გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.02.2019
საქმის ნომერი
330210018002547802
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
14.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე №2/21504-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

ს----------–--- სახელით

 

14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

 

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ----- ა-------–ი

 

მოპასუხეები - შპს ,,ძ---–-------–--------’’, თ----- ა-–-----–---–ი, ნ---- ტ--–--–---–ი, ი---- ს------–---–ი

მოპასუხეთა წარმომადგენელი - თ----- ა-–-----–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს, ნ---- ტ--–--–---–სა და ი---- ს------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 8438,79 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა - 2818.23 ლარი, სესხის საპროცენტო სარგებელია - 822.79 ლარი და პირგასამტეხლო - 4797.77 ლარი.

1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე თ----- ა-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე: თბილისი, თ----- მ---- მ/რ, მ----------------------------------ის (საკადასტრო კოდი N0----------------------) იძულებითი რეალიზაცია.

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეთა - შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის, ნ---- ტ--–--–---–ისა და ი---- ს------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა N-------------------- გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5-48 %-მდე.

სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გენერალური ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმდა N------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 14000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 21,5 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა თ----- ა-–-----–---–ის უძრავი ქონება, მდებარე თ----- მ---- მ/რ, მ---------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------. ასევე გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები ნ---- ტ--–--–---–თან და ი---- ს------–---–თან.

მოპასუხეს სესხის ძირი თანხის და პროცენტის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკების მიხედვით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკის და ხელშეკრულების ვადების და პირობების დარღვევაში.

სარჩელის შეტანის მომენტისთვის მოპასუხეს ერიცხება 2015 წლის 3--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 8438.79 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა 2818.23 ლარი, პროცენტი - 822.79 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 4797.77 ლარი (იხ. სარჩელი და მხარის ახსნა-განმარტება).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,ძ---–-------–--------’’-მა და თ----- ა-–-----–---–მა, რომელიც ამავდროულად არის შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის დირექტორი, წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი სცნო ნაწილობრივ ძირის და პროცენტის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობაზე მიუთითა, რომ მოსარჩელე მისგან შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს ითხოვდა. შემდგომ წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი ცნო მხოლოდ ძირის - 2818.23 ლარის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო პროცენტის და პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნია კანონთან შეუსაბამოდ. სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მხარი დაუჭირა თავის შესაგებელს და განმარტა, რომ არის მძიმე ეკონომიურ მდომარეობაში, რადგან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებმა მის საქმინობასაც დაასვა დაღი. ამასთან სახლი, რომელიც ნაქირავები ჰქონდა და სადაც ბიზნესი ააწყო, მისმა მეპატრონემ დაანგრია და ააშენა კორპუსი, რამაც გამოიწვია მისი ბიზნეს საქმიანობის სიკვდილი. შესაბამისად, შეუძლებელი გახდა ბ-----თვის თანხის გადახდა და დაუგროვდა ვალები. (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

მოპასუხე ნ---- ტ--–--–---–მა წარმოდენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო არცერთ ნაწილში, განმარტა, რომ რა სესხზეა საუბარი მისთვის უცნობია, შესაბამისად, არანაირი თანხა მას არ უნდა დაეკისროს, თუმცა მისმა წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო ძირითადი თანხის 2818.23 ლარის ნაწილში (იხ. შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი).

მოპასუხე ი---- ს------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია, ხოლო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადებულმა სარჩელი სცნო მხოლოდ ძირითადი თანხის 2818.23 ლარის ნაწილში (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოვლენილა.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5-48 %-მდე.

აღნიშნული ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს (რომლის დირექტორიც იყო თ----- ა-–-----–---–ი) შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა N------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 14000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 21,5 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, კრედიტის თანხის ათვისების საკომისიო - 1%.

წარმოდგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკის მიხედვით, ვალდებულების შესრულება იწყებოდა 2015 წლის 03 აგვისტოს და სრულდებოდა 2017 წლის 03 ივლისს ყოველთვიურად 723.23 ლარის გადახდით სესხის ძირი თანხისა და სარგებლის დაფარვის პრინციპით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულება N------------------------------- (ს.ფ. 16-17)

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18)

- 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-21)

- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები (ს.ფ. 22-30)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.2. 2015 წლის 30 ივნისს სს ,,ს----------–--------ს“ და თ----- ა-–-----–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც, გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა თ----- ა-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე - თ----- მ---- მ/რ, მ---------------------------------, საკადასტრო კოდი 0----------------------.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 7.3.5. პუნქტის თანახმად, ბ---- უფლება ჰქონდა განეხორციელებინა იპოთეკის საგნის გადახდევინებისთვის მიქცევა, მიუხედავად იმისა თუ ვის მფლობელობაში, სარგებლობაში ან საკუთრებაში იქნებოდა იპოთეკის საგანი.

 

იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის თანახმად კი, თუ იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევით მიღებული სარგებელი (ბ----- საკუთრებაში გადასული იპოთეკის საგანი ან იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ ფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნებს და მოვალესთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ბ---- უფლებამოსილია მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

8.5 პუნქტის ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად მესაკუთრე უფლებამოსილი იყო იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევის დასრულებამდე ნებისმიერ დროს დაეკმაყოფილებინა უზრუნველყოფილი მოთხოვნები (მათ შორის, დაკმაყოფილებამდე ბ----- მიერ გაწეული ხარჯები) და ამით შეწყვიტოს იპოთეკის საგანზე გადახდევინების მიქცევა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 3--------- N------------ იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-37)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.3. სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მდებარე თ----- მ---- მ/რ, მ----------------------------------------------------–------------, ფართით 67.76 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0----------------------. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: თანასაკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი 1535 კვ.მ. ნაკვეთის წინა ნომერი 2-, შენობა-ნაგებობები N-------------. უფლების დამდგენი დოკუმენტი: პრივატიზაციის ხელშეკრულება N2------, დამოწმების თარიღი 1---------, ნოტარიუსი გ. ა-------, საკუთრების უფლებით 2007 წლიდან ეკუთვნის მოპასუხე თ----- ა-–-----–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10/10/2017 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 50-52)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.4. 2015 წლის 30 ივნისს სს ,,ს----------–--------სა’’ და ნ---- ტ--–--–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც ნ---- ტ--–--–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,ს----------–--------სა“ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ.

 

თავდებობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტით სხვა ვალუტაში.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბ----- სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბ-----თვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 3--------- N------------,თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 39-43)

- სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ. 38)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.5 2015 წლის 10 ივლისს სს ,,ს----------–--------სა’’ და ი---- ს------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც ი---- ს------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ.

 

თავდებობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 28000 ლარით.

 

ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბ----- სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბ-----თვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 10 ივლისის N------------თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 45-49)

- სოლიდარული თავდებობის შესახებ განცხადება (ს.ფ. 44)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4.6. წარმოდგენილი დავალიანების ცნობის მიხედვით, მოპასუხე შპს ,,ძ---–-------–--------’’-მა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და 1--------- წლის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენს 8438.79 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 2818.23 ლარი, დარიცხული სარგებელი - 822.79 ლარი, პირგასამტეხლო - 4797.77 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 55)

- სესხის დაფარვის ამონაწერი შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის ანგარიშიდან (ს.ფ. 53-54)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მხოლოდ ჯარიმის ნაწილში უნდა მოხდეს მოსარჩელის მოთხოვნა შემცირებული, ხოლო დანარჩენ ნაწილში კი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ს----------–--- სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე, 2-8-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხეშპს „ძ---–-------–---------ს წარმომადგენელმა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, სესხის ძირითადი თანხის 2818.23 ლარის ნაწილში; ხოლო ამავე ნაწილში სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნეს სოლიდარულად თავდებმა პირებმა - ნ---- ტ--–--–---–მა და ი---- ს------–---–მა. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად გაიხსნა საკრედიტო ხაზი 150 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა 120 თვე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0,5-48 %-მდე. სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა N------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 14000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 21,5 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე შპს ,,ძ---–-------–--------’’-მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის დავალიანება სს „ს----------–--------ის“ წინაშე 2018 წლის 17 ივლისის მდგომარეობით არსებული დავალიანება შეადგენს 8438.79 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა - 2818.23 ლარი, დარიცხული სარგებელი - 822.79 ლარი, პირგასამტეხლო - 4797.77 ლარი. აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება კი საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

7.3. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

მხარეთა შორის არსებული 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა N------------------------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმად მსესხებელზე გაიცა სესხი 14000 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით, წლიური 21,5 %-ის ოდენობით, პირგასამტეხლო 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასესხო დავალიანების ძირი თანხისა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხის ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში ერთმანეთთან. შესაბამისად, სს ,,ს----------–--------ის“ მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 4797.77 ლარი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შემცირებული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.

 

7.3 ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 30 ივნისს სს ,,ს----------–--------სა’’ და ნ---- ტ--–--–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც ნ---- ტ--–--–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ. თავდებობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ სს ს----------–--------ის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 150 000 აშშ დოლარით ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში.

 

2015 წლის 10 ივლისს სს ,,ს----------–--------სა’’ და ი---- ს------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება N------------, რომლის საფუძველზეც ი---- ს------–---–მა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, სს ,,ს----------–--------სა’’ და შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს შორის 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ შესასრულებელი ფულადი ვალდებულების მიმართ. თავდებობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.3 პუნქტის თანახმად, ძირითადი მოვალის მიერ სს ,,ს----------–--------ი’’-ს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 28 000 ლარით.

 

ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 3--------- სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის და დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებული თანხის ფარგლებში.

 

7.4. ს----------–--- სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მისი საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

 

ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ი’’-ს მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია მოპასუხე თ----- ა-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ.თბილისი, თ----- მ---- მ/რ, მ----------------------------------ის საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.

 

ამასთანავე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2014 წლის 07 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტზე, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავდა არსებულ დავალიანებას, მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით შესაძლებელი იყო გადახდევინების მიქცევა მოვალის ნებისმიერ ქონებაზე.

 

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების 3.4 პუნქტის თანახმად, თავდებმა იკისრა ვალდებულება აენაზღაურებინა ძირითადი ხელშეკრულებიდან ან/და ძირითად ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სხვა ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ბ----- სასარგებლოდ არსებული, სამომავლო ან/და პირობით მოთხოვნები არსებული ან/და სამომავლო მოვალეების მიმართ (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად: ნებისმიერი სახის დავალიანება, საკომისიო, პირგასამტეხლო/ჯარიმა და ბ-----თვის მიყენებული ზიანი/ზარალი), ასევე სასამართლოს (მათ შორის საარბიტრაჟო სასამართლოს), აღსრულების და ამგვარი მოთხოვნებიდან გამომდინარე ნებისმიერი სხვა ხარჯი.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) სს ,,ს----------–--- ბ----” უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

 

აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ის“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა განხორციელდეს, მოპასუხე თ----- ა-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.თბილისი, თ----- მ---- მ/რ, მ----------------------------------ის საკადასტრო კოდი N0---------------------- იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.

 

ხოლო იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა ვერ დაფარავს არსებულ დავალიანებას, 2014 წლის 07 აგვისტოს იპოთეკის ხელშეკრულების 8.4. პუნქტისა და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 3.4 პუნქტის საფუძველზე აღსასრულებლად უნდა მიექცეს მოპასუხეების - შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის, ნ---- ტ--–--–---–ისა და ი---- ს------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

 

7.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექის 2-8-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, ვინაიდან მხარეთა შორის 2015 წლის 3--------- გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ N-------------------- ხელშეკრულების 5.2 პუნქტის თანახმად თავად მხარეთა მიერ განსაზღვრული და შეთანხმებული იქნა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა, შესაბამისად, მოსარჩელის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლის აღსრულების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს „ძ---–-------–--------“-ის წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო, შესაბამისად, ამ ნაწილში მითითებული მოპასუხე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეებმა ნ---- ტ--–--–---–მა და ი---- ს------–---–მა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სცნეს სარჩელი მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254 ლარიდან 84,55 ლარის ნახევარი - 42,27 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 211,73 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. მითიტებული თანხიდან 42,27 ლარი მოპასუხეებს ნ---- ტ--–--–---–სა და ი---- ს------–---–ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სასმართლოს მთავარსხდომაზე ნაცნობილი ძირი თანხის შესაბამისად. ამასთან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნეს მოპასუხეებმა) სახელმწიფო ბაჟის სახით ოთხივე მოპასუხეს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 39,68 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--- სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის, თ----- ა-–-----–---–ის, ნ---- ტ--–--–---–ისა და ი---- ს------–---–ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე შპს ,,ძ---–-------–--------’’-ს, ნ---- ტ--–--–---–სა და ი---- ს------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2015 წლის 3--------- ხელშკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხა - 2818.23 ლარი, სესხის საპროცენტო სარგებელი - 822.79 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით.

 

1.2. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, განხორციელდეს მოპასუხე თ----- ა-–-----–---–ის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მდებარე ქ. თბილისი, თ----- მ---- მ/რ, მ----------------------------------ის (საკადასტრო კოდი N0----------------------) იძულებითი რეალიზაცია.

 

1.3. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს პირველ სასარჩელო მოთხოვნაში მითითებულ თანხას, აღსასრულებლად მიექცეს მოპასუხეების - შპს ,,ძ---–-------–--------’’-ის, ნ---- ტ--–--–---–ისა და ი---- ს------–---–ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება. თავდები პირის ნ---- ტ--–--–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვროს 150 000 აშშ დოლარი ან მისი ექვივალენტი სხვა ვალუტაში, ხოლო თავდები პირის ი---- ს------–---–ის პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვროს 28 000 ლარი.

1.4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

2. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 1--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 254 ლარიდან 42,27 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა - 211,73 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

3. მოპასუხეებს შპს ,,ძ---–-------–--------’’-სს, თ----- ა-–-----–---–ს, ნ---- ტ--–--–---–სა და ი---- ს------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 39.68 ლარის ანაზღაურება.

 

4. მოპასუხეებს ნ---- ტ--–--–---–სა და ი---- ს------–---–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 42,27 ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე