გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002730931
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7255-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე- ეკატერინე ჯინჭველაშვილი

სხდომის მდივანი- გვანცა ჩალიგავა

 

მოსარჩელეები - ნ------------------–--------–-–---–-

წარმომადგენელი - მ-----------–-–---–-

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური

წარმომადგენელი - ი-------------–-----

მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - ს--–----------------

დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი)(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 161-169).

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ნ-------------------–--------–-–---–ის 2018 წლის 20აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 161-169).

 

1.3. დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, მ----–---–------------–-(საკ.კოდი: №------------------------ სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლება(იხ. სასარჩელო განცხადება; ს.ფ. 2-11; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, იხ. 2019 წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, ს.ფ. 161-169).

 

მოსარჩელეთა განმარტებით, 2018 წლის 10 ივლისის განცხადებით მათ მიერ მოთხოვნილი იქნა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- წერილით, იმის გამო, რომ თითქოსდა ზემოაღნიშნული კანონით გათვალისწინებული დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განიხილა ნ-------------------–--------–-–---–ის განცხადება. მოსარჩელეთა განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის გადაწყვეტილებაზე კანონით დადგენილ ვადაში წარდგენილი იქნა ადმინისტრაციული საჩივარი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა მიუხედავად კანონით დადგენილი ვადის გასვლისა, ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოს არ გამოუცია შესაბამისი აქტი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი სარჩელი არ ცნო, განმარტა, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, წერილობითი ფორმით შესაგებელი ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ აღძრულ სარჩელზე არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხის წარმომადგენელმა კი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელი არ ცნო, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის მიერ გამოცემული სადავო აქტის ნაწილში, პოზიციის დაფიქსირებისაგან თავი შეიკავა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992წლის 01 ივნისის №-------- განკარგულებით ირკვევა, რომ დაკმაყოფილდა ფირმა ,,---–------- თავმჯდომარის თხოვნა მო--–---–-------აზე საფირმო მაღაზიისათვის სარდაფში ჩასასვლელის მოსაწყობად, ხოლო აღნიშნული განკარგულების საფუძველზე, 1992 წლის 02 ივნისის №--- შეთანხმებით, შეთანხმებულად ჩაითვალა ფირმა ,,---–------- მაღაზიის ჩასასვლელის მოწყობა მ----–---–------------–- და გაიცა №---ორდერი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქ.თბილისის მერიის ადგილობრივი მმართველობის ვაკის რაიონის გამგეობის 1992 წლის 01 ივნისის №-------- განკარგულება(ს.ფ. 21)

- 1992 წლის 02 ივნისის №--- შეთანხმება(ს.ფ. 23)

- 1992 წლის 02 ივნისის №--- ორდერი(ს.ფ. 22)

 

3.1.2. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 12 ივნისის მდგომარეობით საჯარო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ.თბილისი, მო--–---–-------ა №9, ს-----------------------, მიწის(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №------------------------ 2013 წლის 26 აპრილიდან თანასაკუთრების უფლებით აღრიცხულია ნ----------------------–--------–-–---–ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი: 1---------(ს.ფ. 136-137)

 

3.1.3. 2018 წლის 10 ივლისს, ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენელმა მ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1--- მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენლის მიერ 2018 წლის 10 ივლისს საქართველოს ფოსტის მეშვეობით გაგზავნილი განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივლისს და მიენიჭა ნომერი: 1-----------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენლის მ-----------–-–---–-ს 2018 წლის 10 ივლისის განცხადება(ს.ფ. 12)

- საქართველოს ფოსტის მეშვეობით განცხადების გაგზავნისა და ადრესატისთვის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი(გზავნილი)(ს.ფ. 13-14)

 

3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018წლის 25 ივლისის №-------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1--- მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11ივლისს, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო აღნიშნული წესის შესაბამისად სამუშაოების დადასტურების შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- წერილი(ს.ფ. 15-16)

 

3.1.5. 2018წლის 20 აგვისტოს, ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენელმა მ-----------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- წერილის ბათილად ცნობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება.

 

ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენლის მ-----------–-–---–-ს 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივარი(ს.ფ. 17-18)

- საფოსტო გზავნილი(ს.ფ. 19-20)

-მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ. სასარჩელო განცხადება, ს.ფ. 2-11; 2019წლის 31 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის 0თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო

 

საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ნ-------------------–--------–-–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით, ხოლო გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ნ-------------------–--------–-–---–ის 2018 წლის 20აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ,- ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ასევე, რომ ნ----------------------–--------–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით კანონით დადგენილ ვადაში არ უმსჯელია მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას. ასეთ შემთხვევაში კი, ზემოაღნიშნული გარემოებების მხედველობაში მიღებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი), ნ-------------------–--------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მიჩნეული უნდა იქნეს ასევე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, მ----–---–------------–-(საკ.კოდი: №------------------------ სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლება, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

 

დასახელებული კანონის 1032-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამართალდამრღვევი სუბიექტი, რომელმაც 2007 წლის 1 იანვრიდან ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის სანებართვო პირობების დარღვევით ან უნებართვოდ განახორციელა მშენებლობადამთავრებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სამშენებლო სამუშაოები(შენობა-ნაგებობის, მზიდი კონსტრუქციების, ექსტერიერის რეკონსტრუქცია) ან 2015 წლის 20 აპრილის მდგომარეობით მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს წერილობითი დასტურის დარღვევით განახორციელა შენობა-ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები(შენობა-ნაგებობის სახურავზე კეხის სიმაღლისა და ქანობის შეუცვლელად სამერცხლის მოწყობა და ქანობზე ღიობის/ღიობების გამოჭრა), რომლებიც მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს ან/და რომლებიც არ ცვლის შენობა-ნაგებობის მზიდ კონსტრუქციებს, თავისუფლდება ჯარიმის/საურავის თანხის ან/და მისი გადაუხდელი ნაწილის გადახდისაგან და ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან, თუ მის მიერ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევა ამ მუხლის ამოქმედების დროისათვის გამოსწორებულია ან თუ ეს სამშენებლო სამართალდარღვევა გამოსწორდება ან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ დადასტურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი, შენობა-ნაგებობის(ობიექტის) ან მისი ნაწილის მესაკუთრე ან სხვა უფლებამოსილი პირი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მოთხოვნით და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დასადასტურებლად მიმართავს მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოს ამ მუხლის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 10 ივლისს ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენელმა მ-----------–-–---–მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- წერილით(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) დაინტერესებულ პირს ეცნობა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1----ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს, რის გამოც სამსახური მოკლებული იყო აღნიშნული წესის შესაბამისად სამუშაოების დადასტურების შესაძლებლობას.

 

მოცემულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეების მიერ განცხადება წარდგენილი იქნა დაგვიანებით, კერძოდ- 2018 წლის 12 ივლისს, ხოლო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოიწურა 2018 წლის 11 ივლისს და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 94.1 მუხლზე, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ წარმოებაში ვადის გამოთვლისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-69-ე მუხლებით დადგენილი წესი.

 

თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

 

განსახილველ შემთხვევაში სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2018 წლის 10ივლისს ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენელმა მ-----------–-–---–მა, საქართველოს ფოსტის მეშვეობით წარადგინა განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლის შესაბამისად მოითხოვა დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება, ხოლო აღნიშნული განცხადება ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა 2018 წლის 12 ივლისს და მიენიჭა ნომერი: 1-----------------

 

სასამართლო განმარტავს, რომ მართალია მოსარჩელეების-ნ-------------------–--------–-–---–ის(წარმომადგენელი მ-----------–-–---–-) მიერ არ მომხდარა ელექტრონული განცხადების წარდგენა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურში, თუმცა, მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, კანონმდებლობისა და ვადის სრული დაცვით წარადგინეს განცხადება, რამეთუ როგორც აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61.3 მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. შესაბამისად, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ვალდებული იყო ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ 2018 წლის 10 ივლისს წარდგენილი №----------------- განცხადება განეხილა არსებითად და მიეღო გადაწყვეტილება ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით.

 

ამდენად, დასახელებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დაუსაბუთებელია თუ რა ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ ნორმებზე დაყრდნობით მიიჩნია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურმა, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსის’’ 1032-ე მუხლით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების დარღვევით განხორციელებისათვის სამართალდამრღვევი სუბიექტის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების დროებითი წესის მოქმედების ვადა ამოწურული იყო, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით(საფოსტო გზავნილი) ცალსახად დასტურდება მოსარჩელეთა მიერ განცხადების ვადაში წარდგენის ფაქტი.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ,- დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25ივლისის №-------------- გადაწყვეტილება, როგორც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული, იგი ხელყოფს მოსარჩელეთა კანონიერ ინტერესებს, რაც პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მათ, რის გამოც გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს უნდა დაევალოს ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით.

 

რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას, დაევალოს მოპასუხეს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, მ----–---–------------–-(საკ.კოდი: №------------------------ სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურება და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლება,- აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უთითებს, რომ მოსარჩელის ამ მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლო დამოუკიდებლად მსჯელობას არ იქონიებს, ვინაიდან ქ.თბილისში, მ----–---–------------–-(საკ.კოდი: №------------------------ სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახური ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10 ივლისს) კანონით დადგენილი წესით არსებითად განხილვის შედეგად. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით, სასამართლოს მიერ ვერ იქნება მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისათვის დავალება ქ.თბილისში, მ----–---–------------–-(საკ.კოდი: №------------------------ სარდაფის ჩასასვლელისა და ფანჯრის ღიობის მოსაწყობად განხორციელებული მშენებლობის დადასტურების და შესაბამისი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან მოსარჩელეთა განთავისუფლების თაობაზე.

 

6.4. მოსარჩელეთა ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) ბათილად ცნობა ნ-------------------–--------–-–---–ის 2018 წლის 20 აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.1 მუხლის თანახმად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის 178.1 მუხლის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2018 წლის 20 აგვისტოს, ნ-------------------–--------–-–---–ის წარმომადგენელმა მ-----------–-–---–მა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- წერილის ბათილად ცნობა, ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურება, თუმცა ქ.თბილისის მუნიციპალტეტის მერიას, კანონით დადგენილ ვადაში, ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177.2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალა ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებისა და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა, აღნიშნული გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნით წარდგენილი ნ-------------------–--------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარის(ვირტუალური უარი) კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 (ასი)ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 120(ასოცი) ლარი, საიდანაც მოსარჩელეებს უკან უნდა დაუბრუნდეთ 20(ოცი) ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი თანხა, ხოლო დარჩენილი 100(ასი) ლარის გადახდა კი, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელეების- ნ-------------------–--------–-–---–ის სასარგებლოდ, მათ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-10, მე-12, 22-ე, 23-ე, 32-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნ-------------------–--------–-–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 25 ივლისის №-------------- გადაწყვეტილება(ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი) და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს დაევალოს ნ-------------------–--------–-–---–ის მიერ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსით’’ განსაზღვრული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების და დარღვევით განხორციელებული მშენებლობის დადასტურების შესახებ წარდგენილი №----------------- განცხადების(განცხადება ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2018წლის 10 ივლისს) არსებითად განხილვა კანონით დადგენილი წესით.

 

3. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უარი(ვირტუალური უარი) ნ-------------------–--------–-–---–ის 2018 წლის 20აგვისტოს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

4. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, მოსარჩელეების- ნ-------------------–--------–-–---–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, მოსარჩელეთა მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

5. ნ--------------------------------------------------–--------–-–---–--------------------------------), მ-----------–-–---–-ს(პირადი ნომერი: 0----------- მიერ 2018წლის 20ნოემბერს N0 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120(ასოცი) ლარიდან, უკან დაბრუნდეთ 20(ოცი) ლარი(მიმღები- ხაზინის ერთიანი ანგარიში, სხვა შემოსულობები(თვითმმართველი ქალაქი თბილისი); მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300773150; მიმღების ბანკი/ხაზინა- ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22; გადახდის დანიშნულება- სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი