გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 11-21-0-8002432594
N 2/443-20-9
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
31.0-.20-9 წ. ქ. ზე---------ი
შესავალი ნაწილი
ზე---------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი: სოფიო რობაქიძე
მოსარჩელე: თ--ა ბ----–---–ი
წარმომადგენ--–- ნი---------–---–ი;
მოპასუხე: ა-–---------- ბ---------ი
წარმომადგენ--–-: ლ---ნ ზ------ე , გი- ფ---–----–---–ი,მესამე პირი ნოტარიუსი რ---–--დ გ-–---,დავის საგანი: სამკვიდრო ქონებიდან სავალდებულო წილის კომპენსაციის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2000 წლის 25 დეკემბერს გარდაცვლილი ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებიდან მდებარე ბა--------ში ჭ--------ს ქუჩა N31 ს/კ 6-.1-.0-.1-- სავალდებულო წილის სახით კომპენსაციის 16 000 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის საფუძველი:
მოსარჩელე თ--ა ბ----–---–მა 20-8 წლის 04 მაისს სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა-–---------- ბ---------ის და მესამე პირის ზე---------ის ნოტარიუსის რ---–-------–---ს მიმართ და მოითხოვა ა-–---------- ბ---------ის სახელზე 2008 წლის 18 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება; მას როგორც მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე მდებარე ბ---------ის რაიონი, ბა--------ი, ჭ-------ს ქ. N31 ს/კ 6-.1-..0-.0-- გაუგრძელდეს სამკვიდრო მიღების ვადა და გაიცეს ახალი სამკვიდრო მოწმობა მის კუთვნილ წილზე.
20-8 წლის 13 ივლისს მოსარჩელე თ--ა ბ----–---–მა წარმოადგინა დაზუსტებული სარჩელი და მოითხოვა ა-–---------- ბ---------ის სახელზე 2008 წლის 18 სექტემბერს გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაუქმება; მას როგორც მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაზე, საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე მდებარე ბ---------ის რაიონი, ბა--------ი, ჭ-------ს ქ. N31 ს/კ 6-.1-..0-.0-- გაუგრძელდეს სამკვიდრო მიღების ვადა, ცნობილ იქნეს მესაკუთრედ და მიეცეს მისი სავალდებულო წილის კომპენსაცი- 16000 ლარი.
20-8 წლის 1- დეკემბრის სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დააზუსტა სარჩელი შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა როგორც მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრეს, აწ გარდაცვლილი ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებიდან ბ---------ის რაიონი, ბა--------ი, ჭ-------ს ქ. N31-ში ს/კ 6-.1-..0-.0-- მდებარე საცხოვრებელ სახლზე და მიწის ნაკვეთზე მიეცეს მისი სავალდებულო წილის კომპენსაცი- 16000 ლარი.
მოთხოვნის საფუძვლად უთითებს მას, რომ მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ი 1994 წლის 29 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-–-------- ბ---------თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენი-თ.
მისი მეუღლის მშობლები იყვნენ ვ-–-------- ბ---------ი და ჟ--–---ა ბ---------ი. მოსარჩელის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი იყო აწ გარდაცვლილი ვ-–-------- ბ---------ისა და ჟ--–---ა ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრე. ჟ--–---ა ბ---------ი გარდაიცვალა 2000 წლის 25 დეკემბერს. გარდაცვალებამდე ჟ--–---ა ბ---------ი ცხოვრობდა მასთან და მის მეუღლესთან - ვ-–-------- ბ---------თან ერთად.
ჟ--–---ა ბ---------ი 1999 წლის 29 სექტემბრიდან ითვლება ბა--------ში მდებარე მთლი-ნი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 1130 კვ.მ-ის მესაკუთრედ. გარდაცვალების მომენტისათვის ჟ--–---ა ბ---------ის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი, მდებარე ბ---------ის რაიონის სოფელ ბა--------ში, ჭ--------ს ქ. N31, ზონა 6-, სექტორი 1-, კვ. 0-, ნაკვეთი 1--. აღნიშნულ სახლს იყენებდნენ სააგარაკოდ.
ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე და მისი მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი ფლობდნენ როგორც ზე---------ში ლ------ის N 6 -ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ასევე ბა--------ში არსებულ საცხოვრებელ სახლს იქ არსებული ნივთებით. დედის გარდაცვალების შემდეგ ის და მისი მეუღლე პერიოდულად ადიოდნენ ბა--------ში, ფაქტიურად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, გარკვეული საყოფაცხოვრებო ნივთები კიდეც წამოიღეს ზე---------ში, რომ იქ არ გაფუჭებულიყო, რადგან სახლი საცხოვრებლად უვარგისი იყო.
მოსარჩელის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი გარდაიცვალა 2007 წლის 20 სექტემბერს და მან როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო მეუღლის სამკვიდრო ქონება ქ.ზე---------ში, ლ------ის ქ. N6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი. 2008 წლის 21 ივლისიდან მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა N2-19. მისი მეუღლის გარდაცვალების შემდეგაც ის ადიოდა მარტო ბა--------ში, უვლიდა და პატრონობდა ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებას.
მოსარჩელემ არაერთხელ მიმართა ზე---------ის ნოტარიუს რ---–--დ გ-–---ს და სთხოვა გაეცა მასზე ბა--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო მოწმობა, რაზეც ნოტარიუსი პასუხობდა, რომ ბა--------ის საცხოვრებელ სახლზე მის სახელზე სამკვიდრო მოწმობა არ გაიცემოდა, რადგან უკვე გაცემული იყო ა-–---------- ბ---------ის სახელზე.
20-6 წლის 07 ოქტომბერს სარჩელით მიმართა ზე---------ის რაიონულ სასამართლოს. მის სარჩელზე მოპასუხე ა-–---------- ბ---------მა და მესამე პი----- ნოტარიუსმა წარმოადგინეს შესაგებელი, რომელსაც თან ერთვოდა სამკვიდრო მასალები, კერძოდ ჟ--–---ა ბ---------ის მიერ 1986 წლის 19 თებერვალს შედგენილი ანდერძი, რომლითაც იგი თავის საცხოვრებელ სახლს უტოვებს ა-–---------- ბ---------ს, მდებარე ბა--------ში, კ-------ს ქუჩა N31-ში, ხოლო ა-–---------- ბ---------მა წარმოადგინა ნ----–--- გ---–------ მიერ 1990 წელს გაცემული ანდერძი ამავე სახლზე. სამკვიდრო მოწმობაში, რომელიც გაცემული- ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს სანოტარო აქტი N 2/229, ა-–---------- ბ---------ი მითითებული- არა როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, არამედ როგორც ჩვეულებრივი პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე.
ა-–---------- ბ---------მა 200- წელს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდრო მოწმობის მისაღებად. ნოტარიუს რ---–-------–---სათვის ცნობილი იყო მეორე მემკვიდრის - ჟ--–---ა ბ---------ის შვილის ვ-–-------- ბ---------ის არსებობის შესახებ, მიუხედავად ამისა ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ ა-–---------- ბ---------ის სახელზე გაცემული- სამკვიდრო მოწმობა 2008 წლის 18 სექტემბერს ჟ--–---ა ბ---------ის კუთვნილ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე ბა--------ში, ისე რომ არ არის წარმოდგენილი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი და არც სასამართლო გადაწყვეტილება - ვადის გაგრძელების შესახებ.
ვინაიდან არსებობს ჟ--–---ა ბ---------ის მიერ შედგენილი ანდერძი, მის მეუღლეს ეკუთვნოდა სავალდებულო წილი, სამკვიდრო ქონება მოპაუხეს გასხვისებული აქვს, როგორც ვ-–-------- ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრე მოითხოვს, სავალდებულო წილის კომპენსაცი-ს ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებიდან, აუდიტის მიერ შეფასების თანახმად.
2. 1. მოპასუხე ა-–---------- ბ---------ის პოზიცი-
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ფაქტობრივი ფლობით არ დაუფლები- ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებას მდებარე ბა--------ში, სახლი არასდროს გამოუყენები- სააგარაკოდ და არც რაიმე სახის ნივთები მიუღი- მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ. სიცრუეა ის ფაქტი, თითქოს მოსარჩელე ადიოდა და დღემდე ადის ბა--------ში, სადავო ბინაში, ვინაიდან აღნიშნული ბინა რამდენიმე წელი- უკვე გასხვისებული-. ა-–---------- ბ---------ის სასარგებლოდ მისი დედის -ჟ--–---ა ბ---------ის მხრიდან გაცემული იყო ანდერძი, სადაო სახლის ნახევარი ეკუთვნოდა მოპასუხის ბიცოლას ნ----–--- გ---–------, რომელმაც ასევე ა-–---------- ბ---------ის სასარგებლოდ გასცა ანდერძი ბა--------ში მდებარე სახლის ½ ნაწილზე. ორივე ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი იყო აწ გარდაცვლილი ვ-–-------- ბ---------ისათვის და სიცოცხლეში მას რაიმე სახის პრეტენზი- ა-–---------- ბ---------ის მიმართ სამკვიდროს მიღებისას არ განუცხადები-. მოსარჩელე ვერც ფაქტობრივად და ვერც სამართლებრივად ვერ ასაბუთებს სავალდებულო წილის მიღების უფლებას და შესაბამისად არც კომპენსაცი- არ ეკუთვნის.
2.2 მესამე პირს ნოტარიუს რ---–--დ გ-–---ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენი- და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 1. თ--ა ბ----–---–ი 1994 წლის 29 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-–-------- ბ---------თან. მათ ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენი-თ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.1.2. თ--ა ბ----–---–ის მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის მშობლები იყვნენ ვ-–-------- ბ---------ი და ჟ--–---ა ბ---------ი. ვ-–-------- ბ---------ი გარდაიცვალა 1979 წლის 18 მარტს. მოსარჩელე და მისი მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი ცხოვრობდნენ ჟ--–---ა ბ---------თან ერთად ზე---------ში, ლ------ის ქუჩა N6-ში (იგივე ც------ს ქუჩა N1-)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა;
- ქორწინების მოწმობა;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3 ჟ--–---ა ბ---------ი გარდაიცვალა 2000 წლის 25 დეკემბერს. ა-–---------- ბ---------მა და მისმა ძმამ ვ-–-------- ბ---------მა 2002 წლის პირველ აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად, მათი დედის ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალების შემდეგ, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეებმა თანასწორი წილის უფლებით მიიღეს გარდაცვლილი ბებიის მ-----მ ბ---------ის და მამის ვ-–-------- ბ---------ის სამკვიდრო ქონება, მდებარე ზე---------ში, ც------ს ქუჩა N1-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- 2002 წლის 0- აგვისტოს სამკვიდრო მოწმობა, რეესტრის რეგისტრაციის N 2-80;
- მხარეთა განმარტება.
3.1.4. ჟ--–---ა ბ---------ის საკუთრებაში 1999 წლიდან ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1130 კვ.მ, მდებარე ბ---------ის რაიონის სოფელ ბა--------ში, ჭ--------ს ქ. N 31, ზონა 6-, სექტორი 1-, კვ. 0-, ნაკვეთი 0--. ბ---------ში, დაბა ბა--------ში, ჭ--------ს ქუჩა N 31 -ში მდებარე მიწის ნაკვეთი და შენობა ნაგებობები წარმოადგენს ჟ--–---ა ბ---------ის საკუთრებას. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლს იყენებდნენ სააგარაკოდ. სახლი იყო და დღესაც არის ავარიულ მდგომარეობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტი N361;
- მიწის უძრავი ქონების სააღრიცხვო ბარათი გაცემული 1999 წლის 28 სექტემბერს;
- ჟ--–---ა ბ---------ის ანდერძი.
- დაბა ბა--------ის გამგებლის მიერ გაცემული ცნობა
3.1.5 ჟ--–---ა ბ---------ის მიერ 1986 წლის 19 თებერვალს შედგენილი ანდერძის თანახმად, ბ---------ის რაიონის დაბა ბა--------ში, კ-------ს ქუჩა N31-ში, მდებარე საცხოვრებელი სახლი უანდერძა ა-–---------- ბ---------ს. აღნიშნული ანდერძის არსებობის შესახებ მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა 20-6 წელში, როდესაც სარჩელი აღძრა სასამართლოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ--–---ა ბ---------ის ანდერძი
- მხარეთა განმარტება
3.1.6 . ბ---------ის რაიონის დაბა ბა--------ში ჭ--------ს ქუჩა N 31-ში მდებარე უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთის ს/კ 6-.30.03.287 მესაკუთრეა ა-–---------- ბ---------ი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე. 20-4 წლის 17 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილის მესაკუთრეა კ------------- მ---------, ხოლო 20-8 წლის 25 ივნისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონების ნაწილი ირიცხება ი---- ლ------- საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის განმარტება;
- ამონაწერების საჯარო რეესტრიდან.
3.1.7 მოსარჩელის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი გარდაიცვალა 2007 წლის 20 სექტემბერს. მისი კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრეა მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ი, რომელმაც მიიღო მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის სამკვიდრო ქონება და 2008 წლის 21 ივლისს გაიცა სამკვიდრო მოწმობა რეესტრში რეგისტრაციის N2-198.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება;
- სამკვიდრო მოწმობა
3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1 მოსარჩელის მეუღლის დედა - ჟ--–---ა ბ---------ი გარდაცვალებამდე ცხოვრობდა მოსარჩელესთან და მის მეუღლესთან -ვ-–-------- ბ---------თან ერთად და მოხუცებულს უვლიდა და პატრონობდა მოსარჩელე მეუღლესთან ერთად. ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალებამდე და გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელე და მისი მეუღლე დაეუფლნენ როგორც ზე---------ში ლ------ის ქ. N 6-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს, ასევე ფაქტიურად დაეუფლნენ ჟ--–---ა ბ---------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს, მდებარე ბა--------ში. სახლში არსებული ნივთების ნაწილი - კულინარიული წიგნები, რელიგიური წიგნები, სხვადასხვა დასახელების რუსულენოვანი ლიტერატურა მამკვიდრებელმა აჩუქა სიცოცხლეშივე, ასევე ჩააბარა კუთვნილი პირადი საბუთები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება;
- ჟ--–---ა ბ---------ის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
3.2.3 ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალების შემდეგ ის და მისი მეუღლე პერიოდულად დადიოდნენ ბა--------ში, დაეუფლნენ ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებას, სახლიდან წამოიღეს ზე---------ში კუთვნილი ფარდები და ლოგინი, რომ არ დაზი-ნებულიყო. უვლიდნენ სახლს და საკარმიდამო მიწის ნაკვეთს. ხოლო ვ-–-------- ბ---------ის გარდაცვალების შემდეგ დადიოდა მარტო. მიუხედავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებისა, რომ სამკვიდრო ქონება გასხვისებული აქვს, იქ არავინ არ ცხოვრობს, იგი ფლობდა ამ ქონებას ფაქტობრივად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის განმარტება;
- მოწმეების ნინო ქათამაძის ფრიდა ვარდუკაძის ჩვენებები;
3.2.4. შპს ,,აუდიტ ფრევეგის“ მიერ 20-8 წლის 13 აპრილს შედგენილი ქონების შეფასების საექსპერტო დასკვნის თანახმად ბ---------ის რაიონის დაბა ბა--------ში ჭ--------ს ქუჩა N31-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის საბაზრო ღირებულებაა 6680 ლარი, ხოლო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებაა 56500 ლარი, სულ საერთო ღირებულებაა 63180 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,აუდიტ ფრევეგის“ საექსპერტო დასკვნა;
- მოსარჩელის განმარტება.
3.2. 5 მოსარჩელე თ--ა ბ----–---–მა ნოტარიუსთან მოითხოვა ბა--------ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე სამკვიდრო მოწმობის გაცემა, რაზედაც ნოტარიუსმა რ---–--დ გ-–---მ უარი განუცხადა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე იმ საფუძვლით, რომ ბა--------ში მდებარე უძრავ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა უკვე გაცემული იყო ა-–---------- ბ---------ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალების მოწმობა;
- ნოტარიუსის პასუხი;
- ჟ--–---ა ბ---------ის ანდერძი
3.2.6 2008 წლის 18 სექტემბერს ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობაში, სანოტარო აქტი 2/229, ა-–---------- ბ---------ი მითითებული- არა როგორც ანდერძისმიერი, არამედ პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე. ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ სამკვიდრო მოწმობა გაცემული ა-–---------- ბ---------ის სახელზე გაცემული- 2008 წლის 18 სექტემბერს , ისე რომ არ არის წარდგენილი სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც სასამართლო გადაწყვეტილება - სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების შესახებ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ გაცემულ სამკვიდრო მოწმობა
-სანოტარო აქტი 2/229
მოსარჩელის ახსნა-განმარტება
3.2.7. ბა--------ში მდებარე სადავო უძრავი ქონების ნახევარი ეკუთვნოდა მოპასუხის ბიცოლას ნ----–--- გ---–------, რომელმაც ასევე ანდერძით დაუტოვა მისი კუთვნილი უძრავი ქონება მოპასუხეს. მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს ბა--------ში, ჭ--------ს ქუჩა N31-ში მდებარე სახლი არასდროს გამოუყენები- სააგრაკოთ, ვინაიდან აღნიშნული ბინა რამდენიმე წელი- უკვე გასხვისებული-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა ;
- საჯარო რეესტრის ამონაწერები
- მოპასუხის ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და მიიჩნი-, რომ თ--ა ბ----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1371-ე, 1372-ე, 1374-ე, 1421-ე, 1424-ე, 1456-ე, 1457-ე, 316-ე, 317-ე, 982 მუხლები.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 62-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ხოლო იმავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
დადგენილი- და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელის მეუღლის ვ-–-------- ბ---------ის დედა ჟ--–---ა ბ---------ი, რომელიც ცხოვრობდა მათთან ერთად, გარდაიცვალა 2000 წლის 25 დეკემბერს და გაიხსნა სამკვიდრო. წარმოდგენილი მტკიცებულებებით: მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების N361 აქტით, მიწის უძრავი ქონების 1999 წლის 28 სექტემბერს გაცემული სააღრიცხვო ბარათით, დაბა ბა--------ის გამგებლის მიერ გაცემული ცნობით და თვით ჟ--–---ა ბ---------ის მიერ შედგენილი ანდერძით სასამართლოს დადგენილად მი-ჩნი-, რომ გარდაცვალების მომენტისათვის ჟ--–---ა ბ---------ის საკუთრებაში ირიცხებოდა და სამკვიდრო ქონებას წარმოადგენდა საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი 1130 კვ.მ, მდებარე ბ---------ის რაიონის სოფელ ბა--------ში, ჭ--------ს ქ. N 31, ზონა 6-, სექტორი 1-, კვ. 0-, ნაკვეთი 0--.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი ადგენს სამკვიდროს მიღების წესს. აღნიშნული მუხლის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლი-ნად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. იმავე კოდექსის 1424-ე მუხლი კი ადგენს სამკვიდროს მიღების ვადას, რომლის შესაბამისად, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა. იგი ისეთი მოქმედებაა, რომელიც გამოხატავს სამკვიდროს მიღების სურვილს, მემკვიდრის ნებას, სამკვიდროს მიღება ნიშნავს, რომ სამკვიდრო მემკვიდრემ შეიძინა. თუკი მემკვიდრე შემდგომში არ განახორციელებს სამკვიდროზე თავის უფლებას (მაგალითად, არ იცხოვრებს მემკვიდრეობით მიღებულ სახლში) ან არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ეს არავითარ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე, რომელიც უკვე მოხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მის სახლში მემკვიდრის ცხოვრების ხანგრძლივობას მნიშვნელობა არა აქვს. ქონების ფაქტობრივად ფლობას ნიშნავს ასევე მემკვიდრის მიერ მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანა, მამკვიდრებლის ფასი-ნი ქაღალდების და სხვ. შენახვა. სამკვიდროს ნაწილის მიღება ნიშნავს მთელი სამკვიდროს მიღებას, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა იყოს იგი.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ სამკვიდროს მისაღებად უნდა არსებობდეს მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ნება და სამკვიდროს მიღების მიზნით განხორციელებული მოქმედებების არსებობის ფაქტი, რომლებიც თავის მხრივ ადასტურებენ სამკვიდრო ქონების ფლობასა და მართვას. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს.
მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელი- მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მი-ჩნი- დასაბუთებულად, რომ მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი ექვს თვი-ნ ვადაში ფაქტობრივად დაეუფლა 2000 წლის 25 დეკემბერს გარდაცვლილი დედის ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებას მდებარე დაბა ბა--------ში. აღნიშნული გარემოება დადასტურდა როგორც მოსარჩელე მხარის განმარტებებით, ასევე მოწმეთა ჩვენებებით. მოწმეების ნინო ქათამაძის და ფრიდა ვარდუკაძის ჩვენებებით, დგინდება, რომ ჟ--–---ა ბ---------ი ცხოვრობდა შვილთან და რძალთან ერთად, როგორც ჟ--–---ა ბ---------ის სიცოცხლეში ფლობდნენ, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ თ--ა ბ----–---–ი და მისი მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი ფაქტობრივად დაეუფლნენ დაბა ბა--------ში მდებარე ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებას, საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი ვერ იქნა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავი-ნთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლით დადგენილი- მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესი. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს.
თავის მხრივ, მოპასუხემ ვერ შეძლო დაედასტურებინა შესაგებელში მითითებული გარემოებები, რომ მოსარჩელე ფაქტობრივად არ დაუფლები- სამკვიდროს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-3-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლი- შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლოს მიერ მოპასუხეებს ჰქონდათ მიცემული შესაძლებლობა წარნოედგინათ მტკიცებულებები მაგრამ მათ სარჩელში მითითებული ფაქტების საწინააღმდეგო, უარმყოფელი სათანადო დასაბუთება არ წარმოუდგენი-თ. წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ შეძლეს კუთვნილი მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზაცი-.
სასამართლო ვერ გაიზი-რებს მოპასუხე მხარის პოზიცი-ს, რომ მის მიერ წარმოდგენილი- მოწმეების ალან ბოგი-შვილის, ვ-------- ზ---------- და ნ--–- ფ---------- ნოტარი-ლურად დამოწმებული ახსნა-განმარტებები, რომლებითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე არ დაუფლები- ფაქტობრივად ჟ--–---ა ბ---------ის მიერ მოპასუხისათვის ნაანდერძევ ქონებას და ფაქტობრივად მოპასუხე ფლობდა სამკვიდრო ქონებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად მხარეს შეუძლი- დაამტკიცოს გარემოებანი მოწმეთა ჩვენებით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.4. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 20-- წლის 31 მარტის N 71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის“ 62-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტის თანახმად ნოტარიუსი უფლებამოსილი- კანონმდებლობის შესაბამისად დაამოწმოს პირის განცხადებები. ნოტარიუსი განცხადების დამოწმებისას ადასტურებს, რომ განცხადება და/ან ხელმოწერა მასზე უშუალოდ განმცხადებელს ეკუთვნის. ნოტარიუსი არ ადასტურებს განცხადებაში მოყვანილი ფაქტების ნამდვილობას და, შესაბამისად, პასუხს არ აგებს მათზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს ფაქტების დადასტურების მიზნით წერილობით წარმოდგენილ ახსნა-განმარტებებს, რაც მოსარჩელემ სადავოდ გახადა, ვინაიდან აღნიშნული პირები პროცესზე მოწმის სახით არ დაკითხულან და განცხადებაში მითითებული ფაქტები მოწმის სტატუსით მათ არ დაუდასტურები-თ. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XVIII თავის საფუძველზე, მოწმის ჩვენება მტკიცებულებად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, თუ იგი სასამართლო სხდომაზე დაიკითხა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლებით კი დადგენილი- მოწმის გამოძახების და მისთვის ჩვენების ჩამორთმევის წესი, რომელთა დაცვით მოწმისაგან მიღებული ჩვენება ჩაითვლება მხარის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად. ვინაიდან მოპასუხის მიერ დასახელებული მოწმეების დაკითხვა არ მომხდარა სასამართლო სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო საპროცესო კოდექსის 140-153-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით,სასამართლოს უსაფუძვლოდ მი-ჩნი- მოპასუხის და მისი წარმომადგენლების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოსარჩელე სამკვიდროს არ დაუფლები-. მოპასუხე მხარეს უტყუარი საწინააღმდეგო მტკიცებულება მოსარჩელის მიერ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ მფლობელობასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენი-.
მოწმის ჩვენების უარმყოფელი, სათანადო მტკიცებულება, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენი-. შესაბამისად, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალების შემდეგ, ვ-–-------- ბ---------მა კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში, დედის კუთვნილი უძრავი ქონებისა და მოძრავი ნივთების ფაქტობრივი დაუფლებით, მიიღო მამკვიდრებლის დანაშთი ქონება.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვები- ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლი-ნად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.
დადგენილი-, რომ ჟ--–---ა ბ---------მა 1986 წლის 19 თებერვალს შედგენილი ანდერძის თანახმად, ბ---------ის რაიონის დაბა ბა--------ში, კ-------ს ქუჩა N31-ში, მდებარე უძრავი ქონება, საცხოვრებელი სახლი უანდერძა თავის შვილს ა-–---------- ბ---------ს. მოცემულ შემთხვევაში ანდერძი კანონიერ ძალაში- და გაუქმებული არ არის.
ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეობა გაიხსნა 2000 წლის 25 დეკემბერს. მისი გარდაცვალების შემდეგ ა-–---------- ბ---------მა 200- წელს მიმართა ნოტარიუსს. ნოტარიუს რ---–-------–---ს მიერ 2008 წლის 18 სექტემბერს გაცემული- სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო აქტიN 2/229, სადაც ა-–---------- ბ---------ი მითითებული- ჟ--–---ა ბ---------ის არა როგორც ანდერძისმიერი მემკვიდრე, არამედ როგორც პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე. ამასთან დადგენილი-, რომ 200- წლისათვის ა-–---------- ბ---------თან ერთად ჟ--–---ა ბ---------ის პირველი რიგის მემკვიდრე იყო ასევე მოსარჩელის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი თანასწორი წილის უფლებით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად, მამკვიდრებლის შვილებს, მშობლებსა და მეუღლეს, ანდერძის შინაარსის მიუხედავად, ეკუთვნით სავალდებულო წილი, რომელიც უნდა იყოს იმ წილის ნახევარი, რაც თითოეულ მათგანს კანონით მემკვიდრეობის დროს ერგებოდა (სავალდებულო წილი). ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის მიხედვით, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1374-ე მუხლის თანახმად, თითოეული მემკვიდრის სავალდებულო წილის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ყველა კანონით მემკვიდრე, რომლებიც მოწვეული იქნებოდნენ სამკვიდროს მისაღებად, ანდერძი რომ არ ყოფილიყო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი-, რომ ჟ--–---ა ბ---------ს დარჩა ორი კანონისმიერი მემკვიდრე, შვილები მოპასუხე ა-–---------- ბ---------ი და მოსარჩელის მეუღლე ვ-–-------- ბ---------ი, რომელიც ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყო დედის სამკვიდრო ქონებას მდებარე ბა--------ში, თვლიდა თავისად და უარი არასდროს განუცხადები-თ. ვინაიდან ჟ--–---ა ბ---------ის მიერ 1986 წლის 19 თებერვალს შედგენილი- ანდერძი, რომელიც გაუქმებული არ არის და ძალაში-, მამკვიდრებლის შვილს ვ-–-------- ბ---------ს წარმოეშვა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. მას სამოქალაქო კოდექსის 1380-1381-ე მუხლების შესაბამისად უარი არ განუცხადები- სავალდებულო წილის მიღებაზე და არც სასამართლოს მიერ არა აქვს ჩამორთმეული სავალდებულო წილის მიღების უფლება. აღნისნულის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დადგენილი-, რომ ჟ--–---ა ბ---------ის მიერ 1986 წლის 19 თებერვალს შედგენილი ანდერძის თანახმად, ჟ--–---ა ბ---------მა საცხოვრებელ სახლი მდებარე ბა--------ში, კ-------ს (ამჟამად ჭ--------ს) ქუჩა N31-ში, დაუტოვა ა-–---------- ბ---------ს. ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო, როგორც კანონისმიერი სამკვიდრო, მიღებული აქვს მხოლოდ ერთ პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს, ა-–---------- ბ---------ს. ვ-–-------- ბ---------ი, ანდერძის არსებობის მიუხედავად, წარმოადგენს ჟ--–---ა ბ---------ის სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეს. შესაბამისად, ვ-–-------- ბ---------ს ჟ--–---ა ბ---------ის სახელზე რიცხულ უძრავ ქონებაში მდებარე - ბა--------ში, ჭ--------ს ქუჩა N31-ში, მიწის (უძრავი ქონების ) სარეგისტრაციო N 6-1-0--06, ეკუთვნის - სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, რაც მას კანონით მემკვიდრეობის დროს, ანდერძის არსებობის პირობებში ერგებოდა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლები-ნ: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
საქმის მასალებით დადგენილი-, რომ მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ი 1994 წლის 29 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ვ-–-------- ბ---------თან. ვ-–-------- ბ---------ი გარდაიცვალა 2007 წლის 20 სექტემბერს და გაიხსნა სამკვიდრო. მოსარჩელე თ--ა ბ----–---–მა, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრემ მიიღო მეუღლის სამკვიდრო ქონება ქ.ზე---------ში, ლ------ის N 6-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ნახევარი. 2008 წლის 21 ივლისს მის სახელზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა N2-19. სახლის მეორე ნახევარის მესაკუთრე კი გახდა 2002 წლის პირველ აგვისტოს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თანახმად მისი მეუღლის ძმა ა-–---------- ბ---------ი.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
ამავე კოდექსის 1372-ე მუხლის თანახმად კი სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება წარმოიშობა სამკვიდროს გახსნის მომენტიდან. ასეთი მოთხოვნის უფლება გადადის მემკვიდრეობით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჟ--–---ა ბ---------ის გარდაცვალებით 2000 წლის 25 დეკემბერს გაიხსნა სამკვიდრო, შესაბამისად მის კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს ვ-–-------- ბ---------ს წარმოეშვა სავალდებულო წილის მოთხოვნა, რომელიც მის მიერ გამოყენებული არ ყოფილა, ვინაიდან ფაქტობრივად ფლობდა სამკვიდროს, უარი არ განუცხადები- მის მიღებაზე და სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება 1328-ე და 1372-ე მუხლების შესაბამისად მემკვიდრეობით გადავიდა მის მეუღლეზე მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ზე, როგორც პირველი რიგის კანონისმიერმა მემკვიდრეზე.
საქართველოს კონსტიტუციის 21- ე მუხლის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღი-რებული და ხელშეუვალი-. დაუშველებლი- საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვები- ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმდაგვარად რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი.
ამდენად, მემკვიდრეობის მიღების უფლება პირის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა და მისი ჩამორთმევა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, განსაკუთრებული გარემოებების არსებობის პირობებში- შესაძლებელი. შესაბამისად მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაში მდებარე - ბა--------ში, ჭ--------ს ქუჩა N31-ში, ეკუთვნის - სამკვიდრო ქონების 1/4 ნაწილი, რაც მის მეუღლეს კანონით მემკვიდრეობის დროს, ანდერძის არსებობის პირობებში ერგებოდა სამოქალაქო კოდექსის 1371-ე მუხლის თანახმად.
6.8. სამოქალაქო კოდექსის 1456-ე მუხლის თანახმად თანამემკვიდრეთა შეთანხმებით დასაშვები- მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება მათი წილის კვალობაზე. ამავე კოდექსის 1457-ე მუხლის თანახმად კი თანამემკვიდრეთა შეთანხმებით შესაძლებელი- მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც თავის მხრივ, მოვალეა სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცი-.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილი-, რომ ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაზე, როგორც კანონისმიერი პირველი რიგის, ასევე ანდერძისმიერი მემკვიდრეა ა-–---------- ბ---------ი და კანონისმიერი მემკვიდრე იყო ვ-–-------- ბ---------ი, რომელსაც ჰქონდა სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება. აღნიშნული მოთხოვნის უფლება მემკვიდრეობით გადაეცა მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს.
მოპასუხე ა-–---------- ბ---------მა მიიღო რა საკუთრებაში დედის სამკვიდრო, მემკვიდრეებს შორის შეთანხმების გარეშე მოახდინა მთელი სამკვიდრო ქონების გაყიდვა. როგორც საჯარო რეესტრის წარმოდგენილი ამონაწერებით დგინდება სამკვიდრო ქონება მთლი-ნად გასხვისებული- და აღარ არსებობს.
მოსარჩელე მოითხოვს მხოლოდ სავალდებულო წილის მიკუთვნებას კომპენსაციის სახით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად სასამართლოს უფლება არა აქვს მი-კუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვი-, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველ ნაწილის, 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მი-ჩნი-, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი აქვს მოპასუხის მიერ უსაფუძვლო გამდიდრებით, კერძოდ, სხვისი სამართლებრივი სიკეთის ხელყოფით წარმოშობილ ვალდებულებას.
სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზი-ნი.
შპს ,,აუდიტ ფრევეგის’’ 20-8 წლის 18 აპრილის N 47 საექსპერტო დასკვნის თანახმად, ბ---------ის რაიონის დაბა ბა--------ში, ჭ--------ს ქუჩა N31-ში მდებარე უძრავი ქონების, საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება შეადგენს 63180 ლარს. აღნიშნულის 1/4 არის 15795 ლარი, რაც როგორც სავალდებულო წილი ეკუთვნის მოსარჩელეს და მოპასუხე ა-–---------- ბ---------ს მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სავალდებულო წილის ¼-ის სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 15 795 ლარის გადახდა.
8. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 475.20 ლარის გადახდა დაკმაყოფილებული სარჩელის პროპორციულად. მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4.80 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხოლო 20 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. თ--ა ბ----–---–ის (პ/ნ 0----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. თ--ა ბ----–---–ი (პ/ნ 0----------- ცნობილი იქნეს 2000 წლის 25 დეკემბერს გარდაცვლილი ჟ--–---ა ბ---------ის სამკვიდრო ქონებაზე, მდებარე ბ---------ის რაიონი, დბა ბა--------ი, ჭ--------ს ქუჩა N31, მიწის (უძრავი ქონების ) სარეგსიტრაციო N 6-1-0--06, სავალდებულო წილის 1/4-ის მესაკუთრედ და ამ წილის კომპენსაციის 15 795 ლარის ანაზღაურება დაეკისროს მოპასუხე ა-–---------- ბ---------ს (პ--------------) თ--ა ბ----–---–ის (პ/ნ 0----------- სასარგებლოდ.
3. მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს (პ/ნ 0----------- სამკვიდრო ქონებიდან, სავალდებული წილის კომპენსაციის დარჩენილი თანხის-205 ლარის მიკუთვნებაზე ეთქვას უარი.
4. მოპასუხე ა-–---------- ბ---------ს (პ--------------) თ--ა ბ----–---–ის (პ/ნ 0----------- სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 475.20 ლარის გადახდა.
5. მოსარჩლე თ--ა ბ----–---–ის (პ/ნ 0----------- მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4. 80 დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მოსარჩელე თ--ა ბ----–---–ს (პ/ნ 0----------- დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 20 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზე---------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილი- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებული- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვი-ნეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზე---------ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელი-.
მოსამართლე ელენე ოსაძე