გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N050210118002732092 (N2/1294-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი ქ.ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე
მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი” (სს ,,მი----------------------------–-----------ს" უფლებამონაცვლე)
წარმომადგენელი - ლაშა ხოზრევანიძე
მოპასუხეები - იმ-----------------ი, ეკა------------–---ე, ნი--------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს იმ-----------------ს, ეკა------------–---ესა და ნი--------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N16----------IJ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7060.17 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5679.58 ლარი, სარგებელი - 829.97 ლარი, სადაზღვევო პრემია - 244.35 ლარი, ჯარიმა - პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ძირი თანხის 5%, რაც შეადგენს 68.49 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) ძირი თანხის 0.27 % ოდენობით, რაც შეადგენს 237.78 ლარს;
1.2 მოპასუხე იმ-----------------ს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 627.38 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 350 ლარს, ჯარიმა - პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის -5%, რაც შეადგენს 17.50 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) ძირი თანხის 0.27 % ოდენობით, რაც შეადგენს 259.88 ლარს;
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
სს ,,მი----------------------------–-----------სა" და იმ-----------------ს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა N16----------IJ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური - 1.75 %, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 27.25%, კრედიტის ვადა - 36 თვე, 02.10.2019 წლის ჩათვლით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა, პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში.
სს ,,მი----------------------------–-----------სა" და ეკა------------–---ეს შორის 2016 წლის 28 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხევლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - იმედო მარტოკავის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, სადაზღვევო პრემიის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16300 ლარით.
სს ,,მი----------------------------–-----------სა" და ნი--------ეს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხევლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - იმედო მარტოკავის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, სადაზღვევო პრემიის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16300 ლარით.
მსესხებლის იმ-----------------ის მიერ სისტემატიურად ხდებოდა, 2016 წლის 29 სექტემბრის სესხის ხელშეკრულებით (N16----------IJ) განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევა, ხოლო 2018 წლის 2 აგვისტოს შემდგომ შეწყვიტა თანხის გადახდა. მსესხებელი და თავდები პირი არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულნი კრედიტორის მიერ, თუმცა უშედეგოდ.
2016 წლის 29 სექტემბრის სესხისა N16----------IJ და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება სარჩელის აღძვრის მდგომარეობით შეადგენს: 7060.17 ლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 5679.58 ლარი, სარგებელი – 829.97ლარი, სადაზღვეო პრემია - 244.35 ლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს - 68.49 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 3.9. პუნქტის შესაბამისად -0.27% ოდენობით შეადგენს - 237.78 ლარს.
2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შპს „მი----------------------------–-----------ს“ რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს „მი----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 17 მარტს სს „მი----------------------------–-----------მ’’ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა, როგორც სს „კრ----------ი“.
2017 წლის 07 ივნისს ,,კრ----------სა“ და იმ-----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1--------------, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 350.00 ლარის ოდენობით, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 8 თვეს, 2018 წლის 11 თებერვალის ჩათვლით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. გრაფიკის ყოველი დარღვევისას გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხედოდა ჯარიმა შემდეგი წესით, ყოველ პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % ოდენობით.
ბანკის მიერ მოპასუხის არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, მსესხებლის იმ-----------------ის მიერ არ მომხდარა, 2017 წლის 07 ივნისის სესხის ხელშეკრულებით (N1--------------) ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
2017 წლის 07 ივნისს სესხის ხელშეკრულებებიდან (N1--------------) გამომდინარე იმ-----------------ის დავალიანება სარჩელის აღძვრის მდგომარეობით შეადგენს: 627.38 ლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის 350 ლარი, ჯარიმა პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5%-ის ოდენობით შეადგენს - 17.50 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაქსიმუმ 275 დღეზე, სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესაბამისად, 0.27 %-ის ოდენობით შეადგენს - 259.88 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე იმ-----------------მა შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის ნაწილში, ხოლო სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკირების ნაწილში არ ცნო და ითხოვა შემცირება;
2.2. მოპასუხე ეკა------------–---ემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მოვალე იმ-----------------ი სრულად აღიარებს ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას. იგი თანახმაა მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიხადოს ბანკის მიმირთ არსებული დავალინება, აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ კრედიტორის მოთხოვნა უკანონო და არასამართლიანია მის მიმართ, ცდილობს ყველა მხარისათვის, მათ შორის თავდებისათვის ზიანის მიყენების ხარჯზე საკუთარი ინტერესის უპირატესად დაკმაყოფილებას. მას აქვს სხვა ვალდებულებები ბანკის და სადაზღვევო კომპანიის წინაშე, რომელიც ჯამში დაახლოებით 400 ლარს შეადგენს. მუშაობს და ცხოვრობს დედაქალქში, არ გააჩნია მუდმივი, საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართი, რის გამოც უწევს ყოველთვიური ქირის გადახდა, რაც შეადგენს 200 ლარს, რასაც ერთვის კომუნალური, გადაადგილებისა და საარსებო ხარჯები, რომლებსაც ფაქტობრივად ვერ წვდება მისი ყოველთვიური შემოსავალი, რომელიც შეადგენს 800 ლარს, ხოლო სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია, შესაბამისად მიაჩია, რომ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.
2.3. მოპასუხე ნი--------ეს შესაგებლი არ წარმოუდგენია, სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ ცნო. კერძოდ, მისი განმარტებით, მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს მის შემცირებას, არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დაფაროს დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ,,მი----------------------------–-----------სა" და იმ-----------------ს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა N16----------IJ სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11500 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით განისაზღვრა კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიური - 1.75 %-ით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 27.25%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 02.10.2019 წლის ჩათვლით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას გადაუხდელი ძირ თანხას დაერიცხებოდა ჯარიმა, პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % ოდენობით. ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა სესხის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 29 სექტემბრის N16----------IJ ხელშეკრულება (ს.ფ. 27-30);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 33-34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. სს ,,მი----------------------------–-----------სა" და ნი--------ეს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხევლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - იმედო მარტოკავის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, სადაზღვევო პრემიის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16300 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.37);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.(იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. სს ,,კრ----------მა“, სოლიდარულ მოვალეებს გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება და მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ 39-46).
3.1.4. 2016 წლის 09 სექტემბერს განხორციელდა შპს „მი----------------------------–-----------ს“ რეორგანიზაცია, რის საფუძველზეც შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა, როგორც სს „მი----------------------------–-----------“, ხოლო 2017 წლის 17 მარტს სს „მი----------------------------–-----------მ’’ შეიცვალა სახელი და დარეგისტრირდა, როგორც სს „კრ----------ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (იხ. ს.ფ 66-67).
3.1.5. სს „კრ----------ის“ მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა განცხადება გამარტივებული წარმოების განხორციელების მიზნით, მოპასუხეების მიერ მოხდა, პროტესტის წარდგენა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გამარტივებული საქმის წარმოების განცხადების მიღების ბარათი. მოპასუხეების მიერ წარდგენილი განცხადება (იხ. ს.ფ 49-51).
3.1.6. 2017 წლის 07 ივნისს ,,კრ----------სა“ და იმ-----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1--------------, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 350.00 ლარის ოდენობით, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 8 თვეს, 2018 წლის 11 თებერვალის ჩათვლით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხედოდა ჯარიმა შემდეგი წესით, ყოველ პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 07 ივნისის N1-------------- ხელშეკრულება (ს.ფ. 52-59);
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 61);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 29 სექტემბრის N16----------IJ ხელშეკრულება დარღვეულია მოპასუხეების მიერ. კერძოდ, მსესხებლს იმ-----------------ს მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, 2018 წლის 2 აგვისტოს შემდგომ სესხის სახით გადასახდელი თანხების გადახდა აღარ უწარმოებია გადახდის გრაფიკით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 47-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.2. 2016 წლის 29 სექტემბრის სესხისა N16----------IJ და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარული მოვალეების - იმედო მარტოკოვის, ნი--------ის და ეკა------------–---ის დავალიანება მოსარჩელე სს ,,კრ----------ის'' წინაშე შეადგენს - 7060.17 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5679.58 ლარი, სარგებელი - 829.97 ლარი, სადაზღვევო პრემია - 244.35 ლარი, ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, ძირი თანხის 5%, რაც შეადგენს 68.49 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) ძირი თანხის 0.27 % ოდენობით, რაც შეადგენს 237.78 ლარს, რომლის გადახდის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებისათვის სოლიდარულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. ასევე დადგენილია, რომ მსესხებლის იმ-----------------ის მიერ საერთოდ არ მომხდარა, 2017 წლის 7 ივნისის სესხის N1-------------- ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის გადახდა, მიუხედავად ბანკის მიერ მოპასუხის არაერთგზის გაფრთხილებისა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.4. 2018 წლის 21 ნოემბრის მდგომარეობით (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის N1-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე იმ-----------------ის დავალიანება შეადგენდა - 627.38 ლარს, საიდანაც გადაუხდელი ძირი თანხა არის - 350 ლარი დალარს, ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე 5%, რაც შეადგენს 17.50 ლარს, ხოლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) სესხის ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად - 0.27 % ოდენობით, რაც შეადგენს 259.88 ლარს. რომლის გადახდის დაკისრებასაც მოსარჩელე ითხოვს მოპასუხე იმ-----------------ისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 65);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სს ,,მი----------------------------–-----------სა" და ეკა------------–---ეს შორის 2016 წლის 28 სექტემბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხევლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - იმედო მარტოკოვის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, სადაზღვევო პრემიის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 16300 ლარით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეს ეკა------------–---ის განმარტებას, მასზედ, რომ მას როგორც თავდებს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა, ვინადან ძირითადი მოვალე იმ-----------------ი სრულად აღიარებს ბანკის წინაშე არსებულ ვალდებულებას და იგი თანახმაა მისი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით გადაიხადოს ბანკის მიმირთ არსებული დავალიანება, სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მართალია იმყოფება მოსარჩელესთან, თუმცა მძიმე მატერიალური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია დაფაროს დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.35);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.(იხ. 04.03.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კრ----------ის” სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 361-ე, 400, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 799-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, , 892-ე, 895-ე, 898-ე, 899-ე, 902-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ N16----------IJ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 11 500 ლარის ოდენობით, 36 თვის ვადით - 2019 წლის 02 ოქტომბრამდე. კლებადი საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა ყოველთვიური - 1.75 %-ით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 27.25%-ით. კრედიტი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებდა სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არა ნაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადცილებულ დღეზე. მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.
ასევე დადგენილია გარემოება მასზედ, რომ 2017 წლის 07 ივნისს ,,კრ----------სა“ და იმ-----------------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება N1--------------, რომლის შესაბამისადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 350.00 ლარის ოდენობით, სესხის მოქმედების ვადა შეადგენდა 8 თვეს, 2018 წლის 11 თებერვალის ჩათვლით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, გრაფიკის ყოველი დარღვევისას გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხედოდა ჯარიმა შემდეგი წესით, ყოველ პირველ ვადაგადცილებულ დღეზე, გადაუხდელი ძირი თანხის 5%, მაგრამ არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) გადაუხდელი ძირი თანხის 0.27 % ოდენობით.
სასმართლო მიუთითებს, რომ 2016 წლის 29 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ N16----------IJ ხელშეკრულება და 2017 წლის 07 ივნისის N1-------------- ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.
სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,კრ----------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და იმ-----------------ზე გაიცა კრედიტი. მოპასუხეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად.
აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2016 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის სახით - 5679.58 ლარისა და დარიცხული პროცენტის - 829.97 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პროცენტის ოდენობა მოიცავს მოთხოვნას 2018 წლის აგვისტოდან (ვალდებულების დარღვევიდან) ხელშეკრულების შეწვეტამდე პერიოდს. ასევე საფუძვლიანია მოთხოვნა 2017 წლის 07 ივნისის ,,კრ----------სა“ და იმ-----------------ს შორის დადებული N1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელზე ძირი თანხის 350.00 ლარის დაკისრების ნაწილში.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს იმ-----------------ს, ეკა------------–---ესა და ნი--------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 2016 წლის 29 სექტემბრის N16----------IJ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე ძირი თანხის 1%, რაც შეადგენს 13.09 ლარს და ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) ძირი თანხის 0.13 % ოდენობით, რაც შეადგენს 118.89 ლარს.
ასევე მოპასუხე იმ-----------------ს 2017 წლის 7 ივნისის სესხის N1-------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე ძირი თანხის -1%, რაც შეადგენს 3.5 ლარს, ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) ზირი თანხის 0.13% ოდენობით, რაც შეადგენს 129.94 ლარი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ, რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
სამოქალაქო კოდექსით თავდებობის ხელშეკრულების ორი ფორმაა გათვალისწინებული სტანდარტული და სოლიდარული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება (სკ-ის 892-ე მუხლი). თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, თავდებ პირს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლების წაყენების უფლება აქვს (სკ-ის 899-ე მუხლი).
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების (გათავისუფლების) საფუძველია. აღნიშნული ვრცელდება, როგორც სტანდარტულ, ასევე სოლიდარულ თავდებობაზე. შესაბამისად, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას იმ ფარგლებში, რომლებშიც, თავდებისათვის დარღვევის მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1 -ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 28 სექტემნბერს სს „კრ----------სა“ და მოპასუხე ეკატერინე აბაშამაძეს, ხოლო 2016 წლის 29 სექტემბერს სს „კრ----------სა“ და მოპასუხე ნი--------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც ბანკსა და თავდებებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. თავდებების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა დარიცხულ სარგებელთან, სიცოცხლის სადაზღვეო პრემიასა და ყოველწლიურ საკომისიოსთან ერთად, მთლიანობაში განისაზღვრა 16300 ლარით. ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებება. შესაბამისად, სს „კრ----------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა თავდებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ მხარეთა შორის 2016 წლის 29 სექტემბრის N16----------IJ სესხის ხელშეკრულების დამატებით პირობად განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლისა დაზღვევა ხელშეკრულების მოქმედების ვადით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 2016 წლის 29 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნაზე - 211.81 ლარი, ასევე 2017 წლის 07 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნაზე - 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოპასუხეებს იმ-----------------ის, ეკა------------–---ესა და ნი--------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ: სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 211.81 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოპასუხეს იმ-----------------ის სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ ასევე უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 ნოემბრის განჩინებით სს "კრ----------ის" შუამდგომლობა იმ-----------------ის, ეკა------------–---ისა და ნი--------ის კუთვნილ ფულად სახსრებზე ყადაღის დადების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,კრ----------ის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხეებს იმ-----------------ს, ეკა------------–---ესა და ნი--------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ N16----------IJ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6885.88 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5679.58 ლარი, სარგებელი - 829.97 ლარი, სადაზღვევო პრემია - 244.35 ლარი, ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე 1%, რაც შეადგენს 13.09 ლარს და ხოლო ყოველ მომდევნო ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) 0.13 % ოდენობით, რაც შეადგენს 118.89 ლარს;
1.2. მოპასუხეებს იმ-----------------ს, ეკა------------–---ესა და ნი--------ეს სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 211.81 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
1.3. მოპასუხე იმ-----------------ის სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 483.44 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 350 ლარს, ჯარიმა - პირველ ვადაგადცილებულ დღეზე -1%, რაც შეადგენს 3.5 ლარს, ხოლო ყოველს ვადაგადაცილებულ დღეზე (მაქსიმუმ 275 დღე) 0.13% ოდენობით, რაც შეადგენს 129.94 ლარს;
1.4. მოპასუხეს იმ-----------------ის სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის ანაზღაურება.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო როხვაძე