გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/5602-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 დეკემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ზ---- კ----–------–---–ი
წარმომადგენელი - ნ-----–- თ-------–---–ი, ხ------- დ------ი, ვ------- კ------ე, რ---- მ---------–ი
მოპასუხე - ლ------ ჩ----–---–ი
წარმომადგენელი - გ-------------–---–ი, მ---------–--ე
დავის საგანი - წილის დაბრუნება, სამეწარმეო რეესტრიდან წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების ამოშლა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ზ---- კ----–------–---–ს დაუბრუნდეს შპს ,,კ------ში“ ლ------ ჩ----–---–ის 50% წილი და ზ---- კ----–------–---–ი სამეწარმეო რეესტრში აისახოს შპს ,,კ------“-ს 98% წილის მესაკუთრედ.
1.2. ამოიშალოს შპს ,,კ------“-ს სამეწარმეო რეესტრიდან ზ---- კ----–------–---–ისა და ლ------ ჩ----–---–ის წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება.
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა 23.06.2016 წლის განცხადებით, იხ. ტომი I, გვ. 134-138, რომელში მითითებული მესამე სასარჩელო მოთხოვნა გახმობილ იქნა 27.12.2016 წლის განცხადებით, იხ. ტომი IV, გვ.2, განჩინება 4-6).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 14 აპრილს ზ---- კ----–------–---–სა და ლ------ ჩ----–---–ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება და შპს ,,კ------“-ს საწესდებო კაპიტალში წილის 50%-ის ნასყიდობის ხელშეკრულება. ამავე ხელშეკრულების თანახმად, წილის ნასყიდობის საფასურის 143000 აშშ დოლარის გადახდის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა ,,მყიდველი“-ს ლ------ ჩ----–---–ის საკუთრებაში გადასული 50%-იანი წილი შპს ,,კ------ში“, აგრეთვე პარტნიორთა შეთანხმებისა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების, კერძოდ, შპს ,,კ------ში“ ინვესტიციების განხორციელების, შესასრულებლად დარეგისტრირდა ვალდებულება. წილის ნასყიდობის თანხა მყიდველის მიერ გადახდილ იქნა სრულად, რის გამოც გაუქმდა გირავნობა, მაგრამ წილის ,,მყიდველმა“ ლ------ ჩ----–---–მა პარტნიორთა შეთანხმებითა და წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში არ შეასრულა რეგისტრირებული ვალდებულებით ნაკისრი პირობები, კერძოდ, არ განახორციელა შპს ,,კ------ში“ ინვესტიცია, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნებოდა დადგენილ ვადაში საწარმოს ამუშავება.
ლ------ ჩ----–---–ის მიერ დარღვეულია 2014 წლის 14 აპრილის შპს ,,კ------“-ს კაპიტალში წილის გასხვისების ხელშეკრულების 1.5. და 3.2. პუნქტები. წილის ნასყიდობის ხელშეკრულების 4.5 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ მუხლითა და 3.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა ჩაითვლებოდა წინამდებარე ხელშეკრულების დარღვევად და გამყიდველი უფლებამოსილი იქნებოდა დარღვეული უფლებების დასაცავად მიემართა იძულებით აღსრულების მექანიზმებისათვის, რაც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ხელშეკრულებით.
იგივე ხელშეკრულება, კანონის დაცვითა და მხარეთა შორის დამატებითი შეთანხმების გარეშე, დისკრეციულ უფლებამოსილებას ანიჭებს გამყიდველს ზ---- კ----–------–---–ს, რომ ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და დაიბრუნოს წილზე საკუთრების უფლება. კერძოდ, ხელშეკრულების 5.1 პუნქტი განსაზღვრავს, რომ იმ შემთხვევაში თუ მყიდველი დაარღვევს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს გამყიდველი უფლებამოსილია თავისი დისკრეციისამებრ განახორციელოს/გამოიყენოს ერთი ან რამდენიმე ღონისძიება მათ შორის შეწყვიტოს ხელშეკრულება. ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში გამყიდველს უბრუნდება წილზე საკუთრების უფლება.
მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეს რამდენჯერმე გაუგრძელდა ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა, აღნიშნული დღემდე არ არის შესრულებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე ითხოვს შპს ,,კ------“-ს გასხვისებული წილის დაბრუნებას (იხ. სარჩელი, დაზუსტებული გარემოებები და სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2015 წლის 30 ივლისს პარტნიორთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება და აღნიშნული შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები მისი მხრიდან შესრულებულია. ისევე როგორც, წილის გასხვისების ხელშეკრულებით და პარტნიორთა შეთანხმებებით განსაზღვრული პირობები.
გასაჩივრებული წილის ნასყიდობის ხელშეკრულებამდე, შპს ,,კ------ს“ წილები გადანაწილებული იყო შემდეგნაირად: 55% - ზ----ი კ----–------–---–ი, 45% - გ------------–-----ი. მოპასუხე ლ------ ჩ----–---–მა 55%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისაგან შეიძინა 50%, ხოლო 45%-იანი წილის მფლობელი პარტნიორისაგან 20%, საერთო ჯამში ლ------ ჩ----–---–მა შეიძინა შპს ,,კ------“-ს 70%. პარტნიორთა შორის 2015 წლის 30 ივლისს გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმად, ზ---- კ----–------–---–ს დაუბრუნდა 10% წილი საკუთრებაში, ხოლო 10% ე.წ უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, თუმცა ეს უკანასკნელი ასევე აღირიცხა მის სახელზე, რის შემდეგაც ზ---- კ----–------–---–ი დღეის მდგომარეობით ფლობს შპს ,,კ------“-ს 50% წილს.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მხარეთა შორის 2014 წლის 14 აპრილს გაფორმებული შეთანხმების 3.6.1 პუნქტის შესაბამისად, ინვესტორმა იკისრა ვალდებულება: 2015 წლის 01 იანვრამდე ეტაპობრივად განხორციელებულიყო ინვესტიცია იმ მოცულობითა და ფორმით, რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა C---ს მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის მართვის, ქარხნის მოწყობა-ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი დანადგარის შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც იქნებოდა არანაკლებ აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებული მარაგისა, ქარხნის შენობის ასაშენებლად, მაგისტრალის მშენებლობისათვის, კომპანიის საწყისი საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისათვის. ინვესტორის მიერ აღნიშნული ვალდებულებები შესრულებულ იქნა სრულად დადგენილ ვადაში. ქარხანა სრულად აშენებულია, მასში დამონტაჟებულია C---ის წარმოებისათვის საჭირო მოწყობილობა-დანადგარები, გაყვანილია წყლის მაგისტრალი.
მხარეთა შორის 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმების მე-7 მუხლის თანახმად, შპს ,,კ------“-მ აიღო ვალდებულება, რომ თავად განახორციელებდა ქარხნის ტერიტორიის შემოღობვას, უზრუნველყოფდა ელექტრომომარაგებას, გაზმომარაგებას, წყალმომარაგებას და დაასრულებდა ქარხნის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების მონტაჟს 2016 წლის 01 ნოემბრამდე, თუმცა იგივე ვალდებულება შეთანხმების მე-11 მუხლში მითითებულია, როგორც ინვესტორის ვალდებულებად, თუმცა ამჯერად ვადად მითითებულია 2015 წლის 31 დეკემბერი და მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა ემსახურებოდა ვადის გაგრძელებას, რასაც სარჩელში თავად მოსარჩელე უთითებს, შეთანხმებაში გაჩნდა ინვესტორისათვის ახალი ვალდებულება, კერძოდ, ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება.
2014 წლის აპრილის თვეში, შპს ,,კ------მ“ კომპანია ,,ჰ----------“-სთან გააფორმა ხელშეკრულება ქარხნის გამართვისათვის საჭირო სრულ მოწყობილობა დანადგარების დამზადება, მიწოდება, მონტაჟზე საერთო ღირებულებით 1021.000 ევრო. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, შემსრულებელმა აიღო ვალდებულება დამკვეთისათვის დაემზადებინა, მიეწოდებინა და განეხორციელებინა C---ის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის მონტაჟი-გაშვება. ინვესტორის მიერ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, გადახდილ იქნა საავანსო თანხა 100 000 ევროს ოდენობით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად, შპს ,,კ------“-მ აიღო ვალდებულება შემსრულებლისათვის წარედგინა საბანკო გარანტია, თუმცა მან უარი განაცხადა აღებული ვალდებულების შესრულებაზე და საბანკო გარანტიის წარდგენაზე, მიუხედავად იმისა, რომ თანხის გადახდა ხორციელდებოდა ინვესტორ ლ------ ჩ----–---–ის მიერ. აღნიშნულის შედეგად ინვესტორს ხელი შეეშალა დაგეგმილი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაში, ასევე მიადგა მატერიალური ზიანი.
შპს ,,კ------მ“ 2015 წლის 13 ივლისის ხელშეკრულების შესაბამისად, კომპანიიდან ,,ჯ-----------------“ შეიძინა C---ის მიმღებ-გადამამუშავებელი ქარხნის მეორადი დანადგარები, რომლის მონტაჟისათვის დაქირავებულ იქნა შპს ,,მ------–-------------------“ 2015 წლის 14 სექტემბერს, თუმცა დაქირავებულმა კომპანიამ ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების სამუშაოები ვერ დაასრულა.
ლ------ ჩ----–---–ის მიერ ჩამოყვანილ იქნა C-- რეკუპაციის სადგურის მონტაჟისა და ექსპლუატაციის ინჟინერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა სადგურის მონტაჟის სისწორის კონტროლი და არსებული პრობლემების აღმოფხვრა, თუმცა შპს ,,კ------“-ს დირექტორმა სხვადასხვა მიზეზით მას არ მისცა სამუშაოს შესრულების საშუალება, მის წინააღმდეგ შეიტანა საჩივარი პოლიციაში, რომ თითქოს აღნიშნული პირი უკანონოდ იყო შეჭრილი სხვის კერძო საკუთრებაში და მოითხოვა მას დაეტოვებინა ქარხნის ტერიტორია.
საქმეში წარმოდგენილია ასევე დაზუსტებული მოსაზრება სარჩელთან დაკავშირებით (ტ.V. გვ. 110-113), რომლის თანახმად, 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას, რომელიც არ წარმოშობის სამართლებრივ შედეგებს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2015 წლის 30 ივლისს პარტნიორებს შორის გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით, ინვესტორს დაეკისრა დამატებით ახალი ვალდებულება - 2015 წლის 31 დეკემბრამდე წარმოებაში გაეშვა ქარხანა და განეხორციელებინა პირველი კომერციული პარტიის წარმოება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაეკისრებოდა ჯარიმა და პირგასამტეხლო, ქარხნის დანადგარების ჩამოტანამდე ყოველთვიურად 10000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ქარხნის ჩამოტანიდან მის წარმოებაში გაშვებამდე ყოველთვიურად 5000 აშშ დოლარის ოდენობით. გარდა ამისა, აღნიშნული შეთანხმებით, ინვესტორი იძულებული გახდა დაეთმო მისი კუთვნილი წილიდან 20%, კერძოდ, 10% - შეუსრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ როგორც ჯარიმა, ხოლო 10% - დაიტვირთა გირავნობით, თუმცა რატომღაც გაფორმდა არსებული პარტნიორის ზ---- კ----–------–---–ის საკუთრებად, რომლის უკან დაბრუნება უკავშირდება ვალდებულებების სრულად შესრულებას.
ამასთან, მითითებული შეთანხმება განსაზღვრავს მოპასუხის იმგვარ ვალდებულებებს, რომელთა განხორციელების და გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები მას არ გააჩნია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიის ხელძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი არის კომპანიის დირექტორი, რომელიც უფლებამოსილია მოახდინოს ნებისმიერ კომპანიაში ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის იმ ხელშეკრულებების, რომლებიც საჭიროა ქარხანაში დამონტაჟებული დანადგარების მონტაჟისთვის, საჭიროების შემთხვევაში მათი რემონტისთვის, სპეციალისტების მომზადებისთვის, ქარხნის წარმოებაში გაშვებისთვის, დირექტორია პირი, რომელიც ახორციელებს პროდუქციის წარმოების უზრუნველყოფას, კომპანიის მართვას და ა.შ. 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმებით კი, პარტნიორს დაეკისრა ვალდებულებები, რომელთა შესრულების ვალდებულება მას არ გააჩნია. შესაბამისად, პარტნიორის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შესრულება სრულად არის დამოკიდებული დირექტორის ქმედებებზე და მის კეთილ ნებაზე. ამდენად, ხელშეკრულების აღნიშნული შინაარსი მისი კანონთან წინააღმდეგობის გამო წარმოადგენს უცილოდ ბათილ გარიგებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2014 წლის 31 იანვარს მომზადებული ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ შპს ,,კ------“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) დაფუძნდა 2004 წლის 06 აგვისტოს, რომლის 55%-იანი წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა ზ---- კ----–------–---–ი (პ/ნ 0----------), ხოლო 45% წილის მფლობელს გ------------–-----ი (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.I. ს.ფ. 77-78).
4.2. 2014 წლის 14 აპრილს ერთის მხრივ ზ---- კ----–------–---–ს როგორც „გამყიდველს“ და მეორეს მხრივ ლ------ ჩ----–---–ს როგორც „მყიდველს“ შორის ნოტარიალურად გაფორმდა შპს ,,კ------“-ს (ს/კ 2--------) კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი არის შპს ,,კ------“-ს კაპიტალში 55%-იანი წილის მესაკუთრე. მყიდველმა (ლ------ ჩ----–---–მა) გადაწყვიტა შეიძინოს ,,საზოგადოების“ კაპიტალში გამყიდველის კუთვნილი 55% წილიდან ნაწილი 50% (ორმოცდაათი პროცენტი).
ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველი ყიდდა, ხოლო მყიდველი ყიდულობდა წილს საზოგადოებაში და წილთან დაკავშირებულ ყველა უფლებას.
ამავე ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, ,,მყიდველი“ ვალდებული იყო, წინამდებარე ხელშეკრულების დებულებებისა და პირობების შესაბამისად, გადაეხადა წილის ნასყიდობის ფასი მე-2 მუხლის თანახმად, აგრეთვე შეესრულებინა ,,წილზე“ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც განსაზღვრულია და შეთანხმებულია საზოგადოების პარტნიორებს შორის, თანხმად საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმებისა.
წილის ნასყიდობის ფასი მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა 143000 (ასორმოცდასამი ათასი) აშშ დოლარის ექვივალენტით ლარებში. ,,ნასყიდობის ფასი“ მყიდველის მიერ სრულად გადახდილი უნდა ყოფილიყო შემდეგი გრაფიკის დაცვით: 71500 აშშ დოლარი - 2014 წლის პირველ მაისამდე, 71 500 აშშ დოლარი - 2014 წლის პირველ ივნისამდე.
ხელშეკრულების 1.5 პუნქტის თანახმად, (რომელიც მოცემულია ძირითად პირობებში) მხარეები შეთანხმდნენ, რომ საზოგადოებისა და საზოგადოების სხვა პარტნიორთა წინაშე შეძენილ წილებთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც განსაზღვრულია ამ ხელშეკრულების 3.2 მუხლით და ,,პარტნიორთა შეთანხმებით“ ასევე ექვემდებარება რეგისტრირებას მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში, როგორც წილზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება (საზოგადოების კაპიტალში შენატანის განხორციელების ვალდებულება). ხოლო 3.2 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში წილზე ,,მყიდველის“ საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, წილის მიმართ უნდა დარეგისტრირდეს შემდეგი შინაარსის ვალდებულებები (შეზღუდვები): მყიდველი ვალდებულია ამ ხელშეკრულების 2.2 პუნქტით განსაზღვრული გრაფიკით გადაუხადოს გამყიდველს - ზ---- კ----–------–---–ს წილის ნასყიდობის ფასი სრულად; 2015 წლის პირველ იანვრამდე განახორციელოს სავალდებულო შესატანი (ინვესტიცია) საზოგადოების კაპიტალში, პარტნიორთა შორის შეთანხმებული ოდენობითა და ფორმით, მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულია, რომ წილის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული წინამდებარე ვალდებულებების და პარტნიორთა ხელშეკრულების 3.6.1 პუნქტით ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე ,,წილზე“ მყიდველის საკუთრების უფლება ექვემდებარება ,,ხელშეკრულების“ წინამდებარე პუნქტით დადგენილ შეზღუდვებს.
ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო რეესტრში (მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში) დარეგისტრირდა წილზე მყიდველის საკუთრების უფლება.
აღნიშნული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის მიხედვით, წილის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან ერთად, წილის მიმართ უნდა დარეგისტრირებულიყო შემდეგი შინაარსის ვალდებულებები: მყიდველი ვალდებულია (1) ამ ხელშეკრულების 2.2 პუქტით განსაზღვრული გრაფიკით გადაუხადოს გამყიდველს - ზ---- კ----–------–---–ს წილის ნასყიდობის ფასი სრულად; (2) 2015 წლის 01 იანვრამდე განახორციელოს საალდებულო შესატანი (ინვესტიცია) საზოგადოების კაპიტალში, პარტნიორთა შორის შეტანხმებული ოდნეობითა და ფორით. მხარეთა შორის დამატებით შეთანხმებულია, რომ წილის ღირებულების გადახდასთან დაკავშირებული წინამდებარე ვალდებულბების და პარტნიორთა ხელშეკრულების 3.6.1 პუნქტით ინვესტორის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე „წილზე“ მყიდველის საკუთრების უფლება ექვემდებარება „ხელშეკრულების“ წინამდებრე პუნქტით დადგენილ შეზღუდვებს.
ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ,,მყიდველის“ მიერ ,,გამყიდველისათვის“ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის უზრუნველსაყოფად, ,,წილის“ ნასყიდობასთან ერთად წილი იმავდროულად მთელი მოცულობით იტვირთებოდა გირავნობით ,,გამყიდველის“ სასარგებლოდ. ნასყიდობის ფასის სრულად გადახდისთანავე ინვესტორის წილზე მოიხსნებოდა რეგისტრირებული გირავნობა.
ხოლო 4.2 პუნქტის თანახმად, გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის ზღვრული მოცულობა იქნებოდა 150 000 (ასორმოცაათიათასი) აშშ დოლარი, რაც მოიცავს ,,წილის“ ნასყიდობის ფასს, აგრეთვე ,,მყიდველის“ მიერ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ პროცენტს, პირგასამტეხლოს, საურავს, ჯარიმას, გირავნობის საგნის რეალიზაციაზე მოგირავნის მიერ გაწეულ ხარჯებს, აგრეთვე სხვა ნებისმიერ ხარჯს და გადასახადს.
იმ შემთხვევაში, თუ ,,მყიდველი“ დაარღვევდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს (მე-5 პუნქტი) (მათ შორის ,,ნასყიდობის ფასის“ გადახდის ვალდებულებას ან ,,წილთან“ დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის შემთხვევებში) ,,გამყიდველი“ უფლებამოსილი იყო თავისი დისკრეციისამებრ განეხორციელებინა/გამოეყენებინებინა ერთი ან რამდენიმე ღონისძიება, კერძოდ (მე-5 პუნქტი):
- ,,ხელშეკრულების შეწყვეტა. ამასთან მხარეები თანხმდებიან, რომ წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, ,,გამყიდველს“ უბრუნდება ,,წილზე“ საკუთრების უფლება, ხოლო ,,მყიდველი“ თავისუფლდება ,,წილის“ ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან, ხოლო ნასყიდობის ფასის უკვე გადახდილი ნაწილი (პირგასამტეხლოს გამოკლებით) ექვემდებარება მყიდველისათვის დაბრუნებას.
- გირავნობის ძალით, პირდაპირ გაყიდოს, განახორციელოს გადაცემა ან სხვაგვარად განკარგოს და გადასცეს წილი ან მისი ნებისმიერი ნაწილი, როგორც ერთიანად ისე მრავალჯერადი განკარგვის გზით, და ისეთი პირობებით, რასაც მოგირავნე ჩათვლის კომერციული თვალსაზრისით მიზანშეწონილად, ან/და დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები მთელი ,,წილის“ ან მისი ნებისმიერი ნაწილის თავად მოგირავნისათვის საკუთრებაში გადაცემით ან განახორციელოს წილზე მოგირავნის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.
- ზემოაღნიშნული შეზღუდვის გარეშე, განახორციელოს დაგირავებული ,,წილის“ ან მისი ნებისმიერი ნაწილის იძულებითი რეალიზაცია ან განახორციელოს ნებისმიერ სხვა უფლება ან მიმართოს ნებისმიერ სხვა სამართლებრივ საშუალებას, რაც მოგირავნეს მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით“.
ამავე ხელშეკრულების მე-13 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულება აუქმებდა და ანაცვლებდა მხარეთა შორის ,,წილთან“ დაკავშირებით დადებულ ყველა სხვა წერილობით ხელშეკრულებასა თუ შეთანხმებას, მათ შორის ხელშეკრულებას წილის ნასყიდობის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 14.04.2014 წლის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების სანოტარო აქტი (ტ.I. ს.ფ. 13-20).
4.3. 2014 წლის 14 აპრილს ლ------ ჩ----–---–ს, ზ---- კ----–------–---–სა და გ------------–-----ს შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლის 2.2.7 პუნქტის თანახმად, მხარეთა (პარტნიორთა) წილები კომპანიასა და მის კაპიტალში განაწილდება შემდეგნაირად: ლ------ ჩ----–---–ი - 70% (სამოცდაათი პროცენტი), გ------------–-----ი - 25% (ოცდახუთი პროცენტი) და ზ---- კ----–------–---–ი - 5% ხუთი პროცენტი.
შეთანხმების 1.1.11 პუნქტის თანახმად, გარდამავალი პერიოდად ითვლებოდა, დროის მონაკვეთი ინვესტორის კომპანიის პარტნიორად რეგისტრაციის დღიდან არსებული პარტნიორებისა და კომპანიის წინაშე ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც მოიცავდა და შემოიფარგლებოდა წილის ღირებულების გადახდის ვალდებულებით და ამავე ხელშეკრულების 3.6.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებით. გარდამავალი პერიოდი დასრულ;ებულად ჩაითვლებოდა პირველი კომერციული წარმოების დამოუკიდებელი „აუდიტორის“ მიერ დადასტურების მომენტიდან (რაც ცალსახად გულისხმობს ინვესტორის მიერ 3.6.1 პუნქტით ნაკისრი ვალდბეულებების შესრულებას), რის შემდეგაც არსებული პარტნიორები ვალდებულნი არიან გააუქმონ საჯარო რეესტრში ინვეტორის წილზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების შემზღუდავი ვალდებულებები.
1.1.12 პუქნტის მიხედვით კი, პირველი კომერციული წარმოება: კომპანიის მიერ ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვები და წარმოების ციკლის უზრუნველყოფის შედეგად პროდუქციის პირველი სარეალიზაციოდ გამზადებული პარტიის წარმოება. ყოველგვარი გაუგებრობის გამოსარიცხად, ამ განმარტების ქვეშ არ მოიაზრება პროდუქციის სატესტო ნიმუშების წარმოება.
2.2.4. პუნქტის თანახმად, კომპანიის შპს „კ------ს“ ძირითადი საქმიანობის საგანი იქნება: ა) მინერალური და წყაროს წყლის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; ბ) ბუნებრივი C-- გაზის მოპოვება, ჩამოსხმა და რეალიზაცია; გ) წიაღისეული საბადოების შესწავლა, მოპოვება და გადამუშავება.
შეთანხმების 2.2.19. პუნქტის თანახმად, კომპანიის მოგების განაწილება პარტნიორებს შორის გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არ დაიშვება, თუ პარტნიორთა კრების მიერ ერთხმად მირებული გაადაწყვეტილებით სხვაგვარად არ გადაწყდება. გარდამავალი პერიოდის დასრულების შემდეგ, კომპანიის მოგება (ასეთის არსებობისას) განაწილდება დივიდენდების სახით პარტნიორებს სორის კუთვნილი წილების პროპორციულად.
ამასთან 3.6.1 პუნქტის თანახმად, ინვესტორმა იკისრა ვალდებულება, რომ კომპანიის განვითარების მიზნით, 2015 წლის პირველ იანვრამდე (რაც შეიძლება გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) განსაზღვრული გრაფიკით, ეტაპობრივად განახორციელებდა ინვესტიციას (საწესდებო კაპიტალში შეტანას) კომპანიაში, იმ მოცულობითა და ფორმით რაც აუცილებელი და საკმარისი იქნებოდა:
ა) ,,მიწაზე“ C---ს მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის მართვის, ქარხნის მოწყობა-ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი დანადგარის/მოწყობილობის შესყიდვისა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც იქნება არანაკლებ აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებული მარაგისა. ,,დამატებით ლიცენზიის“ მოპოვებამდე C---ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში დამონტაჟდება კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნება არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით (18 ტონა) თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში, დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ ინვესტორი უზრუნველყოფდა დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს.
ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლოატაციაში გასაშვებად.
გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისათვის;
დ) კომპანიის საწყისი საბრუნავი კაპიტალით უზრუნველყოფისათვის, რაც აუცილებელია ქარხნის გასაშვებად და წარმოების უწყვეტი ციკლის უზრუნველსაყოფად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმება (ტ.I. ს.ფ. 21-33).
4.4. 2015 წლის 30 ივლისს ერთის მხრივ ზ---- კ----–------–---–ს (წარმოდგენილი ნ-----–- თ-------–---–ის სახით), გ------------–-----ს და მეორეს მხრივ ლ------ ჩ----–---–ს (წარმოდგენილი გ-------------–---–ის სახით) შორის გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლის, პირველი პუნქტის თანახმად მხარეებმა დაადასტურეს, რომ საზოგადოების ინვესტორმა, შპს ,,კ------“-ს (ს/კ 2--------) 70% წილის მფლობელმა პარტნიორმა, ლ------ ჩ----–---–მა 2014 წლის 14 აპრილს პარტნიორთა შეთანხმებითა და შპს ,,კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრულ ძირითად - 2015 წლის 01 იანვრამდე და დამატებით ვადებში, ანუ 2015 წლის 01 აპრილამდე ვერ უზრუნველყო ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულება, კერძოდ, შპს ,,კ------ში“ ინვესტიციის სრულად განხორციელება და C---ის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენა, დამონტაჟება და ექსპლოატაციაში გაშვება.
ამავე ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, ლ------ ჩ----–---–მა აიღო ვალდებულება, 2015 წლის 01 აპრილიდან პარტნიორებისათვის გადაეხადა ჯარიმის სახით ყოველთვიურად 10 000 აშშ დოლარი, ყოველი საანგარიშო თვის ბოლოს, არაუგვიანეს მომდევნო თვის 5 რიცხვისა.
მე-4 პუნქტის თანახმად, 2014 წლის 14 აპრილს (რეესტრის #1--------) პარტნიორთა შეთანხმებით და შპს ,,კ------ს“ 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრული ვალდებულების დათქმულ ვადაში შესრულებისთვის, აგრეთვე, შპს ,,კ------ს“ მიერ პარტნიორთა შეთანხმებით ბანკიდან კრედიტის აღებაზე პარტნიორების თანხმობის გაცემის სანაცვლოდ და აღნიშნული კრედიტის პარტნიორების სასარგებლოდ უზრუნველსაყოფად, ლ------ ჩ----–---–ი უსასყიდლოდ დროებით (ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, კრედიტის სრულად დაფარვამდე და ქარხნის მოწყობისთვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების (იგულისხმება წინამდებარე შეთანხმების მე-7 პუნქტში მითითებული ღონისძიებები და სამუშაოები) განხორციელებამდე, ანუ, ლ------ ჩ----–---–ის მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე) დაუთმო ზ---- კ----–------–---–ს შპს ,,კ------ში“ თავისი წილის 70% წილიდან 20% წილი (საიდანაც 10% წილი არის ვალდებულების შესრულებისათვის ჯარიმა, ხოლო 10% პარტნიორების სასარგებლოდ კრედიტის უზრუნველყოფა), რის შედეგადაც მხარეთა (პარტნიორთა) წილები შპს ,,კ------ში“ კრედიტის სრულად დაფარვამდე, ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე და ქარხნის მოწყობისთვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელებამდე (ანუ ლ------ ჩ----–---–ი მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე), განისაზღვრა შემდეგნაირად: ლ------ ჩ----–---–ი - 50%, ზ---- კ----–------–---–ი - 48%, გ------------–-----ი - 2%.
ხელშეკრულების მე-6 პუნქტის თანახმად კი, ინვესტორის მოთხოვნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს ,,კ------მ“ 2014 წლის 14 აპრილის (რეესტრის #1--------) პარტნიორთა შეთანხმებითა და შპს ,,კ------ს“ პარტნიორთა კრების ოქმით განსაზღვრული პირობებით, C---ის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენის, დამონტაჟების და ექსპლუატაციაში გასაშვებად საქართველოს საბანკო დაწესებულებიდან (ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან) აიღოს სესხი 350000 აშშ დოლარის ოდენობით და გამოიყენოს ეს სესხი ქარხნის შეძენა, დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო რესურსების შესაძენად. ამ პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმება ამოქმედდება, როგორც კი სამეწარმეო რეესტრში, ზ---- კ----–------–---–ის სახელზე დარეგისტრირდება ლ------ ჩ----–---–ის მიერ მისთვის გადაცემული 20% წილი. ლ------ ჩ----–---–ი აიღო ვალდებულება, რომ იგი განახორციელებს ყველა საჭირო მოქმედებას, რომ ბანკმა გასცეს სესხი შპს ,,კ------ზე“. თავის მხრივ, პარტნიორებმა თანხმობა განაცხადეს, შეასრულონ ყველა საჭირო პროცედურა ბანკში საკრედიტო ხაზის გასახსნელად და ბანკიდან კრედიტის ასაღებად, მათ შორის: ხელი მოაწერონ პარტნიორთა კრების ოქმს (ბანკის მიერ მოთხოვნილი ტექსტის შესაბამისად) კომპანიის მიერ საკრედიტო ხაზის გახსნის, ბანკიდან კრედიტის აღების, კრედიტის უზრუნველსაყოფად კომპანიის ქონების იპოთეკით ან/და გირავნობით დატვირთვის შესახებ. ლ------ ჩ----–---–მა აიღო ვალდებულება, რომ შპს ,,კ------“ კრედიტს დაფარავს ბანკის მიერ კრედიტის გაცემიდან 5 წლის ვადაში.
გარდა იმისა, რომ შეძენილი, დამონტაჟებული და ექსპლუატაციაში გაშვებული უნდა იქნეს C---ის გადამამუშავებელი ქარხანა, ლ------ ჩ----–---–მა იკისრა ვალდებულება (მე-7 პუნქტი), რომ არაუგვიანეს 2016 წლის 01 ნოემბრამდე შპს ,,კ------“ უზრუნველყოფდა (ლ------ ჩ----–---–ის მიერ მისაღები დივიდენდებით ან/და პირადი თანხებით) შემდეგი სამონტაჟო ღონისძიებებისა და სამუშაოების განხორციელებას: შემოეღობა ქარხნის ტერიტორია, განეხორციელებინა ქარხნის დამოუკიდებელი ელექტრომომარაგება, გაზმომარაგება და წყალმომარაგება, დაესრულებინა ქარხნის შენობაში შიდა სარემონტო სამუშაოები, დაესრულებინა ქარხნის ფუნქციონირებისათვის საჭირო დანადგარების მონტაჟი.
შპს ,,კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტის (ძირის, პროცენტის, ჯარიმის, პირგასამტეხლოს თუ სხვა ნებისმიერი თანხის) გადახდის ვალდებულებას იღებდა ლ------ ჩ----–---–ი. კერძოდ, შპს ,,კ------“ კრედიტს დაფარავდა ლ------ ჩ----–---–ის მიერ შპს ,,კ------დან“ მისაღები დივიდენდებიდან (60% წილის შესაბამისი დივიდენდიდან) და აღნიშნული გავლენას არ მოახდენდა დანარჩენი პარტნიორების მიერ მისაღებ დივიდენდებზე. იმ შემთხვევაში, თუკი შპს ,,კ------ს“ არ ექნებოდა მოგება, მაშინ ლ------ ჩ----–---–ი ვალდებული იყო თავისი პირადი სახსრებით დაეფარა შპს ,,კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტი (მე-8 პუნქტი).
ინვესტორი, ლ------ ჩ----–---–ი, იღებდა პასუხისმგებლობას და ადასტურებდა, რომ შპს ,,კ------ს“ მიერ ბანკიდან აღებული კრედიტის გადაუხდელობის გამო არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა კომპანიას, კომპანიის ქონებას და მის პარტნიორებს და ლ------ ჩ----–---–ი იღებდა ვალდებულებას, რომ იგი პირადად, სრულად აანაზღაურებდა ბანკის კრედიტის გადაუხდელობის გამო შპს ,,კ------სთვის’’ ან მისი პარტნიორებისათვის მიყენებულ ზიანს (მე-9 პუნქტი).
2014 წლის 14 აპრილის (რეესტრის #1--------) პარტნიორთა შეთანხებით და შპს ,,კ------ს“ პარტნიორთა 2014 წლის 14 აპრილის და 2015 წლის 29 ივლისის კრების ოქმებით განსაზღვრული პირობებით C---ის გადამამუშავებელი ქარხნისათვის საჭირო დანადგარების შეძენა და ჩამოტანა ლ------ ჩ----–---–მა უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს 2015 წლის 01 სექტემბრისა, ხოლო ქარხნის დამონტაჟება და ექსპლუატაციაში გაშვება, მათ შორის სასაწყობო ავზების/რეზერვუარების მონტაჟი ლ------ ჩ----–---–ს უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს 2015 წლის 31 დეკემბრამდე (მე-11 პუნქტი).
ქარხნის მუშაობის და ვარგისიანობის საგარანტიო ვადა არ უნდა ყოფილიყო არანაკლებ 2 წელი ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვების დღიდან. იმ შემთხვევაში, თუ საგარანტიო ვადაში დაზიანდებოდა ქარხანა ან შეფერხდებოდა მისი ფუნქციონირება, შპს ,,კ------“ ლ------ ჩ----–---–ის მიერ კომპანიიდან მისაღები დივიდენდიდან უზრუნველყოფდა მიერ აღდგენასა და შეკეთებას, ხოლო, თუკი კომპანიას არ ექნებოდა მოგება, ლ------ ჩ----–---–ი თავისი პირადი სახსრებით უზრუნველყოფდა ქარხნის აღდგენასა და შეკეთებას (მე-12 პუნქტი).
ქარხნის მუშაობისა და ვარგისიანობის 2 წლიანი საგარანტიო ვადა არ გამოიყენებოდა იმ შემთხვევაში, თუ ქარხნის დაზიანება და მისი ფუნქციონირების შეფერხება გამოწვეული იქნებოდა ფორს-მაჟორული გარემოებებით ან/და ქარხანაში მომუშავე პერსონალის მიზეზით (მე-13 პუნქტი).
ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ლ------ ჩ----–---–ი კისრულობდა ვალდებულებას ლიცენზიის ჩამორთმევის თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყო, რომ შპს ,,კ------ს“ შეესრულებინა გარემოსდაცვითი ღონისძიებები, ლიცენზიის პირობებისა და მონიტორინგის ოქმის შესაბამისად, მათ შორის, გადაეხადა ამასთან დაკავშირებული ყველა მოსაკრებელი და გადასახადი (მე-13 პუნქტი).
ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებამდე, ლ------ ჩ----–---–ის მიერ კრედიტის სრულად დაფარვამდე და ქარხნის მოწყობისათვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებების და სამუშაოების განხორციელებამდე (ანუ ლ------ ჩ----–---–ის მიერ აღნიშნული სამივე ვალდებულების სრულად შესრულებამდე), პერიოდში დირექტორები წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განახორციელებენ და გადაწყვეტილებას ყველა საკითხზე მიიღებენ ერთობლივად. მხარეები შეთანხმდნენ, რომ კომპანიის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა გარიგების დასადებად აუცილებელი იყო ორივე დირექტორის ერთობლივი ხელმოწერა. ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებისა, ლ------ ჩ----–---–ის მიერ კრედიტის სრულად დაფარვისა და ქარხნის მოწყობისათვის საჭირო სამონტაჟო ღონისძიებების და სამუშაოების განხორციელების შემდეგ, თითოეული დირექტორი წარმომადგენლობით უფლებამოსილებას განახორციელებს ცალ-ცალკე, პარტნიორთა მიერ დამტკიცებული კომპანიის შინაგანაწესის შესაბამისად (მე-17 პუნქტი).
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმება (ტ.I. ს.ფ. 34-44).
4.5. სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა შპს ,,კ------“-ს დირექტორმა ნ-----–- თ-------–---–მა და მიუთითა, რომ 2015 წლის 18 თებერვალს შპს ,,კ------მ“ შეიძინა ნახშირორჟანგის გადამამუშავებელი სადგური და მოითხოვა დადგენილიყო აღნიშნული წარმოების შემადგენლობაში არსებული ტექნიკის ტექნიკური მდგომარეობა და რემონტის გარეშე მათი მუშაობის რესურსის სავარაუდო ხანგრძლივობა.
სსიპ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 04 მარტის N0-------- დასკვნის თანახმად, ,,ყ-------- რაიონში, სოფელ ა-–------ში დამონტაჟებული თხევადი ნახშირორჟანგის C---ს მიღების საწარმოს ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ:
- ნახშირორჟანგის ორივე კომპრესორს და ამიაკის ხრახნულ კომპრესორს საქარხნო რესურსი არ გააჩნიათ, შესაბამისად, გამორიცხულია მათი სტაბილური მუშაობა.
- დანარჩენი მოწყობილობები (ყველა მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭელი, რომლის სამუშაო წნევისა და მოცულობის (ლიტრებში) ნამრავლი აღემატება 1000-ს) გამოსაცდელია საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის კონტროლის ქვეშ, რათა გამოირიცხოს ავარიები; რაც შეეხება მათ რესურსს, თუ დანადგარები დაექვემდებარებიან მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მოთხოვნილებებს, მათი მუშაობის რესურსი მაღალია - 2 წელი და მეტი.
- საჭიროა ვიხელმძღვანელოთ ,,რეკომენდაციით ტექნოლოგიური დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე და მათი არსებულ საქმები ჩართულობაზე“; მოწვეული უნდა იქნას საქართველოში არსებული კვალიფიცირებული კომპანია, რომელიც ჩაატარებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებს (მათ შორის კომპრესორების კაპიტალურ რემონტს) და მოამზადებს მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლებს ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის პასპორტიზაციისათვის“.
ამასთან, კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ჭაბურღილიდან მიღებული ნახშირორჟანგის გადამუშავების წარმოებისათვის საერთოდ არ არის საჭირო: ქაფდამჭერი (ლუდისა და სპირტის წარმოებისას გამოყოფილი ქაფის მოსახსნელად), აეროზოლური სამრეცხი (ლუდის წარმოებისას გამოყოფილი შაქრის მოსაცილებლად), სკრუბერი (ლუდის წარმოებისას გამოყოფილი სპირტის მოსაცილებლად), გაზგოლდერი - რომლის დანიშნულებაა ლუდისა და სპირტის წარმოებისას არათანაბარი დუღილის დროს წნევების გათანაბრება, რაც ნაკლებ მოსალოდნელია ჭანურღილიდან C---ის მიწოდების დროს, მაგრამ იგი შეიძლება დარჩეს წარმოებაში, თუ მოხდება მისი დარეგულირება ჭაბურღილის წარმოების მიხედვით. აღნიშნული დანადგარები არიან წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლები, რომელთა ჩართვა სამუშაო ციკლში არ არის საჭირო და სტაბილური მუშაობისათვის შექმნიან დამატებით პრობლემებს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ტ. I. ს.ფ 45-55)
4.6. 2014 წლის 14 აპრილს ერთის მხრივ გ------------–-----ს, როგორც „გამყიდველს“ და მეორეს მხრივ ლ------ ჩ----–---–ს, როგორც „მყიდველს“ შორის ნოტარიალურად გაფორმდა შპს ,,კ------“-ს (ს/კ N2--------) კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველმა შპს ,,კ------“-ს კაპიტალში 45%-იანი წილის მესაკუთრემ გაყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა გამყიდველის კუთვნილი 45% წილიდან ნაწილი - 20% (ოცი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
- 2014 წლის 14 აპრილის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების სანოტარო აქტი (ტ.I. ს.ფ. 82-90).
4.7. 2014 წლის 14 აპრილს შედგა შპს ,,კ------ს“ პარტნიორთა კრება, რომლის მე-3 პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ საზოგადოების კაპიტალში ლ------ ჩ----–---–ისთვის წილების დათმობა (გარდა მხარეთა შორის შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებისა) განპირობებულია ახალი პარტნიორის მიერ საზოგადოების კაპიტალში ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღებით, რაც უნდა განხორციელდეს შპს ,,კ------“-ს კაპიტალში სავალდებულო ქონებრივი ან/და ფულადი შესატანის განხორციელებით წილების მყიდველის სახელზე რეგისტრაციის დღიდან - 2015 წლის 1 იანვრამდე (რაც მხარეებზე დამოუკიდებელი შემაფერხებელი მიზეზის გამო შესაძლოა გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) ინვესტიცია (შენატანი) საკმარისი უნდა იყოს:
(ა) ,,მიწაზე C---ის მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის გამართვის, ქარხნის მოწყობილობა - ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი დანადგარის მოწყობილობის შესყიდვა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც იქნება არანაკლებ აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებული მარაგებისა. ,,დამატებითი ლიცენზიის“ მოპოვებამდე C---ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში დამონტაჟდება კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნება არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით 18 (თვრამეტი) ტონა თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში. ,,დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ მომავალი პარტნიორი (ინვესტორი) უზრუნველყოფს დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს.
(ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლუატაციაში გასაშვებად.
(გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისათვის.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2014 წლის 14 აპრილის შპს ,,კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.I. ს.ფ. 142-143).
4.8. ჰაფმანის ოფისის წერილების თანახმად, რომ შპს „კ------ს“ გადაწყვეტილება იყო მეორადი სისტემის შეძენის გადაწყვეტილება, რომლის პასუხისმგებლობაც სწორედ ამ უკანასკნელს ეკისრებოდა და არა ჰაფმანის ოფისს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ჰაფმანის ოფისის წერილები (ტ.I. ს.ფ. 163-182)
- შპს „კ------ს“ წერილები (ტ.I. ს.ფ. 183-191)
4.9. 2015 წლის 29 იანვარს, გ------------–-----მა უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში ზ---- კ----–------–---–ს შპს ,,კ------ს“-ს კაპიტალში თავისი კუთვნილი წილიდან 25%-დან 23%.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 29.01.2015წლის სანოტარო აქტი სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების შესახებ (ტ.I. ს.ფ. 139-141)
4.10. 2015 წლის 30 ივლისის შპს „კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმის თანახმად, შპს ,,კ------ში“ დაინიშნა მეორე დირექტორი ნ-----–- თ-------–---–ი, ასევე გაუქმდა გ------------–-----ის სასარგებლოდ საჯარო რეესტრში ლ------ ჩ----–---–ის 20% წილზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგისტრირებული ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 30 ივლისის შპს ,,კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.I. ს.ფ. 145-146).
4.11. 2014 წლის აპრილში კომპანია Haffmans B.V და შპს ,,კ------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა DAP (ადგილზე მიწოდების პირობით) INCOTERMS-2010 თანახმად C-- აღმდგენ სადგურს (შემდგომში მოხსენიებული, როგორც ,,აღჭურვილობა“.
ხელშეკრულების ფანი განისაზღვრა 1021.0000.00 ევროს ოდენობით.
გადახდა ხელშეკრულების თანახმად უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: პირველი გადახდა 100000.00 (ასი ათასი) ევროს ოდენობით უნდა განეხორციელებინა მყიდველს 10.04.2014-ამდე. მეორე გადახდა 321000.00 ევრო უნდა განეხორციელებინა 15.08.2014-მდე, ხოლო დარჩენილ თანხაზე - 600.000.00 ევრო მყიდველმა უნდა წარუდგინოს გამყიდველს პირველი კლასის ბანკის საბანკო გარანტია, რომელსაც დაამტკიცებდა გამყიდველის ავზირების განმახორციელებელი ბანკი, რომელიც შეატყობინებდა ბენეფიციარს აკრედიტივის გახსნის შესახებ - 15.08.2014-მდე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2014 წლის აპრილის #13.8041 კონტრაქტი (ტ. I. ს.ფ. 196-204).
4.12. 2015 წლის 18 თებერვალს ერთის მხრივ ,,J--------------“-ს და შპს ,,კ------”-ს (წარმოდგენილი დირექტორის ზ------ ფ-–---–-----ის სახით) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა გაყიდა, ხოლო მყიდველმა (შპს კ------) იყიდა მეორადი ლუდსახარშის აღჭურვილობა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 18.12.2015წელი (ტ. I. ს.ფ. 205-222).
4.13. 2015 წლის 18 თებერვალს ერთის მხრივ ლ------ ჩ----–---–ს, როგორც (გამყიდველს) და მეორეს მხრივ ფირმა ,------------------- (შემსრულებელს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შემსრულებელი იღებდა ვალდებულებას, ჩაეტარებინა C---ის რეკუპერაციის სადგურზე ტექნიკური აუდიტის სამუშაოები მართვის პანელის კომპიუტერული პროგრამების ტექნიკური შეცდომების გამოსავლენად და წარედგინა რეკომენდაციები მათ აღმოსაფხვრელად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2016 წლის 25 მაისის N2------- ხელშეკრულება (ტ. I. ს.ფ. 289-291).
4.14. 2015 წლის 14 სექტემბერს შპს ,,კ------“-მ მიიღო C---ის გადამამუშავაბელი ქარხნის დანადგარები ღირებულებით 14 მილ. რუბლი, რომელიც მთლიანად დაფარულია.
მიღებული ტვირთის დეკლარაციის ჩამონათვალის შესაბამისად ამიარკის კონდენსატორი ერთი ცალი სერია V------- 17.11.2015წლისათვის ამორტიზებულია, შემდგომი ექსპლუატაციისათვის უვარგისი, რომელიც აღდგენას არ ექვემდებარება.
შპს ,,კ------“-ს მიერ შეძენილ იქნა მეორადი კონდესატორი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 17.11.2015წლის დეფექტური აქტი (ტ. I. ს.ფ. 223)
- ინვოისი (ტ. III. ს.ფ. 158).
4.15. 2015 წლის 29 დეკემბერს პარტნიორთა კრებას ესწრებოდა ზ---- კ----–------–---–ის და აწ გარდაცვლილი გ------------–-----ის სამკვიდროს მმართველის ს--–---- ღ------–-----ის წარმომადგენელი გიორგი გვენეტაძე, საწარმოს პარტნიორის ლ------ ჩ----–---–ის წარმომადგენელი ბ------- ვ-----–---–ი და ასევე შპს ,,კ------“-ს დირექტორები ზ------ ფ-–---–-----ი და ნ-----–- თ-------–---–ი.
კრებამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილებები:
1. ცნობად იქნა მიღებული, რომ კრედიტის დარჩენილი თანხა 40 000 აშშ დოლარი ბანკიდან უკვე მიღებულია. ამდენად, თუკი მომავალში ბანკის მხრიდან კვლავ დადგება დანადგარების დაგირავების საკითხი, დირექტორებმა უნდა დაუსაბუთონ, რომ ვინაიდან იპოთეკა გავრცელდა ქარხნის მშენებარე შენობაზე და დაემატა სხვა უზრუნევლყოფებიც, დანადგარების დაგირავების საჭიროება აღარ არსებობს.
ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად, ცნობად იქნა მიღებული, შპს ,,კ------“-ს გააჩნია სალიცენზიო მოსაკრებლის ვადაგადაცილებული დავალიანება, რაც შეადგენს დაახლოებით 130000 ლარს. აღნიშნული მოსაკრებელი გადახდილ უნდა ყოფილიყო პარტნიორის ლ------ ჩ----–---–ის პირადი თანხებით, რაც მან ვერ შეძლო ფინანსური პრობლემების გამო.
პარტნიორები შეთანხმდნენ, რომ თუკი კანონმდებლობით იქნება შესაძლებელი, სალიცენზიო მოსაკრებლის თანხა დაფარულ იქნეს შპს ,,კ------“-ს ზედმეტობიან, რომელიც მას გააჩნია დღგ-ს გადასახადში. წინააღმდეგ შემთხვევაში ლ------ ჩ----–---–მა პირადად უნდა უზრუნველყოს აღნიშნული დავალიანების დაფარვა არაუგვიანეს 2016 წლის 10 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 29.12.2015წლის შპს ,,კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტ. I. ს.ფ. 284-285).
4.16. შპს ,,კ------“-ს 2% წილის მფლობელმა პარტნიორებმა: ნ-------------ემ, ს--–---- ღ------–-----მა და ნ-----–---- ღ------–-----მა ზ---- კ----–------–---–ს დაუთმეს ყველა ის მოთხოვნები და უფლებები რაც გამომდინარეობს 2014 წლის 14 აპრილის სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისების ხელშეკრულებიდან, 2014 წლის პარტნიორთა შეთანხმებიდან, 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებიდან და შპს ,,კ------“-ს წესდებიდან შპს ,,კ------“-ს, შპს ,,კ------“-ს პარტნიორის ლ------ ჩ----–---–ის, სახელმწიფო ორგანოების და ნებისმიერი პირების მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2016 წლის 15 ივნისის ხელშეკრულება მოთხოვნისა და დათმობის შესახებ (ტ.I. ს.ფ. 293-295)
4.17. 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (კონტრაქტი N2--- დგინდება, რომ „გამყიდველმა“ J--------------- გაყიდა, ხოლო „მყიდველმა - შპს „კ------მ“ იყიდა გამოყენებაში ნამყოფი ლუდსახარშის აღჭურვილობა. მყიდველი იძლეოდან გარანტიას, რომ საქონელი შეძენილი უნდა ყოფილიყო საქართველოში ლუდის წარმოების მიზნით. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებად განისაზღვრა 14 მლნ რუბლი.
2015 წლის 13 ივლისს ხელშეკრულება (კონტრაქტი N2--) დგინდება, რომ იმავე მხარეებს შორის მოხდა გამოყენებაში ნამყოფი ლუდსახარშის აღჭურვილობის შეძენა 80 000 აშს დოლარად.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 18 თებერვლის ხელშეკრულება (კონტრაქტი N2--- (ტ.II. ს.ფ. 89-108)
- მზადყოფნის აქტი (ტ.II. ს.ფ. 109)
- აღჭურვილობის სია (ტ.II. ს.ფ. 110-111)
- 2015 წლის 13 ივლისის ხელშეკრულება (კონტრაქტი N2--) (ტ.II. ს.ფ. 112-130)
- თანდართული მასალები (ტ.II. ს.ფ. 131-152)
4.18. სახელმწიფო გადასახადების, კერძო რეგულირების საფასურის დროულად გადაუხდელობის გამო, შპს ,,კ------“-ს მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გამოეცხადა სიტყვიერი შენიშვნა. ამასთან, სასარგებლო წიაღისეულის N0--- ლიცენზიით განსაზღვრული პირობების დარღვევის, კერძოდ ჭაბურღილის მკაცრი სანიტარული ზომის შემოფარგვლისა და დაცვის ნორმების დარღვევის გამო, შპს ,,კ------“-ს მიმართ მიმდინარეობდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დაეკისრა ჯარიმის სახით 3000 ლარი.
შპს ,,კ------“-ს ბუნებრივი რესურსების სარგებლობის მოსაკრებელში შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, 2016 წლის 16 სექტემბრის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 230381.26 ლარის ოდენობით, 2016 წლის 24 ოქტომბრის მდგომარეობით 245166.57 ლარის ოდენობით, ხოლო 2017 წლის 24 მაისის მდგომარეობით 287441.38 ლარის ოდენობით.
2016 წლის 04 მარტის გარემოს ეროვნული სააგნეტოს წერილით შპს „კ------სადმი“ ამ უკანასკნელის მიმართ მოთხოვნილია, რომ ლიცენზიის პირობების შესრულების შემოწმებისას გამოვლინდა დარღვევები და აღმოსაფხვრელად განესაზღვრა გონივრული ვადა.
2016 წლის 26 აპრილის წერილის მიხედვით კი, სააგენტო შპს „კ------ს“ სთხოვდა 2016 წლს იანვრიდან მარტვის ჩათვლით რეგულირების საფასურს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (ტ. II. ს.ფ 277);
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს 2016 წლის 08 თებერვლის, 04 მარტის მიმართვები (ტ. II. ს.ფ 278, 286);
- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ N0----- და N0----- ოქმები (ტ. II. ს.ფ 279, 292);
- მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრანტი მოსამართლის დადგენილება (ტ. II. ს.ფ 282-284);
- გარემოს ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 26 აპრილის მიმართვა (ტ. II. ს.ფ 286);
- სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უწყება (ტ. II. ს.ფ 287-288);
- მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება (ტ. II. ს.ფ 295);
- შემოსავლების სამსახურის ცნობა (ტ. III. ს.ფ 51, ტ. IV. ს.ფ 45).
- 2016 წლის 04 მარტის N2------ წერილი (ტ.I. ს.ფ. 114)
- 2016 წლის 26 აპრილის N2------ წერილი (ტ.I. ს.ფ. 115)
4.19. 2016 წლის 26 აპრილის J-------------- ტექნიკური ანგარიშის თანახმად, სპეციალისტი განმარტავს: ,,როდესაც მე ჩამოვედი დასანერგად, U---------ის არცერთი ღილაკი არ მუშაობდა კარგად, შემოწმების თანახმად მე მოვხსენი კაბელი დაფიდან და შემდეგ გავაკეთე ის. პრობლემა გადაჭრილია. ახლა ყველა ღილაკი მუშაობს ნორმალურად. ამის შემდეგ როცა ნაწილი ჩართულია, ამის მიუხედავად დამწყები სიგნალი გადადის დიდ (ელექტრო) პანელში, ის არ მუშაობს... პირველ დაწყებისას ზეთის დონე არის საშუალო, ზეთის სეპარატორი არის დასაშვები. ასევე წნევა არის ნორმალური შემოწმების განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- J-------------- ტექნიკური ანგარიში (ტ. II. ს.ფ 332-336)
4.20. 2016 წელს კომპანია ,------------------- მიერ გაკეთდა აუდიტორული ანგარიში, რომლის დასკვნით ნაწილში მითითებულია, რომ:
- სისტემამ დაამტკიცა, რომ შეუძლია აწარმოოს თხევადი C--, ტესტირებისას, რომელიც ჩატარდა, მათმა ინჟინერმა ადგილზე აუდიტის/ინსპექციისას, წარმოებულ იქნა 7 ტონა C--.
- კომპონენტები შექმნილია, რათა იმუშაოს განსაზღვრული წნევის ქვეშ და როდესაც უსაფრთხოების მოწყობილობები კარგ მდგომარეობაშია, არ არის პრობლემა ამ სისტემის უსაფრთხო მუშაობა.
- წარმოებული C---ის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს საკვების უსაფრთხოების ზოგად სპეციფიკაციებს, იმ პირობით, რომ სისტემა შეკეთებულია სათანადოდ და მომუშავე ტაიმერები გასწორებულია, რათა შეესაბამებოდეს დაბინძურების დონეს, რომელიც შემოდის სისტემაში, რაც ამ ადგილას უფრო მეტია, ვიდრე ორგინალში;
- თავდაპირველი სიმძლავრე (წარმადობა) 1.000 კგ/სთ არ არის შესაძლებელი იმ ფაქტის გამო, რომ იგი მდებარეობს 1.976 მეტრის სიმაღლეზე ზღვის დონიდან, რაც თეორიულად ნიშნავს, იმას, რომ სისტემას შეუძლია აწარმოოს მაქსიმიმ 788 კგ/სთ თუ სწორად იქნება გამართული;
- AC/საშრობს ფილტრის ფუნქცია არის გაფილტროს H-- და გაწმინდოს სხვა სუნი და გემო, რომელიც ასახავს C-- გაზის ნაკადს. ვინაიდან C-- წყაროდან შეიცავს ბევრად მეტ დაბინძურებას ვიდრე სასმელი C-- გაზის ფერმენტაციაა, ფილტრის შესაძლებლობები არ შეესაბამება ორიგინალ სპეიფიკაცია, ამ მიზნით ეფექტური სამუშაო დრო შემცირებულია 50%-მდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული წარმოებული თხევადი C---ის ძლიერი დაბინძურება.
- C---ის აღდგენის სისტემა თუ მოცემულ მომენტში დამონტაჟდება შეძლებს აწარმოოს C-- და მომავალშიც აწარმოებს თუმცა დასჭირდება რეგულარული შეკეთება.
- ზოგადი აღნიშვნები:
- ამ მეორადი აღჭურვილობის დაინსტალირება ამტკიცებს, რომ C---ის აღდგენა ამ წყაროდან შესაძლებელია და შესრულებადი. მხოლოდ რაოდენობა მცირეა და წარმოებული C---ის ხარისხი არ არის გარანტირებული ასეთი სახის C---ის აღდგენის სისტემით, რომელიც არ იყო სპეციალურად შექმნილი ამ C---ის წყაროსთვის და ზღვის დონიდან ამ სიმაღლისთვის.
- იმისათვის, რომ გარანტირებულ იყოს C---ის სპეციფიკაციები და აღდგენის გაზრდისათვის საჭიროა კარგი ბიზნეს ქეისის შექმნა და ახლად შეკვეთილი C---ის აღდგენის სისტემის დაინსტალირება (ხელმოწერილი ხელშეკრულების თანახმად), ისე, რომ შესაძლებელი იყოს საკმარისი რაოდენობით კარგი ხარისხის C---ის წარმოება ამ ჯანმრთელი ბიზნესის შესაქმნელად.
- იქ არის დაწესებულებები, რომლებიც შეძლებენ ახალი C---ის აღდგენის სისტემუს დაინსტალირებას იმავე შენობაში. ამის პარალელურად მეორადი დაინსტალირება, ისე, რომ C---ის წარმოება გაგრძელდება ახლად შეკვეთილი C---ის აღდგენის სისტემის დაინსტალირებამდე.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- კომპანია ,------------------- აუდიტორული ანგარიში (ტ. II. ს.ფ. 184-190).
4.21. სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიმართა ლ------ ჩ----–---–მა და მოითხოვა დასკვნის გაცემა შპს ,,კ------“-ს საკუთრებაში არსებული ნახშირორჟანგა გაზის გადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკური მდგომარეობის შესახებ და იმის დადასტურება, რომ ქარხანა (დანადგარები) მზად არის აწარმოოს ნახშირორჟანგი C-- გაზი.
შპს 2016 წლის 24 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ,,ყ-------- მუნიციპალიტეტის, სოფ. ა-–------ში მდებარე თხევადი ნახშირორჟანგის წარმოების საამქროს ტექნიკური მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც არასტაბილური.
ქარხანა (დანადგარები) დღეის მდგომარეობით მზად არის აწარმოოს თხევადი ნახშირორჟანგი (C--), თუმცა არასტაბილურ რეჟიმში. იმისათვის, რომ თხევადი ნახშირორჟანგის წარმოებამ იმუშაოს სტაბილურად საჭიროა შესრულდეს შემდეგი სახის სამუშაოები:
- შეიქმნას ჭაბურღილისა და ქარხნის საპროექტო დოკუმენტაცია, რომელშიც გარდა ტექნოლოგიური სქემების დამუშავებისა, ასევე, სრულად აღწერილი იქნება გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარების ყველა საჭირო მახასიათებლები. საპროექტო დოკუმენტაციაში დამუშავებული უნდა იქნეს შექმნილი ტექნოლოგიური სქემის განმარტებითი ბარათი, საამქროს სრულ წარმადობის განსაზღვრით, ტექნიკურ-ეკონომიური გათვლებით და შესაბამისი სპეციფიკებით.
- ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ან გამოიცვალოს ნახშირორჟანგის ორივე (2) კომპრესორი;
- ჩაუტარდეს კაპიტალური რემონტი ამიაკის კომპრესორს;
- ყველა ხელსაწყო (მანომეტრები, დაცვისა და წნევის რელეები, დამცველი სარქველები) გატარდეს რეგისტრაციაში შესაბამის ორგანოებში და იქნეს ხელახლა დაკალიბრებული, რადგან წარმოებაში არსებული ასეთი ტიპის ყველა ხელსაწყოს გასული აქვს სერტიფიცირების ვადა;
- ყველა მაღალი წნევის ჭურჭელი (სადაც მოცულობის - ლიტრებში ნამრავლი სამუშაო წნევაზე-ბარი აღემატება 10000-ს გატარდება რეგისტრაციაში ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტში“;
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა N0-------- (ტ. III. ს.ფ. 24-31)
4.22. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2016 წელს შპს „კ------ს“ წარმომადგენელი საწარმოს ტერიტორიაზე არ უშვებდა ლ------ ჩ----–---–ის წარმომადგენელს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მიმართვები (ტ. III. ს.ფ. 56-58)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.23. 2015 წლის 19 აგვისტოს ზ---- კ----–------–---–ს და ლ------ ჩ----–---–ს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს პარტნიორთა შეთანხმებით, რომელიც დადასტურებულია ნოტარიუსის ნ-----------–----ს მიერ 2015 წლის 30 ივლისს, რეესტრში რეგისტრაციის N--------- დამგირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფას.
ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, დამგირავებელი მოგირავნის სასარგებლოდ აგირავებს შპს ,,კ------“-ს კაპიტალის თავის კუთვნილ წილს. გირავნობის საგანს კი წარმოადგენს შპს ,,კ------“-ს კაპიტალის ლ------ ჩ----–---–ის კუთვნილი წილი - 50%.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2015 წლის 19 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულება (ტ.V. ს.ფ. 77-81).
4.24. 2017 წლის 13 ივნისის კრების ოქმის თანახმად, შპს ,,კ------“-ს მეორე დირექტორის თანამდებობაზე დანიშნულ იქნა ზ------ ფ-–---–-----ი, ამასთან დადგინდა, რომ კაპიტალური რემონტის სამუშაოების ჩატარების მიზნით, პირველ ეტაპზე, რაც გულისხმობს ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის ჩასატარებელი სამუშაოების განსაზღვრას და დეფექტური აქტების შედგენას დირექტორებმა, რეგისტრაციის დღიდან ერთი კვირის ვადაში გააფორმონ ხელშეკრულება შპს ,,ა----სთან“.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 13.06.2017წლის შპს ,,კ------“-ს პარტნიორთა კრების ოქმი (ტ. V. ს.ფ. 4-8).
4.25. 2017 წლის 19 ივნისს ერთის მხრივ სს ,,თიბისი ბანკს“ მეორეს მხრივ შპს ,,კ------“-ს და მესამეს მხრივ გ-------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება.
ხელშეკრულების პირობების თანახმად, ,,თავდები“ (გ-------------–---–ი) იღებდა ვალდებულებას, რომ გადაეხადა ბანკისათვის შპს ,,კ------ს“ N2--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული მიმდინარე დავალიანება ჯამში 106077.04 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2017 წლის 19 ივნისის N2---------- ხელშეკრულება (VII. ს.ფ 24-25).
4.26. 2017 წლის 03 ივლისს შპს ,,კ------ს“ და შპს ,,ა----“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის საგანს წარმოადგენდა ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა-–------ში მდებარე დამკვეთის საკუთრებაში არსებულ ქარხანაში დამონტაჟებული მეორადი C---ის მანქანა-დანადგარების რემონტის და კომპრესორების (C---ის და ამიაკის) კაპიტალური რემონტის ჩატარება, მათი შემდგომში ექსპლუატაციაში გაშვებისა და გამართულად ფუნქციონირების მიზნით, მოეხდინა დანადგარების დაშლა, მათი ტექნიკური რევიზია, დეფექტური აქტების შედგენა, განსახორციელებელი სარემონტო სამუშაოების პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენა.
წინამდებარე ხელშეკრულების 1.1 პუნქტში მითითებული სამუშაოები შემსრულებელს უნდა შეესრულებინა: -2 (ორი) ნახშირორჟანგის კომპრესორზე და 1 (ერთი) ამიაკის კომპრესორზე დეფექტური აქტის წარმოდგენა 7 (შვიდი) სამუშაო დღეში;
- ნახშირორჟანგის წარმოების სრული დეფექტური აქტი მათ შორის კომპრესორების კაპიტალური რემონტი. გასუფთავების სისტემის, თანმდევი გაზების სეპარაციის სისტემის, ავტომატური მართვის სერტიფიკატების მიღების შემდგომ 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში დამატებითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის ღირებულება განისაზღვრება ნედლი ნახშირორჟანგის ხარისხის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულება N0------ (ტ. V. ს.ფ. 9-12).
4.27. 2017 წლის 03 ივლისის N0------ ხელშეკრულების საფუძველზე, 2017 წლის 12 ივლისის შედგენილ იქნა დეფექტური აქტი, რომლის საფუძველზე აღმოჩნდა, რომ ზამთრის განმავლობაში წყლის სისტემაში, მათ შორის ნახშირორჟანგის კომპრესორის პერანგებში დარჩენილმა წყალმა გაყინვის შედეგად სიმეტრიულად გახეთქა ორივე კომპრესორის სარქველების დაფის პერანგები, ბზარი მიიღო კომპრესორის ბლოკის პერანგმა, გასკდა და რემონტს აღარ ექვემდებარება წყლის ტუმბო ,,გრუნდფოსი“, ასევე ყინულმა გახეთქა საამქროში ცენტრალური წყლის მიმწოდებელი ტუმბო და რემონტს აღარ დაექვემდებარება, შეუძლებელი გახდა კომპრესორის მშრალი (ნახშირორჟანგის მოძრაობის და ნაწილის) დაშლა ბოლომდე. შესაბამისად, ზედა ნაწილის დეტალები და კვანძები შემოტანილი იქნა ქ.თბილისში მისი შემდგომი დაშლისა და რევიზიის მიზნით.
კომპრესორის საბოლოო დაშლამ აჩვენა შემდეგი დეფექტები:
1. მუშა მდგომარეობაშია მუხლა ლილვისა და ბარბაცის კვანძი, არ აღენიშნება გადახრა ტიპიური ზომებიდან და მისი ჩამოტანა ქ.თბილისში არ არის საჭირო;
2. გასარემონტებელია ან გამოსაცვლელი სასარქველე დაფის კორპუსი (გახეთქილია წყლის ყინულის ზემოქმედებით);
3. გასახეხია და შემდგომში დასადუღებელი კომპრესორის ბლოკის პერანგი;
4. კომპრესორის ჰილზა არის დამუშავებული, მაგრამ ექვემდებარება შიგხეხვას და პალირებას, პალირების შემდგომ დადგინდება დგუშის რგოლების ზუსტი ზომები, რომლებიც სრულად შესაკვეთია;
5. დგუშები, როგორც დაბალი ასევე მაღალი წნევის მხარეები არის სტანდარტებში და არ საჭიროებს გამოცვლას;
6. კრეიცკოფის ლილვი დაჟანგულია წყლის ზემოქმედებით და საჭიროებს პალირებას;
7. კრეიცკოფის ყველა ჩობალი დაზიანებულია და საჭიროებენ გამოცვლას, შესაბამისად დასამუშავებელია ჩობალის კორპუსები;
8. გამოსაცვლელია ,,გრუნდფოსის“ პატარა ტუმბო, რომელიც ემსახურება ცალკე კომპრესორს;
9. გასაწმენდია, შემდგომი პალირების მიზნით ყველა გადაბმის ადგილი და გამოსაცვლელია ყველა შემამჭიდროებელი;
10. გამოსაცვლელია ზეთი, ზეთის ფილტრი, და გამოცვლის წინ სრულად გასარეცხია სპეციალური ხსნარებით და გასაშრობია კომპრესორის კარტერი;
11. დეფექტურ აქტს თან ერთვის დაშლილი კომპრესორის დაზიანებული დეტალებისა და კვანძების 16 (თექვსმეტი) სურათი.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2017 წლის 12 ივლისის დეფექტური აქტი (ტ. V. ს.ფ. 13-14).
4.28. 2017 წლის 26 სექტემბერის მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, 2017 წლის 26 ივლისიდან 2017 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით 2017 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე შპს ,,ა----მ“ ,,დამკვეთის“ ტერიტორიაზე ყ-------- მუნიციპალიტეტის სოფ. ა-–------ში დაამთავრა ექსპლუატაციაში ნამყოფი ნახშირორჟანგის კომპრესორის მარკით T---- კაპიტალური რემონტი. მოხდა კომპრესორის სატესტო ჩართვა მშრალ რეჟიმში (გარემო ჰაერზე), კომპრესორის ყველა სამუშაო პარამეტრი არის წესრიგში.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2017 წლის 26 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.V. ს.ფ. 30).
4.29. შ---------------------------–---- მიერ ჭაბურღილ N--ზე ჩატარებული სამუშაოებით ჭაბურღილზე აღდგენილია თვითდენი და მოწყობილია უჟანგავი ლითონის მილისაგან დამზადებული საშადრევნე ალმატურა.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2017 წლის 25 ნოემბრის შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტი (ტ. V. ს.ფ. 114).
4.30. შპს ,,ა----“-ს 2018 წლის 10 მაისის წერილის თანახმად, ამჟამად, შპს ,,კ------ს“ კუთვნილი ნახშირორჟანგის ქარხანა სრული სიმძლავრით გასაშვებად არ არის მზად, ასაწყობია და გასაშვებია მეორე ნახშირორჟანგის კომპრესორი;
დამატებითი ინფორმაცია:
1.ქარხნის ექსპლუატაციაში გასაშვებად საჭიროა მეორე ნახშირორჟანგის კომპრესორის ჩართვა სისტემაში, რომლის ნაწილებს ველოდებით გ-------------–---–ისგან;
2.საჭიროა ჭაბურღილის ზუსტი წარმადობის დადგენა;
3.საჭიროა წარმოების პროექტი და მაღალი წნევის ქვეშ მომუშავე აპარატების რეგისტრაცია ტექნიკური ზადამხედველობის ბიუროში;
4.საჭიროა მაჩვენელებელი და მარეგულირებელი ხელსაწყოების შემოწმება საქართველოს მეტროლოგიის ინსტიტუტში;
5.საჭიროა ნახშირმჟავა გაზის გამწმენდი ფილტრების შემოწმება და შემოწმების შედეგების დაფიქსირება მზა პროდუქციის ანალიზით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- შპს ,,ა----“-ს 10.05.2018 წლის წერილი (ტ. V. ს.ფ. 170).
4.31. კომპანია ,,ქ----------------------------------------–----“-ს 2018 წლის 05 ნოემბრის დასკვენის თანახმად, საწარმოს წარმოების წიგნში მითითებულის მსგავსად, ლუდის ქარხნებში ფერმენტაციის შედეგად წარმოებული C---ის გათხევადების მიზნით დაგეგმარების გამო ნიადაგის ქვემოდან ბუნებრივად ამოსული, შიგნით ჭარბი რაოდენობის C---ის გათხევადების პირობებში ვერ გათხევადებული აზოტი, მეთანი და ჟანგბადის მსგავსი კონდენსარტის არ მქონე გაზებად განცალკევებისათვის საჭირო აღჭურვილობის არქონის გამო:
1. წარმოებული სითხე C---ში კონდენსატის არ მქონე გაზები სტანდარტებში მითითებულ მაჩვენებლებზე მეტი იქნება და ამიტომ პროდუქტებში ისინი ვერ გამოიყენება.
2. C---ის გათხევადებულ კონდესატებში ჭარბი რაოდენობით არაკონდენსირებულის (მეთანი, აზოტი, ჟანგბადი) დაგროვების გამო და გაზების ვერ გათხევადების გამო, გათხევადობის სითბოსარარსებობის გამო და სითბოს მიღებით აორთქლებული ამონიაკის ვერ აორთქლების გამოამონიაკის გაციების კომპრესორი დაბალ წნევაზე გაითიშება და სისტემა ვერ მოახდენს შესაბამისი მოცულობის მიღწევას.
სისტემის დაარსების რაიონებში ატმოსფერული პირობები ზამთრის პერიოდში ძალიან მკაცრია და ამიტომაც წყლით გაციება სარისკოა. C---ის კომპრესორები წყლით ცივდება და ამიტომაც გამაგრილებელი წყლის კომპრესორის გაყინვის შემთხვევაში კომპრესორის კორპუსის დაზიანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ყინვაგამძლე გამაგრილებელი გამტარის გამოყენება.
მიწის ქვემოდან ამოსული C-- დროდადრო სხვადასხვა გაზებს შეიცავს, აქედან გამოსაყოფია წყალბადის გოგირდი. მას აქვს სპეციალური ლაყე კვერცხის სუნი, რომელიც C---ში არ უნდა აღემდატებოდეს 0.1 პპმ. გოგირდ-წყალბადის შემაკავებელი რაიმე სახის ფილტრი არ არის დამატებული, პირიქით ზედმეტია ქაფის შემაკავებელი, სკრაბერი და კასრის ლუდის ქარხნებში ფერმენტაციისგან ნაწარმოები C-- წარმოებისთვის საჭირო დანადგარების სისტემა (რადგანაც ეს ლუდსახარში დანადგარია),რომელიც მოსახსნელია.
ჭის თავზე C---ის წყლისგან განმაცალკევებელი 4 ცალი სეპარატორი არაკომპეტენტურადაა დამონტაჟებული, გაზის და წყლის განცალკევება არასაკმარისია. ამ მიზეზების გამო გაზის დიდი ნაწილი ქარხნამდე მიუღწევლად ჭაბურღილიდან წყალთან ერთად ატმოსფეროში გაედინება. ჭაბურღილის თავზე C-- და წყლის განცალკევებისთვის გამოყენებული ხელსაწყო ამისათვის არ არის განკუთვნილი, ამისათვის საჭიროა მისი მოხსნა და ერთი ცალი სეპარატორის დამონტაჟება.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- კომპანია ,,ქ----------------------------------------–----“-ს 2018 წლის 05 ნოემბრის დასკვენა (ტ. VII. ს.ფ. 72-75).
4.32. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2018 წლის დასკვნის თანახმად, შპს ,,ა----“-ს მიერ მომზადებული დოკუმენტაცია ,,თხევადი ნახშირორჟანგის პროექტი; ყ-------- მუნიციპალიტეტი, სოფ. ა-–------ი არ წარმოადგენს მუშა პროექტს და ძირითადად მოცემულია პრინციპული გადაწყვეტის სახით.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით ვერ მოხერხდა ყ-------- მუნიციპალიტეტის, სოფ. ა-–------ში შპს ,,კ------“-ს კუთვნილი თხევადი ნახშირორჟანის წარმოების საამქორში არსებული დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობაზე სრულფასოვანი მსჯელობა“.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 04.12.2018 წლის N0-------- დასკვნა (ტ. VII. ს.ფ. 80).
4.33. სს ,,თიბისი ბანკის“ დავალიანების ცნობის თანახმად, 2016 წლის 16 ივნისის მდგომარეობით, შპს ,,კ------“-ს ჯამური დავალიანება (პროდუქტის ტიპი აწარმოე საქართველოში) შეადგენს 349209.6 აშშ დოლარს, 2016 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით - 359277.4 აშშ დოლარს, 2018 წლის 13 აპრილის მდგომარეობით - 266255.41 აშშ დოლარს, ხოლო 10.15.2018 წლის მდგომარეობით 206249.59 აშშ დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ტ. I. ს.ფ. 286, ტ. III. ს.ფ 52, ტ. V. ს.ფ 69, ტ. VII. ს.ფ 23).
4.34. 2018 წლის 01 ოქტომბრის მდგომარეობით, შპს ,,კ------“-ს რეგულირების საფასურის ნაწილში ერიცხება დავალიანება 96045.00 ლარი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით კი შპს ,,კ------“-ს დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- 2018 წლის 15 ოქტომბრის წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (VII. ს.ფ 20).
4.35. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N0------ ბრძანების თანახმად, ყადაღა დაედო შპს ,,კ------“-ს საკუთრებაში არსებულ ან/და ბალანსზე რიცხულ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის N0------ ბრძანება (ტ. IV. ს.ფ. 93);
- შემოსავლების სამსახურის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ აქტი N- (ტ. IV. ს.ფ. 112-113);
- საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის რეესტრი (ტ. IV. ს.ფ. 114).
4.36. 2018 წლის 12 ივლისს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ წარმოებაში მიიღო შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა შპს ,,კ------“-ს დაყადაღებული ქონების აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- მცხეთის რაიონული სასამართლოს დადგენილება. (VII. ს.ფ 15-16).
4.37. ზ----ი კ----–------–---–მა შეიცვალა სახელი და ამჟამად არის „ზ---- კ----–------–---–ი“.
სასამართლო ეყრდნობა მტკიცებულებას:
- სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მოწმობა სახელის შეცვლის ან/და გვარის შეცვლის/დადგენის შესახებ (ტ. VII. ს.ფ.).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ზ---- კ----–------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს სრულად.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 352-ე, 405-ე მუხლებით
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი; მათ შორის შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია 2014 წლის 14 აპრილის შპს ,,კ------“-ს კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულება, 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმება და კრების ოქმი ასევე, 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმება.
საქმეზე წარმოდეგნილი მტკიცებულებებით, ასევე თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დასტურდება, რომ მითითებული შეთანხმებები მხარეთა მიერ სადავოდ არ არის გამხდარი და მათი ყვეა პუნქტი ამჟამადაც მხარეთა ნების შესაბამისად, მოქმედია. ის გარემოება, რომ სადავოდ არ არის გამხდარი მოპასუხის მიერ ადასტურებს თუნდაც ის გარემოება, რომ ეს უკანასკნელი ცდილობდა შეთანხმებებით გათვალისწინებული ვალდებულებები შეესრულებინა. მართალია სადავო გარემოებას წარმოადგენს მათი შესრულება-არ შესრულება თუ ჯეროვანი შესრულება, თუმცა ფაქტია, რომ შეთანხმებები მხარეთა თავისუფალი ნების შედეგი იყო.
7.2. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. ამდენად, ნასყიდობის ხელშეკრულების დროს, გარიგების ობიექტია ქონება, რომლის სანაცვლოდ და საკომპენსაციოდაც შემძენი იხდის ნასყიდობის ფასს.
დადგენილია, რომ მყიდველმა (ლ------ ჩ----–---–მა) იყიდა ,,საზოგადოების“ კაპიტალში ზ---- კ----–------–---–ის (გამყიდველის) კუთვნილი 55% წილიდან ნაწილი 50% (ორმოცდაათი პროცენტი), ხოლო გ------------–-----ის კუთვნილი 45%-დან 20%.
წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით, მყიდველი ვალდებული იყო შეესრულებინა ,,წილზე“ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულება, რომელიც განსაზღვრული და შეთანხმებული იყო საზოგადოების პარტნიორებს შორის საზოგადოების 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა კრების ოქმისა და იმავე თარიღით ხელმოწერილი პარტნიორთა შეთანხმების თანხმად.
წინამდებარე სარჩელით, მოსარჩელე მხარე (გამყიდველი) ითხოვს ნასყიდობის საგნის დაბრუნებას იმ საფუძვლით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მისი წილი ვალდებულებები.
7.3. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის სამეწარმეო საზოგადოება, რომელიც იქმნება პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. კაპიტალის ამგვარი გაერთიანების შედეგად დაფუძნებულ საწარმოში თითოეულ პარტნიორს აქვს საწარმოსათვის გადაცემული საკუთარი კაპიტალის შესატყვისი წილი, რომელიც პარტნიორს აძლევს შესაძლებლობას მონაწილეობდეს საწარმოს მართვაში, რაც გულისხმობს საზოგადოების უმაღლესი მართვის ორგანოს - პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობას. ამასთან ისიც უნდა ითქვას, რომ პარტნიორობა ორიენტირებულია იმ იურიდიულ ინტერესზე, იმ სარგებელზე, რასაც დივიდენდის მიღება ჰქვია.
”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანების ოდენობა.
2014 წლის 14 აპრილის კრების ოქმით, განისაზღვრა, რომ საზოგადოების კაპიტალში ლ------ ჩ----–---–ისთვის წილების დათმობა (გარდა მხარეთა შორის შეთანხმებული ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებისა) განპირობებული იყო ახალი პარტნიორის მიერ საზოგადოების კაპიტალში ინვესტიციის განხორციელების ვალდებულების აღებით, რაც უნდა განხორციელებულიყო შპს ,,კ------“-ს კაპიტალში სავალდებულო ქონებრივი ან/და ფულადი შესატანის განხორციელებით წილების მყიდველის სახელზე რეგისტრაციის დღიდან - 2015 წლის 1 იანვრამდე (რაც მხარეებზე დამოუკიდებელი შემაფერხებელი მიზეზის გამო შესაძლოა გახანგრძლივდეს მხოლოდ ერთხელ - არაუმეტეს სამი თვის ვადით) ინვესტიცია (შენატანი) საკმარისი უნდა იყოს:
(ა) ,,მიწაზე C---ის მიმღებ გადამამუშავებელი ქარხნის გამართვის, ქარხნის მოწყობილობა -ფუნქციონირების მიზნით შესაბამისი დანადგარის მოწყობილობის შესყიდვა და ექსპლუატაციაში გასაშვებად, რომლის წარმადობაც იქნება არანაკლებ აღნიშნულ ჭაბურღილზე დამტკიცებული მარაგებისა. ,,დამატებითი ლიცენზიის“ მოპოვებამდე C---ის მიმღებ-გადამამუშავებელ ქარხანაში დამონტაჟდება კომპრესორი, რომლის წარმადობაც გათვლილი იქნება არანაკლებ არსებული ლიცენზიის ოდენობით 18 (თვრამეტი) ტონა თხევადი გაზის წარმოებაზე დღე-ღამეში. ,,დამატებითი ლიცენზიის მოპოვების შემდეგ მომავალი პარტნიორი (ინვესტორი) უზრუნველყოფს დამატებით 20 (ოცი) ტონა წარმადობის დამატებითი კომპრესორის მონტაჟს.
(ბ) ქარხნის შენობის ასაშენებლად შესაბამისი პროექტის მიხედვით და ექსპლუატაციაში გასაშვებად.
(გ) ქარხნიდან სეპარაციის პროცესში გამოყოფილი წყლის მაგისტრალის მშენებლობისათვის.
როგორც უკვე აღინიშნა, ვალდებულება არ იქნა შესრულებული მოპასუხის მიერ, რის საფუძველზეც მხარეთა შორის 2017 წლის 30 ივლისს გაფორმდა პარტნიორთა შეთანხმება, რომლის თანახმადაც მოპასუხე მხარის მიერ აღებულ იქნა გარკვეული ვალდებულებები, მათ შორის ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება, გარემოსდაცვითი ღონისძიებების შესრულება, მასთან დაკავშირებული ყველა მოსაკრებლის და გადასახადის გადახდა.
სასამართლო უთითებს, რომ იმ პირობებში როდესაც დღემდე კომპანიას არ მიუღია სარგებელი, აქვს როგორც საბიუჯეტო დავალიანება, ასევე დავალიანება პარტნიორთა მიმართ, ბანკის მიმართ და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიმართ, რომელიც გამოწვეულია უშუალოდ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვალდებულების ჯეროვან შესრულებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმებით, C---ის გადამამუშავებელი ქარხნის შეძენის, დამონტაჟებისა და ექსპლოატაციაში გასაშვებად საბანკო დაწესებულებიდან შპს ,,კ------“-მ აიღო სესხი 350000 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ლ------ ჩ----–---–მა აიღო ვალდებულება, რომ დაეფარა აღნიშნული კრედიტი.
საქმეში წარმოდგენილია არაერთი ,,თიბისი ბანკი“-ს ცნობა დავალიანების შესახებ, რომლის თანახმად მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალებულება არ არის შესრულებული და ბოლო მონაცემების თანახმად კომპანიის დავალიანება შეადგენს 206249.59 აშშ დოლარს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. დასახელებული ნორმა განამტკიცებს სამართალში დამკვიდრებულ ქცევის კეთილსინდისიერების პრინციპს და სამოქალაქო ურთიერთობის სუბიექტის ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზემოთ დასახელებული პრინციპიდან გადახვევით ხორციელდება, უნდა შეფასდეს, როგორც არაკანონიერი.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.1 მუხლის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ: სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში – ყველა პარტნიორს, კომანდიტურ საზოგადოებაში – სრულ პარტნიორებს (კომპლემენტარებს), კომპლემენტარი იურიდიული პირის შემთხვევაში – მის მიერ დანიშნულ ფიზიკურ პირს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, სააქციო საზოგადოებასა და კოოპერატივში – დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე ნორმის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქციით) 9.7. მუხლის თანახმად, ამ კანონის მე-9 მუხლის 9.1 პუნქტში დასახელებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
მოცემულ შემთვევაში ლ------ ჩ----–---–ის მოქმედებები/უმოქმედობა უნდა შეფასდეს უფლების ბოროტად გამოყენებად, რაც წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან.
7.4. სახელშეკრულებო სამართალურთიერთობა ნების ავტონომიის პრინციპს ეფუძნება. ამდენად, კონტრაქტორი მხარის დასაბუთებული ინტერესისა და კანონისმიერი ბოჭვის გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეებს სახელშეკრულებო ურთიერთობებშიც აქვთ ცალმხრივად მოქმედების შესაძლებლობა. ამასთან, სახელშეკრულებო თავისუფლების გამოვლინებაა არა მხოლოდ ხელშეკრულების დადება, ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრა, კონტრაგენტის არჩევა და ა.შ. არამედ, ცალმხრივად, ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულებაზე უარის თქმა, ხელშეკრულების შეწყვეტა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
ხელშეკრულებიდან გასვლა აღმჭურველი უფლებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ განსაზღვრული წინაპირობების არსებობისას მხარეს აქვს შესაძლებლობა, მიაღწიოს გარკვეულ სამართლებრივ შედეგს – დაასრულოს სახელშეკრულებო ურთიერთობა კონკრეტული უფლებებითა და მოვალეობებით და განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმში გადაიყვანოს იგი. პირველადი მოთხოვნის, ანუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა და შესაბამისად, ხელშეკრულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებიდან გასვლის მეორადი მოთხოვნის უფლების აღმოცენების სამართლებრივი საფუძველია.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი არის იმ st---------ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა დააბრუნოს ზუსტად ეს მიღებული საგანი. ამდენად, ხდება ერთგვარი ვალდებულებითი ურთიერთობის ტრანსფორმაცია, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა - ვალდებულების დარღვევა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე 2014 წლის 14 აპრილის შპს ,,კ------“-ს კაპიტალში წილის ნასყიდობისა და გირავნობის ერთიანი ხელშეკრულების მე-5 პუნქტის და 2015 წლის 19 აგვისტოს გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს ზ---- კ----–------–---–ის სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლო, ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, მოპასუხის მიერ მითითებულ რამდენიმე პოზიციასთან დაკავშირებით. კერძოდ, 2015 წლის 30 ივლისის შეთანხმების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, მოპასუხე განმარტავს, რომ ინვესტორი იძულებული გახდა დაეთმო მისი კუთვნილი წილიდან 20%, კერძოდ, 10% - შეუსრულებელი ვალდებულების სანაცვლოდ როგორც ჯარიმა, ხოლო 10% - დაიტვირთა გირავნობით, თუმცა რატომღაც გაფორმდა არა უზრუნველყოფის საშუალება, არამედ როგორც მოსარჩელის საკუთრება, საკუთრების დროებითობას კი კანონი არ ცნობს. ამასთან მითითებული შეთანხმება განსაზღვრავს მოპასუხის იმგვარ ვალდებულებებს, რომელთა განხორციელების და გადაწყვეტის სამართლებრივი მექანიზმები მას არ გააჩნია.
სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებულ ნორმათა დანაწესზე და განმარტავს: ხელშეკრულების დადების თავისუფლება გულისხმობს როგორც მხარეთა მიერ ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას, ასევე შესაძლებლობას დადონ ან არ დადონ ესა თუ ის ხელშეკრულება. ამასთანავე, თითოეულმა პირმა უპირველეს ყოვლისა თავად უნდა იზრუნოს საკუთარი უფლებების დაცვაზე და დაიცვას წინდახედულობის სულ მცირე მინიმალური სტანდარტი. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან ხელშეკრულების კონტრაჰენტი მხარის წინაშე, რის გამოც მისი ნამდვილობა-ბათილობა გავლენას ახდენს არა მხოლოდ ნების გამომვლენის, არამედ მისი ადრესატის სამართლებრივ მდგომარეობაზეც, რომელიც ასევე დაცულია კანონის მიერ.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს, მათ შორის ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებს, მოიწონა და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა.
რაც შეეხება მოპასუხის პოზიციას, შპს ,,კ------ს“ მიერ კომპანია ,,ჰ----------“-სთან გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევასთან დაკავშირებით. სასამართლო უთითებს, რომ იმ პირობებში როცა მოპასუხის მიერ არ ყოფილა გასაჩივრებული შპს ,,კ------ს“ უარი გარანტიასთან დაკავშირებით, მოპასუხის აპელირება აღნიშნულთან დაკავშირებით უსაფუძვლოა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ზემოაღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, გადახდა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: პირველი გადახდა 100000.00 (ასი ათასი) ევროს ოდენობით უნდა განეხორციელებინა მყიდველს 10.04.2014-ამდე, მეორე გადახდა 321000.00 ევრო უნდა განეხორციელებინა 2014 წლის 15 აგვისტომდე, ხოლო დარჩენილ თანხაზე - 600.000.00 ევრო მყიდველს უნდა წარედგინა გამყიდველს პირველი კლასის ბანკის საბანკო გარანტია, რომელსაც დაამტკიცებდა გამყიდველის ავზირების განმახორციელებელი ბანკი, რომელიც შეატყობინებდა ბენეფიციარს აკრედიტივის გახსნის შესახებ - 15.08.2014-მდე. იმ პირობებში, როდესაც მოპასუხეს მეორე გადახდა არ განუხორციელებია, ასევე უსაფუძვლოა მისი მითითება, სადავო ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებაში.
როგორც ზემოთ უკევ აღინიშნა, 2014 წლის 14 აპრილს მოხდა როგორც სამეწარმეო საზოგადოების კაპიტალში წილის (აქციის) გასხვისება, ასევე პარტნიორთა შეთანხმება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი დაკავშირებულია გასხვისების ხელშეკრულებასთან, ვინაიდან მითითებული ხელშეკრულების გარკვეულწილად გაგრძელებას და ზოგიერთი პუნქტის დაზუსტებას უფრო წარმოადგენს ვიდრე მხარეთა შორის სრულიად ახალი სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლას.
ლიცენზიასთან დაკავშირებით, ლ------ ჩ----–---–ს, როგორც ინვესტორს, არასდროს გაუხდია სადავო ლიცენზიის პირობები კანონით დადგენილი წესით, ვინაიდან სწორედ ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა სწორედ ლიცენზიით განსაზღვრული გაზის - დღე-ღამეში 18 ტონის მოპოვება იყო, რაც დაკავშირებული იყო მოსაკრებლის ოდენობასთანაც. ამდენად, სასამართლო სხდზ----ე იმის განმარტება, რომ მისთვის, როგორც პარტნიორისთვის ფულადი სახით დიდი ვალდებულებას წარმოადგენდა აღნიშნული, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, რადგან ფაქტია, რომ რამდენიმე ვალდებულება და მათ შორის ლიცენზიასთან დაკავშირებული ვალდებულებები სწორედ მოპასუხე მხარემ იკისრა, რაც სარჩელის შემოტანის მომენტისათვის არ ჰქონია შესრულებული. სწორედ აღნიშნულმა შეუსრულებლობამ გამოიწვია ის მთელი რიგი სანქციების გატარება შპს „კ------ს“ მიმართ, რამაც შედეგად უკვე ზ---- კ----–------–---–ის, როგორც ერთ-ერთი პარტნიორის უფლებების დარღვევა გამოიწვია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 2016 წლის 04 მარტი წერილი შპს „კ------სადმი“, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტო ლიცენზიის პირობების შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრას უთითებს კომპანიას, უნდა ჩაითვალოს ერთ-ერთ მტკიცებულებად იმისა, რომ ინვესტორ ლ------ ჩ----–---–ის მიერ ჯეროვნად არ ყოფილა შესრულებული სახელშეკრულებო პირობები, კერძოდ, მითითებული დროისთვის არ იყო შემოღობვა განხორციელებული და ასევე უნდა განეხორციელებინათ ღონისძიებები ჭაბურღილის მიმდებარე ტერიტორიის დაჭაუბების აღმოფხვრისათვის, ხოლო 2016 წლის 26 აპრილის წრილის მიხედვით კი შპს „კ------ს“ ეროცხებოდა დავალიანება 2016 წლის იანვრიდან მარტის ჩათვლით რეგულირების საფასურის გადაუხდელობის გამო.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებით განისაზრვრა ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“, ანუ პერიოდი, რომელიც იწყებოდა პარტნიორის ანუ ლ------ ჩ----–---–ის მიერ წილის ნასყიდობით და სრულდებოდა პირველი კომერციული წარმოების დადასტურების მომენტამდე.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნიას, რომ 2014 წლის 14 აპრილიდან დღემდე მხარეები იმყოფებიან სწორედ „გარდამავალ პერიოდში“, რა დროსაც მხარეები მოქმედებენ სწორედ ამ პერიოდისთვის დამახასიათებელი უფლებებითა და ვალდებულებებით. შესაბამისად, არა მხოლოდ პერიოდი, არამედ თავად მხარეთა მიერ დაწესებული უფლება-მოვალეობანი უნდა ჩაითვალოს იმ სპეციალურ დანაწესად, რომელიც მოქმედებს მითითებული პერიოდის მანძილზე.
ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ე.წ. „გარდამავალი პერიოდი“ დაიწყო 2014 წლის 14 აპრილიდან ანუ ნასყიდობის ხელშეკრულებისა და ასევე პარტნიორთა შეთანხმებიდან (ორივე ხელშეკრულების თარიღი ემთხვევა ერთმანეთს) და უნდა დასრულებულიყო პირველი კომერციული წარმოების დადასტურებამდე. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დასტურდება პირველი კომერციული წარმოების ფაქტი, შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დღემდე მხარეები სწორედ „გარდამავალ პერიოდში“ იმყოფებიან. რაც შეეხება 2018 წლის სასამართლო სხდომებზე მხარეთა მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მათი სურვილი იყო გაზის გაყიდვა და საცდელად მოახდინეს კიდეც მიღებული ნივთიერების რელიზაცია, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად ასეთი „რეალიზაციისა“ და მიუხედავად მისი ერთჯერადი ან თუნდაც რამდენჯერმე გაყიდვისა, ასევე მიუხედავად იმისა, ახდენდა ერთი ან თუნდაც ორივე მხარე ასეთი გარემოებების აღწერას ჟურნალში, არ წარმოადგენს მხარეთა ნების შესაბამისად შეთანხმებულ „პირველ კომერციულ წარმოებად“ და ასევე ვერ ჩაითვლება ლ------ ჩ----–---–ის მიერ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებად, ვინაიდან, პირველი, სასამართლომ რომ ჩათვალოს, რომ ასეთი კომერციული რეალიზაცია განხორციელდა 2018 წელს, ფაქტია, რომ ასეთი რეალიზაცია არ განხორციელებულა 2018 წლამდე, ან თუნდაც სარჩელის შემოტანამდე ანუ ხელშეკრულებით განსაზრულ ვადებში, რაც უკვე ითვლება ინვესტორის მიერ ხელშეკრულების დარღვევად. ასევე აღსანიშნავია, რომ „კომერციული წარმოება“, თუკი აღნიშნულს არა სიტყვასიტყვითი, არამედ მთლიანი ხელშეკრულების შინაარსისა და მიზნის, ასევე თავად მხარეთა ნებისა და მოლოდინების ერთობლიობით განვიხილავთ, უნდა მივიჩნიოთ უფრო მოგების მიღების მიზნით წარმოებულ არაერთჯერად საქმიანობად და არა საცდელად წარმოებულ საქმინობას და ამ სახით მიღებული პროდუქციის რეალიზაციას.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების ამ ნაწილში ლ------ ჩ----–---–ის, როგორც ინვესტორის, მიერ ვალდებულება დათქმულ დროსა და დათქმულ ვადაში არ არის შესრულებული, ხოლო დღეის მდგომარეობით რომ ჩავთვალოდ ასეთი წრამოება „კომერციულ წარმოებად“, არაჯეროვნად შესრულებულად უნდა მივიჩნიოთ. შესაბამისად, ორივე შემთხვევაში ხელშეკრულების პირობები დარღვეულია, რაც ერთ-ერთი საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებისა. სწორედ ამაზე უთითებს და განმარტავს პარტნიორთა შეთანხმების 1.1.11 და 1.1.12 პუნქტები.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეტანხმებით ცალსახად დასტურდება, რომ ლ------ ჩ----–---–მა, როგორც ინვესტორმა, 2014 წლის 14 წლის ხელშეკრულებითა და ამავე თარიღის შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში - 2015 წლის 01 იანვარმდე, ასევე დამატებით მიცემულ ვადაში - 2015 წლის 01 აპრილამდე, ვერ უზრუნველყო ვალდებულების შესრულება. აღნიშნულ ხელშეკრულებას შპს „კ------ს“ ყველა პარტნიორი აწერს ხელს, მათ შორის ინვეტორი - ლ------ ჩ----–---–იც. აღნიშნული კი ადასტურებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს.
2016 წლის 04 მარტის N0-------- დასკვნით დასტურდება, რომ ყ-------- რაიონის სოფელ ა-–------ში არსებული ქარხანა არ იყო შესაბამისი მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი. აქვე უნდა გაიმიჯნოს ორი გარემოება, კერძოდ, დანადგარები არა მხოლოდ მეორადი წარმოებისა იყო და მათ საქარხნო რესურსი ამოწურული ჰქონდათ, არამედ ქარხანაში დამონტაჟებული იყო ისეთი დანადგარები, რომლებიც კონკრეტულად C-- წარმოებისთვის არ წარმოადგენდნენ საჭიროებას.
ამდენად, სასამართლოა მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორის მიერ მართალია დროში დაგვიანებით, მაგრამ მაინც იქნა აშენებული ქარხანა, თუმცა ფაქტია, რომ დანადგარებს რესურსი ჰქონდათ ამოწურული და ამასთან კონკრეტულად იმ მიზნის მისაღწევად, რაც ჩაფიქრებული ჰქონდათ მხარეებს პრაქტიკულად ამ ქარხნის ამუშავებით, ასეთი მიზანი ვერ იქნებოდა მიღწეული. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ ინვეტორის მიერ ანუ იმ პირის მიერ, რომელსაც ევალებოდა აღნიშნული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულება, არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, რადგან ქარხანა თავის ფუნქციას ვერ ასრულებდა სწორედ ზემოაღნიშნული ორი მიზეზიდან გამომდინარე. უფრო მეტიც, საქმეში არსებული მტკიცებულებების, ასევე თავად ექსპერტთა ჩვენებით დასტურდება, რომ ქარხანას პროექტი არ ჰოქნია, რის გამოც ექსპლუატაციასიც კი არ არის შესული. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხე მხარის მიერ არ წარმოდგენილა.
საქმეზე წარმოდგენილი ჰაფმანის ოფისის წერილის თანახმად, სადაც ეს უკანასკნელი მეორადი ნაწილების გამო პასუხისმგებლობას აკისრებს შპს „კ------ს“, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული წერილებით დასტურდება ის გარემოება, რომ შპს „კ------ს“ ინვერტისციებთან, მათ შორის ქარხნის დანადგარების შეძენასთან დაკავშირებით აქტიურად იყო ჩართული ლ------ ჩ----–---–ის მხარე. უფრო მეტიც, თუკი ეს უკანასკნელი თვლიდა, რომ სწორედ შპს „კ------ს“ ქმედებების გამო, მას როგორც პარტნიორს ან/და როგორც ინვესტორს ადგებოდა ზიანი, მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, შესაბამისი რეაგირება უნდა განეხორციელებინა, მათ შორის გამოეთქვა პროტესი და მოეთხოვა შპს „კ------ს“ მიერ მისი ინეტერსების საწინააღმდეგო ქმედებების განხორციელება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი აღნიშნული გარემოება არ დასტურდება.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაშიც კი თუკი გარკვეულ გარემოებებთან მიმართებაში შპს „კ------ს“ მიერ განხორციელდა ქმედებები, რომლის განხორციელების ვალდებულება იყო მოპასუხეზე ან თუნდაც შპს „კ------ს“ ქმედებების გამო ვერ განხორციელდა ან არაჯეროვნად განხორციელდა ინვესტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, აღნიშნული არის უშუალოდ შპს „კ------სა“ და ლ------ ჩ----–---–ის სხვა საქმეზე დავის საგანი და ასეთმა გარემოებამ არ უნდა იქონიოს გავლენა ზ---- კ----–------–---–ის კანონიერ ინეტერესთან. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება, რომ ლ------ ჩ----–---–ის მიერ არც ხელშეკრულებითა და არც მოგვიანებით გაფორმებული შეთანხმების პირობები ჯეროვნად არ ყოფილა შესრულებული, რაც ზ---- კ----–------–---–ის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი (სარჩელის შემოტანის გზით) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობაა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის ურთიერთობის საფუძველი მხოლოდ 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებაა, ასევე ამავე თარიღით დათარიღებული შეთანხმება და 2015 წლის 30 ივლისით დათარიღებული შეთანხმება, შესაბამისად, სამეწარმეო რეესტრის ამონაწერში არსებული შეზღუდვა, რომელიც გამომდინარეობს მხოლოდ მხარეთა შორის არსებული ამ შეთანხმებებიდან და სწორედ მათ საფუძველზეა შეზღუდული წილის განკარგვა, საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება უნდა გაუქმდეს. აღნიშნული გაუქმება, რა თქმა უნდა, არ ეხება სხვა მესამე პირთა უფლებებს, ვინაიდან სასამართლოში აღნიშნულზე არ ყოფილა მსჯელობა და არც თავად ასეთი მესამე პირები არ ყოფილან წარმოდგენილები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
აღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, ვინაიდან ზ---- კ----–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხე - ლ------ ჩ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 3000 ლარის გადახდა.
რაც შეეხება, წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი ანაზღაურების საკითხს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას. კერძოდ დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას სახელმწიფო ბიუჯეტიდან - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. ასეთი წესი ქმნის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს სასამართლოს გარეშე ხარჯებს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37.3 მუხლი). ამგვარი ხარჯების ოდენობა უნდა განისაზღვროს მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ოდენობის დამადასტურებელი მტკიცებულებების საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის იურიდიული მომსახურების გაწევის ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუმცა, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების ხარჯი 500 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება სხვა ხარჯებს, საქმეზე სასამართლოს თუ სასამართლოს გარეშე ხარჯების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა და შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მხარეთა შუამდგომლობას სასამართლო ვერ დააკმაყოფილებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ საქმეზე წარმოდეგნილი ლ------ ჩ----–---–ის საჩივარზე წაროდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 50 ლარის ოდენობით (ტომი3, ს.ფ. 353) უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ზ---- კ----–------–---–ის სარჩელი ლ------ ჩ----–---–ის მიმართ წილის დაბრუნების თაობაზე - დაკმაყოფილდეს.
1.1. პირობების შეუსრულებლობის გამო, ზ---- კ----–------–---–ს დაუბრუნდეს ლ------ ჩ----–---–ის 50% წილი შპს ,,კ------“-ში (ს/კ N2--------) და ზ---- კ----–------–---–ი (პ/ნ N0----------) აღირიცხოს შპს ,,კ------“-ს 98% წილის მესაკუთრედ.
1.2. ამოიშალოს შპს ,,კ------ს“ (ს/კ 2--------) სამეწარმეო რეესტრიდან ზ---- კ----–------–---–ისა და ლ------ ჩ----–---–ის წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულება, რაც გამომდინარეობს მხოლოდ თავად მხარეთა შორის არსებული 2014 წლის 14 აპრილის ხელშეკრულებიდან, 2014 წლის 14 აპრილის პარტნიორთა შეთანხმებიდან და 2015 წლის 30 ივლისის პარტნიორთა შეთანხმებიდან.
2. მოპასუხე ლ------ ჩ----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით.
3. მოპასუხე ლ------ ჩ----–---–ს მოსარჩელე ზ---- კ----–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის ანაზღაურება.
4. 2016 წლის 12 დეკემბერს ლ------ ჩ----–---–ის საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე