გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/16866-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28 თებერვალი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - ნა----–----------–---–ი
წარმომადგენლები - ირ-----------ე, მა--------–-----–ი, რა------------ე
მოპასუხე - შპს „ტო-------–-------------–--ი“
წარმომადგენლები - გი----------–---–---–ი, ნა-----------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს „ტო-------–-------------–--ს“ ნა----–----------–---–ის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 39 490 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
ნა----–----------–---–ის საკუთრებაშია მაღალი გამავლობის ავტომობილი “TO--------D C----------”. მისმა მეუღლემ - გი--------------–---–მა 2017 წლის 08 დეკემბერს შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში აღნიშნულ ავტომობილში შეაცვლევინა ზეთი. მიუხედავად იმისა, რომ სერვის ცენტრში მიყვანამდე ავტომობილი გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ზეთის შეცვლის დროს, ზეთის შემცვლელ მომსახურე პირს ნაკლის თაობაზე არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია. სერვის ცენტრიდან გამოსვლიდან რამდენიმე კილომეტრის გავლის შემდეგ, ავტომობილმა შეფერხებით დაიწყო სვლა და მალევე შეწყვიტა მოძრაობა. უდავოა, რომ ავტომობილს სერვის ცენტრში ზეთის გამოცვლისას არ დაუმონტაჟეს ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი, რამაც გამოიწვია ზეთის ფილტრის დეფორმაცია და ძრავის დაზიანება, რის შედეგადაც ავტომობილმა ვეღარ შეძლო მოძრაობა.
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის სატრანსპორტო-ტექნიკური ექსპერტიზის №0-------8 დასკვნით დასტურდება, რომ “TO--------D C----------”-ის ძრავის მუხლა ლივლივი, ძრავის პირველი და მეორე ბარბაცა მექანიზმი, ძრავის პირველი და მეორე დგუში, ძრავის პირველი და მეორე ცილინდრი და მთელი რიგი დეტალები დაზიანებულ მდგომარეობაშია. დაზიანებულ დეტალებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები აშკარად მიუთითებს, რომ მათი დაზიანება გამოწვეულია ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების შეუზეთავ მდგომარეობაში მუშაობის პირობებში. ძრავის შეზეთვის სისტემის რევიზიით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული და დეფორმირებულია ძრავის ზეთის ფილტრი. ფილტრის განთავსების მიდამოში დამონტაჟებული არ არის ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი. აღნიშნული დეტალის არ ყოფნა კი გამოიწვევდა ძრავის მაკომლექტებელი დეტალების არასაკმარისად შეზეთვას და ძრავის დაზიანებას წარმოდგენილი სახით. გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის დაზიანების მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე.
შპს „ტო-------–-------------–--ის“ 2018 წლის 22 იანვრის №1---- ინვოისის თანახმად, მოსარჩელის ავტომობილის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება შეადგენს - 39 490 ლარს. ხოლო, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის სასაქონლო ექსპერტიზის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი 2008 წლის “TO--------D C----------”-ის ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 20 879 ლარს. ამავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ძრავაზე ჩასატარებელი აღდგენითი სამუშაოებისა და შესაცვლელი დეტალების რაოდენობის და მათი საბაზრო ღირებულებების გათვალისწინებით, ძრავის აღდგენა შემდგომი ექსპლუატაციისათვის მიზანშეწონილი არ არის.
მოპასუხე, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე. რომელიც მოსარჩელის განმარტებით შეადგენს 39 490 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ტო-------–-------------–--მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნა----–----------–---–ის მეუღლის მიერ მოპასუხის მომსახურების ცენტრში განხორციელდა ავტომობილის ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლა. მოსარჩელის მიერ ავტომობილის ზეთი და შესაბამისი ფილტრი არ ყოფილა შეძენილი შპს „ტო-------–-------------–--ში“. ხელოსნების მიერ ავტომობილის ზეთის შეცვლისას აღმოჩნდა, რომ მოსარჩელის კუთვნილ ავტომანქანას დამონტაჟებული ჰქონდა სხვა მარკის, კერძოდ მერსედესის მარკის ავტომობილისათვის განკუთვნილი ზეთის ფილტრი. ხელოსნების მიერ პირს, რომელმაც მიიყვანა ავტომობილი მომსახურების ცენტრში, განემარტა, რომ ავტომობილს არ გააჩნდა მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რის გარეშეც არ იყო რეკომენდირებული ავტომობილით გადაადგილება და ურჩიეს დეტალის შეძენა, თუმცა აღნიშნულმა პირმა (როგორც სარჩელიდან ირკვევა მოსარჩელის მეუღლემ) ხელოსნებს უთხრა, რომ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში არ ეყენა ავტომობილს შესაბამისი დეტალი და დაემონტაჟებინათ ზეთის ფილტრი იმ მდგომარეობით, როგორიც მან მიუტანა ხელოსნებს. მისი განცხადებით, დიდი ხანი ამ დეტალის გარეშე მოძრაობდა ავტომობილით და აღნიშნულს არავითარი დაზიანება არ გამოუწვევია. ამდენად, მან არ მიიჩნია საჭიროდ შესაბამისი დეტალის შეძენა და დამონტაჟება. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ხელოსნების მიერ დამონტაჟდა მოსარჩელის მიერ მიტანილი ზეთის ფილტრი.
ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხე არ არის ის პასუხისმგებელი პირი, რომელმაც უნდა აანაზღაუროს ზიანი. უდავოა, რომ ავტომობილის დაზიანება გამოწვეულია მისი მესაკუთრის დაუდევრობით. კერძოდ, ავტომობილზე დამონტაჟებული იყო არაორიგინალი (სხვა მარკის ავტომობილის) ზეთის ფილტრი, რის გამოც მას არ ჰქონდა ზეთის ფილტრის ღერძი. ზეთი და ასევე ზეთის ფილტრი იმ პირის მიერ იყო შეძენილი, ვინც ავტომანქანა სერვისცენტრში მიიყვანა, ხოლო სერვისცეტრში მას მხოლოდ ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლის მომსახურების მიღება სურდა. ამასთან, ამ უკანასკნელმა უგულებელყო ხელოსნების მითითება იმის შესახებ, რომ ამ დეტალის არ არსებობის შემთხვევაში, შესაძლოა მომხდარიყო ავტომობილის დაზიანება.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლითაც დგინდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ავტომობილის დაზიანებით გამოწვეული მატერიალური ზარალის ოდენობა, საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს - 20 879 ლარს. შესაბამისად, გაუგებარია თუ რა საფუძვლით მოითხოვს მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას - 39 490 ლარის ოდენობით.
მოპასუხის წარმომადგენელმა 21.02.2019წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადავოდ გახადა დაზიანებულ ავტომობილზე - “TO--------D C----------”, მოსარჩელე ნა----–----------–---–ის საკუთრების უფლება, იმ საფუძვლით, რომ როგორც მოწმის სახით დაკითხულმა გი--------------–---–მა განაცხადა, აღნიშნული ავტომობილი მართალია რეგისტრირებულია მისი მეუღლის ნა----–----------–---–ის სახელზე, თუმცა ის ფაქტობრივად გი--------------–---–ის მფლობელობაშია. შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით, ნა----–----------–---–ი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს არასათანადო მოსარჩელე მხარეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ავტოსატრანსპორტო საშუალება: მარკა, მოდელი - „TO--------D C----------“, საიდენტიფიკაციო ნომერი (VIN) – J----------------, საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ნა----–----------–---–ის სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობა რუსულ ენაზე და მისი დამოწმებული თარგმანი (იხ. ს.ფ. 20-22);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. 2017 წლის 08 დეკემბერს გი--------------–---–მა ნა----–----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა - „TO--------D C----------“, ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში, მდებარე: ქო----–------------–-------–-----------.
გი--------------–---–მა შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში შესაცვლელად თვითონ მიიტანა ზეთი და ზეთის ფილტრი, რომლებიც არ იყო შეძენილი შპს „ტო-------–-------------–--ის“ რომელიმე სერვის ცენტრში.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი №1---- (იხ. ს.ფ. 23)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. გი--------------–---–ი არის მოსარჩელე ნა----–----------–---–ის მეუღლე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქორწინების მოწმობა რუსულ ენაზე და მისი დამოწმებული თარგმანი (იხ. ს.ფ. 17-19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრის შესაბამისმა თანამშრომელმა გი--------------–---–ის მიერ მიყვანილ ავტომანქანაში - „TO--------D C----------“ შეცვალა ზეთი და ზეთის ფილტრი, თუმცა აღნიშნული ფილტრი დააყენა ზეთის ფილტრის ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე.
უდავოა, რომ ავტომანქანა - „TO--------D C----------“ ტო------ს სერვის ცენტრში მიყვანამდე იყო მუშა მდგომარეობაში და გამოცვლამდე მასში ჩამონტაჟებული იყო ზეთის ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფდა მანქანის გამართულად მოძრაობას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტი №1---- (იხ. ს.ფ. 23);
- ექსპერტის, მოწმეთა ჩვენება (იხ.22.--.2018წ., 21.01.2019წ. სხდომის ოქმი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის №0-------8 დასკვნის თანახმად, გამოსაკვლევად წარდგენილი ავტომობილის - „TO--------D C----------”-ის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზის დასადგენად მოხდა ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების დათვალიერება და აღმოჩნდა, რომ ძრავის მუხლა ლივლივი, ძრავის პირველი და მეორე ბარბაცა მექანიზმი, ძრავის პირველი და მეორე დგუში, ძრავის პირველი და მეორე ცილინდრი და მთელი რიგი დეტალები დაზიანებულ მდგომარეობაშია. დაზიანებულ დეტალებზე ფაქტობრივად არსებული დაზიანებები აშკარად მიუთითებს, რომ მათი დაზიანება გამოწვეულია ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების შეუზეთავ მდგომარეობაში მუშაობის პირობებში. ძრავის შეზეთვის სისტემის რევიზიით დადგინდა, რომ მწყობრიდან არის გამოსული და დეფორმირებულია ძრავის ზეთის ფილტრი. ფილტრის განთავსების მიდამოში დამონტაჟებული არ არის ძრავის ზეთის ფილტრის კორპუსში მყოფი მეტალის ნახვრეტებიანი მილი, რომელზეც კონსტრუქციულად ეცმევა ზეთის ფილტრის კორპუსი. აღნიშნული დეტალის არ ყოფნა კი გამოიწვევდა ზეთის ფილტრის დეფორმაციას და გამტარუნარიანობის შეზღუდვას, რაც ცხადია გამოიწვევდა ძრავის მაკომპლექტებელი დეტალების არასაკმარისად შეზეთვას და ძრავის დაზიანებას წარმოდგენილი სახით. ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მივდივართ დასკვნამდე, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის დაზიანების მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.01.2018წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 32-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ნა----–----------–---–ის კუთვნილი ავტომობილის - „TO--------D C----------”-ის ძრავის დაზიანება გამოიწვია შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში 2017 წლის 08 დეკემბერს აღნიშნულ ავტომობილში ზეთის ფილტრის შესაბამისი ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე ჩამონტაჟებამ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.01.2018წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 32-38);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ 2018 წლის 22 იანვარს გაცემული №1---- ინვოისის თანახმად, ნა----–----------–---–ის კუთვნილი ავტომომანქანა - „TO--------D C----------“-ის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 39 490 ლარს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- 22.01.2018წ. ინვოისი (იხ. ს.ფ. 40-41);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2008 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი - „TO--------D C----------”-ის, ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს - 20 879 ლარს.
აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა შედგენილ იქნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №0-------8 დასკვნის გათვალისწინებით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 16.03.2018წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 42-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გი--------------–---–მა განმარტა შემდეგი:
ავტომანქანა - „TO--------D C----------” გაფორმებულია მისი მეუღლის ნა----–----------–---–ის სახელზე, თუმცა ორი წლის მანძილზე გი--------------–---–ი მოძრაობდა აღნიშნული ავტომანქანით. ამ ხნის განმავლობაში ზეთს ყოველთვის პუნქტუალურად ცვლიდა თე---------------სში, ყოველი 7000 კილომეტრის გავლის შემდეგ, ვინაიდან ავტომანქანა საკმაოდ ძვირადღირებული იყო და უფრთხილდებოდა. სამსახურიდან მოუწია ერთი თვით წასვლა აჭარაში. დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში მოძრაობდა ავტომანქანით და რომ მოვიდა ზეთის გამოცვლის დრო, გადაწყვიტა მისი ტო-------–------ში გამოცვალა, ვინაიდან თე---------------სის ფილიალი ქობულეთში არ მდებარეობდა.
გი--------------–---–მა შესაცვლელად თავად მიიტანა თე---------------სში შეძენილი ზეთი და ფილტრი. ტო------ს თანამშრომლებმა თავიანთი ზეთი შესთავაზეს, თუმცა გი--------------–---–მა განუცხადა, რომ იგი ყოველთვის ამ ზეთს მოიხმარდა და ითხოვა, რომ მის მიერ მიტანილი ზეთი ჩაესხათ. ამასთან, რადგან ზეთისა და ფილტრის შეცვლას დრო სჭირდებოდა, მან ავტომანქანის შეკეთებამდე დროებით დატოვა ცენტრის ტერიტორია.
გი--------------–---–მა ავტომანქანას დაახლოებით 40-50 წუთში მიაკითხა. უთხრეს, რომ ყველაფერი შეცვლილი იყო და შეეძლო მანქანის წაყვანა. ტო------ს ცენტრიდან წამოვიდა სასტუმროში, რომელიც 500 მეტრში მდებარეობდა და გააჩერა ავტომანქანა. დილით, როდესაც დაქოქა მას რაღაც ხმები ჰქონდა. ჩააქრო ძრავა და ხელახლა დაქოქა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, წამოვიდა ტო------ში, სადაც ავტომობილის დაქოქვის შემდეგ უთხრეს რომ დიზელის ფარსუნკას ბრალი იყო, რასაც შეიძლება დიდი პრობლემა შეექმნა. თუმცა, ვინაიდან ამას იქ ვერ გაუკეთებდნენ ურჩიეს ავტომანქანა ევაკუატორით თბილისში წაეყვანა. გამოიძახა ევაკუატორი და წამოიყვანა ავტომანქანა თბილისში. როდესაც თბილისში ჩამოვიდა, ტო------ს ცენტრი არ მუშაობდა, რადგან უკვე გვიანი იყო და გაკითხვით მივიდა დიზელის ხელოსანთან შეშელიძის ქუჩაზე, სადაც ძრავის შემოწმების შემდეგ უთხრეს, რომ ფარსუნკას ბრალი არ იყო, არამედ იყო ე.წ. „მატორის სტუკი“.
დილითვე მივიდა ტო------ს დირექტორთან, უთხრა რაც დაემართა და ითხოვა შესაბამისი დახმარება, თუმცა განუცხადეს, რომ ვერაფერს ვერ გააკეთებდნენ. შესთავაზეს მხოლოდ 20%-ის დაკლება ძრავის შეკეთებაზე.
მოწმის განმარტებით, იგი, მისი ავტომობილის ვინ კოდის მიხედვით, ყოველთვის თე---------------სში ყიდულობდა და ცვლიდა ორიგინალ, ერთი და იგივე ზეთს და ფილტრს. შესაბამისად, ქობულეთში, ტო-------–------ში ფილტრის გამოცვლამდეც ავტომობილში მის მიერ ნაყიდი ფილტრი ეყენა, რომელის მსგავსიც მისი გამოცვლის მიზნით მიიტანა ტო------ს ცენტრში და დააყენეს. როდესაც მან მის მიერ ნაყიდი ზეთი და ფილტრი წარადგინა ტო------ს ცენტრში, ხელოსნებმა მას მარტო იმაზე მიუთითეს, რომ ზეთი მათთან უფრო იაფი იყო, ფილტრთან და მილაკთან დაკავშირებით არაფერი არ უთქვამთ. მისთვის არ განუმარტავთ იმის შესახებ, რომ მის მიერ მიტანილი ფილტრის მილაკის გარეშე დაყენების შემთხვევაში, მის ავტომანქანას ზიანი მიადგებოდა.
მოწმის განმარტებით, დღეის მდგომარეობით, მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი შეკეთებულია. ერთიანობაში ავტომობილის შეკეთების ღირებულებამ დაახლოებით - 1- 000 აშშ დოლარი შეადგინა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 22.--.2018წ. სხდომის ოქმი 15:37:05-16:20:28);
3.1.10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა და--------–--ემ განმარტა შემდეგი:
გი--------------–---–მა ტო-------–------ში მიიტანა უბრალო ზეთი და ფილტრი. აღნიშნულზე და--------–--ემ ჰკითხა თუ რატომ არ ყიდულობდა ზეთს და ფილტრს ტო-------–------ში, რაზეც გი--------------–---–მა უპასუხა, რომ იგი სულ თე---------------სში ყიდულობდა და ასე ასხავდა ზეთს.
მოწმის განმარტებით, როდესაც მან ავტომანქანას მოხსნა ფილტრი, ფილტრზე არ იყო მილი. ამასთან, ავტომობილზე დაყენებული იყო მერსედესის ფილტრი. და--------–--ემ მოიკითხა ავტომანქანისათვის საჭირო ფილტრი, თუმცა არც საწყობში და არც თბილისის ფილიალში არ ჰქონდათ. მოხსნილი ფილტრი ანახა გი--------------–---–ს და განუმარტა, რომ ვინაიდან მას მილი ეკლდა ფილტრი არ დაყენდებოდა, ხოლო თუ მის მიერ მიტანილ ფილტრს ჩააყენებდა, შესაძლოა ავტომანქანის ძრავი მწყობრიდან გამოსულიყო, თუმცა გი--------------–---–მა განუცხადა, რომ პრობლემა არ იყო, დაეყენებინათ მის მიერ მიტანილი ფილტრი, ხოლო დანარჩენს თბილისში ჩასვლისას მიხედავდა.
ზეთისა და ფილტრის გამოცვლის პერიოდში გი--------------–---–ს ტო-------–------ის ტერიტორია არ დაუტოვებია. ხოლო, მისი წასვლის შემდეგ, და--------–--ემ გამოცვლილი ფილტრი აიტანა დირექტორთან და უთხრა, რომ იყო არაორიგინალი, რათა შემდგომში რაიმე პრობლემა არ შექმნოდა.
მოწმის განმარტებით, ზეთისა და ფილტრის გამოცვლის შემთხვევაში, შესაძლებელია შემოწმდეს ზეთის ნორმა, რაც შეეხება ფილტრს, ის არ მოწმდება. ამასთან ორიგინალ ფილტრზე პასუხს აგებენ, არაორიგინალზე, კი ვერა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 22.--.2018წ. სხდომის ოქმი 16:23:04-16:40:41);
3.1.--. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ჯუ--------------–--ემ განმარტა შემდეგი:
ჯუ--------------–--ე და--------–--ის გვერდზე აკეთებდა მანქანას, როდესაც ამ უკანასკნელმა დაუძახა და უთხრა, რომ გი--------------–---–ის მიერ მიყვანილ ავტომანქანას - „TO--------D C----------” არ ეყენა ფილტრის მილი, რაზეც მან განუმარტა, რომ მილი აუცილებელი იყო. ამ დროს გი--------------–---–იც იქ იმყოფებოდა. ეს მილი არ იყო საწყობში, დარეკეს თბილისში და ჰქონდა მათ ნაცნობს, მაგრამ გი--------------–---–მა განუცხადა, რომ ჩავიდოდა თბილისში და იქ თვითონ გაარკვევდა ამ საკითხს. შემდეგ და--------–--ემ მას ჰკითხა გი--------------–---–ის მიერ მიტანილი ზეთის შესახებ, რაზეც უთხრა, რომ ზეთი არ ვარგოდა. აღნიშნულის შემდეგ გააგრძელა თავისი საქმე. გი--------------–---–ი წავიდა და მობრუნდა მეორე დღეს, მაგრამ ავტომანქანის ძრავი უკვე მწყობრიდან იყო გამოსული. მათ განუმარტეს, რომ ავტომანქანა უნდა წაეყვანა თბილისში, რადგან იქ ვერ შეაკეთებდნენ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 22.--.2018წ. სხდომის ოქმი 16:42:56-16:55:38);
3.1.12. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა აკ----------ემ განმარტა შემდეგი:
ზეთის ფილტრის მილაკი უზრუნველყოფს ფილტრის სტრუქტურულ მდგრადობას. თვითონ ეს ფილტრი და მისი შემადგენლობა დრეკადია, რბილია და მხოლოდ ეს დეტალი იძლევა კონსტრუქციულად იმის საშუალებას, რომ წნევის ქვეშ არსებული ფილტრი არ დაიკეცოს. არაორიგინალი ფილტრის გამოყენება ნაკლებად გაფილტრავს თუ სხვა რაიმე შედეგს გამოიწვევს, ეგ ცოტა რთული სათქმელია. არაორიგინალი ფილტრის დაყენება შეიძლება, თუმცა მთავარია შესაბამისობაში მოვიდეს ორიგინალთან და ის ფუნქცია შეასრულოს რისთვისაც არის.
მისი განმარტებით, გი--------------–---–ის მიერ შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში მიყვანილი ავტომანქანის - „TO--------D C----------”, ძრავას რომ არ ჰქონოდა ძრავი ფილტრის მილი (ღერძი) ვერ ივლიდა, გამოვიდოდა მწყობრიდან. როგორც დაზიანდა კონკრეტული ძრავი იგივე შედეგი დადგებოდა. ხოლო, ხელოსანს მილაკის გარეშე ფილტრი არ უნდა დაეყენებინა. ძრავი იმიტომ დაზიანდა, რომ მას ზეთი არ მიეწოდებოდა სათანადოდ მილაკის არ ქონის გამო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტის ჩვენება (იხ. 21.01.2019წ. სხდომის ოქმი 14:33:56-14:55:07);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას მასზედ, რომ ავტომობილი - „TO--------D C----------” რეალურად წარმოადგენს გი--------------–---–ის საკუთრებას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს ავტომობილზე - „TO--------D C----------”, მოსარჩელე ნა----–----------–---–ის საკუთრების უფლება სადავოდ არ გაუხდია. მოპასუხის წარმომადგენელმა გი----------–---–---–მა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა ამის თაობაზე, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, სადაც უდავოდ იქნა დადგენილი მოსარჩელის საკუთრების უფლება სადავო ავტომანქანაზე.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ნა----–----------–---–ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-104-ე, 107-ე, 317-ე, 408-ე, 412-ე, 629-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები, ე.ი. მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან. არსებითად კი, მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. შეთანხმება. ნარდობის ხელშეკრულებასთან ახლოს დგას მომსახურების ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე მომსახურებას უწევს მეორე მხარეს სათანადო ანაზღაურების მიღებით. მომსახურების ხელშეკრულებაში მომსახურების საგანს საქმიანობის გაწევა წარმოადგენს.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 08 დეკემბერს გი--------------–---–მა ნა----–----------–---–ის სახელზე რეგისტრირებული ავტომანქანა - „TO--------D C----------“, ზეთისა და ზეთის ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში, სადაც მას გაეწია ავტომანქანაში ზეთისა და ზეთის ფილტრის შეცვლის მომსახურება. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 08.12.2017წ. შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრსა და გი--------------–---–ს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება დაიდოს წარმომადგენლის მეშვეობითაც. წარმომადგენლის უფლებამოსილება ან კანონიდან გამომდინარეობს ანდა წარმოიშობა დავალების (მინდობილობის) საფუძველზე. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი ნების გამოვლენას არ სჭირდება ის ფორმა, რომელიც აუცილებელია იმ გარიგების დასადებად, რომლისთვისაც გაცემულია უფლებამოსილება. ეს წესი არ გამოიყენება მაშინ, როცა დადგენილია სპეციალური ფორმა.
წარმომადგენლობითი უფლებამოსილებად მიჩნეულ უნდა იქნეს წარმომადგენლის უფლებამოსილება, წარმოადგინოს სხვა პირი. აღნიშნული შეიძლება გამომდინარეობდეს კანონიდან ან გარიგებიდან. მისი ნამდვილობისთვის არ არის დადგენილი კონკრეტული ფორმა (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა), რასაც ფორმის თავისუფლების პრინციპი განაპირობებს. წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადებისას მნიშვნელოვანია მხედველობაში იქნეს მიღებული შემდეგი ფაქტორები: „ა) წარმომადგენელი გამოხატავს საკუთარ ნებას, ბ) ამას იგი აკეთებს სხვისი სახელით, გ) უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილ პირს“. ჩამოთვლილი კრიტერიუმები კულუმატიური ხასიათისაა და მათი ერთობლიობა ქმნის შესაბამის სამართლებრივ შედეგს.
დადგენილია, ასევე, რომ ავტომანქანა - „TO--------D C----------” საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოსარჩელე ნა----–----------–---–ის სახელზე. 2017 წლის 08 დეკემბერს გი--------------–---–მა, რომელიც არის ნა----–----------–---–ის მეუღლე, აღნიშნული ავტომობილი ზეთისა და ფილტრის შესაცვლელად მიიყვანა შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში, სადაც მას გაეწია შესაბამისი მომსახურება. თუმცა, აღნიშნული მომსახურების გაწევით შედეგი დადგა ავტომანქანის მესაკუთრის - ნა----–----------–---–ის მიმართ, ვინაიდან სამართლებრივად სწორედ ეს უკანასკნელი წარმოადგენს ავტომანქანის რეგისტრირებულ მესაკუთრეს. შესაბამისად, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სადავო შემთხვევამდე გარკვეული დროის განმავლობაში გი--------------–---–ი ფაქტობრივად ფლობდა და სარგებლობდა ნა----–----------–---–ის კუთვნილი ავტომანქანით, ვერ წარმოშობს ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შედეგებს გი--------------–---–ის მიმართ. ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია სწორედ ნა----–----------–---–ის მიერ, რითაც მან, სასამართლოს მოსაზრებით, დაადასტურა შედეგის მის მიერ მიღების სურვილი და ინტერესი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ გარიგებით, რომელსაც წარმომადგენელი დებს თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, და იმ პირის სახელით, რომელსაც იგი წარმოადგენს, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა მხოლოდ წარმოდგენილ პირს. თუ გარიგების დადებისას წარმომადგენელი არ მიუთითებს თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებაზე, მაშინ გარიგება წარმოშობს შედეგებს უშუალოდ წარმოდგენილი პირისათვის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მეორე მხარეს უნდა ევარაუდა წარმომადგენლობის შესახებ. იგივე წესი მოქმედებს მაშინაც, როცა მეორე მხარისათვის სულ ერთია, ვისთან დადებს გარიგებას.
დასახელებული ნორმა მკაფიოდ ადგენს იმ სუბიექტთა წრეს, რომელთაც წარმომადგენლობის მეშვეობით დადებული გარიგებისას უფლებები და მოვალეობები წარმოეშობათ. წარმომადგენლის მიერ ქმედების განხორციელების მიუხედავად, უფლებები და მოვალეობები წარმოეშობა წარმოდგენილს. ეს დათქმა წარმოადგენს წარმომადგენლობით დადებული გარიგების განსაზღვრის უმთავრეს კრიტერიუმს, რომლითაც გარიგების მონაწილე მხარის ვინაობა დგინდება.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გი--------------–---–ი ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისას მოქმედებდა ნა----–----------–---–ის მიერ მინიჭებული წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ფარგლებში, რა დროსაც გი--------------–---–ი მართალია გამოხატავდა საკუთარ ნებას, თუმცა აღნიშნულს ახორციელებდა ნა----–----------–---–ის სახელით. შესაბამისად, უფლება მოვალეობებიც სწორედ ნა----–----------–---–ს წარმოეშობოდა.
ამდენად, მართალია მოსარჩელე თავისი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითებს დელიქტურ ვალდებულებას, თუმცა სასამართლომ, ზემოთ აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ სახეზეა მხარეთა შორის ნარდობის ხელშკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმომადგენლის მეშვეობით.
ამასთან, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია ავტომობილის რეგისტრირებული მესაკუთრის ნა----–----------–---–ის მიერ. ნა----–----------–---–ის საკუთრების უფლება მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია არც შესაგებელში და არც სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. რაც შეეხება სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნულთან დაკავშირებით მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებებს, სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. 3.2.1 პუნქტი). აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნა----–----------–---–ი მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სათანადო მოსარჩელე მხარეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, კი ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''უნდა-ყოფილიყო'' და ''არის მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი განსაზღვრავს ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება
მოცემულ შემთხვევაში, უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ ავტომანქანა - „TO--------D C----------” ტო------ს სერვის ცენტრში მიყვანამდე იყო გამართულ მდგომარეობაში და მასში ჩამონტაჟებული იყო ის ზეთის ფილტრი, რომელიც ავტომანქანის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც მოწმეთა და ექსპერტის ჩვენებიდან (იხ. გადაწყვეტილების 3.1.9., 3.1.10., 3.1.--. პუნქტები), ასევე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.01.2018წ. დასკვნიდან ირკვევა, ავტომანქანა ვერ ივლიდა და მანამდე შეექმნებოდა ძრავს ის პრობლემა რაც ძრავის ფილტრის გამოცვლის შედეგად შეექმნა. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს არც ის, რომ შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრის შესაბამისმა თანამშრომელმა ავტომობილში შეცვალა ზეთი და ზეთის ფილტრი, თუმცა აღნიშნული ფილტრი დააყენა ზეთის ფილტრის ღერძის - მეტალის ნახვრეტებიანი მილის გარეშე. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 08 იანვრის №0-------8 დასკვნისა და სასამართლო სხდომაზე დაკითხული ექსპერტის - აკ----------ის ჩვენების თანახმად, კი TO--------D C----------”-ის ძრავის მწყობრიდან გამოსვლის მიზეზია ძრავის ექსპლუატაცია სწორედ ზეთის ფილტრის ღერძის (მეტალის ნახვრეტებიანი მილის) გარეშე.
ამდენად, სახეზეა როგორც ზიანის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებელი სუბიექტი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. კერძოდ, ნა----–----------–---–ს მატერიალური ზიანი მიადგა შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრის თანამშრომლების მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, რის გამოც სწორედ ეს უკანასკნელის წარმოადგენს მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემობას - შპს „ტო-------–-------------–--ის“ აჭარის სერვის ცენტრში გი--------------–---–ს განემარტა თუ არა იმის შესახებ, რომ ზეთის ფილტრის ღერძის - მილის გარეშე დაყენების შემთხვევაში, შესაძლოა მისი ავტომანქანა დაზიანებულიყო, ვინაიდან უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ზეთის ფილტრი ჩამონტაჟებულ იქნა აღნიშნული ღერძის გარეშე, რამაც უდავოდ შექმნა იმის წინაპირობა, რომ ავტომობილის ძრავა მწყობრიდან გამოვიდოდა. შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე ავტომანქანის მფლობელის თუნდაც გაფრთხილებით, ძრავის დაზიანების შედეგებზე პასუხისმგებლობა გი--------------–---–ზე ვერ გადავიდოდა. სერვის ცენტრის თანამშრომლები ვალდებულნი იყვნენ გამოეჩინათ მეტი წინდახედულობა გი--------------–---–ის მითითების მიუხედავად.
6.3. რაც შეეხება მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქმეში წარმოდგენილია, შპს „ტო-------–-------------–--ის“ მიერ 2018 წლის 22 იანვარს გაცემული №1---- ინვოისი, რომლის თანახმად, ნა----–----------–---–ის კუთვნილი ავტომობილის - „TO--------D C----------“-ის სამუშაო მდგომარეობაში აღდგენისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით შეადგენს - 39 490 ლარს. ასევე, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მარტის №0-------- დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2008 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილი „TO--------D C----------”-ის ძრავის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 20 879 ლარს. დადგენილია, ასევე რომ დღეის მდგომარეობით აღნიშნული ავტომანქანა შეკეთებულია და მისი შეკეთებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულმა ხარჯმა შეადგინა დაახლოებით - 1- 000 აშშ დოლარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე და 412-ე მუხლებით დადგენილია ზიანის ე.წ. „სრულად გამოსწორების“ პრინციპი, რომლის მიხედვითაც დამზიანებელმა ზიანი, რომელიც მას შეერაცხება, სრულად უნდა აანაზღაუროს. ამგვარად, ანაზღაურებადი ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზარალებულისათვის მიყენებული დანაკლისის და არა დამზიანებლის ბრალის ხარისხის მიხედვით. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო აქვე განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე. წ. გამდიდრების აკრძალვა) და დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთესს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიზანშეწონილად და გონივრულად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა განისაზღვროს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნით დადგენილი ზიანის ოდენობით - 20 879 ლარით. სხვა შემთხვევაში, სასამართლოს მოსაზრებით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მოსარჩელის გამდიდრებას, ვინაიდან მხარე თავად განმარტავს, რომ ავტომანქანის შეკეთების ხარჯმა შეადგინა დაახლოებით 1- 000 აშშ დოლარი. ამასთან აღნიშნულ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული მატერიალური ზარალის ოდენობა გამოანგარიშებულია საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ხოლო ინვოისიდან აღნიშნული არ ირკვევა.
შესაბამისად, მოპასუხე შპს „ტო-------–-------------–--ს“ მოსარჩელე ნა----–----------–---–ის სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს - 20 879 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 1-85 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე შპს „ტო-------–-------------–--ს“ მოსარჩელე ნა----–----------–---–ის სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 626.37 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად (20 879 ლარი), ხოლო დარჩენილი თანხა უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. მოპასუხე მოითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯების მოსარჩელისათვის დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს 2 500 ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ს.ფ. 164). დავის საგნის ღირებულებისა და საქმის სირთულის გათვალისწინებით, წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯი ანაზღაურებას ექვემდებარება გონივრულ ფარგლებში, თუმცა არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს და მოპასუხეს გადასახდელად დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ის ოდენობით, რაც განსახილველ დავაში შეადგენს - 835.16 ლარს.
რაც შეეხება საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს, მათი ამომწურავი ჩამონათვალი მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლში, რომლის თანახმადაც, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები; თარჯიმნად მოწვეული პირებისათვის მისაცემი თანხები; ადგილობრივ დათვალიერებებზე გაწეული ხარჯები; სასამართლოს დავალებით ფაქტების კონსტატაციაზე გაწეული ხარჯები; მოპასუხის მოძებნის ხარჯები; სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული ხარჯები; ადვოკატისათვის სახელმწიფო სალაროდან გადახდილი თანხები; სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები. ამდენად, საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები მოიცავს იმ პირებისათვის ასანაზღაურებელ ხარჯებს, რომლებიც დახმარებას უწევენ სასამართლოს (მოწმეები, სპეციალისტები, ექსპერტები, თარჯიმნები და ა.შ.)
სარჩელს, ასევე ერთვის მოსარჩელის მიერ 1252 ლარის ოდენობით ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 50). შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული ხარჯის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა----–----------–---–ის სარჩელი შპს ,,ტო-------–-------------–--ის" მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,ტო-------–-------------–--ს" მოსარჩელე ნა----–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს - 20 879 ლარის გადახდა.
2. მოპასუხე შპს ,,ტო-------–-------------–--ს" მოსარჩელე ნა----–----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 626.37 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 1 252 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ - 835.16 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე