გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
831210018002722171
საქმე №2/219-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2019 წელი ქ. ბაღდათი
შესავალი ნაწილი
ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე
მოსარჩელე - მა----- ჭრ--–-–---–-
წარმომადგენლები - ვა–- ჭრ--–-–---–-, რო------- ხუ--–--–---
მოპასუხეები - 1. ნა---- აბ----ე,2. თე--------- ჭრ--–-–---–-
წარმომადგენელი - მი------- ჩო------ე
დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 16 ოქტომბერს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მა-–---- ცხ--–-–---–-ა მოახდინა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ მის შვილს, თე--------- ჭრ--–-–---–-, დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, რაზეც დაწყებულია აღსრულება და თანხის ამოღების მიზნით ყადაღა დაედო არა მოვალის, არამედ მის პირად საკუთრებაში არსებულ მოძრავ ნივთებს: 1. ჭურჭლის კარადა ე.წ. ,,სერვანდი" შუშის ვიტრინით, ყავისფერი 3ც. ; 2. მუსიკალური ცენტრი, რუხი ფერის „panasonic“, ოთხი დინამიკით.1ც. ;3. სარეცხი მანქანა „დაევო“, რუხი ფერის 1ც.; 4. ოვალური ხის მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი 1ც.; 5. ხის საზურგიანი სკამი, ყავისფერი ზედაპირით, რბილი ნაჭრის დასაჯდომით 6ც.; 6. თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „beko“ 1ც.; 7. პლაზმური ტელევიზორი „TCL“ შავი ფერის. 1ც.; 8. კომპიუტერის მაგიდა ყავისფერი 1ც.; 9. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი philips-შავი ფერის, ქეისი - unicom, კლავიატურა შავი ფერის logitech, სამი microlab დინამიკი შავი ფერის. 10. გაზის გამათბობელი წითელი წარწერით ,,ganko gpuz" თეთრი ფერის 1ცალი.
მოსარჩელის განმარტებით, სახლი, სადაც აღმასრულებელი გამოცხადდა და აღწერა ნივთები, არ არის არც მისი და არც მისი შვილის საკუთრება, ეს არის მოსარჩელის აწ. გარდაცვლილი მამამთილის კუთვნილი სახლი, რომელიც ამჟამად არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს მისი მული, რომელმაც ფაქტობრივი ფლობით მიიღო ეს სახლი. რადგან მოსარჩელე არის ამ ოჯახის რძალი, ცხოვრობს მის მულთან ერთად, სადაც აქვს მისი შეძენილი ნივთები, ასევე რამდენიმე ნამზვითი ნივთი. ყადაღის აქტში მითითებული ქონება არის მისი საკუთრება და გაურკვეველია, რატომ მოხდა მისი დაყადაღება. მოვალეს არანაირი ნივთი არ შეუძენია და იგი შეძენილია მოსარჩელის მიერ, ნაწილი კი მიღებულია ჩუქების გზით, რასაც დაადასტურებენ მოწმეები.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თე--------- ჭრ--–-–---–- შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.
2.2. მოპასუხე ნა---- აბ----ემ სარჩელი არ ცნო და წარმოდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული ქონება წარმოადგენს მოსარჩელისა და თე--------- ჭრ--–-–---–-ს თანასაკუთრებას. თე--------- ჭრ--–-–---–- არის ხელოსანი, რომელსაც მუდმივად აქვს სამუშაო კერძო სექტორში. მართალია ის არსად არ არის დაფიქსირებული, როგორც მეწარმე, მაგრამ მათი ერთად ცხოვრების პერიოდში მას სოლიდური შემოსავალი ჰქონდა თითოეული შეკვეთიდან.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული #2/525-17 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად თე--------- ჭრ--–-–---–- დაეკისრა ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ.
3.1.2. 2018 წლის 16 ოქტომბრის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა-–---- ცხ--–-–---–-ს მიერ ბაღდათის რაიონის სოფელ ზედა დიმში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული იქნა: 1. ჭურჭლის კარადა ე.წ. ,,სერვანდი" შუშის ვიტრინით, ყავისფერი 3ც. 2. მუსიკალური ცენტრი, რუხი ფერის „panasonic“, ოთხი დინამიკით.1ც. 3. სარეცხი მანქანა „დაევო“, რუხი ფერის 1ც. 4. ოვალური ხის მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი 1ც. 5. ხის საზურგიანი სკამი, ყავისფერი ზედაპირით, რბილი ნაჭრის დასაჯდომით 6ც. 6. თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „beko“ 1ც. 7. პლაზმური ტელევიზორი „TCL“ შავი ფერის. 1ც 8. კომპიუტერის მაგიდა ყავისფერი 1ც. 9. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი philips-შავი ფერის, ქეისი - unicom, კლავიატურა შავი ფერის logitech, სამი microlab დინამიკი შავი ფერის. 10. გაზის გამათბობელი წითელი წარწერით ,,ganko gpuz" თეთრი ფერის 1ც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში მოსარჩელე ჭრ--–-–---–მა განმარტა, რომ აქტში შეტანილი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 16 ოქტომბრის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2018 წლის 26 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 2980 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები არ შეუძენია მოპასუხე თე--------- ჭრ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1) ჭურჭლის კარადა ე.წ. ,,სერვანდი" შუშის ვიტრინით, ყავისფერი 3ც. არის მოსარჩელე მა----- ჭრ--–-–---–-ს დედის - საჩუქარი მზითვის სახით და ეკუთვნის მა----- ჭრ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმე ას----- გუ--------ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: მუსიკალური ცენტრი, რუხი ფერის „panasonic“, ოთხი დინამიკით.1ც. არის მა----- ჭრ--–-–---–-ს ძმის საჩუქარი დაბადების დღეზე და ეკუთვნის მა----- ჭრ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმე ას----- გუ--------ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: გაზის გამათბობებლი წითელი წარწერით ,,ganko gpuz" თეთრი ფერის 1ც, მა----- ჭრ--–-–---–მა შეიძინა მა-- ჭრ--–-–---–---ნ ერთად ქ. ზესტაფონში და ეკუთვნის მა----- ჭრ--–-–---–-.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმე მა-- ჭრ--–-–---–-ს ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: სარეცხი მანქანა „დაევო“, რუხი ფერის 1ც. მა----- ჭრ--–-–---–მა შეიძინა, შვილის ინეზა ჭრ--–-–---–-ს იტალიიდან გამოგზავნილი ფულით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.7. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. ოვალური ხის მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი 1ც. 2. ხის საზურგიანი სკამი, ყავისფერი ზედაპირით, რბილი ნაჭრის დასაჯდომით 6ც. 3. თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „beko“ 1ც. 4. პლაზმური ტელევიზორი „TCL“ შავი ფერის. 1ც 5. კომპიუტერის მაგიდა ყავისფერი 1ც. 6. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი philips-შავი ფერის, ქეისი - unicom, კლავიატურა შავი ფერის logitech, სამი microlab დინამიკი შავი ფერის. არის მოსარჩელე მა----- ჭრ--–-–---–-ს შეძენილი და ეკუთვნის მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 48-49);
- საგარანტიო ტალონი;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2018 წლის 16 ოქტომბრის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე თე--------- ჭრ--–-–---–- არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელეს მა----- ჭრ--–-–---–- აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლში და შეძენილია მის მიერ. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე მა----- ჭრ--–-–---–მა სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე თე--------- ჭრ--–-–---–-. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეებმა შეძლეს დაემტკიცებინათ ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მათ მიერ და არა მოპასუხე თე--------- ჭრ--–-–---–-ს მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მა----- ჭრ--–-–---–- არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს თე--------- ჭრ--–-–---–-ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: სამოქა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს ნა---- აბ----ეს და თე--------- ჭრ--–-–---–-. ასევე დადგენილია, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს უნდა გადახდეთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 ლარის ოდენობით მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 50 ლარიდან 25 ლარი დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. იმის გათვალისწინებით, რომ მა----- ჭრ--–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2018 წლის 15 ნოემბერს მიღებული, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა----- ჭრ--–-–---–-ს სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;
2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა-–---- ცხ--–-–---–-ს მიერ 2018 წლის 16 ოქტომბრის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები:
1. ჭურჭლის კარადა, ე.წ. ,,სერვანდი" შუშის ვიტრინით, ყავისფერი -3ცალი;
2. მუსიკალური ცენტრი, რუხი ფერის „panasonic“, ოთხი დინამიკით-1ც.;
3. სარეცხი მანქანა „დაევო“, რუხი ფერის - 1ც.;
4. ოვალური ხის მაგიდა, გასაშლელი, ყავისფერი - 1ც.;
5. ხის საზურგიანი სკამი, ყავისფერი ზედაპირით, რბილი ნაჭრის დასაჯდომით -6ც.;
6. თეთრი ფერის ორკამერიანი მაცივარი „beko“ -1ც.;
7. პლაზმური ტელევიზორი „TCL“ შავი ფერის- 1ც.;
8. კომპიუტერის მაგიდა ყავისფერი -1ც.;
9. პერსონალური კომპიუტერი - მონიტორი philips-შავი ფერის, ქეისი - unicom, კლავიატურა შავი ფერის logitech, სამი microlab დინამიკი შავი ფერის;
10. გაზის გამათბობებლი წითელი წარწერით ,,ganko gpuz", თეთრი ფერის -1ც.
3. მოპასუხეებს თე--------- ჭრ--–-–---–- და ნა---- აბ----ეს მა----- ჭრ--–-–---–-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
4. მოსარჩელე მა----- ჭრ--–-–---–- (პ/ნ 6----------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისათვის 2018 წლის 30 ოქტომბერს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი: 300243150, მიმღების ბანკი/ხაზინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE22 (50.00 ლარი, გადამხდელი: მა----- ჭრ--–-–---–-, პ/ნ 6----------, გადახდის თარიღი: 30.10.2018; საგადასახდო დავალება: #0, გადამხდელის ბანკი: სს ,,თიბისი ბანკი’’);
5. ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 15 ნოემბრის განჩინება, სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე