განაჩენი

სისხლის სამართლის 21.01.2019
საქმის ნომერი
330100118002497357
თარიღი
21.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N---------

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

21 იანვარი 2018 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი - ნინო მაისაია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - დ--- გ---------ე, ზ---- კ--------–--

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

ო------ ბ---------ე - დაბადებული 1--- წლის 6-------------ს, ს----------–--- მოქალაქე, პირადი N1----------, საშუალო განთლების მქონე, განქორწინებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული:--------------ს მ----–----–------ი, სოფელი ფ-----, პ------–--------, ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, თ---------------------, მ-------------–-, კ------------------------.

 

ადვოკატები - ნ-----–---- კ--------–---–ი, ნ---- ტ-------ე, მ--- ჩ----ე

 

კვალიფიკაცია:

ო------ ბ---------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ ო----- ბ---------ეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1-----------ს განაჩენით მსჯავრი დაედო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. 2018 წლის 09 მაისს დაახლოებით 03:30 საათიდან 03:40 საათამდე პერიოდში, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევი ო----- ბ---------ე, გამოძიებით დადგენილ პირთან ერთად წინასწარი შეთანხმებით ძალაყინის გამოყენებით ცდილობდა ქ. თბილისში, თ----ს მ---------------, პ------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, ა---------------------ს ქუჩაზე განთავსებული შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლებას. ო----- ბ---------ემ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, ვინაიდან დაკავებული იქნა დანაშაულის ჩადენისას. აღნიშნული ქმედებით შპს ,,დ---------------------------ს“ შესაძლოა მისდგომოდა 300 (სამასი) ლარის მნიშვნელოვანი ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

2.1. დაზარალებულ შპს ,, დ---------------------------ს’’ წარმომადგენელმა გ------- ნ----მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,დ---------------------------ს“ მონიტორინგის სამსახურში, მის მოვალეობაში შედის შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ვიზუალური კონტროლი. 2018 წლის 9 მაისს, როდესაც მორიგეობას ახორციელებდა, გამთენიისას, დაახლოებით 03:30 საათზე, მონიტორინგის სამსახურში დაფიქსირდა ტერმინალის განგაშის სიგნალი, მისამართი იყო თ----ს მ---------------, 1--–----------–------------------ის მიმდებარედ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებაზე. გ------- ნ----ი მიღებული შეტყობინებისთანავე წავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებული ორი პიროვნება. სწრაფი ჩარიცხვის აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები, დაზიანებული იყო კარი და საკეტის ბუდე, ხელუხლებელი იყო სეიფი და სეიფის ბოქლომი; დაზიანების ადგილზე აპარატს აღენიშნებოდა ლურჯი ფერის საღებავი, რომელიც კრიმინალისტების მიერ შემდგომი კვლევისთვის ამოღებული იქნა; მიმდებარე ტერიტორიაზე ნანახი იქნა ძალაყინი.

 

2.2. მოწმე ი----- რ------ემ განაცხადა, რომ მუშაობს გ-–-----------–------ს პოლიციის მ--- განყოფილებაში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 9 მაისს ღამის საათებში ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას თავის მეწყვილე ი---- მ----–--ესთან ერთად, რა დროსაც რადიო სადგურით მიიღეს შეტყობინება სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების თაობაზე. ისინი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც დაინახეს თუ როგორ ცდილობდა ორი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას. ერთი პირი, როგორც შემდგომ გაირკვა ნ-------- ა-–-------–---–ი, იყო მოხრილ მდგომარეობაში, ხელში ეჭირა ლურჯი ფერის რკინის ნაჭერი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო მეორე პირი, როგორც შემდგომ გაირკვა ო----- ბ---------ე, ასევე იყო მოხრილ მდგომარეობაში და აპარატის კარს ეჯაჯგურებოდა. როდესაც ის და ი---- მ----–--ე მიუახლოვდნენ დამნაშავეებს, ისინი გაიქცნენ და დაახლოებით 20-25 მეტრში მოხდა მათი დაკავება. ი----- რ------ემ აღნიშნა, რომ მან და ი---- მ----–--ემ დააკავეს ნ-------- ა-–-------–---–ი, რომელმაც გაქცევისას გადააგდო ლურჯი ფერის რკინის ნაჭერი; პოლიციის მეორე ჯგუფმა, რომელიც ასევე მოვიდა შემთხვევის ადგილზე, დააკავა ო----- ბ---------ე. ი----- რ------ემ შეადგინა ბრალდებულ ნ-------- ა-–-------–---–ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, რის შემდეგაც პოლიციის მ--- განყოფილებაში გადაიყვანეს.

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ი---- მ----–--ემ.

 

2.4. მოწმე ი-----–- ა-----ემ განაცხადა, რომ მუშაობს გ-–-----------–------ს პოლიციის მ--- განყოფილებაში უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის 8 მაისს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მის მეწყვილე ლ---- ფ------სთან ერთად. დაახლოებით 03:00-04:00 საათზე ახორციელებდნენ ტერიტორიის შემოვლას, რა დროსაც რადიო სადგურის მეშვეობით მიიღეს შეტყობინება, თ----ს მ---------------ს, 1--–-----------––------- ს--------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე სწრაფი ჩასარიცხი აპარატის განგაშის თაობაზე. ის და მისი მეწყვილე მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც 4-5 მეტრში დაინახეს ორი პირი თუ როგორ ცდილობდა სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას. ამ დროს შემთხვევის ადგილზე მოვიდნენ მეორე ჯგუფის თანამშრომლები ი---- მ----–--ე და ი----- რ------ე. ი-----–- ა-----ის განმარტებით, მათ დაინახეს ერთ-ერთ პირს, რომელიც იქნებოდა 20 წლამდე, როგორც შემდგომ გაირკვა ნ-------- ა-–-------–---–ს, ხელში ეჭირა რკინის საგანი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო მეორე პირი - ო----- ბ---------ე ეხმარებოდა კარის გაღებაში. ი-----–- ა-----ე და ლ---- ფ------ იყვნენ პოლიციის ფორმაში გამოწყობილნი და როდესაც ისინი ა/მანქანიან გადავიდნენ, ნ-------- ა-–-------–---–ი და ო----- ბ---------ე გაიქცნენ, თან გადააგდეს რკინის საგანი; სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან დაახლოებით 20-25 მეტრში, მ-------------ის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა ბრალდებულის სახის ო----- ბ---------ის დააკვება, შემთხვევის ადგილზე შედგა ო----- ბ---------ის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი. ნ-------- ა-–-------–---–ი ბრალდებულის სახით დააკავეს მეორე ჯგუფის წარმომადგენლებმა - ი----- რ------ემ და ი---- მ----–--ემ; შემთხვევის ადგილი დათვალიერდა ექსპერტების და კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით, რა დროსაც აპარატიდან დაახლოებით 7 მეტრში ძალაყინი იქნა ამოღებული.

 

2.5. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს მოწმე ლ---- ფ------მ.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ-------- ა-–-------–---–მა ბრალდების მხარის მიერ დაკითხვისას განაცხადა, რომ 8 მაისს მეტრო ,,გ-------–---–თან’’ ის, ო------ ბ---------ე და გ------ კ---------–---–ი ერთად სვამდნენ. ქეიფს რომ მორჩნენ, ის და ო----- ბ---------ე ერთად წავიდნენ. გზაში განიზრახეს აპარატის გატეხვა და დაიწყეს ისეთი საგნის მოძიება, რომელიც გაუადვილებდა აპარატის გატეხვას. მოპირდაპირე მხარეს მდებარე პროფილაქტიკიდან აიღეს ძალაყინი, რომელიც დაარტყეს აპარატს, შემდეგ ძალაყინით დაიწყეს კარის გამოწევა, რაშიც ეხმარებოდა ო----- ბ---------ე. აპარატზე დარტყმისას ჩაირთო სიგნალიზაცია და გამოჩნდა საპატრულო პოლიცია, რა დროსაც ის და ო------ გაიქცნენ, მაგრამ მალევე დააკავეს პოლიციელებმა.

დაცვის მხარის დაკითხვისას ნ-------- ა-–-------–---–მა სრულიად საპირისპირო განაცხადა და აღნიშნა, რომ იგი მარტო ტეხდა აპარატს და არავინ არ დახმარებია, როცა აპარატს ტეხდა ო------ ბ---------ე სახლში მიდიოდა. გატეხვისას ჩაირთო სიგნალიზაცია, ხმაურზე ო------ მიხვდა, რომ ა-–-------–---–ი იქნებოდა და დაბრუნდა მასთან. ნ-------- ა-–-------–---–მა აჩვენა, რომ ო----- ბ---------ის საწინააღმდეგო ჩვენება მისცა პროკურორის ზეწოლის შედეგად.

 

დაცვის მხარის მოწმეები:

 

2.7. მოწმე გ------ კ---------–---–მა განმარტა, რომ მისი სახლის ეზოში მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელს ის, ო----- ბ---------ე, ნ-------- ა-–-------–---–ი, მ-–---- ა-–-------–---–ი და გ------- კ------ე. როდესაც დაამთავრეს დალევა, ო----- ბ---------ემ მ-–---- ა-–-------–---–ს შესთავაზა მასთან სახლში დარჩენილიყვნენ ის და ნ-------- ა-–-------–---–ი. ყველანი ტაქსით მივიდნენ თ----ს მ---------------ს, 1--–-----------––---------------------ოს მიმდებარედ, სადაც ნ-------- ა-–-------–---–ი გახდა შეუძლოდ, გული ერეოდა და მოფარებულში შევიდა. ო----- ბ---------ე და მ-–---- ა-–-------–---–ი სახლისკენ წავიდნენ ფეხით; როდესაც ნ-------- ა-–-------–---–ი კარგად გახდა, წავიდა ო----- ბ---------ისკენ და მ-–---- ა-–-------–---–ისკენ, ხოლო გ------ კ---------–---–ი და გ------- კ------ე ტაქსში ჩასხდნენ და წავიდნენ.

 

2.8. მოწმე გ------- კ------ემ განმარტა, რომ არის ო----- ბ---------ის მეგობარი და ერთად დალიეს, როცა ქეიფს მორჩნენ ო----- ბ---------ემ მ-----– და ნ-------- ა-–-------–---–ებს შესთავაზა მასთან სახლში წასვლა. ყველანი წავიდნენ ტაქსით. გზაში ნ-------- ა-–-------–---–ი გახდა ცუდად, გადავიდა და აღებინა, ხოლო ო------ და მ-----–ი წავიდნენ სახლისკენ, რომელიც იქვე 100 მეტრში მდებარეობს. მათ ელოდებოდა ტაქსი და როდესაც ნ--------ი უკეთ გახდა, უთხრეს მას წასულიყო და დასწეოდა ო-----ს და მ-----–ს და დატოვეს სკვერში, ხოლო ის და გ------ კ---------–---–ი წავიდნენ ტაქსით.

 

2.9. მოწმე მ---–----- კ---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 9 მაისს იგი კუთვნილი ტაქსით იმყოფებოდა ბ--–---ა ს--------------ს წინ. მოპირდაპირე მხარეს დაინახა რამდენიმე პიროვნება როგორ მივიდა ტაქსით და იქიდან გადმოვიდნენ, რამდენიმე პირი ქუჩის ზედა მხარეს წავიდა, ზოგიერთი სკვერში შევიდა, ხოლო ორი პიროვნება ტაქსით წავიდა. მ---–---- კ---------ემ დაინახა ერთი მსუქანი პირი დადიოდა აპარატთან, შემდეგ მან დაინახა ეს ბიჭი დააკავეს პოლიციელებმა. მას არ დაუნახავს ჩასარიცხი აპარატის გატეხვის ფაქტი.

 

2.10. ო----- ბ---------ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 09 მაისს 03:38 საათზე, ქ. თბილისში, თ----ს მ---------------ს, 1--–-----------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ო------ ბ---------ე, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. იგი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ იქნა 2018 წლის 09 მაისს 03:58 საათზე. ო----- ბ---------ემ გაურკვეველი მიზეზების გამო უარი განაცხადა ოქმის ხელის მოწერაზე. ოქმის სისწორე დადასტურებულ იქნა გ-–-----------–------ს მ--- განყოფილების უფროსის გ------- წ----–-–---–ის მიერ 2018 წლის 9 მაისს 04:00 საათზე.

2.10.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ლ---- ფ------მ და მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა ი-----–- ა-----ემ.

 

2.11. ნ-------- ა-–-------–---–ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2018 წლის 09 მაისს 03:39 საათზე, ქ. თბილისში, თ----ს მ---------------ს, 1--–-----------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა ნ-------- ა-–-------–---–ი, რომელსაც ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა. იგი პოლიციის დაწესებულებაში მიყვანილ იქნა 2018 წლის 09 მაისს 04:00 საათზე. ოქმის სისწორე დადასტურებულ იქნა გ-–-----------–------ს მ--- განყოფილების უფროსის გ------- წ----–-–---–ის მიერ 2018 წლის 9 მაისს 04:02 საათზე.

2.11.1. ბრალდებულის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ი----- რ------ემ და მონაწილე პოლიციის თანამშრომელმა ი---- მ----–--ემ.

 

2.12. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.თბილისში, თ---------------------, 1--–-----------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტობუსის გაჩერებასთან, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის დროის მაჩვენებელი დაფის ქვემოთ დგას ,,ს--------------------ს’’ სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, რომელსაც ზედა მხარეს აწერია ,-------- B---”, აპარატს წინა მხარეს შუშა აქვს დაზიანებული, ხოლო კარები არის გამოღუნული, კარის მარცხენა გვერდითა მხარეს და კარებთან აპარატის კორპუსზე აღენიშნება დაზიანების კვალი. ასევე არის დაზიანებაზე გადასული ლურჯი ფერის საღებავი, რომელიც იქნა აფხეკილი ექსპერტების მიერ და დაილუქა სპეციალურ პაკეტში. დაზიანების კვალი აღენიშნება ასევე კარების ჩამკეტის ჩარჩოზე, სადაც იყო ლურჯი ფერის საღებავი გადასული და ანაფხეკები მოთავსდა სპეციალურ პაკეტში. აპარატთან დაახლოებით 7 მეტრში ბალახებში დევს რკინის ლურჯი ფერის საგანი ე.წ. ძალაყინი, რომელიც ასევე ამოღებულ იქნა ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ და დაილუქა.

2.12.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა ი-----–- ა-----ემ, მონაწილეებმა ი---- მ----–--ემ და პ------ დ---–---–--ემ კომპანიის წარმომადგენელმა გ------- ნ----მა.

 

2.13. ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N------------ საქმეზე წარმოდგენილ ძალაყინის ზედაპირზე არსებული ორშრიანი (ლურჯი - ღია მონაცრისფრო/მოთეთრო) საღებავის დანაშრევი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუშები (ლურჯი - ღია მონაცრისფრო/მოთეთრო) ხასიათდებიან ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით და მოლეკულური შემადგენლობით.

2.13.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი----- მ-----–---–მა.

 

2.14. 2018 წლის 9 მაისის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ბრალდებულ ნ-------- ა-–-------–---–ის მიღებული ჩვენების პროცესში წარმოშობილი ვერსიის გადამოწმების მიზნით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი, რა დროსაც ნ-------- ა-–-------–---–მა მიუთითა გ-------–---–ის გ--------------ის მიმდებარედ არსებული მაგიდა, სადაც სვამდნენ ის, ო----- ბ---------ე და გ------ კ---------–---–ი, შემდეგ გაემართნენ იმ პროფილაქტიკისკენ, სადაც ო----- ბ---------ესთან ერთად აიღო ძალაყინი. მას შემდეგ ისინი გავიდნენ თ------------------------–------------–------------------- მიმდებარე ტეროტორიაზე და მიუთითა ავტობუსების გაჩერებასთან განთავსებულ სწრაფი ჩარიცხვის აპარატზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული აპარატის გაქურდვის დროს დააკავეს.

2.14.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურა ოქმის შემდგენმა გამომძიებელმა გ------- ხ------–---–მა და საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირებმა თ------ ს-------მა და ი-–-- კ------ემ.

 

2.15. მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ------- ე-–--–---–მა დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საპროცესო მოქმედებების სისწორე.

 

2.16. ბრალდებულმა ო----- ბ---------ემ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და აჩვენა, რომ საღამო ხანს მიირთვა სასმელი გ------- კ------ესთან, გ------ კ---------–---–თან, მ-–---- ა-–-------–---–თან და ნ-------- ა-–-------–---–თან ერთად. ვინაიდან იყვნენ საკმაოდ ნასვამები და გვიან დაიშალნენ, მ-–---- ა-–-------–---–ს და ნ-------- ა-–------–---–ს შესთავაზა თავის სახლში წასვლა და დარჩენა; გ------ კ---------–---–მა და გ------- კ------ემ თქვეს, რომ გააცილებდნენ და ყველანი ტაქსით წავიდნენ მისი სახლისკენ. ვინაიდან ნ-------- ა-–-------–---–ი გახდა ცუდად, მის კორპუსიდან 100 მეტრში გააჩერეს ტაქსი, ნ--------ი შევიდა სკვერში, ხოლო ო----- ბ---------ემ და მ-–---- ა-–-------–---–მა ფეხით გააგრძელეს გზა სახლისკენ. რადგან გავიდა რამდენიმე ხანი და ნ--------ი არ ამოვიდა, ამასთან შიოდათ და პური არ ქონდათ, ო------ ბ---------ე მაღაზიაში ჩავიდა პურის და სიგარეტის საყიდლად, იყიდა პური და ათვალიერებდა ნ--------ი ხომ არ იყო სადმე, ამ დროს გააჩერა ორმა პოლიციელმა, რომლებსაც უთხრა, რომ ეძებდა ნ-------- ა-–-------–---–ს; მათ გადაამოწმეს ო------ ბ---------ის პიროვნება და ნახეს, რომ იყო ნასამართლევი; წაიყვანეს პოლიციაში და უთხრეს, რომ ის და ა-–-------–---–ი ქურდობის მცდელობაზე იყვნენ დაკავებულები და რომ იგი ნასამართლევი იყო ანალოგიური დანაშაულისთვის. ო----- ბ---------ის განმარტებით, მას არ ჩაუდენია ბრალად წარდგენილი ქმედება და ითხოვს უდანაშაულოდ ცნობას.

 

2.17. ბრალდებულ ო----- ბ---------ის ადვოკატების პოზიციით ო----- ბ---------ეს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება, წაყენებული ბრალდება არის დაუსაბუთებელი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებენ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს და მოითხოვეს წარდგენილ ბრალდებაში ო----- ბ---------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.18. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ო------ ბ---------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ო------ ბ---------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ო----- ბ---------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო----- ბ---------ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. კერძოდ:

 

2.18.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მოწმეების - პოლიციის თანამშრომლების - ი-----–- ა-----ის, ლ---- ფ-----ის, ი---- მ----–--ის და ი----- რ------ის ჩვენებებით, დაზარალებულ შპს ,,დ---------------------------ს’’ წარმომადგენლის გ------- ნ----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 09 მაისს დაახლოებით 03:30 საათიდან 03:40 საათამდე პერიოდში, ქ. თბილისში, თ----ს მ---------------, პ------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, ა---------------------ს ქუჩაზე ადგილი ქონდა შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტს.

2.18.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი არის დაზიანებული, კარის მარცხენა გვერდითა მხარეს და კარებთან აპარატის კორპუსზე აღენიშნება დაზიანების კვალი. ასევე, დაზიანებისას გადასულია ლურჯი ფერის საღებავი. აპარატიდან დაახლოებით 7 მეტრში ამოღებულ იქნა ძალაყინი, რომელზეც ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის N------ დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ძალაყინის ზედაპირზე არსებული საღებავის დანაშრევი და სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუშები ხასიათდებიან ერთნაირი მორფოლოგიური ნიშან-თვისებებით და მოლეკულური შემადგენლობით. აღნიშნულზე დაყრდნობით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანება მოხდა ძალაყინის გამოყენებით.

2.18.3. პოლიციის თანამშრომლების ი-----–- ა-----ის, ლ---- ფ-----ის, ი---- მ----–--ის და ი----- რ------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს მოწმეები არიან თვითმხილველები, თუ როგორ ცდილობდა ორი პირი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატეხვას, რა დროსაც, ნ-------- ა-–-------–---–ს ხელში ეჭირა ძალაყინი და ცდილობდა აპარატის კარის გაღებას, ხოლო იქვე მდგომი ო----- ბ---------ე ეხმარებოდა მას აპარატის კარის გაღებაში.

2.18.4. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებების არასანდოობასთან დაკავშირებით, რადგან სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს პოლიციის თანამშრომლების ჩვენების სისწორეში, რომლებიც სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ამასთან, საქმის მასალებით არ იკვეთება მათი მხრიდან რაიმე ინტერესი ო------ ბ---------ის მიმართ ცრუ ჩვენების მიცემის თაობაზე. საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო იზიარებს საკასაციო პალატის #262აპ-17 საქმეში აღნიშნულს იმის თაობაზე, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა და უტყუარობა უნდა შეფასდეს კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე და მისთვის წინასწარ მტკიცებულებითი ძალის მინიჭება გაუმართლებელია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, როცა საქმეში არ არსებობს რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება, რომელიც თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებს, რომ ბრალდების მოწმე პოლიციის თანამშრომელები არიან დაინტერესებული პირები ბრალდებულის წინააღმდეგ, რომ მათ საამისოდ გააჩნიათ რაიმე მიზეზი და საბაბი იმისათვის, რომ მიეცათ განზრახი ცრუ ჩვენება სასამართლოსთვის და დაებრალებინათ ისეთი ქმედების ჩადენა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება... აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ არავითარი რეალური საფუძველი არ არსებობს დასკვნისათვის, რომ ამ შემთხვევაში მოწმე პოლიციელები არიან დაინტერესებული პირები და მათი ჩვენება არ უნდა იქნას მიღებული სარწმუნო მტკიცებულებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს სასამართლო მიიჩნევს სარწმუნო და უტყუარ მტკიცებულებებად ო----- ბ---------ის ბრალდების დასადასტურებლად.

2.18.5. სასამართლო სარწმუნოდ არ მიიჩნევს ბრალდებულ ო------ ბ---------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ მას არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება და არც მისი დაკავება მომხდარა დანაშაულის ჩადენის ადგილზე. ო------ ბ---------ის ჩვენება არსებითად ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ არა მარტო პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებს, არამედ დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- ნ----ის ჩვენებას, რომელმაც სასამართლოზე დამაჯერებლად აჩვენა, რომ სიგნალიზაციის ჩართვიდან მალევე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დაკავებული დახვდა ორი პირი; ასევე, ო------ ბ---------ის ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის ნ-------- ა-–-------–---–ისა და ო------ ბ---------ის ბრალდებულის სახით დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმში ასახულ დროსთან და ადგილთან. აღნიშნული ოქმებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ როგორც ნ-------- ა-–-------–---–ის, ასევე ო------ ბ---------ის დაკავება მოხდა ერთსა და იმავე ადგილას, ერთსა და იმავე დროს და ერთდროულად იყვნენ პოლიციაში მიყვანილები (ორი წუთის შუალედში). სასამართლოს არ გააჩნია საფუძველი ეჭვი შეიტანოს როგორც მოწმეთა, ასევე დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმებში ასახული ინფორმაციის სისწორეში, რომლებზე დაყრდნობითაც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო----- ბ---------ე დაკავებულ იქნა დანაშაულის ჩადენის დროს შემთხვევის ადგილზე.

2.18.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ სამართლიანი სასამართლოს იდეისა და შეჯიბრებითი სასამართლო პროცესიდან გამომდინარე, მეტი წონა სასამართლო პროცესზე მიცემულ ჩვენებას უნდა მიენიჭოს, ვინაიდან სწორედ სასამართლო სხდომა წარმოადგენს ადგილს, სადაც ორივე მხარეს აქვს შესაძლებლობა, მოწმის ჩვენების სისწორე და სანდოობა შეამოწმოს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აძლევს რა შეფასებას მოწმის სახით დაკითხულ ნ-------- ა-–-------–---–ის ჩვენებას, მიაჩნია, რომ ო----- ბ---------ის ბრალდების არც დასადასტურებლად და არც უარსაყოფად სასამართლო არ იზიარებს ნ-------- ა-–-------–---–ის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას და გამოძიებისას მისი მონაწილოებით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ვინაიდან, ნ-------- ა-–-------–---–მა სასამართლოს მისცა წინააღმდეგობრივი და ურთიერთგამომრიცხავი ჩვენება და მის უტყუარობაში სასამართლოს შეაქვს ეჭვი.

2.18.7. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დაცვის მხარის მოწმეების გ------ კ---------–---–ის, გ------- კ------ის და მ---–----- კ---------ის ჩვენებებს, მიაჩნია, რომ გ------ კ---------–---–ი და გ------- კ------ე ადასტურებენ ო------ ბ---------ესთან და ნ-------- ა-–-------–---–თან ერთად სასმელის მიღების, ტაქსით შემთხვევის ადგილამდე მისვლის, ნ-------- ა-–-------–---–ის შემთხვევის ადგილზე დარჩენის, ო------ ბ---------ის და მ-----– ა-–-------–---–ის ერთად წასვლის ფაქტს, ხოლო მათი წასვლის შემდეგ თუ როგორ განვითარდა მოვლენები მათთვის უცნობია; ასევე მ---–----- კ---------ეც არ არის თვითმხილველი მოწმე თუ ვინ და რა ვითარებაში დააზიანა სწრაფი ჩარიცხვის აპარატი. შესაბამისად, ამ მოწმეთა ჩვენებებს სასამართლო ვერ გაიზიარებს ო------ ბ---------ის წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის საფუძვლად, პირიქით, ეს მოწმეები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბრალდებულები იმყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე. ასევე, სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაცვის მხარემ არ წარმოადგინა და დაკითხა მ-----– ა-–-------–---–ი, რომელიც (როგორც დაცვის მოწმეები და ო----- ბ---------ე აჩვენებს) ტაქსიდან ჩამოსვლის შემდეგ ო------ ბ---------ესთან ერთად წავიდა და იმყოფებოდა მის სახლში.

2.18.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ქურდობა, რომელიც მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე, კონკრეტულ საქმეში უტყუარად დასტურდება ქურდობის შემადგენლობის ყველა ელემენტის არსებობა.

2.18.8. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება ქურდობა, წარმოადგენენ შედეგიან დელიქტებს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების მომენტიდან, რა დროსაც დამნაშავეს ამოძრავებს ანგარების მოტივი. კონკრეტულ საქმეში ბრალდებულებმა თავიანთი განზრახვა აპარატიდან თანხის ფარულად დაუფლების თაობაზე ვერ შეძლეს ბოლომდე მიეყვანათ, ვინაიდან სწრაფი ჩარიცხვის აპარატის დაზიანების შედეგად სიგნალიზაციის ჩართვის გამო შემთხვევის ადგილზე დროულად გამოცხადდა როგორც დაზარალებული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც შემთხვევის ადგილზე დააკავეს ორივე ბრალდებული. აღნიშნული ადასტურებს, რომ ბრალდებულმა ო------ ბ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა.

2.18.9. საქმეში არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ 2018 წლის 09 მაისს დაახლოებით 03:30 საათიდან 03:40 საათამდე პერიოდში ო------ ბ---------ე, გამოძიებით დადგენილ პირთან ერთად ძალაყინის გამოყენებით ცდილობდა ქ. თბილისში, თ----ს მ---------------, პ------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, ა---------------------ს ქუჩაზე განთავსებული შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლებას.

 

2.19. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- ბ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ე. ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.20. დაზარალებულ შპს ,, დ---------------------------ს’’ წარმომადგენელ გ------- ნ----ის ჩვენების თანახმად, შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი გადახდის აპარატს აღენიშნებოდა დაზიანებები, დაზიანებული იყო კარი და საკეტის ბუდე, ხელუხლებელი იყო სეიფი და სეიფის ბოქლომი.

 

2.21. შპს ,,დ---------------------------ს“ მომართვის თანახმად, ქ. თბილისში, თ----------------, 1--–-----------–------------------ს მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი გადახდის აპარატის ქურდობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით (ტერმინალის ნომერი 1----) დაზიანებულია სწრაფი გადახდის აპარატი, ჯამში კომპანიის ზარალი შეადგენს 300 (სამასი) ლარს. 1. ტერმინალის კარკასი (დაზიანებული) – 300 ლარი.

 

2.22. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.23. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო----- ბ---------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ შპს ,,დ---------------------------სთვის“ მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს და იგი შეადგენს 300 (სამასი) ლარს. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა ო------ ბ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.24. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2013 წლის 1-----------ს განაჩენით ო------ ბ---------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით (შვიდი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და საბოლოოდ, ო----- ბ---------ეს, დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 4 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა. ო----- ბ---------ეს სასჯელის მოხდის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან 2013 წლის 7 ივლისიდან. აღნიშნულ განაჩენში სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ ო------ ბ---------ეს შვიდივე ეპიზოდში მსჯავრი დაედო შპს ,,დ---------------------------ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტზე, რა დროსაც ო----- ბ---------ემ აღიარა ბრალად წარდგენილი ქმედებები და მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

 

2.25. სასჯელაღსრულების დაწესებულების ცნობის თანახმად, ო----- ბ---------ე თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იმყოფებოდა 2013 წლის 07 ივლისიდან 2017 წლის 06 ივლისამდე, ო----- ბ---------ე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა კალენდარულად, სასჯელის ვადის გასვლის გამო.

 

2.26. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.27. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.28. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ო------ ბ---------ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის.

 

ქურდობა, ჩადენილი წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

2.29. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

2.30. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში.

 

2.31. დაცვის მხარის მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 8 მაისს ო----- ბ---------ემ და ნ-------- ა-–-------–---–მა ერთად მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი; დაზარალებულის წარმომადგენლის გ------- ნ----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შემთხვევის ადგილზე მისულს დახვდა პოლიციის მიერ დაკავებული ორი პიროვნება; ფაქტის თვითმხილველი მოწმეთა ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, ო----- ბ---------ე სხვა პირთან ერთად ცდილობდა ქ. თბილისში, თ----ს მ---------------, პ------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ განთავსებული შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან ფულადი თანხის დაუფლებას.

 

2.32. 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ დასტურდება, რომ სისხლის სამართლის N------------ საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე ნ-------- ა-–-------–---–ის მიერ შპს ,,დ---------------------------ს’’ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფულადი თანხის დაუფლების მცდელობის ფაქტზე, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქ/პ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქ/პუნქტით. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ ო----- ბ---------ესთან ერთად აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში იმხილებოდა ნ-------- ა-–-------–---–ი, დაბადებული 1--- წლის 3-----–--ს. ვინაიდან, ნ-------- ა-–-------–---–ი იყო 19 წლის, მასზე უნდა გავრცელებულიყო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით დადგენილი ნორმები.

 

2.33. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ო----- ბ---------ე სხვა პირთან ერთად ცდილობდა ქ. თბილისში, თ----ს მ---------------, პ------–-----------–----- კორპუსის მიმდებარედ, განთავსებული შპს ,,დ---------------------------ს“ კუთვნილი სწრაფი ჩარიცხვის აპარატის სეიფიდან ფულადი თანხის დაუფლებას. შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო----- ბ---------ემ ჩაიდინა ქურდობა წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, ხოლო გამამტყუნებელი განაჩენი − უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ო------ ბ---------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ” ქვეპუნქტებით.

 

3.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ო------ ბ---------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ო------ ბ---------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. ო----- ბ---------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებებად სასამართლო მიიჩნევს პირობით გამოსაცდელ ვადაში ახალი დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ო------ ბ---------ე არის დანაშაულის ჩადენისკენ მიდრეკილი პიროვნება, მას ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულის ჩადენაში, რომელიც ჩაიდინა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა.

 

5.3. ო----- ბ---------ე 2017 წლის 5----–--ს თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის, 6 (ექვსი) თვის და 1 (ერთი) დღის ვადით, საიდანაც სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე 1(ერთი) დღით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი 1 (ერთი) წლის, 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით ორი წლის გამოსაცდელი ვადით. რა დროშიც ო----- ბ---------ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედება. აღნიშნული გარემოება წარმოადგენს ო----- ბ---------ის მიმართ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და განაჩენთა ერთობლიობით, ასევე, დანაშაულის რეციდივის წესით, სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.

 

5.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ო------ ბ---------ეს უნდა დაენიშნოს ს----------–--- 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.5. სასჯელის ზოგადი პრევენციისა და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა ო------ ბ---------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლურჯი ფერის ძალაყინი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შს ს---------------------–---------–-–-------------------------------------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.2. სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს ს----------------------–---------–-–-------------------------------------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

6.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, ნ-------- ა-–-------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ო------ ბ---------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ო------ ბ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით.

 

3. ს----------–--- სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ო------ ბ---------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 5----–--ი განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ო------ ბ---------ის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს დაემატოს - 2017 წლის 5----–--ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთიდან ნაწილი - 6(ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ო------ ბ---------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

6. ო------ ბ---------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. ო------ ბ---------ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან 2018 წლის 09 მაისის 03:38 საათიდან.

 

8.1. ნივთმტკიცება:

8.1. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ლურჯი ფერის ძალაყინი, რომელიც დალუქულ მდგომარეობაში ინახება საქართველოს შს ს---------------------–---------–-–-------------------------------------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

8.2. სწრაფი ჩარიცხვის აპარატიდან ამოღებული საღებავის ნიმუში დალუქულ მდგომარეობაში, რომელიც ინახება საქართველოს შს ს----------------------–---------–-–-------------------------------------------- სამმართველოს მ--- განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

8.3. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტომასალა, ნ-------- ა-–-------–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს გადაღებული ფოტომასალა, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

9. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

10. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/