განაჩენი

სისხლის სამართლის 19.03.2019
საქმის ნომერი
050100118002787223
დავის ტიპი
19 - 177 3 დ , 19 - 177 3 ა
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0-----------------

საქმე N 1-------

განაჩენი

საქართველოს სახელით

19.03.2019 წელი ქ. ო----------ი

ო----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მამუკა ჩავლეშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: მ---------------ძე

დაცვის მხარე

დამცველი: გ--------------–--ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0-----------

ბრალდებული: ბ-----------–------ძე

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 2-.0-.1--- წელი

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული

ნასამართლობა: მქონე

რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ო----------ი, სოფელი კ--------ი

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტები.

დისპოზიცია: ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. 2018 წლის 14 ნოემბერს, დაახლოებით 03 საათსა და 30 წუთზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში, ბ-----------–------ძე, ლ-–--–--–--ე და თ------------------ია ერთმანეთთან წინასწარი შეთანხმებით, ს-------ის რესპუბლიკის მოქალაქის ა-----------------ვის კუთვნილი, ტრანზიტული ნომრით 7----- ტ-------ა-კ-----ს ავტომობილიდან, შეეცადნენ ფარულად დაუფლებოდნენ სხვადასხვა ნივთებს და ამავე ავტომობილის შემადგენელ ნაწილებს, რა დროსაც მათი დანაშაულებრივი ქმედება აღკვეთილ იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს თ------------------იამ განმარტა, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს მივიდა მეზობლად მცხოვრებ ლ-–--–--–--ესთან, სადაც გაიცნო ბ-----------–------ძე. ლ-–--–--–--ე და ბ-----------–------ძე სვამდნენ ალკოჰოლურ სასმელს. ლ-–-მ შეთავაზა გაექურდათ ქუჩაში მდგომი ავტომანქანა, რასაც დათანხმდა. ბ-----------–------ძე ასევე დაეთანხმა ლ-–--–--–--ის წინადადებას. სად უნდა გაეყიდათ ნივთები არ უთქვამთ, მხოლოდ ნივთების გაყოფაზე შეთანხმდნენ. თ------------------იას ჩვენებით, დაბრუნდა სახლში, აიღო ბრტყელტუჩა და სახრახნისი, მივიდა ლ-–--–--–--ის სახლში და დაელოდნენ დაღამებას. დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე ლ-–--–--–--ესთან და ბ-----------–------ძესთან ერთად, მივიდა ავტომანქანასთან, რომელიც იყო თეთრი ფერის ტ--------------ი. ბრტყელტუჩა გამოართვა ლ-–--–--–--ემ და მანქანის შუშა ჩაამსხვრია. თავად გააღო კარი და დაჯდა საჭესთან, ლ-–--–--–--ე კი მანქანაში, მეორე მხარეს იმყოფებოდა და რაღაცას ეძებდა. ბ-----------–------ძე ასევე შევიდა მანქანაში და უკან დაჯდა. ლ-–--–--–--ემ ნახა ჩანთა დისკებით და საბუთებით. თავად გამათბობელის პლასტმასი მოხსნა და მიაწოდა ბ-----------–------ძეს, რომელიც მანქანიდან გადავიდა. საერთო ჯამში სამი ცალი პლასტმასი მიაწოდა. მისი ჩვენებით, მხოლოდ ნივთების, აკუმლატორის, მაგნიტაფონის და სხვ. მოპარვა სურდათ. გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მივიდნენ პოლიციელები და ბ-----------–------ძესთან ერთად დააკავეს, ხოლო ლ-–--–--–--ე გაიქცა და თან ჩანთა და მანქანის პლასტმასის ნაწილი წაიღო. მისი ჩვენებით, პოლიციელების მისვლის დროს, ბ-----------–------ძეს ავტომანქანის პლასტმასები ხელში ეჭირა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა რ-------–---------ემ განმარტა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს ვ-----------------თან და ც---------------–---–თან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. შენიშნეს გაჩერებული ავტომანქანა და გადამოწმების მიზნით მიუახლოვდნენ. მანქანაში, წინ, იჯდა ორი პიროვნება, ხოლო მესამე გარეთ იდგა. დაინახა, რომ მანქანაში მყოფმა პიროვნებამ, გარეთ მდგომ პიროვნებას მიაწოდა პლასტმასის კარნიზი. როდესაც მივიდნენ დაინახა, რომ მანქანაში იმყოფებოდა ლ-–--–--–--ე და თ------------------ია. პოლიციელების დანახვაზე ლ-–--–--–--ე გაიქცა, მას ხელში ეჭირა საშუალო ზომის ხელჩანთა და პლასტმასის დეტალი. მესამე პიროვნება, რომელიც მანქანასთან იდგა არის ბრალდებული ბ-----------–------ძე, რომელსაც ასევე ეჭირა ხელში პლასტმასის დეტალი. მისი ჩვენებით ბ-----------–------ძე დააკავეს და პირადი ჩხრეკის დროს ამოიღეს მანქანის პლასტმასის ნაწილი. რ-------–---------ეს ჩვენებით, შემთხვევის ადგილზე მივიდა მისთვის უცნობი პიროვნება, როგორც შემდეგ გაარკვია ავტომანქანის მესაკუთრე. აღნიშნული პირისგან შეიტყო, რომ მანქანას დაზიანებული ქონდა ძრავი.

 

ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა ვ-----------------მა განმარტა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რ-------–---------ეს და ც---------------–---–თან ერთად. სოფელ შ-------ში, გზის გვერდულზე დაინახეს გაჩერებული მანქანა, ტრანზიტული ნომრით. ავტომანქანაში ორი პირი იჯდა, ხოლო მესამე იდგა მანქანასთან. გადამოწმების მიზნით მივიდნენ მათთან. ერთ-ერთი რომელიც იყო ლ-–--–--–--ე გაიქცა. თ------------------ია დაადგინეს, რომ იყო არასრულწლოვანი, ხოლო ბ-----------–------ძე დააკავეს. მისი ჩვენებით, დაინახა როგორ მიაწოდეს მანქანიდან პლასტმასის ნივთები ბ-----------–------ძეს. მისი ჩვენებით, მათთან მოგვიანებით მისულმა მანქანის მესაკუთრემ აცნობა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მანქანის შუშა ჩამტვრეული იყო და წაღებული იყო სხვადასხვა ნივთები.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა თ----------------–--ემ, დაადასტურა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების ფაქტი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ზ-------------ემ დაადასტურა, რომ ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, შეადგინა შესაბამისი დოკუმენტები და დაადასტურა მათი სისწორე.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა ა-----------------ვის გამოკითხვის ოქმები, რომლის თანახმად, 2018 წლის 13 ნოემბერს ფ----ის ტერმინალიდან გამოიყვანა "ტ--------------ის" მარკის ავტომანქანა და მიემგზავრებოდა ს-------ში. უკან, თავისივე კუთვნილი ავტომანქანით მიყვებოდა მ-----ი. სოფელ შ-------ში, ავტომანქანას გაუფუჭდა ძრავი და ვეღარ შეძლო გზის გაგრძელება. ავტომანქანა გააჩერა გზის გვერდულზე, დაკეტა და მ-----თან ერთად დაბრუნდა ქალაქ ფ----ში ევაკუატორის მოსაძებნად. როდესაც ჩამოვიდა ფ----იდან და მივიდა თავის ავტომანქანასთან დაინახა პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ორი პირი ამხილეს ავტომანქანის ქურდობის ფაქტზე. ნახა რომ ავტომანქანიდან ამოღებული იყო სხვადასხვა ნაწილები და ჩამტვრეული იყო წინა მარჯვენა კარის საქარე მინა.

 

პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა მ-------------------ის გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, ა-----------------ვმა ამერიკიდან ჩამოიყვანა ავტომანქანა და მის წასაყვანად ჩამოვიდა საქართველოში ა-----თან ერთად. 2018 წლის 13 ნოემბერს ფ----ის ტერმინალიდან გამოიყვანეს "ტ--------------ის" მარკის ავტომანქანა და ბრუნდებოდნენ ს-------ში. სოფელ შ-------ში, ა-----------------ვის ავტომანქანას გაუფუჭდა ძრავი და ვეღარ შეძლეს გზის გაგრძელება. ა-----მა ავტომანქანა გააჩერა გზის გვერდულზე, დაკეტა და დაბრუნდნენ ქალაქ ფ----ში ევაკუატორის მოსაძებნად. როდესაც ჩამოვიდნენ ფ----იდან და მივიდნენ ავტომანქანასთან, დაინახეს პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც უთხრეს, რომ ორი პირი ამხილეს ავტომანქანის გაქურდვის მცდელობაში. ნახა რომ ავტომანქანიდან ამოღებული იყო სხვადასხვა ნაწილები და ჩამტვრეული იყო წინა მარჯვენა კარის საქარე მინა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებით, საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

 

სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 2-/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------–------ძის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, გარდა ბრალდებულის აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბ-----------–------ძის ბრალეულობას - დადგენილება ა-----------------ვის დაზარალებულად ცნობის შესახებ, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ფოტოცხრილით, ბ-----------–------ძის დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნის და დათვალიერების ოქმები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

2.3. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

 

თ------------------იამ მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა, რომ ლ-–--–--–--ესთან და ბ-----------–------ძესთან ერთად განიზრახა ავტომანქანიდან სხვადასხვა ნივთების ფარულად დაუფლება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი.

 

აღნიშნული მტკიცებულებებით, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ ბ-----------–------ძე ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთებს.

 

2.4. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი

 

მოქმედის, ბ-----------–------ძის, მამოძრავებელი ძალა კონკრეტულ შემთხვევაში მიმართული არის ავტომანქანაში არსებული ნივთების მისაკუთრებისაკენ, რასაც ადასტურებს მოწმეების თ------------------იას, ვ-----------------ის, რ-------–---------ის ჩვენებები და ამოღებული ნივთმტკიცებები. თ------------------იას ჩვენებით ასევე დადგენილია, რომ აპირებდნენ ნაქურდალი ნივთების გაყოფას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო არის მიზანი, როცა ის მატერიალურ საკუთრებით წესრიგს ეწინააღმდეგება (lackner-kühl, Strafgesetzbuch Kommentar, 2-, Auflage, § 242/27, Verlag C.H. Beck München 2004). საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დაზარალებულს, ბ-----------–------ძისათვის არ მიუცია ნებართვა, თავის საკუთრებაში არსებული ავტომანქანის ნაწილების დაუფლებაზე. დადგენილია, რომ ბ-----------–------ძეს, მესაკუთრის ნების გარეშე სურდა, სხვისი ნივთების დაუფლება. აქედან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ-----------–------ძეს, დაზარალებულის კუთვნილი ნივთების ფარული დაუფლების მცდელობისას, ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

 

2.5. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ და სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის დეფინიციებს და ერთმანეთისგან მიჯნავს წინასწარ შეუთანხმებლად, წინასწარი შეთანხმებითა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულის ცნებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27.2 მუხლით, დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია, ჯგუფის წევრებს შორის როგორც სიტყვიერ-წერილობით, ისე არავერბალურ კომუნიკაციაშიც - ჟესტებსა და მიმიკებში - გამოიხატოს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განაჩენი, საქმე N 618აპ-15).

 

წინამდებარე შემთხვევაში, თ------------------იას ჩვენებით დადგენილია, რომ ლ-–--–--–--ეს სახლში ყოფნის დროს, ლ-–--–--–--ემ შეთავაზა გაექურდათ ქუჩაში მდგომი ავტომანქანა, რასაც დათანხმდა, როგორც თვითონ ასევე, ბ-----------–------ძე. დაელოდნენ დაღამებას და დაახლოებით ღამის ოთხის ნახევარზე ლ-–--–--–--ესთან და ბ-----------–------ძესთან ერთად მივიდა ავტომანქანასთან, ლ-–-მ ჩაამსხვრია მანქანის შუშა. თავად დაჯდა საჭესთან, ლ-–- კი მეორე მხარეს იმყოფებოდა. ბ-----------–------ძე ასევე შევიდა მანქანაში და უკან დაჯდა. მოგვიანებით ბ--------ნი გადავიდა მანქანიდან, რომელსაც აწვდიდა მანქანის პლასტმასის ნაწილებს.

 

დასახელებული მტკიცებულებებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–--–--–--ე, ბ-----------–------ძე და თ------------------ია წინასწარ შეთანხმდნენ ავტომანქანიდან ნივთების ფარულად დაუფლებაზე, გაინაწილეს როლები და იმოქმედებს შეთანხმებისამებრ. ქმედების დასრულების შემდგომ კი აპირებდნენ ნივთების გაყოფას. ამდენად, ბ-----------–------ძის ქმედება წარმოადგენს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ქმედებას.

 

სასამართლოს ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 15 ნოემბრის წერილში მითითებული ავტომანქანა "T-----" (VIN: 4---------------) წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებას.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ბ-----------–------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

ბ-----------–------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი დანაშაულის აღიარება, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 2-9-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბ-----------–------ძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. სასამართლო ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულს სასამართლო განხილვის დროს უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.

 

ამდენად, ბ-----------–------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ-----------–------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 17.1 მუხლით, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58.1 მუხლით, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბ-----------–------ძე იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი და ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მას სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, ბ-----------–------ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით. დანიშნული ძირითადი სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 (ერთი) წელი. ბ-----------–------ძე თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გათავისუფლდა 2018 წლის 18 ივლისს და ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.

 

მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, უნდა გაუქმდეს ბ-----------–------ძის მიმართ ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 111, 143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი და მას, საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე, 67-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 2-8-ე, 2-9-ე, 260-ე, 271-ე, 272-ე, 277-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ბ-----------–------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა", "დ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,143-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბ-----------–------ძის მიმართ ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთამ, შთანთქას წინა, ო----------ის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, ბ-----------–------ძეს, განაჩენთა ერთობლიობით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. მსჯავრდებულ ბ-----------–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2018 წლის 14 ნოემბრის 03:40 საათიდან.

 

5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

5.1. თ------------------იასგან, პირადი ჩხრეკისას ამოღებული ბრტყელტუჩა, სახრახნისი და 3 ცალი ჭანჭიკი, განადგურდეს.

 

5.2. ბ-----------–------ძის პირადი ჩხრეკისას ამოღებული, ავტომობილის ორი ცალი პლასტმასის ნაწილი და მ--------------გან ამოღებული დისკის ჩანთა, 28 ცალი "CD" დისკი და ავტომობილის სახელმძღვანელო სამი წიგნი, დაუბრუნდეს დაზარალებულს, ა-----------------ვს.

 

6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა