გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
080210017001675888
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/45-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14.02.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს „კ-------- პ-–---ს ჯ-------ა“

წარმომადგენელი - ლ---- ყა-----–-–---–ი

მოპასუხე - დ--–- ჯ-–------ნი, თ----- ჯ-–------ნი, კ---ა ჯ-–------ნი

დავის საგანი - უფლებამონაცვლის დადგენა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. დ--–- ჯ-–------ნის, თ----- ჯ-–------ნის, კ---ა ჯ-–------ნის გარდაცვლილი ტ------–ი ჯ-–------ნის მემკვიდრეებად აღიარება.

 

1.2. ტ------–ი ჯ-–------ნის მემკვიდრეების; დ--–- ჯ-–------ნის, თ----- ჯ-–------ნის და კ---ა ჯ-–------ნის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია მათი კუთვნილი წილის პროპორციულად - უძრავი ქონების მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

სასამართლო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მოსარჩელეს მიეცეს უფლება მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება წარადგინოს შესაბამის ორგანოში რეგისტრაციისთვის.

 

2.დავის არსის მოკლე მიმოხილვა.

 

2.1. 2015 წლის 29 იანვარს კ---ა ჯ-–------ნს, ტ------– ჯ-–------ნსა და სს „კ------ტ პ-–---ს ჯ-------ა“-ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და სესხის ხელშეკრულება CPL-1--------- და მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხის თანხა - 19000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 2020 წლის 03 თებერვლამდე.

 

სესხის ხაზის მომსახურების ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ------–ი ჯ-–------ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) შენობა №1-დან ფართი №1-71.89 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------. ვინაიდან მსესხებლის მიერ არ მოხდა საკ------ტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, მოსარჩელე მიმართავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მოსარჩელეს ეცნობა, რომ უძრავი ქონების მესაკუთრე და თანამსესხებელი პირი ტ------–ი ჯ-–------ნი რეგისტრირებულია გარდაცვლილად, მოსარჩელე მემკვიდრეების მიერ მიერ სამკვიდროს მიღებულად აღიარებამდე და სამკვიდროს მემკვიდრეთა საკუთრებაში გადასვლამდე ვერ მიმართავს შესაბამის სამართლებრივ ღონისძიებებს მოპასუხეების წინააღმდეგ. მოსარჩელის მიერ მოძიებულ იქნა სავარაუდო მემკვიდრეები, რომელთაც გაეგზავნათ შეტყობინებები გარდაცვლილის დარჩენილი ვალდებულებების თაობაზე, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მემკვიდრეები არ იღებენ სამკვიდროს, რითაც ხელს უშლიან იძულებით აღსრულების გზით კ------ტის გამცემისათვის თანხის დაბრუნებას. სხვა შესაძლო მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელეს არ გააჩნია.

 

2016 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელის მიმართვით განახლდა ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და უძრავი ქონება თანასაკუთრების უფლებით კვლავ ირიცხება გარდაცვლილი ტ------– ჯ-–------ნის სახელზე. 2016 წლის 16 დეკემბერს ნოტარიუსთა პალატის მიერ გაცემული წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მემკვიდრეებს არ მიუმართავთ ნოტარიუსისთვის სამკვიდროს მისაღებად. მოპასუხეები მამკვიდრებელის გარდაცვალების დღიდან დაეუფლნენ და განკარგავენ მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად, კი სამკვიდროს მიღების ორი გზა არსებობს, განცხადების შეტანა სანოტარო ბიუროში, სამკვიდროს ფლობა და მართვა. აღნიშნულ შემთხვევაში მემკვიდრემ სამკვიდრო მიიღო ფლობის წესით, ხოლო სამკვიდრო მოწმობის რეგისტრაციაზე კი თავს იკავებს. დავის საგანს წარმოადგენს მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღებულად აღიარება მათი წილის პროპორციულად.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხებმა - დ--–- ჯ-–------ნმა, თ----- ჯ-–------ნმა და კ---ა ჯ-–------ნმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს და განმარტეს, რომ ისინი წარმოადგენენ აწ. გარდაცვლილი ტ------–ი ჯ-–------ნის მემკვიდრეებს. სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივი ფლობით და სურთ მორიგება მოსარჩელესთან, რადგან სხვა საცხოვრებელი მათ არ გააჩნიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2015 წლის 29 იანვარს კ---ა ჯ-–------ნს, ტ------– ჯ-–------ნსა და სს „კ------ტ პ-–---ს ჯ-------ა“-ს შორის გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურების ხელშეკრულება და სესხის ხელშეკრულება CPL-1--------- და მოსარჩელემ მსესხებელს გადასცა სესხის თანხა - 19.000 აშშ დოლარის ოდენობით, სესხი სრულად უნდა დაფარულიყო 2020 წლის 03 თებერვლამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ტ------– ჯ-–------ნის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) შენობა №1-დან ფართი №1-71.89 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------.

მტკიცებულება: სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება CPL-1---------. (ტ.1.ს/ფ.17-32).

 

3.1.2. დადგენილია, რომ ტ------– ჯ-–------ნი გარდაიცვალა 2015 წლის 09 ნოემბერს.

მტკიცებულება: გარდაცვალების მოწმობა. (ტ.1.ს/ფ.42).

 

3.1.3. დადგენილია, რომ 2015 წლის 09 ნოემბერს გარდაცვლილ ტ------– ჯ-–------ნს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - მოპასუხე - დ--–- ჯ-–------ნი (მეუღლე), და შვილები თ----- ჯ-–------ნი, კ---ა ჯ-–------ნი.

მტკიცებულება: შესაგებელი. მხარეთა ახსნა-განმარტება, აღიარება.

 

3.1.4. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) შენობა №1-დან ფართი №1-71.89 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------. რეგისტრირებულია 2015 წლის 09 ნოემბერს გარდაცვლილი ტ------– ჯ-–------ნის სახელზე.

მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1.ს/ფ.40-41).

 

3.1.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

4.1. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა განმარტებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, იურიდიული ინტერესის არსებობისათვის, რომელიც წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის მიღებისა და განხილვის წინაპირობას, აუცილებელია, რომ არსებობდეს დავა მხარეთა შორის უფლებებისა თუ სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ. აღიარებით სარჩელს, მიკუთვნებითი სარჩელისაგან განსხვავებით, წაეყენება დამატებითი წინაპირობა – ნამდვილი იურიდიული ინტერესის არსებობა, ანუ რა სამართლებრივი შედეგის მიღწევაა შესაძლებელი, რა არის მოსარჩელის სამართლებრივი დაცვის ინტერესი. აღნიშნული ინტერესის არსებობა წარმოადგენს აღიარებითი სარჩელის დასაშვებობისა და დაკმაყოფილების ძირითად წინაპირობას.

მოსარჩელის იურიდიული ინტერესია მოპასუხეების მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად:

 

1. გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

2. კანონით მემკვიდრეობა გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე - მოქმედებს, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი, ან თუ ანდერძი მოიცავს სამკვიდროს ნაწილს, ან თუ ანდერძი მთლიანად ან ნაწილობრივ ბათილად იქნება ცნობილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ:

ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;

ბ. ანდერძით მემკვიდრეობისას - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, აგრეთვე ისინი, რომლებიც ჩაისახნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ, მიუხედავად იმისა, მისი შვილები არიან ისინი თუ არა, ასევე იურიდიული პირები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.

 

6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ტ------– ჯ-–------ნი გარდაიცვალა 2015 წლის 09 ნოემბერს. დადგენილია, რომ ტ------– ჯ-–------ნს დარჩა სამი პირველი რიგის მემკვიდრე - მოპასუხე - დ--–- ჯ-–------ნი (მეუღლე), და შვილები თ----- ჯ-–------ნი, კ---ა ჯ-–------ნი. დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) შენობა №1-დან ფართი №1-71.89 კვ.მ, საკადასტრო კოდი: 0-----------. რეგისტრირებულია 2015 წლის 09 ნოემბერს გარდაცვლილი ტ------– ჯ-–------ნის სახელზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1320-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებელის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად, 1. სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებელის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. 2. სამკვიდროში შედის საერთო საკუთრების წილი, რომელიც მამკვიდრებელზე მოდიოდა, ხოლო, თუ ქონების გაყოფა ნატურით შეუძლებელია, მაშინ - ამ ქონების ღირებულება.

 

6... საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:

კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან:

I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ნაშვილები და მისი შთამომავლები, როგორც მშვილებლის ან მისი ნათესავების მემკვიდრეები, გათანაბრებული არიან მშვილებლის შვილებთან და მათ შთამომავლებთან. ნაშვილები აღარ მიიჩნევა კანონით მემკვიდრედ მისი მშობლებისა და აღმავალი ხაზის სხვა ბიოლოგიური ნათესავების, აგრეთვე დებისა და ძმების გარდაცვალების შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად:

 

1. სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე.

2. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

3. თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი.

4. თუ ერთ-ერთი მემკვიდრე სამკვიდროდან წილის მიღებაზე უარს იტყვის სხვა მემკვიდრის სასარგებლოდ, ასეთი მოქმედება ჩაითვლება სამკვიდროს მიღებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

6.7. საქმის განხილვისას მოპასუხეებმა განმარტეს, რომ ისინი წარმოადგენენ აწ. გარდაცვლილი ტ------– ჯ-–------ნის მემკვიდრეებს. სამკვიდრო მიიღეს ფაქტობრივი ფლობით და სურთ მორიგება მოსარჩელესთან, რადგან სხვა საცხოვრებელი მათ არ გააჩნიათ.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის თანახმად:

 

1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კ------ტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.

2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს.

3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც.

 

6.9. მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. სასამართლო ხარჯები:

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლ----ნგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლ----ნგის საგნის დაბრუნების შესახებ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წარმოადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულადი თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელებზე -გადასახდელი თანხით.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით-შესაბამისი საგადახდო დავალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიმართ სასამართლოში განსახილველად წარმოდგენილ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით.

სსს კოდექსის 49-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი ბიუჯეტიდან. საგადახდო დავალება N1130354. 06.01. 2017 წელი, რადგან მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე ცნეს სარჩელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. დაკმაყოფილდეს სს „კ------ტ პ-–---ს ჯ-------ა“-ს სარჩელი.

 

2. დ--–- ჯ-–------ნი, თ----- ჯ-–------ნი(პ/ნ 6----------) და კ---ა ჯ-–------ნი (პ/ნ 6----------) ცნობილი იქნენ 2015 წლის 09 ნოემბერს გარდაცვლილი ტ------–ი ჯ-–------ნის (პ/ნ 6----------) მემკვიდრეებად.

 

3. ტ------–ი ჯ-–------ნის (პ/ნ 6----------) მემკვიდრეების; დ--–- ჯ-–------ნის, თ----- ჯ-–------ნის და კ---ა ჯ-–------ნის სახელზე, მათი კუთვნილი წილის პროპორციულად, საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით აღირიცხოს ტ------–ი ჯ-–------ნის (პ/ნ 6----------) სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: ქ. ქუთაისი, ქუჩა გ-------------, №-- (ყოფ. ა--------ს ქ №--; ყა------ს ქ. მე-2 შეს. №---) საკადასტრო კოდი: 0-----------.

 

4.მოსარჩელეს ნება დაერთოს მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება აღსასრულებლად წარადგინოს შესაბამის ორგანოში რეგისტრაციისთვის.

 

5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს გადახდილი სახ. ბაჟი ბიუჯეტიდან. ანგარიში - 3--------. საგადახდო დავალება N1130354. 06.01. 2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,ტ---------“. გადამხდელი სს „კ------ტ პ-–---ს ჯ-------ა“.

 

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე