გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.02.2019
საქმის ნომერი
330210018002714697
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
28.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32679-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მაია გიგაური

სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი

მოსარჩელე - კ------- ა--–---–---–ი

წარმომადგენელი - თ----- ბ----–---–ი

მოპასუხე - სსიპ „ქ. თ---–-------------–--–---–--------–-----------------------–--------------ი“

წარმომადგენლები - კ---- გ------ა, ი-----–ი ა-–-----–---–ი

დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება და პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ ქ-------–----------------------–--------------ის 14/06/2018 წლის №1-- ბრძანება კ------- ა--–---–---–ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;

 

1.2. კ------- ა--–---–---–ი აღდგენილ იქნას სადავო ბრძანების გამოცემამდე დაკავებულ პოზიციაზე, კერძოდ, ადვოკატის (იურისტის) და დირექტორის მოადგილის თანამდებობებზე;

 

1.3. სსიპ ქ-------–----------------------–--------------ს მოსარჩელე კ------- ა--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკიროს სრული ოდენობით შრომის ანაზღაურება (ხელფასის გადახდევინება) 2018 წლის აპრილის თვიდან (აპრილის თვის ჩათვლით) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, როგორც დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს მიუღებელი ხელფასი, ჯამურად 3 350 ლარის ოდენობით (კანონით გათვალისწინებული გადასახადების გარეშე);

 

1.4. სსიპ ქ-------–----------------------–--------------ს მოსარჩელე კ------- ა--–---–---–ის სასარგებლოდ დაეკიროს პირგასამტეხლო ხელფასის ანაზღაურების დაყოვნების ყოველი დღისთვის, დაყოვნებული თანხის 0.07%, რაც 2018 წლის 20 აპრილიდან 2018 წლის 14 ივლისამდე ყოველ დღეზე დაანგარიშებით შეადგენს 128.9 ლარს.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის აპრილის თვიდან არც დირექტორის მოადგილის (2 200 ლარი) და არც ადვოკატისთვის (1 150 ლარი) განსაზღვრული ხელფასი არ ანაზღაურებია, მაშინ როდესაც, სხვა მოქმედმა თანამშრომლებმა მიიღეს აპრილის თვის ხელფასი.

 

მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 02 მაისს მიიღო 30.04.2018-ით დათარიღებული სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, რომლითაც ეცნობა მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ და განემარტა უფლება, სამი დღის ვადაში წარედგინა შესაგებელი. მის მიერ წარდგენილ იქნა შესაგებელი, რომელშიც იგი ითხოვდა დისციპლინურ მოსმენას თ------ის სამხატვრო საბჭოს მიერ, გამომდინარე იქიდან, რომ იყო დისციპლინური კოლეგიის მუდმივი წევრი.

 

სარჩელში მხარე აღნიშნავს, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის წერილში დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია 2018 წლის მარტიდან, მიზეზის შეუტყობინებლად, სამსახურში გამოუცხადებლობა, რასაც მოპასუხე ადასტურებს ყალბი ტაბელის მონაცემებით. კ------- ა--–---–---–ის განმარტებით, მისი, როგორც დირექტორის მოადგილის მოვალეობაა დირექტორის ცალკეული მითითებებისა და დავალებების შესრულება, რაც სპეციალურ სამუშაო რეჟიმს მოითხოვს, ისევე როგორც, იურისტის (ადვოკატის) საქმიანობა.

 

მხარე ასევე სადავოდ ხდის მოპასუხის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ იგი არ გამოცხადდა სასამართლოში მოპასუხის სახელით და განმარტავს, რომ სასამართლო უწყებები ჩაბარდა არა მას, არამედ თ------ის კანცელარიას.

 

სსიპ ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგია შეიკრიბა 2018 წლის 11 ივნისს, კ------- ა--–---–---–ის სათანადოდ მოწვევის გარეშე. კოლეგიის მიერ განხილულ იქნა მოსარჩელის, როგორც ადვოკატისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შესაძლო დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი. მასში მითითებულია სწორედ ზემოაღიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.

 

საბოლოოდ, სსიპ ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელისა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 14/06/2018 წლის #1-- ბრძანებით, კ------- ა--–---–---–ი გათავისუფლდა ადვოკატისა და დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან.

 

მოსარჩელე დამატებით განმარტავს, რომ მას გათავისუფლების ბრძანება ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნა 2018 წლის 19 ივნისს. 2018 წლის 19 ივლისს მან მოპასუხეს მიწერა წერილი, სადაც განუმარტა, რომ აპირებდა სასამართლოსთვის მიმართვას და უფლების სათანადო წესით დაცვას, რისთვისაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების წერილობითი დასაბუთების გადაცემა, თუმცა არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილობის საფუძველი.

 

მოპასუხე წარმოადგენილ შესაგებელში სადავოდ არ ხდის, რომ კ------- ა--–---–---–ს არ მიუღია აპრილის თვის ხელფასი და განმარტავს, რომ აღნიშნული გამოიწვია იმ ფაქტობრივმა გარემოებამ, რომ იგი 12 მარტიდან არ გამოცხადებულა სამსახურში და ფაქტობრივად არ შეუსრულებია მასზედ დაკისრებული მოვალეობები არცერთი მის მიერ დაკავებული პოზიციისთვის. მოპასუხე იმასაც აღნიშნავს, რომ 12 მარტიდან 31 მარტის ჩათვლით მიღებული ხელფასიც არის უსაფუძვლოდ მიღებული.

 

თ---–----------------------–--------------ის წარმომადგენელი ნაწილობრივ ეთანხმება ასევე მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას, რომელშიც იგი აღნიშნავდა, რომ მოითხოვა დისციპლინური მოსმენა თ------ის სამხატვრო საბჭოს მიერ. აღნიშნულზე თ------ის წარმომადგენელმა შინაგანაწესის XI თავის პირველი მუხლის 1.1 პუნქტზე მითითებით უპირველესად ის დააზუსტა, რომ მოსარჩელე იყო მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგიის წევრი და არა დისციპლინური კოლეგიის მუდმივი წევრი. რაც შეეხება სამხატვრო საბჭოს, მოპასუხე განმარტავს, რომ თ------ის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის დ----- კ--–-----–---–ის 29.06.2016 წლის #5- ბრძანების შესაბამისად, თ------ის სამხატვრო საბჭოს არსებული მოდელის და სამხატვრო საბჭოს წევრთა არსებული შემადგენლობის ფუნქციური თვალსაზრისით არაეფექტურობისა და აღნიშნული მოდელისადმი თ------ის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის წევრთა მხრიდან ნდობის დაკარგვის გამო, გათვალისწინებულ იქნა თ------ის თანამშრომელთა ნება და 2016 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით მოწვეულ იქნა კრება, თითოეული რგოლიდან სამხატვრო საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევის მიზნით. თუმცა, რეალურად სამხატვრო საბჭოს წევრთა არჩევა არ მომხდარა და ამდენად, 2016 წლიდან თ------ში არ მოქმედებს სამხატვრო საბჭო. ამასთან, არც თ------ის დებულებით არის გაწერილი სამხატვრო საბჭოს უფლებამოსილება.

 

რაც შეეხება დისციპლინური წარმოების დაწყების საფუძვლებს, შესაგებელში მითითებულია, რომ კ------- ა--–---–---–ი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ ცხადდებოდა სამსახურში. კ------- ა--–---–---–ის, როგორც თ------ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის სამსახურებრივ მოვალეობებს განეკუთვნებოდა თ------ის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა. აღნიშნული თანამდებობის შრომითი აღწერილობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოიპოვება თ------ში, ისევე როგორც, თ------ის საშტატო ნუსხით გათვალისწინებული სხვა ნებისმიერი თანამდებობის, თუმცა, ფაქტობრივად იგი ხელმძღვანელობდა სწორედ თ------ის ზემოაღნიშნულ საქმიანობას, რაც მუშაობის სპეციფიკის გათვალისწინებით, მოიცავს ყოველდღიურ სამუშაოს.

 

მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, დასაქმებულის სამსახურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობა, ყოველგვარი ახსნა-განმარტების, გაფრთხილებისა და მიზეზების შეუტყობინებლობის გარეშე, უნდა ჩაითვალოს დასაქმებულის მხრიდან თვითნებულ და არამართლზომიერ ქმედებად. ასეთი დარღვევის უხეში ხასიათი გამომდინარეობს იმ ფაქტობრივი გარემოებიდან, რომ დასაქმებული თუ ფიზიკურად არ გამოცხადდა სამსახურში, იგი ვერ შეასრულებს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს.

 

მეორეს მხრივ, მოსარჩელის, როგორც თ------ის ადვოკატის უშუალო სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა თ------ის წარმომადგენლობა და მისი ინტერესების დაცვა ყველა ინსტანციის სასამართლოში. დისციპლინური წარმოების დაწყების ერთ-ერთი საფუძველი ასევე გახდა ის, რომ კ------- ა--–---–---–ი არ გამოცხადდა თ------სა და ზ------ ო---–---–ს შორის 2018 წლის 21 მარტს, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ პროცესზე და 2018 წლის 12 აპრილს ი--- კ--------ის წინააღმდეგ გამართულ სასამართლო სხდომაზე, იმავე თბილისის სააპელაციო სასამართლოში. მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მითითებას, თითქოს მოსარჩელემ არ იცოდა სხდომების თარიღი და მიუთითებს, რომ ზ------ ო---–---–ის სასამართლო სხდომის თაობაზე მისთვის ჯერ კიდევ 2018 წლის 05 თებერვალს გახდა ცნობილი, როდესაც მას თ------ის ელექტრონული პროგრამის საშუალებით შესასრულებლად დაეწერა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო უწყება და შესაგებელი. ი--- კ--------ის საქმეში კი თ------ისთვის არ იყო ცნობილი, რომ სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი იყო სახელმწიფო ბაჟი და სასამართლოს მიერ დადგინდა ხარვეზი. აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრა მოხდა სხვა ადვოკატების მიერ. დადგინდა ასევე, რომ 18.12.2017წ. თ------ს ფოსტით ჩაბარდა დ----- კ--–-----–---–ის სარჩელი, რაზეც მოსარჩელეს პროგრამულად დაევალა ზომების მიღება, თუმცა გაირკვა, რომ კ------- ა--–---–---–ს სარჩელზე შესაგებელი არ შეუტანია 10 დღიან ვადაში და შეტანილ იქნა მოგვიანებით, 2018 წლის 23 იანვარს.

 

ამდენად, მოპასუხის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ თ------ის სასამართლო სხდომებზე გამოუცხადებლობით დასაქმებულმა ერთის მხრივ არ შეასრულა მასზე შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი უშუალო ვალდებულება და მეორეს მხრივ, საჩივრების არასრულფასოვანი შევსებით, სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობით, შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობით და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობით თ------ი დააყენა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რისკის ქვეშ. უფრო მეტიც, დასაქმებულის სამსახურში გამოუცხადებლობის და მისი მოვალეობების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხე იძულებული გახდა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის აღმოსაფხვრელდ და სასამართლო სხდომებზე წარმომადგენლობის მიზნით მიევლინა სხვა ადვოკატი, რაც კ------- ა--–---–---–ის მიერ თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერი და ჯეროვანი შესრულების პირობებში არ მოუწევდა თ------ს.

 

მოპასუხე ასევე არ ადასტურებს კოლეგიის სხდომის მოსარჩელის შეუტყობინებლობის ფაქტს და განმარტავს, რომ თავდაპირველად კოლეგიის სხდომა დანიშნული იყო 2018 წლის 25 მაისს, რომელიც 11 ივნისამდე გადაიდო იმ მიზეზით, რომ მოსარჩელეს შეტყობინება ვერ ჩაბარდა მოპასუხისთვის ცნობილ ვერც ერთ მისამართზე, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული მისამართები თავად მოსარჩელის მხრიდან გახდა ცნობილი. 2018 წლის 11 ივნისს დანიშნული სხდომის თაობაზეც შეტყობინება ადრესატს კვლავ ვერ ჩაბარდა, რის გამოც ინფორმაცია კ------- ა--–---–---–ს გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის საშუალებით. მისი მიღება მოსარჩელემ 2018 წლის 11 ივნისს, გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაადასტურა. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოპასუხემ მიიჩნია, რომ კ------- ა--–---–---–ი შეგნებულად არ იბარებდა გზავნილებს საკითხის განხილვის გაჭიანურების მიზნით, რის გამოც, დისციპლინურმა კოლეგიამ მიიღო სამართლიანი და საფუძვლიანი გადაწყვეტილება, მოსარჩელის საქმის განხილვა გაემართა მისი დასწრების გარეშე.

 

იმ გარემოებას, რომ კ------- ა--–---–---–მა 2018 წლის 19 ივლისს წერილით მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების წერილობითი დასაბუთება, ადასტურებს მოპასუხეც, თუმცა აღნიშნავს, რომ თ------ი მას დისციპლინური კოლეგიის გადაწყვეტილებისგან განსხვავებულ დასაბუთებას ვერ გადასცემდა, რამდენადაც სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ბრძანების გამოცემას.

 

გარდა ზემოაშნიშნული გარემოებებისა, მოპასუხის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ დაუსაბუთებლობის გარდა, სარჩელი არის ხანდაზმული, რაც ასევე მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ერთის მხრივ სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ს და მეორეს მხრივ კ------- ა--–---–---–ს შორის 2016 წლის 1 აპრილს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების და სსიპ ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის დირექტორის 12/04/2016წ. N1-- ბრძანებით, კ------- ა--–---–---–ი 2016 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაინიშნა შტატგარეშე თანამშრომლად - ადვოკატად და ხელფასი განესაზღვრა 940 ლარით.

 

ხელშეკრულების პირველი მუხლი ადგენს შემდეგს: „დასაქმებული აყვანილია იურისტად, შტატგარეშე საქმიანობის განსახორციელებლად, დამსაქმებლის (თ------ის) მიმდინარე სასამართლო პროცესებში მონაწილეობისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სასამართლოს ყველა ინსტანციაში.“

 

სსიპ თ---–-------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბ------ მ---------ის 01/05/2017 წლის N1-- ბრძანებით, კ------- ა--–---–---–ი დაინიშნა ასევე თ------ის დირექტორის მოადგილედ 2017 წლის 1 მაისიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, შრომის ანაზღაურებით - 2200 ლარი.

 

ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით/ბრძანებით განსაზღვრული ვადის შემდგომ, გათავისუფლებამდე კ------- ა--–---–---–თან არსებობდა შრომითი ურთიერთობა, სადავო არ გახლავთ. უდავოა ასევე ის გარემოება, რომ კ------- ა--–---–---–ის ხელფასი შეადგენდა სულ 3 350 ლარს (ხელზე ასაღები) თვეში, საიდანაც 2200 ლარი იყო დირექტორის მოადგილისთვის განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო, ხოლო 1150 ლარი - როგორც ადვოკატის (იურისტის) ხელფასი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 198-200);

- ბრძანებები (ს.ფ. 202, 203, 210-211);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები;

 

3.1.2. კ------- ა--–---–---–ს თ---–-------------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–---------------ს მხრიდან ბოლო ხელფასი ჩაერიცხა 2018 წლის მარტის თვეში.

 

მას ანაზღაურება არ მიუღია აპრილის თვიდან მოყოლებული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები

 

3.1.3. სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბ------ მ---------ის 30/04/2018წ. N0----- წერილით კ------- ა--–---–---–ს ეცნობა მის წინააღმდეგ დისციპლინური წარმოების პროცედურების დაწყება.

 

წერილში წარმოების დაწყების საფუძვლად მითითებულია კ------- ა--–---–---–ის სამსახურში გამოუცხადებლობა 2018 წლის 12 მარტიდან, რომლის მიზეზების თაობაზეც მოსარჩელეს თ------ისთვის არ უცნობებია არც წერილობით და არც ზეპირსიტყვიერად.

 

წერილში ასევე მითითებულია, რომ როგორც მოკვლევამ დაადგინა, მოსარჩელე არ გამოცხადებულა თ------სა და ზ------ ო---–---–ს შორის არსებულ დავაზე 2018 წლის 21 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე და ამავე სასამართლოში ი--- კ--------ის წინააღმდეგ დავაზე, 2018 წლის 12 აპრილს. გაგზავნილ წერილში თ------ი მოსარჩელეს ასევე ედავება ი--- კ--------ის საქმეში სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობას და ამ საკითხზე შემდგომში ხარვეზის გამოუსწორებლობას.

 

თ------მა წინამდებარე წერილში ასევე განუმარტა ადრესატს 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობითი მოსაზრების (შესაგებლის) წარდგენის და დისციპლინური მოსმენის მოთხოვნის შესაძლებლობის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- წერილი (ს.ფ. 17-18);

 

3.1.4. სსიპ ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბ------ მ---------ის 30/04/2018წ. N0----- წერილზე (რომელიც ჩაბარდა 02 მაისს) კ------- ა--–---–---–მა 2018 წლის 04 მაისს წარადგინა შესაგებელი.

 

კ------- ა--–---–---–მა წარდგენილ შესაგებელში მოითხოვა დისციპლინური მოსმენა თ------ის სამხატვრო საბჭოს მიერ.

 

შესაგებელში ასევე მითითებულია, რომ არ ეთანხმება ტაბელში მოცემულ ინფორმაციას მისი გამოუცხადებლობის თაობაზე 2018 წლის 12 მარტიდან და განმარტავს, რომ ეს ინფორმაცია თუ სწორია, გაურკვეველია რატომ ჩაერიცხა მას მარტის თვის ხელფასი და არ დაიწყო დისციპლინური წარმოების პროცედურა გადაცდომის ჩადენიდან 1 კვირის ვადაში, არაუგვიანეს 2018 წლის 18 მარტისა.

 

სადავოდაა ასევე გამხდარი მისი მხრიდან სასამართლო სხდომების თაობაზე უწყებების ჩაბარების საკითხი. მისი განმარტებით, უწყებები გაეგზავნა თ------ს და მას არ გადასცემია.

 

კ------- ა--–---–---–ი დამატებით მიუთითებს, რომ მას მოვალეობის შესრულებაზე არასოდეს უთქვამს უარი იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომლითაც ხასიათდება მის მიერ დაკავებული თანამდებობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- წერილზე პასუხი/შესაგებელი (ს.ფ. 19-22).

 

3.1.5. სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ბრძანებით (ს) შეიქმნა დისციპლინური კოლეგია შემდეგი შემადგენლობით:------------ გ--–-–---–ი, მ------ ე---------, კ------- ა--–---–---–ი, კ------- შ--–--------ე და ნ----- ხ-------–-–---–ი.

 

აღნიშნული ბრძანება ადასტურებს, რომ კ------- ა--–---–---–ი იყო დისციპლინური კოლეგიის წევრი. თუმცა, სსიპ ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 24/04/2018წ. N2- ბრძანებით (ს) დისციპლინური კოლეგიის თავმჯდომარეს - კ------- ა--–---–---–ს, სამსახურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, კოლეგიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით შეუწყდა უფლებამოსილება. ამავე ბრძანებით, დისციპლინური კოლეგიის შემადგენლობას დაემატა ს--------- დასის კოორდინატორი თ----- მ-------ა. სხვა ნაწილში 28/03/2017 წლის N3- (ს) ბრძანება დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ბრძანება (ს.ფ. 64);

- 24/04/2018წ. N2- ბრძანება (ს.ფ. 132)

 

3.1.6. სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 12/04/2018წ. N2- ბრძანებით (ს) საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარეს - კ------- ა--–---–---–ს, სამსახურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, კომისიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით შეუწყდა უფლებამოსილება.

 

სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 12/04/2018წ. N2- ბრძანებით (ს) თ------ის ბალანსიდან ამორტიზებული ძირითადი აქტივების, მცირეფასიანი საგნებისა და სხვა ხარჯების ქონების ჩამოწერის კომისიის თავმჯდომარეს - კ------- ა--–---–---–ს, სამსახურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, კომისიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით შეუწყდა უფლებამოსილება.

 

სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 12/04/2018წ. N2- ბრძანებით (ს) სატენდერო კომისიის წევრს - კ------- ა--–---–---–ს, სამსახურში ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გამოუცხადებლობის გამო, კომისიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით შეუწყდა უფლებამოსილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 12/04/2018წ. N2- ბრძანება (ს.ფ. 133);

- 12/04/2018წ. N2- ბრძანება (ს.ფ. 134);

- 12/04/2018წ. N2- ბრძანება (ს.ფ. 135)

 

3.1.7. სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგიის სადავო სხდომა გაიმართა 2018 წლის 11 ივნისს. მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგიის სხდომას ესწრებოდნენ წევრები შემდეგი შემადგენლობით:------------ გ--–-–---–ი, ნ----- ხ-------–-–---–ი, კ------- შ--–--------ე, მ------ ე--------- და თ----- მ-------ა, რომელთაგან თავმჯდომარედ აირჩა ე---------- გ--–-–---–ი, ხოლო სხდომის მდივნად - ნ----- ხ-------–-–---–ი.

 

კოლეგიის მიერ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა კ------- ა--–---–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შესაძლო დისციპლინური სახდელის დაკისრება.

 

მუდმივმოქმედმა დისციპლინურმა კოლეგიამ დისციპლინური განხილვის შედეგად მიიღო გადაწყვეტლება, რომლის მიხედვითაც, კ------- ა--–---–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, თ------ის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ ბ------ მ---------ეს მიეცა რეკომენდაცია, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, კ------- ა--–---–---–ის, როგორც თ------ის დირექტორის მოადგილის და ადვოკატის თანამდებობებიდან გათავისუფლების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- დისციპლინური კოლეგიის 11.06.2018წ. სხდომის ოქმი (ს.ფ. 80-86);

 

3.1.8. სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის და დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 14/06/2018წ. N1-- ბრძანებით, კ------- ა--–---–---–ი, როგორც თ------ის დირექტორის მოადგილე, ასევე თ------ის ადვოკატი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობებიდან 2018 წლის 14 ივნისიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- 14/06/2018წ. ბრძანება N1-- (ს.ფ. 87);

 

3.1.9. კ------- ა--–---–---–მა ელექტრონული ფოსტის საშუალებით 2018 წლის 19 ივლისს მოპასუხეს მიწერა წერილი და მოითხოვა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების წერილობითი დასაბუთება. აქვე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ მას სადავო ბრძანება ჩაბარდა ელექტრონული ფორმით, 2018 წლის 19 ივნისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ელექტრონული წერილი (ს.ფ. 88);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელე კ------- ა--–---–---–ი არ გამოცხადებულა სამსახურში - სსიპ თ---–-------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–------–-–------------რში 2018 წლის 12 მარტიდან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლში მოქმედებს პრინციპი მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს. ამ დებულებიდან გამომდინარე, უნდა განისაზღვროს, ვინ რა უნდა ამტკიცოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

 

სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლოს ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ერთ-ერთ და მნიშვნელოვან სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელის სამსახურში გამოცხადების საკითხი 2018 წლის 12 მარტიდან მოყოლებული. იმ ფაქტს, რომ მოსარჩელე არ გამოცხადებულა სამსახურში, მოპასუხე ადასტურებს მარტის და აპრილის თვეების მონაცემებით წარმოდგენილი ტაბელით, რომელშიც არ არის მითითებული კ------- ა--–---–---–ის გამოცხადების ფაქტი მარტისა და აპრილის თვეებში. ასევე, ხსენებული ფაქტის დასადასტურებლად, თ------ის წარმომადგენელი აპელირებს თ------ის თანამშრომელთა, მათ შორის - უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პ----- კ-----–--–---–ის, თ------ის შიდა აუდიტორის ე-–------ ა------ს, თ------ის შიდა ადმინისტრირების მენეჯერის ნ----- ხ-------–-–---–ის, საშვთა ბიუროს ინსპექტორის ი----- გ------–--ის, თ------ის სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილის ე---------- გ--–-–---–ის, სახანძრო სამსახურის უფროსის თ------ი გ----–---–ის და ს----–----- დასის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ------ ე---------ს მოხსენებით ბარათებზე, სადაც ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ სადავო ფაქტს.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე მოწმეთა ჩვენებებზე. კერძოდ, როგორც სამხატვრო ხელმძღვანელის მოადგილე ე---------- გ--–-–---–მა განმარტა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვის დროს, კ------- ა--–---–---–ი 12 მარტის შემდგომ აღარ გამოცხადებულა თ------ში. მოწმემ მიუთითა, რომ მას პირადად დაუკავშირდა მოსარჩელე და აცნობა, რომ სამხატვრო ხელმძღვანელის კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე გაბრაზდა, რის გამოც წავიდა თ------იდან და აღარ აპირებდა მუშაობის გაგრძელებას... ასევე მოითხოვა, რომ ამოღებული ყოფილიყო ყველა კომისიის სიიდან და კაბინეტიდან ჩამოეხსნათ მისი აბრა.

 

რაც შეეხება მოწმე ე-–------ ა------ს, იგი ცალსახად არ მიუითითებდა კ------- ა--–---–---–ის გამოუცხადებლობის ფაქტზე და განმარტავდა, რომ იყო პერიოდები საერთოდ ვერ ხვდებოდნენ ერთმანეთს. თუმცა, სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს მის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, კ------- ა--–---–---–ის ხშირი გამოუცხადებლობა გახდა მიზეზი მისი, როგორც საინვენტარიზაციო კომისიის თავმჯდომარის ჩანაცვლება მომხდარიყო კ------- შ--–--------ით, 2018 წლის 12 აპრილის ბრძანების საფუძველზე. ამასთან, როგორც თავად ე-–------ ა------ მიუთითებს, მის მიერ 2-/05/2018წ. შედგენილ მოხსენებით ბარათში (ს.ფ. 118-119) 2018 წლის 21 მარტს, როდესაც ინვენტარიზაციის პროცესი დასრულებული იყო, კომისიის თავმჯდომარის (მოსარჩელის) არყოფნა აფერხებდა დასკვნით აქტზე და საბოლოო ოქმზე ხელმოწერას, რომლის გათვალისწინებით და კომისიის საქმიანობის შეუფერხებელი განხორციელების მიზნით, მოხდა სწორედ კომისიის თავმჯდომარის ცვლილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები უქმნის საფუძველს სასამართლოს, რომ კ------- ა--–---–---–ის სამსახურში სისტემატიური გამოუცხადებლობა მიიჩნიოს დადგენილ ფაქტად, 2018 წლის 12 მარტიდან მოყოლებული. მოსარჩელე განმარტავდა, რომ მტკიცების ტვირთი ყველა სადავო, მათ შორის ამ გარემოების დასადგენად ეკისრებოდა მოპასუხე მხარეს, რომელიც წარმოადგენს დამსაქმებელს და არის ძლიერი მხარე. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხემ შეძლო დაედასტურებინა მისი მტკიცების საგანში შემავალი და საქმის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, რაც მოსარჩელის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობაში გამოიხატება. თავის მხრივ, მოსარჩელე საპირისპირო პოზიციას მხოლოდ მის ახსნა-განმარტებას აფუძნებდა და რაიმე სათანადო მტკიცებულებაზე ვერ მიუთითებდა, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს დაედგინა აღნიშნულისგან განსხვავებული ფაქტობრივი გარემოება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მოხსენებითი ბარათები (ს.ფ. 117-127);

- ტაბელი/მარტის თვის (ს.ფ. 65-66);

- ტაბელი/აპრილის თვის (ს.ფ. 128-129);

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.2. კ------- ა--–---–---–მა, როგორც სსიპ ქ-------–----------------------–--------------ის ადვოკატმა (იურისტმა) არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად.

 

საქმეში წარმოდგენილია შრომითი ხელშეკრულება, გაფორმებული მხარეთა შორის 2016 წლის 1 აპრილს, სადაც იურისტის პირდაპირ მოვალეობად მითითებულია დამსაქმებლის (თ------ის) მიმდინარე სასამართლო პროცესებში მონაწილეობა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება ყველა ინსტანციის სასამართლოში. ამის საპირისპიროდ, კ------- ა--–---–---–ის გათავისუფლებას მოპასუხე ასაბუთებს სწორედ ზემოაღნიშნული ვალდებულებების შეუსრულებლობით და რიგ შემთხვევებში, არაჯეროვანი შესრულებით, რაც, მოპასუხის განმარტებით, გამოიხატა სასამართლო სხდომებზე გამოუცხადებლობით, შესაგებლის ვადის დარღვევით წარდგენასა და ხარვეზის შეუვსებლობით, რამაც თ------ი გარკვეული პროცესუალური რისკების წინაშე დააყენა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, თითქოს მისთვის არ იყო ცნობილი სადავოდ გამხდარი სასამართლო პროცესების თაობაზე, რის გამოც ვერ გამოცხადდა იგი სააპელაციო სასამართლოში სხდომებზე. ზ------ ო---–---–ის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს უწყებაზე და საქმეში წარმოდგენილ წერილზე კ------- ა--–---–---–ის ელ.ფოსტის მისამართზე, რომლითაც დასტურდება, რომ სასამართლო უწყება მართალია რეალურად თ------ის კანცელარიას ჩაბარდა 05.02.2018 წელს, მაგრამ ამავე დღეს ნ----- ხ-------–-–---–მა, რომელიც არის ადამიანური რესურსების მართვისა და კანცელარიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელ.ფოსტის საშუალებით გაუგზავნა კ------- ა--–---–---–ს უწყება და სხვა დოკუმენტები (სულ 12 ფურცლად). ის გარემოება, რომ ელ.ფოსტის მისამართი ეკუთვნის მოსარჩელეს, სადავოდ არ გაუხდია მის წარმომადგენელს სასამართლო სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს ასევე თ------ის შიდა პროგრამა, რომლის ამონაწერიც ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს უწყება კ------- ა--–---–---–ს შესასრულებლად დაეწერა 05.02.2018 წელს, 12:03 სთ-ზე. ი--- კ--------ის საქმესთან დაკავშირებული უწყებაც ადრესატს თ------ის კანცელარიას ჩაბარდა 28.03.2018 წელს. ამავე საქმეზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ ქ. თ---–-------------–--–---–--------–-----------------------–-------------------–------–-–------------რს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, ბაჟის გადაუხდელობის გამო. მასვე დაევალა დადგენილ ვადაში მიეთითებინა იმის თაობაზე, თუ რაში მდგომარეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი ან/და სამართლებრივი უსწორობა, ასევე გარემოებებზე, რასაც აპელანტი ამყარებდა მოთხოვნას და მის დამადასტურებელ მტკიცებულებებზე. უდავოა, რომ კ------- ა--–---–---–ი არც ერთ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. დგინდება, ასევე, რომ დ----- კ--–-----–---–ის სარჩელთან დაკავშირებით თ------ის სახელით კ------- ა--–---–---–მა ვადის დარღვევით წარადგინა შესაგებელი, მიუხედავად იმისა, რომ დროულად იყო ინფორმირებული დავის თაობაზე მოპასუხის მხრიდან.

 

ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კ------- ა--–---–---–მა არაჯეროვნად შეასრულა მასზე, როგორც ადვოკატზე დაკისრებული ვალდებულება და მაგალითად ო---–---–ის საქმესთან დაკავშირებით კი, საერთოდ რეაგირების გარეშე დატოვა დავალება და არ გამოცხადდა სხდომაზე. ის ფაქტი, რომ მისთვის არ იყო ცნობილი სხდომების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი და მტკიცებას მოკლებული და ეფუძნება მხოლოდ ზეპირ განმარტებას, რაც ვერ იქნება რელევანტური შედავება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ფონზე. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და ადგენს, რომ კ------- ა--–---–---–მა, როგორც თ------ის ადვოკატმა (იურისტმა), არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- სასამართლო უწყებები, გზავნილი (ს.ფ. 67-68, 170-171);

- წერილი დანართით (ს.ფ. 167-168);

- პროგრამიდან ამონარიდი (სფ. 169, 172);

- განჩინება, შესაგებელი (ს.ფ. 70-73, 173-180)

 

3.2.3. მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგია იყო უფლებამოსილი განეხილა კ------- ა--–---–---–ის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის გამო შესაძლო დისციპლინური სახდელის დაკისრების საკითხი.

 

სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის შინაგანაწესის V თავის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტის მიხედვით, დისციპლინური მოსმენის ჩატარების მიზნით თ------ში შექმნილია მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგია, რომელიც შედგება თ------ის სამხატვრო ხელმძღვანელის მიერ დანიშნული 5 (ხუთი) წევრისგან. ამავე მუხლის მე-10 პუნქტი ადგენს, რომ თუ მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგიის რომელიმე წევრისგან მოხდება დისციპლინური გადაცდომა, დისციპლინურ წარმოებას ახორციელებს თ------ის სამხატვრო საბჭო.

 

სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის სამხატვრო ხელმძღვანელის 29.06.2019წ. #5- (ს) ბრძანებით, თ------ის სამხატვრო საბჭოს არსებული მოდელის და სამხატვრო საბჭოს წევრთა არსებული შემადგენლობის ფუნქციური თვალსაზრისით არაეფექტურობისა და აღნიშნული მოდელისადმი თ------ის დასისა და შემოქმედებითი კოლექტივის წევრთა მხრიდან ნდობის დაკარგვის გამო, გათვალისწინებულ იქნა თ------ის თანამშრომელთა ნება და 2016 წლის 26 ივნისიდან 2016 წლის 8 ივლისის ჩათვლით დადგინდა კრების მოწვევა, თითოეული რგოლიდან სამხატვრო საბჭოს წევრობის კანდიდატთა არჩევის მიზნით. მოპასუხე განმარტავდა, რომ რეალურად სამხატვრო საბჭოს წევრთა არჩევა არ მომხდარა და ამდენად, 2016 წლიდან თ------ში არ მოქმედებს სამხატვრო საბჭო.

 

ზემოაღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას, ვინაიდან საპირისპირო მტკიცებულება საქმეში არ გახლავთ. მოსარჩელე ვერ მიუთითებს სამხატვრო საბჭოს ფაქტობრივად არსებობის თაობაზე და ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მუდმივმოქმედი დისციპლინური კოლეგია უფლებამოსილი იყო განეხილა კ------- ა--–---–---–ის შესაძლო გადაცდომის საკითხი. გარდა ამისა, უსაფუძვლოა კ------- ა--–---–---–ის მოსაზრება დისციპლინური კოლეგიის არაუფლებამოსილებასთან დაკავშირებით იმ საფუძვლითაც, რომ რეალურად კოლეგიის სხდომის ჩატარების დროისთვის მოსარჩელე აღარ წარმოადგენდა წევრს და ამ მიზეზითაც საფუძველს მოკლებულია მოთხოვნა სამხატვრო საბჭოს მიერ საქმის განხილვაზე.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვლებს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, კერძოდ, გზავნილებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ მოპასუხის მხრიდან არაერთხელ და არაერთ მისამართზე გაეგზავნა კ------- ა--–---–---–ს უწყება მოსმენის თარიღთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შინაგანაწესი (ს.ფ. 24-63);

- დებულება (ს.ფ. 204-209);

- ბრძანება (ს.ფ. 196);

- გზავნილები/უკუგზავნილები (ს.ფ. 136-166)

 

3.2.4. კ------- ა--–---–---–ი სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის დირექტორის მოადგილის და ადვოკატის თანამდებობებიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, რაც გულისხმობს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების - დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, თუ რა საფუძვლით წყვეტს შრომით ურთიერთობას დასაქმებულთან. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის წინაპირობა გახდა სწორედ მოსარჩელის მიერ მასზე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა და სამსახურში გამოუცხადებლობა ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. ის ფაქტობრივი გარემოება, რაზეც დამსაქმებელმა დააფუძნა ბრძანება, სასამართლოს მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებაში დადგენილ იქნა. ანუ, დადგინდა კ------- ა--–---–---–ის მხრიდან მასზე, როგორც ადვოკატზე დაკისრებული ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება და სამსახურში გამოუცხადებლობა 2018 წლის 12 მარტის შემდგომ. მოსარჩელე აპელირებდა მისი სამუშაოს არასტანდარტულ გრაფიკზე და განმარტავდა, რომ მისი სამუშაოს სპეციფიკა არ მოიცავდა სამსახურში ყოველდღიურ სიარულს. აღნიშნულთან დაკავშირებით მოწმედ დაკითხულმა პირმა ე---------- გ--–-–---–მა განმარტა, რომ მართალია კ------- ა--–---–---–ს სხვა სამსახურებიც ჰქონდა, იყო ადვოკატი და სტანდარტულად დილიდან-საღამომდე თ------ში არ იმყოფებოდა, თუმცა მისი არასტანდარტული სამუშაო გრაფიკიც კი მოიცავდა მის გამოცხადებას სამსახურში ყოველდღიურად, მოსარჩელისთვის მოსახერხებელ საათებში.

 

სასამართლოს მოსაზრებით, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებითაც კი, შეუძლებელია იყო დასაქმებული კონკრეტულ დამსაქმებელთან ისე, რომ დაახლოებით ორი-სამი თვის განმავლობაში სამსახურში მისვლის საჭიროება არ იყოს. ამას გარდა, თავად მოსარჩელემ ზეპირსიტყვიერადაც კი ვერ მიუთითა რაიმე თუნდაც ერთ საქმეზე, რაც მისი მხრიდან ამ პერიოდის განმავლობაში შესრულდა თ------ის სახელით ან მის სასარგებლოდ, დირექტორის მოადგილის ან ადვოკატის ამპლუაში. პირიქით, როგორც სასამართლომ დაადგინა, მან არ განახორციელა წარმომადგენლობა დავებში და უმოქმედობით დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების რისკის ქვეშაც კი დააყენა თ------ი.

 

თ------ის შინაგანაწესის V თავის პირველი მუხლის მე-8 პუნქტი პირდაპირ მიუთითებს, რომ უხეში გადაცდომის შემთხვევაში გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობა - გათავისუფლება.

 

შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ წარმოადგინა მთელი რიგი მტკიცებულებები, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ ჩადენილ უხეშ გადაცდომებს, რის საწინააღმდეგოდაც მოსარჩელეს, მისი ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კ------- ა--–---–---–ის მხრიდან, ო---------------–----- თ------ში ადგილი ჰქონდა ზემოაღნიშნულ დარღვევებს. მოსარჩელის მხრიდან იმ არგუმენტის დასახელება, თუ რატომ არ მოხდა რეალურად მისი გათავისუფლება 2018 წლის 14 ივნისამდე, ხსენებული დასადგენი გარემოების გასაბათილებელი არგუმენტი ვერ იქნება, რამდენადაც, როგორც მოპასუხე განმარტავდა, ამ მოქმედებით თ------მა დრო მისცა მოსარჩელეს გადაწყვეტილებაზე დასაფიქრებლად. ის ფაქტი, რომ 2018 წლის 12 მარტიდან 14 ივნისამდე კ------- ა--–---–---–ს არ შეუსრულებია მასზე დაკისრებული არაერთი მოვალეობა, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია.

 

3.2.5. კ------- ა--–---–---–ის სარჩელი სსიპ თბილისის ზ------–--–---–--------–-----------------------–-------------------–-------–-–--------------ის წინააღმდეგ არის ხანდაზმული.

 

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, კ------- ა--–---–---–ს ელ. ფოსტის საშუალებით გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა 2018 წლის 19 ივნისს, რაზეც წერილობით დასაბუთების მოთხოვნით ასევე ელექტრონული ფორმით მიწერა მოპასუხეს 2018 წლის 19 ივლისს. (იხ. ს.ფ. 88) შესაბამისად, გამომდინარე საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტიდან, მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა დასაბუთება მოსარჩელისთვის, საიდანაც აითვლება შემდგომში სასამართლოში შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების გასაჩივრების ამავე მუხლის მე-7 პუნქტით მინიჭებული 30 დღიანი ვადა. ამდენად, კ------- ა--–---–---–ის მხრიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2018 წლის 27 აგვისტოს.

 

წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 08 ნოემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელე მხარის ზეპირსიტყვიერ განმარტებაზე (მტკიცებულება საქმეს არ ერთვის), რომ მან დადგენილ ვადაში სასამართლოში წარადგინა სარჩელი განაცდური ხელფასის მოთხოვნით. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით უპირველესად განმარტავს იმას, რომ მტკიცებულებას, რომელიც საქმეს არ ერთვის, სასამართლო ვერ დაეყრდნობა გადაწყვეტილების გამოტანისას. ასევე მნიშვნელოვანია განემარტოს მხარეს, რომ გასაჩივრების ხანდაზმულობის ვადები ეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას და არა მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მოთხოვნას. ანუ, იმისთვის, რომ ხანდაზმულობის ვადებთან დაკავშირებით ემსჯელა სასამართლოს, საქმეში წარმოდგენილ უნდა ყოფილიყო ხანდაზმულობის ვადებში წარდგენილი სარჩელი, სადაც სადავოდ იქნებოდა გამხდარი გათავისუფლების ბრძანება, რომლის მიღებაზე უარიც შესაძლოა შემდგომში გამხდარიყო ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში კი, საქმეში მსგავსი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის და თავად მოსარჩელე მხარეც ვერ მიუთითებს, რომ მას რეალურად ჰქონდა გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელი 2018 წლის 08 ნოემბრამდე. ამდენად, მოთხოვნა არის ხანდაზმული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ კ------- ა--–---–---–ის სარჩელი სამსხურიდან გათავისუფლების ბრძანების გაუქმების, იმავე თანამდებობაზე აღდგენის, განაცდური ხელფასის და პირგასამტეხლოს მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნით არ უნდა დაკმაყოფილდეს, დაუსაბუთებლობის და მოთხოვნის ხანდაზმულობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე, 31-ე მუხლები;

ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლი;

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-2, 37-ე, 38-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2. მუხლი).

 

სშკ-ის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა.

 

სასამართლოს განმარტებით, არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად (სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლი). სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მოთხოვნების მართებულობას.

 

საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომა თავისუფალია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით – საქართველოს შრომის კოდექსით. ევროპის სოციალური ქარტიის 24-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, საწარმოს შინაგანაწესიდან.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ზ" პუნქტი ითვალისწინებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი, აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი ნაწილდება იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია.

 

შრომითსამართლებრივი ურთიერთობის ბუნებიდან გამომდინარე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მტიცების ტვირთის განაწილების გარკვეულწილად „სპეციალურ“ წესზე. სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის N158-ე კონვენციას „დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. აღნიშნული კონვენცია შეიცავს საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს განსახილველი სამართალურთიერთობისათვის მნიშნელოვანს დანაწესს, რომლის თანახმადაც, კონვენციის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერი მიზეზის მტკიცების ტვირთი უნდა ეკისრებოდეს დამსაქმებელს. მით უმეტეს, შრომითი ურთიერთობა თავისი არსით ბუნებრივად ეხება ისეთ მხარებს, რომლებიც მთლად ჰორიზონტალურ სიბრტყეში ვერ იქნებიან აღქმულნი ერთურთის მიმართ. დამსაქმებელი, ასეთი შინაარსის სამართალურთიერთობაში წარმოადგენს ხელშეკრულების ძლიერ მხარეს; მას მიუწვდება ხელი ყველა იმ საჭირო მექანიზმსა და მონაცემზე, რომლითაც შრომითი ურთიერთობის რაიმე სახის ცვლილება უნდა დასაბუთდეს. ისეთ შემთხვევაში, როდესაც დამსაქმებელი იღებს გადაწყვეტილებას უკვე დამკვიდრებული და წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული კონკრეტული შრომითი ურთიერთობის, ასე ვთქვათ - „თამაშის წესების“ ცვლილებაზე (ან მითუმეტეს საერთოდ ამ „თამაშის“ შეწყვეტასა და დასრულებაზე), სწორედ დამსაქმებელი ხდება პირი, რომელმაც მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება უნდა ამტკიცოს მის ხელთ არსებული შესაბამისი ინსტრუმენტებით. სწორედ დამსაქმებელმა უნდა ამტკიცოს, რომ მის მიერ გამოვლენილი ნება შესაბამისობაშია როგორც შრომითი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლის წყაროებთან, ასევე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლთან, რომლის თანახმადაც, ყოველი სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.

 

განსახილველი დავის ფარგლებში დადგენილია, რომ საქმის გარემოებანი ეხება სსიპ თ---–----------------------–--------------ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილის და თ------ის ადვოკატის - კ------- ა--–---–---–ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობას.

 

სასამართლომ საქმის განხილვისას დაადგინა, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი მისი მოვალეობების უხეშ დარღვევას, ასევე იზიარებს, რომ დარღვევის ხასიათი ნამდვილად იყო ,,უხეში“, ვინაიდან სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია, რომ კ------- ა--–---–---–ი 2018 წლის 12 მარტის შემდეგ არ გამოცხადებულა სამსახურში და მისთვის დაკისრებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია, რომ მისი სამუშაოს არასტანდარტული გრაფიკიდან გამომდინარე იგი პერიოდულად არ ცხადდებოდა სამსახურში და ეს იყო ნორმა. მთელი რიგი მტკიცებულებები იქნა წარმოდგენილი მოპასუხის მხრიდან, რითიც დადასტურდა, რომ საერთოდ არ გამოცხადებულა 12 მარტის შემდეგ სამსახურში კ------- ა--–---–---–ი. სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მოწმე ე---------- გ--–-–---–ის ჩვენებაზე, რომელმაც განმარტა, რომ თავად მას დაუკავშირდა მოსარჩელე და აცნობა სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე. აღნიშნული საუბარი არც მოსარჩელემ გახადა სადავო, თუმცა სურდა სხვა სურათი დაენახვებინა სასამართლოსთვის. მოპასუხემ ასევე შეძლო ეჩვენებინა სასამართლოსათვის, რომ კ------- ა--–---–---–ი, როგორც თ------ის იურისტი არაჯეროვნად ასრულებდა მის ვალდებულებებს. კერძოდ, მოსარჩელე არ გამოცხადებულა თ------სა და ზ------ ო---–---–ს შორის არსებულ დავაზე 2018 წლის 2- მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე და ამავე სასამართლოში ი--- კ--------ის წინააღმდეგ დავაზე, 2018 წლის 12 აპრილს. მოსარჩელემ ასევე არ გამოასწორა ხარვეზი ი--- კ--------ის საქმეში სააპელაციო საჩივარზე. სასამართლომ არაერთხელ მიუთითა მოპასუხის მტკიცების ტვირთზე, რომელიც მას აკისრებდა სწორედ გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას და სასამართლოს მოსაზრებით, თ------ის წარმომადგენლების მხრიდან მოხდა იმ ფაქტის დადასტურება, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულების უხეშ დარღვევას, რის საპასუხოდაც სამსახურიდან გათავისუფლება არის ადეკვატური ღონისძიება.

 

ამდენად, სასამართლო გამართლებულად მიიჩნევს დამსაქმებლის ნებას - შეწყვიტოს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა, ვინაიდან ეს ნება სავსებით აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლით გათვალისწინებული „მართლზომიერი ნების“ მაღალ სტანდარტებს.

საბოლოო ჯამში, სასამართლო დამსაქმებლის მიერ დასაქმებულთან - კ------- ა--–---–---–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას მიიჩნევს კანონიერად. ვინაიდან, დათხოვნის საფუძველი აღწევს საკმარისად სერიოზულ დონეს, შესაბამისად, სარჩელი სადავო ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე დაუსაბუთებელია და ვერ დაკმაყოფილდება.

თავის მხრივ, პირველი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის პირობებში, ასევე უსაფუძვლოდ რჩება დანარჩენი მოთხოვნებიც, თანამდებობაზე აღდგენის, განაცდურის ანაზღაურების და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე, რომლებიც თავისთავად მხოლოდ ამ პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნათა თანმდევი შედეგები უნდა ყოფილიყვნენ ისეთ შემთხვევაში, თუ სასამართლო სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

6.2. გარდა იმისა, რომ სარჩელი სასამართლომ მიიჩნია დაუსაბუთებლად, სასამართლო განმარტავს, რომ კ------- ა--–---–---–ის მოთხოვნა ამავდროულად არის ხანდაზმული, რაც თავის მხრივ ასევე არის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს უფლება აქვს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გაუგზავნოს მას წერილობითი შეტყობინება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლის წერილობითი დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე. ამავე მუხლის მე-5 ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით დაასაბუთოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. მე-6 ნაწილი ადგენს, რომ დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მე-7 ნაწილის მიხედვით, თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს, 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამ შემთხვევაში დავის ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთი ეკისრება დამსაქმებელს.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ კ------- ა--–---–---–ს ელ. ფოსტის საშუალებით გათავისუფლების ბრძანება ჩაბარდა 2018 წლის 19 ივნისს, რაზეც წერილობით დასაბუთების მოთხოვნით ასევე ელექტრონული ფორმით მიწერა მოპასუხეს 2018 წლის 19 ივლისს. შესაბამისად, მოპასუხეს 2018 წლის 26 ივლისის ჩათვლით უნდა მიეწოდებინა დასაბუთება მოსარჩელისთვის. ამდენად, კ------- ა--–---–---–ის მხრიდან გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრების ვადა იწურებოდა 2018 წლის 27 აგვისტოს.

 

წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღძრულია 2018 წლის 08 ნოემბერს, ანუ ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხის, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. არ დაკმაყოფილდეს კ------- ა--–---–---–ის სარჩელი სსიპ „ქ. თ---–-------------–--–---–--------–-----------------------–--------------ის“ მიმართ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის, განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის №7ა), თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაია გიგაური