გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/18249-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31 იანვარი, 2019 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლია ავალიშვილი
სხდომის მდივანი თათია სახელაშვილი
მოსარჩელე – სს ,,თი---------ი”
წარმომადგენელი – სა-–-------–----–---–ი
მოპასუხეები – მა---------------ე, გუ-–-----------ე
წარმომადგენელი - თა-------------–--ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 28 971,38 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 22 630.90 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 11% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 207.44 ლარს.
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 იანვრის დამფუძნებელთა გადაწყვეტილება შპს ,,ნ--- გ-----–-“ (ს/კ 4--------) მ------ ჩ------ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი 33%-იანი წილის გუ-–-----------ისათვის (პ/ნ 6----------) უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე და შპს ,,ნ--- გ-----–-“ აღნიშნული 33%-იანი წილის მესაკუთრედ აღირიცხოს მ------ ჩ------ძე.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,თი---------სა“ და მ------ ჩ--------- შორის 2016 წლის 11 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 26780 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11%-ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G---- ში. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა 2017 წლის 15 სექტემბერს და აღარ მომხდარა გადახდა, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. სესხის დასაფარად საერთო ჯამში გადახდილია 6473.03 ლარი, საიდანაც 4149.1 ლარით დაიფარა ძირი თანხა, 2089.74 ლარით პროცენტი, 92.74 ლარით ჯარიმა, ხოლო 141.45 ლარით სიცოცხლის დაზღვევის პრემია. 2018 წლის 28 მაისის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 28971.38 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 22630.9 ლარი, პროცენტი - 1950.27 ლარი, ჯარიმა 4340.69 ლარი დაზღვევა - 49.52 ლარი.
2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური საპროცენტო სარგებელი 11%-ის ოდენობით. ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. შესაბამისად, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა სარგებელს, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება.
2018 წლის 25 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მ------ ჩ------ძის კუთვნილი 33%-იანი წილი შპს ,,ნ--- გ------ 2“-ში უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში მოპასუხე გუ-–-----------ეს. აღნიშნული შეთანხმება წარმოადგენს მოჩვენებით გარიგებას, რომელსაც რეალურად არ მოჰყოლია არანაირი იურიდიული შედეგი, კერძოდ, ქონება გასხვისებულია ბანკის წინაშე ვალდებულების დარღვევიდან 3 თვეში, ამასთან ქონების გასხვისების შემდეგ მსესხებლის მიერ აღარ გაგრძელებულა ვალდებულების ჯეროვნად შესრულება. გარდა ამისა, ქონების უსასყიდლოდ გასხვისების რაიმე სხვა ინტერესი, გარდა ვალდებულებისგან თავის არიდება, არც მსესხებელს და არც დასაჩუქრებულის მხრიდან არ იკვეთება. კერძოდ, იმ დროისათვის მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესებული იყო და ქონებრივი სარგებლის მისაღებად ლოგიკური იქნებოდა გაესხვისებინა ქონება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა გასხვისება მოახდინა უსასყიდლოდ.
(იხ. სარჩელი და განცხადება მოთხოვნის დაზუსტების შესახებ, ს.ფ. 158-159).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ წილის უსასყიდლოდ დათმობის ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში.
მოპასუხე მ------ ჩ------ძე დაეთანხმა დავის ფაქტობრივ გარემოებებს, სარჩელი პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში არ ცნო და მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. ამასთან მოითხოვა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,თი---------სა“ და მ------ ჩ--------- შორის 2016 წლის 11 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 26780 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11%-ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G---- ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 25-31);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მსესხებელს მ------ ჩ--------- სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და კონკრეტულ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა კრედიტის დაფარვის გრაფიკის, ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების და ვადების დარღვევა.
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობები და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 31-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხე მ------ ჩ------ძის დავალიანება სს „თი---------ის“ მიმართ 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე განისაზღვრა 28971,38 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 22 630,90 ლარი, სესხის სარგებელი - 1950,27 ლარი, დაზღვევა 49,52 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 4340,69 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. 2018 წლის 25 იანვარს გაფორმდა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც მ------ ჩ------ძის კუთვნილი 33%-იანი წილი შპს ,,ნ--- გ------ 2“-ში უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში მოპასუხე გუ-–-----------ეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება წილის დათმობის შესახებ (ს.ფ. 48);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 49-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით (შესრულება); საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს სახით - 4340,69 ლარის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება სრულად არ არის შესრულებული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 4340,69 ლარის ოდენობით შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა პოზიციას პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მიაჩნია, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის მაღალი, რის გამოც უნდა შემცირდეს. მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს 434,06 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულების პირობები, ჯეროვნად არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, ამიტომ მოპასუხე მ------ ჩ------ძის მიმართ სასარჩელო მოთხოვნა წარმოშობილი დავალიანების თანხისა და სარგებლის დაკისრების შესახებ, საფუძვლიანი და კანონიერია. პირგასამტეხლო არის მაღალი და უნდა შემცირდეს. აღნიშნულის გათვალისწინებით სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
რაც შეეხება გარიგების ბათილად ცნობას, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი დაკმაყოფილებას ექვემდებარება. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ ეფუძნება მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 180-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოპასუხეებმა - მ------ ჩ------ძემ და გუ-–-----------ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, ძირი თანხის, პროცენტისა და შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში, ასევე გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში, რაც მათ მიმართ მოცემული ოდენობით სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2016 წლის 11 ნოემბერს სს ,,თი---------სა“ და მ------ ჩ------- შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელს კრედიტის სახით ასათვისებლად გამოეყო ფინანსური რესურსები.
სს ,,თი---------სა“ და მ------ ჩ--------- შორის 2016 წლის 11 ნოემბერს დაიდო საბანკო კრედიტის N1-------8------ ხელშეკრულება რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 26780 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 11%-ით, კრედიტის ვადა 2020 წლის 15 ნოემბრამდე, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 15 რიცხვში, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე 20 ლარი, ამას დამატებული დავალიანების 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდით, სესხის მიმდინარე ოდენობით ბანკის სასარგებლოდ G---- ში.
ამდენად, მითითებული ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 26780 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -11% სარგებლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
მოპასუხე, მ------ ჩ------ძის მიერ, 2017 წლის 15 სექტემბრის შემდეგ აღარ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.
6.4. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხეებისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო თითოეული კრედიტით სარგებლობისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სადავო არ არის, რომ 2016 წლის 11 ნოემბერს, მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 26780 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი -11% სარგებლით. ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლს - მ------ ჩ------ძის მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ხელშეკრულება, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილება ზედიზედ, სულ ცოტა, ორი ვადის. შეწყვეტა ძალაში შედის, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შედეგადაც არ მოხდა გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მულიხ სმე-2 ნაწილის თანახმად, კი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადლებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2016 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა 4340,69 ლარი უნდა შემცირდეს 434,06 ლარამდე.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეს დაეკისრა როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანების გადახდა, ისე სარჩელის შემოტანიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება.
მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის და მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადებში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის კომპენსირება.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების დროს გარიგება მხოლოდ გარეგნულად გამოხატული ნების წარმოსაჩენად იდება და მხარეებს არ გააჩნიათ შინაგანი ნება ამგვარი გარიგების დადებისათვის, შესაბამისად, მათთვის არც ამ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებიდან გამომდინარე სამართლებრივი შედეგები არ არის მისაღები.
გარიგების სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლით კვალიფიკაციისათვის აუცილებელია იმ გარემოებათა არსებობის დადასტურება, რომლებიც ცალსახად მიუთითებენ სადავო ხელშეკრულებისადმი მხარეთა შინაგანი, ნამდვილი ნების არარსებობაზე.
მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მდგომარეობს სასამართლო გადაწყვეტიელების აღსრულებაში, რომელიც ქმნის საფუძველს მოსარჩელის დარღვეული უფლებების დაცვისათვის სასამართლოსთვის მიმართვაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უფლება ინტერპრეტირებული იქნა, როგორც ,,სასამართლო პროცესის” განუყოფელი ნაწილი კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რათა საშუალება ეფექტური იყოს, მან უბრალოდ ირიბად კი არ უნდა დაიცვას კონვენციის მე-6 მუხლით უზრუნველყოფილი უფლებები, არამედ უნდა უზრუნველყოს სასარჩელო პრეტენზიების პირდაპირი და სწრაფი დაკმაყოფილება კონკრეტული ზიანისათვის. შესაბამისად, კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტი ნებისმიერ პირს აძლევს შესაძლებლობას სასამართლოს წარუდგინოს თავის სამოქალაქო უფლებებსა და მოვალეობებთან დაკავშირებული სარჩელი. სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება. მხარეთა ეფექტიანი დაცვა და კანონიერების აღდგენა გულისხმობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებას (აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ 2006 წლის 28 ნოემბერი).
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობა მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, რათა შესაბამისად უზრუნველყოფილი იქნას კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება და მოსარჩელის დარღვეული უფლებებში რეალური და ეფექტური აღდგენა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა გარიგების ბათილად ცნობის ნაწილში სარჩელი სცნეს, აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,თი---------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 იანვრის დამფუძნებელთა გადაწყვეტილება შპს ,,ნ--- გ-----–-“ (ს/კ 4--------) მ------ ჩ------ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი 33%-იანი წილის გუ-–-----------ისათვის (პ/ნ 6----------) უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე და შპს ,,ნ--- გ-----–-“ აღნიშნული 33%-იანი წილის მესაკუთრედ აღირიცხოს მ------ ჩ------ძე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 1253,85 ლარი. მოსარჩელე ითხოვს აგრეთვე, აკრძალვის რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯის, 20 ლარისა და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის 500 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელი ცნო ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში და სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მ------ ჩ--------- მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს - 124,68 ლარი სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ, ასევე აკრძალვის რეგისტრაციისათვის გაწეული ხარჯი 20 ლარი და წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი საფასური 500 ლარი. ამასთან, 987,30 ლარი მოპასუხეების მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, უნდა დაექვემდებაროს ბიუჯეტიდან დაბრუნებას. დარჩენილი ნაწილი კი, პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს არ აუნაზღაურდება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 20 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა სს ,,თი---------ი“-ს წარმომადგენლის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ და ყადაღა დაედო მ------ ჩ------ძის (პ/ნ N2----------) სახელზე რეგისტრირებულ სატრანსპორტო საშუალებას, რომლის რეკვიზიტებია: სახელმწიფო ნომერი #L------ მარკა, მოდელი - N-----------, ფერი თეთრი, გამოშვების წელი - 2012, სარეგისტრაციო მოწმობა-A--------; საიდენტიფიკაციო ნომერი - M----------------;
ამავე განჩინებით მოპასუხე გუ-–-----------ეს (პ/ნ N6----------) აეკრძალა შპს „ნ--- გ------ 2“-ში (ს/კ N4--------) მის საკუთრებაში რიცხული 66 %-იანი წილიდან ნახევრის - 33% - იანი წილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
ვინაიდან, სს ,,თი---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, ძალაში უნდა დარჩეს სასამართლოს მიერ სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა :
1. სს ,,თი---------ის“ სარჩელი მოპასუხეების მ------ ჩ------ძისა და გუ-–-----------ის მიმართ თანხის დაკისრების, ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და მესაკუთრედ ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. სს ,,თი---------ს“ უარი ეთქვას პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.
3. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 25 064.75 ლარის გადახდა:
ა) ძირითადი თანხა - 22 630.90 ლარი
ბ) პროცენტი - 1950.27 ლარი
გ) პირგასამტეხლო - 434.06 ლარი
დ) დაზღვევა - 49.52
4. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან (2018 წლის 28 მაისიდან) 2016 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის #1-------8------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 22 630.90 ლარზე, აღსრულებამდე წლიური 11% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 207.44 ლარს.
5. ბათილად იქნეს ცნობილი 2018 წლის 25 იანვრის დამფუძნებელთა გადაწყვეტილება შპს ,,ნ--- გ-----–-“ (ს/კ 4--------) მ------ ჩ------ძის (პ/ნ 2----------) კუთვნილი 33%-იანი წილის გუ-–-----------ისათვის (პ/ნ 6----------) უსასყიდლოდ დათმობის თაობაზე და შპს ,,ნ--- გ-----–-“ აღნიშნული 33%-იანი წილის მესაკუთრედ აღირიცხოს მ------ ჩ------ძე.
6. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის - 20 ლარის გადახდა.
7. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 124.68 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. მოპასუხე მ------ ჩ--------- სს ,,თი---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი საფასურის - 500 ლარის გადახდა.
9. სს ,,თი---------ს“ დაუბრუნდეს მის მიერ 11/06/2018 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 987.30 ლარი.
(გადახდის თარიღი - 11/06/2018 წელი; საგადასახადო დავალება #3; გადამხდელი - სს ,,თი---------ი“; გადამხდელის ბანკი - სს ,,თი---------ი“, სახაზინო კოდი - 300 773 150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა).
10. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ლია ავალიშვილი