გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №340210018002639256
საქმე №2/ 765-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
24.01.2019 წელი, ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - ივ--ე სა---------–ი
წარმომადგენელი - ირ---–ი გა-------ე
მოპასუხეები -კო------–-–---–ი, ნი-------–-–---–ი
წარმომადგენელი - ნი-------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
კო------–-–---–ს და ნი-------–-–---–ს ივ--ე სა---------–ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 202 319 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2012 წლის 01 ნოემბერს, კობა გელაშვლმა ივ--ე სა---------–ისგან ისესხა 85 000 აშშ დოლარი, წლიური 36% სარგებლით. კო------–-–---–თან ერთად, აღებულ სესხზე და მასზე დარიცხულ პროცენტის გადახდაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა აიღო მისმა შვილმა - ნი-------–-–---–მა. კო------–-–---–ი რამოდენიმე წლის განმავლობაში საბანკო გადარიცხვების მეშვეობით იხდიდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს, ხოლო 2015 წლის 12 ოქტომბრის შემდეგ მოპასუხეებს აღარ შეუსრულებიათ ვალდებულება.
2019 წლის 22 იანვარს, წარმოდგენილი განცხადების შესაბამისად, მოსარჩელემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მიუთითა, რომ მოპასუხეთა დავალიანებამ მის მიმართ შეადგინა 202 319 აშშ დოლარი, რის დაკისრებასაც ითხოვს ივ--ე სა---------–ი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა, წარმოდგენილი შესაგებლით, სარჩელი არ სცნეს და მიუთითეს, რომ ივ--ე სა---------–ს ყოველთვიურად უხდიდნენ სესხის თანხებს. მათ მიერ გადარიცხულმა თანხებმა ჯამში შეადგინეს 111438 (ასთერთმეტი ათას ოთხასოცდათვრამეტი) ლარი. მოპასუხეთა განმარტებით, მათ სესხი სრულად აქვთ დაფარული ივ--ე სა---------–ისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2012 წლის 01 ნოემბერს, კობა გელაშვლმა ივ--ე სა---------–ისგან ისესხა 85 000 აშშ დოლარი, წლიური 36% სარგებლით. კო------–-–---–მა აიღო სრული ვალდებულება, რომ ივ--ე სა---------–ს ყოველთვიურად გადაუხდიდა დარჩენილი ძირის სარგებელს, სესხის სრულ დაფარვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.11.2012 წლის ხელწერილი (ს.ფ. 13);
- მოპასუხის შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2012 წლის 01 ნოემბერს, კო------–-–---–ის შვილმა - ნი-------–-–---–მა სრული აიღო ვალდებულება, რომ თუ მამამისი - კო------–-–---–ი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გაიდიხდიდა მიმდინარე დავალიანებას თავის სარგებლით, იგი თავად გადაუხდიდა ივ--ე სა---------–ს ყოველთვიურად დარჩენილი ძირის სარგებელს, სესხის სრულ დაფარვამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.11.2012 წლის ხელწერილი (ს.ფ. 14);
- მოპასუხის შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოპასუხეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ 2012 წლის 01 ნოემბრის ხელწერილის თანახმად, კო------–-–---–მა ისესხა ივ--ე სა---------–ისგან 85000 აშშ დოლარის ოდენობით. მათ სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი დააფუძვნეს ვალდებულების შესრულებაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ აღიარებენ 2012 წლის 01 ნოემბერს გარიგებით წარმოშობილი ფულადი ვალდებულების არსებობას და მიუთითებენ მის შესრულებაზე, ამიტომ დავის გადაწყვეტისთვის არსებითია დადგინდეს ფულადი ვალდებულების შესრულების ფაქტი, რომლის მტკიცების ტვირთი მოპასუხეებს ეკისრებათ.
სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 01.11.2012 წლის გარიგებით წარმოშობილი ფულადი ვალდებულება მოპასუხეებს არ შეუსრულებიათ და მათ მიერ მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა შეადგენს 202319 აშშ დოლარს.
მოპასუხეებმა წლის გარიგებით წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცებულებებად წარმოდგინეს გადახდის ქვითრები, რომელიც, მხარის მითითებით ადასტურებს ვალდებულების შესრულების ფაქტს.
მოსარჩელე მხარემ დაადასტურა მისთვის მოპასუხე მხრისგან თანხების ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული თანხები წარმოადგენდა მხოლოდ პროცენტს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, მხარე თვითონ განსაზღვრავს, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მის მოთხოვნას და რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ზემოაღნიშნულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ 2012 წლის 01 ნოემბრის ხელწერილით ნაკისრი ვალდებულება კო------–-–---–მა შეასრულა, ეკისრება მოპასუხე მხარეს.
მოპასუხე მხარემ ვალდებულების შესრულების მტკიცებულებად მიუთითა თავისი ახსნა-განმარტება და თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი ქვითრები. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მტკიცებას იმის თაობაზე, რომ ვალდებულება შესრულებულია, რადგან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტებით, სესხის ძირი თანხის - 85 000 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ: ხელშეკრულების თანახმად სესხი გაცემული იყო წლიურ 36 %-ში რაც ყოველწლიურად შეადგენდა 30600 აშშ დოლარს. მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილია 2012 წლის 01 ნოემბრის შემდგომ პერიოდში გადარიცხული თანხის დამადასტურებელი შემდეგი ქვითრები:
1. 04.11.2012 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2550 აშშ დოლარი;
2. 04.12.2012 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2750 აშშ დოლარი;
3. 31.01.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2550 აშშ დოლარი;
4. 27.02.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2550 აშშ დოლარი;
5. 28.03.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2550 აშშ დოლარი;
6. 26.04.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2400 აშშ დოლარი;
7. 17.05.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2400 აშშ დოლარი;
8. 26.06.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 3000 აშშ დოლარი;
9. 31.07.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 3000 აშშ დოლარი;
10. 31.08.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 1500 აშშ დოლარი;
11. 03.09.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 1500 აშშ დოლარი;
12. 01.10.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 1000 აშშ დოლარი;
13. 28.11.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2305 აშშ დოლარი;
14. 31.12.2013 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 2516 აშშ დოლარი;
15. 13.03.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 5410 აშშ დოლარი;
16. 01.04.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 5000 აშშ დოლარი;
17. 12.06.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 3186.00 ლარი;
18. 01.10.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 1500 აშშ დოლარი;
19. 04.11.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 500 აშშ დოლარი;
20. 01.11.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 4400 ლარი;
21. 10.12.2014 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 1000 აშშ დოლარი;
22. 04.02.2016 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 990 ლარი;
23. 29.02.2016 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 300 აშშ დოლარი;
24. 28.04.2016 წელს გადარიცხული თანხის ოდენობა - 500 აშშ დოლარი.
ამდენად, სასამართლოში მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი ქვითრები ადასტურებს, რომ მოპასუხის მიერ გადახდილია სესხის სახით გაცემული თანხის მხოლოდ პროცენტის ნაწილი, ხოლო სესხის ძირი თანხა და ასევე მასზე დარიცხული პროცენტი სრულად მოპასუხის მიერ არ არის გადახდილი, რამაც 2012 წლის 01 ნოემბრიდან სარჩელის აღძვრის დღემდე - 2018 წლის 20 სექტემბრამდე, შეადგინა 263 5000 აშშ დოლარს (ძირ თანხას - 85 000 აშშ დოლარს + პროცენტი - 175 800 აშშ დოლარი). მოპასუხის მიერ პროცენტის სახით გადახდილი თანხის გათვალისწინებით, მისი დავალიანება მოსრჩელის მიმართ შეადგენს 202 319 აშშ დოლარს, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, მათი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს - მოპასუხეებს - კო------–-–---–ს და ნი-------–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ, 01.11.2012 წელს წარმოშობილი ვალდებულებიდან გამომდინარე, უნდა დაეკისროს 202 319 დოლარის გადახდა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 317-ე, 327-ე, 341-ე, 50-ე, 52-ე, 338-ე, 361-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქმის განხილვის შედეგად დადგენილია, რომ მოსარჩელემ კო------–-–---–თან დადო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხემ სესხად გადაცემული თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება იკისრა. მოპასუხე ნი-------–-–---–თან კი დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოპასუხე კო------–-–---–ის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა.
შესაბამისად, მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ, სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
ფულის სესხის ხელშეკრულების დადების შემთხვევაში, გამსესხებელი ვალდებულია გადასცეს მსესხებელს ფულადი თანხა შეთანხმებული ოდენობით, მსესხებელი კი ვალდებულია გადაიხადოს ნაკისრი პროცენტი და ვადამოსულობისას დააბრუნოს მიღებული სესხის თანხა. ამდენად, სესხის ხელშეკრულება განიხილება ორმხრივ მავალდებულებელ ხელშეკრულებად, რომელის საფუძველზეც, გამსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა გადასცეს მსესხებელს საკუთრებაში ფულადი თანხის შეთანხმებული ოდენობა, ხოლო მსესხებლის ძირითადი ვალდებულებაა დააბრუნოს ნასესხები თანხა შესაბამის ვალუტაში, სასყიდლიანი სესხის შემთხვევაში კი ასევე გადაიხადოს შეთანხმებული სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის, რომ კო------–-–---–თან 01.11.2012 წელს, დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მან ივ--ე სა---------–ისაგან სესხად მიიღო 85 000 აშშ დოლარი. აგრეთვე დადასტურდა, რომ სესხი სარგებლიანი იყო და მისი ოდენობა წლიური 36%-ით განისაზღვრა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ სესხის სრულ დაფარვამდე, კო------–-–---–ი სარგებელს თანხას გადაუხდიდა ყოველთიურად. შესაბამისად, სახეზეა სასყიდლიანი სესხის ხელშეკრულება და ვინაიდან დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კო------–-–---–ს, როგორც მსესხებელს, უნდა დაეკისროს სესხად მიღებული ძირითადი თანხის და დარიცხული სარგებლის გადახდის ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას, ხოლო 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (სსკ მუხლი 895), იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითად მოვალესთან (კო------–-–---–თან) 2012 წლის 01 ნოემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, თავდებობის ხელშეკრულება დაიდო მოპასუხეებთან - ნი-------–-–---–თან. თავდებმა პირმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრა სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდაზე. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელე უფლებამოსილია მასთან ერთად ვალდებულების შესრულება სოლიდარულად თავდები პირებისგანაც მოითხოვოს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის - კო------–-–---–ის დავალიანება შეადგენს 202 319 აშშ დოლარს. მოპასუხე ნი-------–-–---–მა სოლიდარულად იკისრა პასუხიმგებლობა ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე ივ--ე სა---------–ის სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 202319 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის რაოდენობა დავის საგნის ღირებულების 3%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მე-2 ნაწილით. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე გადასახდელი თანხით განისაზღვრება („ა“ ქვეპუნქტი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ფიზიკური პირისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოში არ უნდა აღემატებოდეს 3 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი განისაზღვრა 202 319 აშშ დოლარით და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 3000 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს დაეკისროთ საადვოკატო მომსახურების ხარჯი 10000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში - 26000 ლარი. საქმეში არ არის წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ქვითარი, ან ხელშეკრულება. შესაბამისად, მხარის მოთხვონა წარმომდგენლის მომსახურების თანხის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 258-ე, 369-ე მუხლის პირველი ნაწილით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ივ--ე სახარაულის სარჩელი მოპასუხეების - კო------–-–---–ის და ნი-------–-–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს:
1.1. მოპასუხეებს - კო------–-–---–ს (პ/ნ 25001002568) და ნი-------–-–---–ს (პ/ნ 25001002865) მოსარჩელე ივ--ე სა---------–ის (პ/ნ 45001004183) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი დავალიანების გადახდა 202 319 (ორასორი ათას სამასცხრამეტი) აშშ დოლარის ოდენობით;
1.2. მოპასუხეებს - კო------–-–---–ს (პ/ნ 25001002568) და ნი-------–-–---–ს (პ/ნ 25001002865) მოსარჩელე ივ--ე სა---------–ის (პ/ნ 45001004183) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 3000 (სამი ათასი) ლარის ოდენობით;
1.3. მოსარჩელე ივ--ე სა---------–ს (პ/ნ 45001004183) უარი ეთქვას ადვოკატის მომსახურების ხარჯის 10 000 ლარის ოდენობით ანაზღაურებაზე, დაუსაბუთებლობის გამო.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, გურჯაანის რაიონული სასამართლოს (ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24) მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე