გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2019
საქმის ნომერი
080210017001948141
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
25.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1354-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25.03.2019 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე

მოსარჩელე - სს „კრ----------ი“

წარმომადგენელი - ნ----ა კუ------ე

მოპასუხეები - გ---–----ა ტყ-–--–---ე, ლ--–- რი–-----, ნ--- ვა--------- და ც---–ა კ----–-–---–ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებზე - გ---–----ა ტყ-–--–---ე, ლ--–- რი–-----, ნ--- ვა--------- და ც---–ა კ----–-–---–ზე სოლიდარულად მოსარჩელე - სს „კრ----------ი“-ს სასარგებლოდ დავალიანების - 5,528.17 აშშ დოლარის გადასახდელად დაკისრება.

 

დავის არსი.

 

მოსარჩელის წარმოდგენელის განმარტებით, 2----–-–----------------–ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კრ----------ი“) და გ---–----ა ტყ-–--–---ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4,500 აშშ დოლარი 37 თვით, 1.04% თვიური საპროცენტო სარგებლით. სსკ 623 მუხლის მიხედვით, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სსკ 625 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი. ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

მსესხებელს ჰყავდა სამი თავდები. სსკ 891 მუხლის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე სსკ 892 მუხლის მიხედვით თავდების ნამდვილობისთვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება, 20---–-–----------------–ს სამივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ლ--–- რი–-----, ნ--- ვა--------- და ც---–ა კ----–-–---–ი.

 

მცხოვრებმა ზ/აღნიშნულ მისამართზე იკისრეს ვალდებულება, კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადაუხდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.

 

სსკ 896 მუხლის მიხედვით თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ , როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან სსკ მიხედვით თავდებები ვალდებული არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ 902 მუხლის მიხედვით თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს, თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ, ამდენად მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეული იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებული როგორც ზეპირი, ასევე სატელეფონო, ასევე გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა ვალდებულების შესრულება.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

გ---–----ა ტყ-–--–---ემ მის მიერ წარმოდგენილი შესაგებელით ნაწილობრივ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მასსა და სს „კრ----------ს“ შორის 2----–-–----------------–ს დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხად აიღო 4.500 აშშ დოლარი 37 თვის ვადით 1.04% თვიური საპროცენტო განაკვეთით.

 

ის გარემოება, რომ მოსარჩელის მხრიდან მოხდა როგორც მისი, ისე სამივე თავდების არაერთგზის გაფრთხილება, თუმცა ვალდებულება არ შესრულდა, გამოწვეულია არა მათი უპასუხისმგებლობით, არამედ მძიმე მატერიალური და ეკონომიკური მდგომარეობით. არის მარტოხელა დედა. სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ 2015 წლის 12 და 14 დეკემბერს მოპასუხეს ერთდროულად გარდაეცვალა დედა და მეუღლე, ქორწინებიდან მოპასუხეს ყავს ერთი არასრულწლოვანი შვილი. 2----–-–----------------–ს არასრულწლოვანი ბავშვები მ------ი და შშმ სტატუსის მქონე გ--- მ----–-----ი განთავსდნენ მოპასუხის სახლში არანათესაური მინდობით აღზრდის მომსახურების ფარგლებში. ამ პირობების და მდგომარეობის გამო, ვეღარ მოახერხა სესხის გადახდის გაგრძელება და დაგროვებული დავალიანების დაფარვა.

 

მოპასუხე სასამართლოს თხოვს გაითვალისწინოს მისი მძიმე მდგომარეობა და სს მისო „კ-------ს“ სასარგებლოდ დააკისროს ძირი თანხის 3,611.48 აშშ დოლარის გადახდა ახალი გრაფიკის შესაბამისად.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე გ---–----ა ტ--–--–-–---–მა და ნ--- ვა---------მ სარჩელი ცნეს ძირი თანხის, პროცენტის, დაზღვევის, საკომისიოს ნაწილში.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–----------------–ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-სა (ამჟამად- სს „კრ----------ი“) და გურანდა ტყ-–--–---ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4,500 აშშ დოლარი 37 თვით, 1.04% თვიური საპროცენტო სარგებლით.

სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

მტკიცებულება:

- სესხის ხელშეკრულება

- სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.2. 20---–-–----------------–ს სამივე თავდებთან დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა: ლ--–- რი–-----მ, ნ--- ვა---------მ და ც---–ა კ----–-–---–მა იკისრეს გ---–----ა ტყ-–--–---ის სესხის დაფარვის ვალდებულება.

მტკიცებულება:

- თავდები პირების განცხადებები

- თავდებობის ხელშეკრულებები

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებს - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------მ’’ გაუგზავნა გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულების თაობაზე.

მტკიცებულება:

- გაფრთხილება აღებული ვალდებულების შესრულებაზე

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დადგენილია, რომ სარჩელის შემოტანისას მოპასუხეების - სასესხო დავალიანება შეადგენს 5,528.17 აშშ დოლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა -3,611.48 აშშ დოლარი, პროცენტი - 929.46 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 165.88 აშშ დოლარი, ჯარიმა - 693.60 აშშ დოლარი, 85.63 აშშ დოლარი ჯარიმა ძირზე, საკომისიო 42.12 აშშ დოლარი.

მტკიცებულება: დავალიანების ცნობა, სესხის გადახდის გრაფიკი.

 

3.2.4. სადავოა სესხზე დარიცხული ჯარიმა.

მტკიცებულება: შესაგებელი, მოპასუხეთა ახსნა-განმარტება.

 

სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის მითითებას სარჩელის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში არ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.

 

მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.

 

სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების; გ---–----ა ტყ-–--–---ის (ძირითადი მოვალის) და თავდების ნ--- ვ---------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 3,611.48 აშშ დოლარის, პროცენტის - 929.46 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევა - 165.88 აშშ დოლარის, საკომისიო 42.12 აშშ დოლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

 

6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

-მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2----–-–----------------–ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კრ----------ი“) და გ---–----ა ტყ-–--–---ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 4,500 აშშ დოლარი 37 თვით, 1.04% თვიური საპროცენტო სარგებლით.

ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა. მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა.

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.

 

-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ გ---–----ა ტყ-–--–---ეს და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების; გ---–----ა ტყ-–--–---ის (ძირითადი მოვალის) და თავდების ნ--- ვ---------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სესხის ძირის - 3,611.48 აშშ დოლარის, პროცენტის - 929.46 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევა - 165.88 აშშ დოლარის, საკომისიო 42.12 აშშ დოლარი. ჯარიმა - 693.60 აშშ დოლარი, 85.63 აშშ დოლარი ჯარიმა ძირზე, საკომისიო 42.12 აშშ დოლარის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.

 

6.5. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.

დადგენილია, რომ -მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა - 2----–-–----------------–ს სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-------“-ს (ამჟამად- სს „კრ----------ი“) და გ---–----ა ტყ-–--–---ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მან ისესხა 4,500 აშშ დოლარი 37 თვით, 1.04% თვიური საპროცენტო სარგებლით.

ამასთან, სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. სესხის ხელშეკრულების 3.14-პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%-ის ოდენობით არა ნაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% არა უმეტეს 150 დღისა.

სარჩელის სასამართლოში წარმოდგენისას ჯარიმა განისაზღვრა 693.60 აშშ დოლარი ძირზე 0.27% არა უმეტეს 150 დღისა, და 85.63 აშშ დოლარი 5% ჯარიმა ძირზე.

 

- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.

- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.

 

განსახილველ შემთხვევაში სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა ძირზე 0.27% არა უმეტეს 150 დღისა, რაც შეადგენს 693.60 აშშ დოლარს და 85.63 აშშ დოლარი 5% ჯარიმა ძირზე.

სასამართლოს მიაჩნია, რომ 85.63 აშშ დოლარი 5% ჯარიმა ძირზე, მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან იმავე ხელშეკრულებით ასევე მოთხოვნილია ჯარიმა ძირზე 0.27% არა უმეტეს 150 დღისა, რაც შეადგენს 693.60 აშშ დოლარს და ორმაგი პირგასამტეხლოს მოთხოვნა ზოგადად ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპს.

საქართველოს საკასაციო სასამართლომ სამოქალაქო საქმეზე ას-1338-1376 განმარტა, რომ ,,ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. იგი თანამედროვე სამართლის, ფილოსოფიისა და ბიზნესის ერთ-ერთი ფუძემდებლური პრინციპია.

კეთილსინდისიერების პრინციპი სათავეს იღებს რომის სამართლიდან. პრინციპი “ბონა ფიდეს“, რომელიც კეთილსინდისიერებას ნიშნავს, მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა „იუს ცივილე“-სა და რომაულ სამართლებრივ აზროვნებაში. ტერმინ “ბონა ფიდე“-ს (“ფიდეს“) საქმიან ურთიერთობებში გამოყენება ნიშნავდა, რომ მხარეები საკუთარ პირობას თუ მიცემულ სიტყვას იცავდნენ და დაიცავდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში, დაზარალებული მხარე უფლებამოსილი იყო წარედგინა საჩივარი, ე.წ. პრეტენზია (“ეხ ფიდე ბონა“) და, მოცემული პრეტენზიის საფუძველზე, კონტრაჰენტისაგან ვალდებულების იძულებითი აღსრულება მოეთხოვა. თანამედროვე ქართულ სამართლებრივ სივრცეში კეთილსინდისიერება მატერიალურ სამართლებრივ ნორმად გადაიქცა და სამართლიანობასა და თანასწორობაზე დამყარებულ სამართლებრივ სისტემაში გაერთიანდა, რითაც უფრო ფართო დატვირთვა შეიძინა. კეთილსინდისიერების პრინციპი თანამედროვე განვითარებული ქვეყნების კანონმდებლობასა და დოქტრინაში დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, სამართლიანობას, ვალდებულებების მიმართ პატიოსან დამოკიდებულებას.

 

კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ეს ორი მუხლი მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედია. აღნიშნული ნორმები საშუალებას იძლევა ნებისმიერი ურთიერთობა სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასდეს. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედმათი სოლიდარობაა,რაცნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლებისარსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით, და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს“.

 

სასამართლო აღნიშნავს, სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულებითი ურთიერთობა ავალდებულებს ხელშეკრულების მეორე მხარეს, დაიცვას პირველი მხარის ქონებრივი ინტერესი.

 

როგორც აღინიშნა, განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა ძირზე 0.27% არა უმეტეს 150 დღისა, რაც შეადგენს 693.60 აშშ დოლარს და 85.63 აშშ დოლარი 5% ჯარიმა ძირზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ 85.63 აშშ დოლარი 5% ჯარიმა ძირზე, მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან იმავე ხელშეკრულებით ასევე მოთხოვნილია ჯარიმა ძირზე 0.27% არა უმეტეს 150 დღისა, რაც შეადგენს 693.60 აშშ დოლარს, რომელიც უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 აშშ დოლარით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

- „სამართლიანი სასამართლოს უფლება ინსტრუმენტული უფლებაა. მისი უფლებრივი კომპონენტები იმ მოცულობით უნდა გამოიყენებოდეს, რაც ობიექტურად აუცილებელია კონკრეტული უფლების დაცვისათვის, როდესაც ამას ობიექტურად შეუძლია ზეგავლენის მოხდენა სასამართლო დაცვის ეფექტიანობაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2014 წლის 24 დეკემბრის №3/2/577 გადაწყვეტილება საქმეზე ა(ი)იპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)“ და საქართველოს მოქალაქე ვახუშტი მენაბდე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, II, 14).

 

6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელის აღძვრისათვის გადახდილია 402,58 ლარი, ასევე დადგენილია, რომ მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ, კერძოდ 4748.94 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში ცნეს სარჩელი. შესაბამისად, ამ ნაწილში გადახდილი ბაჟი 142.46 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ანგარიშიდან, საგადახდო დავალება №5--. 31.05.2017 წელი. ხოლო მოპასუხეები უნდა გათავისუფლდნენ ამ ნაწილში სახ. ბაჟის გადახდისაგან.

 

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემცირებული პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 15.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა გადახდეთ მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 8.37 აშშ დოლარი, სსს კოდექსის 55.2 მუხლის საფუძველზე უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,კრ----------ის” სარჩელი.

 

2. მოპასუხეებს: გ---–----ა ტყ-–--–---ეს, ლ--–- რი–-----ს, ნ--- ვა---------ს და ც---–ა კ----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირი - 3,611.48 აშშ დოლარი, პროცენტი - 929.46 აშშ დოლარი, ჯარიმა - 500 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 165.88 აშშ დოლარი, საკომისიო -42.12 აშშ დოლარი.

 

3. სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

 

4. მოპასუხეებს; გ---–----ა ტყ-–--–---ეს, ლ--–- რი–-----ს, ნ--- ვა---------ს და ც---–ა კ----–-–---–ს სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,კრ----------ის” სასარგებლოდ, სასამართლო ხარჯების - სახელმწიფო ბაჟის -15.00 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) გადახდა.

 

5 მოსარჩელე სს ,,კრ----------ს” დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟი - 142.46 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) ანგარიშიდან - 3-------- საგადახდო დავალება №5--. 31.05.2017 წელი. გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი“.

 

6. სარჩელზე უარის ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი 8.37 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, (გადახდის დროისათვის არსებული კურსით) ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

7. სარჩელის უზრუნველყოფა არ გამოყენებულა.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე