გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 11.01.2019
საქმის ნომერი
100310018002739439
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
11.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002739439

საქმე #3/52-18 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

11.01.2019 წელი. ქ.საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ნა----–- ხა----–---–-;

წარმომადგენელი: ლე-–- გვ-–----,მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია;

წარმომადგენელი - შო----- ოგ---------;

 

დავის საგანი: ინდივიდუალაურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელების დავალება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ნა----–- ხა----–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

ბათილად იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2018 წლის 23 ოქტომბრის N532971 ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ნა----–- ხა----–---–-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს მარტოხე-–- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ნა----–- ხა----–---–-ს საჭიროებების შესწავლა და მისთვის შესაბამისი რესურსის მობილიზება, შინ მოვლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მისთვის დამხმარის დაქირავების გზით, ნა----–- ხა----–---–-ს დამოუკიდებელი ცხოვრებისა და სხვა უფლებების რეალიზებისათვის უზრუნველყოფისათვის.

 

1.2.სარჩელში მითითებულია, რომ ნა----–- ხა----–---–- (პ/ნ38001016444) არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მისი რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის საჩხერის რაიონში. ნა----–- ხარაიშვილს წლებია მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელემ 2016 წლის 19 დეკემბერს, განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი საჭიროებების შესწავლა და დახმარების დანიშვნა. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით დავა გაგრძელდა სასამართლოში.

საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის Nბს-307-307 (კ-18) განჩინებით უცვლე-–-დ დარჩა ქ. ქუთაისის სააპე-–-ციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა ნა----–- ხა----–---–-ს 2016 წლის 19 დეკემბრის განცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N53/7874 და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის N 53/571 აქტები. ამავე გადაწყვეტილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

 

2018 წლის 8 აგვისტოს, ნა----–- ხა----–---–-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N 53/7224 კორესპონდენციით მხარეს ეცნობა, რომ რამდენადაც „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამას არ ახორციელებს, სამწუხაროდ მერია მოკლებულია განმცხადებლის დახმარების შესაძლებლობას.“ ნა----–- ხა----–---–-ს 2016 წლის 19 დეკემბრის განცხადებაზე მუნიციპალიტეტმა იგივე არგუმენტით, პროგრამის არ არსებობის გამო უარი უთხრა 2016 წლის 30 დეკემბრის კორესპონდეციით, რომელიც შემდგომ გაუქმდა სასამართლოს მიერ.

განცხადებით დაყენებულ მოთხოვნასთან დაკავშირებით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ მიუხედავად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებისა, კვლავ არ მიიღო დადებითი გადაწყვეტილება მისი დაკმაყოფილების თაობაზე. ორივე შემთხვევაში, ადმინისტრაციული ორგანო ერთადერთ არგუმენტად მიუთითებს მუნიციპალიტეტის პროგრამაში შესაბამის ტიპის პროგრამის არარსებობაზე უთითებს.

ნა----–- ხარაიშვილს არ გააჩნია შესაბამისი ფართი ეტლით დაუბრკოლებლად გადაადგილებისათვის, არ გააჩნია აუცილებელი ტექნიკა, რომელიც გაამარტივებს მისთვის საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას, ამდენად მისთვის დამატებითი ბარიერების არსებობის გამო რთულია საყოფაცხოვრებო პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავება. ნა----–- ხა----–---–- დამოუკიდებლად და ინდივიდუალურად ვერ ახერხებს მინიმალური საჭიროებების დაკმაყოფილებას და მისათვის მუდმივად სხვა პირების მხარდაჭერა სჭირდება. მოსარჩელე წლების მანძილზე ცხოვრობდა დედასთან ერთად, რომელიც საჭიროებდა დამატებით მზრუნველობას და დამოკიდებული იყო მეზობლების და მესამე პირების მხარდაჭერაზე. ნა----–-ს დამოუკიდებლად არ შეეძლო საცხოვრებელი სახლის დატოვება, სურსათის პროდუქტების შეძენა ან კომუნალური გადასახდების გადახდა. არსებული გარემოება და შესაბამისი სერვისების არსებობა მას მიჯაჭვულს ხდის საცხოვრისს და საზოგადოებისაგან მის იზოლაციას და სეგრეგაციას განაპირობებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია სარჩელს არ ცნობს. წარმომადგენლის განმარტებით, გასაჩივრებული აქტები მიღებულია და გამოცემულია კანონის მოთხოვნის სრული დაცვით. არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

მოპასუხის მითითებით მოსარჩელე მხარე აპელირებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ მომხდარა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რომ ნა----–- ხარაიშვილს საჭიროებების შესწავლის გარეშე ეთქვა უარი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მხრიდან ნამდვილად მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, სასამართლოს მხრიდან მუნიციპალიტეტს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ნა----–- ხა----–---–-ს 21.12.2016 წლის N1017/53 განცხადებასთან დაკავშირებით, თუმცა ახალი აქტის გამოცემა არ გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით აუცილებლად უნდა დაკმაყოფილებულიყო ნა----–- ხა----–---–-ს მოთხოვნა. ადმინისტრაციული წარმოებისას კვლავ მოხდა აღნიშნული საკითხის განხილვა და სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი ტიპის მომსახურებას არ მოიცავს საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი“ ნა----–- ხარაიშვილს კვლავ უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. სამუშაო ჯგუფმა ასევე, იმსჯე-–- შესაძლებელი იქნებოდა თუა არა წესში ცვლილებების შეტანა და მსგავსი ტიპის მომსახურების გაწევა მოცემული საჭიროების მქონე ადგილობრივი მოსახლეობისათვის. კვლევით დადგინდა, რომ შინამოვლის სერვისს მუნიციპალიტეტში საჭიროებს 28 ბენეფიციარი, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ფინანსურად ვერ შეძლებს ყვე-–-ს მოთხოვნის უზრუნველყოფას.

 

მოპასუხის მითითებით თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები განსხვავდება ერთმანეთისაგან. სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მიერ დადგენილი სოციალური პროგრამები არ წარმოადგენს საჩხერის მუნიციპალიტეტისათვის იგივე პროგრამის განხორცილების ვალდებულებას. საჩხერის მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსულობების შესაბამისად დადგენილი აქვს „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების ფინანსების გაცემისა და მიღების წესი. აღნიშნული წესი ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარებას. ნა----–- ხა----–---–- წლებია სარგებლობს მუნიციპალიტეტში არსებული სოციალური პროგრამით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიიდან საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 თებერვლის N4 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში მიღებული აქვს ფულადი დახმარება 2015 - 2016 წლებში. ხოლო სამუშაო ჯგუფის მიერ 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნა----–- ხარაიშვილს გამოეყო ფულადი თანხა 600 ლარის ოდენობით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნა----–- ხა----–---–- არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. იგი იმყოფება აღრიცხვაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს საჩხერის განყოფილებაში 1984 წლის 18 დეკემბრიდან წლიდან მუდმივად როგორც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი „მკვეთრად“ გამოხატული ფორმით. მისი სოციალური პაკეტის ოდენობა შეადგენს 180 ლარს. მოსარჩელის შემოსავალი მხოლოდ სოციალური პაკეტია. ნა----–- ხა----–---–-ს რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის ქ.საჩხერე, დავით აღმაშენებლის ქუჩაN8.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 03.08.2016 წლის N 04-06-11/1928 ცნობა (ს.ფ.33)

- ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-33)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილია, რომ მოცემული მდგომარეობით ნა----–- ხა----–---–-ს ოჯახი შედგება ერთი წევრისაგან - თვით ნა----–- ხა----–---–-. მოსარჩელე წლების მანძილზე ცხოვრობდა 85 წლის დედასთან ერთად, რომელსაც ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემა (დიაგნოზით - სერიული ფსიქოზი) ნა----–- ხა----–---–- დედა საჭიროებდა 24 საათიან მეთვალყურეობას და მზრუნველობას. დღის და ღამის ნებისმიერ მონაკვეთში. ამჟამად მოსარჩელის დედა გარდაცვლილია. მოსარჩელის მდგომარეობა უფრო გაუარესდა დედის გარდაცვალების შემდეგ. მას მუდმივად სჭირდება სხვა მესამე პირთა მხარდაჭერა ყოფითი პრობლემების მოგვარებისაათვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

- სარჩელი

- საჩხერის მუნიციპალიტეტის წერილი (ს.ფ.101);

- ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-33)

 

3.3. დადგენილია, რომ ნა----–- ხარაიშვილმა 2016 წლის 19 დეკემბერს, განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას და მოითხოვა მისი ოჯახის საჭიროებების შესწავლა, შესაბამისი რესურსების გამოყოფა და შინამოვლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით მისთვის დამხმარის დაქირავება. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის 2016 წლის 30 დეკემბრის კორესპოდენციით 2017 წლის 4 იანვარს განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რამდენადაც საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობა მსგავსი ტიპის პროგრამას არ ახორცილებს. აღნიშნული უარი მხარის მიერ გასაჩივრდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელთან. საჩხერის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 2 მარტის N53517 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა აქტის ბათილად ცნობის და ქმედების განხორცილების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 30.12.2016წ. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის წერილი (ს.ფ.34);

- 02.03.2017 წლის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის N53 517 ბრძანება (ს.ფ.35-39);

- ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-33)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.4. დადგენილია, რომ ნა----–- ხა----–---–-ს 2016 წლის 19 დეკემბერს განცხადებით მოთხოვნასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით დავა გაგრძელდა სასამართლოში. დადგენილია, რომ საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნა----–- ხარაიშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2016 წლის 30 დეკემბრის N 53/7847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის N53/571 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის (ბრძანება) ნა----–- ხა----–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ - ბათილად ცნობის მოთხოვნით.

საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 17 ივნისის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა ზემდგომ სასამართლოში გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-33)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.5. დადგენილია, რომ 2017 წლის 07 ნოემბრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N 53/7847 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაევალა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული - სამართლებრივი აქტი ნა----–- ხა----–---–-ს 21.12.2016 წლის N1017/53 განცხადებასთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში ნა----–- ხა----–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება, მოპასუხის მიერ გასაჩივრებულ იქნა საკასაციო წესით. უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის ბს - 307-307 (კ-18) განჩინებით უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 07.11.2017 წლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 23-33)

- უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის ბს - 307-307 (კ-18) განჩინება (ს.ფ. 40- 43);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.6. დადგენილია, რომ 2018 წლის 08 აგვისტოს ნა----–- ხა----–---–-ს წარმომდგენელმა განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა.

საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 თებერვლის N4 დადგენილებით დამტკიცებული საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების გაცემის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის (სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე - ომარი ომიაძე, წევრები: ანა შუკაკიძე, თეონა ჭუმბურიძე, გოჩა ცუცქირიძე, მდივანი ირმა ჩაჩანიძე) 2018 წლის 15 აგვისტოს სხდომის ოქმი N72 -ის დადგენილია, რომ დღის წესრიგით N5 დამატებით საკითხად სხდომაზე დამატებით განსახილველად გატანილ იქნა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი. აღნიშნულ სხდომაზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა და გადაწყვიტა აღნიშნულ საკითხზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყება.

ადმინისტრაციული წარმოებისას მოპასუხე მხარის მიერ დაფიქსირდა პოზიცია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებების შესწავლისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უზრუნველყოფისათვის, მათთვის დამხმარის დაქირავების შესახებ შესაბამისი რესურსის მობილიზებას შინამოვლის საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით, მუნიციპალიტეტი აღნიშნულ პროგრამას არც 2016 წელს და არც დღეის მდგომარეობით არ ახორცილებს, რადგანაც მუნიციპალიტეტში ბევრი მარტოხე-–- ადამიანი ცხოვრობს და ბიუჯეტში არ მოიძებნება საჭირო ფინანსური სახსრები. ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს მერიისთვის არ დაუვალებია, ნა----–- ხა----–---–-სათვის მომვლელის დაქირავება. დაევალა მხოლოდ საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი აქტი ნა----–- ხა----–---–-ს 2016 წლის 21 დეკემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. კანონით დადგენილ ვადაში შესაბამისად ნა----–- ხა----–---–-სათვის მომვლელის დაქირავების თანხა ვერ გაიცემა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მუხლიდან. ნა----–- ხა----–---–-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად საჭიროა შესაბამისი ფინანსების მობილიზება და სოციალური პროგრამაში ცვლილებების განხორცილება. აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი მოცემული ეტაპისათვის არ ახორცილებს აღნიშნულ პროგრამას და ნა----–- ხა----–---–-სათვის შეთავაზებულ იქნა - ხომ არ ისარგებლებდა ის სახელმწიფო პროგრამით კერძოდ, თავშესაფრის უზრუნველყოფის პროგრამით.

 

აღნიშნულ შეთავაზებაზე ნა----–- ხა----–---–-ს წარმომადგენელმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ნა----–- ხა----–---–- არ ითხოვდა თავშესაფარს, მას აქვს ჭერი და ჭირდება მხოლოდ მომვლელი ყოფითი პრობლემების მოსაგვარებლად და სამუშაო ჯგუფს შეთავაზა წინადადება მუნიციპალიტეტს ეს პროგრამა განეხორცილებინა ლიმიტის ფარგლებში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ლიმიტის დადგენის შემთხვევაში ეს იქნება პროგრამით სარგებლობის საჭიროების მქონე ადამიანების უფლების დარღვევა, ვინაიდან მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილი სოციალური პროგრამები თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყვე-–- დახმარების საჭიროების მქონე ადამიანისათვის.

ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით შინამოვლის სერვისს მუნიციპალიტეტში საჭიროებს 28 მარტოხე-–- ბენეფიციარი. ერთ ბენეფიციარზე სავარაუდო თანხა წელიწადში შეადგენს 4000 ლარს, რომლის რესურსი მუნიციპალიტეტს არ გააჩნია.

სამუშაო ჯგუფმა იმსჯე-–- რა აღნიშნულ საკითხზე გადაწყვიტა: „უარი ეთქვას ნ. ხარაიშვილს თხოვნის დაკმაყოფილებაზე, გამომდინარე იქედან, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამას არ ახორციელებს. მუნიციპალიტეტის მერიას შეუძლია დახმარება გაუწიოს მოქალაქე ნ. ხარაიშვილს მხოლოდ საკრებულოს მიერ დამტკიცებული, დებულებით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში“.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ნა----–- ხა----–---–-ს წარმომადგენელს ეცნობა წერილობით საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 წერილით. სასამართლო თვლის, რომ ფაქტიურად დაუდგენელია რა განსაზღვრა ადმინისტრაციულმა ორგანომ 28 მარტოხე-–- ბენეფიციარის შეფასების კრიტერიუმად. ამასთან სასამართლოს სხდომაზე, ვერც ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა შეფასების კრიტერიუმების საკითხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 08.08 განცხადება (ს.ფ. 44-45);

- 15.08.2018 წლის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი N 72 (ს.ფ.85-86);

- 29.08.2018 წლის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი N 75 (ს.ფ.88-89);

- 04.09.2018 წლის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი N 76 (ს.ფ.92-93);

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 წერილი (ს.ფ 46)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.7. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 წერილი, მოსარჩელის წარმომადგენლის 2018 წლის 27 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერთან, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 ოქტომბრის N532971 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტით არ დაკმაყოფილდა ადმინისტრაციული საჩივრის ავტორის მოთხოვნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2018 წლის 27 სექტემბრის ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 47-58)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 ოქტომბრის N532971 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 59-63)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.8. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 02 თებერვლის N4 დადგენილებით დამტკიცებული „საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მოსახლეობის სოციალური დახმარების სახეების ფინანსების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ფარგლებში ნა----–- ხარაიშვილს მიღებული აქვს ფულადი დახმარება 2015 წელში 500 ლარის ოდენობით, 2016 წელს 100 ლარის ოდენობით. ხოლო სამუშაო ჯგუფის მიერ 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (ოქმი N84) ნა----–- ხარაიშვილს გამოეყო 600 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 28.09.2018 წლის სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმი N 84 (ს.ფ.96-97);

- 18.10.2018 წლის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენის ოქმი (ს.ფ.98-99);

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 ოქტომბრის N532971 ბრძანება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 59-63)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 05.10.2018 წლის N53 2791 ბრძანება (ს.ფ. 94)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, შედეგად მიაჩნია, რომ ნა----–- ხა----–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, და, ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 ოქტომბრის N53/2971 საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ნა----–- ხა----–---–-ს განცხადებასთან დაკავშირებით (2016 წლის 21 დეკემბერი N1017/53) გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანე-–-

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონ; საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილით სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.3.სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც ისინი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროება, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი დაუსაბუთებელია და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე,განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი გახდა შემდეგი გარემოებები - დადგენილია, რომ ნა----–- ხა----–---–- არის ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი. მისი რეგისტრაციისა და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი არის საჩხერის რაიონში. ნა----–- ხარაიშვილს წლებია მინიჭებული აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი. მოსარჩელემ 2016 წლის 19 დეკემბერს, განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა მისი საჭიროებების შესწავლა და დახმარების დანიშვნა. აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან და ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებით დავა გაგრძელდა სასამართლოში.

საბოლოოდ, უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 14 ივნისის Nბს-307-307 (კ-18) განჩინებით უცვლე-–-დ დარჩა ქუთაისის სააპე-–-ციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით გაუქმდა ნა----–- ხა----–---–-ს 2016 წლის 19 დეკემბრის განაცხადებასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტები, კერძოდ, საჩხერის მინიციპალიტეტის 2016 წლის 30 დეკემბრის N53/7874 და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2017 წლის 2 მარტის N 53/571 აქტები. ამავე გადაწყვეტილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად კანონით დადგენილ ვადაში ახალი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა.

 

2018 წლის 8 აგვისტოს ნა----–- ხა----–---–-ს წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N 53/7224 კორესპონდენციით მხარეს ეცნობა, რომ რამდენადაც „საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნულ პროგრამას არ ახორციელებს, სამწუხაროდ მერია მოკლებულია განმცხადებლის დახმარების შესაძლებლობას.“

მოცემულ შემთხვევაშიც ადმინისტრაციული ორგანო განმეორებით აყრდნობს საკუთარ გადაწყვეტილებას ერთადერთ არგუმენტს და ნა----–- ხა----–---–-ს განცხადებაზე უარის თქმის საფუძვლად იგივე გარემოებაზე - შესაბამის პროგრამის არ არსებობაზე უთითებს.

 

6.4. ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს განმარტებით (გაზიარებული იქნა უზენაესი სასამართლოს მიერ) სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, მიუხედავად 26.1 მუხლის დანაწესისა (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც მომვლელი ან დამხმარე სჭირდებათ, სოციალური მომსახურების ორგანოები უნიშნავენ სამედიცინო და საყოფაცხოვრებო მომსახურებას ბინაზე და სტაციონარულ დაწესებულებებში), - არ განმარტავს ტერმინს „სოციალურ მომსახურების ორგანოები“. ასეთ ტერმინს არც „????????? ?????????? ??????? “ საქართველს კანონი იყენებს, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთ მოხსენიებული ტერმინი „სოციალურ მომსახურების ორგანოები“ უნდა განიმარტოს ფართოდ და მასში არ უნდა იგულისხმებოდეს მხოლოდ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახური (სოციალურ მომსახურების სააგენტო).

 

6.5.„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი განმარტავს ცნებას „სოციალური დახმარება“ და მასში გულისხმობს ნებისმიერი სახის ფულადი ან არაფულადი ხასიათის სარგებელს, რომელიც განკუთვნილია სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირისათვის, ღატაკი ოჯახის ან უსახლ-კარო პირისათვის. სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირად, ხსენებული კანონი ასახელებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ხოლო „სოციალურ მომსახურებას“ განმარტავს, როგორც საქმიანობას, რომლის მიზანია არაფულადი სოციალური დახმარების მეშვეობით სპეციალური მზრუნველობის საჭიროების მქონე პირის სპეციფიკურ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება, ხოლო ასეთი მომსახურების მიმწოდებელია ადმინისტრაციული ორგანო, ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით განსაზღვრული წესით უზრუნველყოფს სოციალური მომსახურების მიწოდებას. „სოციალური მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის ერთერთ მნიშვნელოვან პრინციპს წარმოადგენს სოციალური მომსახურების ალტერნატიული სახეების განვითარების ხელშეწყობა. იმავე კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მომსახურების დაფინანსების ერთერთი წყაროა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტები.

 

6.6. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება, მათ შორის, სურსათ-სანოვაგითა და სახალხო მოხმარების საგნებით უზრუნველყოფა, კომუნალური და სხვა სახის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ განსაზღვრული წესითა და პირობებით.

 

ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს (2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება). შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობამ, მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში უნდა გამოარკვიოს ის საჭიროებები, რაც კონკრეტულად განმცხადებელ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს (ნა----–- ხარაიშვილს) გააჩნია და დაგეგმოს შესაბამისი ბიუჯეტი ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

 

6.7. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 5.1 ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტია“, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, ეს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

 

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ იმავე კანონის მე-16 მუხლით განსაზღვრულია მუნიციპალიტეტის საკუთარი (ექსკლუზიური) უფლებამოსილებები (16.2. მუხლი), რომელთა შორის არ არის მითითებული ნა----–- ხა----–---–-ს განცხადებაში დასმული საკითხი (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შინმოვლის საჭიროების უზრუნველსაყოფად მისთვის დამხმარე პერსონის დაქირავება), თუმცა 16.3 მუხლი უფლებას აძლევს მუნიციპალიტეტს, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. აღნიშნული დანაწესის გამოყენების სფერო და მიზანი რეგლამენტირებულია კანონის 16.4 მუხლში, რომელიც მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია 16.3 მუხლით განსაზღვრული წესით განახორციელოს ღონისძიებები დასაქმების ხელშეწყობის, ... სოციალური დახმარების მიზნით ...

 

ქუთაისის სააპე-–-ციო სასამრთლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებიდან და მითითებული ნორმიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მუნიციპალიტეტი კანონმდებლობით არ იყო შეზღუდული რომ განეხორციელებინა ღონისძიებები ნა----–- ხა----–---–-ს განცხადებაში დასმულ საკითხზე და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის საჭიროებიდან გამომდინარეობდა.

 

6.8. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-19 მუხლის ,,ა’’ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების განხორციელებისას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იღებენ /გამოსცემენ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს; შეიმუშავებენ, ამტკიცებენ და ახორციელებენ შესაბამის პროგრამებს.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მუნიციპალიტეტს უფლება აქვს, საკუთარი ინიციატივით გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომლის გადაწყვეტაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ხელისუფლების სხვა ორგანოს უფლებამოსილება და აკრძალული არ არის კანონით. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სასამართლოს მიერ დადგენილ კიდევ ერთ ფაქტობრივ გარემოებას, რაც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება და მხარეთა შორის სადავო არ არის, - რომ ცალკეულ მუნიციპალიტეტებში (თბილის, ქუთაისი, ფოთი) მოქმედებს მსგავსი (შინმოვლის) პროგრამები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებული კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპი. 4.1 მუხლით, ყვე-–- თანასწორია კანონისა და ადმინისტრაციული ორგანოს წინაშე. 4.3 მუხლით, საქმის გარემოებათა იდენტურობის შემთხვევებში დაუშვებელია სხვადასხვა პირის მიმართ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება, გარდა კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი თვითმმართველობის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას არ მიაკუთვნებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის დამხმარის დაქირავებას/დანიშვნას და მათი სოციალური საკითხების გადაწყვეტა. სასამართლო თვლის, რომ მოცემული ნორმის რეალიზაცია, უფლებამოსილების განხორციელებისას არ უნდა მოხდეს დაუსაბუთებლად.

 

6.9. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 26.10.2004 წლის N515 – IIს დადგენილებით) პრეამბულაზე, რომლეშიც აღნიშნულია, რომ ხელშემკვრელი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ ისეთი ადგილობრივი ორგანოების შექმნას, რომელთაც „...გააჩნიათ ფართო ავტონომია მათი კომპეტენციის, ამ კომპეტენციის განხორციელებისა და ამისათვის აუცილებელი სახსრების მხრივ“. ქარტიის 3.1 მუხლით, ადგილობრივი თვითმმართველობა ნიშნავს ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებასა და შესაძლებლობას, კანონის ფარგლებში მოაწესრიგონ და მართონ საზოგადოებრივი საქმეების მნიშვნელოვანი წილი მათი პასუხისმგებლობითა და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად.

 

ხსენებული ქარტიის მე-4 მუხლით განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო. 4.1-4.2 მუხლებით, ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ძირითადი უფლებამოსილებანი და პასუხისმგებლობა განისაზღვრება კონსტიტუციით ან კანონით. ამასთან, ეს დებულება ხელს არ შეუშლის კანონის შესაბამისად ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის დამატებითი უფლებამოსილებებისა და მოვალეობების მინიჭებას სპეციალური მიზნებით. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს, კანონის ფარგლებში აქვთ სრული თავისუფლება განახორციელონ თავიანთი ინიციატივა ნებისმიერი საკითხის მიმართ, რომელიც არ გამოირიცხება მათი კომპეტენციიდან ან რომელიც მინიჭებული არა აქვს ხელისუფლების რომელიმე სხვა ორგანოს. 4.3 - 4.4 მუხლი მიუთითებს, რომ როგორც წესი, სახელმწიფო უფლება მოვალეობების განხორციელება ხდება ხელისუფლების იმ ორგანოს მიერ, რომელიც ყვე-–-ზე ახლოს არის მოქალაქეებთან. მოვალეობების გადანაწილება სხვა ორგანოსათვის უნდა მოხდეს შესაბამისი ამოცანების მოცულობისა და ბუნების, ასევე ეკონომიკისა და ეფექტურობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოებისათვის მინიჭებული უფლებამოსილება, როგორც წესი, იქნება სრული და ექსკლუზიური. იგი არ შეიძლება იქნას შეზღუდული სხვა ცენტრალური ან რეგიონალური ორგანოს მიერ, კანონით განსაზღვრული შემთხვევების გარდა.

 

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს 2006 წლის კონვენციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სხვა პირთა თანაბრად აქვთ: სიცოცხლის უფლება, კანონის წინაშე თანასწორობის უფლება; მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება; პიროვნების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება, პიროვნების ხელშეუხლებლობის უფლება; მოქალაქეობისა და გადაადგილების თავისუფლება; დამოუკიდებელი ცხოვრებისა და საზოგადოებაში ჩართვის უფლება , საცხოვრებლისა და ოჯახის პატივსცემის უფლება; განათლების უფლება; ჯანმრთლეობის უფლება; შრომისა და დასაქმების უფლება; ცხოვრების ადეკვატური სტანდარტის და სოცილაური დაცვის უფლება; პოლიტიკური და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება; კულტურული, სპორტულ გასართობ ღონისძიებებეში მონაწილეობის უფლება და სხვა უფლებები.

ხსენებული კონვენციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

 

6.10.აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე საქართველოს უზენაესი სასამართლო 2018 წლის 14 ივნისის განჩინებაში განმარტავს, რომ რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ კონვენციითა თუ ეროვნული კანონმდებლობით მინიჭებული უფლებათა რეალიზაციაში სახელმწიფოს როლი ფუნდამენტურია, სწორედ ის უზრუნველყოფს ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ასეთი პირებისათვის ხელსაყრელი გარემო თუ საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. ამდენად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სწორედ ადგილობრივი მნიშვნელობის პრობლემებისა და საკითხების გადასაწყვეტის მიზნით იქმნებიან და რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივად მცხოვრები თითოეული ინდივიდისათვის ჯანსაღი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნაში, ტერმინ - „სოცილაური მომსახურების ორგანოების“ განუსაზღვრელობის პირობებში, შესაძლოა წარმოადგენდნენ სოცილაური მომსახურების განხორციელების მოთხოვნის ადრესატებს. შესაბამისად, მათი მხრიდან სოციალური პროგრამების განხორციელებაზე უარი არ უნდა იყოს მოცული მხოლოდ ასეთი საკითხების გადაწყვეტისადმი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულების არ არსებობაზე მითითებითა და ზოგადად, თვითმმართველ ერთეულში ასეთი პროგრამების არ არარსებობის მტკიცებით,მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მსგავსი პროგრამები სხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების (თბილის, ქუთაისი, ფოთი) ფარგლებში ექვემდებარება განხორცილებას. დაუსაბუთებლად, სოციალური დახმარების გაწევაზე უარი მხოლოდ იმ გარემოებებეზე მითითებით, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს არ გააჩნიათ ექსკლუზიური უფლებამოსილება ამგვარი პროგრამების მიმართ და ისინი უფლებამოსილნი არიან და არ ვალდებულები გადაწყვიტონ ამგვარი საკითხები, იწვევს სახელმწიფოსადმი ნდობის დაკარგავს და არღვევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-4 მუხლით გარანტირებულ კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს უქმნის უთანასწორო მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნებას როგორც სხვა პირთა მიმართ, ასევე, იმ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მიმართაც, რომლებიც ცხოვრობენ სოციალური პროგრამების განხორცილების უზრუნველმყოფელ თვითმმართველ ერთეულში.

 

6.11. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ასევე დაუსაბუთებელია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს უარი იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოცემული სახის პროგრამას არ ახორციელებს ადმინისტრაციული ორგანო, რადგან ერთმნიშვნელოვანია, რომ სხვა მუნიციპალიტეტებში მოცემული სახის პროგრამები ხორციელდება . ამასთან სრულიად დაუსაბუთებელია მოცემული პროგრამის განუხორციელებლობა ფინანსური შეუძლებლობის გამო. აღნიშნული საკითხის შესწავლისას ფაქტობრივად ზოგადი თანხა-ოთხი ათასი ლარია განსაზღვრული და თუ რა საჭიროებებისათვისა ეს თანხა და რა წესითა გაანგარიშებული დადგენილი და დასაბუთებული არ არის. როგორც აღინიშნა ასევე არ არის სრულყოფილად შესწავლილი განცხადების ავტორის მსგავს მდგომარეობაში მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული პირები, რომელიც ას დაასაბუთებს პროგრამის განხორციელების შესაძლებლობას. ადმინისტრაციული ორგანოს მიერ არ არის გამოკვლეული თუ რა კრიტერიუმით შეფასდა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადგენილი 28 ბენეფიციარი. სასამართლო ასკვნის, რომ ფაქტობრივად ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების პროცესში არ შეუსწავლია განმცხადებლის საჭიროებები და არ შეუფასებია იგი.

 

6.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ამდენად დაუსაბუთებელია სადაო ინდივიდუალური აქტი მთლიანად, რადგან ფაქტობრივად შესწავლილი არ არის როგორც ფინანსური შესაძლებლობის საკითხი, ასევე თვით განმცხადებლის მდგომარეობა და სხვა მსგავს ბენეფიციართა მდგომარეობა პროგრამის დაგეგმვისათვის. ასევე განსაზღვრული არ არის ბენეფიციარის შეფასების კრიტერიუმები, რომლის დადგენის საფუძველზედაც შეიძლება გაანგარიშებული იქნას ფინანსური პოზიცია პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით.

 

6.13. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყვე-–- გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

ერთმნიშვნელოვნია რომ ფაქტიურად ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუკვლევია ის გარემოებები, რომელიც შესაძლებელს გახდიდა სადაო გადაწყვეტილების ამ ფორმით მიღებას. ასევე სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ სოციალური პროგრამების განხორციელებაზე უარი არ უნდა იყოს მოცული მხოლოდ თვითმმართველ ერთეულში ასეთი პროგრამების არ არარსებობის მტკიცებით,მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მსგავსი პროგრამები სხვა მუნიციპალიტეტში ხორციელდება. ამასთან გამოკვლეული არ არის ფინანსური შეუძლებლობის შესახებ გარემოებები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ბენეფიციართა კრიტერიუმებისა და ოდენობის განსაზღვრას.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ)მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი.

 

6.14.ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამოიკვლიოს გარემოებები განცხადებაში მითითებული საკითხის დაკმაყოფილების მიზნით, კერძოდ ადმინისტრაციულმა ორგანომ პირველ რიგში უნდა ჩაატაროს ადმინისტრაციული წარმოება განმცხადებლის საჭიროებების სრულყოფილად დადგენისა და შეფასებისათვის. დაადგინოს განმცხადებლის მდგომარეობაში მყოფი მსგავს ბენეფიციართა ოდენობა და შეფასების კრიტერიუმები, სპეციალისტის მიერ გაანგარიშებული იქნას პროგრამის განხორციელების ფინანსური შესაძლებლობა. ასევე განცხადებაში (2016 წლის 19 დეკემბრის განაცხადება) დასმული საკითხის ხე-–-ხალი განხილვა-გადაწყვეტისას საჩხერის ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გაანალიზოს სხვა მუნიციპალიტეტების მიდგომა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე იმ პირების საჭირობების დაკმაყოფილებისათვის, რომლებიც არიან მარტოხელები, ეტლით მოსარგებლეები და ყოფით პრობლემებთან დამოუკიდებლად გამკლავების საშუალება არ გააჩნიათ. ადმინისტრაციულმა ორგანომ ასევე უნდა განახორციელოს სხვა გარემოებების გამოკვლევა და დადგენა, რაც ხელს შეუწყობს განცხადებაში დაყენებული საკითხის გადაწყვეტას.

 

6.15„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყვე-–-ს აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყვე-–-ს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლო ხარჯების საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის, აგრეთვე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის I ნაწილის ,,უ’’ პუნქტის თანახმად მოსარჩელე, ისევე როგორც მოპასუხე განთავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან; თანახმად საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის მესამე ნაწილისა, როდესაც ორივე მხარე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანე-–- ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნა----–- ხა----–---–-ს (პ/ნ 3----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ბათილად იქნას ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 23 ოქტომბრის N53/2971 საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის 2018 წლის 12 სექტემბრის N53/7224 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები და დაევალოს საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ნა----–- ხა----–---–-ს განცხადებასთან დაკავშირებით (2016 წლის 21 დეკემბერი N1017/53) გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონით დადგენილ ვადაში. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მხარეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპე-–-ციო საჩივრით, ქუთაისის სააპე-–-ციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი