გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/633-16
N200210016001534883
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თელავი
შესავალი ნაწილი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - სს ,,ტ---- ბანკი“
წარმომადგენელი - ნ------- ზ-------, თ----- ფ-----ე
მოპასუხე - მ--- წ----–---ე
წარმომადგენელი - დ----- ა---–-----ი, ზ----- რ------–---–ი
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1.დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მ--- წ----–---ეს (როგორც ზ------ წ----–---ის უფლებამონაცვლის - ლ---- წ----–---ის უფლებამონაცვლეს) სს ,,ტ----ბანკის” სასარგებლოდ დაეკისროს: 2015 წლის 7 აპრილის საბანკო კრედიტის #4.0001380.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 29126.22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 21277.30 ლარი, პროცენტი - 3726,88 ლარი და ჯარიმა - 4122.04 ლარი.
1.2.ზ------ წ----–---ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება მდებარე: თ--–--ი, ს-----ის მოედანი #6/თ--–--ი, ი. ჭ-------ის გამზ. #7-, საკადასტრო კოდით: 5------------------. აღირიცხოს მ--- წ----–---ის სახლზე.
1.3.მოხდეს იპოთეკის საგნის - 2013 წლის 20 აგვისტოს #4.0001380.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: თ--–--ი,ს-----ის მოედანი #6 / თ--–--ი, ი.ჭ-------ის გამზ. #7-, საკადასტრო კოდით: 5------------------. რეალიზაცია.
1.4.თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოპასუხის ვალდებყლების დასაფარად, აღსრულება მიექცეს მის მიერ მიღებული სამკვიდროს აქტივის ფარგლებში მიღებულ და საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
სს ,,ტ----ბანკსა” (ყოფ. სს ,,კ----------------- ბანკი”) და ზ------ი წ----–---ეს (პ/ნ 0----------) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #4.0001380.001,რომლის საფუძველზეც 2015 წლის 7 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4.0001380.001-002 და ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 21700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 02 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი ვადაგადაცილებილი თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 20 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ტ----ბანკსა” და ზ------ი წ----–---ეს შორის 2013 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის #01 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ,,ტ----ბანკის” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ზ------ი წ----–---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: თ--–--ი, ს-----ის მოედანი #6 / თ--–--ი, ი.ჭ-------ის გამზ. #7-, საკადასტრო კოდით: 5------------------. მსესხებელი ზ------ი წ----–---ე გარდაიცვალა 2015 წლის 30 მაისს, 2015 წლის 7 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დარღვეულია, რადგან 2015 წლის 11 მაისის შემდეგ კრედიტის გადახდა აღარ განხორციელებულა. გარდაცვლილი მსესხებლის მემკვიდრე კი უარს აცხადებს მამკვიდრებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულებაზე, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსიალია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლის უფლებამონაცვლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება. 2016 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით 2015 წლის 7 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 29126.22 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 21277.30 ლარი და ჯარიმა - 4122.04 ლარი. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება - იპოთეკის საგანი კვლავ გარდაცვილი ზ------ი წ----–---ის საკუთრებაში ირიცხება. სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ერთიანი ელექტრონული სამემკვდრეო რეესტრიდან გამოთხოვილი ინფორმაციით დგინდება, რომ გარდაცვლილი ზ------ი წ----–---ის (პ/ნ 0----------) სამკვიდრო ქონებაზე 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს ც---–- კ-–--–---–ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. წარმოდგენილი შესაგებლით მსესხებლის დედამ - ლ---- წ----–---ემ (პ/ნ 2----------) დაადასტურა, რომ სწორედ მან მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ხოლო მსესხებლის მეუღლემ და შვილმა წარმოდგენილი შესაგებლით განმარტეს, რომ მათ სამკვიდრო არ მიუღიათ. თავდაპირველი სარჩელით ვითხოვდით ლ---- წ----–---ის ცნობას მსესხებლის უფლებამონაცვლედ, რადგან მან მიმართა ნოტარიუსს, რითაც მიიღო კიდეც სამკვიდრო, თუმცა, საქმის სასამართლოში განხილვისას აღნიშნული მოპასუხე გარდაიცვალა. ამ ეტაპზე დადგენილია ზ------ წ----–---ის მემკვიდრის (ლ---- წ----–---ის) უფლებამონაცვლე, კერძოდ, ლ---- წ----–---ის სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუს მიმართა მისმა შვილმა - მ--- წ----–---ემ, შესაბამისად, დადგენილია მსესხებლის მემკვიდრის - ლ---- წ----–---ის უფლებამონაცვლე და არსებობს სასარჩელო მოთხოვნების მის მიმართ წარდგენის საფუძვლები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სარჩელს არ ეთანხმება და განმარტავს, რომ ზ------ი წ----–---ის გარდაცვალებიდან არაუმეტეს ერთი თვის ვადაში, მისმა ოჯახის წევრმა ზ-----ი რამაზიშვილმა სს ,,ტ----ბანკს” წარუდგინა ზ------ი წ----–---ის გარდაცვალების მოწმობა. ამის მიუხედავად, კრედიტორმა მის მემკვიდრეებს არ წარუდგინა მოთხოვნა ვალდებულების შესრულებაზე, იმ პერიოდიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც მათთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ. მათ თანხის დაკისრებაზე 2018 წლის ნოემბრამდე რაიმე მოთხოვნა არ დაუყენებიათ. ვინაიდან კრედიტორმა საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნა არ წარუდგინა მემკვიდრეებს, შესაბამისად, ,,ტ----ბანკის” მოთხოვნა თანხის დაკისრებასა და ქონების რეალიზაციაზე უსაფუძვლო და ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 05 სექტემბრის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, სს ,,ტ---- ბანკს“ შეერწყა სს ,,კ----------------- ბანკი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირების რეესტრიდან (ს.ფ. 40)
3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სს ,,ტ----ბანკსა” (ყოფ. სს ,,კ----------------- ბანკი”) და ზ------ წ----–---ეს (პ/ნ 0----------) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #4.0001380.001.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #4.0001380.001 და 2015 წლის 7 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4.0001380.001-002 (ს.ფ. 16-19 )
3.2.2. 2013 წლის 20 აგვისტოს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად სს ,,ტ----ბანკსა” და ზ------ წ----–---ეს შორის 2013 წლის 27 აგვისტოს გაფორმდა იპოთეკის #01 ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც სს ,,ტ----ბანკის” სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ზ------ წ----–---ის სახელზე რიცხული უძრავი ქონება მდებარე: თ--–--ი,ს-----ის მოედანი #6 / თ--–--ი, ი.ჭ-------ის გამზ. #7-, საკადასტრო კოდით: 5------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 27 აგვისტოს იპოთეკის #01 ხელშეკრულება ( ს.ფ.20-26 )
3.2.3. სს ,,ტ----ბანკსა” (ყოფ. სს ,,კ----------------- ბანკი”) და ზ------ წ----–---ეს (პ/ნ 0----------) 2013 წლის 20 აგვისტოს დადებული გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების #4.0001380.001. საფუძველზე 2015 წლის 7 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4.0001380.001-002 და მსესხებელზე გაიცა კრედიტი 21700 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, კრედიტის ვადა - 2018 წლის 02 აპრილამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებილიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #4.0001380.001 და 2015 წლის 7 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება #4.0001380.001-002 (ს.ფ.20-29; 30-34)
3.2.4. მსესხებელი ზ------ი წ----–---ე გარდაიცვალა 2015 წლის 30 მაისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზ------ წ----–---ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 36)
3.2.5. 2016 წლის 14 ივლისს მოსარჩელე მხარის მიერ სსიპ ს----------–-----------------------–------------------–------------–-------------------------რიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მოსარჩელე მხარისათვის ცნობილი გახდა, რომ ზ------ წ----–---ე გარდაიცვალა, ხოლო გარდაცვლილი ზ------ი წ----–---ის (პ/ნ 0----------) სამკვიდრო ქონებაზე 2015 წლის 28 ოქტომბერს ნოტარიუს ც---–- კ-–--–---–ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება. წარმოდგენილი შესაგებლით მსესხებლის დედამ - ლ---- წ----–---ემ (პ/ნ 2----------) დაადასტურა, რომ სწორედ მან მიმართა ნოტარიუსს გარდაცვლილი მსესხებლის სამკვიდროს მიღების მოთხოვნით, ხოლო მსესხებლის მეუღლემ და შვილმა წარმოდგენილი შესაგებლით განმარტეს, რომ მათ სამკვიდრო არ მიუღიათ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ ს----------–-----------------------–------------------–------------–-------------------------რიდან გამოთხოვილი ინფორმაცია (ს.ფ. 37 )
3.2.6. ზ------ წ----–---ესთან 2015 წლის 7 აპრილს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება დაირღვა და 2015 წლის 11 მაისის შემდეგ კრედიტის გადახდა აღარ განხორციელებულა. 2016 წლის 14 სექტემბრის მდგომარეობით 2015 წლის 7 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს - 29126.22 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 21277.30 ლარი და ჯარიმა - 4122.04 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ,,ტ---- ბანკის“ მიერ გაცემული ცნობა დავალიანების შესახებ, გადახდების ისტორია (ს.ფ. 35 )
3.2.7. საჯარო რეესტრის მონაცემებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული უძრავი ქონება - იპოთეკის საგანი -კვლავ გარდაცვლილი ზ------ი წ----–---ის საკუთრებაში ირიცხება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 38-39 )
3.2.8. თავდაპირველი სარჩელით მოსარჩელე მხარე ითხოვდა ლ---- წ----–---ის ცნობას მსესხებლის უფლებამონაცვლედ, რადგან მან მიმართა ნოტარიუსს, რითაც მიიღო კიდეც სამკვიდრო, თუმცა, საქმის სასამართლოში განხილვისას 2018 წლის 06 თებერვალს ლ---- წ----–---ე გარდაიცვალა. საქმის მასალების თანახმად დადგენილია ზ------ წამალიძის მემკვიდრის (ლ---- წ----–---ის) უფლებამონაცვლე, კერძოდ, ლ---- წ----–---ის სამკვიდროს მიღების თაობაზე ნოტარიუს მიმართა მისმა შვილმა - მ--- წ----–---ემ, შესაბამისად, დადგენილია მსესხებლის მემკვიდრის - ლ---- წ----–---ის უფლებამონაცვლე
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლ---- წ----–---ის გარდცავალების მოწმობა(ს.ფ.117)
- მიმართვა ნოტარიუსს (ს.ფ. 37 )
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა. ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც მისი აზრით ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას. საქმის განხილვასა და მტკიცებულებათა გამოკვლევასთან მიმართებაში სასამართლოს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, განსაზღვროს მტკიცებულებათა შესაბამისობა-განკუთვნადობის საკითხი, როგორც პროცესუალური, ისე მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით და სწორედ ამ საკითხის გადაწყვეტით უნდა გამოარკვიოს, თუ რამდენად მართებულად და დასაბუთებულად აყენებს მხარე ამა თუ იმ მოთხოვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა, შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, აგრეთვე 102-ე მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ კრედიტორმა ზ------ წ----–---ის მემკვიდრეებს არ წარუდგინა მოთხოვნა ვალდებულების შესრულებაზე, იმ პერიოდიდან 6 თვის განმავლობაში, როდესაც მათთვის ოფიციალურად ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ. მათ თანხის დაკისრებაზე 2018 წლის ნოემბრამდე რაიმე მოთხოვნა არ დაუყენებიათ. ვინაიდან კრედიტორმა საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნა არ წარუდგინა მემკვიდრეებს, შესაბამისად, ,,ტ----ბანკის” მოთხოვნა თანხის დაკისრებასა და ქონების რეალიზაციაზე უსაფუძვლო და ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მსესხებლის გარდაცვალების და მისი სამკვიდროს შესახებ, ნოტარიუსთან 2016 წლის 14 ივლისს მოსარჩელე მხარის მიერ სსიპ ს----------–-----------------------–------------------–------------–-------------------------რიდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და 2016 წლის 20 ივლისით დათარიღებული ცნობის თანახმად შეიტყო მსესხებლის გარდაცვალებისა და მის სამკვიდროზე გაცხადებული პრეტენზიის შესახებ. სწორედ ამის შემდეგ მოსარჩელე მხარემ 2016 წლის 10 ოქტომბერს მომართა სასამართლოს თავდაპირველი სარჩელით და იმის გამო რომ მხარისათვის უცნობი იყო თუ ვინ მიიღო სამკვიდრო, წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა ყველა პირველი რიგის მემკვიდრის აწ გარდაცვლილი ზ------ წ----–---ის (ცოლის ქ------- ბ--------–---–-ს, შვილის მ---- წ----–---ისა და დედის ლ---- წ----–---ის) უფლებამონაცვლედ ცნობას. ასევე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი შესაგებელის თანახმად დადასტურებულია, რომ ზ------ წ----–---ის სამკვიდრო მიიღო დედამ, ლ---- წ----–---ემ, ხოლო ლ---- წ----–---ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო მიიღო მ--- წ----–---ემ.
ამდენად მოპასუხე მხარის განმარტება, რომ მათ მიერ მოხდა ზ------ წ----–---ის გარდაცვალების თაობაზე მოსარჩელე მხარის ინფორმირებულობა და წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია, ასევე ექვსთვიან ვადაში არა აქვს გაცხადებული პრეტენზია მოსარჩელეს, რაიმე მტკიცებულებით ვერ დასტურდება და არც წარმოუდგენია ასეთი მოპასუხე მხარეს.
ასევე სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემობას, რომ მოსარჩელე მხარემ ყველა სავარაუდო პირველი რიგის მემკვიდრის მიმართ თავადაპირველი სარჩელით მომართა სასამართლოს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, შეტყობინებიდან სამი თვის ვადაში, რითაც მას არ დაურღვევია არც პრეტენზიის გაცხადების და მითუმეტეს სარჩელის წარმოდგენის ვადები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის1306-ე, 1336-ე, 1421-ე, 1484-ე,1487-ე,1488-ე და 129-ე მუხლები.
6.სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად 1. მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად.
2. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან.
სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად 1. სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა რომ მოსარჩელე მხარეს აცნობა მსესხებლის ზ------ წ----–---ის გარდაცვალების შესახებ, ვინაიდან დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ სსიპ ს----------–-----------------------–------------------–------------–-------------------------რიდან გამოთხოვილი ინფორმაციით 2016 წლის 20 ივლისის შეიტყო ზ------ წ----–---ის გარდაცვალებისა და მის დანაშთ სამკვიდრო ქონების თაობაზე, რის შემდეგაც მომართა სასამართლოს სარჩელით სავარაუდო ყველა პირველი რიგის მემეკვიდრეების მიმართ ზ------ წ----–---ის უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე.
ასევე დადგენილია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელეს სს ,,ტ----ბანკსა” (ყოფ. სს ,,კ----------------- ბანკი”) და ზ------ წ----–---ეს (პ/ნ 0----------) შორის 2013 წლის 20 აგვისტოს დაიდო გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება #4.0001380.001. ათი წლის ვადით, ხოლო 2015 წლის 07 აპრილს დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სამი წლის ვადით.მოსარჩელემ სარჩელით მომართა მოპასუხე მხარის მიმართ სასამართლოს 2016 წლის 10 ოქტომბერს, შესაბამისად მოსარჩელე მხარის მიერ არ დარღვეულა როგორც სასამართლოსათვის სარჩელით მომართვის ხანდაზმულობის ვადა, ასევე პრეტენზიის გაცხადების ვადა სავარაუდო მემკვიდრეების მიმართ.
სასამართლო აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად.
სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის პირველი ნაწილი მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესების დაკმაყოფილებაზე ვალდებულ პირებად იმ მემკვიდრეებს მოიაზრებს რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო ქონება - აქტივი, პასივი (სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლი) და ამ გზით ამ ქონების მესაკუთრეებად იქცნენ. შესაბამისად, ვალის გადახდა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლის მესაკუთრესაც მამკვიდრებელი წარმოადგენს.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ზ------ წ----–---ის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკვიდრო- უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ--–--ი, მოედანი ს-----ე, N6/თ--–--ი, გამზირი ი. ჭ-------ე N7-, საკადასტრო კოდით N5------------------ - მიიღო დედამ ლაიანა წ----–---ემ, ხოლო ლ---- წ----–---ის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო მიიღო მ--- წმალაიძემ.მოცემულ შემთხვევაში ვალის გადახდა უნდა მოხდეს მამკვიდრებლის, ზ------ წ----–---ის იმ დანაშთი ქონებიდან, რომლიც წარმოადგენდა მის საკუთრებას და რაზეც გაიხსნა სამკვიდრო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.ამდენად მოპასუხე მ--- წ----–---ეს ,,ტ---- ბანკის” სასარაგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 973,79 ლარის ანაზღაურება.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სარჩელზე გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე, 257-ე, 268-ე, 364-367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,,ტ---- ბანკის” სარჩელი მოპასუხე მ--- წ----–---ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
1.1.მოპასუხე მ--- წ----–---ეს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 7 აპრილის საბანკო კრედიტის N4.0001380.001-002 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 29126.22 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 21277.30 ლარი, პროცენტი - 3726.88 ლარი და ჯარიმა - 4122.04 ლარი.
1.2. ზ------ წ----–---ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თ--–--ი, მოედანი ს-----ე, N6/თ--–--ი, გამზირი ი. ჭ-------ე N7-, საკადასტრო კოდით N5------------------ აღირიცხოს მ--- წ----–---ის სახელზე.
1.3. მოხდეს იპოთეკის საგნის - 2013 წლის 20 აგვისტოს N4.0001380.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თ--–--ი, მოედანი ს-----ე, N6/თ--–--ი, გამზირი ი. ჭ-------ე N7-, საკადასტრო კოდით N5------------------ - რეალიზაცია.
2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,ტ---- ბანკის“ სასარჩელო მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც ითხოვს იპოთეკის რეალიზაციიდან ამონაგები თანხის არა საკმარისობის შემთხვევაში მოპასუხის ვალდებულების დასაფარად აღსრულება მიექცეს მ--- წ----–---ის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ-მოძრავ ქონებაზე.
3. მოპასუხე მ--- წ----–---ეს ,,ტ---- ბანკის” სასარაგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 973,79 ლარის ანაზღაურება.
4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე