გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22179-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 დეკემბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - თ------ კ--------ე
წარმომადგენელი - ი--- შ----–----ე
მოპასუხეები - გ------- ბ---–----–---–ი, ნ---- ბ---–----–---–ი, ს---–--- ბ---–----–---–ი, ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ი, დ----- ბ---–----–---–ი
წარმომადგენლები: გ------ ნ-–-----ე, ნ--- ქ--–---ა
დავის საგანი: ქონების მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. გ------- ბ---–----–---–ს, ნ---- ბ---–----–---–ს, ს---–--- ბ---–----–---–ს, ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ს და დ----- ბ---–----–---–ს 2014 წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ----- კ--------ის სასარგებლოდ დაეკისროთ ძირი თანხა - 19 000 აშშ დოლარი; ორი თვის საპროცენტო სარგებელი - 1140 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2015 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0,15%.
1.2. ნ---- ბ---–----–---–ი, ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0------------------------ 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ:
1.3. ს---–--- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.4. გ------- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0---------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.5. დ----- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0---------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.6. ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.7. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ. კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- აუქციონის წესით რეალიზაცია.
მოსარჩელემ სარჩელში განმარტა, რომ 2014 წლის 10 სექტემბერს ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის სანოტარო ბიუროში მხარეებს ნ------- ბ---–----–---–ს და კრედიტორ გ------- ნ-------–---–ს, მ-----– პ---------–---–ს და თ----- კ--------ეს შორის შედგა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელმა ნ------- ბ---–----–---–მა თ----- კ--------ისაგან ისესხა 19 000 აშშ დოლარი, სესხი გაიცა ყოველთვიურად 3% დარიცხვით, სესხის გაცემის ვადად განისაზღვრა 3 თვე. მსესხებელს თანხა უნდა გადაეხადა გამსესხებლისათვის 2015 წლის 10 თებერვალს. სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის ნ------- ბ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: თბლისი, ბ------- ხ---–--–-ის ქუჩა, კორპუსი 6, ბინა 1---. საკ.კოდი: 0----------------------
ვინაიდან მსესხებელი არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, თ----- კ--------ემ მიმართა ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე. 2017 წლის 13 ივნისს ნოტარიუსმა უარი უთხრა სანოტარო მოქმედების შესრულებაზე ნ------- ბ---–----–---–ის უფლებამონაცვლე პირის დადგენამდე. თ----- კ--------ემ შეიტყო, რომ 2016 წლის 15 თებერვალს გარდაიცვალა მოვალე.
ნ------- ბ---–----–---–ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები შვილები - გ------- ბ---–----–---–ი, ს---–--- ბ---–----–---–ი, ნ---- ბელგარაშვილი და დ----- ბ---–----–---–ი და მეუღლე - ც---- ბ------ე - ბ---–----–---–ი, რომლებიც თავს არიდებენ მემკვიდრეობის მიღებას. 2016 წლის 21 სექტემბერს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული ცნობის თანახმად ანდერძის ერთიან ელექტრონულ რეესტრში არ მოიძებნა ინფორმაცია გარდაცვლილ - ნ------- ბ---–----–---–ის სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე. მოპასუხეები ცხოვრობენ აღნიშნულ უძრავ საკუთრებაში, რაც მოსარჩელის განმარტებით ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ნ------- ბ---–----–---–ის მემკვიდრეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის 6 თვიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 10 ნოემბერს ნ------- ბ---–----–---–სა და თ----- კ--------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------- ბ---–----–---–მა სესხის სახით მიიღო 19 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის შეთანხმებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%;
აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ------- ბ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ. კორპუსი #-, ბინა #--- .
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება №--------- (ს.ფ. 21-25).
3.1.2. ნ------- ბ---–----–---–ი გარდაიცვალა 2016 წლის 15 თებერვალს;
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 4-5).
გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 19).
3.1.3. ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის 2017 წლის 13 ივნისის დადგენილებით თ----- კ--------ეს უარი ეთქვა სააღსრულებო ფურცლის გაცემაზე, ნ------- ბ---–----–---–ის გარდაცვალების გამო და განემარტა, რომ სააღსრულებო ფურცელი გაიცემა უფლებამონაცვლე პირის დადგენის შემდგომ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
2017 წლის 13 ივნისის ნოტარიუს ქ------- ბ--------–---–ის დადგენილება (ს.ფ. 17-18).
3.1.4. ნ------- ბ---–----–---–ის პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები: გ------- ბ---–----–---–ი, ნ---- ბ---–----–---–ი, ს---–--- ბ---–----–---–ი, დ----- ბ---–----–---–ი და მეუღლე - ც---- ბ------ე - ბ---–----–---–ი.
მემკვიდრეებს ფაქტობრივი ფლობით მიღებული აქვთ სამკვიდრო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე თ----- კ--------ემ მსესხებლის ნ------- ბ---–----–---–ის მემკვიდრეებს მოთხოვნა წარუდგინა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ექვს თვიან ვადაში.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხეებმა სადავოდ გახადეს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარდგენა კრედიტორის მიერ. შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელი გარდაიცვალა 2016 წლის 15 თებერვალს. შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319-ე, 1320-ე მუხლები).
მამკვიდრებლის მემკვიდრეებს წარმოადგენენ შვილები და მეუღლე, რომლებმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო (სსკ 1421-ე, 1424-ე მუხლები).
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მემკვიდრეს. შესაბამისად, კრედიტორისათვის უნდა იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე განმარტა -,,პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ («სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ» საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი). (იხ. სუსგ საქმე #ას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).
მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელისათვის (კრედიტორისთვის) ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბრისათვის. აღნიშნულის დასადასტურებლად მოპასუხეები მიუთითებენ საქმეში წარმოდგენილ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის ინფორმაციაზე, რომელიც გაიცა მოსარჩელის წარმომადგენლის ი--- შ----–----ის მიმართ (იხ. ს.ფ. 20).
მოპასუხეთა პოზიცია არ გაიზიარა მოსარჩელის წარმომადგენელმა და განმარტა, რომ იგი ასევე წარმოადგენდა 2016 წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების მეორე გამსესხებლის გ------- ნ-------–---–ის ინტერესებს ამავე მოპასუხეთა მიმართ სამოქალაქო დავის წარმოების ფარგლებში, რა დროსაც მან მიმართა ნოტარიუსს 2016 წლის 15 სექტემბერს ინფორმაციის მიღების მიზნით და აღნიშნული მტკიცებულება დაერთო გ------- ნ-------–---–ის სარჩელს მოპასუხეთა მიმართ. აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით მოსარჩელე თ----- კ--------ისათვის არ იყო ცნობილი მოვალის გარდაცვალების თაობაზე იმ პერიოდში. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2016 წლის 21 სექტემბრის ინფორმაცია მან როგორც წარმომადგენელმა გამოიყენა ამ საქმეშიც და დამატებით აღარ მიმართა ნოტარიუსთა პალატას. ასევე, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე დაიკითა მოწმე მ----- ა-–----–---–ი, რომლის განმარტებითაც იგი მუშაობს უძრავი ქონების სააგენტოში და მისი დახმარებით მოხდა მხარეთა შორის სესხის ხელშეკრულების დადება. მოწმის ჩვენების თანახმად სესხის გაფორმებისას მსესხებელს ნ------- ბ---–----–---–ს თან ახლდა შვილი გ-------, რომელსაც სესხის გადახდის დაგვიანების შემთხვევაში უკავშირდებოდა ხოლმე. ასევე, მოწმემ განმარტა, რომ მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე 2017 წლის მარტის თვეში აცნობა მოსარჩელეს (იხ. 2018 წლის 20 ნოემბრის სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით კი მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით.
სასამართლომ, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები, მოწმის ჩვენება და ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას მასზედ, რომ მოსარჩელისათვის 2016 წლის სექტემბრის თვეში ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალების თაობაზე. აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დგინდება. შესაბამისად, ამ თარიღიდან ვერ აითვლება სსკ 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის ვადა.
რაც შეეხება თარიღს, თუ როდიდან უნდა აითვალოს ეს ვადა, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში გაზიარებული უნდა იქნეს მოწმის ჩვენება, რომლის განმარტებითაც 2017 წლის მარტის ბოლოს აცნობა თ----- კ--------ეს მოვალის გარდაცვალების თაობაზე. სასამართლო მიუთითებს, რომ სსკ 1488-ე მუხლით მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა მარტო გარდაცვალების ფაქტის ცოდნა, არამედ მემკვიდრეთა ვინაობის დადგენაც კრედიტორის მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ მოწმემ აცნობა მოსარჩელეს მოვალის გარდაცვალების თაობაზე, ასევე აცნობა, რომ მეორე იპოთეკარი (გ------- ნ-------–---–ი) აწარმოებდა დავას მემკვიდრეებთან და ურჩია ადვოკატთან დაკავშირება (მოწმის ეს ჩვენება მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია), ადასტურებს, რომ კრედიტორისათვის 2017 წლის მარტში ცნობილი იყო, როგორც მოვალის გარდაცვალების, ასევე მემკვიდრეთა ვინაობის თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია 2017 წლის 22 აგვისტოს. შესაბამისად, 2017 წლის მარტიდან პრეტენზიის წარდგენის 6 თვიანი ვადა კრედიტორს გაშვებული არ აქვს.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, სადაო არ არის რომ მოპასუხეებს კრედიტორისათვის (მოსარჩელისათვის) არ უცნობებიათ სამკვიდროს გახსნის შესახებ. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა წარმომადგენლის განმარტებას მასზედ, რომ მათ არ იცოდნენ მამკვიდრებლის ვალების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იყო იპოთეკის ხელშეკრულება, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მემკვიდრეებს ჰქონდათ შესაძლებლობა ამ მონაცემების საფუძველზე გაეგოთ კრედიტორთა შესახებ. ასევე, მოწმის ჩვენებით დგინდება, რომ მოპასუხე გ------- ბ---–----–---–ი პირადად ესწრებოდა სესხის ხელშეკრულების გაფორმებას ნოტარიუსში. შესაბამისად, მემკვიდრეთა მიერ არ არის დაცული კრედიტორებისათვის სამკვიდროს გახსნის შესახებ შეტყობინების ვალდებულება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე, 1484-ე, 1487-ე, 1488-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, 2014 წლის 10 ნოემბერს ნ------- ბ---–----–---–სა და თ----- კ--------ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------- ბ---–----–---–მა სესხის სახით მიიღო 19 000 აშშ დოლარი, 3 თვის ვადით, ყოველთვიური სარგებელი განისაზღვრა 3%. ამავე ხელშეკრულებით, მხარეთა შორის შეთანხმებულია პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი დავალიანების 0.15%.
აღნიშნული სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა ნ------- ბ---–----–---–ის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ. კორპუსი #-, ბინა #--- .
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით.
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კი, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ხოლო სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის შესაბამისად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება შესაძლებელია მიექცეს აუქციონზე სარეალიზაციოდ.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებული არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში, თითოეული წილის პროპორციულად. როგორც ცნობილია, მოპასუხეებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს სამკვიდრო ქონება სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირობით, შესაბამისად, მათ წარმოეშვათ სამკვიდროს პასივთან დაკავშრებული ვალდებულებები, რომელიც სრულად უნდა იქნეს განხორციელებული კრედიტორის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ მათი მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტი. შესაბამისად, მათ წარმოეშვათ მამკვიდრებლის კრედიტორების დაკმაყოფილების ვალდებულება.
რაც შეეხება მოპასუხეთა მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლზე სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგავროვანი პრაქტიკა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - ,,სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე” (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007; საქმე №ას-782-731-2017; 15.09.2017წ.; საქმე №ას-513-490-2016, 21.10.2016წ., საქმე #ას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ კრედიტორს არ გაუშვია სსკ 1488-ე მუხლით დადგენილი საპრეტენზიო ვადა (იხ. 3.2.1. პუნქტი). შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა დასაბუთებულია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა ნაწილობრივ არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა 2015 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძირითადი დავალიანების 0,15% უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 0,01%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს. ასევე, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი (დავის საგნის ფასის არასწორად განსაზღვრის გამო). ასევე, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯი 1000 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელზე არ ყოფილა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. თ----- კ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გ------- ბ---–----–---–ს, ნ---- ბ---–----–---–ს, ს---–--- ბ---–----–---–ს, ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ს და დ----- ბ---–----–---–ს 2014 წლის 10 ნოემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ----- კვაღინაძის სასარგებლოდ დაეკისროთ ძირი თანხა - 19 000 აშშ დოლარი; ორი თვის საპროცენტო სარგებელი - 1140 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 2015 წლის 10 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირითადი დავალიანების 0,01%.
1.2. ნ---- ბ---–----–---–ი, ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0------------------------ 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ:
1.3. ს---–--- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.4. გ------- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0---------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.5. დ----- ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0---------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.6. ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ი ცნობილი იქნეს ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ., კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- 1/5 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ;
1.7. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს მოპასუხეთა თანასაკუთრებაში არსებული და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების ქ. თბილისი, ბ------- ხ---–--–-ის ქ. კორპუსი #-, ბინა #--- ს/კ 0----------------------- აუქციონის წესით რეალიზაცია.
2. გ------- ბ---–----–---–ს, ნ---- ბ---–----–---–ს, ს---–--- ბ---–----–---–ს, ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ს და დ----- ბ---–----–---–ს დაეკისროთ თ----- კვაღინაძის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 733.19 ლარის ანაზღაურება;
3. თ----- კვაღინაძეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1 266.80 ლარი, რომელიც გადახდილია 3---------, საგადახდო დავალება #0, შემდეგ რეკვიზიტებზე: ს/ს ,,თ----- ბ----’’ სახაზინო კოდი: 3--------.
4. გ------- ბ---–----–---–ს, ნ---- ბ---–----–---–ს, ს---–--- ბ---–----–---–ს, ც---- ბ------ე-ბ---–----–---–ს და დ----- ბ---–----–---–ს დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1 000 ლარის ოდენობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე