწილებდნენ. 2010 წლის 08 ივლისს დ. ბ-–---–---–ი #08-07 ბრძანებით დაინიშნა შ.პ.ს. ”ე-------ის” მოლარე-ოპერატორად. ამის შემდეგ დ. ბ-–---–---–ი, მოლარე-ოპერატორები გ.ქ------ და გ------- ჭ---------ა ბაზრობაზე, ტანსაცმლისა და პროდუქტის ანგარში და წინა ფარდულში მოვაჭრეებისაგან კონტროლიორების მიერ აღებულ გადასახად თანხებს, თავად ასახავდნენ სალაროს აპარატის მეშვეობით. გ.ჭ---------ა და გ.ქ------, ლ.ა-----ესთან შეთანხმებით მიღებულ თანხებს სრულად არ ასახავდნენ შ.პ.ს. ”ე-------ის” ბუღალტერიაში, შემოსავალში და ინაწილებდნენ ერთად. მათ მიერ 2010 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით სულ მითვისებული იქნა 100 998.53 ლარი.
ლ---- ა-----ემ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კან---იერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენისა და უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის 05 აგვისტომდე ლ---- ა-----ე სისტემატიურად იმყოფებოდა შ.პ.ს. ”ე-------ის” ბაზრობაზე, ადმინისტრაციულ შენობაში და შ.პ.ს. ”ე-------ის” დირექტორ მალხაზ ალბორაშვილის ნაცვლად თავად იღებდა ბაზრობიდან შემოსულ თანხებს. ლ---- ა-----ე ყოველივეს ახორციელებდა გ------- ქ------სა და გ------- ჭ---------ას მეშვეობით, რომლებიც თავისი მხრივ აკონტროლებდნენ, კონტროლიორების ვალერი ჯაჭვაძის, ლერი ტალახაძის, მოლარე-ოპერატორების, გ------- გონგაძის და გ------- ბარაბაძის მიერ აკრეfილ გადასახად თანხებს, რათა მათ არ დაეფიქსირებინათ სალაროს აპარატის მეშვეობით შემოსული გადასახადი თანხების რეალური ოდენობა. 2010 წლის დასაწყისიდან მოლარე-ოპერატორები გ------- ქ------ და გ------- ჭ---------ა ბაზრობაზე, ტანსაცმლისა და პროდუქტის ანგარში და წინა ფარდულში მოვაჭრეებისაგან კონტროლიორების მიერ აღებულ გადასახად თანხებს თავად ასახავდნენ სალაროს აპარატის მეშვეობით. ისინი ლ.ა-----ესთან შეთანხმებით მიღებულ თანხებს სრულად არ აფიქსირებდნენ შ.პ.ს. ”ე-------ის” ბუღალტერიაში, შემოსავალში და ინაწილებდნენ ერთად.
ამასთან, ლ.ა-----ე 2010 წლის 01 ივნისიდან 2010 წლის 06 აგვისტომდე დანიშნული იქნა შ.პ.ს. ”ე-------ის” დირექტორად. მან 2010 წლის ივლისის თვეში გაასხვისა შ.პ.ს. ”ე-------ის” კუთვნილი 4 მიწის ნაკვეთი, ღირებულებით 7750 ლარი, რომელიც ასევე არ ასახა შ.პ.ს. ”ე-------ის” შემოსავალში.
ასევე, ლ---- ა-----ემ შ.პ.ს. ”ე-------ის” დირექტორობის პერიოდში, კერძოდ, 2010 წლის 8 ივნისიდან 5 აგვისტომდე შ.პ.ს. ”ე-------ის” 2000 წლის 20 ნოემბრის წესდების 6.5 და 6.8 ქვეპუნქტების დარღვევით გაასხვისა შ.პ.ს. ”ე-------ის” კუთვნილი 14 მიწის ნაკვეთი სულ 830 კვ.მ, საერთო ღირებულებით 49800 ლარი, ისე, რომ საქმის კურსში არ ჩააყენა 40% წილის მფლობელი ”რუსთავის თვითმმართველი ერთეული” და 15% წილის მფლობელი დ------–--- ფ---–---–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- განაჩენის ასლი (ს.ფ. 23-47. ტომი 1)
2.1.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 4 ივნისის განაჩენით დ------–--- ფ---–---–--ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასაჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის და 6 თვის ვადით, დ------–--- ფ---–---–--ეს დამატებითი სასჯელის სახით შეეფარდა ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით. დ------–--- ფ---–---–--ეს 3 წლის ვადით ჩამოერთვა საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირებში ხელმძღვანელობითი თანამდებობის დაკავების უფლება. დანაშაულის ჩადენა გამოიხატა იმაში, რომ 2009 წლის 1 სექტემბერის საბუღალტრო რევიზიის აქტის თანახმად, შპს ე-------ის წმინდა მოგებამ 2004 წლიდან 2009 წლის 1 იანვრამდე შეადგინა 481 423 ლარი, ამ თანხიდან 40% წილის მფლობელს ქ რუსთავის მერიას დივიდენდის სახით ეკუთვნოდა 192 569 ლარი, რაც არ მიუღია და ეს თანხა მიითვისა შპს ე-------ის დირექტორმა დ------–--- ფ---–---–--ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაჩენის ასლი (ს.ფ. 50-58. ტომი 1)
2.1.4. 2010 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით დ------–--- ფ---–---–--ემ შპს „ე-------აში“ 15% წილი საკუთრებაში გადასცა ქალაქ რუსთავის მერიას მითვისებული დივიდენდის 192 569 ლარის სანაცვლოდ. 2010 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით გ------- ქ------მ შპს ე-------აში 7,5% წილი საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ. 2010 წლის 12 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით თ------ ჯიქიამ შპს ე-------აში 15% წილი საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების, ბანკის სოლიდარული პასუხისმგებლობის განთავისუფლების სანაცვლოდ. 2010 წლის 1 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით ზ------ ჭ---------ამ შპს ე-------ის 7,5% წილი საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას შპს ე-------ისათვის მიყენებული ზიანის სანაცვლოდ. 2010 წლის 3 დეკემბერს გაცემული სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ამ ხელშეკრულებების საფუძველზე რუსთავის მერიის საკუთრებად დარეგისტრირდა შპს ე-------აში წილის 85%.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი (ს.ფ. 21. ტომი 1)
- ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 59-61. ტომი 1)
2.1.5. 2011 წლის 2 თებერვალს თვითმმართველი ქალაქის რუსთავის მერიის მიერ გაცემულია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა N1, რომლის მიხედვით, შპს ე-------აში რუსთავის მერიის კუთვნილი 85% წილი საკუთრებაში გადაეცა მაშიახ იაკობს, რომელმაც გაიმარჯვა 2010 წლის 3 იანვარს გამართულ აუქციონზე. აუქციონზე წილის საწყისი ფასი შეადგენდა 340 000 ლარს, ხოლო გასხვისდა 363 000 ლარად. საპრივატიზაციო პირობას შეადგეს აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში სს პროკრედიტ ბანკის მიმართ შპს ე-------ის დავალიანების 105 000 აშშ დოლარის გადახდა და აუქციონის ჩატარებიდან 1 წლის განმავლობაში საგადასახადო დავალიანების 406 000 ლარის გადახდა. ეს პირობები შესრულებულია. მაშიახ იაკობმა პრივატიზაციის საფუძველზე მიღებული წილი გაასხვისა პ----- ბ-------სა და უ-----– ნ---იზე, რის შედეგად პ----- ბ-------ი გახდა შპს ე-------ის 35% წილის მესაკუთრე, ხოლო უ-----– ნ---ი - 50% წილის მესაკუთრე.
2011 წლის 27 სექტემბერს სადაო ხელშეკრულების დადების დროს შპს ე-------ის პარტნიორები იყვნენ ლ---- ა-----ე - 15%, უ-----– ნ---ი - 50%, პ----- ბ-------ი - 35%. რუსთავის მერიისათვის ლ---- აბიაძისათვის წილის გადაცემის დროს, 2012 წლის 19 სექტემბერს შპს ე-------აში უ-----– ნ---ი იყო 20 % წილის მესაკუთრე, ხოლო პ----- ბ-------ის საკუთრებაში იყო 65% წილი. 2018 წლის 24 ოქტომბრის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, შპს ე-------ის პარტნიორები არიან: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი - 15%, უ-----– ნ---ი - 28%, მეგი სირბილაძე - 29%; პ----- ბ-------ი - 28%
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკუთრების მოწმობის ასლი (ს.ფ. 64-65. ტომი 1)
- საპრივატიზაციო მასალების ასლები (ს.ფ.92-127. ტომი 2)
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერები (ს.ფ. 79, 90-91. ტომი 1; ს.ფ. 283-289. ტომი 2)
2.1.5. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით შპს ”ე-------ა”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს ლ---- ა-----ესა და დ----- ბ-–---–---–ს მოსარჩელე შპს ”ე-------ა”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 76979,30 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ლ---- ა-----ესა და დ----- ბ-–---–---–ს დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2309,38 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. გადაწყვეტილების იძულებით აღსასრულებლად 2011 წლის 22 სექტემბერს გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ ლ---- ა-----ემ ჩაიდინა მის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში მყოფი დიდი ოდენობით სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით და საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების გამოყენება ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის უპირატესობის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის 5 აგვისტომდე ლ---- ა-----ე სისტემატიურად იმყოფებოდა შპს ”ე-------ის” ბაზრობაზე, ადმინისტრაციულ შენობაში და შპს ”ე-------ის” დირექტორ მალხაზ ალბორაშვილის ნაცვლად თავად იღებდა ბაზრობიდან შემოსულ თანხებს. ლ---- ა-----ე ყოველივეს ახორციელებდა გ------- ქ-----ის, გ------- ჭ---------ას და დ----- ბ-–---–---–ის დახმარებით, კერძოდ მოლარე ოპერატორების მიერ აკრეფილ გადასახად თანხებს არ აფიქსირებდა სალარო აპარატის მეშვეობით და განზრახ ამცირებდა შემოსული გადასახადი თანხების რეალურ ოდენობას, ხოლო შემოსულ თანხებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად ინაწილებდა. ლ---- ა-----ე 2010 წლის 01 ივნისიდან 2010 წლის 6 აგვისტომდე დანიშნული იქნა შპს ”ე-------ის” დირექტორად. დანაშაულებრივი მოქმედებების შედეგად 2010 წლის იანვრიდან ამავე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით სულ მითვისებული იქნა 100989,53 ლარი. ასევე ლ---- ა-----ემ შპს ”ე-------ის” დირექტორობის პერიოდში საზოგადოების 2000 წლის 20 ნოემბრის წესდების 6.5 და 6.8 ქვეპუნქტების დარღვევით გაასხვისა შპს ”ე-------ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთები ფიზიკური პირების ვახტანგ ნიკოლეიშვილის, იზოლდა ცარციძის, იამზე თარაშვილის, იანა ზოტოვასა და თემურ ტეფნაძის სახელზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 02 დეკემბრის განაჩენით ლ---- ა-----ე და დ----- ბ-–---–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ა” და ”დ” ქვეპუნქტებით, ასევე მესამე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით. მოპასუხეების დანაშაულებრივი ქმედების გამო მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი 76 979,30 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილების და სააღსრულებო ფურცლის ასლი (ს.ფ. 81-84. ტომი 1)
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2011 წლის 27 სექტემბერს შპს „ე-------ასა“ და ქალაქ რუსთავის მერიას შორის დადებული ხელშეკრულებით შპს „ე-------ამ“ ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიმართ 76 979,30 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება დაუთმო ქალაქ რუსთავის მერიას. ამ ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორის უფლებამონაცვლის ქალაქ რუსთავის მერიის სასარგებლოდ განხორციელებული იძულებითი აღსრულების შედეგად ვერ გასხვისდა ლ---- ა-----ის 15% წილი შპს ე-------აში, რის გამოც აღსრულებოს ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 19 სექტემბერის განკარგულებით იგი ნატურით საკუთრებაში გადაეცა კრედიტორს ქალაქ რუსთავის მერიას, რის შემდეგ ამ დრომდე შპს ე-------ის 15% წილის მესაკუთრე არის ქალაქ რუსთავის მერია.
2011 წლის 27 სექტემბერს სანოტარო ფორმით დამოწმებულია შპს ე-------ასა და ქალაქ რუსთავის მერიას შორის დადებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომელშიც მითითებულია, რომ მოთხოვნის დათმობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს მოვალე ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიერ შპს ე-------ის მიმართ დანაშაულებრივი გზით მიყენებული ზიანის არსებობა, რაც დადასტურებულია რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 2 დეკემბერის განაჩენით. შესაბამისად, რუსთავის თვითმმართველი ერთეულმა, რომელიც წარმოადგენდა შპს ე-------აში 85% პარტნიორს, უშუალოდ მიიღო ზიანი 76 979,30 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულებამდე შპს ე-------აში რუსთავის თვითმმართველი ერთეულის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ მოხდა, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა წინამდებარე ხელშეკრულებით ხორციელდება უშუალოდ ზიანის მიმღების რუსთავის თვითმმართველი ერთეულის მიმართ. ხელშეკრულებას შპს ე-------ას სახელით ხელს აწერს მისი დირექტორი უ-----– ნ---ი, ხოლო რუსთავის თვითმმართველი ერთეულის სახელით მას ხელს აწერს ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე გ------- ტაბატაძე. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ უ-----– ნ---მა განაცხადა, რომ გაცნობილია დოკუმენტის შინაარსს და არ საჭიროებს დოკუმენტის თარგმნას.
2011 წლის 13 ოქტომბერს შპს ე-------ის პარტნიორთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით პარტნიორები დაეთანხმნენ შპს ე-------ასა და რუსთავის მერიას შორის 2011 წლის 27 სექტემბერს გაფორმებულ ხელშეკრულებას მოთხოვნის დათმობის შესახებ. კრების ოქმი სანოტარო წესით დამოწმებულია 2011 წლის 18 ოქტომბერს, სადაც მითითებულია, რომ უ-----– ნ---ი და პ----- ბ-------ი არ ფლობენ ქართულ ენას, რის გამოც სანოტარო მოქმედების შინაარსი მათ უთარგმნა მათივე მოწვეულმა თარჯიმანმა. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ თარჯიმნის მეშვეობით ნოტარიუსმა დაადგინა მათი ნების გამოვლენის ნამდვილობა და განუმარტა დოკუმენტზე ხელმოწერის სამართლებრივი შედეგები.
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე აღსრულების ეროვნულ ბიუროში განხორციელდა იძულებითი აღსრულების პროცედურები რუსთავის მერიის სასარგებლოდ. მოვალე ლ---- ა-----ის 15% წილი შპს ე-------აში პირველ იძულებით აუქციონზე არ გასხვისდა, რის გამოც ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2012 წლის 19 სექტემბრის A12048282-012/001 განკარგულებით საკუთრებაში გადაეცა ქალაქ რუსთავის მერიას. განკარგულებაში მითითებულია, რომ შპს ე-------აში ლ---- ა-----ის 15% წილის ღირებულება ნატურით გადაცემისას შეადგენს 180 000 ლარს.
სამეწარმეო რეესტრში შპს ე-------აში 15% წილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკუთრებად დარეგისტრირდა 2012 წლის 19 სექტემბერს.
2013 წლის 15 აპრილს საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა შპს ე-------ის დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ და მოითხოვა შპს ე-------ის ყოფილი დირექტორების და პარტნიორების მიმართ გამოძიების დაწყება. განცხადებაში მითითებულია, რომ საზოგადოების ყოფილმა პარტნიორმა და ამავე დროს დირექტორმა ლ---- ა-----ემ უკან---ოდ გაასხვისა საზოგადოების კუთვნილი 14 მიწის ნაკვეთი ახლო ნათესავებზე ან მასთან დაკავშირებულ პირებზე, ხოლო შემდგომ ეს ქონება 2010 წლის 2-3 დეკემბერს ამ პირებმა უსასყიდლოდ გადასცეს რუსთავის თვითმმართველობას, რაც მათ შორის შეთანხმებას ადასტურებს, ქონება დაუბრუნდა არა შპს ე-------ას, არამედ მერიამ, რის გამოც ამ პროცესმა დაკარგა დაბრუნების ფორმა და საზოგადოების ნაცვლად ქონება გადაეცა რუსთავის მერიას. ეს მოქმედება მიხედავად იმისა, რომ პირდაპირ დაკავშირებულია შპს ე-------ისათვის მიყენებულ ზიანთან, მოქმედების შედეგს შპს ე-------ასთან კავშირი არა აქვს, რადგან იგი კვლავ დაზარალებულად რჩება, მას ქონება არ დაუბრუნდა. შპს ე-------ას ასევე მომართავენ სხვადასხვა ფიზიკური პირები, რომლებიც აცხადებენ, რომ შპს ე-------ის დირექტორს დ------–--- ფ---–---–--ეს გადასცეს ათასობით აშშ დოლარი მიწის ნაკვეთების შესაძენად, თუმცა ეს თანხები საზოგადოებაში ბუღალტრულად აღრიცხული არ არის.
შპს ე-------ის დირექტორმა საქართველოს მთავარ პროკურატურას განცხადებით მიმართა ასევე 2016 წლის 14 აპრილს და მიუთითა, რომ ლ---- ა-----ის მიმართ მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ მერიას შპს ე-------ისათვის უნდა გადაეცა 8 მიწის ნაკვეთი (კოდი 0-----------; კოდი 0----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------. კოდი 0-----------) და ამავდროულად გადმოეცა 15%-იანი წილი. მერიამ შეთანხმება არ შეასრულა. იმ პირებმა რომლებმაც უკანონოდ მიიღეს საკუთრებაში შპს ე-------ას ქონება, იგი დაუბრუნეს არა შპს ე-------ას, არამედ მერიას, ხოლო მერიამ ეს ქონება გადასცა ეკონომიკის სამინისტროს, რითიც დაარღვია მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების პირობა.
შპს ე-------ას დირექტორმა მამუკა ცხოვრებაძემ 2015 წლის 11 მაისს განცხადებით მიმართა ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მოითხოვა უძრავ ქონებაზე საკუთრების მიტოვების საფუძველზე 2013 წლის 12 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება. განცხადებაში მითითებულია, რომ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე ეს მიწის ნაკვეთები უნდა გადასცემოდა შპს ე-------ას, რადგან ისინი შპს ე-------ას ეკუთვნოდა და ლ---- ა-----ემ მათი უკანონო გასხვისებით ზიანი მიაყენა შპს ე-------ას.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის 2016 წლის 23 თებერვლის წერილში შპს ე-------ის განცხადების შესახებ მითითებულია, რომ 8 უძრავი ნივთი ნაცვლად მისი მესაკუთრისა, დაუბრუნდა შპს ე-------ის პარტნიორს რუსთავის მერიას, რითიც უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე (სამოქალაქო კოდექსის 979-ე და 988-ე მუხლები) რუსთავის მერიამ საკუთრებაში მიიღო კანონის დარღვევით, რადგან ამ ქონების კანონიერი მესაკუთრე უკანონო გარიგებების დადებამდე იყო შპს ე-------ა. წერილში მითითებულია, რომ რადგან ქონების განკარგვა საკრებულოს კომპეტენციას აღარ განეკუთვნება, შპს ე-------ის განცხადება განსახილველად გაეგზავნა ქალაქ რუსთავის მერიას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ლ---- ა-----ის მიერ შპს ე-------ისათვის ზიანის მიყენება გარდა თანხის მითვისებისა, გამოიხატა ასევე საზოგადოების კუთვნილი რამდენიმე უძრავი ქონების უკანონოდ გასხვისებაში. მოსარჩელის განმარტებით, მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ მერიას უნდა დაებრუნებინა 8 მიწის ნაკვეთი. კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------; 0-----------.
უძრავი ქონება (კოდი 0----------) რუსთავში, 16-ე მ/რ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 45 კვ.მ მიწის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 29 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ე-------ის დირექტორმა ლ---- ა-----ემ საკუთრებაში გადასცა გ------- ქ---------–--ეს.
უძრავი ქონება (კოდი 0-----------) რუსთავში, 16-ე მ/რ, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 96 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 9 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შპს ე-------ის დირექტორმა ლ---- ა-----ემ საკუთრებაში გადასცა გ------- ქ---------–--ეს.
2010 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე გ------- ქ---------–--ემ ორი უძრავი ქონება კოდი 0----------- და 0----------- უსასყიდლოს საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას.
შპს ე-------ას კუთვნილი უძრავი ქონება (კოდი 0-----------) რუსთავში, 16-ე მ/რ სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 106 კვ.მ მიწის არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 9 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით შპს ე-------ის დირექტორმა ლ---- ა-----ემ საკუთრებაში გადასცა შპს ლაზარეს, რომლის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი მზია ჭ---------ა.
შპს ე-------ას კუთვნილი უძრავი ქონება (კოდი 0-----------) რუსთავში, 16-ე მ/რ, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 88,27 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 9 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შპს ე-------ის დირექტორმა ლ---- ა-----ემ საკუთრებაში გადასცა შპს ლაზარეს, რომლის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი მზია ჭ---------ა.
შპს ე-------ას კუთვნილი უძრავი ქონება (კოდი 0-----------) რუსთავში, 16-ე მ/რ, სტამბულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 101 კვ.მ არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 2010 წლის 9 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების შპს ე-------ის დირექტორმა ლ---- ა-----ემ საკუთრებაში გადასცა შპს ლაზარეს, რომლის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი მზია ჭ---------ა.
2010 წლის 2 დეკემბერს დადებული ხელშეკრულებით შპს ლაზარეს დირექტორმა მზია ჭ---------ამ სამი უძრავი ქონება კოდი 0-----------; 0----------- და 0----------- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას.
ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 12 მარტის N4648 ბრძანებით განხორციელდა ქალაქ რუსთავის საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მიტოვება სახელმწიფოს სასარგებლოდ. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა შემდეგი უძრავი ნივთები: ქალაქ რუსთავში, მე-16 მ/რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 8 უძრავი ნივთი - კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------; კოდი 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების ასლი (75-84. ტომი 1)
- პარტნიორთა კრების ოქმი (ს.ფ. 70-74. ტომი 1)
- სააღსრულებო ბიუროს განკარგულება (ს.ფ. 88-89. ტომი 1)
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 90-91. ტომი 1)
- საჯარო რეესტრიდან ამონაწერები და ხელშეკრულებების ასლები (ს.ფ. 92-196. ტომი 1)
- საკრებულოს ბრძანების ასლი (ს.ფ. 116-117. ტომი 1)
- პროკურატურაში წარდგენილი განცხადებების ასლები (ს.ფ. 201-228. ტომი 1)
- რუსთავის მერიაში წარდგენილი შპს ე-------ას განცხადება (ს.ფ. 229-230. 239-246. ტომი 1)
- ქ. რუსთავის საკრებულოს წერილების ასლები (ს.ფ. 231-238. ტომი 1)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ხელშეკრულება არ არის დადებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებები გამო, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 55-ე, 199-ე, 198-ე, 115-ე, მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, 152-ე, 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილი, 129-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 976-ე, 979-ე, 154-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამ ნორმის თანახმად, ხელშეკრულება არის ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმება, ხოლო ნების გამოვლენა ნამდვილია თუ გარიგების დადების გადაწყვეტილება მიღებულია მხარის თავისუფალი განსჯის პირობებში. სამართლებრივ შედეგს იწვევს ისეთი ნების გამოვლენა, რომელიც მხარის სურვილის და მიზნის გამომხატველია, მიღებულია თავისუფალი განსჯის შედეგად, რაიმე არამართლზომიერი ზეგავლენის გარეშე, მხარისათვის განაზღვრულია და აღქმადია ნების გამოვლენის შედეგად სამართლებრივი შედეგის წარმოშობა, გაცნობიერებული აქვს ნების გამოვლენის შედეგები და რისკები.
დაუშვებელია გარიგების დადების მიზნით ნების გამოვლენის თავისუფლების ხელყოფა, მასზე არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა. მოსარჩელეები ხელშეკრულების ბათილად ცნობას მოითხოვენ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე, რომელიც ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად ითვალისწინებს გარიგების დადებას გავლენის ბოროტად გამოყენების გამო.
სადაო მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება დადებულია 2011 წლის 27 სექტემბერს, რა დროსაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის შემდეგი რედაქცია მოქმედებდა: 1. გარიგება შეიძლება ბათილად ჩაითვალოს, თუ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა ხელშეკრულების მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით (გულუბრყვილობით).2. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ნორმა დასათაურებული იყო შემდეგნარიად: „გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო“.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების პრაქტიკაზე სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებებს. კერძოდ, საკასაციო სასამართლოს დიდმა პალატამ 2017 წლის 2 მრატის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ „მხოლოდ ფასთა დისპროპორციის მოტივით გარიგების ამორალურად მიჩნევა ეწინააღმდეგება ხელშეკრულების დადებისა და მისი შინაარსის განსაზღვრის თავისუფლების პრინციპს (სსკ-ის 319.1-ე მუხლი: კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით). სამოქალაქო კანონები საქართველოს ტერიტორიაზე უზრუნველყოფენ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს (სსკ-ის მე-9 მუხლი). ამ წესიდან არსებული გამონაკლისი, ამ თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის იმპერატიული დანაწესიდან გამომდინარე. საპირისპირო მიდგომა, დიდი პალატის განმარტებით, ხელს შეუშლის სამოქალაქო ბრუნვის ნორმალურ განვითარებასა და სტაბილურობას, რადგანაც ხელშეკრულების არაკეთილსინდისიერ მხარეს, სათანადო წინაპირობების არარსებობის პირობებშიც კი, შეეძლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე. სადავო ხელშეკრულებების გაფორმების დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლი (რომელიც სახელდებული იყო შემდეგნაირად: გარიგების ბათილობა ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამო; 08.05.2012წ. #6151 ცვლილებამდე რედაქციით), გარიგების ბათილად მისაჩნევად კონკრეტულ წინაპირობებზე მიუთითებდა და ორი პირობის კუმულაციურად არსებობის აუცილებლობას ადგენდა. დასახელებული ნორმის მიხედვით, გარიგების ბათილობისათვის საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს მხოლოდ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობის დადგენა, ამასთან ერთად, გარიგების ბათილად მისაჩნევად, აუცილებელია, რომ მეორე წინაპირობაც ვლინდებოდეს, კერძოდ, გარიგება დადებული უნდა იყოს მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთმა მხარემ ბოროტად გამოიყენა თავისი საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა კონტრაჰენტის მძიმე მდგომარეობით ან გულუბრყვილობით (იხ. სუსგ #ას-1224-1149-2015, 20.05.2016, შდრ. ასევე საქმე #ას-880-838-2013, 09.06.2014 წელი, საქმე #ას-1718-1701-2011, 23.02.2012 წელი, საქმე #ას-132-124-2015, 29.04.2015 წელი, საქმე #ას-788-745-2015, 13.10.2015).
მოსარჩელე ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლს მიუთითებს და განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ საზოგადოებას სანაცვლო შესრულება საერთოდ არ მიუღია, ხელშეკრულებაში სანაცვლო შესრულება საერთოდ არ არის მითითებული, ხოლო რუსთავის მერიის ხელმძღვანელი პირების ზეპირსიტყვიერი დაპირება უძრავი ქონების გადაცემის შესახებ არ შესრულდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გარიგების ბათილობის მოთხოვნის დროს უნდა შემოწმდეს ორი წინაპირობის ერთდროულად არსებობა, რადგან ამ ნორმის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველია ის ფაქტები, რომ გარიგებით განსაზღვრულ შესრულებასა და ამ შესრულებისათვის გათვალისწინებულ ანაზღაურებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და ამასთან გარიგება დაიდო მხოლოდ იმის წყალობით, რომ ხელშეკრულების ერთმა მხარემ ბოროტად გაოიყება საბაზრო ძალაუფლება ან ისარგებლა მეორე მხარის მძიმე მდგომარეობით ან გამოუცდელობით. შესაბამისად, ამ ნორმის მიხედვით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია ერთდროულად ორი პირობის არსებობა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ფასსა და ამ შესრულების რეალურ ღირებულებას შორის აშკარა (და არა ყოველგვარი) შეუსაბამობაა და ამავდროულად ფასის ამგვარად განსაზღვრა გამოწვეულია ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებით.
სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს შემდეგი ფაქტები:
- დათმობილი მოთხოვნის სანაცვლოდ რა უნდა მიეღო შპს ე-------ას, იყო თუ არა თანაფარდობა ზიანის თანხასა და სანაცვლო შესრულებას შორის.
- რუსთავის მერიამ გამოიყენა თუ არა საბაზრო ძალაუფლება.
- ისარგებლა თუ არა რუსთავის მერიამ მეორე მხარის გამოუცდელობით ან მძიმე მდგომარეობით.
- რუსთავის მერიამ განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა გამოიყენა თუ არა ბოროტად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლში ფასის შეუსაბამობა არ არის გარიგების ბათილობისათვის მთავარი გარემოება, ამ მუხლის შინაარსისათვის მთავარია გარემოებების ბოროტად გამოყენება, ზემოქმედება, რის შედეგად ხდება რეალური ფასის შეუსაბამოდ გარიგების ღირებულების განსაზღვრა. ამ ნორმის ამჟამინდელი რედაქციის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ამჟამინდელი რედაქციით ამ მუხლის მოქმედება გაფართოვდა, რადგან ნორმის შინაარსში აღარ არის პირველ ნაწილში მითითებული კუმულატიური პირობები და გარიგების ბათილობისათვის საკმარისია ერთი მხარის მიერ მეორეზე ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობიდან გამომდინარე გავლენის ბოროტად გამოყენება.
55-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე ფასის არაექვივალენტურობის გარემოების დასადგენად უნდა შეფასდეს დათმობილი მოთხოვნის სანაცვლოდ რა უნდა მიეღო შპს ე-------ას, შპს ე-------ას სანაცვლოდ რა შესრულება უნდა მიეღო და იყო თუ არა თანაფარდობა ზიანის თანხასა და სანაცვლო შესრულებას შორის.
სადაო გარიგება არის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რაც თავისი არსით სასყიდლიანი ხელშეკრულება არ არის, კანონი არ ითვალისწინებს მოთხოვნის დათმობის სანაცვლოდ მოთხოვნის ძველი მფლობელის მიმართ სანაცვლო შესრულების გადაცემას, მის მიმართ სანაცვლო ვალდებულების შესრულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის მიხედვით, 1. მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. 2. ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს, და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისთვის. 3. ძველი მფლობელი ასევე ვალდებულია მოთხოვნის საფუძველზე გადასცეს შემძენს სათანადოდ დამოწმებული საბუთი ამ უფლებისა და მოთხოვნის დათმობის შესახებ. ამ საბუთის დამოწმების ხარჯები დაეკისრება ახალ მფლობელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მიხედვით, 1. მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. 2. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
საზოგადოდ მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება მის დეფინიციიდან გამომდინარე სასყიდლიანი ხელშეკრულება არ არის და იგი შეიძლება უსასყიდლო ხასიათის ხელშეკრულებაც იყოს. მხოლოდ მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში შეიძლება განისაზღვროს მოთხოვნის დათმობისათვის ფასის გადახდა ან სანაცვლოდ სხვა რაიმე ვალდებულების შესრულება.
სადაო ხელშეკრულებაში მითითებული არ არის შპს ე-------ისათვის მოთხოვნის უფლების მიმღებისაგან , რუსთავის მერიისაგან სანაცვლო შესრულების მიღება - თანხის გადახდა ან რაიმე ქონების გადაცემა. მოსარჩელეების და სხდომაზე მოწმედ დაკითხული გ------- ტაბატაძის (იგი მერიის სახელით ხელს აწერს სადაო ხელშეკრულებას) განმარტებით, მერიის წარმომადგენლების სიტყვიერი დაპირებით, შპს ე-------ისათვის უნდა გადაეცათ ის მიწის ნაკვეთები, რაც საზოგადოების ყოფილმა პარტნიორმა და დირექტორმა ლ---- აბაიაძემ უკანონოდ გაასხვისა და მოთხოვნის დათმობის დროს იყო მერიის საკუთრებაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობის საფუძველია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის არაადექვატურად მაღალი ან დაბალი ფასი შესრულების რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით, რაც სადაო გარიგების შემთხვევაში სახეზე არ არის. 55-ე მუხლის მიხედვით, ბათილობის საფუძველია ფასებს შორის აშკარა დისპროპორცია, რაც იმას ნიშნავს, რომ სადაო გარიგებით გათვალისწინებული უნდა იყოს მოთხოვნის ღირებულებაზე არსებითად ნაკლები ღირებულების სანაცვლო შესრულება, მოთხოვნის დათმობა კი როგორც წესი სასყიდლიანი ხელშეკრულება არ არის და მოთხოვნის გადაცემის სანაცვლო შესრულების გაუთვალისწინებლობა თავისთავად 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის წინაპირობა არ არის.
55-ე მუხლის საფუძველზე გარიგების ბათილობის მეორე აუცილებელი პირობაა ხელშეკრულების მხარის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ან მეორე მხარის მძიმე მდგომარეობის, გამოუცდელობის ბოროტად გამოყენება. მხოლოდ ფასის არაექვივალენტურობა გარიგების ბათილობისათვის საკმარისი საფუძველი არ არის და გარიგების ბათილობას იწვევს ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შედეგად ფასის განსაზღვრა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება გარიგების ბათილობის საფუძველია 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვითაც, რადგან ამ ნორმის საფუძველზე ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე. ამდენად, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილი გარიგების ბათილობის საფუძვლად ფასების არაექვივალენტურობას არ ითვალისწინებს და საკმარისად მიიჩნევს გარიგების დადებას გავლენის ბოროტად გამოყენების შედეგად. ამდენად, 55-ე მუხლის გამოყენებისათვის უნდა განიმარტოს ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ან გავლენის ბოროტად გამოყენება რაში მდგომარეობს.
სასამართლო ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გამოყენების საკითხზე მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, “თუკი საკასაციო სასამართლო გაიზიარებს კიდევაც შპს „ე-ის“ კვლევას და მიიჩნევს, რომ სადავო გარიგებები ფასთა მნიშვნელოვანი დისპროპორციითაა დადებული, სამოქალაქო კოდექსის 55.1 მუხლის კონტექსტში მაინც ვერ მივიდოდა პალატა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა სამართლებრივი ძალის არმქონე გარიგება და მოსარჩელეებს ქონებაზე საკუთრება არ დაუკარგავთ, რადგანაც ნორმის მეორე, კუმულაციური ელემენტი _ შემძენის მიერ საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენება ან გამსხვისებლის გულუბრყვილობა და/ან უმწეო მდგომარეობა არ არის ახსნილი სარჩელით, ისევე, როგორც მოსარჩელე ვერ ამტკიცებს იმ კონკრეტულ ფაქტებს, რომელთა კვლევა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიზნებ,ისათვის მიჩნეული იქნება კონტრაჰენტის გასაკიცხ ქმედებად (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.3.4.; 1.3.7. პუნქტები), აქვე უნდა განიმარტოს, რომ მაგალითად საბაზრო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას ჰქონდა თუ არა ადგილი, შეფასების საგანია და სასამართლომ ეს დასკვნა უნდა გააკეთოს იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომლებსაც მიუთითებს და დაამტკიცებს მოსარჩელე“(საქმე №ას-1102-1022-2017. 2018 წლის 28 მაისის განჩინება).
სასამართლოს მიაჩნია, რომ საბაზრო ძალაუფლების გამოყენების თაობაზე ფაქტები მოსარჩელეს არ მიუთითებია. ასევე არ დასტურდება, შპს ე-------ის მძიმე მდგომარეობით და გამოუცდელობით, გულუბრყვილობით სარგებლობის გარემოება. მოსარჩელეების განმარტებით, შპს ე-------ის იმდროინდელი პარტნიორები არიან ისრაელის მოქალაქეები, საქართველოში სამეწარმეო საქმიანობა ახალი დაწყებული ჰქონდათ, მათ ქართული ენა არ იციან, რის გამოც სადაო გარიგების შინაარსი მათთვის სრულად გასაგები არ იყო. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართული ენის არცონდა არ მიუთითებს შპს ე-------ის პარტნიორების გამოუცდელობაზე და იმაზე, რომ ამ ფაქტით ბოროტად ისარგებლა მოპასუხემ და გააფორმებინა მათთვის მიუღებელი შინაარსის ხელშეკრულება. მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ არის თარგმნილი უ-----– ნ---ის და პ----- ბ-------ისათვის გასაგებ ენაზე, მაგრამ ხელშეკრულების დადების შემდეგ 2011 წლის 13 ოქტომბერს გამართული პარტნიორთა კრების ოქმი მათთვის თარგმნილია, კრებაზე კი მათ მოიწოდეს მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რის გამოც ქართული ენის არცოდნა გარიგების ბათილობის საკმარის საფუძველს ვერ ქმნის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგების ბათილობის საფუძველი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. შესაბამისად, სადაო ხელშეკრულების ბათილობის საკითხი ამ ნორმების ერთობლივად განმარტებით უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების ბოროტად გამოყენებას და ამავე კოდექსის მე-8 მუხლთან ერთად ადგენს კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მთავარ პრინციპს - უფლების კეთილსინდისიერად განხორცილების პრინციპს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
სახელშეკრულებო ავტონომიის ფარგლებში სუბიექტი უფლებამოსილია თავისუფლად დადოს ხელშეკრულებები მხარეთათვის მისაღები და სასურველი შინაარსით, ხოლო კეთილსინდისიერების პრინციპი „ინდივიდის თავისუფლების ერთგვარი შეზღუდვაა.“ სახელშეკრულებო ავტონომიის პრინციპი (10-ე მუხლის მე-2 ნაწილი და 319-ე მუხლები) პირს ანიჭებს თავისუფლებას, კერძო-სამართლებრივ ურთიერთობაში განახორციელოს კანონით აუკრძალავი ნებისმიერი ქმედება, თუმცა უფლების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპით შეზღუდულია ნების ავტონომიის ფარგლები, რადგან აკრძალულია მესამე პირთა უფლებების ხელყოფა.
115-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც ერთგვარად დეკლარაციული ხასიათის ნორმაა, ხოლო ამავე ნორმის მეორე წინადადებით დაკონკრეტებულია, რას გულისხმობს კანონი უფლების არამართლზომიერად გამოყენებაში - „დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას“. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მართლსაწინააღმდეგოდ უნდა ჩაითვალოს უფლების განხორციელება, რომელიც სხვა პირს ზიანს აყენებს და არ ისახავს უფლების განხორციელების აუცილებლობით ნაკარნახევი ინტერესის დაცვას. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება საქმეზე # ას-1535-1438-2012).
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 29 ოქტომბრის N ას-1200-1129-2012 განმარტებული, რომ „იმისათვის რომ ადგილი ჰქონდეს საკუთრების ბოროტად გამოყენებას, უნდა დადგეს შემდეგი კუმულატიური პირობები: ა. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრები არ უნდა მიუთითებდნენ თავიანთი უფლების გამოყენების შედეგზე და სრულიად უმოტივაციოდ უნდა ამბობდნენ უარს მის გაცემაზე; ბ. მეორე მხარეს, (მოსარჩელეს) უნდა გააჩნდეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრების ამ უფლების შელახვის რაიმე კანონისმიერი საფუძველი».
115-ე მუხლის მიხედვით, უფლების განხორციელების მართლზომიერების შესაფასებლად უნდა დადგინდეს უფლების გამოყენების მიზანი, ნების გამომვლენს რა მოტივაცია გააჩნდა უფლების განსახორციელებლად, რა კანონიერი საფუძველი გააჩნდა უფლების განხორციელებისათვის, სადაო შემთხვევაში რა გარემოებამ წარმოშვა ხელშეკრულების დადების გზით უფლების განხორციელების აუცილებლობა. 115-ე მუხლის მიხედვით, უფლების გამოყენების მართლზომიერების შეფასებისათვის არსებითია უფლების მფლობელის მიზანი, მისი მოტივაცია, რაც კონკრეტული უფლების განხორციელებას ამართლებს.
უფლების გამოყენების არამართლზომიერების კრიტერიუმად კანონით დადგენილია სხვისთვის ზიანის მიყენების მიზანი, რაც ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების საფუძველზე დგინდება. ობიექტური კრიტერიუმის საფუძველზე უფლების გაუმართლებელ განხორციელებად ჩაითვლება შემთხვევა, როდესაც ობიექტური დამკვირვებლის თვალსაწიერიდან არ დგინდება პირის მიერ უფლების განხორციელების არანაირი მიზანი, გარდა სხვა პირისათვის ზიანის მიყენებისა. უფლების განხორციელება გამართლებულია, თუ არსებობს ობიექტურად შეცნობადი დასაბუთებული ინტერესი, რომელიც მის განხორციელებას გაამართლებს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2013 წლის 18 თებერვლის განჩინება საქმეზე #ას-1535-1438-2012).
სუბიექტური კრიტერიუმის საფუძველზე სხვა პირისათვის ზიანის მიყენების მიზანი უფლების განმხორციელებლის თვალსაწიერიდან უნდა შეფასდეს. უფლების განმხორციელებელი პირის მიზანი ვლინდება როგორც ქმედების შედეგად ზიანის მიყენების შეგნებაში, ასევე ამ ზიანის დადგომის შესაძლებლობის დაშვებაში. შესაბამისად საკმარისია, რომ უფლების განხორციელება მიმართულია ზიანის მიყენებაზე, უშუალოდ შედეგის დადგომა აუცილებელი არ არის. ზიანი მოიცავს არა მხოლოდ ქონებრივ დანაკლისს, არამედ ნებისმიერი არამატერიალური სიკეთის, უფლებისა და ინტერესის ხელყოფას.
115-ე მუხლი დაუშვებლად მიიჩნევს უფლების გამოყენებას მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამ ნორმაში მითითებული ტერმინი „მარტოოდენ“ იმაზე მიუთითებს, რომ თვალსაჩინო უნდა იყოს, რომ უფლების მფლობელის ძირითადი მიზანი და მამოძრავებელი ინტერესი სწორედ მესამე პირისათვის ზიანი მიყენება ან ზიანის დაშვებაა. სხვა დამატებითი მოტივაცია იმდენად უმნიშვნელო უნდა იყოს მესამე პირის ინტერესთან მიმართებით, რომ მისი ფორმალურად დასახელება არ უნდა ამართლებდეს უფლების განხორციელებას.
ამდენად, უფლების განხორციელების მართლზომიერების შეფასებისათვის უნდა დადგინდეს, რა ობიექტური წინაპირობა განაპირობებდა უფლების განხორციელებას, ამ შემთხვევაში ხელშეკრულების დადების შესახებ ნების გამოვლენას.
მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებაში მოთხოვნის დათმობის საფუძვლად მითითებულია, რომ რუსთავის თვითმმართველი ერთეული წარმოადგენს შპს ე-------აში 85% წილის პარტნიორს და მან უშუალოდ მიიღო ზიანი 76 979,30 ლარის ოდენობით, რომლის ასახვაც სამოქალაქო საქმის წარმოების დასრულებამდე პარტნიორის წილის ნასყიდობის ხელშეკრულებაში არ მოხდა. შესაბამისად, მოთხოვნის დათმობა წინამდებარე ხელშეკრულებით ხორციელდება უშულოდ ზიანის მიმღების - რუსთავის თვითმმართველი ერთეულის მიმართ.
ამდენად, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების მოტივაციად ხელშეკრულებაში მითითებულია ის გარემოება, რომ ლ---- ა-----ემ და დ----- ბ-–---–---–მა ფაქტობრივად ზიანი მიაყენეს რუსთავის თვითმმართველობას, როგორც შპს ე-------ის პარტნიორს და ზიანის თანხა წილის პრივატიზაციის ფასში ვერ აისახა, რუსთავის თვითმმართველობას ზიანი არ აუნაზღაურდა.
გამამტყუნებელი განაჩენის და დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიხედვით ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიერ ზიანის გამომწვევი ქმედებები ჩადენილია 2009-2010 წლებში. ლ---- ა-----ე ბაზრობიდან შემოსულ თანხებს თავად იღებდა ნაცვლად საზოგადოების დირექტორატისა, მან ასევე პარტნიორების 40% წილის მფლობელის რუსთავის მერიის და პარტნიორის დ------–--- ფ---–---–--ის თანხმობის გარეშე გაასხვისა შპს ე-------ის კუთვნილი 14 მიწის ნაკვეთი ჯამური ფართით 830 კვ.მ. დ----- ბ-–---–---–ი ბაზრობის პარტნიორებთან გ------- ჭ---------ასთან და გ------- ქ------სთან ერთად ბაზრობიდან შემოსულ თანხას არ აღრიცხავდა საზოგადოების ბუღალტერიაში და თავად ინაწილებდნენ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილებაში დაკისრებული ზიანის ასანაზღაურებელი თანხის საფუძვლად მითითებულია ის გარემოებები, რომ 2009 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის 5 აგვისტომდე ლ---- ა-----ე შპს ”ე-------ის” დირექტორის ნაცვლად თავად იღებდა ბაზრობიდან შემოსულ თანხებს გ------- ქ-----ის, გ------- ჭ---------ას და დ----- ბ-–---–---–ის დახმარებით, კერძოდ მოლარე ოპერატორების მიერ აკრეფილ გადასახად თანხებს არ აფიქსირებდა სალარო აპარატის მეშვეობით და განზრახ ამცირებდა შემოსული გადასახადი თანხების რეალურ ოდენობას, ხოლო შემოსულ თანხებს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებთან ერთად ინაწილებდა. ლ---- ა-----ე 2010 წლის 01 ივნისიდან 2010 წლის 6 აგვისტომდე დანიშნული იქნა შპს ”ე-------ის” დირექტორად, რა დროსაც 2010 წლის იანვრიდან ამავე წლის 5 აგვისტოს ჩათვლით სულ მიითვისა იქნა 100989,53 ლარი. ასევე ლ---- ა-----ემ შპს ”ე-------ის” დირექტორობის პერიოდში საზოგადოების 2000 წლის 20 ნოემბრის წესდების 6.5 და 6.8 ქვეპუნქტების დარღვევით გაასხვისა შპს ”ე-------ის” კუთვნილი მიწის ნაკვეთები ფიზიკური პირების ვახტანგ ნიკოლეიშვილის, იზოლდა ცარციძის, იამზე თარაშვილის, იანა ზოტოვასა და თემურ ტეფნაძის სახელზე.
ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიერ საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების დროს (2009-2010 წლებში) შპს ე-------ის პარტნიორები იყვნენ: ლ---- ა-----ე - 15%, დ------–--- ფ---–---–--ე 15%, ზ------ ჭ---------ა - 7,5%, გ------- ქ------ - 7,5 %, ქალაქ რუსთავის თვითმმართველობა - 40%, თ------ ჯიქია - 15%. საქმეში წარმოდგენილი განაჩენებით დასტურდება, ამ პერიოდში საზოგადოების ინტერესების საწინაღმდეგოდ მოქმედებდნენ და საზოგადოებას ზიანი მიაყენეს პარტნიორებმა დ------–--- ფ---–---–--ემ, ლ---- ა-----ემ და გ------- ქ------მ. საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად დ------–--- ფ---–---–--ემ წილი 2010 წლის 3 აგვისტოს დადებული ხელშეკრულებით გადასცა რუსთავის მერიას. გ------- ქ------მ ასევე ზიანის ანაზღაურების ანგარიშში შპს ე-------აში წილი დაუთმო რუსთავის მერიას. 2010 წლის 1 დეკემბრის ხელშეკრულებით ზ------ ჭ---------ამ შპს ე-------აში წილი გადასცა რუსთავის მერიას გ------- ჭ---------ას მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ. 2010 წლის 12 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით თ------ ჯიქიამ შპს ე-------აში წილი საკუთრებაში გადასცა რუსთავის მერიას საგადასახადო და საბანკო ვალდებულებების, ბანკის სოლიდარული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების სანაცვლოდ.
ამდენად, ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის მიერ ზიანის მიყენების დროს რუსთავის მერიას საკუთრებაში ჰქონდა შპს ე-------ის წილის 40%. დანარჩენი პარტნიორები იყვნენ 4 ფიზიკური პირი, რომელთაგან დ------–--- ფ---–---–--ემ, გ------- ქ------მ და ლ---- ა-----ემ საზოგადოებას მიაყენეს ზიანი, მიითვისეს საზოგადოების კუთვნილი შემოსავალი და უკან---ოდ გაასხვისეს საზოგადოების კუთვნილი მიწის ნაკვეთები.
ამდენად, შპს ე-------ის პარტნიორი ფიზიკური პირების უმრავლესობა საზოგადოების საწინააღმდეგოდ, საზოგადოების საზიანოდ მოქმედებდნენ და საზოგადოებას ქონებრივი ზიანი მიაყენეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ქმედებებით პარტნიორს უშუალოდ, პირადად ზიანი არ ადგება, რადგან საზოგადოების და პარტნიორის ქონება განცალკევებულია. მაგრამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე მათი ქმედებით რუსთავის მერიამ, როგორც შპს ე-------ის პარტნიორმა სერიოზული ქონებრივი ზიანი განიცადა.
სასამართლო განმარტავს, რომ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის საზოგადოება, რომლის პასუხისმგებლობა მისი კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება მთელი მისი ქონებით. ამ ნორმის მე-3 ნაწილის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების კაპიტალი დაყოფილია წილებად. წილი არის მიმოქცევადი უფლება.
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 46-ე მუხლის მიხედვით, 1. პარტნიორთა უფლება-მოვალეობები და წილების თავდაპირველი განაწილების წესი განისაზღვრება საწარმოს წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით). 2. წესდებით შეიძლება განისაზღვროს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას პარტნიორთა ხმის უფლება ან/და პარტნიორთა შორის მოგების/ზარალის განაწილება არ არის მათი წილების პროპორციული. 3. შპს-ის პარტნიორებს უფლება აქვთ, გაასხვისონ ან დატვირთონ (დააგირავონ) წილი საზოგადოების კაპიტალში, თუ წესდებით შეზღუდვა არ არის დაწესებული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 152-ე მუხლის თანახმად, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს სხვა პირებს, ან გამიზნულია საიმისოდ, რომ მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიენიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირებს რაიმე. ნორმის მიხედვით, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე არის უფლებები და მოთხოვნები, რომელთა მიზანია, მათ მფლობელს შეექმნას მატერიალური სარგებელი, ანდა მიანიჭოს უფლება, მოსთხოვოს სხვა პირს რაიმე.
უფლება არის სამართლებრივი ნორმების საფუძველზე ინდივიდისათვის თავისი ინტერესების განსახორციელებლად მინიჭებული უფლებამოსილება. 152-ე მუხლით გათვალისწინებულ არამატერიალურ ქონებრივ უფლებას მიეკუთვნება ასევე წილები და აქციები. წილი არის საზოგადოებაში პარტნიორის უფლებებისა და მოვალეობების ერთობლიობა, რომელიც პირს აქვს საზოგადოების წევრობიდან გამომდინარე. პარტნიორის წილი განისაზღვრება მის მიერ საზოგადოების კაპიტალში განხორციელებული შენატანების შესაბამისად. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა. შესაბამისად, წილი გამოხატავს პარტნიორის უფლებას, მიიღოს საზოგადოების მართვაში მონაწილეობა.
საზოგადოების კაპიტალში წილზე მის მფლობელს საკუთრების უფლება წარმოეშვება, რომელიც პარტნიორს არა მარტო საზოგადოების მართვაში მონაწილეობის უფლებას ანიჭებს, არამედ პარტნიორს ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს წილის პროპორციულად შემოსავალი საზოგადოების მოგებიდან. წილი პირდაპირი მნიშვნელობით მატერიალური ფორმით გამოხატულ ნივთზე უფლებებს არ წარმოშობს და სწორედ ამიტომ იგი არამატერიალური უფლებას განეკუთვნება. თუმცა, წილის, როგორც ქონებრივი უფლების მნიშვნელობა და არსი იმაშია, რომ წილის მესაკუთრეს წილიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებების განხორციელების შესაძლებლობა წარმოეშობა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საზოგადოების მოგებასა ან ზარალში გამოითვლება ყოველი პარტნიორის წილი. ამდენად, წილზე საკუთრების უფლება წარმოშობს პარტნიორის უფლებებს საზოგადოების მიერ მიღებულ მოგებაზე. სამეწარმეო საზოგადოების საქმიანობის კომერციული ხასიათიდან გამომდინარე პარტნიორს გააჩნია ქონებრივი ინტერესი საზოგადოების გამართული საქმიანობის მიმართ, რადგან საზოგადოების მოგება და ზარალი პარტნიორის ქონებრივ მდგომარეობაზე აისახება, რადგან პარტნიორი საზოგადოების მეშვეობით იღებს შემოსავალს ამ საზოგადოების საქმიანობიდან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეები ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლად მიუთითებენ უფლების არაკეთილსინდისიერად განხორციელების შესახებ. კეთილსინდისიერების პრინციპი ვლინდება ურთიერთობის მონაწილე სუბიექტის მიერ სხვა პირის ინტერესების გათვალისწინების ვალდებულებაში იმ მოცულობით, რომელიც არ იწვევს თავად მისი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას.
ქალაქ რუსთავის მერია იყო სამეწარმეო საზოგადოების 40% წილის პარტნიორი. მოვალე ლ---- ა-----ე იყო საზოგადოების პარტნიორი და დირექტორი, რომელმაც მიითვისა საზოგადოების შემოსავალი და ასევე უკანონოდ გაასხვისა საზოგადოების კუთვნილი უძრავი ქონება.
მოთხოვნის დათმობის მოტივაცია არის ზიანი მიყენება იმ დროს, როცა საზოგადოების პარტნიორი იყო რუსთავის მერია და მას ზიანი არ აუნაზღაურდა. 2009-2010 წლებში რუსთავის მერია იყო შპს ე-------ის წილის 40%-ის მესაკუთრე, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენებით დადგენილია, რომ საზოგადოებას ზიანი მიაყენეს დანარჩენმა პარტნიორთა უმრავლესობამ - საერთო ჯამში 30% წილის მესაკუთრეებმა. არაპირდაპირ ზიანი განიცადა რუსთავის მერიამ, როგორც საწესდებო კაპიტალში უმრავლესი წილის მქონე პარტნიორმა, რადგან საზოგადოების სხვა პარტნიორების მოქმედებით დაზარალდა საზოგადოება და ამის შედეგად საზოგადოებიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა შეუმცირდა სხვა პარტნიორს.
მოსარჩელეების განმარტებით, მიყენებული ზიანი მერიამ სრულად აინაზღაურა, რადგან არა საზოგადოებას, არამედ მას გადაეცა საკუთრებაში საზოგადოების კუთვნილი უკანონოდ გასხვისებული ქონება და ეს ქონება საზოგადოებას არ დაუბრუნა. რუსთავის მერიას საკუთრებაში გადასცეს 8 უძრავი ქონება შპს ლაზარემ, გ------- ქ---------–--ემ, ხოლო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის ანაზღაურების თანხა შეეხება ლ---- ა-----ის მიერ საზოგადოების მიწის ნაკვეთების ფიზიკური პირებზე- ვახტანგ ნიკოლეიშვილზე, იზოლდა ცარციძეზე, იამზე თარაშვილზე, იანა ზოტოვასა და თემურ ტეფნაძეზე გასხვისებას. ამ პირებისგან მიწის ნაკვეთები რუსთავის მერიას არ გადასცემია, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის, მას საკუთრებაში გადაეცა შპს ლაზარეზე და გ------- ქ---------–--ეზე გასხვისებული მიწის ნაკვეთები. ამდენად, ამ მიწის ნაკვეთების გასხვისებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას არ შეეხება დათმობილი მოთხოვნა, ხოლო ამ მიწის ნაკვეთების საზოგადოების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნა (ან მათი ღირებულების დაკისრების მოთხოვნა) სხვა დავის საგანს წარმოადგენს და შესაძლებელია გადაწყდეს უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე.
55-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსის შესახებ სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ბათილობის საფუძველია განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიე-------ის საფუძველზე ნდობის ბოროტად გამოყენება. ამ კონტექსტში სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიმართ საზოგადოდ მოქმედებს იმის გონივრული მოლოდინი, რომ იგი შეასრულებს კეთილსინდისიერად მოქმედების ვალდებულებას. ამდენად, არსებობს სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახელმწიფოს კეთილსინდისიერი ქცევის პრეზუმფცია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე სახელმწიფოს, ისევე როგორც სხვა პირის ნების გამოვლენის ბათილობისათვის უნდა დადგინდეს უფლების განხორციელების რა გონივრული მოტივაცია გააჩნდა მოპასუხეს, ხელშეკრულების დადების მიზანი იყო თუ არა მეორე მხარისათვის ზიანის მიყენება და სხვა პირის ინტერესების ხარჯზე გაუმართლებლად უპირატესობის მოპოვება. სადაო ხელშეკრულების ბათილობისათვის უნდა შეფასდეს რუსთავის მერიამ განიცადა თუ არა ზიანი ლ---- ა-----ის და დ----- ბ-–---–---–ის ქმედებებით, აუნაზღაურდა თუ არა მას ზიანი. ამ გარემოებების საფუძველზე უნდა შეფასდეს რუსთავის მერიას ჰქონდა თუ არ საკმარისად დასაბუთებული მოტივაცია მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ რუსთავის მერიას, როგორც შპს ე-------ის პარტნიორს მოვალეების მოქმედებით (თანხის მითვისებით და უკანონოდ ქონების გასხვისებით) შეელახა ქონებრივი ინტერესი, ხოლო ზარალის ასანაზღაურებლად ქონებრივი სიკეთე არ მიუღია. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული მოთხოვნის დათმობის საფუძველი დასაბუთებულია,ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების გამო არ დადებულა და მისი ბათილად ცნობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ხანდაზმულობა
მოპასუხე სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითებს ხანდაზმულობას დ განმარტავს, რომ გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა წარმოშობილი და გაუქარწყლებელი (შეუწყვეტელი) მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოებაა, ამიტომ სასამართლომ ჯერ უნდა შეამოწმოს მოთხოვნის წარმოშობის სამართლებრივი წანამძღვრები და ამის შემდეგ იმსჯელოს ხანდაზმულობაზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ თითოეული მოთხოვნა, სამართლებრივი საფუძვლის გათვალისწინებით, მისთვის განსაზღვრულ ხანდაზმულობის ვადას ექვემდებარება.
მოპასუხის განმარტებით გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადა, რაც არ შეწყვეტილა საქართველოს პროკურატურისათვის გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართვის შედეგად, რადგან სადაო ხელშეკრულების გამო გამოძიების დაწყება არ მოუთხოვია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს გაშვებული აქვს ამ ნორმით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რასაც სასამართლო არ იზიარებს. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ მოთხოვნაზე ვრცელდება სასარჩელო მოთხოვნის საერთო ხანდაზმულობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად,ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს 10 წელს.
მოთხოვნის საერთო ვადის დადგენა განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კრედიტორის მხრიდან მოთხოვნის უფლების მიმნიჭებელი გარემოებების შესახებ ცოდნის (ან უხეში გაუფრთხილებლობით – არცოდნის) სუბიექტური კრიტერიუმი არ იწვევდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების ფაქტობრივ ხანდაზმულობაუუნარობას. მოთხოვნის დროში შეზღუდვა სამოქალაქო ბრუნვასა და კერძოსამართლებრივ ურთიერთობათა სტაბილურობას ემსახურება.
ხანდაზმულობის საერთო ვადა გამოიყენება იმ მოთხოვნებისთვის, რომელთა დაცვის სპეციალური ვადა დადგენილი არ არის. სასამართლო აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობა, როგორც მოთხოვნის იძულებით დაცვის ვადა, განსხვავდება კონტრაჰენტების ურთიერთშედავების ვადებისგან. ზოგ შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს არა უფლების იძულებით დაცვის მოთხოვნის ვადებს, არამედ ადგენს დაინტერესებული პირის მიერ მხოლოდ მეორე მხარის წინაშე უფლების დარღვევის თაობაზე შედავების ვადას. ასეთ შემთხვევაში, გამოიყენება ხანდაზმულობის საერთო ათწლიანი ვადა, თუ კანონი ამგვარი მოთხოვნისათვის განსხვავებულ წესს არ ადგენს. წინამდებარე დავისათვის მნიშვნელოვანია 55-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით გარიგების ბათილობის მოთხოვნაზე ხანდაზმულობის რა ვადა ვრცელდება. „ამ თვალსაზრისით საყურადღებოა ბათილ გარიგებებზე შეცილების ნორმები. ვინაიდან 59-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, შეცილება ხორციელდება ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ, უფლებადარღვეულმა პირმა კანონით განსაზღვრულ ვადებში (79 , 84 , 89 ) შეცილება უნდა განახორციელოს მეორე მხარის მიმართ. რაც შეეხება უფლების იძულებით დაცვის ხანდაზმულობას, მოთხოვნა საერთო, ათი წლის ვადაში უნდა იქნეს წარდგენილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის გათვალისწინებული ბათილობის საფუძვლით ხელშეკრულება საცილო გარიგებას არ განეკუთვნება, კანონი მისი ბათილობისათვის ხელშეკრულების მეორე მხარის მიმართ შეცილების განხორციელებას არ ითვალისწინებს. გარიგების ბათილობის შემთხვევაში წარმოიშობა უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე გარიგების საფუძველზე მიღებულის დაბრუნების ვალდებულება. უფლების დაცვის ვადები განსაზღვრული არ არის უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე. სასამართლო პრაქტიკით, ვინაიდან უსაფუძვლო გამდიდრება არის გარიგების ბათილობის, მისი არარსებობის ან შეწყვეტის შედეგი, ანუ, ეს არ არის ცალკე, იზოლირებული სამართლებრივი ურთიერთობა, არამედ გამომდინარეობს ხელშეკრულების ბათილობიდან, ასეთ მოთხოვნაზე ვრცელდება ხელშეკრულების ხანდაზმულობის მიმართ მოქმედი წესი. მაგალითად, სამოქალაქო კოდექსი არ განსაზღვრავს კონკრეტულ ვადას, რომლის განმავლობაშიც შესაძლებელია ნაჩუქარი ნივთის უკან გამოთხოვის განხორციელება 530-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით. მჩუქებლის მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენის საფუძვლით ჩუქების საგნის გამოთხოვის მოთხოვნა დროში შეზღუდულია და ეს უფლება უნდა განხორციელდეს საერთო ხანდაზმულობის ვადაში (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის კომენტარი WWW.GCCC.ge ).
ამდენად, მოსარჩელე შპს ე-------ის მოთხოვნაზე ვრცელდება ხანდაზმულობის საერთო ვადა -10 წელი, რაც გასული არ არის, რადგან დავა შეეხება 2011 წლის 27 სექტემბერს დადებული მოთხოვნის დათმობის 2016 წლის 4 ნოემბერს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში რუსთავის მერიისთვის აუქციონის შედეგად გადაცემულ წილი პ----- ბ-------ს და უ-----– ნ---ის საკუთრებაში ვერ გადაეცემათ.
გარიგების ბათილად ცნობის შედეგად რესტიტუციის მიზნით მოსარჩელე მოითხოვს აუქციონზე კრედიტორის - მერიისათვის გადაცემული ლ---- ა-----ის წილის გადაცემას, ხოლო რადგან საზოგადოება მისივე პარტნიორის წილზე საკუთრების უფლებას ვერ მოიპოვებს, ეს წილი საკუთრებაში უნდა გადაეცეთ იმ დროს საზოგადოების პარტნიორებს - უ-----– ნ---ის და პ----- ბ-------ს მათი წილების პროპორციულად.
უსაფუძვლო გამდიდრების ზოგადი დეფინიცია 976-ე მუხლის მოცემული, ამ ნორმის მიხედვით, 1. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ა. ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში; ბ. ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა. ამდენად, უსაფუძვლო გამდიდრების ერთერთი საფუძველია გარიგების ბათილობა, რის შედეგად დაინტერესებულ პირს შეუძლია ვითომ კრედიტორს მოსთხოვოს მიღებულის უკან დაბრუნება, უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები დადგენილია 979-ე მუხლით, რომლის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდევა შეძნილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ უნდა დააბრუნოს მისი საერთო ღირებულება, ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
ამ ნორმის მიხედვით, პირველ რიგში უნდა მოხდეს გადაცემულის ნატურით დაბრუნება. თუ ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია, ხოლო თუ შეუძლებელია, უნდა მოხდეს ანაზღაურების გადახდა. ამ მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დაბრუნების მოთხოვნის უფლება მიმართულია შენაძენზე, რაც პირველ რიგში არის თვითონ საგანი ან უფლება, რომელიც გადაეცემა მიმღებს. დაბრუნების მოთხოვნის უფლება არსებობს მხოლოდ იმ ფარგლებში, რომელშიც შენაძენი ჯერ კიდევ არსებობს უსაფუძვლო გამდიდრების მოვალესთან. თუ უსაფუძვლო გამდიდრება მოთხოვნის დათმობას შეეხება, უსაფუძვლო გამდიდრების მოთხოვნის უფლება მიმართულია მოთხოვნის უფლების დაბრუნებაზე. 979-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დაბრუნების ვალდებულება მიმართული არა მარტო თავად მიღებულის დაბრუნებისაკენ, აგრეთვე გარკვეული სუროგატების მიმართაც, უსაფუძვლო გამდიდრების ე.წ. მეორად საგანზე, რადგან დაბრუნებას ექვემდებარება ის, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამდენად, დაბრუნების ვალდებულება ასევე ვრცელდება იმ სიკეთეებზე, რაც გადაცემულ საგანს ანაცვლებს, მოთხოვნის უფლების გადაცემის შემთხვევაში, ამაში შედის ის, რაც ამ მოთხოვნის განხორციელების შედეგად არის მიღებული. 979-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად მიღებული სარგებლის დაბრუნებას. დასაბრუნებელ სიკეთეში სადაო შემთხვევაში შესაძლებელია იგულისხმება 154-ე მუხლით გათვალისწინებული სიკეთეები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 154-ე მუხლის თანახმად, უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების გამოყენების შედეგად, ნივთის ან უფლების ნაყოფს წარმოადგენს აგრეთვე ის შემოსავალი და უპირატესობა, რომლის მიღებასაც ეს ნივთი ან უფლება უზრუნველყოფს სამართლებრივი ურთიერთობის მეშვეობით. უფლების ნაყოფი არის ის შემოსავალი ან/და უპირატესობა, რაც მიიღება ამ უფლების რეალიზაციის შედეგად. ნაყოფი არის სამეურნეო შემოსავალი, რომელსაც ნივთი ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთე იძლევა თავისი დანიშნულებით პირდაპირ ან არაპირდაპირ (სამართლებრივ ურთიერთობის საფუძველზე, იურიდიული ნაყოფი).
დათმობილი უფლების გამოყენების შედეგად იძულებითი აღსრულების გზით რუსთავის მერიას საკუთრებაში გადაეცა ლ---- ა-----ის წილი შპს ე-------აში, რაც არის ამ უფლების განხორციელების ნაყოფი და გარიგების ბათილობის პირობებში უსაფუძვლო გამდიდრების წესების საფუძველზე უნდა გადაეცეს თავდაპირველ კრედიტორს - შპს ე-------ას. საზოგადოება მისივე პარტნიორის წილის მესაკუთრე ვერ გახდება, რადგან საკუთარ თავთან გარიგების დადება სამოქალაქო კოდექსის 114-ე მუხლის მუხლის საფუძველზე დაუშვებელია. სააღსრულებო წარმოების დროს პ----- ბ-------ი იყო შპს ე-------ის წილის 35%-ის მესაკუთრე, ხოლო უ-----– ნ---ი - 50% წილის მესაკუთრე. სარჩელის აღძვრის დროს შპს ე-------ის პარტნიორები იყვნენ თვითმმართველი ქალაქი რუსთავი 15%, სამსონ ქ---------–--ე - 29%, პ----- ბ------- - 28%, უ-----– ნ---ი - 28%.
სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გამო, რომ სადაო გარიგების დადების შემდეგ უ-----– ნ---იმ და პ----- ბ-------მა გაასხვისეს თავიანთი წილის ნაწილი სამეწარმეო საზოგადოებაში, უსაფუძვლო გამდიდრების წესების გამოყენების შემთხვევაში მათ შპს ე-------ის სადაო 15% წილი უნდა გადაეცეთ არა მოთხოვნის აღსრულების დროს არსებული მათი წილების პროპორციულად, არამედ სარჩელის აღძვრის დროს კუთვნილი წილების პროპორციულად.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამ ნორმის საფუძველზე მოსარჩელეებისათვის სასამართლო ხარჯების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს, რადგან სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს შპს ”ე-------ას”, უ-----– ნ---ის და პ----- ბ-------ის გარიგების ბათილად ცნობის შესახებ;
2. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სასამართლო ხარჯების ანაზღაურებაზე;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი