გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.01.2019
საქმის ნომერი
330210117001841528
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
24.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6940-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 იანვარი, 20-9 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლია ავალიშვილი

სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი

მოსარჩელე - ვა-------------------–---–ი

წარმომადგენელი - ქე-------------------–---–ი

მოპასუხე - მა-----------–---–ი

წარმომადგენელი - დი----------–--–-–---–ი

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე - მა-----------–---–ი

შეგებებული სარჩელის მოპასუხეები - ვა-------------------–---–ი, და----------–---–ი, გი---------------–---–ი

დავის საგანი თავდაპირველ სარჩელში - თანხის დაკისრება

დავის საგანი შეგებებულ სარჩელში - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა-----------–---–ისათვის ვა-------------------–---–ის სასარგებლოდ 7374 ლარის დაკისრება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

20-3 წლიდან 20-7 წლამდე მოსარჩელე ვა-------------------–---–ის შვილი ქე-------------------–---–ი და და----------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. იმის გამო, რომ და----------–---–ს სხვადასხვა პირებისათვის მისაცემი ვალები დაუგროვდა, ვა-------------------–---–მა თავისი ქალიშვილისა და და----------–---–ის თხოვნით, გაყიდა თავის საკუთრებაში არსებული 225 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და აღებული ფულით (9400 აშშ დოლარი) ვალების ნაწილი გადაუხადა და----------–---–ს. ვა-------------------–---–მა კვლავ გაითვალისწინა და----------–---–ის თხოვნა ვალების გასტუმრებასთან დაკავშირებით და იპოთეკით დატვირთა მისსავე საკუთრებაში არსებული ბინა, რითიც კვლავ დაეხმარა და----------–---–ს.

 

მოგვიანებით, ქე-------------------–---–მა და და----------–---–მა გადაწყვიტეს ამ უკანასკნელის მამისეული სახლი მდებარე დაბა ყ------–-, გაერემონტებინათ და ტურისტებისთვის მიექირავებინათ, შემოსავლებით კი ვა-------------------–---–ის ვალი გაესტუმრებინათ (ქ. უ----------–---–-------- უცნობი იყო, რომ აღნიშნული სახლი დ------- მამიდის საკუთრებას წარმოადგენდა). შეთანხმებისამებრ, საცხოვრებელ სახლს გაარემონტებდა ქეთევანის მამა ვა-------------------–---–ი, რომელსაც საცხოვრებელი სახლების მშენებლობის და რემონტის საქმეში დიდი გამოცდილება გააჩნია და კვალიფიციურ მუშაკად ითვლება. ეს უკანასკნელი ამ საქმეში დაიხმარებდა ასევე გამოცდილ მშენებლ პირს გი---------------–---–ს. აღნიშნული საკითხი და----------–---–მა შეათანხმა მამიდასთან, მა-----------–---–თან და ამ უკანასკნელის ნებით ვა-------------------–---–მა დაიწყო დაბა ყ------–- მდებარე ზემოაღნიშნული საცხოვრებელი სახლის რემონტი. ერთ ეზოში ორი სახლია ჩადგმული. ერთი სახლის რემონტი სრულად დაასრულა, ხოლო მეორე სახლის კი ნაწილობრივ. ვა-------------------–---–ი რემონტს ახორციელებდა 20-6 წლის 11 მაისიდან 20-6 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში, ანუ 7 თვის განმავლობაში.

 

აუდიტორული დასკვნის მიხედვით, შესრულდა 7374 ლარის სამუშაოები, რაშიც მა-----------–---–მა ვა-------------------–---–ს შრომის საფასური არ გადაუხადა, თუმცა კი თავიდანვე გაურიგდა ამ უკანასკნელს, რომ სამუშაოების დასრულებისთანავე აანაზღაურებდა შესრულებულ სამუშაოებს საბაზრო ფასების მიხედვით. ვა-------------------–---–მა მა-----------–---–ს შეატყობინა მის მიერ შესრულებული სამუშაოების ღირებულების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მას ვალდებულება არ შეუსრულებია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მა-----------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

3. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა:

 

3.1. ვა-------------------–---–ის, და----------–---–ისა და გი---------------–---–ისათვის მა-----------–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად 16 742 ლარის დაკისრება, საიდანაც გადახდილი სარემონტო თანხაა - 10 800 ლარი, მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭირო თანხა 4847,21 ლარი, ბანკში გადახდილი პროცენტი 895 ლარი, ექსპერტიზის თანხა 400 ლარი;

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

მა-----------–---–ი და და----------–---–ი შეთანხმდნენ დაბა ყ------–- მდებარე სახლის სარემონტო სამუშაოების შესრულებაზე. და----------–---–ს უნდა შეესრულებინა სარემონტო სამუშაოები სახლში, რისთვისაც მა-----------–---–მა სხვადასხვა დროს და----------–---–ს მთლიანობაში 10800 ლარი გადასცა სარემონტო სამუშაოებისათვის, აქედან 7000 ლარი აიღო ბანკიდან სესხი. სესხის აღებამდე და----------–---–ს გადასცა 3600 ლარი, რადგან ბანკი არ გასცემდა სესხს, ვინაიდან არ იყო დაწყებული სარემონტო სამუშაოები, ხოლო 200 ლარი მისცა მესამე ეტაპზე რადგან და----------–---–მა უთხრა, რომ არ იყო თანხა საკმარისი. და----------–---–ისაგან მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მას სარემონტო სამუშაოებში დაეხმარებოდნენ ცოლის ნათესავები ვა-------------------–---–ი და გი---------------–---–ი. თუმცა მოსარჩელეს მათთან ამ საკითხზე მოლაპარაკება არ ჰქონია. მოსარჩელეს და----------–---–მა უთხრა, რომ ვა-------------------–---–ს და გი---------------–---–ს დიდი გამოცდილება გააჩნდათ რემონტის საქმეში და ასევე დაიხმარებდნენ სხვა გამოცდილ მშენებელ მუშაკებს.

 

მოსარჩელის მიერ ობიექტის დათვალიერების შემდეგ აღმოჩნდა, რომ რემონტი სრულად არ იყო ჩატარებული და რაც ჩატარდა ისიც არაჯეროვნად. მოსარჩელემ აღნიშნულზე გამოხატა უკმაყოფილება და სახლის დატოვება მოსთხოვა მოპასუხეებს, რომლებიც რემონტის პერიოდში იქ ცხოვრობდნენ 7 თვის განმავლობაში. და----------–---–ის დაპირების თანახმად, რემონტი უნდა დასრულებულიყო 3 თვეში და უკვე შეძლებდნენ მის გაქირავებას ტურისტებზე. ვინაიდან რემონტი უხარისხოდ და არაჯეროვნად ჩატარდა მოსარჩელეს უწევდა ბანკის ვალების დაფარვა, რაც უნდა დაფარულიყო გარემონტებული შენობა-ნაგებობის გაქირავებით.

 

მოსარჩელემ ჩაატარა ექსპერტიზა, რომელმაც ადგილზე დაათვალიერა ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და დაასკვნა, რომ სარემონტო სამუშაოები ჩატარებული იყო უხარისხოდ და არაკვალიფიცი----- მუშაკების მიერ, ზარალმა კი შეადგინა მინიმუმ 4845 ლარი. ექსპერტმა ასევე გადაიღო სახლის ფოტოსურათები, სადაც თვალნათლივ ჩანს რემონტის ხარისხი, კერძოდ, სახურავი გაკეთებულია უხარისხოდ, ჩამოდის წყალი, ოთახებში შპალერი გაკრულია არასწორად, ჭერი შეღებილია უხარისხოდ. დამხმარე სათავსო, სარდაფი, ეზო, გათბობა, საკანალიზაციო და წყლის გაყვანილობა აბსოლუტურად არის უხარისხო და მიყენებული დაზიანებების აღმოსაფხვრელად საჭიროა 4229,16 ლარი. ასევე მეზობლის კედლის სარემონტოდ და სველი წერტილების აღსადგენად საჭიროა 618,05 ლარი.

 

(იხ. დაზუსტებული შეგებებული სარჩელი, ს.ფ. 262-268).

 

4. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია

 

4.1. მოპასუხეებმა ვა-------------------–---–მა და გი---------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით შეგებებული სარჩელი არ ცნეს.

 

მოპასუხეთა განმარტებით, აღნიშნულ უძრავ ქონებაზე სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ვა-------------------–---–ის მიერ მობილიზებული თანხებით და მათივე გაწეული სამუშაოების შედეგად. მა-----------–---–ის მიერ კონკრეტულად ამ უძრავ ქონებაზე რემონტის ჩასატარებლად თანხების გადაცემის ფაქტი უშუალოდ არ დასტურდება. ამასთან, აუდიტის დასკვნის შესაბამისად სულ გაწეულია 7374 ლარის სარემონტო სამუშაოები, რომელშიც ასევე შედის ხელოსნის მომსახურეობა. მა-----------–---–ის მიერ დასახელებული თანხები, რომელთა სარემონტო სამუშაოებისათვის გადაცემაც არ დასტურდება არც შეესაბამება ჩატარებული სამუშაოების ღირებულებას. ვა-------------------–---–ისა და მისი ქალიშვილის მიერ ხდებოდა სარემონტო მასალების შეძენა და სარემონტო სამუშაოებიც ჩატარდა მათი სახსრებით.

 

გარდა ამისა, მოპასუხეები უთითებენ, რომ სარემონტო სამუშაოების ექსპერტიზა ჩატარდა სამუშაოების დასრულებიდან 1 წლის შემდეგ. საქმეში არ არის არანაირი მტკიცებულება როგორ და ვის მიერ ხდებოდა ამ სახლის გამოყენება ამ ხნის მანძილზე, უვლიდა თუ არა ვინმე უძრავ ქონებას. ამჟამად, სახლი მა-----------–---–ის მიერ გაქირავებულია და ის ღებულობს სარგებელს. მოსარჩელის მიერ წამოყენებული სასარჩელო მოთხოვნები არ ემთხვევა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და უსაფუძვლოა.

 

4.2. მოპასუხე და----------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით შეგებებული სარჩელი ცნო.

 

5. ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.1.1. ყ-------- რაიონის, დაბა ყ------–- მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეს წარმოადგენს მა-----------–---–ი, რომლის უფლების რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს სამკვიდრო მოწმობა, დამოწმების თარიღი 16/07/20-5.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 20-21);

 

5.1.2. მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის, მდებარე ყ-------- რაიონის, დაბა ყაზბეგი, სარემონტო სამუშაოებს 20-6 წლის 11 მაისიდან 20-6 წლის 10 დეკემბრამდე პერიოდში ახორციელებდა ვა-------------------–---–ი, გი---------------–---–თან ერთად;

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები;

 

5.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

5.2.1. საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები წარმოებული იყო არასათანადო ხარისხით, რაც დამკვეთს აძლევდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის საფუძველს.

 

მხარეთა შორის სადავოა ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ხარისხი. შემკვეთმა განმარტა, რომ შეუსრულებელი იყო სამუშაოების დიდი ნაწილი და ამასთან, შესრულებული სამუშაოები იყო უხარისხო და დეფექტური, რაც მას აძლევდა ხელშეკრულებიდან გასვლისა და გადახდილი თანხის უკან მოთხოვნის უფლებას.

 

მითითებული გარემოებების დასადგენად, მოდავე მხარეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საექსპერტო დაწესებულებისა და სხვადასხვა ტიპის საექსპერტო დასკვნები.

 

შპს ,,ა----------–---“-ს 20-7 წლის 15 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახამად, დამკვეთის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეფასდა შენობა-ნაგებობაზე შესრულებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების და გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალების საბაზრო ღირებულება. დასკვნის თანახმად, შესრულებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების ღირებულება განისაზღვრა 7374 ლარით (იხ. ს.ფ. 22-23) .

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 22 იანვრის №--------- დასკვნის მიხედვით, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყ-------- მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–------–-, თ---–---- ქუჩა N--ში მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 4723,02 ლარს დარიცხვების ჩათვლით, მათ შორის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 4229,16 ლარი დარიცხვების ჩათვლით (იხ. ს.ფ. 128-1-0). დასკვნა შეიცავს შენიშვნას, რომლის თანახმადაც, ექპსერტის მიერ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვაში ექსპერტიზის დამკვეთის მა-----------–---–ის მითითებით არ იქნა შეტანილი იმ მასალების ერთეული ღირებულებები რომლებიც მის მიერ იქნა შეძენილი, ხოლო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვაში შეტანილია მასალების ერთეული ღირებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც ი-----დიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.

 

5.2.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 170.2 მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა უნდა შეიცავდეს წარმოებული გამოკვლევის წერილობით აღწერას, გამოკვლევის შედეგად მიღებულ დასკვნებსა და დასაბუთებულ პასუხებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის თანახმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში.

 

სამართალწარმოებაში დიდი მნიშვნელობა ენიჭება ექსპერტიზის დასკვნას. ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგენს მტკიცებულების ერთ-ერთ სახეს და სასამართლომ მოტივირებული გადაწყვეტილებით უნდა დაასაბუთოს აღნიშნული მტკიცებულების გაზიარების მართლზომიერება.

 

ექსპერტიზის დასკვნა არის წერილობითი დოკუმენტი, რომელშიც იმ პირის მიერ, ვისაც გააჩნია სპეციალური ცოდნა მეცნიერების, ტექნიკის, ხელოვნების ან ხელობის დარგში, გადმოცემულია გამოკვლევის შინაარსი, შედეგები და პასუხი მის წინაშე დასმულ კითხვებზე. ექსპერტიზის დასკვნა უნდა შეიცავდეს მონაცემებს, რომელიც ახასიათებს ექსპერტიზის ჩატარების პირობებს, კონკრეტულ დროს, ადგილს, ექსპერტიზის საფუძველს და პირებს, რომლებიც უშუალოდ იღებენ მონაწილეობას ექსპერტიზაში; იმ მასალებისა და აქტების მონაცემებს, რომლებიც საჭიროებენ ექსპერტიზის ჩატარებას და ექსპერტის მიმართ დავალებას; გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს; იმ გარემოებებს, რომლის დადგენაც შეადგენს ექსპერტის საბოლოო მიზანს. ექსპერტის დასკვნა უნდა შეესაბამებოდეს კანონის ნორმებს, შეიცავდეს გამოკვლევის ობიექტურობას, მყარ არგუმენტაციას დასმულ კითხვებზე, მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხებს. ექსპერტის დასკვნის ძირითადი, ანუ კვლევითი ნაწილი უნდა შეიცავდეს კვლევითი პროცესის დროს გამოყენებულ მეთოდებს, მეცნიერულ - ტექნიკურ საშუალებებს, ნორმატიულ მასალებს, გამოკვლევის აღწერას, დასაბუთებას და შედეგებს.

 

სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედებს სადავო გარემოებების მტკიცების სტანდარტი, რომლის მიხედვითაც ყოველი მხარე ვალდებულია, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტუროს საკუთარი პოზიციის სისწორე და უტყუარობა სასამართლოს წინაშე. აღნიშნული წესი უმეტეს შემთხვევაში გულისხმობს, რომ მოსარჩელემ უნდა წარადგინოს მის სასარჩელო განცხადებაში მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო მოპასუხე, რომელიც არ ეთანხმება სასარჩელო განცხადებას, მოსარჩელის არგუმენტებისაგან თავდაცვის მიზნით, ვალდებულია, საპასუხო მტკიცებულებების წარდგენით გააქარწყლოს მოსარჩელის პოზიცია.

 

ამავდროულად, კანონი განსაზღვრავს, თუ რა სახის მტკიცებულებებითაა დასაშვები ამა თუ იმ გარემოების დადასტურება.

 

კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლოს პრეროგატივას წარმოადგენს მხარეთა მიერ საქმისათვის დართული ამა თუ იმ მტკიცებულების საფუძველზე სადავო გარემოების დადგენის ან უარყოფის საკითხის განსაზღვრა.

 

,,დასაბუთების პროცესში მნიშვნელოვანია ის, რომ მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის (წანამძღვრის) ნამდვილობაში მოსამართლე უნდა იყოს დარწმუნებული, რათა ამ მტკიცებულების მეშვეობით მან დასადგენი ფაქტის ნამდვილობა ირწმუნოს. ამდენად, სამოქალაქო პროცესში მტკიცებულებათა გამოკვლევა უკავშირდება არა მარტო დასადგენი ფაქტების ნამდვილობას (შედეგს), არამედ იმ მტკიცებულების ნამდვილობასაც, რომელშიც მოცემულია ფაქტის შესახებ ინფორმაცია (წანამძღვარი). ამ უკანასკნელის ნამდვილობა უზრუნველყოფილია პროცესუალური ფორმის დაცვით. კერძოდ, მტკიცებითი საქმიანობა ხორციელდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ მტკიცებულებათა საშუალებებით და კანონით დადგენილი წესების დაცვით. ანუ, ეს ის ფორმაა, რომლითაც შეზღუდულები არიან მტკიცებითი საქმიანობის სუბიექტები. ამ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაცია მოწმდება სხვა მტკიცებულებებთან კავშირში... ერთ შემთხვევაში ამ ინფორმაციის ნამდვილობის სარწმუნოობა შეიძლება იყოს ცალსახად განსაზღვრული (მაგალითად, საჯარო რეესტრის ამონაწერის გაცემის დროისათვის მოსარჩელე წარმოადგენდა სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეს), ხოლო მეორე შემთხვევაში, საკმარისია მტკიცებულებაში მოცემული ფაქტობრივი ინფორმაციის არსებობის შესაძლო მაქსიმალური ალბათობა (მაგალითად, კეთილსინდისიერი მყიდველის შეფასებისას)“ (ფაქტობრივი გარემოებების მნიშვნელობა საკასაციო სასამართლოში. თეიმურაზ თორდია. 20-0 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ა----------–---“-ს დასკვნა არ შეიცავს გამოსაკვლევ ობიექტთან მიმართებაში გამოყენებულ სამეცნიერო და კვლევითი მეთოდების მონაცემებს, კერძოდ, გაურკვეველია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა ექსპერტმა შესრულებული სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების, ასევე გამოყენებული სამშენებლო-სარემონტო მასალების ფასები; ამასთან, კვლევა ჩატარებულია დამკვეთის ვა-------------------–---–ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის და არა ვიზუალური კვლევის საფუძველზე.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ა----------–---“-ს დასკვნით ნათლად არ დგინდება ჩატარებული სამუშაოების ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას მომსახურების ღირებულების ოდენობის განსასაზღვრავად.

 

აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგოდ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-8 წლის 22 იანვრის №--------- დასკვნა. ექსპერტის მიერ აღნიშნული ობიექტი ადგილზე იქნა შესწავლილი. ექსპერტმა მოახდინა ობიექტის ვიზუალური დათვალიერება და შეასრულა აზომვითი სამუშაოები, რის შემდეგად შედგენილი იქნა საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა. დასკვნის თანახმად, ობიექტზე ჩატარებულია მონილითური ბეტონის ფილის მოწყობის, სახურავის ნაწილობრივი რეაბლიატაციის, ფანჯრების მოწყობის, მდფ-ის და ლითონის კარის, კედლების მცირე ზომის ბეტონის ბლოკებით და აგურით მოწყობის, კედლებზე შპალერის მოწყობის, მეტლახის იატაკის მოწყობის, ლამინირებული პარკეტის იატაკის მოწყობის, პლასტმასის ფილებით ჭერის და კედლების მოწყობის, კედლებზე და ჭერზე თაბაშირმუყაოს მოწყობის წყალსადენ კანალიზაციის მოწყობის სამუშაოები. დასკვნა ასევე შეიცავს გამოყენებული მასალების დასახელებას.

 

სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე ვა-------------------–---–ის განმარტებას, რომ ვინაიდან ექსპერტიზა ჩატარდა სამუშაოების დასრულებიდან 1 წლის შემდეგ, დასკვნა არ ასახავს რეალურ მდგომარეობას. მოსარჩელე მხოლოდ ზეპირი განმარტებით ცდილობს აღნიშნული გარემოების დადასტურებას, რაც მისი მტკიცების ნაკლია და სასამართლო შესაბამისი მტკიცებულების არარსებობის პირობებში მოკლებულია შესაძლებლობას უარყოს ან დაადასტუროს სადავო ფაქტობრივი გარემოება.

 

ამდენად, სასამართლო სარემონტო სამუშაოების ხარისხისა და ღირებულების დასადგენად იზიარებს ზემოაღნიშნულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 22-23);

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 126-145);

 

5.2.3. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მა-----------–---–ს ვა-------------------–---–ის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გააჩნია 1275,86 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

მოსარჩელე ვა-------------------–---–მა ვერ შეძლო დაემტკიცებინა, რომ მის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოების ღირებულება შეადგენს 7374 ლარს. სასამართლო სარემონტო სამუშაოების ხარისხისა და ღირებულების დასადგენად იზიარებს ზემოაღნიშნულ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნას, რომლის მიხედვით, შემკვეთის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე ჩატარებული საინჟინრო-ტექნიკური კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყ-------- მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–------–-, თ---–---- ქუჩა N--ში მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სარემონტო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 4723,02 ლარს დარიცხვების ჩათვლით, მათ შორის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 4229,16 ლარი დარიცხვების ჩათვლით.

 

შესაბამისად, უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით, ვა-------------------–---–ისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს 493,86 ლარს.

 

სასამართლო მოსარჩელის ზეპირ განმარტებას ვერ მიიჩნევს იმ გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რომ სამშენებლო-სარემონტო მასალები შეძენილი იქნა ვა-------------------–---–ის მიერ, გარდა თუნუქის ფურცლების შეძენის ნაწილში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილია შემკვეთის უფლება უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე (იხ. სუსგ # ას-90--851-20-5, 05.02.20-6წ.) საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: „მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და, ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც, სავარაუდოა, მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები“ (იხ. სუსგ # ას-697-663-20-5, 15.12. 20-5).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.2 მუხლით გათვალისწინებული მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მის მიერ თუნუქის ფურცლების შეძენას. მოპასუხე მხარე არ უარყოფს, რომ სწორედ აღნიშნული თუნუქის ფურცლებით მოხდა მის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავის მოწყობა, რომლის ღირებულება შეადგენს ჯამში 782 ლარს (იხ. ს.ფ. 282-283);

 

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, რომელიც საექსპერტო დასკვნას, მტკიცებულებათა ყოველმხრივ გაანალიზებასა და შეჯერებას ეყრდნობა (იხ. ამ გადაწყვეტილების 5.2.1.-5.2.2. პუნქტები), მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების, მათ შორის, მასალების უხარისხობა და დარღვევები, უტყუარი და სარწმუნო მტკიცებულებების შეპირისპირების საფუძველზეა დადასტურებული, ხოლო სსკ-ის 636-ე მუხლით დარეგულირებული შემკვეთის უფლება, არათუ უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამო, არამედ უპირობოდ, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება მენარდესთან, განმარტებულია საკასაციო სასამართლოს მიერ.

 

რაც შეეხება წყლის გადმოდინების შედეგად დაზიანებული კედლის აღდგენის ღირებულების ნაწილში მოთხოვნილ თანხას, სასამართლოს მიიჩნია, რომ მა-----------–---–მა მიზეზობრივი კავშირის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, მან ვერ შეძლო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოების დადასტურება, რომ ვა-------------------–---–ის ქმედების შედეგად მოხდა ყ-------- მუნიციპალიტეტის დაბა ს-------–------–-, თ---–---- ქუჩა N--ში მ-----– წ---–------- საცხოვრებელ სახლში, კედლის დასველება, რადგან შეგებებული სარჩელის ავტორის მიერ წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნა არ შეიცავს მსგავს ინფორმაციას. ის ფაქტი, რომ კედლის დასველების მიზეზია მის მომიჯნავედ (მოსაზღვრედ) საზიარო კედლიდან დაბა ს-------–------–-, თ---–---- ქ. N--ში მა-----------–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლის სველი წერტილიდან გადმოდინებული წყალი, ცალსახად არ ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს ვა-------------------–---–ის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, მითუმეტეს იმ პირობებში როდესაც მიყენებული დაზიანებების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაც არ შეიცავს ზუსტ ხარვეზებს. როგორც დასკვნაშია აღნიშნული, ექსპერტიზის ჩატარების დროისათვის მიმდინარეობდა წყლისა და საკანალიზაციო სისტემის ხელახალი მოწყობის სამუშაოები, რის გამოც ექსპერტის მიერ მოხდა ამ სამუშაოების უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების ნუსხაში შეტანა. ამასთან, სამშენებლო სამუშაოების ჩატარების შემდგომ გასული პერიოდის გათვალისწინებით, გაურკვეველია, სწორი ექსპლუატაციის გზით ხდებოდა თუ არა წყლისა და საკანალიზაციო სისტემის მოხმარება და ასევე გამორიცხულია თუ არა სხვა ფაქტორების ზემოქმედება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მა-----------–---–ს ვა-------------------–---–ის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გააჩნია 1275,86 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აუდიტორული დასკვნა (ს.ფ. 22-23);

- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 126-145, 252-259);

 

სამოტივაციო ნაწილი

 

6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვა-------------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების სახით თანხის დაკისრებას, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილებას ექვემდებარება. გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის და----------–---–ის მიერ სარჩელის ცნობას.

 

7. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, 102-ე 105-ე, 208-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 361-ე, 629-ე, 709-ე მუხლები.

 

8. სამართლებრივი შეფასება

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს დისპოზიციურობის პრინციპს, რომელიც მხარეს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სარჩელის აღიარების შემთხვევაში, სასამართლო აღარ ამოწმებს და აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობას.

 

მოპასუხე და----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მა-----------–---–ის შეგებებული სარჩელი ცნო. მოპასუხის მიერ შეგებებული სარჩელის ცნობა წარმოადგენს მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

8.2. სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, ყურადღებას გაამახვილებს იმაზე, თუ რა სახის სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და რომელი ნორმის საფუძველზე არის შესაძლებელი მოსარჩელისათვის სასურველი ი-----დიული შედეგის მიღწევა. მოსარჩელე უთითებს მას და მოპასუხეს შორის ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაზე. ამდენად, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სწორედ სადავო შეთანხმების შინაარსზე.

 

განსახილველ შემთხვევაში უპირველესად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი სახე უნდა განისაზღვროს და ამის შემდეგ შეფასდეს მხარეთა უფლება-მოვალეობები. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსის მართებულ განმარტებაზეა დამოკიდებული, თუ რა მოთხოვნები და უფლებები აქვს მოსარჩელეს, რათა ამ უკანასკნელის სარჩელის საფუძვლიანობა შეფასდეს.

 

საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას“ (იხ. სუსგ ას 15-29-1443-20-2, ას-973-1208-04; ას 664-635-20-6).

 

სასამართლო ცალ-ცალკე შეაფასებს დავალებისა და ნარდობის სამართლებრივ ბუნებას, რაც შესაძლებელს გახდის მართებულად დაკვალიფიცირდეს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შინაარსი და სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცეს მას.

 

8.3. სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. შუამავალი თავისი ვალდებულების შესრულებისას არ მოქმედებს შემკვეთის სახელით, მისი მთავარი დანიშნულება მესამე პირამდე იმ ძირითადი ინფორმაციის მიტანაა, რომლის საფუძველზეც შემკვეთსა და მესამე პირს შორის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დაიდოს (შდრ. სსკ-ის 744-ე მუხლის კომენტარი, www.gccc.ge , ბოლო დამუშავება: 07.03.20-6 წ.). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე და----------–---–ი შემკვეთის მა-----------–---–ის სახელითა და ხარჯზე მოქმედებდა, ამიტომ დავალების ხელშეკრულებისათვის არსებითი დამახასიათებელი ნიშანი გააჩნია გარიგებას, შესაბამისად, მა-----------–---–სა და და----------–---–ს შორის გაფორმებული ზეპირი ხელშეკრულება დავალებად მიიჩნევა.

 

8.4. სსკ-ის 629.1-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე (შემსრულებელი) კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამ გადაწყვეტილების 5.2.1.-5.2.3 ქვეპუნქტებში განვითარებული ფაქტობრივ-სამართლებრივი მსჯელობის საფუძველზე, სასამართლომ დაასკვნა, რომ ვა-------------------–---–სა და მა-----------–---–ს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ნარდობის ურთიერთობისათვის დამახასიათებელი ბუნება აქვს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, წარმოდგენილ პირს წარმომადგენლის მიერ დადებული ხელშეკრულებიდან უფლება-მოვალეობები წარმოეშობა იმ შემთხვევაში, თუ ეს ხელშეკრულება წარმომადგენელს დადებული აქვს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში და იმ პირის სახელით, ვისაც ის წარმოადგენს. კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ ნარდობის ხელშეკრულება დადებული იქნა მა-----------–---–ის მიერ და----------–---–ისათვის მიცემული უფლებამოსილების ფარგლებში და მა-----------–---–ის სახელით, რის გამოც დავალების ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები წარმოეშვა სწორედ მოპასუხე და----------–---–ს.

 

ამ გარემოების გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს მოპასუხეების ვა-------------------–---–ისა და გი---------------–---–ის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეს უკანასკნელნი ვერ იქნებოდნენ იმ სახელშეკრულებო ურთიერთობების მონაწილეები, რომელიც აღმოცენდა მა-----------–---–სა და და----------–---–ს შორის დავალების ხელშეკრულების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში მხედველობაში არის მისაღები ის ფაქტი, რომ სახეზე იყო ორი ტიპის სახელშეკრულებო ურთიერთობა - ერთი მხრივ, მარინა და და----------–---–ებს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულებიდან წარმოშობილი და მეორე მხრივ, მა-----------–---–სა და ვა-------------------–---–ს შორის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა. ორივე ეს ხელშეკრულება მონაწილე მხარეებისათვის წარმოშობდა დამოუკიდებელ უფლება-მოვალეობებს.

 

გარდა ამისა, მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ მა-----------–---–მა სარემონტო სამუშაოებისათვის გათვალისწინებული თანხები და----------–---–ს გადასცა. ვა-------------------–---–ი და გი---------------–---–ი მოქმედებდნენ და----------–---–ის მითითების შესაბამისად, მა-----------–---–სა და და----------–---–ს შორის არსებული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ვა-------------------–---–ისა და გი---------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში მა-----------–---–ის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხის და----------–---–ის მიერ სარჩელის ცნობას.

 

8.5. რაც შეეხება ვა-------------------–---–ის სარჩელს შესრულებული სამუშაოს ღირებულების დაკისრების თაობაზე, ამ ნაწილშიც არ არსებობს სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილე მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არსებობდა სახელშეკრულებო სამართლებრივი ურთიერთობა ნარდობის სახით, სამშენებლო სამუშაოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების თაობაზე, თუმცა დადგენილი იქნა მენარდის მიერ ნაწილობრივ შესრულებული სამუშაოების ღირებულება - მა-----------–---–ს ვა-------------------–---–ის მიმართ, ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გააჩნია 1275,86 ლარის გადახდის ვალდებულება.

 

ამდენად, სახეზეა ვა-------------------–---–ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

9. საპროცესო ხარჯები

 

9.1. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, თუ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი და სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, მაშინ ამ ხარჯების გადახდა იმ ოდენობით, რაც მოსარჩელემ შეიტანა სახელმწიფო ბაჟის სახით, დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, გათავისუფლებულია თუ არა იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელე ვა-------------------–---–ი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული და იღებს შემწეობას, აღნიშნული გარემოება კი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველია.

 

მოცემულ შემთხვევაში ვა-------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხე მა-----------–---–ს უნდა დაეკისროს უარყოფილი და დაკმაყოფილებული მოთხოვნის 1275,86 ლარის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 38,27 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე 50 ლარის, ჯამში 88,27 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

9.2. თავის მხრივ, მა-----------–---–ის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 503 ლარი (ს.ფ. 165-166, 245); მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 400 ლარისა დაკისრებას. (ს.ფ. 146, 246-248).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მა-----------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, მოპასუხეების ვა-------------------–---–ისა და გი---------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე და----------–---–ს, სრულად დაეკისრა მოთხოვნილი თანხა, მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელის ცნობის გამო. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 503 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, მოპასუხე და----------–---–ს მ------ ზ---–---–-- სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 400 ლარის გადახდა საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლოს 20-7 წლის 14 მარტის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვა-------------------–---–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე და მოპასუხე მა-----------–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე მისამართზე: რაიონი ყაზბეგი, დაბა ყაზბეგი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №--.0-.1-.4-- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ ვა-------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ვა-------------------–---–ის სარჩელი მოპასუხე მა-----------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მა-----------–---–ის შეგებებული სარჩელი ვა-------------------–---–ის, და----------–---–ისა და გი---------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. მა-----------–---–ს უარი ეთქვას მოპასუხეების ვა-------------------–---–ისა და გი---------------–---–ის მიმართ მოთხოვნის ნაწილში შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. მოპასუხე მა-----------–---–ს მოსარჩელე ვა-------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 1275,86 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე და----------–---–ის მოსარჩელე მა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 16 342 ლარის გადახდა.

 

5. მოპასუხე და----------–---–ს მოსარჩელე მა-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 400 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ საექსპერტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

6. მა-----------–---–ს დაუბრუნდეს მის მიერ 20-8 წლის 12 თებერვალს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 484.00 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 12/02/20-8; საგადასახადო დავალება #0; გადამხდელი - მა-----------–---–ი; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

7. მა-----------–---–ს დაუბრუნდეს ი----- მ---------- მიერ 20-8 წლის 26 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 19.00 ლარი.

 

(გადახდის თარიღი - 26/11/20-8; საგადასახადო დავალება #0; გადამხდელი - ი----- მ---------; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ-----------“; სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).

 

8. მა-----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 88,27 ლარის გადახდა.

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---- სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თ---–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–---- საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლია ავალიშვილი