გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240210018002704344
(2/957-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.03.2019 წელი ქ.სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ბა-------------–--ა
წარმომადგენელი - მე---------–----–--ა
მოპასუხე - ედ----------------------ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ედ----------------------ას ბა-------------–--ას სასარგებლოდ დაეკისროს 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარი.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 2017 წლის სექტემბრის თვეში ბა-------------–--ა სიტყვიერად გაურიგდა და შეუთანხმდა ედ----------------------ას, რომ ეს უკანასკნელი 2018 წლის მარტის თვემდე მოსარჩელეს მეუღლის ნუ-----------–------------ს კუთვნილ ქ. სე---–ი, აგ------ს ქუჩა N--ში მდებარე სახლში გამოცვლიდა და დაამონტაჟებდა მეტალო პლასტმასის 14 ფანჯარას, რომლებსაც გაუკეთებდა ორმაგ მინას და დამატებით შვიდ ფანჯარაზე მოაწყობდა მწერებისგან დამცავ ბადეებს. აღნიშნულისათვის, (მასალის ყიდვა, მოტანა, ხელობა) მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 3700 ლარი. აქედან, 2700 ლარი მოსარჩელემ გადასცა პირადად მოპასუხეს, ხოლო 1000 ლარი მოპასუხის თხოვნით გადასცა ბა-----–--------ს, რომელსაც აქვს მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრის დამამზადებელი საწარმო. მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხემ სრულად მიიღო გასამრჯელო, იგი დღემდე არ ასრულებს თავის ვალდებულებას, თუ არ ჩავთვლით ნახევრად ჩასმულ ფანჯარას, რომელიც არ ასრულებს თავის ფუნქციას. თანხის მიღება ედ----------------------ამ დაადასტურა ხელწერილითა და სიტყვიერადაც. მოპასუხის ქმედების გამო, მოსარჩელის მეუღლემ ნუ-----------–------------მ განცხადებით მიმართა პროკურატურას, ამის შემდეგ მოპასუხემ აღიარა თანხის მოსარჩელისგან მიღება, აღიარა როგორც ვალი, რის შემდეგაც მომჩივანს განუცხადეს, რომ სისხლის სამართლოს ნიშნები არ იკვეთება და ურჩიეს სამოქალაქო სარჩელით მიემართა სასამართლოსთვის. შესაბამისად, მოსარჩლე მოითხოვს მოპასუხისგან თანხის უკან დაბრუნებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 მოპასუხე ედ----------------------ამ ნაწილობრივ ცნო სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ ბა-------------–--ასთვის შესაცვლელი ჰქონდა მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრები, რაც წინასწარ იქნა დაანგარიშებული მათ მიერ და აღნიშნული შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებამ შეადგენდა 3700 ლარი, აქედან შესასრულებელი სამუშაოებისათვის წინასწარ მოსარჩლემ გადაიხადა 2700 ლარი, რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ, სარჩელზე თანდართულ ხელწერილებითაც. მის მიერ შესრულდა 1100 ლარის ღირებულების მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრების მონტაჟი, ხოლო შეუსრულებელი სამუშაოებისათვის დასაბრუნებელი თანხა შეადგენს 1600 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ბა-------------–--ა ედ----------------------ას გაურიგდა და შეთანხმდნენ მასზედ, რომ ედ----------------------ა შეცვლიდა მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯრებს. საერთო ჯამში შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება კი შეადგენდა 3700 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები; სარჩელი; შესაგებელი.
3.1. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ბა-------------–--ამ ედ----------------------ას შესასრულებელი სამუშაოების ღირებულებიდან თანხის ნაწილი 2700 ლარი გადასცა ბა-------------–--ას, ხოლო დანარჩენი ნაწილი 1000 (ერთი ათასი) ლარი მოპასუხეს მითითებით ბა-----–--------ს, რომელიც ქ. სე---–ი ფლობს მეტალო პლასტმასის დამამზადებელ საწარმოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2.2. მიუხედავად შესასრულებელი სამუშაოების თანხის სრულად გადახდისა, ედ----------------------ა დღემდე არ ასრულებს შეთანხმების პირობებს. მას ბა-------------–--ას მეუღლის ნუ-----------–------------ს კუთვნილ ქ. სე---–ი, აგ------ს ქუჩა N--ში მდებარე სახლში უნდა გამოცვლიდა და დაემონტაჟებინა მეტალო პლასტმასის 14 ფანჯარა, რომლებსაც გაუკეთებდა ორმაგ მინას და დამატებით შვიდ ფანჯარაზე მოაწყობდა მწერებისგან დამცავ ბადეებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩლის ახსნა-განმარტებები;
3.2.3. 2018 წლის 02 მარტს ე. სა----ს, ბ. ბა-----–---ს მიერ შედგენილი ხელწერილის თანახმად, ,,მე, ედ------- სა----მ ბა-------------–--ასაგან მიღებული მაქვს 1200 (ერთი ათას ორასი) ლარი,. უნდა გავაკეთო მეორე სართულზე ყველგან მეტალო პლასტმასის ფანჯრები თავისი ბადეებით, ასევე, პირველ სართულზე უნდა გავუკეთო ბადეები ყველა ფანჯარას. ფანჯრები ყველა იქნება ორმაგი მინით, რისთვისაც მე უნდა მომცენ 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარი. დღეის მდგომარეობით მიღებული მაქვს 2200 (ორი ათას ორასი) ლარი, დარჩება 1500 (ათას ხუთასი) ლარი, რაზედაც ხელს ვაწერთ: ე. სა----. შენიშვნა: სხვა თანხას მივცემ საქმის დასრულების შემდეგ. ბა-----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი;
3.2.4. 2018 წლის 02 მარტს შედგენილი ხელწერილის მიხედვით: ,,მე ედ--ა სა----მ სესხად გამოვართვი 500 (ხუთასი) ლარი, რომელსაც გაუსწორდები მაშინ ყველაფერში გავერკვევი, რაზედაც ხელს ვაწერ ე. სა----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელწერილი;
3.2.5. მოწმე ბა-----–--------ს განმარტებით, დაკავებული კერძო ბიზნესით, იგი იცნობს მხარეებს. მისთვის ცნობილია, რომ ბა-------------–--ამ ედ----------------------ას შეუკვეთა მეტალო პლასტმასის ფანჯრების გაკეთება; სამუშაო მასალა წაიღო ედ----------------------ამ, მასალის ფული კი 1000 ლარის ოდენობით პირადად მას გადაუხადო ბა-------------–--ამ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე ბა-----–--------ს ჩვენება;
3.2.6. მოწმე და--------–-----–--ს ჩვენებით, იგი მუშაობს ბა-------------–--ას მაღაზიაში. მასთან მივიდა ედ----------------------ა და უთხრა, რომ ბადრის დავალებით მას მისთვის უნდა გადაეხადა თანხა. რადგანაც მისთვის უცნობი იყო ედ----------------------ას ვინაობა, ტელეფონის მეშვეობით დაუკავშირდა ბა-------------–--ას, რომელმაც სთხოვა, რომ ედ----------------------ასთვის გადაეცა თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით. ბა-------------–--ასთან სატელეფონო საუბრის მერე მითითებული 200 (ორასი) ლარი გადასცა ედ----------------------ას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმე და--------–-----–--ს ჩვენება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მოწმის, მხარეთა განმარტებებითა და მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მასალებით დადასტურებულად მიიჩნევს და თავად მხარეებს შორისაც კი სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეთა შორის ნამდვილად დაიდო ნარდობის ხელშეკრულება. ნარდობის ხელშეკრულების საგანი იყო ნუ-----------–------------ს კუთვნილ ქ. სე---–ი, აგ------ს ქუჩა N--ში მდებარე სახლში გამოეცვალა და დაემონტაჟებინა მეტალო პლასტმასის 14 ფანჯარა, ორმაგ მინით და დამატებით შვიდ ფანჯარაზე მოეწყო მწერებისგან დამცავი ბადეები. ასევე სადაო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება წინასწარ იქნა მხარეთა მიერ დაანგარიშებული და ხარჯთაღრიცხვამ ჯამში შეადგინა 3700 ლარი, თანხის ნაწილი 2700 ლარის ოდენობით მისთვის გადაცემის ფაქტს მოპასუხე ედ----------------------ა არ უარყოფს. ერთადერთი სადაო საკითხს მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენს ნარდობის ხელშეკრულების ნაწილი თანხის 1000 ლარის ედ----------------------ასთვის გადაცემის ფაქტი, თუმცა სასამართლო შეჯიბრებათობის პრინციპის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, ბა-------------–--ას მიერ ხელშეკრულების ფარგლებში ნარდობის სადაო თანხის 1000 ლარის ედ----------------------ასათვის გადახდილის ფაქტს, რამეთუ სასამართლო პროცესზე მოწმის სახით გამოცხადებულმა ბა-----–--------მ, რომელიც ფლობს კერძო ბიზნესს - მეტალო პლასტმასის დამამზადებელ საწარმოს, დაადასტურა, რომ ბა-------------–--ამ ედ----------------------ას შეუკვეთა მეტალო პლასტმასის ფანჯრების გაკეთება; მან ედ----------------------ას გადასცა სამუშაო მასალა, რომლის ღირებულება შეადგენდა 1000 ლარს, აღნიშნული თანხა კი პირადად გადაიხადა ბა-------------–--ამ. ამდენად, ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვა მოსარჩლის მიერ სრულად იქნა გაღებული და გადახდილი. მიუხედავად აღნიშნულისა, დღეის მდგომარეობით ედ----------------------ას შესრულებული არ აქვს სამუშაოები, კერძოდ, შეთანხმებისამებრ ნუ-----------–------------ს კუთვნილ ქ. სე---–ი, აგ------ს ქუჩა N--ში მდებარე სახლში არ არის გამოცვლილი და დაამონტაჟებდა მეტალო პლასტმასის 14 ფანჯარა, ორმაგი მინით და ასევე, დამატებით შვიდ ფანჯარაზე არ არის მოწყობილი მწერებისგან დამცავი ბადეები, რაც მიუთითებს მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ედ----------------------ას ბა-------------–--ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 3700 ლარის ანაზღაურება.
5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 417-418-ე, 115-ე, 420-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-892-ე, 896-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალიწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლელბას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი. ხოლო, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმა-პრინციპის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
დადგენილია, რომ ბა-------------–--ასა და ედ----------------------ას შორის არსებული შეთანხმებით, 2018 წლის მარტის თვემდე ედ----------------------ას მეუღლის ნუ-----------–------------ს კუთვნილ ქ. სე---–ი, აგ------ს ქუჩა N--ში მდებარე სახლში უნდა გამოეცვალა და დაემონტაჟებინა მეტალო პლასტმასის 14 ფანჯარა, ორმაგი მინით და დამატებით შვიდ ფანჯარაზე უნდა მოეწყო მწერებისგან დამცავი ბადე. აღნიშნულისათვის, (მასალის ყიდვა, მოტანა, ხელობა) მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 3700 ლარი.
6.2. ზოგადად ხელშეკრულების დადებისთანავე მხარეები იმყოფებიან სახელშეკრულებო ბოჭვის მდგომარეობაში, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი უფლებამოსილნი არ ა----- ცალმხრივად უარი თქვან ხელშეკრულებაზე (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მენარდე ვალდებულია თავისი ვალდებულება შეასრულოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სტანდარტით (ჯეროვნად). იმ შემთხვევაში თუ მენარდე არღვევს თავის ვალდებულებას, (მაგ: ნელა, უხარისხოთ ასრულებს სამუშაოს) შემკვეთი უფლებამოსილია მოშალოს ხელშეკრულება, სამოქალაქო კოდექსის 399-ე, 405-ე და 644-ე მუხლებიდან გამომდინარე.
სამოქალაქო კოდექსის 644-ე მუხლის მიხედვით, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-ე მუხლის მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ამავე კოდექსის 405-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით კი, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო უნდა შესრულებულიყო 2018 წლის მარტის თვემდე. ხელშეკრულება დაიდო 2017 წლის სექტემბრის თვეში. მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და სასამართლო პროცესზეც განაცხადა, რომ თავადაც უარი განაცხადა სამუშაოს შესრულებაზე.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამდენად, ბა-------------–--ას უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ნარდობის ხელშეკრულების საფასური - 3700 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49.2 მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 111 ლარი. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე ნაწილობრივ სცნეს სარჩელის მოთხოვნა 2700 ლარის დაკისრების ნაწილში. მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი ბაჟის თანხიდან უნდა დაუბრუნდეს მოპასუხეების მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული თანხა 81 ლარი. მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 30 ლარის ანაზღაურება მოპასუხის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ბა-------------–--ას სარჩელი ედ-–--- (ედ-------, ედ--ა) სა----ს მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ედ-–--- (ედ-------, ედ--ა) სა----ს (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ბა-------------–--ას (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ დაეკისროს 3700 (სამი ათას შვიდასი) ლარის გადახდა.
2. ბა-------------–--ას (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს სს ,,ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით, მე---------–----–--ას მიერ, N18388227 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელწმიფო ბაჟის ნაწილი 81 (ოთხმოცდაერთი) ლარის ოდენობით.
3. დაეკისროს მოპასუხე ედ-–--- (ედ-------, ედ--ა) (პ/ნ 3----------) მოსარჩელე ბა-------------–--ას (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30 (ოცდაათი) ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისი სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქუთაისი, ნიუპორტის ქ. N32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს (მის.: ქ. სენაკი, რუსთაველის ქ. 247) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე