გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002397167
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/10841-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 იანვარი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

 

მოსარჩელე - შპს „ე-–--ი“

(მოპასუხე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენლები - პ-------–---–----ე, კ------–-------ი

 

მოპასუხე - ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი“

(მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)

წარმომადგენელი - გ-----------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, (თავდაპირველი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება (შეგებებული სარჩელით)

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ააიპ ,,თ---–--------------–-------------“-ს, შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების 11 574.15 ლარის გადახდა;

1.2. ააიპ ,,თ---–--------------–-------------“-ს, შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს საბანკო გარანტიის თანხა 2 243 ლარი;

1.3. ააიპ ,,თ---–--------------–-------------“-ს, შპს „ე-–--ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 990 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მხარეებს შორის 2----–-–----- სექტემბერს დაიდო ხელშეკრულება ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-სთვის 292 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვებისა და კვებით მომსახურების გაწევის თაობაზე. ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე კისრულობდა ვალდებულებას უზრუნველეყო 292 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2----–-–-------------------ან 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით. 2----–-–----- სექტემბრის ხელშეკრულების დადებას საფუძვლად დაედო 2017 წლის 17 ა------ოს ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ოს მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურა G-----------, სადაც გამარჯვებულად მიჩნეულ იქნა მოსარჩელე. 2----–-–----- სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის მიხედვით მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობით გამოწვეული რისკის თავიდან აცილების მიზნით მოსარჩელის მიერ წარდგენილ იქნა უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის 2 243 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მოპასუხეს 2----–-–----------რის თვეში გაეწია 11 574.15 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მიუხედავად მომსახურების გაწევისა მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელმოწერაზე. აღნიშნული უარის მიზეზის გარკვევის მიზნით მოსარჩელემ მიმართა შესაბამისი განცხადებით.

 

მოსარჩელემ შექმნილი ვითარების გარკვევის მიზნით ასევე განცხადებით მიმართა ააიპ „თ---–----------–------------------------------------ოს“. სააგენტოს 2----–-–------------------------ წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ თითქოს მისი მხრიდან ადგილი ქონდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევას მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება წარმოებდა უხარისხოდ და არაჯეროვნად და შესაბამისად არ შექმნილა გაწეულ მომსახურებაზე მიღება-ჩაბარების გაფორმების წინაპირობა.

 

ქ. თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2----–-–---------------------------------–-----–-----------–-----------------------------------------–--------------------–-–---------------------------------------------------------–-----–-------------------------–-------------------------------–--------------------–-–--------------------------- წერილით ეცნობა, რომ მათ მიერ ჩატარებული კვლევისას შეფასებულ იქნა წარდგენილი რძის პროდუქტების ეტიკეტი და სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა. მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს „ა--------------–------–-----------------–--------------–-------გან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურითა და 2----–-–----- სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

 

2----–-–----- სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო და მონიტორინგის საქალაქო სამსახურმა 2----–-–----- თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა.

 

1.2. შეგებებული სარჩელის სასარჩელო მოთხოვნა

 

შპს „ე-–--ი“-ს ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 19 212 ლარის ოდენობით.

 

შეგებებული სარჩელის ავტორი განმარტავს, რომ თ---–----------–------------------------------------ოს მიერ, სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების 2----–-–----- სექტემბრიდან 2----–-–----- ივნისის ჩათვლით კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების მიზნით, 2----–-–----- ივლისს შესყიდვის ელქტრონული პროცედურის საშუალებით გამოცხადდა ზემოაღნიშნული მომსახურების შესყიდვა. ორივე შემთხვევაში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „ე-–--ი“, რომელთანაც საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გაფორმდა შესაბამისად 18 016 131.84 და 13 627 246.08 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები. სულ, ორივე ელექტრონული პროცედურის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 31 643 377.92 ლარი. შესყიდვის ელექტრონული პროცედურების ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, შპს „ე-–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველ-ყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა ყველი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს: „თითოეული მიწოდებული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისაგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არაუმცირეს 52%-ია, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი - 0.5–1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული. ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამეურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფიზიოლოგიური სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატებით, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის „ჰ 37“ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მომწიფებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

შეგებებული სარჩელის ავტორის განმარტებით ს--------------------------–-----------------–-------------------------------------------–---------------–--–-----–-------–-–--------------------------- წერილით განმარტებულია “რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია, აკრძალულია რძის ფხვნილისაგან დამზადებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება „ყველის“ გამოყენება. ანუ, მწარმოებელმა/დისტრი-ბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველი მხოლოდ რძისგან დამზადებული პროდუქტია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, წერილის დანართით წარდგენილი სურსათი „იმერული“ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ამდენად, შპს „ე-–--ს“ საბავშვო ბაგა-ბაღებში ბავშვთა კვებისათვის უნდა გამოეყენებინა ყველი, რომელიც დამზადებული იქნებოდა ნატურალურ რძეზე, ხოლო რეალურად გამოიყენა აღდგენილ რძეზე დამზადებული ყველისმაგვარი პროდუქტი. დასახელებულ ფაქტს ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს თავად ყველის მწარმოებლის „შპს ნატურალ +“-ის წერილიც, სადაც აღნიშნავს, რომ გარკვეულ პერიოდში, ვიდრე ძალაში შევიდოდა მთავრობის ზემოაღნიშნული რეგულაცია, შპს „ე-–--ს“ ამარაგებდა პროდუქტით, რომელსაც ეწერა „იმერული ყველი“ თუმცა, როგორც წერილშივეა მითითებული, აღნიშნული პროდუქტიც მზადდებოდა აღდგენილ რძეზე, რაც კიდევ ერთხელ ცალსახად ადასტურებს შპს „ე-–--ი“-ს მიერ შეტანილი პროდუქტის შეუსაბამობას საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ე-–--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან მიწოდების სრულ პერიოდზე.

 

იგივე მდგომარეობაა კარაქის შემთხვევაშიც, კერძოდ, შესყიდვის ელექტრონული პროცედურის ტექნიკური დოკუმენტაციისა და მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს „ე-–--ს“ ჰქონდა ვალდებულება სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა კარაქი, რომელიც დააკმაყოფილებდა შემდეგ პირობებს:

 

თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისაგან, მცენარეული ცხიმის გარეშე, ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს. უნდა იყოს შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა - რეფრეჟერატორით, თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

 

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ, თვეში ერთხელ წარადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია, მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

ს--------------------------–----------ოდან ქალაქ თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურში შესული 2----–-–--------------------------- წერილშია აღნიშნული, „საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მე-6 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, კარაქი არის ტრადიციული რძის ნაწარმი, მიღებული პასტერიზებული ნაღებისგან; კარაქში რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2% -ს შეადგენს. კარაქს შესაძლებელია დამატებული ჰქონდეს მცირე რაოდენობით სანელებლები, მწვანილი, არომატული ნივთიერებები და სხვა იმ პირობით, რომ შენარჩუნებული იქნება კარაქის მახასიათებლები. აღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილი სურსათი „კარაქის“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ამდენად, შეგებებული სარჩელის ავტორი თვლის, რომ უტყუარადაა დადასტურებული, რომ შპს „ე-–--ი“-ს მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებში შეტანილი პროდუქტები არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ე-–--ს“ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილ სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–--ი“-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულია უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, რამაც ზიანი მიაყენა ქალაქ თ---–----------–----–------სა და ააიპ „თ---–----------–-------------ებს“, მათ შორის მოსარჩელეს, კერძოდ, შპს „ე-–--ი“-ს მიერ მიწოდებულ იქნა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტები.

 

ქალაქ თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავალა ა(ა)იპ ქალაქ თბილისის საბავშვო ბაგა - ბაღების მართვის სააგენტოს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი კომპანია შპს „ე-–--ი“-ს გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. მიღებული შედეგების თაობაზე კი შედგენილ იქნა 2----–-–----- მაისის დასკვნა, რომლის თანახმადაც, საბავშვო ბაგა - ბაღებთან (ჯამში 171 საბავშვო ბაგა - ბაღი) დადებული ხელშეკრულების შესრულების პირობების დარღვევიოთ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2----–-–----- სექტემბრიდან 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით შეადგინა 3 615 378.00 ლარი, მათ შორის N-- საბავშვო ბაგა - ბაღის წილი შეადგენს 19 212 ლარს. თავის მხრივ, ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებლი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულად მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მოსარჩელის მიერ კი ანაზღაურდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ძირითად სარჩელთან დაკავშირებით:

 

ააიპ ,,თ---–--------------–-------------მა’’ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

 

მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკ-რულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ე-–--ი’’-სათვის მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2----–-–----------რის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ე-–--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.

 

შპს „ე-–--ი’’-ს მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.

 

ქალაქ თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურში ს--------------------------–----------ოდან შემოსული 2----–-–-------------რის N0------- წერილითა და 2----–-–----- დეკემბრის 0------- წერილით დადგინდა, რომ ქალაქ თ---–----------–----–--------------–-------------ებსა და შპს „ე-–--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთის მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღებსა და შპს „ე-–--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორეს მხრივ, შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქალაქ თ---–----------–----–--------------–-------------ებში, რათა დადგინდეს იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „ე-–--ი’’-ს ქმედებით ზიანი მიადგა ქალაქ თ---–----------–----–------ს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. შ-----------------------------------ის საქალაქო სამსახურს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა ამ ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ე-–--ის’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.

 

სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქალაქ თ---–----------–----–------ის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, ქალაქ თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა 2----–-–----------------------------------–-–-------------------------------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0------------------------------- წლებში ააიპ თ---–----------–------------------------------------ოს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

2.2. შპს ,,ე-–--ი’’-ს პოზიცია შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით

 

მოპასუხე შპს ,,ე-–--მა’’ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-ს შეგებებულ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

 

შეგებებულ სარჩელებთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებელში შპს ,,ე-–--მა’’ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–--ი’’-ს მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო მახასიათებლების მქონე პროდუქტების მიწოდების თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს. მხარესთან სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში შპს „ე-–--ი’’-ს მიერ კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში მოსარჩელე მხარისათვის მიწოდებული პროდუქტები სრულად პასუხობდა სახელშეკრულებო მოთხოვნებს, რისი გათვა-ლისწინებით მხარეებს შორის დგებოდა გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები. დღეის მდგომარეობით აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები დავის საგანს არ წარმოადგენს.

 

მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–--ი’’-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

ქ. თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის დასკვნით აღნიშნული დოკუმენტი ეფუძნება სურსათის ეროვნული სააგენტოს 2----–-–----- დეკემბრის 0------- წერილს, რომლის თანახმად თითქოს შპს „ე-–--ი’’-ს მიერ მიწოდებული კარაქის პარამეტრები არ შეესაბამება აღნიშნული პროდუქტის მიმართ დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ სსიპ ,,სურსათის ეროვნული სააგენტო’’-ს დასკვნა ეფუძნება 2----–-–----------რის თვეში მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის ეტიკეტს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რის საფუძველზე დგინდება როგორც 2----–-–----- ა------ოს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, ასევე 2----–-–-----------------------ის თვეებში მიწოდებული კარაქის სახელშეკრულებო მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი. არანაირი მტკიცებულება იმ ფაქტისა, რომ მოპასუხის მიერ მიწოდებული კარაქის შემადგენლობა არ პასუხობდა ამ სახის პროდუქტისათვის დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

ქ. თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის დასკვნის თანახმად სამსახურის მიერ შეფასდა წარმოდგენილი კარაქის ეტიკეტი და არა მისი ქიმიური შემადგენლობა და დადგინდა, რომ მისი ეტიკეტი არ შეესაბამებოდა პროდუქტ ,,კარაქისადმი’’ დადგენილ სავალდებულო პარამეტრებს. აღნიშნული კი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ არანაირი კვლევა აღნიშნული პროდუქტის შემადგენლობასთან მიმართებაში არ ჩატარებულა და არ არსებობს რაიმე სახის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მიწოდებული კარაქის მახასიათებლების სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში შპს „ე-–--ი’’-ს მიერ მომწოდებლებისგან შეძენილ კარაქში ცხიმის შემცველობა შეადგენდა არანაკლებ 82%-ს.

 

ამასთანავე, უსაფუძვლოა მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიწოდებული ყველის პარამეტრები არ შეესაბამებოდა ამ სახის პროდუქტისადმი კანონით დადგენილ მოთხოვნებს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის N152 დადგენილებაში ცვლილებების შეტანამდე ყველი წარმოადგენდა რძისაგან ან/და მშრალი რძისაგან (რძის ფხვნილი) დამზადებულ ნაწარმს, რისი გათვალისწინებითაც მოსარჩელეთა განცხადება შპს „ე-–--ი’’-ს მხრიდან სახელშეკრულებო მოთხოვნების დარღვევის თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

 

საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში მოპასუხის მხრიდან წარმოებდა მუდმივი მონიტორინგი შპს „ე-–--ი’’-ს მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულებაზე. აღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში მოწმდებოდა მიწოდებული სურსათის შესაბამისობა სახელშეკრულებო პარამეტრებთან და კანონმდებლობის მოთხოვნებთან. ჩატარებული შემოწმების შედეგად არ გამოვლენილა მიწოდებული კვების პროდუქტების შეუსაბამობა არსებულ მოთხოვნებთან ფიზიკო-ქიმიური თუ ბაქტერიოლოგიური თვალსაზრისით. შპს „ე-–--ი’’-ს, როგორც სანდო საქმიანი პარტნიორის, რეპუტაციას ადასტურებს თავად მოსარჩელეები მის მიერ ნაკისრი ვალდებულების კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შესრულების ფაქტით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 17 ა------ოს ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს მიერ გამოცხადებულ შესყიდვის ელექტრონული პროცედურის საფუძველზე, 2----–-–----- სექტემბერს ააიპ ,,თ---–---------------–-------------ს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანია 292 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. სახელშეკრულებო ღირებულება განისაზღვრა 73 540.20 ლარით.

 

ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს 292 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვებითი მომსახურების გაწევა 2----–-–-------------------ან 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.3 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი განხორციელდება პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებს ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’ და ააიპ ,,თ---–----------–------------------------------------ო’’-ს შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - 2 243 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ.17-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2----–-–----- სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

- თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება N152 2015 წლის 3 აპრილი);

- შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

- მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

- მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

- სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი N1 (ტომი 1, ს.ფ. 24-33);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2----–-–----- სექტემბერს ააიპ ,,თ---–---------------–-------------ს’’ და შპს ,,ე-–--ს’’ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით 2----–-–----- სექტემბერს გაიცა სს ,,ბ----------ი’’-ს საბანკო გარანტია #B-----------, რომლის თანახმადაც, პრინციპალია შპს ,,ე-–--ი’’, ბენეფიციარი - ააიპ ,,თ---–---------------–-------------ი’’, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 2 243 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საბანკო გარანტია (ტომი 1, ს. ფ. 38);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2----–-–----- სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-სთვის 2----–-–---------------იდან 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება დღგ-ს და აქციზის ჩათვლით შეადგენს 11 574.15 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ტომი 1, ს. ფ. 39);

- შედარების აქტი (ტომი 1, ს.ფ. 40)

- ააიპ ,,თ---–---------------–---------------ი“-ს აღსაზრდელების კვებითი უზრუნველყოფისათვის გაწეული მომსახურების ხარჯი 2----–-–---------------იდან 22 დეკემბრის ჩათვლით (ტომი 1, ს.ფ. 41);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ააიპ ,,თ---–---------------–-------------მა’’ უარი განაცხადა შპს ,,ე-–--თან’’ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2----–-–----------რის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის მოტივით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ააიპ ,,თ---–---------------–---------------ი“-ს წერილი (ტომი 1, ს.ფ. 44 - 45);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თ---–----------–-------------ებში შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ შეტანილი ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს--------------------------–----------ოს.

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს--------------------------–----------ოს 2----–-–-------------რის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 47 - 48)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სასამართლო დადგენილ სადავო ფაქტებზე მსჯელობისას უპირველესად ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არც სარჩელის და არც შეგებებული სარჩელის ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსით დადგენილი უხარისხო პროდუქტის ცნების ჭრილში, ვინაიდან მხარეთა შორის არსებული დავა არ წარმოადგენს უხარისხო პროდუქტის მოხმარებიდან გამომდინარე დავას.

 

არსებული დავა ემყარება სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის საფუძველს. შესაბამისად, წარმოდგენილი სარჩელების ფარგლებში მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანია იმის დადგენა, განხორციელდა თუ არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვანი შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები არც ადასტურებს და არც უარყოფს სადავოდ გამხდარი მიწოდებული საკვები პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხიანობას ან მათი, როგორც საკვები პროდუქტის უხარისხობას იმ მიზეზიდან გამომდინარე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება სადავოდ გამხდარი პროდუქტების ვარგისიანობის კუთხით ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, მათი მახასიათებლები შესწავლილია მხოლოდ ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში. ამასთან, უშუალოდ პროდუქტის, როგორც საკვების მახასიათებლების განსაზღვრა და მისი ხარისხის შეფასება ჩამოყალიბებული სასარჩელო მოთხოვნებიდან და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლიდან გამომდინარე არ ყოფილა სასამართლოს კვლევის საგანი.

 

3.2.1. შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ „თ---–--------------–-------------თან“ 2----–-–----- სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილი საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს--------------------------–----------ოს 2----–-–-------------რის მიმართვის N0------- თანახმად დგინდება, რომ შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული სურსათი ,,იმერული’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს.

 

ფაქტის დადგენის მიზნით საქმეში წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებთან ერთად სასამართლო უპირველესად ყურადღებას ამახვილებს თავად მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებაზე, რომლის თანახმადაც, იგი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ ბაგა -ბაღებისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’ სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებებით დადგენილ ყველის პროდუქტის მახასიათებლებს, ვინაიდან იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე.

 

შესაბამისად, სასამართლოს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან და მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ მითითებული პოზიციიდან გამომდინარე, დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ააიპ „თ---–--------------–-------------თან“ 2----–-–----- სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან. ამასთან, მიწოდებული პროდუქტის შესაბამისობა ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტთან შედარებით გამოკვლეულია არა უშუალოდ სურსათის ნიშან-თვისებებით, არამედ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ტომი 1, ს.ფ. 47 - 48)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ააიპ „თ---–--------------–-------------თან“ 2----–-–----- სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან - თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

უპირველესად სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

 

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ მყიდველმა მიიღო ნივთი, როგორც შესრულება, ნივთის ნაკლის მტკიცების ტვირთი, როგორც წესი, მას ეკისრება, იმ შემთხვევაში თუ ის აყენებს შესრულების გამო შესაბამის მოთხოვნას. სამომხმარებლო ურთიერთობაში მტკიცების მიზნებისათვის უნდა ჩაითვალოს, რომ ნივთი რისკის გადაცემის მომენტში არსებობდა, თუ ნაკლის სპეციფიკა საპირისპიროს ვარაუდის საფუძველს არ ქმნის.

 

საქმის მასალებში წარმოდგენილია წერილობითი დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურმა ქალაქ თ---–----------–-------------ებში შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს--------------------------–----------ოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ს--------------------------–----------ოს 2----–-–----- დეკემბრის მიმართვის N0------- თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი ,,კარაქი’’-ს ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა /დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის #441 დადგენილების ,,სურსათის ეტიკეტი-რებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ცილა, ნახშირწყლები.’’

 

აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზეა შედგენილი ქ. თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის დასკვნა ქ. თ---–----------–-------------ების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ, რომლის ანალიზის შედეგად გამომდინარეობს, რომ სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ს--------------------------–----------ოს ცნობაზე, რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ ს--------------------------–----------ოს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი კი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი დასკვნების, როგორც წერილობითი მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური, შეფასებიდან გამომდინარე არ დასტურდება ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ააიპ „თ---–--------------–-------------თან“ 2----–-–----- სექტემბერს დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა N 0-------2 (ს.ფ. 49 - 51)

- ქ.თ---–----------–----–-----------------–-----------------------------------ის საქალაქო სამსახურის 2----–-–----- მაისის დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 137 - 154)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ე-–--ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 494-ე, 408-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება სწორედ ნასყიდობის ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმებით, ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურების გაწევა, ამ მიზნით კი მათთვის საკვები პროდუქტების მიწოდება.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებ-რივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2----–-–-------------------ან 2----–-–----- დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხართა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს ,,ე-–--ის’’ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხე თბილისის ბაგა-ბაღების მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. მოპასუხე ბაგა-ბაღები სადავოდ ხდიან მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შეუსაბამობის ფაქტს.

 

დადგენილია რომ 2----–-–----- სექტემბერს შპს ,,ე-–--ს’’ და ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს’’ შორის გაფორმებული დამოუკიდებელი ხელშეკრულებების დანართი N1-ის (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად განისაზღვრა შპს ,,ე-–--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ტექნიკური მახასიათებლები.

 

სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მიწოდებული პროდუქტი დასახელებით ,,იმერული’’, სრულად არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებით განსაზღვრული ყველის მახასიათებლებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის N152 დადგენილებით დამტკიცებული რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ მიწოდებული პროდუქტი ,,იმერული’’ არ აკმაყოფილებდა ზემოაღნიშნული რეგლამენტაციით პროდუქტ ყველისათვის აუცილებელ სავალდებულო და ამასთანავე, ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებს. შესაბამისად, შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მისაწოდებელი პროდუქტის - ყველის ნაწილში ვალდებულება შესრულებულია არაჯეროვნად.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების დარღვევა, როგორც ასეთი, ფართო ცნებაა, თუმცა, იგი ყოველთვის ხელშეკრულების მიზნიდან, დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე უნდა განიმარტოს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

მიუხედავად ამ ნაწილში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისა, რასაც უპირველესად აღიარებს მოსარჩელე, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული მახასიათებელი უშუალოდ პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება ჩაითვალოს იმგვარ არსებით ნივთობრივ ნაკლად, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღებს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ,,ე-–--ისათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნატურალ +’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუხედავად იმ ფაქტობრივი გარემოებისა, რომლითაც დადგენილია მიწოდებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის არ არსებობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მიმართებით, აღნიშნული არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეებს ანაზღაურების ვალდებულე-ბისაგან.

 

მოპასუხეთა მხრიდან სადავოა ასევე გამხდარი მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამოობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ მოპასუხესთან 2----–-–----- სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,,კარაქი’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს ,,ე-–--ი’’-სთვის მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2, 11.5 პუნქტებით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

უდავოა, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა შპს ,,ე-–--ისათვის’’ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია თოთოეულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მათი შემცირების საფუძველი.

 

6.4. საქმის მასალებით ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის - ოდენობით. ასევე დადგნეილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ვალდებულების უზრუნველ-ყოფისათვის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში სს ,,ბ----------ის’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებუ-ლებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია შპს ,,ე-–--ი’’-ს მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მისთვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილებას.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ემყარება ფაქტობრივ გარემოებას, რომლის საფუძველზეც მოთხოვნას წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი უზოგადესი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელის ავტორს ეკისრებოდა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება რაში გამოიხატა შეგებებული სარჩელით მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. მართალია, დადგენილია შპს ,,ე-–--ის’’ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, მაგრამ საქმის მასალებით არ დასტურდება მისგან გამომდინარე მოპასუხისათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელების დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

შპს „ე-–--ი“-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 445 ლარის ოდენობით. სარჩელის ფასი განსაზღვრულია 14 807.15 ლარით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, 12 564.15 ლარის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, რაც შეადგენს - 377.58 ლარს, ხოლო დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან, არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი შპს ,,ე-–--ის’’ მიმართ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ასევე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591, 263-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,, ე-–--ი“- ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

2. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს ,,ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურეობის ღირებულების 11 574.15 ლარის გადახდა;

3. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს შპს ,,ე-–--ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 990 ლარის გადახდა;

4. შპს ,,ე-–--ი’’-ს სარჩელი ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი“-ს მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 2 243 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

5. არ დაკმაყოფილდეს ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-ს შეგებებული სარჩელი შპს ,,ე-–--ი’’-ს მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე;

6. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ს’’ შპს ,,ე-–--ი’’- ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 377.58 ლარის ანაზღაურება. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

7. ააიპ ,,თ---–--------------–-------------ი’’-ს მიერ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე