გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.02.2019
საქმის ნომერი
330210018002604009
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
26.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/25079-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

26 თებერვალი, 2019 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: ზოია კვარაცხელია

სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე

მოსარჩელე გი-------–----–--ე

მოპასუხე ფი----------------ე

დავის საგანი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გაყოფა თანხის ანაზღაურებით

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითად სარჩელში

 

1.1. მოპასუხე ფი----------------ისთვის (პ/--------------, რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში, პირადად გი-------–----–--ის (---------------) მიერ შეძენილი, ავტომობილის ღირებულების ½ ნაწილი - 850 (რვაას ორმოცდაათი) აშშ დოლარის და ტელევიზორის ღირებულების ½ ნაწილი - 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდის დაკისრება.

 

სარჩელის საფუძვლები ძირითად სარჩელში:

 

მოსარჩელე გი-------–----–--ე და მოპასუხე ფი----------------ე 20---–-–------------------ნ რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, ხოლო სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარეებს შორის შეწყდა ქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–--------ს თვეში, გი-------–----–--ემ შეიძინა ავტომობილი - N-----------, გამოშვებული 2--- წელს, რ---- ფერის 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა №---------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 1700 აშშ დოლარს. გი-------–----–--ემ აღნიშნული ავტომობილი გადაუფორმა ფი----------------ეს, თხოვნის საფუძველზე, 2--------- წელს. ასევე მოსარჩელემ შეიძინა L- -ის ტელევიზორი, რომლის ღირებულება შეადგენდა 900 ლარს. მხარეებს შორის იყო დავა, თანაცხოვრების პერიოდში არსებული საცხოვრებელი ბინის იპოთეკის თანხის წილზე, ფი----------------ეს დაკისრებული აქვს გარკვეული ოდენობის თანხის გადახდა, რასაც თავს არიდებს. ფი----------------ემ აღნიშნული ავტომობილი გადააფორმა სხვა პირზე, ვინმე თ------------------ (პ/ნ 0----------), სახლემწიფო ნომრით L------, რადგან თავი აარიდოს მოსარჩელის ½ წილის დათმობას და მოსარჩელის მიერ შეძენილი ტელევიზორის ოდენობის ნახევარის მოსარჩელისთვის გადახდას.

 

3. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე

 

3.1. მოპასუხე ფი----------------ემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მისი განმარტებით, მოსარჩელის მიერ ხსენებული, ტელევიზორი გამოვიდა მწყობრიდან და მაღალი ხარჯების გამო, არ უცდია შეკეთება და შესაბამისად აღარ არსებობს. აღნიშნავს, რომ ხსენებული ავტომობილი, არ არის გი-------–----–--ის თანხით შეძენილი, ხოლო გაასხვისა იმიტომ, რომ საჭიროებდა შეკეთებას, რომლის უზრუნველსაყოფად მას თანხა არ გააჩნდა. მოპასუხე არ იზიარებს ზოგადი აუდიტორის დასკვნას ავტომობილის საბაზრო ღირებულების თაობაზე და აღნიშნავს, რომ ავტომობილის ექსპლუატაციის გამო, საგრძნობლად, იკლო მისმა ღირებულებამ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ფი----------------ემ (დაბადებული 1----–-–---------–--ს, პ/-------------- და გი-------–----–--ემ (დაბადებული 1----–-–------------–ს, პ/ნ 01---------- იქორწინეს 2----–-–---------------ს, სააქტო ჩანაწერი №01---------, №0----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ქორწინების მოწმობა №01---------, №0----------. (იხ.ს.ფ „19“)

 

3.1.1.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ სადავო ავტომანქანა (,,N-----------”-ის გამოშვებული 2--- წელს, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------) მოპასუხემ გაასხვისა თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე, აღნიშნული გარემოების საფუძველს სასამართლოს აძლევს თავად მოპასუხე - ფი----------------ის მითითება, რომ მანქანა გახლდათ შესაკეთებელი, რაც მან ვერ უზრუნველყო, ხოლო მისმა რძალმა შეიძინა ავტომობილი და თავად უზრუნველყო შეკეთების ხარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეების ახსნა- განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.2.სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, რომ რომ ,,L-“-ის ფირმის ტელევიზორი შეძენილი იქნა მხარეთა ქორწინების პერიოდში, რიომელიც განკარგა მოპასუხემ და რომლის ღირებულებაც შეადგენდა 900 ლარს, აღნიშნულის შესახებ მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეების ახსნა- განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებიის სააგენტოს 1--------- წლის ცნობის თანახმად, 20---–-–---------------ან ფი----------------ის (პ/-------------- სახელზეა რეგისტრირებული, სატრანსპორტო საშუალება, N-----------, გამოშვებული 2--- წელს, რ---- ფერის 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა №---------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურებიის სააგენტოს 1--------- წლის ცნობა. (იხ.ს.ფ „14-15“

 

3.2.2. ზოგადი სფეროს აუდიტორის ილ-----------–---–ის 0--------- წლის აუდიტორული დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების, N-----------, გამოშვებული 2--- წელს, რ---- ფერის 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა №---------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------, საბაზრო ღირებულებას შეადგენს - 1700(ერთიათასშვიდას) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ზოგადი სფეროს აუდიტორის ილ-----------–---–ის 0--------- წლის აუდიტორული დასკვნა. (იხ.ს.ფ „16-17)

 

3.2.3. სადავო ტელევიზორი, მოდელის ნომერი L- 4------------------ წელს შეისყიდა გი-------–----–--ემ, შპს „ა-----------გან“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შპს „ამ---------ს“ საგარანტიო ბარათი. (იხ.ს.ფ „18“)

 

3.2.1 სასმართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას, იმის შესახებ, რომ სადავო ავტომანქანა (,,N-----------”-ის გამოშვებული 2--- წელს, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------) გახლდათ შესაკეთებელი და მისი ღირებულება არ წარმოადგენდა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობის თანხას.

 

მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

სამოქალაქო მატერიალურ სამართალში მოქმედებს პრეზუმფცია, რომელიც როგორც ვარაუდი ამა თუ იმ ფაქტის შესახებ, მტკიცებას არ ექვემდებარება და თუ იგი არ იქნა უარყოფილი შესაბამისი დასაბუთებით, სასამართლომ უნდა გამოიყენოს პრეზუმირებული ფაქტი. თავის მხრივ, პრეზუმირებული ფაქტის პროცესუალური ბუნება აისახება იმაში, რომ ამგვარი ვარაუდის გაქარწყლება ეკისრება პირს, რომლის წინააღმდეგაცაა მიმართული იგი.

 

უდავოდაა დადგენილი, რომ ფი----------------ე და გი-------–----–--ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 20---–-–------------------ნ. სადავო ავტომანქანა ,,N-----------“ შეძენილი იქნა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შესაბამისად, სადავო უძრავი ნივთის რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში შეძენა, ქმნის პრეზუმირებულ ფაქტს მასზე მეუღლეთა თანასაკუთრების შესახებ, რომლის საწინააღმდეგო, უარმყოფელი დასაბუთების წარმოდგენა მოპასუხის ვალდებულებაა, რომელსაც მტკიცების ტვირთის საპროცესო უფლების სრულყოფილი რეალიზება, მოცემულ შემთხვევაში, არ განუხორციელებია, ამასთან მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ზოგადი სფეროს აუდიტორის - ილ-----------–---–ის მიერ შედგენილი დასკვნა, რომლის მიხედვით სადავო ავტომანქანა შეფასებული იქნა - 1700 აშშ დოლარად, ხოლო რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ქონების უფრო დაბალი ღირებულებით შეფასებას დაასაბუთებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. თ------–-------–---–-, ხსენებული მუხლებით გათვალისწინებული, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების უარმყოფელი მტკიცებულებითი დასაბუთება არ წარმოუდგენია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან მოსარჩელემ დაასაბუთა სარჩელის ფაქტობრივი საფუძველი, სარჩელი თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანხით ანაზღაურებით გაყოფის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე, 1152-ე, 1158-ე, 1159-ე, 1161-ე, 1164-ე, 1168-ე, 982-ე, 979-ე, -ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელემ, მოპასუხე ფი----------------ის მიმართ ავტომობილის (,,N-----------”-ის გამოშვებული 2--- წელს, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------) საბაზრო ღირებულების 1700 აშშ დოლარის და ტელევიზორის საბაზრო ღირებულების 900 ლარის ნახევრის - 450 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებით, რომ მითითებული ნივთები შეძენილია მეუღლეთა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში და წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1152-ე მუხლის თანახმად, საოჯახო ურთიერთობებში მეუღლეები სარგებლობენ თანაბარი პირადი და ქონებრივი უფლებებით და ეკისრებათ თანაბარი მოვალეობანი.

 

დადგენილია, რომ მ---------------–---–ი და გ------------–---–- დაქორწინდნენ 1----–-–---------–---.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, 1. მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი. თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლი).

 

ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს: ა) ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე; ბ) ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის თანხმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, წილი თანაბარია თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი შეიცავს ზოგად დებულებას მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების თაობაზე, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების წესი პირდაპირ რეგულირდება გამოსაყენებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით – სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის სამართლებრივი შემადგენლობა ადგენს კანონისმიერ პრეზუმფციას იმის შესახებ, რომ მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებაზე ვრცელდება თანასაკუთრების რეჟიმი. შესაბამისად, საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი აწევს იმ მხარეს, რომელიც მიუთითებს საკუთრების სხვაგვარ რეჟიმზე. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის მოთხოვნას. ეს არის უნივერსალური მიდგომა მტკიცების ტვირთის განაწილების მიმართ. ამასთან, არის შემთხვევები, როცა კანონმდებლობა მტკიცების ტვირთს განსხვავებულად ანაწილებს მხარეებს შორის - ეს ხდება ე.წ. ”პრეზუმფციების” მეშვეობით. პრეზუმფცია გარკვეული გარემოებას ერთი მხარის სასარგებლოდ დადგენილად მიიჩნევს ისე, რომ ამის დამტკიცებას, დადასტურებას არ მოითხოვს, ხოლო ამავდროულად მეორე მხარეს კი აკისრებს ამ გარემოების ნეგატიური დადასტურების, ანუ უარყოფის ფუნქციას, ანუ პრეზუმფცია რომ მცდარია, უნდა დაამტკიცოს მეორე მხარემ.

 

ხსენებული ნორმის მიხედვით, მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებას რეგისტრირებული ქორწინების არსებობა წარმოადგენს, რაც სათანადო მტკიცებულებით - ქორწინების მოწმობით გი-------–----–--ის მხრიდან დადასტურებულია, შესაბამისად, სადავო ქონება, საწინააღმდეგოს დამტკიცებამდე მართლზომიერადაა მოქცეული სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლით განსაზღვრულ მეუღლეთა, გი-------–----–--ის და ფი----------------ის თანასაკუთრების რეჟიმში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების განკარგვასთან დაკავშირებით ერთის მიერ დადებული გარიგება ვერ იქნება ბათილად ცნობილი მეორის მოთხოვნით იმ საფუძველზე, რომ: ა) მან არ იცოდა გარიგების შესახებ; ბ) ის არ ეთანხმებოდა გარიგებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ სადავო ავტომანქანა - ,,N-----------”, გამოშვებული 2--- წელს, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B--------- გაასხვისა მეუღლის თანხმობის გარეშე , ხოლო ავტომანქანის ღირებულების ნახევარი - 850 აშშ დოლარი გი-------–----–--ისთვის არ გადაუცია.

 

მხარეთა ამგვარი კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულება, გასხვისების პერიოდში მათი ცალკ-ცალკე ცხოვრება, სხვა, უარმყოფელი მტკიცებულებების არარსებობის პირობებში, ქმნის მტკიცებას იმისას, რომ მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გასხვისების შედეგად ავტომანქანის ღირებულების - 1700 აშშ დოლარის ½ ნაწილი მოსარჩელე გი-------–----–--ეს არ მიუღია, ხოლო ავტომანქანის გასხვისების პერიოდში მისი ღირებულების შეფასების შესახებ დოკუმენტი, რაც გააქარწყლებდა მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ ზოგადი სფეროს აუდიტორის ილ-----------–---–ის მიერ შედგენილ დასკვნას სადავო ავტომანქანა ,,N-----------”-ის შეფასების შესახებ, მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

ასევე სასამართლო სხდომაზე მხარეთა ახსნა-განმარტებიდან გამომდინარე დადგენილი იქნა ფაქტობრივი გარემოება, რომ ,,L-“-ის ფირმის ტელევიზორი შეძენილი იქნა მხარეთა ქორწინების პერიოდში, რომლის ღირებულება შეადგენდა 900 ლარს, აღნიშნულის შესახებ მოპასუხე მხარეს საწინააღმდეგო პოზიცია არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში ქორწინების განმავლობაში შეძენილი ნივთის მეორე მესაკუთრის თანხმობის გარეშე გასხვისებისას, კერძოდ სადავო ავტომანქანის გასხვისებისას, ხოლო ტელევიზორზე ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოიშვა მოპასუხე მხარის მიერ მისი განკარგვისას. სადავო ავტომანქანის (,,N-----------”, გამოშვებული 2--- წელს, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით P------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------) ღირებულება ზოგადი სფეროს აუდიტორის - ილ-----------–---–ის მიერ შედგენილი დასკვნის მიხედვით შეფასებულია - 1700 აშშ დოლარად, ხოლო ,,L-“-ის ფირმის ტელევიზორის ღირებულება არის 900 ლარი. რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ქონების უფრო დაბალი ღირებულებით შეფასების მოთხოვნას დაასაბუთებდა, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია.

 

შესაბამისად, გი-------–----–--ეს აქვს იმ სარგებლიდან წილის მოთხოვნის უფლება, რომელიც მიიღო მოპასუხე ფი----------------ემ ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების (საერთო ქონების) გასხვისების და განკარგვის შედეგად.

 

სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული გარემოებების დადგენისას სასამართლო ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების გასხვისების და განკარგვის შედეგად მოსარჩელე - გი-------–----–--ის სასარგებლოდ 1700 აშშ დოლარის ნახევრის - 850 აშშ დოლარის და 900 ლარის ნახევრის - 450 ლარის მოპასუხე - ფი----------------ისათვის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გი-------–----–--ის სარჩელი ფი----------------ის მიმართ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების თანხის ანაზღაურებით გაყოფის მოთხოვნის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე გი-------–----–--ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სარჩელთან მიმართებით, შესაბამისად მოპასუხე ფი----------------ეს მოსარჩელე გი-------–----–--ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

უზრუნველყოფის ღონისძიება სარჩელზე გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. გი-------–----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე ფი----------------ეს (პ.ნ. 4----------) მოსარჩელე გი-------–----–--ის(---------------) სასარგებლოდ დაეკისროს ქორწინების პერიოდში შეძენილი ავტომობილის „N-----------“ (გამოშვებული 2--- წელს, ფერი რ---- 1/8, სარეგისტრაციო მოწმობა A--------, სახელმწიფო ნომრით R------, საიდენტიფიკაციო შასის ნომერი B---------) საბაზრო ღირებულების (1700 ამერიკული დოლარის) ნახევრის- 850 აშშ დოლარის (ეკვივალენტი ლარში) და ტელევიზორის (L-) ღირებულების -(900 ლარის ) ნახევრის -450 ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე ფი----------------ეს(პ.ნ. 4----------) მოსარჩელე გი-------–----–--ის (---------------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის სახით ჩარიცხული თანხის, 100 ლარის, გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზოია კვარაცხელია