გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 2/954-18
160210018002715148
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდივანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - ი/მ ყუ---------------ი
წარმომადგენელი- არ------------ვი
მოპასუხე - მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოპკავშირი
წარმომადგენელი - ვახტანგ ბ----–----
თარჯიმანი - სუ-------------–---–ი
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის (ს/ნ 23------0) უფლებამონაცვლედ დადგინდეს მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოპკავშირი
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა: მა-------–ის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 10 თებერვლის N2/15 დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ი/მ ყუ---------------ის სარჩელი და მოპასუხე რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივს დაეკისრა მოსარჩელე ი/მ ყუ---------------ის სასარგებლოდ 27695.5 ლარის გადახდა. 2006 წლის 29 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2006 წლის 29 მარტს მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ვერ მოხერხდა მოვალის ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო. მოსარჩელის მიერ მოძიებულ იქნა საჯარო ინფორმაცია მოვალის შესახებ. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად მოპასუხე, მოვალე რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის რეგისტრაცია 1999 წლის 6 სექტემბერს განხორციელდა, სასამართლოს მიერ რეგისტრაციის ნომერი 43/6-3 გაერთიანდა მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოპკავშირთან, ს/კ 234158513 და გახდა მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი. თანახმად ამონაწერისა სამეწარმეო რეესტრიდან და მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიოკოპკავშირთან, ს/კ 234158513 წარმომადგენელთა კრების 10.05.2012 წლის N1 დადგენილებისა.
2013 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთან კოოპერატივის უფლებამონაცვლედ მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოპკავშირის დადგენა. განხილვაში ჩაბმულმა დაინტერესებულმა პირმა მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოპკავშირმა, საქმე სადავო გახადა.
სასარჩელო წარმოებისას მოპასუხემ სადავო გახადა უფლებამონაცვლეობა და წარმოადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება N2/5990-2013 მისი სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება #B12084923/6 მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი _ რაიკოპკავშირის (ს/ნ 234158513) საიდენტიფიკაციო ნომერთან, როგორც ფილიალების _ მა-------–ის ქალაქის სამოხმარებლო კოოპერატივის, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის, სა-----–--ს სამომხმარებლო კოოპერატივის, წე------–-ს სამომხმარებლო კოოპერატივის, კა------ს სამომხარებლო კოოპერატივის, ალ----ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შუ-–-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის და შა------ის სამომხმარებლო კოოპერატივის საიდენტიფიკაციო ნომრების ტექნიკური გაერთიანების შესახებ ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება არ იყო რა შესული კანონიერ ძალაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე გაიხმო განცხადება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საქმე N4940 დატოვებულ იქნა განუხილველად.
მოსარჩელემ მხარემ სარჩელში ასევე აღნიშნა, რომ 2018 წლის 5 ნოემბრის სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, ამავე გადაწყვეტილებაში მითითებულ კოოპერატივებს გააჩნიათ ცალკე საიდენტიფიკაციო ნომერი, მათ შორის, მა-------–ი რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივს (ს/ნ 23------0), მაგრამ არიან მოპასუხის სტრუქტურული ერთეულები, ფილიალები და როგორც ცალკე სუბიექტები რეესტრში არ იძებნებიან.
შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 7 დეკემბრის მონაცემების თანახმად მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივი (ს/ნ 23------0) როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი ლიკვიდირებულია. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად ის არის მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის-რაიკოპკაშირის სტრუქტურული ერთეული, ფილიალი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2006 წლის 10 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილებით თანხის გადახდის ვალდებულება დაეკისრა მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივს, რომელიც არის ცალკე იურიდიული პირის, აქვს ცალკე საიდენტიფიკაციო ნომერი და მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოპკავშირს, მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის ვალდებულების შესრულება არ ეკისრება. მოთხოვნა, რომლის აღსრულების მიზნითაც მოსარჩელე ითხოვს უფლებამონაცვლეობას არის ხანდაზმული.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი _ რაიკოოპკავშირი რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში მა-------–ის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 2 დეკემბრის დადგენილებით, სახელმწიფო რეგისტრაციის ნომერი 43/6-3, საიდენტიფიკაციო კოდი _ 234158513 .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პრების რეესტრიდან (ს.ფ. 36-45);
3.1.2. მა-------–ის რაიონის სასამართლოს 1999 წლის 02 დეკემბრის დადგენილებით შეტანილი იქნა ცვლილება მა-------–ის რაიონული კოოპერატივის დოკუმენტებში, რომელიც რეგისტრირებული იყო მა-------–ის რაიონის სასამართლოში 1996 წლის 5 მარტს რეგისტრაციის ნომერი 43/6-3, რეგისტრირებული იქნა კოოპერატივი _ მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი და კოოპერატივის წესდება, შემოკლებული სახელწოდება _ მა-------–ის რაიკოოპკავშირი. დადგენილების და წესდების მიხედვით კოოპერატივის დამფუძნებლები არიან: 1) მა-------–ის ქალაქის სამომხმარებლო კოოპერატივი; 2) მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 3) სა-----–--ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 4) წე------–-ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 5) კა------ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 6) ალ----ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 7) შუ-–-----ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 8) შა------ის სამომხმარებლო კოოპერატივი. მა-------–ის რაიკოოპკავშირის ფილიალებია: საზკვების გაერთიანება, სავაჭრო ცენტრი და რესტორანი მარანი (ს.ფ. 35-50; 92-95)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მა-------–ის რაიონის სასამართლოს დადგენილება (ს.ფ. 92-94).
- წესდება (ს.ფ. 76-91)
3.1.3. მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წარმომადგენელთა კრების 2012 წლის 10 მაისის N1 დადგენილებით, შეტანილ იქნა ცვლილება მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირის წესდებაში. დადგენილების მიხედვით კოოპერატივის დამფუძნებლები არიან: 1) მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 2) სა-----–--ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 3) შა------ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 4) კა------ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 5) ალ----ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 6) ქ.მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივი; 7) წე------–-ს სამომხმარებლო კოოპერატივი; 8) შუ-–-----ის სამომხმარებლო კოოპერატივი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა-------–ის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის წარმომადგენელთა კრების 2012 წლის 10 მაისის N1 დადგენილება (ს.ფ. 20-21).
3.1.4. მა-------–ის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის, ი/მ ყუ---------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივს დაეკისრა ი/მ ყუ---------------ის სასარგებლოდ 27695.5 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა-------–ის რაიონული სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 17-18);
3.1.5. მოსარჩელე ი/მ ყუ---------------ის მოთხოვნის საფუძველზე, 2006 წლის 29 მარტს, სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის მიმართ. სააღსრულებო ფურცელში აღსასრულებელ ვალდებულებად მითითებულია 27695.5 ლარი. მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნული ბიუროში 2006 წლის 29 მარტს წარადგინა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 19);
- ი/მ ყუ---------------ის განცხადება (ს.ფ. 22).
- სარჩელი (ს.ფ. 2-15)
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2018 წლის 26 დეკემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)
3.1.6. შემოსავლების სამსახურის მიერ 2013 წლის 13 აგვისტოს გაცემული ცნობის თანახმად, 2013 წლის 8 აგვისტოს მდგომარეობით საიდენტიფიკაციო ნომრით 23------0 რეგისტრირებული სუბიექტი ლიკვიდირებულია
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შემოსავლების სამსახურის ცნობ (ს.ფ. 33)
3.1.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 16 აგვისტოს გაცემული მიმართვის თანახმად მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდული პირების რეგისტრაციის სამსახურის ელექტრონულ მონაცემებში განხორციელდა კოოპერატივის ფილიალის მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის (ს/ნ 23------0) ტექნიკური ხარვეზის სამართლებრივი ფორმის და იურიდიული სტატუსის შესწორება... კოოპერატივის ფილიალი მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივი და კოოპერატივის ფილიალი რაიკოპკავშირისა N4 ფილიალი წარმოადგენენ მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი რაიკოპკავშირის სტრუქტურულ ერთეულებს ფილიალებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართვა (ს.ფ. 34)
3.1.8. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაციით საგადასახადო რეგისტრაციის შესახებ, მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივი, ს/კ 23------0 ლიკვიდირებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ინფორმაცია (ს.ფ. 35)
3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი რაიკოოპკავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 ივლისის გადაწყვეტილება #B12084923/6 მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი რაიკოპკავშირის (ს/ნ 234158513) საიდენტიფიკაციო ნომერთან, როგორც ფილიალების მა-------–ის ქალაქის სამოხმარებლო კოოპერატივის, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის, სა-----–--ს სამომხმარებლო კოოპერატივის, წე------–-ს სამომხმარებლო კოოპერატივის, კა------ს სამომხარებლო კოოპერატივის, ალ----ის სამომხმარებლო კოოპერატივის, შუ-–-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის და შა------ის სამომხმარებლო კოოპერატივის საიდენტიფიკაციო ნომრების ტექნიკური გაერთიანების შესახებ ნაწილში. ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2012 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება #125187 მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი _ რაიკოოპკავშირის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის _ რაიკოოპკავშირის სარჩელი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მა-------–ის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 26 მარტის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ. 24-30)
3.1.10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება (ს.ფ. 101-105)
3.1.11. 2013 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთან კოოპერატივის უფლებამონაცვლედ მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი-რაიკოპკავშირის დადგენა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 831 მუხლის საფუძველზე მოსარჩელემ გაიხმო განცხადება და ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით საქმე N4940 დატოვებულ იქნა განუხილველად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინება (ს.ფ.32-32)
3.1.12. შემოსავლების სამსახურის 2016 წლის 9 მარტს გაცემული ინფორმაციის მიხედვით, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოპკავშირის ს/ნ 234158513 პირადი აღრიცხვის ბარათებიდან გამოეყო, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის - ქალაქის სამომხმარებლოს კოოპერატივის ს/ნ 234161849, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის შა------ის სამომხმარებლო კოოპერატივის ს/ნ 234157113, მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის კა------ს სამომხმარებლო კოოპერატივის ს/ნ 234157961, მა-------–ის რაიკოპკავშირის სა-----–--ს სამომხმარებლო კოოპერატივის ს/ნ 234157122, ,,რკ მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირის ალ----ის სამომხმარებლო კოოპერატივის’’ ს/ნ 234158568, მა-------–ის რაიკოპკავშირის მა-------–ის კოოპერატივის ს/ნ 234157836 და მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის სამომხმარებლო კოოპერატივის ს/ნ 234157275 პირადი აღრიცხვის ბარათებიდან გადმოტანილი ნაშთები, რაც შეეხება მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივის კავშირის წე------–-ს სამომხმარებლო კოოპერატივს, ს/ნ 234157881 მის პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხული ნაშთები გადატანილი არ ყოფილა მა-------–ის რაიონის სამომხმარებლო კოოპერატივების კავშირი - რაიკოპკავშირის ს/ნ 234158513 პირადი აღრიცხვის ბარათებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლების სამსახურის ინფორმაცია (ს.ფ. 106)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, თუმცა არა იმ სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით რაც შესაგებელსა და ახსნა-განმარტებაში იქნა დაფიქსირებული.
ხანდაზმულობა ფაქტია და არა სამართლებრივი შეფასება, შესაბამისად, მოპასუხემ, რომელმაც მიუთითა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელ ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, იმაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ არის ხანდაზმული, ამით სადავო გახადა სასარჩელო მოთხოვნის განხორციელებადობა, ამ ფაქტის მითითების შემდეგ, სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოიკვლიოს სასარჩელო მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებები, რაც დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, არ გულისხმობს ხანდაზმულობის კონკრეტული ნორმის მითითებას ან კონკრეტული თარიღის ზუსტად დასახელებას, რადგან საკმარისია მოვალე შეედავოს კრედიტორს, რომ მისი მოთხოვნა ხანდაზმულია.
საქმის მასალებით დგინდება, რომ მა-------–ის რაიონული სასამართლოს მიერ 2006 წლის 10 თებერვალს მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელის, ი/მ ყუ---------------ის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივს დაეკისრა ი/მ ყუ---------------ის სასარგებლოდ 27695.5 ლარის გადახდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა მოთხოვნა, რომლის ხანდაზმულობის ვადა, ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის 3 წლიანი ვადისა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008 მუხლი), შეადგენს 10 წელს. მოცემული ვადა გულისხმობს, უკვე აღიარებული უფლების რეალიზაციის ვადას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ი/მ ყუ---------------ის მხრიდან არ არის დაცული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის 10 წლიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეაფასა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ყოველი უფლება, უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და დროულად. უფლების რეალიზაცია უნდა იყოს შეზღუდული და შემოფარგლული დროის გონივრული მონაკვეთით, როგორც სხვა სამოქალაქო უფლებები. შესაბამისად, სასამართლო მიმართავს ხანდაზმულობის სამართლებრივ ინსტიტუტს ვინაიდან მოპასუხე სწორედ აპელირებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, რაც სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას რათა შეაფასოს დავის აღნიშნული ასპექტი და განმარტავს შემდეგს:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.
საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდავოდ დიდი მნიშვნელობისა, ის არ არის აბსოლუტური უფლება. სასამართლოსადმი მიმართვის უფლება „შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება #1/466 საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 15).
საკონსტიტუციო სასამართლო მართებულად აღნიშნავს, რომ ვადებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამართლებრივ ურთიერთობებში წესრიგის შეტანისთვის. დროის ფაქტორი ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს პირთა შორის ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებაში. გარკვეული დროის დადგომას ან ვადის გასვლას უკავშირდება კონკრეტული იურიდიული შედეგები – სამართლებრივი ურთიერთობების (შესაბამისად პირთა უფლებებისა ან/და მოვალეობების) წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა; ვადებს მნიშვნელოვანი წესრიგი შეაქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის პროცესშიც.Dდრო სამართლიანი სასამართლოს უფლებას გასდევს მთლიანად უფლებით სარგებლობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში, ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა თავიდანვე გარკვეული დროით არის პირობადებული – ამა თუ იმ უფლების, ინტერესის დასაცავად სასამართლოსადმი მიმართვა უფლების დარღვევიდან გარკვეული ვადით არის შეზღუდული.....“. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება №1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ოლღა სუმბათაშვილი და იგორ ხაპროვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".
ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლეობით. ამასთან, უფლებამონაცვლეობის საფუძველია არა საქმიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა, არამედ სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოთხოვნის დადასტურება ხდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მაშინ ასეთი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 10 წელს შეადგენს მაშინაც კი, თუ ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. ,, მოცემული მუხლით გათვალისწინებული ათწლიანი ვადა უკვე აღიარებული, მინიჭებული უფლების რეალიზაციის ვადაა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, პირს, ვის სასარგებლოდაც მიღებულია გადაწყვეტილება, შეუძლია, მოითხოვოს მისი აღსრულება კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 10 წლის განმავლობაში. (იხ .საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2014 წლის 6 თებერვლის #ას-1196-1138-2014 გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 14 მაისის №ას-431-409-2012 განჩინება).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ი/მ ყუ---------------ის მოთხოვნის საფუძველზე, 2006 წლის 29 მარტს, სასამართლომ გასცა სააღსრულებო ფურცელი მოვალე მა-------–ის რაიკოპკავშირის შუ-–-----ის მომხმარებელთა კოოპერატივის მიმართ. მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცელი აღსრულების ეროვნული ბიუროში 2006 წლის 29 მარტს წარადგინა, ხოლო სასამართლოში სარჩელი უფლებამონაცვლეობის მოთხოვნის თაობაზე წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 8 ნოემბერს.
მხარემ მიუთითა, რომ 2013 წლის 7 აგვისტოს მან ბოლნისის რაიონულ სასამართლოს მიმართა განცხადებით და ითხოვა საპროცესო უფლებამონაცვლეობის დადგენა, თუმცა მან გამოიხმო ზემოაღნიშნული სარჩელი და ამავე სასამართლოს 2013 წლის 12 აგვისტოს განჩინებით, სარჩელი დარჩა განუხილველად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე და 140-ე მუხლების შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადა წყდება სარჩელის შეტანით. დადასტურებულია, რომ თავდაპირველად სარჩელი წარდგენილ იქნა ათწლიანი ხანდაზმულობის დაცვით, შემდეგ აღნიშნული სარჩელი განუხილველად იქნა სასამართლოს მიერ დატოვებული. ამასთან, ამავე ნორმების შესაბამისად, თუ მხარე 6 თვის განმავლობაში კვლავ შეიტანს სარჩელს, ხანდაზმულობის ვადა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან. განსახილველი სარჩელი, სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის 8 ნოემბერს სარჩელის განუხილველად დატოვებიდან 6 თვიანი ვადის დარღვევით. მართალია მხარემ მიუთითა, რომ მან სარჩელი გამოიხმო, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ იყო კანონიერ ძალაში შესული და მისი კანონიერ ძალაში შესვლა განხორციელდა მხოლოდ 2015 წლის 30 სექტემბერს. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმის წარმოების შეჩერების ინტიტუტზე და ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 62-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ყველა დაუმთავრებელი საპროცესო ვადა შეჩერდება საქმის წარმოების შეჩერებით. ვადების შეჩერება დაიწყება იმ გარემოებათა წარმოშობის დღიდან, რომლებიც საფუძვლად დაედო წარმოების შეჩერებას. წარმოების განახლების დღიდან საპროცესო ვადის დენა განახლდება.
საქმის მასალებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ ყუ---------------ის მხრიდან არ არის დაცული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142-ე მუხლით გათვალისწინებული 10 წლიანი ხანდაზმულობის ვადა. შესაბამისად, მან დაკარგა მოთხოვნის უფლება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შედგება სასამართლო ხარჯების და სასამართლოსგარეშე ხარჯებისაგან. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს არაქონებრივ დავაზე 100 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, არ არსებობს მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, მე-8, 37-39-ე, 41-ე, 53-54-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი/მ ყუ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი