გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 04.02.2019
საქმის ნომერი
100310018002760999
კატეგორია
დავის ტიპი
შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე
თარიღი
04.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310018002760999

საქმე #3/54-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

04.02.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ზ---- გე--–--ე

წარმომადგენელი: გუ---- კე------–ი

 

მოპასუხე -ს.ს.ი.პ. საჩხერის მუნიციპალიტეტის, მერია

 

წარმომადგენელი - თე---- ჭუ--------ე

 

დავის საგანი - იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

საჩხერის რაიონულ სასამართლოს 2018 წლის 10 დეკემბერს სამოქალაქო სარჩელით მომართა სარჩელით ზ---- გე--–--ემ (პ.№5---------- მის: საჩხერე სოფელი, მოძვი), მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიის (ს/კ 2--------) მიმართ, დამსაქმებლის ბრალით იძულებითი მოცდენის დროს ანაზღაურების მიცემის მოთხოვნით.

სასამართლოს 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით სარჩელის განსჯადობა სამოქალაქო სამართალწარმოების ნაცვლად განისაზღვრა ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ აუნაზღაუროს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანი 9 250 (ცხრაათას ორასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2012 წლის დეკემბრიდან პირდაპირი დანიშვნის წესით დაინიშნა საჯარო სამსახურში - საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯალაურთის ადმინისტრაციული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე, სადაც 2014 წლის დეკემბერში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო გამოცდაში და კომისიამ გაუგრძელა მუშაობის ვადა, რის შემდეგაც შეძლებოდა ვაკანტურ თანამდებობაზე დასაკავებლად გასულიყო გასაუბრებაზე, რომელიც გაიმართა 2015 წლის 15 მაისს, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გაირა გასაუბრების ეტაპი. ამის შემდეგ მოსარჩელემ თანამდებობა დატოვა.

2015 წლის 02 ივლისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივ მოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნუგზარ კაპანაძის წარდგენის შესახებ. ხსენებული გადაწყვეტილება საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის განჩინებით დატოვებულ იქნა ძალაში.

მოსარჩელე თვლის რომ მოპასუხემ 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმით მის მიმართ განახორციელა დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე. არ გაითვალისწინა მისი ეკონომიური მდგომარეობა და დატოვა სრულიად უმუშევარი და საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ უკანონო გადაწყვეტილებით განიცადა 9250 (ცხრაათასორასორმოცდაათი) ლარის მატერიალური ზიანი , რომლის ანაზღაურებასაც თხოვს მოპასუხეებს - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობას აუნაზღაუროს სრულად ყოველგვარი პირობის გარეშე წელიწადი და ერთი თვის მატერილური ზიანი. მოსარჩელე თვლის, რომ აღნიშნული ზიანი არის იძულებითი მოცდენით მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია დამსაქმებლის ბრალით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლის განმარტებით ზ---- გე--–--ე 2012 წლის 7 ნოემბრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლად. ის სამსახურიდან გათავისუფლდა ვაკანტური თანამდებობის კონკურსის წესით შევსების გამო. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიამ და ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედმა კომისიამ აღასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება (რომლთაც დაკმაყოფილდა ზ---- გე--–--ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მაისის N6 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომდგენლად ნუგზარ კაპანაძის დასანიშნად წარდგენის შესახებ), ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნუგზარ კაპანაძე და ჩაატარა ახალი გასაუბრების ეტაპი. აღნიშნულ ეტაპზე მოწვეულ იქნა ყველა აპლიკანტი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს გაუქმებულ გასაუბრების ეტაპში. ხელახალ გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა ზ---- გეგშიძეც, რომელსაც კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. რის შესახებ მოსარჩელეს ეცნობა კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში, ამასთან ეცნობა მისი გასაჩივრების წესის და ვადის შესახებ. თუმცა მოსარჩელეს აღნიშნული გადაწყვეტილება ერთი თვის ვადაში სადაოდ არ გაუხდია. აღნიშნულიდან გამომდინარე საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიას იძულებით არ მოუცდენია და ზიანი არ მიუყენებია ზ---- გე--–--ისათვის. მოპასუხე ასევე, არ ეთანხმება მოსარჩელის პოზიციას დისკრიმინაციასთან დაკავშირებით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ ზ---- გე--–--ე (პ.№5----------) 2012 წლის 07 ნოემბრიდან 2015 წლის 1 ივნისამდე მუშაობდა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მოვალეობის შემსრულებლად. 2015 წლის 1 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. თანამადებობიდან გათავისუფლების მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 750 (შვიდასორმოცდაათი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

 

- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 7 ნოემბრის ბრძანება (ს.ფ. 92)

- ცნობა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (ს.ფ.33;41)

- 2015 წლის 01.06.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის №53 411 ბრძანება (ს.ფ.34)

- 2015 წლის 2.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.24-27)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის მოსარჩელემ დეკემბერში მონაწილეობა მიიღო საჯარო მოხელეთა საკონკურსო საატესტაციო გამოცდაში და კომისიამ გაუგრძელა მუშაობის ვადა. ზ---- გე--–--ემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში 2015 წლის 15 მაისს, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გაირა გასაუბრების ეტაპი. 2015 წლის 1 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან.

 

2015 წლის 02 ივლისს მოსარჩელემ სარჩელით მიმართა სასამართლოს, რომლითაც მოითხოვა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივ მოქმედი კომისიის 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმის ბათილად ცნობა, რაც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 05 აგვისტოს გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა. ხსენებული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით მოსარჩელის მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნუგზარ კაპანაძის წარდგენის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან (ს.ფ.33;41)

- 2015 წლის 01.06.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის №53 411 ბრძანება (ს.ფ.34)

- 2015 წლის 2.11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.24-27)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.2.3. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11ივლისის N53 1283 ბრძანებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის # ბს -84-83 (კ-16) განჩინების საფუძველზე, რომლითაც უცვლელი დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილება. ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2015 წლის 1 ივნისის #53 393 ბრძანება ნუგზარ კაპანაძის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ“ 2016 წლის 11 ივლისიდან და ნუგზარ კაპანაძე გათავისუფლდა ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან და 2016 წლის 13 ივლისის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ნუგზარ კაპანაძე დაინიშნა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დროებით მოვალეობის შემსრულებლად ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში 2016 წლის 13 ივლისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 11ივლისის N53 1283 ბრძანება ( ს.ფ. 91)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 13 ივლისის ბრძანება (ს.ფ. 90)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

3.2.4. დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართთველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 12 ოქტომბრის N6 ოქმით დღის წესრიგით განსაზღვრა და მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე - გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის გამგებლის წარმომადგენლების კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი ჭალის ადმინისტრაციულ ერთეულში; საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში; საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგზარდულ საქმეთა სამსახურის წამყვანი სპეციალისტი განათლების დარგში - გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების შესახებ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, აღნიშნულ ეტაპზე მოწვეულ იქნა ყველა აპლიკანტი. ხელახალ გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა ზ---- გე--–--ეც. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ზ---- გეგშიძემ, ნუგზარ კაპანაძემ, ამირან ნოზაძემ, მარეხი ნოზაძემ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატად დასახელდა - ნუგზარ კაპანაძე. ზ---- გე--–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

დადგენილია, რომ მოსარჩელე - ზ---- გე--–--ეს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ვადაში ეცნობა 2016 წლის 27 ოქტომბრის კომისიის გადაწყვეტილება უარის თქმის შესახებ. ასევე ეცნობა გასაჩივრების შესახებ. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადაწყვეტიკლება უარის თქმის შესახებ არ ყოფილა გასაჩივრებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 12 ოქტომბრის N6 ოქმი (ს.ფ. 65-66);

- საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 19 ოქტომბრის N7 ოქმი (ს.ფ. 67-74);

- გასაუბრების ეტაპზე გამოცხადებული კანდიდატების სია (ს.ფ.76)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 27 ოქტომბრის N8 ოქმი (ს.ფ. 77-86);

- შეტყობინება კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე (ს.ფ. 95)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

- შეტყობინება კომისიის გადაწყვეტილების თაობაზე (ს.ფ. 95)

 

3.2.5. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2018 წლის 07 ნოემბერს განცხადებით მიმართა საჩხერის მუნიციპალიტეტის მერს, რომლითაც მოითხოვა დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება, რაზეც საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 18 ივლისის წერილით განემარტა რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიამ აღასრულა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება, კერძოდ ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნუგზარ კაპანაძე და ვაკანტურ თანამდებობაზე 2016 წლის 19 ოქტომბერს ჩაატარა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, რომელშიც მონაწილეობდა ზ---- გე--–--ეც როგორც ერთერთი კონკურსანტი და 2016 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნაზე. აღნიშნულის შესახებ მოსაჩელეს ეცნობა კანომდებლობით დადგენილი წესით. საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია თვლის, რომ ზ---- გე--–--ისათვის ზიანი არ მიუყენებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ზ---- გე--–--ის განცხადება (ს.ფ. 35-36)

- საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის წერილი(ს.ფ. 37-38)

- მხარის ახსნა-განმარტება (იხ.სხ. ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიერ სიღრმისეულად გამოკვლეული იქნა თითოეული მხარის პოზიცია და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონითა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით დადგენილი მატერიალური და საპროცესო რეგულაცია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი და სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სასამართლო თვლის, რომ საქმის მასალებში არ არის ისეთი ფაქტების დამადასტურებელი გარემოებები და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ისეთი სახის ქმედებას ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან, რომელიც გამოიწვევდა მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს ბრალეული მოქმედებით მოსარჩელისათვის ზიანის გამოწვევას .

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონი და საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ხოლო ამავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. მოსარჩელის მოთხოვნებს წარმოადგენს დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენით მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მეორე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თვითმმართველი ერთეული არის მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი არის დასახლება (თვითმმართველი ქალაქი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები, ან დასახლებათა ერთობლიობა (თვითმმართველი თემი), რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები (შემდგომ − მუნიციპალიტეტის ორგანოები), რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი დამოუკიდებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

 

6.2.საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. (2015 წლის 2 ნოემბრამდე რედაქცია)

 

ამავე კანონის 31-ე საჯარო კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად შესაბამისი სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულება აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.

 

ამავე კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს თავისი გადაწყვეტილება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად საკონკურსო-საატესტაციო კომისია ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოაყენებს ერთ-ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კი კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ.

 

ამავე კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო-საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე.

 

ამავე კანონის 361-ე მუხლის შესაბამისად მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად სახელმწიფო დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისია. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა კონკურსსა და ატესტირებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისია − ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთათვის.

 

6.3.საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად დამტკიცდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის (შემდგომში წესი).

წესის მე-3 მუხლის შესაბამისად კონკურსის პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა; გ) საჯაროობა; დ) გამჭვირვალობა; ე) არადისკრიმინაციულობა; ვ) ობიექტურობა; ზ) მიუკერძოებლობა; თ) კოლეგიალურობა; ი) კორექტულობა.

 

წესი ასევე აწესრიგებს კონკურსის გამოცხადებისა და ჩატარების პირობებს

 

6.4. საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის , საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების საფუძველზე საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №41-ე დადგენილებით დამტკიცდა საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის დებულება (შემდგომში დებულება), რომელშიც მოწესრიგებულია კონკურსის გამოცხადების, ჩატარების და ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესი. დებულების მე-13 მუხლში მითითებულია კონკურსის ჩატარების ეტაპები.

 

6.5.ქუთაისის სააპელაციო სასამრთლოს ადმინისტრაციული საქმეთა პალატის 2015 წლის 02 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მაისის #6 სხდომის ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლად ნუგზარ კაპანაძის წარდგენის შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელი დარჩა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 02 ივნისის # ბს -84-83 (კ-16) განჩინებით.

 

6.6.ქუათაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2005 წლის 1 ივნისის #53 393 ბრძანება ნუგზარ კაპანაძის საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლად ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშვნის შესახებ“ 2016 წლის 11 ივლისიდან და ნუგზარ კაპანაძე გათავისუფლდა ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან.

დადგენილია, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართთველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის სხდომის 2016 წლის 12 ოქტომბრის N6 ოქმით დღის წესრიგით განსაზღვრა და მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის ვაკანტურ თანამდებობებზე - საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამოცხადებული კონკურსის გასაუბრების ეტაპის ხელახლა ჩატარების შესახებ. დადგენილია, რომ 2016 წლის 19 ოქტომბერს გაიმართა ხელახალი გასაუბრების ეტაპი, აღნიშნულ ეტაპზე მოწვეულ იქნა ყველა აპლიკანტი. ხელახალ გასაუბრების ეტაპზე გამოცხადდა ზ---- გეგშიძეც. საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში ვაკანტურ თანამდებობაზე ხელახლა გასაუბრებაში მონაწილეობა მიიღო ზ---- გე--–--ემ, ნუგზარ კაპანაძემ, ამირან ნოზაძემ, მარეხი ნოზაძემ.

 

დადგენილია, რომ 2016 წლის 27 ოქტომბერს საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო კომისიის მიერ ხუთი წევრის შემადგენლობით (კომისიის თავმჯდომარე - მ.ბაზაძე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე - ე. ქიმაძე, კომისიის წევრები: ო. ომიაძე, ბ. ფალავანდიშვილი, ლ. ბიწაძე) ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატად დასახელდა - ნუგზარ კაპანაძე. ზ---- გე--–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე.

კომისიის ოქმით ირკვევა, რომ გასაუბრების ეტაპი გიარა ზ---- გე--–--ემ. კომისიამ ინდივიდუალურად განიხილა თითოეული კონკურსანტის კანდიდატურა და განხილვისთანავე მოაწყო ღია კენჭისყრა. კომისიის თავმჯდომარემ, კომისიის წევრებთან აზრთა ურთიერთგაზიარების შემდეგ, კენჭისყრაზე დააყენა ზ---- გე--–--ის კანდიდატურა. ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე ზ---- გე--–--ემ მიიღო უარყოფითი ხმა -5, დადებითი არცერთი.

 

6.7.სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზ---- გე--–--ის სარჩელში მითითებულ საფუძვლებზე, კერძოდ დისკრიმინაციაზე. ,,დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად 1.საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

3. ირიბი დისკრიმინაცია არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული დებულება, კრიტერიუმი ან პრაქტიკა პირს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მდგომარეობა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად. 4. მრავალი ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია არის დისკრიმინაცია ორი ან მეტი ნიშნის გამო.

 

მოცემული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ზ---- გეგეშიზის მიმართ განხორციელებულ დისკრიმინაციას.

 

6.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად 1. სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. 3. თუ კერძო პირი რაიმე საქმიანობას ახორციელებს სახელმწიფო ორგანოს ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დელეგირების ან დავალების საფუძველზე, ამ საქმიანობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტი.

 

6.9.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუ სახეზეა რამდენიმე პირობა: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი; 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. სასამართლო თვლის , რომ განსახილველ სამართლებრივ ურთიერთობაში მოცემული პირობები არ არსებობს..

 

6.10. გარდა აღნიშნულისა საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად შრომის ანაზღაურება იძულებითი მოცდენის დროს - თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

 

იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლოს განმარტება ასეთია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 127.6 მუხლის თანახმად, „სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლებაზე ან გადაყვანაზე გაცემული ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების ბათილად ცნობა არ იწვევს მოხელის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს სამსახურიდან გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოხელის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ კანონის 112-ე მუხლით დადგენილი ოდენობით ანაზღაურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება მოხელეს აღადგენს სამსახურში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება“. აღნიშნული ნორმის დეფინიციიდან გამომდინარე, იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია სამსახურში აღდგენასთან ან განთავისუფლების შესახებ ბრძანების უკანონოდ ცნობასთან.

 

6.11.მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ---- გეგშიძის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი საჩხერის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო - საატესტაციო მუდმივმოქმედი კომისიის სხდომის 2015 წლის 15 მაისის N6 ოქმი იმ ნაწილში, რომლითაც კომისიამ ფარული კენჭისყრით მიიღო გადაწყვეტილება საჩხერის მუნიციპალიტეტის ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ნუგზარ კაპანაძის დასანიშნად წარდგენის შესახებ.

 

6.12.საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თავის მხრივ აღასრულა ქუათაისის სააპელაციო სასამრთლოს 2015 წლის 2 ნოემბრის გადაწყვეტილება. ჯალაურთის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის თანამდებობიდან გაათავისუფლა ნუგზარ კაპანაძე და საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად პირის თანამდებობაზე დასანიშნად ჩაატარა ახალი გასაუბრების ეტაპი. ზ---- გე--–--ეს კვლავ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენაზე. შესაბამისად იგი არ ყოფილა დანიშნული ხსენებულ თანამდებობაზე.

გარდა ამისა დადგენილია, რომ მოსარჩელემ მონაწილეობა მიიღო კონკურსში 2015 წლის 15 მაისს, სადაც გაირა გასაუბრება, მაგრამ უარი ეთქვა ვაკანტურ თანამდებობის დაკავებაზე იმ მოტივით, რომ მან ვერ გაირა გასაუბრების ეტაპი. 2015 წლის 1 ივნისს საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე განთავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. მოცემული ბრძანება დღესაც ძალაშია და გაუქმებული არ არის. დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებით მოცდენას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად მოსარჩელეს ამ დასაბუთებითაც უარი უნდა ეთქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

6.13. ამდენად წარმოდგენილი გარემოებებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს

 

6.14..„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ---- გე--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მხარეები განთავისუფლებული არიან

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი