გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.04.2019
საქმის ნომერი
050210018002654641
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
05.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002654641

საქმე №2-1070-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.03.2019წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: შპს ,,მი--------------------ი’’;

წარმომადგენელი - ნი----------–---–ი;

მოპასუხე: მი---ლ გო------–---–ი; მე---ბ სკ--------–---–ი;

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დაეკისროს მოპასუხეებს - მი---ლ გო------–---–ის და მე---ბ სკ--------–---–ის სოლიდურად ხელშეკრულება №B---------- და №B---------- ით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა, ჯამში ორთავე სესხზე 4 047 (ოთხიათას ორმოცდა შვიდი) ლარი..

1.2. დაეკისროს მოპასუხეებს - მი---ლ გო------–---–ის და მე---ბ სკ--------–---–ის სოლიდურად №B---------- და №B-----------ის გადაუხდელი სარგებელი, ჯამში 1 261 (ათას ორას სამოცდა ერთი) ლარი.

 

1.3. დაეკისროს მოპასუხეებს - მი---ლ გო------–---–ის და მე---ბ სკ--------–---–ის სოლიდურად პირგასამტეხლო - 500 (ხუთასი) ლარი.

 

1.4. ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხემ პასუხი აგოს მთელი თავისი ქონებით;

1.5.პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 28 თებერვლის მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში და მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად მოხსნა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხებმა მი---ლ გო------–---–მა და მე---ბ სკ--------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირითადი თანხის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. 2017 წლის 01 ივნისს შპს ,,მი-------------------სა’’ და მი---ლ გო------–---–ს შორის გაფორმდა ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №B----------’’, რომლის თანახმადაც მი---ლ გო------–---–ს საკრედიტო ლიმიტის სახით განესაზღვრა 6 000 ლარი. ამავე ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად დაგირავდა მსესხებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ფოლცვაგენ გოლფი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №B----------’’ (იხ. ს/ფ 20-28).

 

3.2.2. 2017 წლის 01 ივნისს შპს ,,მი-------------------სა’’ და თავდებ მე---ბ სკ--------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდური თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხე მე---ბ სკ--------–---–ი თავდებად დაუდგა მი---ლ გო------–---–ს ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №B----------’’ გაწერილი ლიმიტის ფარგლებში 6 000 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 41-43).

 

3.2.3. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენდა მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება ჰქონდა, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან. ამასთან, სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 6.4 მუხლის შესაბამისად, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის მთლიანად დასაფარავად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 20-28).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.4. მოგირავნეს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულების 6.2. მუხლის შესაბამისად მიენიჭა უფლებამოსილება:

- გადაეფორმებინა საკუთარ სახელზე გირავნობის საგანი;

- მოეთხოვა და განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია უშუალოდ;

- მოეთხოვა და განეხორცილებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია სპეციალური სავაჭრო დაწესებულების მეშვეობით;

- განეხორციელებინა გირავნობის საგნის რეალიზაცია აუქციონის წესით მის მიერ ორგანიზებულ აუქციონზე ან მის მიერ შერჩეული პირის მეშვეობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 20-28).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.5. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულების 8.16 მუხლით მხარეებმა შეათანხმეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 20-28).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.6. 2017 წლის 01 ივნისს მი---ლ გო------–---–სა და შპს ,,მი--------------------ს’’ შორის გაფორმდა ასევე საკრედიტო შეთანხმება №B----------, რომლის თანახმადაც მი---ლ გო------–---–ს ლიმიტის ფარგლებში გადაეცა სესხი 2 500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 36 თვის ვადით თვეში 5.2% სარგებლის დარიცხვით. მი---ლ გოგოტისვილი ვალდებული იყო, ყველა 01 რიცხვში გადაეხადა 155 (ასორმოცდათხუთმეტი) ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო შეთანხმება №B---------- (იხ. ს/ფ 34).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.7. 2018 წლის 01 თებერვალს მი---ლ გო------–---–სა და შპს ,,მი--------------------ს’’ შორის გაფორმდა ასევე საკრედიტო შეთანხმება №B----------, რომლის თანახმადაც მი---ლ გო------–---–ს დარჩენილი ლიმიტის ფარგლებში გადასცა პარალელური სესხი 1 900 (ათას ცხრაასი) ლარის ოდენობით. სესხი გაცემული იქნა 36 თვის ვადით თვეში 5.5% სარგებლის დარიცხვით. მი---ლ გო------–---–ი ვალდებული იყო, ყველა 01 რიცხვში გადაეხადა 123 (ასოცდასამი) ლარი, რაც თავის მხრივ ძირსაც ფარვადა და რიცხულ სარგებელსაც.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო შეთანხმება №B---------- (იხ. ს/ფ 35-40).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2.8. მოსარჩელემ წერილობით აცნობა მოპასუხეებს არსებული დავალიანების შესახებ. ვინაიდან მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოპასუხეებისათვის გაგზავნილი შეტყობინება (ს.ფ. 46-47).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი, 85-ე მუხლის მე-3 პუნქტი;

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 891-ე, 892-ე, 327-ე, 463-ე, 464-ე, 895-ე, 898-ე, 400-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიე---დ გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს სესხის ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

საერთო წესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს, რადაც არ უნდა დაუჯდეს ეს ვალდებულ პირს. თუ მოვალეს ვალდებულების შესრულება გაურთულდა ან მან დაკარგა ხელშეკრულების შესრულების ინტერესი, ეს მას არ ათავისუფლებს ნაკისრი ვალდებულების შესრულების მოვალეობისაგან. მან თავად იკისრა ვალდებულების შესრულება და თავადვე უნდა ატაროს მისი შეუსრულებლობის რისკი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება №ას-888-834-2012).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ შპს ,,მი--------------------მა’’ მოპასუხე მი---ლ გო------–---–ზე გასცა სესხი. სესხი იყო სარგებლიანი.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე თო-----ე სადღობელაშვილმა სარჩელი ცნო სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხის - 5038 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის ნაწილში სარჩელის ცნობა ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების უპირობო საფუძველია.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა ხელშეკრულებით დაწესებული სარგებელი, რაც მას უნდა შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მოპასუხემ არ გადაიხადა ძირი თანხა, ასევე სარგებელი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს ორთავე სესხზე დარიცხული სარგებელი, რაც შეადგენს 1261 ლარს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიე---დ, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და მხარეების მიერ ის სადავოც არ გამხდარა. დადგენილია, რომ მოპასუხემ მე---ბ სკ--------–---–მა მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა მი---ლ გო------–---–ის მიერ შპს ,,მი-------------------ის’’ მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯე---დი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობა არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება. თავდები ის პირია, რომელიც სხვა პირის კრედიტორის წინაშე კისრულობს პასუხისმგებლობას მოვალესთან ერთად შეასრულოს ის ვალდებულება, რომლის მოთხოვნის უფლებაც კრედიტორს გააჩნია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მი---ლ გო------–---–თან ერთად მე---ბ სკ--------–---–ის სოლიდარული ვალდებულება შპს ,,მი-------------------ს’’ წინაშე წარმოშობილია თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით. ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.

 

6.10. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს ,,მი-------------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ თანხის ანაზღაურება.

 

6.11. მოსარჩელე ასევე მოითხოვს, სასამართლოს მიერ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინება განხორციელდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის ხარჯზე.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულების 4.5. მუხლით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.

 

ხელშეკრულების 6.10. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ან/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობადობის გათვალისწინებით მოგირავნეს შეუძლია საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფლება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დადგენილია, რომ მხარეები წერილობით შეთანხმდნენ ვალდებულების დასაფარავად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან, რის გამოც სადავო საკითხი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. შესაბამისად, აღსრულება დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით უნდა მიექცეს მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნებისმიერ ქონებაზე.

 

6.12. რაც შეეხება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, სასამართლო განმარტავს შემდეგ:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების 8.16. პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,მი--------------------ის’’ წარმომადგენელმა მოსამზადებელმა სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად მოხსნა. მოპასუხემ კი სარჩელი ცნო ძირი თანხის ნაწილში. შესაბამისად, შპს ,,მი-------------------ს“ უკან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 136, 41 ლარის ოდენობით, ხოლო მოპასუხეებს თო-----ე სა---------–-–---–-ა და ზვ---- ჭა----–---ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 38 ლარის და 59 თეთრის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,მი-------------------ის“ სარჩელი მი---ლ გო------–---–ის და მე---ბ სკ--------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხეებს მი---ლ გო------–---–სა და მე---ბ სკ--------–---–ს სოლიდურად დაეკისროთ შპს ,,მი-------------------ის’’ სასარგებლოდ სესხის №B---------- და №B---------- ხელშეკრულებებით განსაზღვრული ძირითადი თანხა, ჯამში ორთავე სესხზე 4 047 (ოთხი ათას ორმოცდაშვიდი) ლარი;

 

3. მოპასუხეებს მი---ლ გო------–---–სა და მე---ბ სკ--------–---–ს სოლიდურად დაეკისროთ შპს ,,მი-------------------ის’’ სასარგებლოდ №B---------- და №B---------- ხელშეკრულებებით განსაზღვრული სესხზე გადაუხდელი სარგებელი, ჯამში ორთავე სესხზე 1261 (ათას ორას სამოცდაერთი) ლარი;

 

4 ზემოაღნიშნული თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით ანუ მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავისი ქონებით.

 

5. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;

 

6. მოსარჩელე შპს ,,მი-------------------ს“ უკან დაუბრუნდეს ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 136, 41 ლარის ოდენობით, შემდეგი ანგარიშიდან: მიმღები ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, სახაზინო კოდი 3--------, ბანკის კოდი T-------, გადახდის თარიღი: 25.09.2018წ. საგადახდო დავალება 1---------, გადახდილი სს ,,თი---------–ი’’;

 

7. მოპასუხეებს მი---ლ გო------–---–სა და მე---ბ სკ--------–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელე შპს ,,მი-------------------ის“ საარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 38 ლარის და 59 თეთრის ოდენობით;

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე