გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002605787
საქმე №2/943-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.01.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,საქართველოს ნა--------------------------------–ია“;
წარმომადგენელი: მე--------------ე;
მოპასუხე: ან-------–--ე;
წარმომადგენელი: კა-------–-–---–ი;
დავის საგანი: აუცილებელი გზის მოწყობის უფლება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის „ქო----–----ს 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობის და შემდგომში, საჭიროების შესაბამისად, ექსპლუატაციის მიზნით, სს „საქართველოს ნა--------------------------------–იას“ მიანიჭოთ აუცილებელი გზის უფლება მოპასუხის საკუთრებაში არსებულ და ამავე გაზსადენის სამშენებლო დერეფანში მდებარე №2----------- საკადასტრო კოდის მქონე მიწის ნაკვეთის 1-83 კვ.მ ნაწილზე (სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მხარემ და მისმა წარმომადგენელმა - წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტეს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, უძრავი ნივთის მესაკუთრეს ან-------–--ე არ წარმოადგენს. სერვიტუტის პირობები არ შეესაბამება იმ ზიანს, რაც შეძლება უძრავი ნივთის გაუარესებით წარმოიშვას. საერთოდ გამოუსადეგარი გახდება მიწის ნაკვეთი მილსადენის გაყვანის შემთხვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1--- განკარგულებით, სს „საქართველოს ნა--------------------------------–იას“ დაევალა აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების 60 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განხორციელება და მისი წარმატებით შესრულების მიზნით ყველა საჭირო ღონისძიების წარმოება.
„პროექტის“ ძირითადი მიზანია, აჭ----ს და ზოგადად შა-------------ა რეკრეაციული ზონების, აგრეთვე და----–-თ საქართველოს ქვედა ზონის მოსახლეობისა და სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო ობიექტის გარანტირებული გაზმომარაგებით უზრუნველყოფა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 ივლისის №1--- განკარგულება;
- „საქართველოს ნა--------------------------------–იის“ 21.04.2015 წლის წერილი;
- აჭ----ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 08.05.2015 წლის წერილი №6-----;
3.2.2. „პროექტის“ განხორციელების მიზნებისთვის, სს „საქართველოს ნა--------------------------------–იის“ მიერ გაწეულია მოცულობითი სამუშაო, რომლის შედეგად, სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ, 2017 წლის 17 მარტის №5---- ბრძანებით, მიღებულ იქნა პირობიანი მშენებლობის ნებართვა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2017 წლის 17 მარტის №5---- ბრძანება;
3.2.3.„პროექტის“ უზრუნველსაყოფად, შეძენილია გაზსადენის მშენებლობისათვის საჭირო მილები და ფასონური ნაწილები, რომელთა ღირებულება მხოლოდ მიმდინარე პროექტისთვის შეადგენს 7,211,124 აშშ დოლარს, რაც, გადახდის მომენტისათვის არსებული სავალუტო კურსის (2.30) გათვალისწინებით, 16,585,585 ლარია. სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე, „პროექტის“ საწყისი 45კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია 2017 წელს, რომლის ღირებულება შეადგენს 12 370 882.82 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ინფორმაცია ელექტრონული ტენდერების შესახებ (№NA----------- და შP----------);
- სამშენებლო მასალებისა და სამშენებლო მომსახურების შესყიდვის ხელშეკრულებები;
3.2.4. სს „საქართველოს ნა--------------------------------–იის“ მიერ მომზადებული „აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების“ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თანახმად, მშენებლობისათვის შერჩეული მარშრუტი, რომელიც გაივლის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, წარმოადგენს გარემოსდაცვითი, ტექნიკური თუ ეკონომიკური კუთხით საუკეთესო ვარიანტს. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ დამტკიცებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში შერჩეული ალტერნატივა გულისხმობს გაზსადენის გაყვანას ვაკე რელიეფზე. თავიდან იქნება აცილებული გურიის მთა-გორიან მონაკვეთებზე გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული სირთულეები. საპროექტო გაზსადენის მშენებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში, რეგიონის გაზმომარაგება განხორციელდება უწყვეტად არსებული გაზსადენის (აჭ----ს განშტოების) მეშვეობით და მოხდება რეგიონის გაზმომარაგების დივერსიფიკაცია. „პროექტით“ გათვალისწინებულია მიწის ნაკვეთების მინიმალური რაოდენობის შეზღუდვა, რაც, გაზსადენის მარშრუტს უალტერნატივოს ხდის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს „საქართველოს ნა--------------------------------–იის“ მიერ მომზადებული „აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის ქო----–----ს განშტოების“ მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში;
3.2.5. „პროექტის“ განხორციელების და „კორპორაციის“ მიერ, თავის მფლობელობაში (სარგებლობაში ან საკუთრებაში) არსებულ მიწის ნაკვეთებთან შეუფერხებელი კავშირის უზრუნველყოფის მიზნით, „კორპორაციამ“ საკუთარი ხარჯით გააფორმა სერვიტუტის ხელშეკრულებები მილსადენის დერეფანში განთავსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეების უმეტეს ნაწილთან და საკუთარი ხარჯით დაარეგისტრირა შესაბამისი უფლებები სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში“. სარგებლობის უფლებები რეგისტრირებულია ასევე, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე, ხოლო აჭ----ს ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებულ მიწებზე, აჭ----ს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, (ბრძანება №4--, №1- და №2--) გაფორმებულია სერვიტუტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე წარმოშობილი უფლებებიც, ასევე რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სიტუაციური რუკა მოპასუხის და მეზობლად არსებული მიწის ნაკვეთების;
- აჭ----ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 31.12.2015 წლის №4-- ბრძანება;
- აჭ----ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 14.01.2016 წლის №1- ბრძანება;
- აჭ----ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 22.07.2016 წლის №2-- ბრძანება;
- 22.01.2016 წლის სერვიტუტის №7----------- ხელშეკრულება;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
3.2.6. ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე, „პროექტის“ სამშენებლო დერეფანში განლაგებული საკადასტრო კოდის მქონე 2----------- მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლება დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია მოპასუხის - ან-------–--ის გარდაცვლილი მამის - რე----------–--ის სახელზე.
რე----------–--ის სამკვიდრო ქონების თაობაზე 2016 წლის 22 აპრილს, ნოტარიუს თ. ბ------ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმად, ან-------–--ე არის რე----------–--ის კანონისმიერი მემკვიდრე პირველი რიგის მემკვიდრეთა წრიდან - შვილი და მან მემკვიდრეობით მიიღო რე----------–--ის სამკვიდრო ქონება (აქტივებით და პასივებით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- სამკვიდრო მოწმობა;
3.2.7. სს „საქართველოს ნა--------------------------------–იამ“ წერილობით მიმართა მოპასუხეს, მიაწოდა ინფორმაცია სერვიტუტის ხელშეკრულების პირობების, საკომპენსაციო თანხის ოდენობის და მისი გამოთვლის საფუძვლების (ექსპერტიზის დასკვნის) შესახებ და თანდართული ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზა, თუმცა, მოპასუხეს, ზეპირი მოლაპარაკებების დროს გამოთქმული მოსაზრება, აღნიშნული შეთავაზების მიღების შემდეგაც არ შეუცვლია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სს „საქართველოს ნა--------------------------------–იის“ წერილი;
- სერვიტუტის ხელშეკრულების პროექტი;
- მიწის ნაკვეთის აღწერის აქტი;
- სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა;
- საკადასტრო აზომვითი ნახაზი დასარეგისტრირებელი სერვიტუტის (აუცილებელი გზის) ფართობის ჩვენებით;
3.2.8. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაოობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მიცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
მოპასუხის მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელზეც სარჩელით მოთხოვნილია კორპორაციისათვის აუცილებელი გზის უფლება, არ არის რაიმე სხვა უძრავი ქონება, გარდა მიწის ნაკვეთისა. ამასთან, კორპორაცია მზადაა, მოპასუხეს გადაუხადოს კომპენსაცია. მოპასუხე მხარის წარმომადგენლის მითითება, რომ სახეზეა არასამართლიანი კომპენსაცია და მხარეები ვერ შეთანხმდნენ თანხის ოდენობაზე არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლებს. მითუმეტეს ასეთი სახის მოთხოვნა მოპასუხის მიერ სასამართლოს წინაშე არ დასმულა და სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს აღნიშნულის თაობაზე.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას, რომ ის არასათანადო მხარეს წარმოადგენს, მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია სამკვიდრო მოწმობა, რომლის თანახმადაც დგინდება, რომ რე----------–--ის მემკვიდრეს წარმოადგენს მისი შვილი ან-------–--ე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ შეძლო სარჩელის დასაბუთება, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, მას უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს აუცილებელი გზით სარგებლობა, ხოლო მოპასუხე მხარემ ვერ უზრუნველყო მის მიერ შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე დაფიქსირებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 21-ე.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 247-ე, 180-ე მუხლები.
- ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების, ისევე როგორც სხვა ძირითადი უფლებების სამართლებრივ გარანტიას, პირველ რიგში, წარმოადგენს კონსტიტუცია. უშუალოდ საკუთრების უფლების კონკრეტული კონსტიტუციური გარანტია ასახულია კონსტიტუციის 21-ე მუხლში. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების და ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
საკუთრების როგორც ძირითადი უფლების გარანტია, პირველ რიგში, ნიშნავს თითოეული მესაკუთრის უფლებას, თავი დაიცვას სახელმწიფოს გაუმართლებელი ჩარევისაგან. თუმცა, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი უარყოფს იმგვარ საკუთრებით წესრიგს, რომელშიც კერძო ინტერესი საჯარო ინტერესთა მიმართ უპირობო, აბსოლუტური უპირატესობით სარგებლობს.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლიც ითვალისწინებს საჯარო მიზნებისთვის საკუთრებაში ჩარევის შესაძლებლობას, კერძოდ კი, საკუთრების უფლების შეზღუდვას და საკუთრების ჩამორთმევას. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.
საკუთრებითი წესრიგის სფეროში კერძო და საჯარო ინტერესები კონსტიტუციამ იმგვარად დააბალანსა, რომ ინტერესთა კონფლიქტის ცალკეულ შემთხვევაში შესაძლებელია საჯარო ინტერესისთვის უპირატესობის მინიჭება და უკიდურეს შემთხვევაში, მესაკუთრემ საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა ითმინოს. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით, საკუთრებაში სახელმწიფოს ჩარევა შეზღუდვის ან ჩამორთმევის სახით შეიძლება მხოლოდ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისას. აღსანიშნავია, რომ მითითებული დებულებაში - ,,საკუთრების შეზღუდვაში’’ იგულისხმება სხვისი საკუთრებით სარგებლობა, რომლის პირობები და წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსით. მაშასადამე, საკუთრების უფლების შეზღუდვის დასაბუთების ფორმალურ-იურიდიულ საფუძველს წარმოადგენს: ა) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევების კანონით გათვალისწინება; ბ) შეზღუდვის წესის კანონით დადგენა.
6.3. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საინტერესოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის 1950 წლის 4 ნოემბრის კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა.
კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი აღიარებს რა ყოველი ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებას საკუთრებით შეუფერხებელ სარგებლობაზე, იმავდროულად, ითვალისწინებს საკუთრებაზე კონტროლის დაწესების შესაძლებლობასაც. კერძოდ, მასში აღნიშნულია, რომ `წინარე დებულებები არანაირად არ აკნინებს სახელმწიფოს უფლებას, გამოიყენოს ისეთი კანონები, რომელთაც ის აუცილებლად მიიჩნევს საერთო ინტერესების შესაბამისად საკუთრებით სარგებლობის კონტროლისათვის, ან გადასახადებისა თუ მოსაკრებლის ან ჯარიმების გადახდის უზრუნველსაყოფად~. ევროპული სასამართლოც, თავის გადაწყვეტილებებში ითვალისწინებს რა თითოეული სახელმწიფოს ასეთ შესაძლებლობას, მიიჩნევს, რომ კანონმდებელი ფართო მიხედულების ზღვრით უნდა სარგებლობდეს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა პრობლემებიდან გამომდინარე, პატივს სცემს კანონმდებლის იმ გადაწყვეტილებას, რომელიც საერთო ინტერესით არის განპირობებული და აშკარა, გონივრულ საფუძველს არ არის მოკლებული.
6.4. საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური და შეუზღუდავი უფლება. საკუთრების შინაარსის განსაზღვრისას კანონმდებელი უზრუნველყოფს საკუთრების, როგორც ინსტიტუტის ხელშეუხებლობას, თუმცა მისი გამოყენებისას იმავდროულად ითვალისწინებს საზოგადოების კეთილდღეობისადმი სამსახურს. საზოგადოებრივი კეთილდღეობა იძლევა მნიშვნელოვან საფუძველსა და კონსტიტუციურ-სამართლებრივ ლეგიტიმაციას საკუთრების საკანონმდებლო შეზღუდვებისა. „მესაკუთრე საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა“. (საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება №2/1-370,382,390,402,405 18.05.2007).
6.5. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელისათვის მოპასუხის მიწის ნაკვეთზე აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭების საკითხი, რის შესახებაც მოსარჩელემ წარმოადგინა წერილობითი დოკუმენტაცია, რომლითაც უდავოდ დადგინდა, რომ აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის „ქო----–----ს 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობა არის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტი. პროექტი ხელს უწყობს მინიმუმამდე შემცირდეს ატმოსფეროში ბუნებრივი გაზის გაჟონვები. ქვეყნის მოსახლეობა შეუფერხებლად უზრუნველყოფილი იქნება გაზმომარაგებით, იზრდება ქვეყნის გაზმომარაგების ერთიანი სისტემის ფუნქციონირების ტექნოლოგიური საიმედოობა. პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა ადასტურებს იმ ინტერესთა გარემოცვის არსებობას, რომლის დასაცავად, მოპასუხის საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელია, რაც, ინტერესთა გონივრულ ბალანსს არ არღვევს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
უფლების ბოროტად გამოყენებას კრძალავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. მსგავსი შინაარსისაა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეებს ეკისრებათ ვალდებულება, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები და თუ ეს ასე არ ხდება, ამას შეიძლება უფლების ბოროტად გამოყენების კვალიფიკაცია მიეცეს. აღნიშნული ნორმების ანალიზი კიდევ უფრო ამყარებს იმ დასკვნას, რომ საკუთრების უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, მისი შეზღუდვა დასაშვებია კანონის შესაბამისად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული, რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად.
მითითებული მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ-ებები: №ას-1-2-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი, №ას-871-838-2016, 28 აპრილი, 2017 წელი).
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე, რომლის მიწის ნაკვეთი მოყოლილია კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის, აცხადებს უარს კორპორაციის შეთავაზებაზე, შეუძლებელი ხდება კორპორაციის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირება და უწყვეტობის უზრუნველყოფით მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა. შედეგად ფერხდება სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განხორციელება.
6.8. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვისათვის აუცილებელი პირობაა შესაბამისი ანაზღაურება, იგივე დებულებას ითვალისწინებს 180-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადება, რომლითაც რეგლამენტირებულია კომპენსაციის გაცემის ვალდებულება. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ მოსარჩელემ მზაობა გამოთქვა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით აუნაზღაუროს საკომპენსაციო თანხა მოპასუხეს. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა აუცილებელი გზის მოწყობის მეშვეობით, რაღა თქმა უნდა, სამართლიანი კომპენსაციის პირობებში უნდა მოხდეს, რითაც დაუშვებლად არ უნდა იქნეს ხელყოფილი მესაკუთრის უფლებები, ანუ გარკვეული თმენის ვალდებულება სწორედაც რომ შესატყვისი კომპენსაციით უნდა იქნეს ანაზღაურებული. საკუთრების უფლების შეზღუდვის შესაძლებლობა ლეგიტიმურია მხოლოდ სამართლიანი კომპენსაციის პირობებში. კომპენსაცია სამართლიანია, თუ იგი უზრუნველყოფს საკუთრებაზე დაწესებული შეზღუდვის თმენის ვალდებულებისათვის გონივრული ანაზღაურების მიღებას. ამასთან, ანაზღაურება თმენის ეკვივალენტური უნდა იყოს. თმენა კი ეხება არამხოლოდ მატერიალურ უფლებაში ჩარევას, როგორიცაა, შემოსავლის შემცირება, საკუთრების უფლებით ჩვეულებრივი სარგებლობით უფლების შეზღუდვა, უძრავი ქონების საფასურის შეცვლა საუარესოდ და ა. შ. ასევე არამატერიალურ უფლებებში ჩარევასაც, ასეთის არსებობის შემთხვევაში. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს განხილვის საგანს არ წარმოადგენს მოპასუხისათვის კომპენსაციის ანაზღაურება.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 247-ე და 180-ე მუხლების ანალიზი ცხადყოფს, რომ თუ სერვიტუტი უკავშირდება მიწის ნაკვეთის გარკვეული უფლებით შესაძლო დატვირთვას, აუცილებელი გზა ცალსახად გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვის იმპერატიულ მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში ობიექტურმა საჭიროებამ წარმოშვა აუცილებელი პირობა სხვისი ნივთით სარგებლობისა, რასაც კანონმდებლობა მკაფიო შედეგს აუცილებელი გზის უფლებას უკავშირებს. კანონის ეს დანაწესი გულისხმობს ნივთის ასეთი უფლებით დატვირთვას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, ანუ ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის აუცილებლობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ’’ ქვეპუნქტი, რომლითაც, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე წარმოდგენილია 120 ლარის გადახდის სახელმწიფო ბაჟის ქვითარი. შესაბამისად, მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1 სს ,,საქართველოს ნა--------------------------------–იის“ სარჩელი ან-------–--ის მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. აღ-------–-თ-და----–----ს მაგისტრალური გაზსადენის ,,ქო----–----ს 60 კილომეტრიანი განშტოების“ მონაკვეთის მშენებლობისათვის, სს ,,საქართველოს ნა--------------------------------–იას“ ნება დაერთოს აუცილებელი გზის მოწყობის მიზნით გამოიყენოს საკადასტრო კოდის №2----------- მქონე მიწის ნაკვეთის 1-83 კვ.მ ნაწილი, სარჩელზე თანდართულ ნახაზზე მითითებული განლაგების შესაბამისად;
3. მოპასუხე ან-------–--ეს დაეკისროს მოსარჩელე სს ,,საქართველოს ნა--------------------------------–იის“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი ბაჟის თანხის 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე