გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.03.2019
საქმის ნომერი
330210018002361003
კატეგორია
დავის ტიპი
ნარდობა
თარიღი
01.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/8466-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 მარტი. 2019 წელი თბილისი

 

თბ--–---- საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მადი ჩანტლაძე

სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ელ--ი’’

წარმომადგენლები - პა------–---–----ე, გო---–-----–--–---–ი

 

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელებით) - ააიპ „ზა-----------–-------------ი“

წარმომადგენელი - გი----------------–-–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

დავის საგანი შეგებებული სარჩელებით - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნები

 

1.1. შპს „ელ--ის“ სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.1.1. მოპასუხე ააიპ „ზა-----------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ელ--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მიზნით 7621,2 ლარის გადახდა;

 

1.1.2. მოპასუხე ააიპ „ზა-----------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ელ--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გამოთხოვილი საბანკო გარანტიის თანხის ანგარიშში 1245,00 ლარის გადახდა;

 

1.1.3. მოპასუხე ააიპ „ზა-----------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ელ--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 539,00 ლარის გადახდა.

 

1.2. შეგებებული სარჩელებით სასარჩელო მოთხოვნები:

 

1.2.1. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ელ--ს’’ მოსარჩელე ააიპ „ზა-----------–-------------ის“ სასარგებლოდ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის 11 551,40 ლარის ანაზღაურება.

 

1.2.2. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ელ--ს’’ მოსარჩელის ააიპ „ზა-----------–-------------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 51,19 ლარის ანაზღაურება.

 

შპს ,,ელ--ის’’ სასარჩელო განცხადება ააიპ „ზა-----------–-------------ის“ მიმართ ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 14 სექტემბერს შპს ,,ელ--სა“ (მიმწოდებელი) და ააიპ „ზა-----------–-------------ს“ (შემსყიდველს) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო 162 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ მოპასუხეს 2017 წლის დეკემბრის თვეში გაუწია 7621,2 ლარის მომსახურება, რაზეც მხარეს წარედგინა შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. მოსარჩელის მხრიდან მომსახურების გაწევის ფაქტის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განაცხადა შედარების აქტის ხელისმოწერაზე.

 

შპს "ელ--ის" 25.12.2017 წლის №----- წერილის პასუხად მოპასუხემ 30.12.2017 წლის №-- წერილით მოსარჩელეს აცნობა, რომ შპს „ელ--ის“ მიერ არ წარმოებდა მომსახურების გაწევა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებელის მქონე სურსათის გამოყენებით, რითიც შპს "ელ--ის" მიერ არსებითად იქნა დარღვეული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებანი, ამასთან მოპასუხემ მოსარჩელეს დაარიცხა პირგასამტეხლო მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო თანხის 0,1%-ის ოდენობით, რომელმაც შეადგინა 40,80 ლარი.

 

მოპასუხისათვის მიწოდებული კარაქისა და ყველის შეძენა მოსარჩელის მიერ წარმოებდა შპს "აგ-------------–------–---------სა" და შპს ნ---------–-“-ისაგან. აღნიშნული კომპანიებისაგან შეძენილი და მოპასუხისათვის მიწოდებული პროდუქტი სრულად შეესაბამებოდა ელექტრონული შესყიდვის პროცედურით და 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 8.1 მუხლის თანახმად, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობიდან გამომდინარე რისკების თავიდან აცილების მიზნით, მხარეებმა განსაზღვრეს მექანიზმი, რის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს წარუდგინა სს "ბა--------ის" მიერ 2017 წლის 14 სექტემბერს გაცემული №B---------- უპირობო გამოუთხოვადი საბანკო გარანტია ხელშეკრულების ღირებულების 3%-ის - 1245 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად საბანკო გარანტია უზრუნველყოფდა მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის მიყენებული ზიანისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურებას. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებით მოპასუხის სასარგებლოდ წარდგენილი საბანკო გარანტიის გამოთხოვის მოთხოვნით თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------მა 2018 წლის 23 თებერვალს წერილით მიმართა მოპასუხეს, რის საფუძველზეც მოპასუხის მიერ განხორციელდა მის სასარგებლოდ გაცემული საბანკო გარანტიის გათვალისწინებული მოსარჩელის კუთვნილი თანხის გამოთხოვა. განსახილველ შემთხვევაში ვერ დასტურდება თუ რა სახის ზიანი მიადგა მოპასუხეს, რისი გათვალისწინებით სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მოპასუხისათვის გადახდილი საბანკო გარანტიის თანხა ექვემდებარება მოსარჩელისათვის დაბრუნებას.

 

2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, შემსყიდველს ხელშეკრულების 9.2. პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში დაეკისრება პირგასამტეხლო სახელეკრულებო ღირებულების 0,1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების 9.2 პუნქტის მიხედვით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხორციელდება ყოველთვიურად ფაქტობრივად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის მომსახურების გაწევა დასრულდა 2017 წლის 22 დეკემბერს, რის საფუძველზეც მხარეს წარედგინა მომსახურების შედარების აქტი და საგადასახადო ანგარიშფაქტურა. შესაბამისად მოპასუხე ვალდებული გახლდათ 2017 წლის 22 დეკემბრიდან 10 დღის ვადაში განეხორციელებინა მხარესთან ფულადი ანგარიშსწორება. ხსენებული ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველზე მოსარჩელეს უფლება აქვს 2018 წლის 02 იანვრიდან მოითხოვოს ვალდებულების მოპასუხისაგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა. სარჩელის შეტანის თარიღის მდგომარეობით მოპასუხეზე დასარიცხი ვადაგადაცილებულ დღეთა რაოდენობა შეადგენს 77 დღეს (02.01.2018-დან 19.03.2018-ის ჩათლით). მოსარჩელე ამცირებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტენლოს ოდენობას და ითხოვს აღნიშნულს არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობიდან, რისი გათვალისწინებით მოპასუხეზე ყოველდღიურად დასარიცხი ფულადი ვალდებულების ოდენობა შეადგენს 7621,2 ლარის 0,1%-ს ანუ 7,00 ლარს. შესაბამისად, ჯამში სარჩელის შეტანის თარიღისათვის მოპასუხეზე დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 77*7=539 ლარს.

 

ააიპ „ზა-----------–-------------ის“ შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები:

 

2016 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ხელშეკრულება სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად ა(ა)იპ თბ--–---- ზა-----------–-------------ის 168 აღსაზრდელთა 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით, ჯამში 103 864.32 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების თაობაზე.

 

2017 წლის 17 აგვისტოს ა(ა)იპ თბ--–----------–-------------ების მა------------------მ გამოაცხადა სახელმწიფო შესყიდვა G----------- სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებითი უზრუნველყოფის მომსახურების შესყიდვის მიზნით. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პრეტენდენტთა მიმართ სხვა მოთხოვნებთან ერთად, დადგინდა პირობები, რომლის თანახმადაც მომსახურებისას გამოყენებული ყველი უნდა ყოფილიყო დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ხოლო კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობა უნდა ყოფილიყო არანაკლებ 80%-ისა. ამასთან ორივე ზემოაღნიშნული პროდუქტი უნდა ყოფილიყო საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №-52 ტექნიკური რეგლამენტის ჰოთხოვნებთან შესაბამისობაში.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმდა ხელშეკრულება სხვა საბავშვო ბაგა-ბაღებთან ერთად ააიპ „ზა-----------–-------------ის“ 162 აღსაზრდელთა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში ჯამში 40 799,70 ლარის ღირებულების კვებითი მომსახურების თაობაზე. ხელშეკრულებით განისაზღვრა მომსახურების გაწევისას გამოსაყენებელი პროდუქტის დეტალები. მათ შორის დადგინდა ყველისა და კარაქის მახასიათებლები და მიმწოდებლის ვალდებულება განუხრელად დაეცვა შეთანხმებული მენიუ და პროდუქტის შემადგენლობა. ამის შესახებ მოთხოვნა დადგენილი იყო სატენდერო დოკუმენტაციების 1.3 და 1.4 პუნქტებში. აღნიშნული პირობები ჩაიწერა ხელშეკრულებებშიც 4.1.4 და 4.1.5 პუნქტების სახით.

 

ხელშეკრულებებით შეთანხმებული ღირებულება, ბავშვთა სწრებადობის გათვალისწინებით, სრულად იქნა ანაზღაურებული შპს „ელ--ისათვის“ ორივე ხელშეკრულების ფარგლებში. ში------------------------------------------–---------------ის მიერ დარღვევების გამოვლენის გამო, სხვა ქმედებებთან ერთად, განხორციელდა მხოლოდ ბოლო თვის, დეკემბრის ანაზღაურების დაყოვნება და მიღება-ჩაბარების გაფორმებაზე უარის თქმა, წარმოშობილი მოთხოვნების ურთიერთგაქვითვის მიზნით.

 

ხელშეკრულებების №- დანართის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველის თითოეული პარტია უნდა ყოფილიყო დამზადებული „პასტერიზებული რძისგან“. შპს „ელ--ის“ მიერ მომსახურების პროცესში ფაქტიურად გამოყენებული „იმ------–-ს“ ეტიკეტზე აღწერილ შემადგენლობაში მითითებულია „აღდგენილი რძე.“ შესაბამისად, ხელშეკრულებით მოთხოვნილი ყველი და შპს „ელ--ის“ მიერ მომსახურების გაწევისას გამოყენებული „იმ------–-“ არ წარმაოდგენს ერთი და იმავე პროდუქტს. აღწერილი დარღვევა ვლინდება მომსახურებისას გამოყენებულ კარაქთან მიმართებაშიც. ამ შემთხვევაში დარღვეულია კარაქის შემადგენლობაში რძის ცხიმის შემცველობის პარამეტრი.

 

მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების თანახმად, ყველისა და კარაქის მახასიათებლები შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო „რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთვარობის 2015 წლის 3 აპრილის №-52 დადგენილებასთან. აღნიშნული აქტის მე-4 მუხლის „ჰ37“ პუნქტი (რომელიც მოქმედი რედაქციით ამოქმედდა 2017 წლის 1 ივლისიდან) ადგენს, რომ ყველი არის „რძისგან დამზადებული პროდუქტი.“ მოპასუხის მიერ გამოყენებული პროდუქტის ,,იმ------–-ს“ ეტიკეტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კი შესაბამისი მასა დამზადებულია აღდგენილი რძიგან, ანუ გამოყენებული პროდუქტი არ არის ყველი, არა მხოლოდ ხელშეკრულების მიზნებიდან გამომდინარე, არამედ 2017 წლის პირველი ივლისიდან მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისადაც. ანალოგიურად, კარაქთან მიმართებაშიც, მომსახურების გაწევისას გამოყენებული პროდუქტის შემცველობა არ შეესაბამება ზემოაღნიშნული აქტის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტით კარაქის მიმართ არსებულ მოთხოვნებს. შესაბამისად, გამოყენებული პროდუქტი არ წარმოადგენს კარაქს.

 

თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------მა უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლა ააიპ თბ--–----------–-------------ების მა------------------ს მხრიდან სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის შპს „ელ--ის“ მიერ გამოყენებული პროდუქტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებთან შესაბამისობის საკითხი. მიღებული შედეგების თაობაზე შედგა 2018 წლის 22 მაისის დასკვნა, რომლის თანახმად, საბავშვო ბაგა-ბაღებთან (ჯამში 171 საბავშვო ბაგა-ბაღი) დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობამ 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით შეადგინა ჯამში 3 615 378.00 ლარი, მათ შორის №- საბავშვო ბაგა-ბაღის წილი შეადგენს 11 551,40 ლარს.

 

სსიპ ს---------------------–------------ს მიერ ცალსახად დადგინდა რომ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „ელ--ის“ მიერ თბ--–----------–-------------ებისათვის მომსახურების გაწევის პროცესში არ გამოყენებულია ყველი და კარაქი. აღნიშნული პროდუქტი ჩანაცვლებულ იქნა სხვა პროდუქტით (რომელსაც მოქმედი ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, არ შეიძლება ეწოდოს კარაქი და ყველი). შესაბამისად, გამოიკვეთა ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელის მიერ ვალდებულებას გარეშე, პროდუქტის ღირებულების ანაზღაურების გარემოებები. მისი მოცულობის დასადგენად ში------------------------------------------–---------------მა 171 საბავშვო ბაგა-ბაღიდან, მათ შორის ააიპ „ზა-------------------ნ“ გამოითხოვა მონაცემები ბავშვთა ფაქტიური სწრებადობის მაჩვენებლების შესახებ, მენიუ ფაქტურები და სხვა დოკუმენტაცია, რაც იძლეოდა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის ზუსტი ოდენობის დაანგარიშების შესაძლებლობას.

 

თავის მხრივ, ვალდებულების გარეშე გადარიცხული თანხის ოდენობა გამოთვლილია ხელშეკრულების ფარგლებში გამოსაყენებელი ყველისა და კარაქის იმ ოდენობის ღირებულებიდან, რომლის გამოყენებაც არ განხორციელებულა მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად, მოსარჩელის მიერ კი ანაზღაურდა.

 

მიღებული მონაცემების დამუშავებით დადგინდა, რომ ზა-----------–-------------ის აღსაზრდელთათვის შეუსაბამო პროდუქტის გამოყენებით კარაქის ნაწილში ვალდებულების გარეშე გადახდილი/გადასახდელი თანხის ოდენობამ შეადგინა 5 990.40 ლარი, ხოლო ყველის ნაწილში - 5 561.00 ლარი, ანუ ჯამში 11 551.40 ლარი.

 

მხარეებს შორის არსებული 2016 წლის 22 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის, მას ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.01%. აღნიშნული ხელშეკრულების ღირებულებამ 3.1 პუნქტის თანახმად, შეადგინა 103 864.32 ლარი. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 10.39 ლარს. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულების 11.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის მიმწოდებელს (მოპასუხეს) ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 40 799.70 ლარს. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 40.80 ლარს. ორივე ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს ოდენობა კი შეადგენს 51.19 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ააიპ „ზა-----------–-------------ის“ პოზიცია შპს ,,ელ--ის’’ სარჩელთან მიმართებით:

 

მომწოდებლის მიერ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ხელშეკრულებით განსაზღვრული კვებითი მომსახურების გაწევა არ ხდებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მახასიათებლების მქონე სურსათის (ყველი, კარაქი) გამოყენებით და მომწოდებლის მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, შესაბამისად არ წარმოშობილა მომწოდებლის შპს „ელ--ისათვის“ მომსახურების გაწეულად ჩათვლის ვალდებულება და არ შექმნილა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების წინაპირობა, რის გამოც საბავშვო ბაგა-ბაღების მხრიდან არ უნდა განხორციელებულიყო 2017 წლის დეკემბრის თვის კვების მომსახურებაზე შპს „ელ--თან’’ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება და ფინანსური ანგარიშსწორება.

 

შპს „ელ--ის“ მიერ არსებითად დარღვეულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, რის შესახებაც საბავშვო ბაგა-ბაღმა წერილობით აცნობა მიმწოდებელს.

 

ქალაქ თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ში სსიპ ს---------------------–------------დან შესული 2017 წლის 15 დეკემბრის №0------- წერილითა და 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილით დადგინდა, რომ თბ--–---- მუ--–----–-------ს საბავშვო ბაგა-ბაღებში შპს „ელ--ის“ მიერ შეტანილი პროდუქტი (ყველი და კარაქი) არ შეესაბამებოდა საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს „ელ--ს’’ შორის კვებითი მომსახურების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულებებით მოთხოვნილი სურსათის - ყველის, კარაქის სავალდებულო პარამეტრებს, რითაც შპს „ელ--ის“ მიერ ნაკისრი ვალდებულებები შესრულებული იყო უხარისხოდ, არაჯეროვნად და არსებითად დარღვეული იყო მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობები.

 

ში------------------------------------------–---------------ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, ეფუძნებოდა საბავშვო ბაგა-ბაღსა და შპს „ელ--ს’’ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას, ხოლო მეორე მხრივ, ში------------------------------------------–---------------მა დაიწყო საკითხის შესწავლა იმის დასადგენად, თუ კვებითი მომსახურების გაწევის მთელი პერიოდის განმავლობაში ჯამურად რა კვებითი მომსახურება განხორციელდა ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველი და კარაქი) გამოყენებით ქა-–--------–----------–----–------ის საბავშვო ბაგა-ბაღებში, რათა დადგენილიყო იმ თანხის ზუსტი მოცულობა, რა თანხითაც შპს „ელ--ის’’ ქმედებით ზიანი მიადგა ქა-–--------–----------–----–------ს და საკითხი შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას. ში------------------------------------------–---------------ს საკითხის შესწავლა არ დაუსრულებია, თუმცა შესაგებლის წარდგენის ეტაპისათვის დამუშავებული მონაცემების მიხედვით, შპს „ელ--ის“ მიერ ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქტების (ე.წ. ყველისა და კარაქის) გამოყენებით გაწეული კვებითი მომსახურების მიწოდებით მიყენებული ზიანი მნიშვნელოვნად აღემატება შპს „ელ--ის’’-ს მიერ მოთხოვნილი დეკემბრის თვის კვებითი მომსახურების თანხას და ის ამ ეტაპისათვის გაანგარიშებული მონაცემებით ჯამურად შეადგენს 3 091 235 ლარს.

 

სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების შესყიდვის პროცესში გამოვლენილი მნიშვნელოვანი დარღვევა-ნაკლოვანებებისა და ქა-–--------–----------–----–------ის ინტერესების საზიანოდ მიღებული სხვა გადაწყვეტილებების გამო, თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ის მიერ შედგენილ იქნა 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნა და 2017 წლის 10 ნოემბრის №-3-0---------- წერილით გადაეგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურას, რაც საფუძვლად დაედო საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის კორუფციულ დანაშაულზე სისხლის სამართლებრივი დევნის სამმართველოში გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის 0----------- საქმეზე, 2016-2017 წლებში ააიპ თბ--–----------–-------------ების მა------------------ს ცალკეული ხელმძღვანელი პირების მიერ სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვებით უზრუნველყოფის მომსახურების განხორციელებისას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით საბიუჯეტო სახსრების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის ფაქტზე.

 

2.2. შპს „ელ--ის“ პოზიცია შეგებებულ სარჩელთან მიმართებით:

 

მოპასუხე შპს „ელ--მა“ შეგებებულ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით სარჩელი არ ცნო.

 

შეგებებულ სარჩელთან მიმართებით წარმოდგენილ შესაგებელში შპს „ელ--მა“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე:

 

მოსარჩელის განცხადება შპს „ელ--ის“ მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის თაობაზე დაუსაბუთებელია და მოკლებულია ფაქტობრივ საფუძვლებს;

 

შპს „ელ--ის“ მიერ გაწეული შესრულება მოსარჩელის მიერ მიღებულია სრულად და წარმოდგენილი გაანგარიშება დაუსაბუთებელია;

 

მხარეთა შორის ხელმოწერილი ხელშეკრულებების საფუძველზე შპს „ელ--ის“ მიერ მისაწოდებელი პროდუქტი „ყველი“ და რეალურად მიწოდებული პროდუქტი „ყველი“ წარმოადგენს ერთი და იგივე მახასიათებლების და შემადგენლობის პროდუქტს, მათ შორის არ არის განსხვავება ქიმიური თუ ბაქტეოროლოგიური მონაცემებით. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 03 აპრილის №-52 დადგენილებაში 2017 წლის 22 მაისს შეტანილი ცვლილებების ამოქმედებამდე „ყველი“ მზადდებოდა აღდგენილი მშრალი რძისგან, რისი გათვალისწინებით მოსარჩელის განცხადება მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა შპს „ელ--ის“ მიერ მიწოდებულ კარაქში 80%-ზე ნაკლებ ცხიმის შემცველობას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 17 აგვისტოს ააიპ „თბ--–----------–-------------ების მა------------------ს“ მიერ გამოცხადებული შესყიდვის ელექტრონული პროცედურის G----------- საფუძველზე, 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------სა“ და შპს ,,ელ--ს’’ შორის გაფორმდა ხელშეკრულება.

ხელშეკრულების საგანია 162 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების თანახმად, სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 40 799,7 ლარს.

 

ხელშეკრულების 4.1.1 ქვეპუნქტით განისაზღვრა მიმწოდებლის ვალდებულება უზრუნველეყო 162 სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვის დღეში სამჯერადი კვება და კვებითი მომსახურების გაწევა 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით.

 

ხელშეკრულების 6.1-6.2 პუნქტების თანახმად, შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების შესრულების კონტროლი ხორციელდებოდა პერიოდულად, შემსყიდველის მოთხოვნათა შესაბამისად. ზედამხედველობას განახორციელებსა ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ისა“ და ააიპ „თბ--–----------–-------------ების მა------------------ს“ შესაბამისი სამსახურები.

 

ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენებოდა გარანტიების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით, სს „ბა--------ის“ 2017 წლის 14 სექტემბრის №B----------, 1245.00 ლარის ოდენობით.

 

ხელშეკრულების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

ამავე ხელშეკრულების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-25, ტომი პირველი);

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №-, დანართი №- (ს.ფ. 26-39, ტომი პირველი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულების №- დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ელ--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განისაზღვრა შემდეგნაირად:

 

თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული პასტერიზებული რძისგან, ნაკლებად მარილიანი, ქარხნული წარმოების, წათხის რბილი ყველი, არადამახასიათებელი სუნის და გემოს გარეშე. სადაც მშრალი ნივთიერების შემცველობა არა უმცირეს 52%-ისა, მშრალ ნივთიერებაში ცხიმის შემცველობა 40%, მარილი 0.5-1.5%. დაჭრის დროს არ უნდა იფშხვნებოდეს. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიური ელემენტებს. მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტით (საქართველოს მთავრობის დადგენილება №-52 2015 წლის 3 აპრილი) განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 

შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებული, ვაკუუმ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

 

მიწოდებული საქონელის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის მინიმუმ 40%;

 

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №-, დანართი №- (ს.ფ. 26-39, ტომი პირველი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების №- დანართების (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) თანახმად, შპს ,,ელ--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან კარაქის ტექნიკური მახასიათებლები თითოეულ შემთხვევაში განსაზღვრულია შემდეგნაირად:

 

თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს დამზადებული რძის ნაღებისგან, მცენარეული ცხიმის გარეშე. ქარხნული წესით. ფერი, სუნი და გემო დამახასიათებელი გარკვეული ნიმუშისათვის. დაჭრის დროს არ უნდა იფშვნებოდეს. რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%, წყლის შემცველობა არაუმეტეს 16%, ხოლო გაუცხიმოებული (მოხდილი) რძის მშრალი ნაშთის შემცველობა არაუმეტეს 2%. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქიმიურ ელემენტებს, მიკრობიოლოგიური და ქიმიური მაჩვენებლები უნდა აკმაყოფილებდეს რძისა და რძის ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს (საქართველოს მთავრობის დადგენილება №-52 2015 წლის 3 აპრილი);

 

შეფუთული და სათანადოდ ეტიკეტირებულ შეფუთვაში. ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით (მაცივარი), თითოეულ მიწოდებულ პარტიას თან უნდა ახლდეს შესაბამისობის დეკლარაცია. სურსათი უნდა შეესაბამებოდეს დეკლარირებული სტანდარტით განსაზღვრულ მოთხოვნებს;

 

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დაწყების წინ და შემდგომ თვეში ერთხელ წარმოადგინოს მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი ინფორმაცია (აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული შემოწმების შედეგები);

 

მიწოდებული საქონლის ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 40%;

 

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შესასყიდი პროდუქტის აღწერილობა დანართი №-, დანართი №- (ს.ფ. 26-39, ტომი პირველი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. 2017 წლის 14 სექტემბერს ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------სა“ და შპს „ელ--ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2017 წლის 14 სექტემბერს გაიცა სს „ბა--------ის“ საბანკო გარანტია №B----------, რომლის თანახმად, პრინციპალია შპს „ელ--ი“, ბენეფიციარი - ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ი“, ხოლო საგარანტიო თანხის ზღვრული მოცულობა განსაზღვრულია 1245,00 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საბანკო გარანტია №B---------- (ს.ფ. 40, ტომი პირველი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. 2017 წლის 14 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს „ელ--ის“ მიერ ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ისათვის“ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მიწოდებული საქონლის ღირებულება, დღგ-ს ჩათვლით, შეადგენს 7 621,2 ლარს.

 

შპს „ელ--ის“ მიერ 2017 წლის 3 დეკემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაწეული მომსახურებების ღირებულება არ არის სადავო.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საგადასახადო ანგარიშფაქტურა №ე------------ (ს.ფ. 41, ტომი პირველი);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.6. შპს „ელ--ის“ მიერ მოპასუხედ დასახელებულმა თბ--–---- ბაგა-ბაღებმა უარი განაცხადეს შპს „ელ--თან“ ხელშეკრულებით გათვალისწინებული 2017 წლის დეკემბრის თვის (01 დეკემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით) შედარების აქტის (2015 წლის 22 დეკემბრის შედარების აქტი) შედგენაზე, მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხელშეკრულებით მოთხოვნილ სავალდებულო პარამეტრებთან შეუსაბამობის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შედარების აქტი №- (ს.ფ. 42-43, ტომი პირველი).

- შპს „ელ--ისა“ და ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ წერილები (ს.ფ. 44-45, ტომი პირველი).

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.7. თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------მა 2017 წლის 15 დეკემბერს მიმართა სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს თბ--–---- მუ--–----–-------ს მიერ მოთხოვნილ და მიმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებსა და მიმწოდებლის მიერ ფაქტიურად მიწოდებული ყველის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით.

 

სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვის №0------- თანახმად, წერილის დანართად წარმოდგენილი სურსათი ,,იმ------–-’’ არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი სურსათის ყველის სავალდებულო პარამეტრებს, ვინაიდან ნაცვლად ნატურალური რძისა იგი დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში (რადგან ყველი რძისგან დამზადებული პროდუქტია აკძალულია რძის ფხვნილისაგან დამზადებული სურსათის ეტიკეტზე დასახელება „ყველის“ გამოყენება.

 

შპს ,,ელ--ის“ წარმომადგენელს აღნიშნული გარემოება სადაოდ არ გაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ის 2017 წლის 15 დეკემბრის მიმართვა (ს.ფ. 94-98, ტომი პირველი).

- სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს 2017 წლის 15 დეკემბრის №0------- მიმართვა (ს.ფ. 99-100, ტომი პირველი).

- შპს „ელ--ის“ წარმომადგენლის ახსნა-განმარტება (იხ, 2019 წლის 18 იანვრის სასამართლო სხდომის ოქმი, 13:29:30).

- ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ წარმომადგენის ახსნა განმარტება (იხ, შესაგებელი, ს.ფ. 77-85, ტომი პირველი).

 

3.1.8. შპს ,,ელ--ისათვის’’ ყველის მიმწოდებლმა შპს ,,ნ---------–--’’-მა შპს „ელ--ს“ განუმარტა, რომ პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- შპს ,,ნ---------–--’’-ის წერილი (ს.ფ. 59-60).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქმის მასალებით არ დასტურდება გარემოება, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ელ--ის“ მიერ მოპასუხისათვის მიწოდებული სურსათი - „-------“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 19 დეკემბრის მიმართვა, რომლითაც თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------მა ქალაქ თბ--–----------–-------------ებში შპს ,,ელ--ის“ მიერ შესატანი კარაქის ეტიკეტირების შემოწმების მიზნით მიმართა სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს.

 

სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილის თანახმად, წერილის დანართით წარმოდგენილი სურსათი „-------ს“ ეტიკეტი არ შეესაბამება ხელშეკრულებით მოთხოვნილი კარაქის სავალდებულო პარამეტრებს. ამავე წერილში მითითებულია, რომ ,,მწარმოებელმა/დისტრიბუტორმა/რეალიზატორმა უნდა გაითვალისწინოს, რომ კარაქი რძის პროდუქტია, რომელშიც ცხიმის შემცველობა არანაკლებ 80%-ია, ხოლო წარმოდგენილ ეტიკეტზე მითითებულია 80% (+/- 0,5). ასევე, კარაქის ეტიკეტზე საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №-41 დადგენილების „სურსათის ეტიკეტირებისადმი დამატებითი მოთხოვნების შესახებ’’ დამტკიცების თაობაზე მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის და მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სავალდებულოა მითითებულ იქნას შემადგენლობა და ენერგეტიკული ღირებულება: ცხიმი, ხილა, ნახშირწყლები.“

 

სწორედ აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზეა შედგენილი თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა თბ--–----------–-------------ების სკოლამდელი აღსაზრდელებისათვის კვებითი მომსახურების გაწევის პროცესში გამოვლენილი დარღვევების შესახებ. სხვა რაიმე დამატებითი კვლევა მიწოდებული პროდუქტის - კარაქის, დამახასიათებელ თვისებებთან და მისი შემადგენლობის ხელშეკრულებით დადგენილ მახსაიათებლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით არ ჩატარებულა. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 22 დეკემბრის სსიპ ს---------------------–------------ს წერილზე (№0-------), რომლის თანახმადაც დასტურდება, რომ სსიპ ს---------------------–------------ს მიერ შეფასებული იქნა რძის პროდუქტების ეტიკეტი, სააგენტოს მიერ არ განხორციელებულა აღნიშნული რძის პროდუქტების სინჯების აღება და ლაბორატორიული კვლევა.

 

მოსარჩელის შპს „ელ--ის“ მიერ წარმოდგენილია შპს ,,აგ-------------–------–---------ს’’ წერილი, სადაც განმარტებულია, რომ 80,0% ცხიმიანობის კარაქის დაფასოების შემდგომმა და ასევე განმეორებითმა კვლევამ აჩვენა, რომ მასში ცხიმის შემცველობა შეადგენს 80,0%.

შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების ერთობლივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხეთა მიერ შესწავლილია არა უშუალოდ პროდუქტის მახასიათებლები და მათგან გამომდინარე დარღვევა, არამედ დასკვნები ასახავს პროდუქტის ეტიკეტირების წესის დარღვევას. მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პროდუქტისთვის აუცილებელ მახასიათებლებზე. აღნიშნულთან მიმართებით მოპასუხეთა მიერ მიწოდებული პროდუქტის ნიშან-თვისებების შესწავლის ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდება.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს რომ შპს ,,ელ--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თბ--–---- ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მათთვის მიწოდებული სურსათი - „-------“ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2017 წლის 19 დეკემბრის თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ის მიმართვა (ს.ფ. 101, ტომი პირველი).

- სა---------–----------–-----------------------------------------------------------–----------ოს 2017 წლის 19 დეკემბრის №0------- წერილი (ს.ფ. 114-115, ტომი პირველი).

- თბ--–----------–----–-----------------–-------------------------------------------–---------------ის 2018 წლის 22 მაისის დასკვნა (ს.ფ. 150-167, ტომი მესამე).

- სსიპ ს---------------------–------------ს წერილი №0-------, 22/12/2017 (ს.ფ. 52, ტომი პირველი).

- შპს ,,აგ-------------–------–--------ს’’ წერილი ( ს.ფ. 58, ტომი პირველი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ელ--ის’’ სარჩელი მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამასთანავე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არ არსებობს ზიანის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 879-ე, 881-ე, 494-ე, 408-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სასამართლო მსჯელობის საგანი არ არის მიწოდებული პროდუქტების (ყველი, კარაქი) ხარისხის ან უხარისხობის დადგენა სამოქალაქო კოდექსის 1009-1011 მუხლების რეგულირების ფარგლებში.

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სკოლამდელი აღსაზრდელი ბავშვების კვება და კვებითი მომსახურება ხელშეკრულების პირობებისა და თანდართული კვების მენიუს მიხედვით. მხარეები შეთანხმდნენ მიმწოდებლის მიერ მისაწოდებელი საკვები პროდუქტების ჩამონათვალზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას, მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.

 

განსახილველ შემთხვევაში, შეთანხმებული საკვები პროდუქტების მიწოდებისას მიმწოდებელი შემსყიდველს გადასცემდა საკუთრების უფლებას ამ პროდუქტებზე, ნასყიდობის ხელშეკრულების ფარგლებში, სკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად, ხოლო კვებითი მომსახურების გაწევისას მხარეთა შორის ურთიერთობა ექვემდებარებოდა სკ-ის 629-ე მუხლით გათვალისწინებულ რეგულირებას.

 

მხარეთა შორის წარმოშობილი დავა პროდუქტების კარაქისა და ყველის მიწოდებასთან და მათ ხარისხთან დაკავშირებით ექვემდებარება ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმებით მოწესრიგებას.

 

6.2. მოპასუხე ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ი“ სადავოდ ხდის მიწოდებული პროდუქტების ხელშეკრულებით განსაზღვრულ მახასიათებლებთან შესაბამისობის ფაქტს.

 

სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. 488-ე მუხლის პირველი ნაწილით კი, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონი არ ავალდებულებს მყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულების დადებისთანავე ნივთის (ნასყიდობის ხელშეკრულების საგნის) დაუყოვნებლივ შემოწმებას (იგულისხმება მისი ხარისხისა და მოხმარებისთვის აუცილებელი თვისებები (მახასიათებლები)). მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა უშვებს ამ წესიდან განსხვავებულ რეგულაციას მხოლოდ იმ პირებისათვის, რომლებიც მეწარმეები არიან.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეები ხელშეკრულებებით შეთანხმდნენ 2017 წლის 18 სექტემბრიდან 2017 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით მისაწოდებელი პროდუქტების - კარაქის და ყველის სავალდებულო დამახასიათებელ პარამეტრებზე. მხარეთა ახსნა-განმარტებების თანახმად უდავოა შპს „ელ--ის“ მიერ აღნიშნული პროდუქტების მიწოდების და მოპასუხის მიერ მათი მიღების და მოხმარების ფაქტი. ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------მა” მხოლოდ 2017 წლის დეკემბრის თვის მომსახურების ანაზღაურებაზე თქვა უარი, თუმცა პროდუქცია ამ თვეშიც მიიღო და მოიხმარა.

 

2017 წლის 14 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულების №- დანართით (შესასყიდი პროდუქტების აღწერილობა) განისაზღვრა შპს ,,ელ--ის’’ მიერ შემსყიდველთათვის მისაწოდებელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ჩამონათვალიდან ყველის ტექნიკური მახასიათებლები (3.1.5. გარემოება).

 

შპს „ელ--ის“ მიერ მოპასუხედ დასახელებულ ქალაქ თბ--–---- ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული პროდუქტი დასახელებით „იმ------–-“, ეტიკეტზე არსებული მონაცემების ფარგლებში, ნაცვლად ნატურალური რძისა დამზადებული იყო აღდგენილი რძისგან.

 

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 3 აპრილის №-52 დადგენილებით დამტკიცებულის რძისა და ნაწარმის შესახებ ტექნიკური რეგლამენტაციის მე-4 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, რძე არის სასოფლო-სამურნეო ცხოველის სარძევე ჯირკვლის ნორმალური ფუნქციონირების სეკრეციის პროდუქტი, რომელიც მიიღება ლაქტაციის პერიოდში ერთი ან მეტი ცხოველისგან, ერთი ან მეტი წველის შედეგად, რაიმე ნივთიერების დამატების, ან მოცილების გარეშე და გამიზნულია, ადამიანის მოხმარებისათვის სასმელად ან შემდგომი გადამუშავებისათვის. ამავე რეგლამენტის მე-4 მუხლის ,,ჰ 37’’ ქვეპუნქტის თანახმად, ყველი არის რძისგან დამზადებული პროდუქტი, მოწოდებული ან მოუმწიფებელი, ნახევრადმაგარი, მაგარი ან/და ძალიან მაგარი რძის ნაწარმი, დამუშავებული ან დაუმუშავებელი ზედაპირით, რომელშიც შრატის ცილებისა და კაზეინის თანაფარდობა არ აღემატება ანალოგიურ მაჩვენებელს რძეში.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ კანონმდებელი ადგენს გარკვეულ რეგულაციებს ნივთის ნაკლის გამო მყიდველის უფლებების თაობაზე სსკ 491-494-ე მუხლებით. კერძოდ, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით (სსკ 491-ე მუხლი). ასევე, თუ მყიდველი არ ითხოვს ნივთის ნაკლის გამოსწორებას ან ახლით მის შეცვლას გამყიდველისათვის საამისოდ მიცემული ვადის გასვლის შემდეგ და არც ხელშეკრულების მოშლას, მას შეუძლია მოითხოვოს ფასის შემცირება იმ ოდენობით, რაც საჭიროა ნაკლის გამოსასწორებლად. მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების დადების მომენტისათვის არსებული ფასი (სსკ 492-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მყიდველს არ გამოუყენებია ზემოაღნიშნული ნორმებით გათვალისწინებული უფლებები. ხელშეკრულების მთელი პერიოდის განმავლობაში მიიღო მიწოდებული პროდუქცია, გამოიყენა და მხოლოდ სახელშეკრულებო ვადის ბოლო თვეს განაცხადა პრეტენზია მიწოდებული ნივთის შესაბამისობაზე სახელშეკრულებო პირობებთან და უარი განაცხადა დეკემბრის თვის მომსახურების თანხის ანაზღაურებაზე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ის ნაკლი, რაც დეკემბერში დააფიქსირა მყიდველმა დატანილია პროდუქციის ეტიკეტზე (მონაცემების სახით), შესაბამისად მისი დაფიქსირება შესაძლებელი იყო ხელშეკრულების მოქმედების პირველივე ეტაპზე, რაც მყიდველს მისცემდა შესაძლებლობას გამოეყენებინა 352-ე, 405-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებები - იმთავითვე მოეშალა ხელშეკრულება, ან მიეცა გამყიდველისათვის დამატებითი ვადა ნაკლის გამოსასწორებლად, რაც ამ შემთხვევაში მყიდველს არ გამოუყენებია.

 

სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას მასზედ, რომ მიწოდებული პროდუქტის ლაბორატორიული კვლევის გარეშე არ შეიძლება პროდუქტი ჩაითვალოს იმგვარ არსებითად ნაკლის მქონედ, რომელიც გამორიცხავს მიწოდებული პროდუქტის შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებას მიმღების მიერ მისი მიღებისა და სრულად გახარჯვის/მოხმარების ფონზე. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიმღებ ბაგა-ბაღს არც მიღებისას, არც პროდუქტის მოხმარებამდე მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში სადავო არ გაუხდიათ მიწოდებული პროდუქტის ნივთობრივი ხარისხი, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხზე კონტროლის მექანიზმისა და მათ მიერვე აპელირებული მიღებული პროდუქტის მომხმარებელი სპეციფიური სეგმენტისა.

 

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს, შპს ,,ელ--ისათვის’’ ყველის მიმწოდებლის შპს ,,ნ---------–--’’-ის განმარტებაზე, რომლის თანახმადაც პროდუქტის ყველა მიწოდებულ პარტიას ახლდა ლაბორატორიული კვლევის ოქმები, რაც ადასტურებდა პროდუქტის უსაფრთხოებას და საწარმო სტანდარტის შესაბამისობას. ყველა პროდუქტის შესაბამისობის დეკლარაციის შედეგები კი ადასტურებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უვნებლობის პარამეტრებს.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ყველის ეტიკეტზე არსებული ინფორმაცია ამ პროდუქტის აღდგენილი რძისაგან დამზადების შესახებ, არ შეიძლება განხილულ იქნეს არსებით ნაკლად, რაც მთლიან შესრულებას გახდიდა ნაკლიანს და გაათავისუფლებდა მოპასუხეს ანაზღაურების ვალდებულებისაგან, იმ პირობებში როცა პროდუქცია მიღებულია და სრულად მოხმარებულია.

 

მოპასუხის მხრიდან სადავოა ასევე მიწოდებული პროდუქტის - კარაქის მახასიათებლების შეუსაბამობა ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო მოთხოვნებთან მიმართებით. თუმცა, საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ შპს ,,ელ--ის’’ მიერ მოპასუხედ დასახელებულ თბ--–---- ბაგა-ბაღთან 2017 წლის 14 სექტემბერს დადებული ხელშეკრულების საფუძველზე მისთვის მიწოდებული სურსათი - ,--------’’ დამახასიათებელი ნიშან-თვისებებით შესაბამისობაში არ მოდიოდა ამ პროდუქტისთვის ხელშეკრულებით დადგენილ სავალდებულო პარამეტრებთან, ვინაიდან შესწავლილია მხოლოდ მისი სათანადო ეტიკეტირების დარღვევა.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს შპს „ელ--ისთვის“ მოპასუხის მიერ მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრულია შემსყიდველის მიერ თანხის გადაუხდელობისას პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. კერძოდ, ხელშეკრულებების 9.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ყოველთვიურად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამავე ხელშეკრულებების 11.5 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების 9.2 პუნქტით განსაზღვრული გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში შემსყიდველს დაეკისრებოდა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სადავო არაა ის გარემოება, რომ მოპასუხეს შპს „ელ--ისათვის“ დეკემბრის თვის მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. ამასთანავე, სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია სასარჩელო მოთხოვნა მიწოდებული პროდუქტების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე. შესაბამისად, მოპასუხე ბაგა-ბაღს ასევე უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლო მოთხოვნილი ოდენობით, ამასთანავე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა (539,00 ლარი) და მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი შემცირების საფუძველი სსკ 420-ე მუხლის ფარგლებში.

 

6.4. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული რისკი, წარმოქმნილი მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო, გამოიყენება გარანტირების მექანიზმის შემდეგი სახე - უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია სახელშეკრულებო ღირებულების 3%-ის ოდენობით. ასევე დადგნეილია, ის გარემოება, რომ შპს ,,ელ--ის’’ მიერ ვალდებულების უზრუნველყოფისათვის სს ,,ბა--------ის’’ მიერ გაცემულია საბანკო გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა ნებისმიერი საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 881-ე მუხლის თანახმად, კი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის იგი გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა, რომელიც სხვა უზრუნველყოფის ღონისძიებებისაგან განსხვავებით, რიგი თავისებურებებით ხასიათდება. საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან გამოარჩევს, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან. საბანკო გარანტიის გაცემისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა, კერძოდ, პრინციპალსა და გარანტს შორის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ბანკი (გარანტი) ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნისთანავე, ბენეფიციარს უპირობოდ გადაუხდის ფულად თანხას. მიუხედავად საბანკო გარანტიის კანონით გათვალისწინებული დამოუკიდებელი (არააქცესორული) ბუნებისა და მისი დამოუკიდებლობისა ძირითადი ვალდებულებისაგან, მისი გაცემის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისათვის, აუცილებელია, რომ საბანკო გარანტია აკმაყოფილებდეს ასევე ორ მნიშვნელოვან წინაპირობას, კერძოდ, ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები უნდა შეესაბამებოდეს გარანტიის პირობებს და მისი წარდგენა უნდა მოხდეს მხოლოდ გარანტიით განსაზღვრულ ვადაში.

 

საბანკო გარანტია, მიუხედავად მისი სახისა და დანიშნულებისა, პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი სხვადასხვა სახის ვალდებულების ჯეროვანი შესრულების გარანტიას წარმოადგენს. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია შპს ,,ელ--ის“ მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი - მიწოდებული ყველის შეუსაბამობა სახელშეკრულებო მოთხოვნებთან. სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო გარანტია თავისი მიზნიდან და დანიშნულებიდან გამომდინარე ერთმანეთისგან არ მიჯნავს ვალდებულების არსებით თუ არაარსებით დარღვევას, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს სახელშეკრულებო ღირებულების ანაზღაურებაზე. განსახილველ შემთხვევაში არსებითია ის ფაქტი, რომ თავად მოსარჩელევე აღიარებს ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას, რაც გამორიცხავს მოპასუხისათვის გამოყენებული საბანკო გარანტიის თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.

 

6.5. რაც შეეხება ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ შეგებებულ სარჩელს, სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 494-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთის ნაკლის ან ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა პირობების დარღვევით მიყენებული ზიანი ანაზღაურდება ზოგადი წესების მიხედვით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

 

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ამასთან, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია.

 

განსახილველ შემთხვევაში, თბ--–---- ბაგა-ბაღების მიერ წარმოდგენილი შეგებებული სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ზოგადი ნორმის განმარტების შედეგად დადგენილი წინაპირობების თანახმად, მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთ-ერთ უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს თავად ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურება. მტკიცების ტვირთი აღნიშნულის დადასტურებისას კი სწორედ შეგებებული სარჩელით მოსარჩელეებს ეკისრებოდათ.

 

განსახილველ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით არ დასტურდება რაში გამოიხატა შეგებებული სარჩელებით მოსარჩელეთათვის ზიანის მიყენების ფაქტი. საქმის მასალებით არ დასტურდება შეგებებული სარჩელით მოსარჩელეთათვის ზიანის, როგორც მატერიალური დანაკლისის მიყენების ფაქტი, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მხარეს მიღებული და გახარჯული აქვს პროდუქტი მთელი სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში. შესაბამისად, არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და დაუსაბუთებელია მსჯელობა ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის ანაზღაურებაზე. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მხრიდან ვერ იქნა წარმოდგენილი დასაბუთებული და არგუმენტირებული პოზიცია შეგებებული სარჩელით მოთხოვნილი თანხის როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლიანობის თაობაზე. ასევე დაუსაბუთებელია მსჯელობა მოთხოვნილი თანხების ოდენობის გაანგარიშების პრინციპზე. მოყვანილი მსჯელობიდან გამომდინარე ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ მოთხოვნა მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ასევე დაუსაბუთელებია და მოკლებულია სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან დაკმაყოფილდა შპს ,,ელ--ის“ სარჩელი მოპასუხის მიმართ ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული მოთხოვნის (8160,2 ლარი) პროპორციული სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, 244,80 ლარის ოდენობით. შპს ,,ელ--ის“ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დანარჩენი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი შპს ,,ელ--ის’’ მიმართ, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ასევე უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,, ელ--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხე ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ელ--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 7621,2 ლარის გადახდა;

1.2. მოპასუხე ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ს“ მოსარჩელე შპს „ელ--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 539,00 ლარის გადახდა;

1.3. შპს ,,ელ--ის“ სარჩელი მოპასუხე ააიპ ,,თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ მიმართ საბანკო გარანტიის თანხის 1245,00 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

2. ააიპ „თბ--–---- ზა-----------–-------------ის“ შეგებებული სარჩელი მოპასუხის შპს ,,ელ--ის’’ მიმართ ვალდებულების გარეშე გადახდილი თანხის უკან დაბრუნებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

3. ააიპ ,,თბ--–---- ზა-----------–-------------ს“ შპს ,,ელ--ის’’ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად დაეკისროს 244,80 ლარის ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

6. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე მადი ჩანტლაძე