გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/12367-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - შპს „მ--------------ი“
წარმომადგენელი - გ-----------------იძე, ს-------- ჭ----–--–---–ი
მოპასუხე - შ-- სსიპ დ-–--------–-–---------------ენტი
წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. 2017 წლის 24 იანვრის №---------- ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა;
1.2. პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების უკანონოდ და დაუსაბუთებლად ცნობა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 24 იანვარს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა №---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შპს „მ--------------ს“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში უნდა უზრუნველეყო მოპასუხის ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მომსახურების შესყიდვა თანმდევი სათადარიგო ნაწილებით.
მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ 2018 წლის 23 იანვარს ცალმხრივად იქნა შეწყვეტილი მოსარჩელესთან გაფორმებული ხელშეკრულება და სსიპ ,,ს----–-–------–----------------------’’-ში წარდგენილი იქნა მოთხოვნა შპს „მ--------------ის“ „შავ სიაში“ შეყვანის შესახებ.
შეწყვეტის შესახებ წერილობით შეტყობინება შპს “მ--------------ს’’ მიეწოდა მხოლოდ 6 თებერვალს. შესაბამისად, მოპასუხის ნება მოსარჩელეს მიუვიდა ხელშეკრულების მექმედების ვადის ამოწურვის შემდეგ. მითითებული ხელშეკრულების შეწყვეტას მოპასუხე ასაბუთებს მის ბალანსზე რიცხული ავტომანქანის მომსახურების გაუწევლობაში. მოპასუხის კუთვნილ ავტომანქანას ესაჭიროებოდა საჭის მექანიზმი, რომელიც არის დეფიციტური, მოსარჩელეს არ გააჩნდა ადგილზე და განხორციელდა მისი შეკვეთით ჩამოტანა. ამ მიზნით მოპასუხის სატრანსპორტო დანაყოფს ეთხოვა ვინ კოდის (საიდენტიფიკაციო ნომრის) მიწოდება. აღნიშნული სტრუქტურის მიერ ორჯერ არასწორად იქნა მონაცემები მიწოდებული და ამ მონაცემების საფუძველზე მოსარჩელის მიერ გამოწერილი (შეკვეთილი) დეტალი, რაც კარგად ჩანს განბაჟების დამადასტურებელი დოკუმენტით. საჭის მექანიზმი არ მიესადაგა შესაკეთებელ ავტომანქანას. სარჩელი შემოსტანის დროისთვის დეტალი უკვე ჩამოსული იყო და მოსარჩელე თანახმა იყო განახორციელებინა შეკეთება.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა ასევე მიუთითა, რომ მიუხედავად ხელშეკრულების ვადის ამოწურვისა მეორე ვადითაც სწორედ მათთან მოხდა მოპასუხის მიერ ხელშეკრულების გაფორმება და ამ პერიოდში განხორციელდა მითითებული საჭის მექანიზმის მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ავტომანქანაზე დამონტაჟება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე შ-- სსიპ ,,დ-–--------–-–---------------ენტი’’-ს წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულება 1.5 პუნქტის თანახმად ძალაში იყო 2018 წლის 31 იანვრამდე. სსიპ ,,დ-–--------–-–---------------ენტმა’’ ხელშეკრულება შეწყვიტა მისი მოქმედების პერიოდში 2018 წლის 23 იანვარს, რის შესახებაც მოსარჩელეს გაეგზავნა წერილი. ასევე აღნიშნულის შესახებ ელექტრონულად გაეგზავნა შპს ,,მ--------------ს’’ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზეც, რომლის მისამართიც თავად მომწოდებელს ჰქონდა დარეგისტრირებული ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
შესაგებელში მითითებულია, რომ 2017 წლის 18 სექტემბერს სერვის ცენტრში შეყვანილი იქნა დაზიანებული ავტომანქანა ტ-------- ,,კ-------–-’’, სახელმწიფო ნომრით S--------, ხელშეკრულების თანახმად დეფიციტური სათადარიგო ნაწილის შეცვლისთვის მომწოდებელს განსაზღვრული ჰქონდა 20 დღე, თუმცა მან 2018 წლის 4 იანვრამდე ვერ შეძლო ავტომობილის შეკეთება, რაც ცალსახად წარმოადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას. მოსარჩელის მითითება, რომ დ-------------ის თანამშრომლებმა ორჯერ არასწორად მიაწოდეს ავტომობილის ე.წ. ,,ვინ კოდი’’ არასწორია და აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ არსებობს და არც არანაირი კომუნიკაცია შემდგარა აღნიშნულის თაობაზე მხარეებს შორის. მომწოდებლები არასოდეს ითხოვენ ავტომობილის ვინ კოდს, რადგან ყველა ავტომობილზე რამდენიმე ადგილზე არის დატანილი აღნიშნული ნომერი და ნებისმიერი პირისთვის არის შესაძლებელი მისი დაფიქსირება, რაც ,,მ--------------ი’’-ს ტექნიკოსებისათვისაც არის ცნობილი. 2017 წლის ოქტომბრის თვეში გავიდა ავტომობილის შეკეთებისთვის ხელშეკრულებით დადგენილი ვადა, დ-------------მა დამატებით მისცა შესაძლებლობა მომწოდებელს შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, თუმცა 2018 წლის 04 იანვრამდე ვერ შეძლო მომწოდებელმა ვალდებულების შესრულება. დ-------------ის მიერ დამატებით 2 თვეზე მეტი ვადა იქნა განსაზღვრული მომწოდებლისთვის, ვიდრე ხელშეკრულებით დადგენილი 20 დღე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედება გამომდინარეობდა კანონიდან და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, როგორც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსარჩელესთან კვლავ დაიდო ხელშეკრულება მომსახურების თაობაზე, რა დროსაც შეკეთდა კიდეც ის ავტომობილი, რისთვისაც ჩამოტანილი იყო საჭის მექანიზმი (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 24 იანვარს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა №---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შპს „მ--------------მა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აიღო ვალდებულება შ-- სსიპ ,,დ-–--------–-–---------------ენტი’’-ს ბალანსზე რიცხული „ტ--------ს“ და „ლ------ის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. დანართი N-, N- და N--ის შესაბამისად.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 384000 ლარით, აქედან საკუთარი სახსრებით გათვალისწინებულია 340000 ლარი, ხოლო საბიუჯეტო სახსრებით 44000 ლარი.
ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №---------- ხელშეკრულება (ს.ფ. 47-53)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების დანართი N-, N- და N--ის შესაბამისად. მიმწოდებელმა შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული დღისა უნდა ჩაატაროს ავტომობილების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად, რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისთვის საჭირო საქონლის/სათადარიგო ნაწილების დეტალური აღწერა, ღირებულება და მომსახურების გაწევის ვადა.
ხელშეკრულებ(ებ)ის მე-5 მუხლი განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს. კერძოდ, 5.1 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებელი ვალდებულია: გაუწიოს შემსყიდველს ხელშეკრულების დანართი N-, N- და N--ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების და წესების მოთხოვნის დაცვით.
ხელშეკრულების 5.1.2. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის ავტომანქანის მომსახურებას მიანიჭოს პრიორიტეტი, რაც გულისხმობს მათ რიგგარეშე და დაუყოვნებლივ მომსახურებას.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების 12.1. პუნქტის თანახმად, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები უნდა შეასრულონ ჯეროვნად, კეთილსინდისიერად და მოთხოვნილი ხარისხის შესაბამისად, ხელშეკრულებით დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები პასუხს აგებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის ხელშეკრულებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის მიხედვით, ფორს-მაჟორული პირობების გარდა, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები, რომელთა ფორმა, ოდენობა, ამოქმედების პირობები და გადახდის ვადები განსაზღვრულია ხელშეკრულების პირობების ამ მუხლში.
ხელშეკრულების 12.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებს ვერ შეასრულებს ან/და დაარღვევს კეთილსინდისიერების პრინციპს და მიმწოდებლის მიერ არ იქნება შემოთავაზებული ხარვეზის გამოსწორების გონივრული ვადა, მაგრამ არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, შემსყიდველი უფლებამოსილია: ა) შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება და მიმწოდებელი ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის დააჯარიმოს ხელშეკრულების საერთო თანხის 10%-ის ოდენობით ან 6) ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ვადების გადაცილების, მათ შორის აღრიცხვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვის ან/და სერვისცენტრების ვიდეოკამერებით აღჭურვის ვადების დარღვევის შემთხვევაში ან 6.3 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დააკისროს პირგასამტეხლო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში 100 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 12.5. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ აგრეთვე: ა) თუ შემსყიდველისათვის ცნობილი გახდა, რომ მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო იგი ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას; ბ) მიმწოდებლის გაკოტრების შემთხვევაში; გ) თუ მისთვის ცნობილი გახდება, რომ მიმწოდებლის საკვალიფიკაციო მონაცემების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი აღმოჩნდება; დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №---------- ხელშეკრულება (ს.ფ. 47-53)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3. საქართველოს შ------------------------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დ-–--------–-–---------------ენტმა 2018 წლის 23 იანვრის წერილით შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსთხოვა შპს „მ--------------ს“ პირგასამტეხლოს გადახდა.
აღნიშნული წერილის თანახმად, 2017 წლის 18 სექტემბერს შპს „მ--------------ის“ სერვის ცენტრში საჭის მექანიზმის შეცვლის მიზნით შევიდა დ-------------ის კუთვნილი ავტომანქანა ტ-------- ,,კ-------–-’’, სახელმწიფო ნომრით S--------. გასაწევი მომსახურეობა არ შესრულდა, შესაბამისად ავტომანქანა 2018 წლის 4 იანვარს გაყვანილი იქნა მოპასუხის მიერ.
ხელშეკრულების 12.3 პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტის საფუძველზე დ-------------მა მიიღო გადაწყვეტილება შეეწყვიტა ხელშეკრულება და ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მიმწოდებელს დააკისრა პირგასამტეხლო საერთო თანხის 10%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 38400 ლარს.
ამასთან წერილით განემარტა მოსარჩელეს, რომ ჯარიმის ნაწილი 7000 ლარი მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (საბანკო გარანტია) #-------------------- საფუძველზე, მოთხოვნილი იქნებოდა სს ,,პ-------------------’’-სთვის, ხოლო ჯარიმის დარჩენილი ნაწილი 31400 ლარი კი გადახდილი უნდა ყოფილიყო უმოკლეს ვადაში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
-2018 წლის 23 იანვრის წერილი (ს.ფ. 22-23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. საქართველოს შ------------------------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დ-–--------–-–---------------ენტმა 2018 წლის 29 იანვრის N------------------ წერილით მიმართა სსიპ ს----–-–------–----------------------ს შპს ,,მ--------------ი’'-ს „შავ სიაში“ შეყვანის შესახებ და მიუთითა, რომ დ-------------ის კუთვნილი ავტომანქანა ტ-------- ,,კ-------–-’’ სახელმწიფო ნომრით S--------, საჭის მექანიზმის შეცვლა/შეკეთების მიზნით 2017 წლის 18 სექტემბერს შეყვანილი იქნა შპს ,,მ--------------ი’’-ს სერვის ცენტრში, რის შესახებაც შედგა დათვალიერების აქტი საჭის მექანიზმის შეცვლა/შეკეთების შესახებ. აღნიშნულ ავტომანქანას არ გაეწია ხელშეკრულების ვადებში მომსახურება, რის გამოც 2018 წლის 4 იანვარს შეუსრულებელი სამუშაო აქტის შედგენის შემდგომ სატრანსპორტო საშუალება გამოყვანილი იქნა სერვის ცენტრიდან, რაც სერვისცენტრისა და ტრასპორტის განყოფილების წარმომადგენლებმა დაადასტურეს ხელმოწერით. აღნიშნულიდან გამომდინარე N----------- ხელშეკრულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პირობების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულების მე-12 მუხლის 12.3 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა, ხელშეკრულების ღირებულების 10 %-ის ოდენობით, რაც შეადგენს 38400 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- დ-–--------–-–---------------ენტმა 2018 წლის 29 იანვრის N------------------ (ს.ფ. 26-27)
- დათვალიერების აქტი (ს.ფ. 137)
- სამუშაოს შესრულების აქტი (ს.ფ. 138)
- პატაკი (ს.ფ. 24)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.5. 2018 წლის 20 მარტის წერილის მიხედვით დგინდება, რომ შპს „მ---------------“ არ დაეთანხმა მის მიმართ საჯარიმო სანქციის გამოყენებას და განმარტა, რომ მის მიერ შესაკეთებელი ავტომობილის ვინ კოდი არასწორად იქნა მისთვის მიწოდებული, რამაც გამოიწვია შესაცვლელი ნაწილის შეკვეთა და დაგვიანებით ჩამოსვლა, რომელიც არ იყო მასზე, როგორც მხარეზე დამოკიდებული, რის გამოც ითხოვდა ვალდებულების შესასრულებლად ვადის გაგრძელებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 20 მარტის წერილი (ს.ფ. 29-32)
4.6. საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით დადგენილია, რომ შპს „მ--------------მა“ დაარღვია მხარეთა შორის 2017 წლის 24 იანვარს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №---------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებლის ვალდებულება, რაც გამოიხატა იმაში, რომ ვერ მოხერხდა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანის საჭის მექანიზმის შეცვლა ხელშეკრულებით დადგენილ 20 დღიან ვადაში.
მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ აღნიშნული ვადის დარღვევა გამოწვეულია მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ავტომანქანის არასწორი საიდენტიფიკაციო კოდის მიწოდებით, რის გამოც ორჯერ იქნა არასწორად გამოწერილი ავტომანქანის დეფიციტური დეტალი, შესაბამისად, მომსახურეობა ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდა. აღნიშნულზე მეტყველებს განბაჟების დამადასტურებელი დოკუმენეტი C-----, რომლის მიხედვით 2017 წლის 26 სექტემბერს გამოწერილი იქნა ავტომანქანის საჭის ღერძი 2 ერთეული, საქონლის N-------- და 2017 წლის 23 ოქტომბრის C----- განბაჟების დოკუმენტი, საჭის მექანიზმი - საჭის ღერძი 1 ერთეული. აღნიშნული გარემოების საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს საქმეში არ წარმოუდგენილა.
აქვე სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სწორი ვინ კოდის დადგენის შემდგომ მოსარჩელემ კვლავ გამოიწერა საჭის მექანიზმი და მზად იყო ავტომანქანის შესაკეთებლად, თუმცა მოპასუხემ 2018 წლის 4 იანვარს შეუსრულებელი სამუშაოს აქტის შედგენის შემდგომ სატრანსპორტო საშუალება გაიყვანა სერვის ცენტრიდან. მოსარჩელე კვლავ თანახმა იყო განახორციელებინა ავტომანქანის შეკეთება უსასყიდლოდ, აღნიშნული კი მეტყველებს მოსარჩელის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ სარჩელის განხილვის დროისთვის სადავო ავტომობილის ნაწილი უკვე შეცვლილი იყო დაზიანებულ ავტომობილზე და აღნიშნულზე მხარეებს ერთმანეთის მიმართ პრეტენზია არ ჰქონიათ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- დათვალიერების აქტი (ს.ფ. 137)
- სამუშაოს შესრულების აქტი (ს.ფ. 138)
- ფოტომასალა (ს.ფ. 139-141)
- 2017 წლის 26 სექტემბრის განბაჟების დოკუმენტი C----- (ს.ფ.31)
- 2017 წლის 23 ოქტომბრის C----- განბაჟების დოკუმენტი (ს.ფ. 32)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 352-ე, 405-ე, 399-ე, 355-ე, 51-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
დადგენილია, რომ 2017 წლის 24 იანვარს ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა №---------- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის თანახმად შპს „მ--------------მა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში აიღო ვალდებულება შ-- სსიპ ,,დ-–--------–-–---------------ენტი’’-ს ბალანსზე რიცხული „ტ--------ს“ და „ლ------ის“ მარკის ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების გაწევის თაობაზე. დანართი N-, N- და N--ის შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგებით წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლა დასაშვებია მხოლოდ 405-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. იმავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული დამატებითი ვადის მიზანია მოვალისათვის ხელის შეწყობა, რათა მან შეძლოს დარღვეული ურთიერთობის გამოსწორება. მისი განსაზღვრა უნდა მოხდეს ისე, რომ იგი საკმარისი აღმოჩნდეს შესრულებისათვის და ამდენად გონივრული ხანგრძლივობის უნდა იყოს. ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, შეიძლება დამატებითი ვადა არც იქნეს გამოყენებული. ასეთ შემთხვევაში დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. დამატებითი ვადის განსაზღვრა ან გაფრთხილება არ არის საჭირო, როცა აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ მოჰყვება.
სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგოდ გაფრთხილების შემდეგ.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სწორი საინდენტიფიკაციო კოდის დადგენის შემდგომ გამოიწერა საჭის მექანიზმი და მზად იყო ავტომანქანის შესაკეთებლად, თუმცა მოპასუხემ 2018 წლის 4 იანვარს შეუსრულებელი სამუშაოს აქტის შედგენის შემდგომ სატრანსპორტო საშუალება გაიყვანა სერვის ცენტრიდან ისე, რომ არ მიუცია დამატებითი ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად მოსარჩელისთვის.
სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით.
ხელშეკრულების მოშლა არის გრძელვადიანი ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის დასრულების ფორმა, რომლის წინაპირობები განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით. თავისი არსით ხელშეკრულების მოშლა არის ცალმხრივი ნების გამოვლება, მიმართული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტისაკენ.
სამოქალაქო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა ანუ როდესაც მეორე მხარე მას მიიღებს.
შესაბამისად, შეწყვეტისათვის სავალდებულოა, რომ მხარის მიერ გამოვლენილი ნება კონტრაჰენტს მიუვიდეს, რის შედეგადაც ის იურიდიულ ძალას იძენს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელშეკრულება ძალაში იყო ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 იანვრამდე, მაგრამ არანაკლებ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.
დადგენილია, რომ სსიპ დ-–--------–-–---------------ენს შპს ,,მ--------------ისთვის’’ ავტომანქანის შეკეთების საფუძვლით და დამატებით ვადის დაწესებით წერილი არ გაუგზავნია და მათთვის არ მიუცია შესაძლებლობა შეეკეთებინათ ავტომანქანის საჭის მექანიზმი დამატებით დადგენილ ვადაში. ეს იმ დროს, როდესაც 2018 წლის იანვარში უკვე ჩამოსული იყო მესამედ შეკვეთილი ნაწილი და მოსარჩელეს შეეძლო შეეასრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა.
ასევე დადგენილია, რომ საქართველოს შ------------------------------ საჯარო სამართლის იურიდიული პირის დ-–--------–-–---------------ენტმა 2018 წლის 23 იანვრის წერილით შეწყვიტა ხელშეკრულება და მოსთხოვა შპს „მ--------------ს“ პირგასამტეხლოს გადახდა. აღნიშნული წერილი მოსარჩელეს მიუვიდა 2018 წლის 6 თებერვალს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის ნება მოსარჩელე შპს ,,მ--------------ს’’ მიუვიდა 2018 წლის 6 თებერვალს, მაშინ, როდესაც გასული იყო ხელშეკრულების მოქმედების ვადა. შესაბამისად, დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოაპსუხემ მხოლოდ მაშინ შეწყვიტა ხელშეკრულება ცალმხრივად, როდესაც რაელურტად უკვე ამოწურული იყო ხელშეკრულებსი მოქმედების პერიოდი და მოსარჩელე მხარეს არ ჰქონდა ხელშეკრულების შეწყვეტაზე დათანხმებისა თუ უარის თქმის შესაძლებლობა, ვინიადან 2018 წლის 06 თებერვლის მდგომარეობით ხელშკრულების მოქმედების ვადის გასვლის შედეგად უკვე შეწყვეტილი იყო მხარეთა შორის არსებული ხელშკრულება.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მართალია, რომ შესაკეთებელი ავტომობილი მოსარჩელესთან სერვის ცენტრში მიყვანილი იქნა 2017 წლის 18 სექტემბერს და გამოყვენილი იქნა 2018 წლის 04 იანვარს, თუმცა აღნიშნული პერიოდის განმავლობაში მოსარჩელის მიერ განხორციელდა შესაცვლელი ნაწილის საზღვარგარეთიდან გამოწერა და ჩამოტანა 2-ჯერ, თუმცა გამოწერილი ნაწილი ავტომანქანაზე ვერ იქნა გამოყენებული არასწორად მითითებული ვინ კოდის გამო.
ამდენად, შპს „მ--------------ის“ მიერ არ შესრულდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №---------- ხელშეკრულების 5.1.1. პუნქტი, რომელიც ავალდებულებდა მიმწოდებელს გაუწიოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულების დანართი #-, დანართი #- და დანართი #--ით გათვალისწინებული მომსახურება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათლით, ხელშეკრულების მე-4 მუხლით განსაზღრულ ვადებში, ამასთან მომსახურეობის გაწევა უნდა განახორციელოს მოქმედი ყველა საჭირო ნორების, სტანდარტების და წესების მოთხოვნების დაცვით. ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლით კი განსაზღრული იყო მიწოდების ვადები, რომლის 4.1.6 პუნქტით ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურეობის გაწევა უნდა განხორციელებულიყო დეფიციტური სათადარიგო ნაწილების უზრუნველყოფისას 20 კალენდარული დღის ვადაში.
მართალია მოპასუხის მიერ მოსარჩელესთვის ოფიციალურად არ განუსაზღვრია დამატებითი ვადა ან/და გაფრთხილება ვალდებულების შესრულებასთან მიმართებაში, თუმცა ის ფაქტი, რომ ზემოაღმნიშნული დროის განმავლობაში ავტომანქანა იდგა მოსარჩელის სერვის ცენტრში შესაკეთებლად უკვე ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოაპსუხემ მოსარჩელეს თავისი ქმედებით მისცა დრო ვალდებულების შესასრულებლად. თუმცა უდავო გარემოებაა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში მოსარჩელეს უკვე ჰქონდა შეკვეთილი ნაწილი და შეეძლო ვალდებულება შეესრულებინა, თუმცა ავტომობილი უკვე გაყვანილი იყო სერვის ცენტრიდან. ასევე უდავო გარემოებაა, რომ შესრულების მიმართ მოპასუხეს ინტერესი არ ჰქონია დაკარგული, ვინაიდან იმავე მხარეებს შორის გაფორმებული ახალი ხელშეკრულების ფარგლებში ავტომობილის დაზიანებული ნაწილი შეიცვალა იმავე ნაწილით, რომელიც მეორე შეკვეთის შემდეგ 2018 წლის იანვარში ჩამოვიდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის დამოკიდებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებისას არის კეთილსინდისიერი, რასაც ადასტურებს დეფიციტური ნაწილის 2-ჯერ შეკვეთა თავისივე ხარჯებით და ასევე თავისივე ხარჯებით ჩამოტანა და შეკეთება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ მხარეებმა კვლავ დადეს ხელშეკრულება აღნიშნული ხელშეკრულების ამოწურვის შემდგომ, რომლის მოქმედების პერიოდშიც უკვე შეიცვალა კიდეც ჩამოტანილი ავტონაწილი. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელის ვალდებულება მხოლოდ მომსახურების გაწევა იყო და იგი ვერ იქონიებდა გავლენას შეკვეთილი ნაწილის ჩამოტანაზე, რის გამოც 20 დღეზე მეტი ვადის გადაცილება არ შეიძლება მიჩნეული იქნეს ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობად, მით უმეტეს, რომ შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ მიუვიდა მხარეს, რომელიც გავლენას ვერ მოახდენდა აღნიშნულზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას.
რამდენადაც დადგენილია, რომ არ არსებობდა შ------------------------------ სსიპ დ-–--------–-–---------------ენტის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის წინაპირობები, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელისათვის დ-------------ის მხრიდან პირგასამტეხლოს (31400 ლარის) დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ)“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ არაქონებრივ დავასთან ერთად განიხილება მისგან წარმოშობილი ქონებრივ-სამართლებრივი დავა, დავის საგნის ფასი განისაზღვრება უფრო მაღალი ღირებულების მოთხოვნის მიხედვით.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ)“ ქვეპუნქტის მიხედვით, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჟეტიდან - ყველა საქმეზე.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 942 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება, ასევე 50 ლარის ანაზღაურება, სარჩელის უზრუნველყოფაზე გაწეული ბაჟის ანაზღაურების მიზნით. მოსარჩელეს, სსსკ-ის 41-ე მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი 50 ლარი.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმის გათვალისწინებით, რომ წარმოდგენილი სარჩელი დაკმაყოფილდა, გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს----–-–------–----------------------ს შეეზღუდა საქართველოს შ------------------------------ სსიპ დ-–--------–-–---------------ენტის 2018 წლის 29 იანვრის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შპს "მ--------------თან" დაკავშირებით (ს/კ 2--------) გადაწყვეტილების მიღების უფლება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8; 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „მ--------------ის“ სარჩელი შ-- სსიპ დ-–--------–-–---------------ენტის მიმართ - დაკმაყოფილდეს:
1.1. საქართველოს შ------------------------------ სსიპ დ-–--------–-–---------------ენტის 2017 წლის 24 იანვრის №---------- ხელშეკრულება ჩაითვალოს არამართლზომიერად შეწყვეტილად;
1.2. მოსარჩელე შპს „მ--------------ი“ გათავისუფლდეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან.
2. გადაწყვეტილების აღსრულებამდე ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 01 მაისის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლის საფუძველზეც, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ს----–-–------–----------------------ს შეეზღუდა საქართველოს შ------------------------------ სსიპ დ-–--------–-–---------------ენტის 2018 წლის 29 იანვრის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე შპს "მ--------------თან" დაკავშირებით (ს/კ 2--------) გადაწყვეტილების მიღების უფლება.
3. საქართველოს შ------------------------------ სსიპ დ-–--------–-–---------------ენტს მოსარჩელე შპს „მ--------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1092 ლარის ანაზღაურება.
4. 2018 წლის 0---------–- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (კერძო საჩივარი) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლდო დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე