გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/545028142-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 თებერვალი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - თ----- კ------ე
მოპასუხე - ნ----- ბ-------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2039.88 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 1197.26 ლარი, პროცენტი -264.33 ლარი და პირგასამტეხლო -578.29 ლარი.
1.2. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3587.35 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 2637.35 ლარი და პირგასამტეხლო -950 ლარი.
1.3 მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1858.9 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 999.61 ლარი, პროცენტი - 278.48 ლარი და პირგასამტეხლო -580.81 ლარი.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2016 წლის 0-------------ს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (განვადების ბარათი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა 1200 ლარი, კრედიტის ვადა 4 წელი. წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42 % კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 0 ლარი. მოპასუხეს ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა შეეტანა თანხა. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს გადანაწილებულს 10 თვეზე.
მოპასუხემ 2016 წლის სექტემბერში დაიწყო თანხის ათვისება. იგი სარგებლობდა გამოყოფილი ლიმიტით. ასევე ვალდებულების შესასრულებლად 2018 წლის თებერვლის ჩათვლით ანხორციელებდა შენატანებს. მოპასუხეს პირველი დარღვევა უფიქსირდება 2017 წლის ოქტომბერში, როდესაც მან თანხა არ შეიტანა და დაერიცხა პირგასამტეხლო. ამის შემდგომ მოპასუხეს კვლავ შეჰქონდა თანხები. ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის თებერვალში. მომდევნო გადახდა უწევდა 2018 წლის 20 მარტს, მაგრამ თანხა არ გადაუხდია და შესაბამისად, ერიცხება პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი თანხებიდან 2674.34 ლარით დაიფარა ძირითადი თანხა, 450.07 ლარით დაიფარა პროცენტი, ხოლო 63.14 ლარით დაიფარა პირგასამტეხლო. მოპასუხის დავალიანება 2016 წლის 0-------------- ხელშეკრულებაზე შეადგენს 2039.88 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 1197.26 ლარი, პროცენტი-264.33 ლარი და პირგასამტეხლო - 578.29 ლარი.
2017 წლის 0-------------ს სს ,,თ----------სა’’ და ნ----- ბ-------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (სწრაფი განვადება). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 3960 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 375 კალენდარული დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი 0 %. პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 194.4 ლარი. დაფარვის წესი - მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დაეფარა 331.5 ლარი.
მოპასუხემ 2017 წლის სექტემბერში აითვისა თანხა, ასევე 2018 წლის იანვრის ჩათვლით ანხორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა უწევდა 2018 წლის 15 თებერვალს, თუმცა თანხა არ შეუტანია, შესაბამიად, მას ერიცხება პირგასამტეხლო. მოპასუხის მიერ შეტანილი 1322.65 ლარი სრულად წარიმართა ძირითადი თანხის დასაფარად. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 3587.35 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 2637.35 ლარი და პირგასამტეხლო - 950 ლარი.
2017 წლის 2------------ სს ,,თ----------სა’’ და ნ----- ბ-------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (პრაიმ ქარდი). სესხი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ლიმიტი 1000 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 13721 კალენდარული დღით. წლიური საპროცენტო სარგებელი - 48 % კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხეს ყოველი თვის 26 რიცხვში უნდა შეეტანა თანხა.
მოპასუხემ 2017 წლის აგვისტოში დაიწყო თანხის ათვისება, იგი სარგებლობდა გამოყოფილი ლიმიტით, ასევე 2017 წლის ოქტომბრიდან 2018 წლის იანვრის ჩათვლით ანხორციელებდა შენატანებს. მომდევნო გადახდა მას უწევდა 2018 წლის 26 თებერვალს, თუმცა მას თანხა არ შეუტანია და მომდევნო დღიდან ერიცხებოდა პირგასამტეხლო. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 2------------ ხელშეკრულებაზე შეადგენს 1858.9 ლარს, საიდანაც სესხის ძირიდადი თანხაა 999.61 ლარი, პროცენტი - 278.48 ლარი, პირგასამტეხლო-580.81 ლარი.
ნ----- ბ-------–---–ს 2018 წლის ივნისში გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც ეცნობა დავალიანების შესახებ და ასევე განესაზღვრა დამატებითი ორკვირიანი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, თუმცა მას ვალდებულება არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელე მომართა სასამართლოს და ითხოვს სამივე ხელშკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა სარჩელი სცნო ნაწილობრივ, 2016 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სცნო სესხის ძირი თანხა - 1197,26 ლარი და სარგებელი - 264,33 ლარი, ასევე ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.
2017 წლის 0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხის ნაწილი მხოლოდ 1197 ლარი სცნო და მიუთითა, რომ მის მიერ ვალდებულება ნაწილობრივ აქვს შესრულებული, კერძოდ, სულ მისი დავალიანება იყო 3960 ლარი, საიდანაც 7 თუ 8 თვე იხდიდა ვალდებულებას და ამჟამად მხოლოდ 4 ან 5 თვის აქვს დარჩენილი შესასრულებელი ვალდებულება, რაც შეადგენს, მისი დაანგარიშებით, 1197 ლარს, რასაც ეთანხმება და აღიარებს კიდეც. სხვა ნაწილში აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით მოსარჩელის მოთხოვნას არ სცნობს.
მოპასუხემ ასევე სცნო 2017 წლის 2------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ძირი თანხის 999.61 ლარისა და სარგებლის - 278,48 ლარის გადახდევინების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვა მის ოდენობის შემცირება (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოაპსუხის მიერ სამივე ხელშეკრულებაზე დარღვეულია გადახდის გრაფიკი და სესხის ამჟამად ვადაგადაცილებაშია.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2016 წლის 0-------------ს გაფორმდა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1200 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42 % კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 0 ლარი. მოპასუხეს ყოველი თვის 20 რიცხვში უნდა შეეტანა თანხა. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენს წინა თვის ბოლო კალენდარული რიცხვის ჩათვლით ათვისებულ თანხას და მისთვის დარიცხულ საპროცენტო სარგებელს გადანაწილებულს 10 თვეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 15)
- 2016 წლის 0-------------- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 16-18)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 0-------------ს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 3960 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 375 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0 %. პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. საკომისიო კრედიტის გაცემისთვის 194.4 ლარი. დაფარვის წესი-მოპასუხეს ყოველი თვის 15 რიცხვში უნდა დაეფარა 331.5 ლარი.
გირავნობის საგნად (ხელშეკრულების 2.21 პუნქტი) განისაზღვრა ტელევიზორი/კინოთეატრი - ტელევიზორი S---, 1 ცალი - ღირებული 3960 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 22-23)
- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N--------------- (ს.ფ. 24-29)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.3 სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 2------------ გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------- (პრაიმ ქარდი), რომლის ფარგლებშიც გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღრა 13721 კალენდარული დღე. წლიური საპროცენტო სარგებელი - 48 % კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 26 რიცხვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 31-32)
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------- (ს.ფ. 33-36)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4 მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა დაარღვია 2016 წლის 0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 20 მარტს და აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით. სესხის დასაფარად ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 3187.55 ლარს.
8/3/2018 წლის მდგომარეობით მოპასუხეს 2016 წლის 0-------------- განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 2039.88 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 1197.26 ლარი, პროცენტი 264.33 ლარი და პირგასამტეხლო - 578.29 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი გადახდის გრაფიკიდან (ს.ფ. 20-21)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 19)
4.5 მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა დაარღვია 2017 წლის 0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 15 თებერვალს და აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით. სესხის დასაფარად ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 1322.65 ლარს.
8/3/2018 წლის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტისა და გირავნობის N--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 3587.35 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 2637.35 ლარი, პროცენტი 0 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 950 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი გადახდის გრაფიკიდან (ს.ფ. 30)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 19)
4.6 მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა დაარღვია 2017 წლის 2------------ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები 2018 წლის 26 თებერვალს და აღარ მომხდარა ყოველთვიური ვალდებულების შესრულება თანხის გადახდის სახით. სესხის დასაფარად ჯამურად გადახდილი თანხა შეადგენს 375.98 ლარს.
8/3/2018 წლის მდგომარეობით მოპასუხეს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ N--------- (პრაიმ ქარდი) ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება 1858.9 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 999.61 ლარი, პროცენტი 278.48 ლარი და პირგასამტეხლო - 580.81 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი გადახდის გრაფიკიდან (ს.ფ. 37-38)
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 19)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი ნ----- ბ-------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანება სცნო სესხის ძირითადი თანხის 1197.26 ლარის და პროცენტის 264.33 ლარის ნაწილში; 2017 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება სცნო სესხის ძირითადი თანხის 2637.35 ლარის ნაწილში და 2017 წლის 2------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება სცნო სესხის ძირითადი თანხის 999.61 ლარის და პროცენტის 278.48 ლარის გადახდევინების ნაწილში. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
რაც შეეხება 2017 წლის 0-------------- ხელშეკრულებას, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება აღნიშნულ სესხზე შეადგენს სესხის ძირ თანხას - 2637,35 ლარს და პირგასამტეხლოს - 950 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ სადავო გახდა სესხის ძირი თანხის ოდენობა და მიუთითა, რომ მას არა მითითებული თანხა, არამედ მხოლოდ 1197 ლარის ნაწილში აქვს მოსარჩელის წინაშე შესასრულებელი ვალდებულება, რასაც აღიარებდა კიდეც, თუმცა წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტი, რის გამოც სარჩელში მითითებული გარემოება სესხის ოდენობასთან დაკავშირებით დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2016 წლის 0-------------ს გაფორმდა განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 1200 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 4 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 42 % კრედიტის ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
დადგენილია, რომ სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 0-------------ს სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება N---------------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი 3960 ლარის ოდენობით. კრედიტის ვადად განისაზღვრა 375 დღე, წლიური საპროცენტო სარგებელი 0 %. პირგასამტეხლო 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის. მოპასუხე ო-------------–---- ფულადი ვალდებულება ეტაპობრივად უნდა შეესრულებინა, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის თანახმად.
ასევე დადგენილი, რომ სს „თ----------სა“ და ნ----- ბ-------–---–ს შორის 2017 წლის 2------------ გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება N--------- (პრაიმ ქარდი), რომლის ფარგლებშიც გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადად განისაზღრა 13721 კალენდარული დღით. წლიური საპროცენტო სარგებელი - 48 % კრედიტის სავაჭრო ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. პირგასამტეხლო - 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0,5 % ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ნ----- ბ-------–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2016 წლის 0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 100 ლარამდე. 2017 წლის 0-------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 200 ლარამდე, ხოლო 2017 წლის 2------------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარამდე.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 225 ლარიდან 118.10 ლარი, ხოლო დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 66.56 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 225 ლარიდან 40.34 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2016 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 1197.26 ლარი, პროცენტი -264.33 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 100 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა - 2637.35 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 200 ლარის ოდენობით გადახდა.
1.3. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 2------------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების სესხის ძირი თანხა - 999.61 ლარი, პროცენტი - 278.48 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო -100 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოსარჩელეს მის მიერ 2--------- წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 225 ლარიდან დაუბრუნდეს 118.10 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა 106,90 ლარი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ნ----- ბ-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 66.56 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე