გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/9521-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 დეკემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „ს---- ლ------ი“
წარმომადგენელი - თ----- გ----–-–--ლი
მოპასუხე - კ--- კ--–-----–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1506,08 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც სალ------ო გადასახდელი შეადგენს 1025,87 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 2017 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით - 448,22 აშშ დოლარს, ვიდეო ჯარიმის 31,99 აშშ დოლარს.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 11 ივნისს მხარეთა შორის გაფორმდა ლ------ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ის გამცემმა სს „ს---- ლ------მა“ - ლ------ის მიმღებს - კ--- კ--–-----–---–ს ლ------ით გადასცა ლ------ის საგანი.
ხელშეკრულების თანახმად ლ------ის მიმღები ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 135 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 3240 აშშ დოლარი. ლ------ის მიმღებმა დაარღვია გრაფიკით გათვალისწინებული თანხების გადახდის ვალდებულება. 2018 წლის 6 მარტის შეტყობინებით ლ------ის მიმღებს ეცნობა ლ------ის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დღეის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1506,08 აშშ დოლარს, საიდანაც სალ------ო გადასახდელი შეადგენს 1025,87 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 2017 წლის 18 აგვისტოდან 2018 წლის 6 მარტის ჩათვლით - 448,22 აშშ დოლარს, ვიდეო ჯარიმის 31,99 აშშ დოლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი - ძირი თანხის 1025,87 აშშ დოლარისა და ვიდეო ჯარიმის 31,99 აშშ დოლარის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 11 ივნისს სს „ს---- ლ------სა“ და კ--- კ--–-----–---–ს შორის გაფორმდა ლ------ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ის გამცემმა - სს „ს---- ლ------მა“ ლ------ის მიმღებს - კ--- კ--–-----–---–ს სარგებლობაში გადასცა ლ------ის საგანი - ავტომობილი B-- 3--- შესყიდვის უფლებით, ხოლო ლ------ის მიმღებმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური დადგენილი პერიოდულობით.
ხელშეკრულების თანახმად ლ------ის მიმღები ვალდებული იყო ყოველთვიურად გადაეხადა 135 აშშ დოლარი 24 თვის განმავლობაში, ჯამში 3240 აშშ დოლარი.
ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად - პირგასამტეხლო დაერიცხება ვადაგადაცილებულ დავალიანებას 2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არაუმეტეს ჯამურად 1200 აშშ დოლარისა.
ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტის თანახმად - ლ------ის მიმღები ვალდებულია დროულად გადაიხადოს ლ------ის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა. ლ------ის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, ლ------ის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლ------ის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ ანაზღაურებას შემდეგი წესით: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გამრავლდება 1,5 კოეფიციენტზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ლ------ის გამცემის მიერ გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
2017 წლის 11 ივნისის ლ------ის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-33).
3.1.2. კ--- კ--–-----–---–მა დაარღვია ლ------ის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
3.1.3. 2018 წლის 6 მარტს შეწყდა ლ------ის ხელშეკრულება.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
3.1.4. 28/06/2017 წლის ელექტრონული საჯარიმო ქვითრით დადგენილია მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტომობილის მიერ სამართალდარღვევის ფაქტი, ჯარიმის ოდენობა განისაზღვრა 50 ლარით, რაც გადახდილია სს ,,ს---- ლ------ის’’ მიერ 07/08/2017 წელს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-4).
ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 46).
საგადახდო დავალება (ს.ფ. 47).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 576-ე, 5805-ე, 5806-ე მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლ------ის ხელშეკრულებით ლ------ის გამცემი ვალდებულია ლ------ის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლ------ის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ: ა) ლ------ის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება.
ლ------ის ხელშეკრულება თავის ბუნებაში მოიცავს ფულადის სახსრების გამოყოფას და ამ სახსრებით გარკვეული ნივთის შეძენას. ამ ნივთის გადაცემას ლ------ის მიმღებისათვის და ამით გარკვეული შემოსავლის მიღებას, ყოველთვიური სალ------ო საზღაურის სახით. სასამართლო განმარტავს, რომ ლ------ის ხელშეკრულება წარმოადგენს სპეციფიურ სამართლებრივ ურთიერთობას და იგი ხასიათდება გარკვეული თავისებურებებით, რაც განპირობებულია ამ სამართლებრივ ურთიერთობაში შემავალი ურთიერთობების და მონაწილე სუბიექტების სიმრავლით. კერძოდ, მასში ლ------ის მიმღებისა და ლ------ის საგნის გამცემის გარდა შეიძლება მონაწილეობდეს, ასევე ლ------ის საგნის მიმწოდებელიც (გამყიდველიც). არ არის გამორიცხული, რომ ლ------ის საგნის გამცემი იმავდროულად წარმოადგენდეს ლ------ის საგნის მიმწოდებელსაც და შესაბამისად ლ------ის საგნის ხარისხზე პასუხისმგებელ პირსაც.
განსახილველ შემთხვევაში, 2017 წლის 11 ივნისს სს „ს---- ლ------სა“ და კ--- კ--–-----–---–ს შორის გაფორმდა ლ------ის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლ------ის გამცემმა ლ------ის მიმღებს სარგებლობაში გადასცა ლ------ის საგანი - ავტომობილი შესყიდვის უფლებით, ხოლო ლ------ის მიმღებმა აიღო ვალდებულება გადაეხადა შეთანხმებული საზღაური დადგენილი პერიოდულობით. შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ლ------ის ხელშეკრულების ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის გამცემს შეუძლია მოშალოს ლ------ის ხელშეკრულება, თუ ლ------ის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლ------ის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლ------ის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.
განსახილველ შემთხვევაში, სადაო არ არის, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები, არ გადაიხადა დადგენილი პერიოდულობით სალ------ო საზღაური, რის გამოც ხელშეკრულების შეწყვეტის პერიოდისათვის ლ------ის მიმღების ძირითადი დავალიანება შეადგენს 1025,87 აშშ დოლარს. აღნიშნულ ნაწილში მოპასუხემ ცნო სარჩელი.
რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას ვიდეო ჯარიმების თანხის 31.99 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, დადგენილია, რომ ჯარიმა გადახდილია მოსარჩელის მიერ (იხ. გადაწყვეტილების 3.1.4 პუნქტი), ხოლო ასეთ შემთხვევაში თანხის ოდენობის განსაზღვრის წესი შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელშეკრულების 6.3.16 პუნქტით, რომლის თანახმად - ლ------ის მიმღები ვალდებულია დროულად გადაიხადოს ლ------ის საგანთან დაკავშირებული ყველა სახის ჯარიმა. ლ------ის მიმღების მიერ გონივრულ ვადაში აღნიშნული სახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში, ლ------ის საგანთან დაკავშირებულ ყველა ადმინისტრაციული სახის ჯარიმას იხდის ლ------ის გამცემი, რომელიც ექვემდებარება რეგრესულ ანაზღაურებას შემდეგი წესით: საჯარიმო თანხას დაემატება გადარიცხვის საკომისიო თანხა, რომელიც გამრავლდება 1,5 კოეფიციენტზე, რის შემდეგაც გადაყვანილი იქნება ლ------ის გამცემის მიერ გადახდის დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად აშშ დოლარში.
ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის საფუძველზე მოსარჩელეს აქვს მოთხოვნის უფლება. მოპასუხემ აღნიშნული მოთხოვნაც ცნო.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო ძირითადი თანხის 1025,87 აშშ დოლარისა და ვიდეო ჯარიმის თანხის 31.99 აშშ დოლარის ნაწილში.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ზემოაღნიშნული მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა შესაბამის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა სალ------ო თანხა ხელშეკრულებით შეთანხმებული წესის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვილი პირგასამტეხლოს ოდენობა 448,22 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 200 აშშ დოლარით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 1257,86 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 1057,86 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად სსსკ 49-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს შესაბამისი ბაჟი. მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 15.6 ლარის ანაზღაურება. ასევე, იურიდიული მომსახურების ხარჯის 130.81 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ს---- ლ------ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხე კ--- კ--–-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 1257,86 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდა, საიდანაც სალ------ო გადასახდელი შეადგენს 1025,87 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო - 200 აშშ დოლარს, ვიდეო ჯარიმის 31,99 აშშ დოლარს.
3. მოპასუხე კ--- კ--–-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის 15.6 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
4. სს ,,ს---- ლ------ს’’ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2--------- წელს საგადახდო დავალება #1--------- გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 110 ლარიდან - 82.51 ლარი.
5. მოპასუხე კ--- კ--–-----–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 130.81 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლილი ტყემალაძე