განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/29-2018
(038060118002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლალი ბესტავაშვილი
სხდომის მდივანი - რუსუდან ავთანდილაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - როზა სამუშია
დაცვის მხარე:
ადვოკატი - მ--------------–---–ი
ბრალდებული - ი-------–---ე, საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1976 წლის 7 ივლისს, რეგისტრირებული ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში, ფაქტობრივად მცხოვრები ხაშურში, დ-------- I----------------–ის ქუჩის #50-ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტი და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავის ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის) და 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი (ძალაში შესული განაჩენის შეუსრულებლობა)
სხდომის სახე - საჯარო
განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ი-------–---ის მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. საპროცესო შეთანხმების არსი:
1.1. შუამდგომლობის მიხედვით, ი-------–---ეს ბრალად ერაცხება დანაშაულებრივი ქმედებები, რაც გამოიხატა შემდეგში:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განაჩენით ი-------–---ეს მსჯავრი დაედო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 91-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 96-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი და მეოთხე პუნქტებით, 229-ე მუხლის პირველი ნაწილით, 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით (2000 წლის 01 ივნისამდე მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) და 19, 109-ე მუხლის ,,ი“, ,,ვ“, ,,ლ“ პუნქტებით (განაჩენის დადგენის მომენტისთვსი მოქმედი რედაქცია) - სისხლის სამართლის კოდექსის მე-40 მუხლის (ძველი რედაქცია) საფუძველზე, საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით; გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით ი-------–---ეს მსჯავრი დაედო სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით - სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ დაენიშნა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, ხოლო დანარჩენი ოთხი წელი ჩაეთვალა პირობითად ხუთი წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით. ი-------–---ე 2018 წლის 5 იანვარს, დაახლოებით 23:00 საათზე, ხაშურში, დ-------- თავდადებულის ქუჩის მე-2 ჩიხში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დიმიტრი გობოზაშვილის ეზოს ღობესთან გაჩერებულ ვაზ-2121 მარკის ავტომანქანას, რომელიც ეკუთვნის უშანგი ნოზაძეს. მითითებული ქმედებით დაზარალებულს მიადგა 2600 (ორიათასექვსასი) ლარის მატერიალური ზიანი.
1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განაჩენით სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებული ი-------–---ე, რომელსაც ამავე განაჩენით ხუთი წლის ვადით ჩამორთმეული ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 2018 წლის 5 იანვარს ხაშურიდან, კერძოდ, დ-------- თავდადებულის ქუჩიდან ხარაგაულის რაიონის სოფელ ნუნისის მიმართულებით მართავდა უშანგი ნოზაძის კუთვნილ ვაზ-2121 მარკის ავტომანქანას, რომელსაც, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად იყო დაუფლებული.
1.3. ი-------–---ეს ჩადენილი ქმედებისათვის, თავდაპირველად, 2018 წლის 10 იანვარს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით; პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 12 თებერვლით, ი-------–---ეს წარედგინა ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 381-ე მუხლის პირველი ნაწილით.
2.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქმის მასალების შემოწმების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება დადასტურებულია; წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, დაზარალებულისა და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით, საცხოვრებელი ბინის დათვალიერების ოქმით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ამოღების ოქმებით, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის განაჩენით, ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 7 მაისის განაჩენით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001 წლის 29 მარტის განაჩენით, ბრალდებულის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით, ბრალდებულის აღიარებით დასტურდება, რომ ბრალდებულმა ი-------–---ემ ჩაიდინა ბრალად შერაცხული ქმედებები.
3.საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. 2018 წლის 30 მარტს, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ბრალდებულ ი-------–---ესა და ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე როზა სამუშიას შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება - ბრალის აღიარებით სასჯელის ზომაზე. საპროცესო შეთანხმების დადებისას პროკურორის მიერ ბრალდებული გაფრთხილებულ იქნა საპროცესო შეთანხმების შედეგების შესახებ. ბრალდებულს ასევე განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმების დადების შემთხვევაში, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოაქვს მტკიცებულებების უშუალოდ და ზეპირად გამოკვლევის გარეშე და რომ საპროცესო შეთანხმების დადება არ ათავისუფლებს მას სამოქალაქო და სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან. საპროცესო შეთანხმება გაფორმდა ადვოკატის უშუალო მონაწილეობით; შედგა ოქმი; საპროცესო შეთანხმება, კანონით დადგენილი წესით, წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
3.2. 2018 წლის 30 მარტს ხაშურის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე როზა სამუშიამ.
3.3. სასამართლო სხდომაზე პროკურორმა იშუამდგომლა დამტკიცება საპროცესო შეთანხმებისა, რომლის მიხედვითაც ი-------–---ეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით სასჯელის სახით დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაითვლება პირობითად; მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით; სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახით დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანარჩენი 6 (ექვსი) თვე ჩაეთვლება პირობითად; სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ ი-------–---ეს დაენიშნება თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც მოსახდელად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაითვლება პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნება ჯარიმა 7 000 ლარის ოდენობით.
3.4. პროკურორის შუამდგომლობას დაეთანხმნენ ბრალდებული და მისი ინტერესების დამცველი. მხარეთა შორის დაზუსტდა საპროცესო შეთანხმების პირობები ნივთიერ მტკიცებულებებთან დაკავშირებით.
3.5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო დარწმუნდა, რომ შეთანხმება დადებულია ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე სხვა უკანონო დაპირების გარეშე, ნებაყოფლობით; ბრალდებულს ჰქონდა შესაძლებლობა, მიეღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება. სასამართლო ასევე დარწმუნდა, რომ ბრალდებული სრულად აცნობიერებს დანაშაულთა ხასიათს, რომელთა ჩადენაშიც ედება ბრალი და ამ დანაშაულთათვის კანონით გათვალისწინებულ სასჯელს, ბრალდებულისთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, იგი აცნობიერებს, რომ აქვს უფლება დაცვის და უფლება, უარი განაცხადოს შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვაზე. ასევე აცნობიერებს, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია, მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.
3.6. სასამართლო უშუალოდ ბრალდებულისგან დარწმუნდა, რომ მის მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა. ბრალდებულს აქვე განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
4.სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, დადასტურებულია, შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი სამართლიანია. ბრალდებულისთვის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს ჩადენილს.
ამდენად, საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს.
5. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ი-------–---ეს უნდა დაუბრუნდეს კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს; ჩხრეკის შედეგად ი-------–---ისგან ამოღებული სამი ცალი გასაღები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ნივთიერი მტკიცებულებები ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონულ სამმართველოში.
5.2. რაც შეეხება ვაზ-2121 მარკის ავტომანქანას - პროკურორის განმარტებით, გამოძიების ეტაპზევე დაუბრუნდა დაზარალებულს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე, 212-ე, 213-ე, 215-ე, 258-ე, 259-ე, 260-ე, 274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ხაშურის რაიონული პროკურორის მოადგილე როზა სამუშიასა და ბრალდებულ ი-------–---ეს შორის 2018 წლის 30 მარტს გაფორმებული საპროცესო შეთანხმება, დაზუსტებული პირობებით;
3. ი-------–---ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაითვალოს პირობითად; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით;
4. ი-------–---ე ასევე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით, საიდანაც, სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით, ხოლო დანარჩენი 6 (ექვსი) თვე ჩაითვალოს პირობითად;
5. სასჯელთა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, საბოლოოდ ი-------–---ეს სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ხოლო დანარჩენი 3 (სამი) წელი ჩაითვალოს პირობითად 3 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით; დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნოს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით, ბიუჯეტში შეტანით;
6.მოსახდელად განსაზღვრული სასჯელის (სამი წლით თავისუფლების აღკვეთა) ვადის ათვლა ი-------–---ეს დაეწყოს დაკავების დღიდან, 2018 წლის 8 იანვრიდან;
7. გამოსაცდელი ვადის პერიოდში მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს პრობაციის ბიუროს მისი (მსჯავრდებულის) საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;
8. ი-------–---ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს;
9. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ი-------–---ეს დაუბრუნდეს კუთვნილი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
10. ჩანთა და მასში მოთავსებული ტანსაცმელი დაუბრუნდეს მესაკუთრეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
11. ჩხრეკის შედეგად ი-------–---ისგან ამოღებული სამი ცალი გასაღები დაუბრუნდეს მესაკუთრეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
12. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე.
13. განაჩენი არ ექვემდებარება გასაჩივრებას გარდა შემდეგი შემთხვევებისა: მსჯავრდებულს უფლება აქვს, განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით საჩივრით მიმართოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით; ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით; საპროცესო შეთანხმება დაიდო ისე, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობდა; სასამართლომ უგულებელყო სისხლის სამართლის კოდექსითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნა.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმების პირობა, პროკურორი უფლებამოსილია, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმართოს საჩივრით განაჩენის გაუქმების თაობაზე.
მოსამართლე
ლალი ბესტავაშვილი