გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210118002578490
#2/306-18 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15.02.2019 წელი. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელე: ს.ს. ,, კ------- ბ---ი”
წარმომადგენელი: კ--- ჩ-----ა
მოპასუხეები: ვ--–---- ტ--–----ე, რ------ ა------–---–ი, მ------ შ---–-–---–ი, ა----- ტ--–----ე , თ------ ტ--–----ე, მ------ ბ------ა.
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება, უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა.
1. სასარჩელო მოთხოვნა
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 აგვისტოს სარჩელით მომართა, მოსარჩელე - ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს (ს/კ 2--------) წარმომადგენელმა, მოპასუხეების - ვ--–---- ტ--–----ის (პ/ნ. 5----------), რ------ ა------–---–ის (პ/ნ. 3----------), მ------ შ---–-–---–ის (პ.ნ. 3----------), მ------ ბ------ას (პ/ნ. 5----------) ა----- ტ--–----ის (პ/ნ 5----------) და თ------ ტ--–----ის (პ.ნ.5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით. სს „კ------- ბ---ი“-ს წარმომადგენელმა 2018 წლის 08 ოქტომბერს საჩხერის რაიონულ სასამართლოს მომართა დაზუსტებული სარჩელით მოპასუხეების - ვ--–---- ტ--–----ის (პ/ნ. 5----------), რ------ ა------–---–ის (პ/ნ. 3----------), მ------ შ---–-–---–ის (პ.ნ. 3----------), მ------ ბ------ას (პ/ნ. 5----------) ა----- ტ--–----ის (პ/ნ 5----------) და თ------ ტ--–----ის (პ.ნ.5----------) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების და უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
სარჩელში მითითებულია, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს „კ------- ბ---ი“-სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, რის საფუძველზეც მან ისესხა 20000 ლარი(2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით(3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.4. პ-ი და მე-5 მუხლი). სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22.36% - (3.14. პ-ტი), სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით (3.6. პ-ტი).
მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ 2017 წლის 26 ივლისს გ------- ტ--–----ემ, 2017 წლის 28 ივლისს მ------ შ---–-–---–მა და რ------ ა------–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ვ--–---- ტ--–----ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, (თავდებობა იკისრეს სესხის ძირზე – 20000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 6166.94 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 810 ლარზე და განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან ვალდებულებებზე 7000 ლარის მოცულობაზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენს 26976.94 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე- ხელშეკრულების 2.1. , 3.1. 3.7. პ-ტები).
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, 2018 წლის 14 ივნის მათთვის ცნობილი გახდა, რომ თავდები გ------- ტ--–----ე პ/ნ 3---------- გარდაიცვალა. გამოითხოვეს გარდაცვალების მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ გ------- ტ--–----ე გარდაიცვალა 2018 წლის I-ელ იანვარს. ფაქტობრივად სამკვიდრო მიიღეს მისმა მეუღლემ მ------ ბ------ამ პ/ნ 5---------- და შვილებმა: ვ--–---- ტ--–----ემ პ/ნ 5----------, ა----- ტ--–----ემ პ/ნ 5---------- და თ------ ტ--–----ემ პ/ნ 5---------- მიიღეს მისი კუთვნილი წილი უძრავ ქონებებში: საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.05.4-.0--, საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.0-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1--.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ ძირითადი მოვალის ვ--–---- ტ--–----ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2018 წლის 07 მაისის გადასახდელი და იმყოფება 3 თვიან ვადაგადაცილებაში.
2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBj სესხის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით სს კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
მოსარჩელის განმარტებით ამჟამად 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBj სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 20385.58 ლარი, საიდანაც 16027.68 ლარი სესხის ძირი, 3605.98 ლარი საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 654.93 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, 2951.05 ლარი ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 607.50 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი, 48.17 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 96.25 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მსესხებელ ვ--–---- ტ--–----ეს და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება N172091601863ZWP, რომლის თანხმად ვ--–---- ტ--–----ეზე გაიცემოდა ლოკალური განვადების ბარათი (ნატვრის ბარათი ან მოსავლის ბარათი), რომლის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით შეიძენდა ნივთებს მაღაზიებში. მსესხებელზე გაცემული იყო ნატვრის ბარათი N 1199419420142664, რაზედაც გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი.
თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად სოლიდარული თავდებობა იკისრეს გ------- ტ--–----ემ, მ------ შ---–-–---–მა და რ------ ა------–---–მა.
2017 წლის 19 დეკემბრის სესხზე LD1735300899 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1851.37 ლარს, საიდანაც 1623.36 ლარი არის სესხის ძირი, 108.29 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 119.72 ლარი - ჯარიმა.
2017 წლის 26 დეკემბრის სესხზე LD1736000870 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 977.04 ლარს, საიდანაც 735.72 ლარი არის სესხის ძირი, 114.76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 36.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 89.78 ლარი - ჯარიმა.
მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #173622311387PDI , რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1000 ლარი (2.1. პ-ი), 12 თვის ვადით 2019 წლის 01 იანვრის ჩათვლით (3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.2. პ-ი და მე-5 მუხლი). სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 60%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 90.88% - 3.6. პ-ტი. 2017 წლის 28 დეკემბერს #173622311387PDI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1075.83 ლარს, საიდანაც 731.53 ლარი არის სესხის ძირი, 168.39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 17.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.13 ლარი - ჯარიმა.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2018 წლის 25 თებერვალს სს კ------- ბ---ს და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 18562449990VDL სესხის ხელშეკრულება 1345 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით (ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პ-ები) . სესხი გაიცა 18 თვის ვადით 2019 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით (2.4. პ-ტი) .
მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1535.79 ლარს, საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძირი, 32 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.79 ლარი - ჯარიმა.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 172091604093CAE სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით. მოსარჩელე განმარტავს, რომ მსესხებელის მიერ მრავალგზის დარღვეულია 2017 წლის 28 ივლისის N 172091604093CAE სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ ნაწილობრივ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2018 წლის 07 მაისის გადასახდელი. 6.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.
2017 წლის 28 ივლისის N 172091604093ჩAE სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ--–---- ტ--–----ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 37.13 ლარის ოდენობით, საიდანაც 18 ლარი არის სესხის ძირი, 19.13 ჯარიმა.
მოსარჩელე ითხოვს:
1) მოპასუხეებს ვ--–---- ტ--–----ეს, რ------ ა------–---–ს, მ------ შ---–-–---–ს, მ------ ბ------ას, ა----- ტ--–----ეს და თ------ ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 28 ივლისის N172091575264XBJ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 20385.58 ლარი, საიდანაც 16027.68 ლარი არის სესხის ძირი, 3605.98 ლარი საპროცენტო სარგებელი, 607.50 ლარი სადაზღვეო შესატანი, 144.42 ლარი პირგასამტეხლო.
2) მოპასუხეებს ვ--–---- ტ--–----ეს, რ------ ა------–---–ს, მ------ შ---–-–---–ს, მ------ ბ------ას, ა----- ტ--–----ეს და თ------ ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 19 დეკემბრის სესხის LD1735300899 საფუძველზე არსებული დავალიანება 1851.37 ლარს, საიდანაც 1623.36 ლარი არის სესხის ძირი, 108.29 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 119.72 ლარი - ჯარიმა.
3) მოპასუხეებს ვ--–---- ტ--–----ეს, რ------ ა------–---–ს, მ------ შ---–-–---–ს, მ------ ბ------ას, ა----- ტ--–----ეს და თ------ ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 2017 წლის 26 დეკემბრის სესხის LD1736000870 საფუძველზე არსებული დავალიანება 977.04 ლარს, საიდანაც 735.72 ლარი არის სესხის ძირი, 114.76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 36.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 89.78 ლარი - ჯარიმა.
4) მოპასუხე ვ--–---- ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 28 დეკემბრის #173622311387PDI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 1075.83 ლარი, საიდანაც 731.53 ლარი არის სესხის ძირი, 168.39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 17.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.13 ლარი - ჯარიმა.
5) მოპასუხე ვ--–---- ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2018 წლის 25 თებერვლის #18562449990VDL სესხის ხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 1535.79 ლარი, საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძერი, 32 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.79 ლარი - ჯარიმა.
6) მოპასუხე ვ--–---- ტ--–----ეს მოსარჩელის სს „კ------- ბ---ი“-ს სასარგებლოდ ინდივიდუალურად გადასახდელად დაეკისროს 2017 წლის 28 ივლისის N 172091604093 CAE სესხისხელშეკრულების საფუძველზე არსებული დავალიანება 37.13 ლარი, საიდანაც 18 ლარი არის სესხის ძირი, 19.13 ჯარიმა.
7) მოპასუხეები მ------ ბ------ა (პ/ნ. 5----------), ვ--–---- ტ--–----ე (პ/ნ. 5----------), ა----- ტ--–----ე (პ/ნ 5----------) და თ------ ტ--–----ე (5----------)ცნობილი იქნენ აწ გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის (პ/ნ 3----------) საკუთრებაში არსებული წილები შემდეგი ქონებებში: საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.05.4-.0--, საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.0--, საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1--, საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1--.
8) მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სოლიდარულად დაეკისროთ - სს „კ------- ბ---ი“-ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 611.57 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების ხარჯი 44 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების საჯარო რეესტრის რეგისტრაციის ხარჯი 84 ლარი.
9) მოსარჩელე ასევე ითხოვს მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ საქმეზე მოპასუხე მ------ შ---–-–---–მა შემოიტანა შესაგებელი სადაც მიუთითებს რომ სარჩელს არ ცნობს. დანარჩენმა მოპასუხეებმა სასამართლოში არ წარმოადგინა შესაგებელი. სასამართლოს სხდომაზე ვ--–---- ტ--–----ემ განმარტა, რომ იგი სარჩელს ცნობს ძირი თანხის ნაწილში ყველა სესხზე. მ------ შ---–-–---–ი ცნობს ძირ თანხას- 20385 ლარს და 58 თეთრს #172091575264XBj ხელშეკრულების ფარგლებში. ასევე მ------ ბ------ა ცნობს ძირ თანხას 20385 ლარს და 58 თეთრს #172091575264XBj ხელშეკრულების ფარგლებში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები .
3.1.1. მხარებმა მოცემული დავის დასარეგულირებლად გამოიყენეს სასამართლოს მიერ მორიგებისათვის დადგენილი ვადები თუმცა ვერ შეთანხმდნენ.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია რომ, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს „კ------- ბ---ი“-სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, რის საფუძველზეც მან ისესხა 20000 ლარი(2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით(3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.4. პ-ი და მე-5 მუხლი). სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 22.36% - (3.14. პ-ტი), სესხის გადახდის გრაფიკში საპროცენტო სარგებელი მოცემულია სწორხაზოვანი მეთოდით (3.6. პ-ტი). სესხის ხელშეკრულების 3.17 პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახადელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო): ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისს სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, (ს.ფ.28-52).
- სესხის გადახდის გრაფიკი, სადაზღვეო ბუკლეტი, (ს.ფ.28-52).
- განაცხადი სადაზღვეო ხელშეკრულების გაცნობის შესახებ, (ს.ფ.28-52).
- ინფორმაცია გასაცემ სესხზე, მსესხებლის განცხადება, ცნობები, ბანკის ქვითრები, ჩეკის ყუა. (ს.ფ.28-52).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.2. დადგენილია რომ, რომ 2017 წლის 26 ივლისს გ------- ტ--–----ემ, 2017 წლის 28 ივლისს მ------ შ---–-–---–მა და რ------ ა------–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ვ--–---- ტ--–----ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, (თავდებობა იკისრეს სესხის ძირზე – 20000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 6166.94 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 810 ლარზე და განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან ვალდებულებებზე 7000 ლარის მოცულობაზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენს 26976.94 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1. , 3.1. 3.7. პ-ტები), თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ გაფრთხილდა, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს მსესხებელის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (3.2. პუნქტი) მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისს სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, (ს.ფ. 28-32)
- თავდებობის შესახებ განცხადებები (ს.ფ. 53-55).
- თვდებობის შესახებ ხელშეკრულებები. (ს.ფ. 56-61).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.3. დადგენილია რომ, 2018 წლის 14 ივნის ცნობილი გახდა, თავდები გ------- ტ--–----ეს პ/ნ 3---------- გარდაცვალება. გამოთხოვილ იქნა გარდაცვალების მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ გ------- ტ--–----ე გარდაიცვალა 2018 წლის I-ელ იანვარს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლემ მ------ ბ------ამ პ/ნ 5---------- , რადგან გარდაცვალებიდან ექვს თვეში მას აქვს შეტანილი განცხადება სანოტარო ბიუროში. მისი კუთვნილი წილი უძრავ ქონებებში: საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.05.4-.0--, საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.0-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გ------- ტ--–----ის პ/ნ 3---------- გარდაცვალების შესახებ ცნობა (ს.ფ. 97).
- ცნობა ნოტარიუსთა პალატიდან (ს.ფ.98).
- საჯარო რეესტრის ამონაწერები. (ს.ფ 99-114)
- ქორწინების მოწმობა (ს.ფ 284).
- შვილების დაბადების მოწმობები(ს.ფ 285-287).
- ცნობა სერვისების განვითარების სამინისტროდან საცხოვრებელი ადგილის შესახებ (ს.ფ 288).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.4. დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის ვ--–---- ტ--–----ის მიერ მრავალგზის დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2018 წლის 07 მაისის გადასახდელი და იმყოფება 3 თვიან ვადაგადაცილებაში. მოსარჩელე განმარტავს რომ მოპასუხე ვ--–---- ტ--–----ე ხელშეკრულებაში მითითებული მობილური ტელეფონის ნომერზე გაგზავნილი შეტყობინებებით ასევე წერილობით, გაფრთხილებულია მოსალოდნელ შედეგებზე, მაგრამ ვალდებულების შესრულებას თავს არიდებს. ასევე თავდებნი გაფრთხილებულნი იქნენ, რომ მსესხებლი არ ასრულებს ვალდებულებას და მათ მოსთხოვეს ვალდებულების შესრულება, მაგრამ მიუხედავად ამისა არ შესრულდა თავდებობის ხელშეკრულების 2.1, 3.1, 3.2, 3.5 პუნქტით ნაკისრ ვალდებულება. ასევე წერილობით გააფრთხილეს თავდები გ------- ტ--–----ის მემკვიდრეები და მოსთხოვეს სამკვიდროსთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა.
სესხის ხელშეკრულების 9.6. პ-ტის და თავდებობის ხელშეკრულების 3.12. პ-ტის თანახმად მხარეები ვალდებულნი იყვნენ საკონტაქტო ინფორმაციის ცვლილებების შესახებ გამსესხებელი წერილობით გაეფრთხილებინათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისს სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj,- სესხის გადახდის გრაფიკი,- სადაზღვეო ბუკლეტი,- თავდებობის შესახებ განცხადებები (ს.ფ. 53-55).
- თვდებობის შესახებ ხელშეკრულებები. (ს.ფ. 56-61).
- გაფრთხილების წერილები და საფოსტო უკუგზავნილები (ს.ფ 66-94).
- პირადობის მოწმობის ასლები (ს.ფ. 62-65)
- 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBJ სესხის ხელშეკრულებაზე დავალიანების შესახებ ისტორია.(ს.ფ. 95-96).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.5. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების მე-6 და მე-7 მუხლების საფუძველზე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს სესხის თანხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, დარიცხული პროცენტების, მომსახურების საკომისიოს, სადაზღვევო პრემიის თანხის გადახადა (ეს არ გამორიცხავს კანონითა და ხელშეკრულებით გამსესხებლისათვის მინიჭებული უფლებების განხორციელებას), თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას, კერძოდ: 7.1-პუნქტის თანახმად ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა” ხოლო 7.4. პუნქტი განსაზღვრავს, რომ "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს“ უფლება აქვს დაუყოვნებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის (ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს, მომსახურების საკომისიოს, გადაუხდელობის გამო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხული ჯარიმების და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვეო პრემიის გადასახდელების) ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება“;.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისს სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, (ს.ფ.28-32).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.6. დადგენილია, რომ ხელშეკრულების 8.1. პუნქტის შესაბამისად გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მსესხებელი არღვევს წინამდებარე ხელშეკრულების ნებისმიერ პირობას. მსეხებელი ვალდებულია გადაიხადოს დარჩენილი ძირი თანხა მთლიანად, გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სარგებელი მთლიანად, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადასახდელები მთლიანად და ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული ჯარიმები(8.2. პუნქტი). 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBj სესხის ხელშეკრულების 10.3 პუნქტით სს კ------- ბ---ს უფლება აქვს მოითხოვოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისს სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj(ს.ფ.28-32)
- მხარეთა განმარტებები.
3.2.7. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის პერიოდისათვის მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBj სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 20385.58 ლარი, საიდანაც 16027.68 ლარი სესხის ძირი, 3605.98 ლარი საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 654.93 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, 2951.05 ლარი ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 607.50 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი, 48.17 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 96.25 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBJ სესხის ხელშეკრულებაზე დავალიანების შესახებ ისტორია.(ს.ფ. 95-96).
- მხარეთა განმარტებები.
3.2.8. დადგენილია, რომ მსესხებელ ვ--–---- ტ--–----ეს და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება N172091601863ZWP, რომლის თანხმად ვ--–---- ტ--–----ეზე გაიცემოდა ლოკალური განვადების ბარათი (ნატვრის ბარათი ან მოსავლის ბარათი), რომლის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით შეიძენდა ნივთებს მაღაზიებში. მსესხებელზე გაცემული იყო ნატვრის ბარათი N 1199419420142664, რაზედაც გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2000 აშშ დოლარი (ხელშეკრულების N3 დანართის 1-ელი პუნქტი), მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, სარგებელი 1.5% თვეში სწორხაზოვანი მეთოდით (იმევე დანართის მე-2 პუნქტი), გარდა სპეციალური აქციის მოქმედების პერიოდში (1.19 პუნქტი), ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა.
სესხის ვადად განისაზღვრება 13 თვე (ხელშეკრულების N3 დანართის მე-5 პუნქტი), გარდა იმ სპეციალური აქციების და ხელშეკრულებით განსაზღვრული შემთხვევებისა, როცა ბარათის გამცემი ცვლის სესხის მოქმედების ვადას. ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების შესაბამისად სოლიდარული თავდებობა იკისრეს გ------- ტ--–----ემ, მ------ შ---–-–---–მა და რ------ ა------–---–მა.
მოსარჩელის პოზიციით, რომ მსესხებლის და თავდები პირების მიერ არ არის ანაზღაურებული განვადების (ნატვრის) ბარათით შესრულებული 2 ტრანზაქცია: 2017 წლის 19 დეკემბერს განხორციელდა 1998 ლარის ტრანზაქცია (სესხი LD1735300899) და 2017 წლის 26 დეკემბერს 1103.60 ლარის ტრანზაქცია (სესხი LD1736000870).
2017 წლის 19 დეკემბრის სესხზე LD1735300899 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1851.37 ლარს, საიდანაც 1623.36 ლარი არის სესხის ძირი, 108.29 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 119.72 ლარი - ჯარიმა.
2017 წლის 26 დეკემბრის სესხზე LD1736000870 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 977.04 ლარს, საიდანაც 735.72 ლარი არის სესხის ძირი, 114.76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 36.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 89.78 ლარი - ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 ივლისის ხელშეკრულება N172091601863ZWP, განაცხაი ნატვრის ბარათზე და მიღება-ჩაბარების აქტი. (ს.ფ 182-189).
- დავალიანების შესახებ ისტორია 2017 წლის 19 დეკემბრის სესხზე LD1735300899 (ს.ფ 190).
– დავალიანების შესახებ ისტორია 2017 წლის 26 დეკემბრის სესხზე LD1736000870 (ს.ფ.191).
- თავდებობის შესახებ განცხადებები (ს.ფ. 53-55).
- თავდებობის შესახებ ხელშეკრულებები. (ს.ფ. 56-61).
3.2.9. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #173622311387PDI , რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1000 ლარი (2.1. პ-ი), 12 თვის ვადით 2019 წლის 01 იანვრის ჩათვლით (3.1. პ-ტი). სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (3.2. პ-ი და მე-5 მუხლი). სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთია 60%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 90.88% - 3.6. პ-ტი. სესხის ხელშეკრულების 3.7 პ-ტის თანახმად სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახადელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა (პირგასამტეხლო) დარჩენილი ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში. მოსარჩელე განმარტავს, რომ 2018 წლის 1-ელი ივნისის გადასხედელის ნაწილობრივი გადახდის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა ვალდებულებების შესრულება და დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკის, რაც სესხის ხელშეკრულების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე სესხის ძირის, გრაფიკით გათვლისწინებული საპროცენტო სარგებელის და სადაზღვევო შესატანების ერთიანად და სრულად მოთხოვნის საფუძველია.
2017 წლის 28 დეკემბერს #173622311387PDI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1075.83 ლარს, საიდანაც 731.53 ლარი არის სესხის ძირი, 168.39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 17.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.13 ლარი - ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 28 დეკემბრის სესხის ხელშეკრულება #173622311387PDI და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 192-199).
- დავალიანების შესახებ ისტორია 2017 წლის 28 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაზე #173622311387PDI (ს.ფ 200).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.2.10. დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს სს კ------- ბ---ს და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 18562449990VDL სესხის ხელშეკრულება 1345 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით (ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პ-ები) . სესხი გაიცა 18 თვის ვადით 2019 წლის 07 სექტემბრის ჩათვლით (2.4. პ-ტი) . მსესხებელმა განვადებით შეიძინა ელექტროტექნიკა - მობილური ტელეფონი SAMSUNG A530F (სესხის ხელშეკრულების 2.8.) . სესხი ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 21.15 % (2.7. პ-ტი). სესხი უნდა გადახდილიყო გადახდის გრაფიკის შესაბამისად, კეროდ, სესხის ძირი, დარიცხული პროცენტი და სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემია (შენატანი) - ხელშეკრულების 3.1 პ-ტი. სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახადელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადასახდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა(პირგასამტეხლო): დარჩენილი ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველვადაგადაცილებულ დღეზე მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში (4.1. პუნქტი). მოსარჩელე მიუთითებს, რომ 2018 წლის 07 მაისის გადასხედელის ნაწილობრივი გადახდის შემდეგ მსესხებელმა შეწყვიტა ვალდებულებების შესრულება და დაარღვია სესხის გადახდის გრაფიკის, რაც სესხის ხელშეკრულების მე-6, მე-7 და მე-8 მუხლების საფუძველზე სესხის ძირის, გრაფიკით გათვლისწინებული საპროცენტო სარგებელის და სადაზღვევო შესატანების ერთიანად და სრულად მოთხოვნის საფუძველია.
2018 წლის 23 თებერვალს #18562449990VDL სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1535.79 ლარს, საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძირი, 32 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.79 ლარი - ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 25 თებერვლის #18562449990VDL, გადახდის გრაფიკი, ანგარიშფაქტურა, ორდერი საქონლის გაცემის შესახებ. (ს.ფ.201-211).
- დავალიანების შესახებ ისტორია 2018 წლის 25 თებერვლის #18562449990VDL, სესხის ხელშეკრულებაზე.(ს.ფ.212).
3.2.11. დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 172091604093CAE სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით. სესხი გამოყენებული იქნა დამზღვევის - ვ--–---- ტ--–----ის მიერ N MO/R-029971/17 სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული დაზღვევის ობიექტის - სატრანსპორტო საშუალება TOYOTA/4 runner სახელმწიფო ნომრით Q------ დაზღვევის სადაზღვევო პრემიის გადახდის მიზნით. სესხის ძირი თანხა უნდა გადახდილიყო სესხის გადახდის გრაფიკის შესაბამისად, საპროცენტო სარგებელთან, მსესხებელის სიცოცხლის დაზღვევის პრემიასთან და მომსახურების საკომისიოსთან ერთად (მომსახურების საკომისიო შეადგენს 12%-ს, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 39.94%)- 2.4. პ-ტი და მე-5 მუხლი).
მოსარჩელე განმარტავს, რომ მსესხებელის მიერ მრავალგზის დარღვეულია 2017 წლის 28 ივლისის N 172091604093CAE სესხის გადახდის გრაფიკი, დღეის მდგომარეობით მის მიერ ნაწილობრივ გადახდილია მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული 2018 წლის 07 მაისის გადასახდელი. 6.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.
2017 წლის 28 ივლისის N 172091604093ჩAE სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ--–---- ტ--–----ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 37.13 ლარის ოდენობით, საიდანაც 18 ლარი არის სესხის ძირი, 19.13 ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის ივლისის N 172091604093CAE სესხის ხელშეკრულება, სადაზღვეო პოლისი MO/R-029971/17, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები პოლისისათვის, სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.213-223).
- დავალიანების შესახებ ისტორია 2017 წლის 28 ივლისის N 172091604093CAE სესხის ხელშეკრულებაზე (ს.ფ.224).
- მხარეთა-ახსნა განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო თვლის, რომ ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სარჩელი ვ--–---- ტ--–----ის, რ------ ა------–---–ის, მ------ შ---–-–---–ის, ა----- ტ--–----ის , თ------ ტ--–----ის მ------ ბ------ას მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
აწ. გ------- ტ--–----ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი უნდა იქნას მ------ ბ------ა, შესაბამისად აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის კუთვნილ წილზე უძრავი ქონებებში -ს/კ3-.05.4-.0--, ს/კ3-.04.4-.0--, ს/კ.3-.04.4-.1--, ს/კ 3-.04.4-.1-- მესაკუთრედ ცნობილი იქნას მ------ ბ------ა და აღნიშნული უძრავი ქონებებში (ს/კ3-.05.4-.0--, ს/კ3-.04.4-.0-- ,ს/კ3-.04.4-.1--, ს/კ 3-.04.4-.1--) აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის წილი საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნას მ------ ბ------ას სახელზე.
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის 28 ივლისის N172091575264XBJ ხელშეკრულება) 19037,30 (ცხრამეტიათასოცდაჩვიდმეტი და 30 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 16027,68 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 2257,7 ლარი (654,93 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 1602,77ლარი არის მიუღებელი შემოსავალი), 607,5 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 144,42 ლარი არის პირგასამტეხლო)
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის 19 დეკემბრის NLD1735300899 ხელშეკრულება) 1851,37 (ათასრვაასორმოცდათერთმეტი და 37 თთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 1623,36 ლარი არის ძირი თანხა, 108 ,29 ლარი სადაზღვევო შენატანი, 119,72 ლარი ჯარიმა)
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის LD1736000870 ხელშეკრულება) 977,04 ( ცხრააასსამოცდაჩვიდმეტი და ოთხი მეასედი) ლარის გადახდა (საიდანაც 735,72 ლარი არის სესხის ძირი 114,76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი 36,78 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 89,78 ლარი არის ჯარიმა)
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის 28 დეკემბრის 173622311387PDI ხელშეკრულება) 1075,83 ( ათასსამოცდათხუთმეტი და ოთხმოცდასამი მეასედი) ლარის გადახდა (საიდანაც 731,53 ლარი არის სესხის ძირი, 168,39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი 17,78 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158,13 ლარი არის ჯარიმა )
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2018 წლის 25 თებერვლის N18562449990VDI ხელშეკრულება) 1535,79. ( ათასხუთასოცდათხუთმეტი და სამოცდაცხრამეტი) ლარის გადახდა (საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძირი, 32 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 158,79 ლარი ჯარიმა.)
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს (2017 წლის 28 ივლისის 172091604093CAE ხელშეკრულება) 37,13 ( ოცდაჩვიდმეტი და 13 თეთრის) ლარის გადახდა. სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50--ე , 316-ე, 317-ე, 417-ე, 420-ე, 623-ე, 867-ე ,417-420-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მხარეთა შორის დადებულია ხელშეკრულება, რომლის თანახმად მხარეებმა აიღეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად ”საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.”
სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად ”სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.”
6.2.დადგენილია რომ, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს „კ------- ბ---ი“-სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #172091575264XBj, რის საფუძველზეც მან ისესხა 20000 ლარი(2.1. პ-ი), 36 თვის ვადით 2020 წლის 07 აგვისტოს ჩათვლით(3.1. პ-ტი).
დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანის პერიოდისათვის მოსარჩელის პოზიციით 2017 წლის 28 ივლისის #172091575264XBj სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხეებს სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 20385.58 ლარი, საიდანაც 16027.68 ლარი სესხის ძირი, 3605.98 ლარი საპროცენტო სარგებელი (საიდანაც 654.93 ლარი არის დღემდე დარიცხული გადაუხდელი პროცენტი, 2951.05 ლარი ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი), 607.50 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შესატანი, 48.17 ლარი - გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო ყოველ პირველ ვადაგადიცილებულ დღეზე გადახდილ ძირ თანხაზე დარიხული ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, (მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა), 96.25 ლარი - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელ ძირ თანხაზე დარიცხული ჯარიმა დაგვიანებულ გადასახდელ თანხის 0.27 % 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე.
6.3.დადგენილია, რომ მსესხებელ ვ--–---- ტ--–----ეს და სს „კ------- ბ---ს“ შორის 2017 წლის 28 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება N172091601863ZWP, რომლის თანხმად ვ--–---- ტ--–----ეზე გაიცემოდა ლოკალური განვადების ბარათი (ნატვრის ბარათი ან მოსავლის ბარათი), რომლის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით შეიძენდა ნივთებს მაღაზიებში. მსესხებელზე გაცემული იყო ნატვრის ბარათი N 1199419420142664, რაზედაც გაფორმდა მიღება ჩაბარების აქტი. აღნიშნული ხელშეკრულებით ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 2000 აშშ დოლარი (ხელშეკრულების N3 დანართის 1-ელი პუნქტი), მოქმედების ვადა შეადგენდა 48 თვეს, სარგებელი 1.5% თვეში სწორხაზოვანი მეთოდით (იმევე დანართის მე-2 პუნქტი), გარდა სპეციალური აქციის მოქმედების პერიოდში (1.19 პუნქტი), ხელშეკრულების თანახმად მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა.
2017 წლის 19 დეკემბრის სესხზე LD1735300899 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 1851.37 ლარს, საიდანაც 1623.36 ლარი არის სესხის ძირი, 108.29 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 119.72 ლარი - ჯარიმა.
2017 წლის 26 დეკემბრის სესხზე LD1736000870 მოპასუხეების დავალიანება შეადგენს 977.04 ლარს, საიდანაც 735.72 ლარი არის სესხის ძირი, 114.76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 36.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 89.78 ლარი - ჯარიმა.
6.4.დადგენილია, რომ 2017 წლის 28 დეკემბერს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #173622311387PDI , რომლის საფუძველზეც მან ისესხა 1000 ლარი (2.1. პ-ი), 12 თვის ვადით 2019 წლის 01 იანვრის ჩათვლით (3.1. პ-ტი).
2017 წლის 28 დეკემბერს #173622311387PDI სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1075.83 ლარს, საიდანაც 731.53 ლარი არის სესხის ძირი, 168.39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი, 17.78 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.13 ლარი - ჯარიმა.
6.5.დადგენილია, რომ 2018 წლის 25 თებერვალს სს კ------- ბ---ს და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 18562449990VDL სესხის ხელშეკრულება 1345 ლარზე საქონლის შეძენის მიზნით (ხელშეკრულების 2.1. და 2.2. პ-ები) .
2018 წლის 25 თებერვალს #18562449990VDL სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებელის დავალიანება შეადგენს 1535.79 ლარს, საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძირი, 32 ლარი სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158.79 ლარი - ჯარიმა.
6.6.დადგენილია, რომ 2017 წლის 28 ივლისს სს კ------- ბ---სა და ვ--–---- ტ--–----ეს შორის დაიდო N 172091604093CAE სესხის ხელშეკრულება. სესხი გაიცა 60 ლარის ოდენობით.
2017 წლის 28 ივლისის N 172091604093ჩAE სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვ--–---- ტ--–----ეს ინდივიდუალურად ერიცხება დავალიანება 37.13 ლარის ოდენობით, საიდანაც 18 ლარი არის სესხის ძირი, 19.13 ჯარიმა.
6.7.მსესხებელის და თავმდებთა მიერ დარღვეულია სესხის ყველა ხელშეკრულება. მათ მიერ დარღვეულია სესხის გადახდის გრაფიკი, ასევე თავდებები არ ასრულებენ თავდებობის ხელშეკრულების 3.2. პუნქტით ნაკისრ ვალდებულებებს. მსესხებელსა და თავდებებს ეცნობათ და ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის შესაბამისად დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
ხელშეკრულების შესაბამისად მსესხებელი ვალდებულია სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში დააზღვიოს სიცოცხლე გამსესხებლის მიერ რეკომენდირებულ სადაზღვევო კომპანიაში, იმ პირობით, რომ სიცოცხლის სადაზღვევო პოლისით მოსარგებლე იყოს გამსესხებელი. აღნიშნული ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ მსესხებელი გაეცნო დაზღვევის პირობებს მათ შორის ყოველთვიურ გადასახდელებს. ამ შემთხვევაში მსესხებელი სახეზეა, ხოლო გარდაცვლილია თავმდები გ------- ტ--–----ე.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის თანახმად: გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
სამოქალაქო კოდექსის 1307-ე მუხლის თანახმად: მემკვიდრეები შეიძლება იყვნენ: ა. კანონით მემკვიდრეობის დროს - პირები, რომლებიც ცოცხლები იყვნენ მამკვიდრებლის სიკვდილის მომენტისათვის, და აგრეთვე მამკვიდრებლის შვილები,რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ ცოცხალი დაიბადებიან;
სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად: სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად.
სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად: კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: I. პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
6.10.სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის თანახმად: სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
2018 წლის 14 ივნისს ცნობილი გახდა, თავდები გ------- ტ--–----ეს პ/ნ 3---------- გარდაცვალება. გამოთხოვილ იქნა გარდაცვალების მოწმობა, საიდანაც დგინდება, რომ გ------- ტ--–----ე გარდაიცვალა 2018 წლის I-ელ იანვარს. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სამკვიდრო მიიღო მისმა მეუღლემ მ------ ბ------ამ პ/ნ 5---------- , რადგან გარდაცვალებიდან ექვს თვეში მას აქვს შეტანილი განცხადება სანოტარო ბიუროში და ეს ფაქტი უდავო დადასტურებაა იმისა , რომ მან სამკვიდრო მიიღო. აწ გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის წილი წილი უძრავ ქონებებში: საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.05.4-.0--, საჩხერის რაიონის სოფელ ს-----ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.0-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1-- , საჩხერის რაიონის სოფელ ქ--------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 3-.04.4-.1--. მიიღო მარინე ბ------ამ და აღნიშნული ქონება უნდა აღირიცხოს მ------ ბ------ას სახელზე
6.11.სსკ-ის 1336-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხე მ------ ბ------ა არის აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის პირველი რიგის მემკვიდრე 1328-ე მუხლის მიხედვით: „სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის“.
6.12. სსკ-ის 1484-ე მუხლი ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე, კერძოდ, მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები მთლიანად უნდა დააკმაყოფილონ მემკვიდრეებმა, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებისათვის სესხის ძირი თანხის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია, ასევე საფუძვლიანია სადაზღვევო შენატანის პირგასამტეხლოს , საკომისიოს და სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის მოთხოვნა. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალის მოთხოვნას ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.13.სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის შესაბამისად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
3.9. პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოვე ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხას ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
ამ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო წარმოდგენილ ხელშეკრულებებში ზომიერია და სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სასარჩელო მოთხოვნაში დაფიქსირებული პირგასამტეხლოები.
6.14. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ”თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
დადგენილია რომ, რომ 2017 წლის 26 ივლისს გ------- ტ--–----ემ, 2017 წლის 28 ივლისს მ------ შ---–-–---–მა და რ------ ა------–---–მა თავდებობის შესახებ განცხადებებისა და ხელშეკრულებების საფუძველზე იკისრეს ვალდებულება თავდებად დაუდგნენ და სოლიდარულად აგონ პასუხი კრედიტორის წინაშე ვ--–---- ტ--–----ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ სასესხო ვალდებულებაზე, თუ თავდებობის ხელშეკრულების ხელმოწერიდან 2 თვის განმავლობაში გაფორმდებოდა სესხის ხელშეკრულება, (თავდებობა იკისრეს სესხის ძირზე – 20000 ლარზე, მასზე დარიცხულ პროცენტზე – 6166.94 ლარზე, სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელ პრემიაზე – 810 ლარზე და განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ნებისმიერი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მთლიან ვალდებულებებზე 7000 ლარის მოცულობაზე, რამაც მთლიანობაში შეიძლება შეადგენს 26976.94 ლარი, შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოებზე - თავდებობის ხელშეკრულების 2.1. , 3.1. 3.7. პ-ტები), თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ გაფრთხილდა, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს მსესხებელის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად (3.2. პუნქტი) მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ (3.5. პ-ტი).
მათ ჩაბარდათ გაფრთხილების წერილები გრაფიკით განსაზღვრული თანხის გადაუხდელობის თაობაზე, თუმცა სესხი არ იქნა გადახდილი.
სამოქალაქო კოდექსის - 895-ე მუხლის შესაბამისად ”თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.” საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის შესაბამისად თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ხსენებულ სამართლებრივ ურთიერთობაში თავმდებები - მ------ შ---–-–---–ი, რ------ ა------–---–ი, ხოლო მ------ ბ------ა მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ვალდებულნი არიან მსესხებელთან ვ--–---- ტ--–----ესთან ერთად, , სოლიდარულად უზრუნველყონ, დაკისრებული ვალდებულების შესრულება. თავდებები ვალდებულები არიან იკისრონ ვალდებულება სასამართლოს მიერ დაკისრებული თანხის გადახდაზე მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
6.15. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება“. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა. სსკ-ის 408.1-ე მუხლის თანახმად, „პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა“. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემული ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება, როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი (მიუღებელი შემოსავალი). ამდენად, მოხმობილ ნორმათა ერთობლივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის დაკისრების ნაწილში და თვლის, რომ მიუღებელ შემოსავლად იმ სარგებლის მიჩნევა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული და რაც საბანკო დაწესებულებას უნდა მიეღო, მართებულია, ვინაიდან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი ფუნქცია და დანიშნულება სწორედ ფულადი თანხის სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემაა. შესაბამისად, საკრედიტო დაწესებულებებთან მიმართებით, არსებობს პრეზუმფცია იმისა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკრედიტო დაწესებულება ვერ იღებს იმ შემოსავალს, რომელიც მას აღნიშნული თანხით უნდა მიეღო. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის (მოსარჩელის) უსაფუძვლო გამდიდრება. დადგენილია, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით 654,93 ლარი არის სარჩელის შემოტანამდე არსებული პროცენტის დავალიანება , ხოლო 2951,05 ლარი არის სარჩელის შემოტანიდან მთლიანად ხელშეკრულების დასრულებამდე არსებული პროცენტის დავალიანება. საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად 2017-2018 წლებისათვის სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთის საშუალო არითმეტიკული , დაახლოებით 10 პროცენტს შეადგენს.
აღნიშნულ შემთხვევაში მოთხოვნილი თანხა - ძირი თანხის ათი პროცენტია 1602,77ლარი, შესაბამისად აღნიშნული თანხის დაკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით ზომიერია.
უდავოდაა დადგენილი, რომ მოვალეებს დარღვეული აქვს ვალდებულება რის გამოც კრედიტორმა სარჩელის აღძვრით ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულება მოვალესთან.
6.16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დაშვებისას სასამართლოს შეუძლია მოსთხოვოს მოსარჩელეს გადაწყვეტილების აღსრულების შებრუნების უზრუნველყოფა სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში.
გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს,რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.
წარმოდგენილი ნორმა დისპოზიციური ხასიათისაა და სასამართლოს ვალდებული არ არის მიიღოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო თვლის, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი რეჟიმიდან გამომდინარე, სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არ უნდა იქნეს მიქცეული.
6.17. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს ხარჯების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სარჩელი ვ--–---- ტ--–----ის, რ------ ა------–---–ის, მ------ შ---–-–---–ის, ა----- ტ--–----ის, თ------ ტ--–----ის და მ------ ბ------ას მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. აწ. გ------- ტ--–----ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობილი იქნას მ------ ბ------ა, შესაბამისად აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის კუთვნილ წილზე უძრავი ქონებებში -ს/კ3-.05.4-.0--, ს/კ3-.04.4-.0-- ,ს/კ3-.04.4-.1--, ს/კ 3-.04.4-.1-- მესაკუთრედ ცნობილი იქნას მ------ ბ------ა და აღნიშნული უძრავი ქონებებში (ს/კ3-.05.4-.0--, ს/კ3-.04.4-.0-- ,ს/კ3-.04.4-.1--, ს/კ 3-.04.4-.1--) აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის წილი საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნას მ------ ბ------ას სახელზე.
ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის 28 ივლისის N172091575264XBJ ხელშეკრულება) 19037,30 (ცხრამეტიათასოცდაჩვიდმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 16027,68 ლარი არის ძირი თანხა, პროცენტი 2257,7 ლარი (654,93 არის სარჩელის შემოტანამდე პროცენტი, ხოლო 1602,77ლარი არის მიუღებელი შემოსავალი), 607,5 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 144,42 ლარი არის პირგასამტეხლო)
1.2. ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის 19 დეკემბრის NLD1735300899 ხელშეკრულება) 1851,37 (ათასრვაასორმოცდათერთმეტი ლარი და 37 თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 1623,36 ლარი არის ძირი თანხა, 108 ,29 ლარი სადაზღვევო შენატანი, 119,72 ლარი ჯარიმა)
1.3. ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის LD1736000870 ხელშეკრულება) 977,04 ( ცხრააასსამოცდაჩვიდმეტი ლარი და ოთხი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 735,72 ლარი არის სესხის ძირი 114,76 ლარი არის საპროცენტო სარგებელი 36,78 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, ხოლო 89,78 ლარი არის ჯარიმა)
1.4. ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის 28 დეკემბრის 173622311387PDI ხელშეკრულება) 1075,83 ( ათასსამოცდათხუთმეტი ლარი და ოთხმოცდასამი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 731,53 ლარი არის სესხის ძირი, 168,39 ლარი არის საპროცენტო სარგებელი 17,78 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის სავალდებულო გადასახდელი, 158,13 ლარი არის ჯარიმა )
1.5.ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2018 წლის 25 თებერვლის N18562449990VDL ხელშეკრულება) 1535,79. ( ათასხუთასოცდათხუთმეტი ლარი და სამოცდაცხრამეტი თეთრი) ლარის გადახდა (საიდანაც 1345 ლარი არის სესხის ძირი, 32 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 158,79 ლარი ჯარიმა.)
1.6 ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს (2017 წლის 28 ივლისის 172091604093CAE ხელშეკრულება) 37,13 ( ოცდაჩვიდმეტი ლარი და 13 თეთრი) ლარის გადახდა.
სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. ვ--–---- ტ--–----ეს, მ------ შ---–-–---–ს, რ------ ა------–---–ს, ხოლო მ------ ბ------ას აწ. გარდაცვლილი გ------- ტ--–----ის დანაშთი მიღებული სამკვიდროს ფარგლებში სოლიდარულად ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ს.ს. ,,კ------- ბ---ი”-ს მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 534 (ხუთასოცდათოთხმეტი) ლარი და 58 (ორმოცდათვრამეტი) თეთრი. ასევე დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის 50 ლარი, საჯარო რეესტრში ამონაწერების განახლების ხარჯი 44 ლარი, რეგისტრაციის საფასური - 84 (ოთხმოცდაოთხი) ლარი.
3. ს.ს. ,,კ------- ბ---”-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 200(ორასი) ლარი და 85 (ოთხმოცდახუთი) თეთრი (გადახდის თარიღი – 31.07.2018 წ; საგადახდო დავალება - №309554, გადამხდელის დასახელება - სს „კ------- ბ---ი“; გადამხდელის ბ---ი – სს ”კ------- ბ---ი”; ბ---ის კოდი -TRESGE22; სახაზინო კოდი – 300223150; მიმღები – სახელმწიფო ხაზინა; თანხა - 611.57 ლარი;) კანონით დადგენილი წესით.
4. ს.ს. ,,კ------- ბ---”-ს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებაზე ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
5.დაუყოვნებელი აღსრულების ნაწილში გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის გადაცემიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქუჩა №32) საჩხერის რაიონულ სასამართლოში (მდებარე: საჩხერე, დ. აღმაშენებლის №3) კერძო საჩივრის შემოტანის გზით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი