გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2643425-2/728-18წ
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
21 მარტი, 2019 წელი ქ. ახ--––--ე
ახ--––--ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი ბელა მერაბიშვილი
თავდაპირველი სარჩელით
მოსარჩელე - კა-------------ან
წარმომადგენელი - ირ---–----------ძე
მოპასუხე - გე----------------
წარმომადგენელი - ვე----------–-------–--ლი
მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
წარმომადგენელი - მა-----------ძე
დავის საგანი სარჩელით განქორწინება, ალიმენტის გადახდის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
შეგებებული სარჩელით
მოსარჩელე - გე----------------
წარმომადგენელი - ვე----------–-------–--ლი
მოპასუხე - კა-------------ან
წარმომადგენელი - ირ---–----------ძე
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
მესამე პირების სარჩელით
მოსარჩელე - მა-----------ან, შუ–----------ნ
წარმომადგენელი - ვე----------–-------–--ლი
მოპასუხე - კა-------------ან
წარმომადგენელი - ირ---–----------ძე
დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვან შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
თარჯიმანი - ლე-------------ნ
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით
1.1. შეწყდეს კა-------------ანსა და გე----------------ს შორის 1---------წ რეგისტრირებული ქორწინება;
1.2. არასრულწლოვან მა-----–------------ნის (დაბადებული 1---------წ) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის კა-------------ანის საცხოვრებელი ადგილი;
1.3. არასრულწლოვან ჰა------------------ნის (დაბადებული 0---------–) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის კა-------------ანის საცხოვრებელი ადგილი;
1.4. მოპასუხე გე----------------ს არასრულწლოვანი შვილების 1--------- წელს დაბადებული მა-----–------------ნის და 0--------- წელს დაბადებული ჰა------------------ნის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 250-250 ლარის გადახდა;
1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით
1.2.1. მოსარჩელე გე----------------ს მიეცეს 1--------- წელს დაბადებული მა-----–------------ნის და 0--------- წელს დაბადებული ჰა------------------ნის თავისთან წაყვანის უფლება ყოველი კვირის შაბათი დღის 17:30 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე შემდგომ დედასთან კა-------------ანთან დაბრუნების პირობით;
1.3. სასარჩელო მოთხოვნა მესამე პირების სარჩელით
1.3.1. მოსარჩელე მა-----------ანს და შუ–----------ნს მიეცეთ 1--------- წელს დაბადებული მა-----–------------ნის და 0--------- წელს დაბადებული ჰა------------------ნის თავისთან წაყვანის უფლება ყოველი კვირის შაბათი დღის 17:30 საათიდან კვირა დღის 17:00 საათამდე შემდგომ დედასთან კა-------------ანთან დაბრუნების პირობით;
1.4. მოსარჩელე კა-------------ანმა სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელე კა-------------ანი და მოპასუხე გე----------------ი დაქორწინდნენ 2008 წლის 15 ოქტომბერს, ერთად ცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი, 20---–-–------------------ს მა-----–------------ნი და 20---–-–-----------–ს მეორე შვილი ჰა------------------ნი. 2012 წლის შემდგომ გე----------------ი შეიცვალა, ის აღარ სცემდა პატივს მოსარჩელეს, იყო მუდმივ კონფლიქტში, ხშირად აყენებდა რა სიტყვიერ შეურაცხყოფებს მოსარჩელეს, ოჯახში მათ აღარ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა, 2017 წელს კი გე----------------ი წავიდა რუ-----ს ფედერაციაში და მასთან ყველა სატელეფონო საუბარი ასევე მთავრდებოდა ჩხუბითა და კამათით. იგი აღარ აქცევს საერთოდ ყურადღებას ოჯახს, არანაირ ფინანსურ დახმარებას არ უწევს ოჯახს და ამასთან იგი კატეგორიულად მოითხოვს მოსარჩელისგან, რომ გარდა მიწის სამუშაოებისა არსად არ დასაქმდეს, მოსარჩელეს კატეგორიულად აღარ სურს მოპასუხესთან ერთად ოჯახის ყოლა.
მოპასუხე არ თანხმდება განქორწინებაზე მეტიც იგი ეუბნება მოსარჩელეს, რომ მას შვილებს წაართმევს, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია მიმართოს სასამართლოს.
1.5. მოსარჩელე გე----------------მა სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
გე----------------ი 2008 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში კა-------------ანთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი მა-----–------------ნი და ჰა-----------------ანი. კა-------------ანი არის ეჭვიანი, რაც გახდა საბოლოოდ ოჯახის დანგრევის ერთ-ერთი მიზეზი.
გე----------------ი 2017 წლიდან წასულია რუ-----ს ფედერაციაში სამუშაოდ. იგი დღემდე შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მაქსიმალურად ეხმარებოდა და ეხმარება შვილებს მატერიალურად. გე----------------ს და კა-------------ანს წლების განმავლობაში აქვთ უთანხმოება. მათ შორის უთანხმოებასა და უსიამოვნებას არ ჰქონია დროებითი ხასიათი, რაც მათი ოჯახის დანგრევის საფუძველი გახდა. ოჯახი ფაქტობრივად დანგრეულია და მისი აღდგენა შეუძლებელია.
ა/წლის სექტემბრის თვეში გე----------------ი იმყოფებოდა საქართველოში. მას მოპასუხე კა-------------ანის მხრიდან არ მიეცა არასრულწლოვანი შვილების ნახვის საშუალება. კა-------------ანი არ აძლევს შვილების თავისუფლად ნახვის და მათთან ურთიერთობის საშუალებას. მამას სურს მონაწილეობა მიიღოს შვილებს აღზრდა-განვითარებაში და იზრუნოს მათზე, მაგრამ ვერ ახორციელებს თავის უფლება-მოვალეობებს თავისუფლად და დამოკიდებულია მოპასუხის სურვილზე.
1.6. მოსარჩელეებმა მა-----------ანმა და შუ–----------ნმა სარჩელი დააფუძნეს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მოსარჩელეების შვილი გე----------------ი 2008 წლიდან იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში კა-------------ანთან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი.
გე----------------ი 2017 წლიდან წასულია რუ-----ს ფედერაციაში სამუშაოდ. გე----------------ი და კა-------------ანი ერთად ცხოვრების პერიოდში ცხოვრობდნენ მა------------ანი ძმის საცხოვრებელ სახლში ახ--––--ის მუნიციპალიტეტის სოფელს სხ---–--–ი. ოჯახში არის სათანადო პირობები და უსაფრთხო საყოფაცხოვრებო გარემო ბავშვების სრულფასოვანი აღზრდა-განვითრებისა და საზოგადოებაში თანაცხოვრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისათვის. პაპა-ბებიას ურთიერთობა შვილიშვილებთან ხელს შეუწყობს ბავშვების ნორმალურ აღზრდას და დადებით გავლენას მათზე. მან--------–--–-------------ები არიან შრომისმოყვარენი და ხასიათდებიან დადებითად.
მა---------–--–-------------ბს კა-------------ანი არ აძლევს შვილიშვილების თავისუფლად ნახვის და მათთან ურთიერთობის საშუალებას. მათ სურთ მონაწილეობა მიიღონ შვილიშვილების აღზრდა-განვითარებაში და იზრუნონ მათზე, მაგრამ ისინი ვერ ახორციელებენ თავის უფლება-მოვალეობებს თავისუფლად და რაც დამოკიდებულია შვილიშვილების დედის ნება-სურვილზე. ბავშვის უფლების უპირატესი გათვალისწინებით, მხარეთა სრული თანასწორობისა და ბავშვის სწორედ აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელია, რომ ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდეთ ბებია-პაპასთან.
2.მოპასუხის (გე----------------ის) პოზიცია სარჩელზე
მოპასუხემ განქორწინების ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო ალიმენტის დაკისრების და შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში ნაწილობრივ ცნო სარჩელი და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ საქმეში არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მოპასუხე გე----------------ი მშობლის მოვალეობას არ ასრულებს, ან არასათანადოდ ასრულებს. არ არსებობს ასევე არანაირი მტკიცებულება მშობლის უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე. შესაბამისად არ არსებობს არანაირი კანონიერი საფუძველი იმისა, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილად განისაზღვროს დედის კა-------------ანის საცხოვრებელი ადგილი. მხოლოდ მატერიალურ შესაძლებლობაზე აპელირება არასწორია. მას ისედაც შეუძლია მატერიალური და სხვა კუთხით მიიღოს ბავშვის აღზრდაში მონაწილეობა და ამაზე არავინ ზღუდავს. მისი მშობლების ოჯახში არის სათანადო პირობები ბავშვების სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისა და საზოგადოებაში თანაცხოვრების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისთვის. ბავშვის სწორ აღზრდაში იგულისხმება არა მარტო მატერიალური პირობების, არამედ მორალური პირობების შექმნა. ბავშვის კვების, ჩაცმის, ჰიგიენის დაცვისთვის, ექიმთან აუცილებელი კონსულტაციების, გონებრივი განვითარებისთვის და სხვა აუცილებელი საკითხების გადაჭრისთვის, რომლებიც აუცილებელია მცირეწლოვანი ბავშვის აღზრდა, გაზრდა და ნორმალური განვითარებისათვის ამ ვალდებულებებს ყოველთვის პასუხისმგებლობით ეკიდება.
მას არასდროს აურიდებია პასუხისმგებლობა შვილებზე. საქართველოს ყოფნის დროს მუშაობდა სხვადასხვა ფიზიკურ პირებთან დღიურად და აქედან მიღებული შემოსავლით მოსარჩელე კა-------------ანი ვერ კმაყოფილდებოდა. ის რომ მოპასუხე გე----------------ი, მოსარჩელე კა-------------ანს თითქოს კატეგორიულად სთხოვდა არსად არ დასაქმებულიყო გარდა მიწის სამუშაოებისა სიცრუეა. მოპასუხეს არასდროს არ დაუშლია მოსარჩელისათვის ემუშავა მისთვის სასურველ სამსახურში ნებისმიერ პოზიციაზე. მოპასუხე გე----------------ი 2017 წლიდან წასულია რუ-----ს ფედერაციაში სამუშაოდ. მას უცხო ქვეყანაში უწევს მძიმე ფიზიკური შრომა, ცხოვრობს ნაქირავებს ბინაში, მუშაობს კერძო პირებთან დღიურად და აქვს მცირე შემოსავალი, მაგრამ მიუხედავად ამის დღემდე შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის მაქსიმალურად ეხმარებოდა და ეხმარება შვილებს მატერიალურად, რაც გამოიხატება ტანსაცმლის თუ სხვა ნივთებისათვის, დაბადების დღეებზე თუ სხვა დღესასწაულებზე საჩუქრებისათვის, ასევე მკურნალობისთვის საჭირო ხარჯების გაღებით. მოპასუხე არ არის წინააღმდეგი იხადოს ყოველთვიურად ალიმენტის სახით ფიქსირებული თანხა თითო ბავშვზე 80 ლარის ოდენობით, მაგრამ არა იმდენი რასაც მოსარჩელე მოითხოვს.
2.1.მოპასუხის (კა-------------ანის) პოზიცია სარჩელზე
მოპასუხე კა-------------ანმა ნაწილობრივ ცნო სარჩელი და შესაგებელში მიუთითა, რომ მოსარჩელეები ცდილობენ უარყოფითად განაწყონ ბავშვები დედის წინააღმდეგ. თუ სურვილი ექნებათ ბავშვების ნახვის და ურთიერთობის მოპასუხე არაა წინააღმდეგი მისი თანდასწრებით მოინახულონ ბავშვები მოსარჩელეებმა.
2.3. მესამე პირის პოზიცია.
2.3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის წარმომადგენელი დაეთანხმა კა-------------ანის სასარჩელო მოთხოვნას და მიუთითა, რომ მიზანშეწონილად მიიჩნევს, ამ ეტაპზე არასრულწლოვანი ბავშვების დარჩენას დედასთან.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. კა-------------ანი და გე----------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 15 ოქტომბრიდან. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი - 20---–-–------------------ს დაბადებული მა-----–------------ნი და 20---–-–-----------–ს დაბადებული ჰა------------------ნი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა ( ს.ფ. 17);
-დაბადების მოწმობები ( ს.ფ.18-19);
3.1.2. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, ოჯახის აღდგენა შეუძლებელია და შესარიგებელი ვადის მიცემა შედეგს ვერ გამოიღებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. მეუღლეთა დაშორების შემდეგ არასრულწლოვნები, მა-----–------------ნი და ჰა------------------ნი ცხოვრობენ დედასთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. გე----------------ი 2017 წლიდან წასულია რუ-----ს ფედერაციაში და მუშაობს კერძო პირებთან, მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. მა-----------ანი და შუ–----------ნი არიან გე----------------ის მშობლები და ცხოვრობენ ახ--––--ე სოფელ სხ---–--–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე გე----------------ის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ კა-------------ანი შვილებს არ აძლევს საშუალებას ურთიერთობა იქონიონ მამასთან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, ვინაიდან მოპასუხემ ცნო სარჩელი განქორწინებისა და საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, არსებობს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ასევე, გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელის აღძვრიდან ბავშვების სრულწლოვანებამდე დასაკისრებელი ალიმენტი შეიძლება განისაზღვროს 150-150 ლარის ოდენობით. ასევე გე----------------ის შეგებებული სარჩელი და მესამე პირების შუ–----------ნის და მა-----------ანის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე, 1106-ე, 1127-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18 და 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოსარჩელე კა-------------ანი და გე----------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 15 ოქტომბრიდან.
სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად: განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.
საქმის მასალებით დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან გარემოებას იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე კა-------------ანს და გე----------------ს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე გე----------------მა სარჩელი ამ ნაწილში ცნო, რაც ზემოაღნიშნული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს საკმარის საფუძველს სარჩელის დასაკმაყოფილებლად.
6.2. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილები, 20---–-–------------------ს დაბადებული მა-----–------------ნი და 20---–-–-----------–ს დაბადებული ჰა------------------ნი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და აღარ ეწევიან საერთო საოჯახო მეურნეობას. არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ დედასთან, მოპასუხე გე----------------ს არ გააჩნია სტაბილური შემოსავალი.
სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. სასამართლომ ალიმენტის მოცულობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
არასრულწლოვანთა ჭეშმარიტი ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს ეროვნული კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო აქტებით ქვეყნის მიერ ნაკისრ ვალდებულებებთან, რომელთაგან ერთ-ერთ თვალსაჩინო დანაწესს წარმოადგენს კონვენცია ,,ბავშვის უფლებების შესახებ”. მითითებული საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი ბავშვის უფლებების დაცვის ის მინიმალური სტანდარტია, რომელიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოთა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
ამავე კონვენციის 27-ე მუხლის მიხედვით, ყოველი ბავშვის უფლებაა უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვანი ბავშვების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ბავშვები ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილურად მაღალი შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა არასრულწლოვანი ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი. ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბავშვის აღზრდისათვის და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას.
სასამართლო ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში იღებს არასრულწლოვანი ბავშვის ასაკს და აქედან გამომდინარე მოთხოვნილებებსა და საჭიროებებს, გარემოებას იმის თაობაზე, რომ ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება არასრულწლოვნების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება იზრუნონ შვილების ღირსეულ, სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად.
შვილის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობს ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს არასრულწლოვანი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და მშობელმა, თუნდაც მას არ უდასტურდებოდეს ყოველთვიური მაღალი ფიქსირებული შემოსავალი, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდა მინიმალური თანხით მაინც.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ არასრულწლოვანი მა-----–--ა და ჰა------------------ნები უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ და იზრდებიან დედასთან, რომელიც უზრუნველყოფს მათ ფინანსურად, რაც არ არის საკმარისი მათი ასაკისა და საჭიროებებიდან გამომდინარე. არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებლით. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილების რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნეს ბავშვების საარსებო მოთხოვნილებები. ამასთან, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ის გარემოება, რომ ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად ესაჭიროებათ სათანადო მზრუნველობა.
გე----------------ს არ წარმოუდგენია მტკიცებულება სხვა ვალდებულებების შესახებ, მაგრამ ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც, აღსანიშნავია რომ, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა მატერიალური მდგომარეობის, ბავშვების ასაკის და მათი ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მინიმალური მოთხოვნილებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მიმდინარე ალიმენტის ყოველთვიურად გადასახდელი გონივრული და სამართლიანი ოდენობა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის უნდა განისაზღვროს ყოველთვიურად 150-150 ლარით.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის თანახმად, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს მეშვეობით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. შესაბამისად, მოპასუხეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს 2018 წლის 24 სექტემბრიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე
6.3.სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. ამავე მუხლის 2-ე პუნქტის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამასთან, 1202-ე მუხლის პირველის ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
კანონის მითითებული მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, მშობლები ბავშვის აღზრდის ყველა საკითხი, მათ შორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხი დამოკიდებულია მშობელთა შეთანხმებაზე. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი სასამართლოს აქვს პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით. საკითხის განხილვა-გადაწყვეტისას მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელია თავად ბავშვის ინტერესი და ნება სადავო საკითხთან დაკავშირებით. მეტიც, აღნიშნული დავის სწორად გადაწყვეტისათვის აუცილებელია ამ ორივე კომპონენტის ურთიერთშეჯერება, რათა არასრულწლოვნის ნება მის რეალურ ინტერესებს არ ეწინააღმდეგებოდეს.
,,ბავშვთა უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-5 მუხლის თანახმად: მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით. კანონი და სასამართლო პატივს სცემს რა მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილებთან აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 04 იანვრის დასკვნით დადგენილია, რომ ბავშვებზე მზრუნველობას ახორციელებს დედა და ბებია (დედის დედა). მას კარგად აქვს გამომუშავებული მშობლის უნარ ჩვევები. ბავშვებისთვის ოჯახში შექმნილია თბილი და მზრუნველი გარემო.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილია, რომ კა-------------ანის ოჯახში შექმნილია კეთილსაიმედო, მზრუნველი, უსაფრთხო და ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის საჭირო გარემო. ამასთან სოციალური მომსახურების სააგენტოს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე მიზანშეწონილად მიაჩნია დედისათვის კა-------------ანისათვის ბავშვის საცხოვრებლად გადაცემა.
სასამართლომ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, გაითვალისწინა მხარეთა ყოფითი პირობები და მიაჩნია, რომ დედასთან ცხოვრება უკეთესად უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდა-განვითარების ინტერესს, რის გამოც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მა-----–--ა და ჰა------------------ნების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის კა-------------ანის საცხოვრებელი ადგილი, რაც უფლებას არ ართმევს გე----------------ს ურთიერთობა იქონიოს შვილებთან და მონაწილეობა მიიღეს მათ აღზრდაში.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1198-ე მუხლის შესაბამისად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. მშობლებს უფლება აქვთ, განსაზღვრონ თუ ვისთან უნდა იცხოვროს შვილმა. მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება ჰქონდეთ ურთიერთობა შვილებთან.
ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მხარეთა ბავშვები მიღწეული არ არიან ისეთ ასაკს, რომ მათ აზრსა და სურვილს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს სასამართლოსათვის, ამის გათვალისწინებით საქმეში მესამე პირად მონაწილეობს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ახ--––--ის რაიონული განყოფილება. შესაბამისად აღნიშნული ორგანოს წერილობითი განმარტების, მისი წარმომადგენლის და მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და გაანალიზების შედეგად სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს და დადებითად აფასებს, იმ ფაქტს რომ მამას გე----------------ს სურს მონაწილეობის მიღება შვილების აღზრდაში და სურს იქონიოს მათთან ურთიერთობა, თუმცა ბავშვები ცხოვრობენ დედასთან ერთად, არიან მამისაგან მოშორებული; აღნიშნულის გათვალისწინებით გე----------------ს უნდა ჰქონდეს საშუალება იქონიოს კავშირი საკუთარ შვილებთან. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავო საკითხის გადაწყვეტისას უმთავრესია არასრულწლოვნების ინტერესები, ვინაიდან აღნიშნულის გაუთვალისწინებლად საკითხის გადაწყვეტამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მცირეწლოვანი ბავშვების ფსიქიკაზე.
როგორც ზემოთ აღინიშნა, პირველ რიგში გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვების ინტერესები და სასამართლო გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდგებოდეს მათ, რათა ბავშვები აღიზარდონ მორალურად და მატერიალურად ჯანსაღ გარემოში.
სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების გასაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ რადგან მცირეწლოვანი მა-----–------------ნის და ჰა------------------ნის მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ბავშვბი ცხოვრობენ დედასთან, ამიტომ გე----------------ს შვილების ასაკიდან გამომდინარე უნდა მიეცეს ნებართვა ყოველი კვირის შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე და კვირა დღის 12:00 საათიდან დღის 17:00 საათამდე ნახოს შვილები დედის კა-------------ანის და სოციალური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის თანდასწრებით.
რაც შეეხება ბავშვების სახლში წაყვანის უფლების შესახებ მოთხოვნას, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის 2019 წლის 04 იანვრის დასკვნით დადგენილია, რომ ბავშვებს მამასთან დაკავშირებით საუბარი არ სურთ, შექმნილ მდგომარეობაში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საწყის ეტაპზე მოსარჩელის მიერ ბავშვების ნახვას წაყვანის უფლების გარეშე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის თანახმად, პაპასა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცენ პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
სასამართლო განმარტავს, რომ შვილების მიმართ მშობლების უფლებებისა და მოვალეობების თანაბრობის პრინციპიდან გამომდინარე, ცალკე მცხოვრები მშობლის შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას მნიშვნელოვანია ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინება.
კანონი, ასევე პატივს სცემს ბებია-პაპის უფლებას ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც ითვალისწინებს მის ასაკს, ჯანმრთელობის მდგომარეობას, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა, რათა ამან უარყოფითად არ იმოქმედოს ბავშვის აღზრდაზე და ცუდი ზეგავლენა არ მოახდინოს მასზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ არასრულწლოვანი მა-----–------------ნის და ჰა------------------ნის მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ბავშვები არიან დედასთან.
ასევე, არასრულწლოვანი ბავშვების პაპას და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი უშუალოდ აღარ მონაწილეობენ მის აღზრდაში. ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურ აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ბავშვების ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, ბებია-პაპის კანონით გარანტირებული უფლებების შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მოსარჩელეებს უნდა მიეცეთ არასრულწლოვანი ბავშვების ნახვისა უფლება დადგენილი გრაფიკით, მათი სწავლისა თუ სხვა რეჟიმის გათვალისწინებით.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც მოსარჩელეებს, ასევე მოპასუხეს თანაბარი უფლებები აქვთ შვილიშვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე და ეს უფლება კა-------------ანმა არ უნდა შეუზღუდოს მეორე მხარეს.
მოსარჩელეებს სურთ ურთიერთობა ჰქონდეთ შვილიშვილებთან და მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში, სარჩელით მოითხოვენ ბავშვების ნახვის დღეების განსაზღვრას.
პაპა-ბებიის შვილიშვილებთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისას სასამართლო გამოდის უპირველეს ყოვლისა ბავშვის ინტერესიდან და ითვალისწინებს მათ ასაკს, პირად მიდრეკილებას მშობლისადმი, იმ სოციალურ და ყოფით გარემოს, სადაც ბავშვებს მოუწევთ ყოფნა. ამასთან, მნიშვნელოვანია დაცული იყოს პაპა - ბებიის უფლება, ჰქონდეთ რეგულარული პირადი ურთიერთობა შვილიშვილებთან და მონაწილეობა მიიღონ მათ აღზრდაში, რა თქმა უნდა თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვების უპირატეს ინტერესებს.
მოქმედი კანონმდებლობა შვილთან ურთიერთობის განსაზღვრის დროს იცავს რა მშობელთა ინტერესებს, მიიჩნევს, რომ ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ ოჯახურ გარემოში.
რაც შეეხება ბავშვების სახლში წაყვანის უფლების შესახებ მოთხოვნას, აღნიშნულ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შექმნილ მდგომარეობაში ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე სასამართლოს დასაბუთებულად მიაჩნია საწყის ეტაპზე მოსარჩელეების შუ–----------ნის და მა-----------ანის მიერ ბავშვების ნახვას წაყვანის უფლების გარეშე.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე კა-------------ანის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 50-50 ლარის გადახდა განქორწინების და ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით.
მოპასუხე მხარემ სარჩელი განქორწინების მოთხოვნის ნაწილში ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოსარჩელე კა-------------ანს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა.
ვინაიდან კა-------------ანის სარჩელი დაკმაყოფილდა ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის ნაწილში, შესაბამისად გე----------------ს კა-------------ანის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე კა-------------ანი განთავისუფლდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან კა-------------ანის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ ალიმენტის ნაწილში, შესაბამისად არსებობს მოპასუხე გე----------------ისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 108 ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
7.2. ვინაიდან გე---------------ნის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ გე----------------ს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან 50 ლარი.
7.3. ასევე ვინაიდან მესამე პირების მა-----------ანის და შუ–----------ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მათ უნდა დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან 50 ლარი .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4, მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. კა-------------ანის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შეწყდეს კა-------------ანსა (პირადი №4----------) და გე----------------ს (პირადი №4----------) შორის, 2008 წლის 15 ოქტომბერს რეგისტრირებული ქორწინება;
3. არასრულწლოვან მა-----–------------ნის (200--–-–---------------რს დაბადებული) და ჰა------------------ნის (20---–-–-----------–ს დაბადებული) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის კა-------------ანის საცხოვრებელი ადგილი;
4. დაეკისროს მოპასუხე გე----------------ს (პირადი №4----------) არასრულწლოვანი შვილების 200--–-–---------------რს დაბადებული მა-----–------------ნის 20---–-–-----------–ს დაბადებული ჰა------------------ნის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 150-150 ლარის გადახდა 2018 წლის 24 სექტემბრიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე;
5. დაეკისროს მოპასუხე გე----------------ს (პირადი №4----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 108 ლარის გადახდა; (ალიმენტი)
6. დაეკისროს მოპასუხე გე----------------ს (პირადი №4----------) კა-------------ანის (პირადი №4----------) სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 50 ლარის გადახდა;
7. კა-------------ანს (პირადი №4----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში თი------------–---–ის მიერ 21.09.2018წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (გადახდის ქვითარი 18064078) (განქორწინება).
8. გე----------------ის (პირადი №4----------) შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
8.1. გე----------------ს (პირადი №4----------) არასრულწლოვან შვილებთან 200--–-–---------------რს დაბადებული მა-----–------------ნის 20---–-–-----------–ს დაბადებული და ჰა------------------ნის ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ყოველი კვირის შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე და კვირა დღის 12:00 საათიდან დღის 17:00 საათამდე ნახოს დედის კა-------------ანის და სოციალური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის თანდასწრებით სკვერის, პარკის, ტაძრის, საბავშვო გასართობ ცენტრში, სუპერმარკეტის (იგულისხმება ქ. ახ--––--ეში არსებული სუპერმარკეტები), ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით.
9.გე----------------ს (პირადი №4----------) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში ვე----------–-------–--ლის მიერ 20.12.2018წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან 50 ლარი .
10. მესამე პირების მა-----------ანის (პირადი №4----------) და შუ–----------ნის (პ/ნ 4----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
10.1. მა-----------ანს (პირადი №4----------) და შუ–----------ნს (პ/ნ 4----------) არასრულწლოვან შვილიშვილებთან 200--–-–---------------რს დაბადებული მა-----–------------ნის 20---–-–-----------–ს დაბადებული და ჰა------------------ნის ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგი სახით:
ყოველი კვირის შაბათი დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 17:00 საათამდე და კვირა დღის 12:00 საათიდან დღის 17:00 საათამდე ნახოს დედის კა-------------ანის და სოციალური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლის თანდასწრებით სკვერის, პარკის, ტაძრის, საბავშვო გასართობ ცენტრში, სუპერმარკეტის (იგულისხმება ქ. ახ--––--ეში არსებული სუპერმარკეტები), ტერიტორიაზე ან სხვა ადგილას მხარეთა შეთანხმებით.
11.მა-----------ანს (პირადი №4----------) და შუ–----------ნს (პ/ნ 4----------) დაუბრუნდეთ სახელმწიფო ბიუჯეტში ვე----------–-------–--ლის მიერ 20.12.2018წ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარიდან 50 ლარი.
12.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
13.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე