გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/2680-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
11 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ივანე ღლონტი
სხდომის მდივანი: სალომე დუდუჩავა
მოსარჩელე - თ---------- ჭ----ე
წარმომადგენელი - მ-----–---------–---
მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
წარმომადგენელი - ხ-------------–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანება.
2. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–---------------------–----------–----------–-ს (საშტატო კატეგორია „კ------–-----–---–-----“, შტატი №8-------1) თანამდებობაზე.
3. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება, გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად დარიცხული თანხის - 1 423.60 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა საქმეზე წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის, ახალი აქტის გამოცემისა და თანხის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 16 ივლისს, ერთის მხრივ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მეორეს მხრივ, თ---------- ჭ----ეს შორის გაფორმდა კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ 4 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. აღნიშნული კონტრაქტის 1.1. მუხლის თანახმად, „სამხედრო მოსამსახურე“ ვალდებულებას იღებდა წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით კეთილსინდისიერად ემსახურა „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ ვალდებულებას იღებდა გადაეხადა „სამხედრო მოსამსახურისათვის“ ანაზღაურება და უზრუნველეყო იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ხელშეკრულების 3.1. პუნქტის თანახმად, კონტრაქტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 4 წელი, რომლის ვადის ათვლა დაიწყო კონტრაქტის დადების თარიღიდან, რომელიც იმავდროულად ითვლებოდა ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2016 წლის 16 ივლისის კონტრაქტი „კაპრალ-სერჟანტის თანამდებობაზე სამხედრო მოსამსახურის მიერ 4 წლის ვადით სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 17-23).
3.1.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს/ნ: 1-----ის მეთაურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №8-- ბრძანებით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეები, სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით მივლინებული იქნენ სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის მ/შ-ის განკარგულებაში 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით, მათ შორის, უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე, მ--------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-.
გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2017 წლის 21 ოქტომბრის №M---------------- ბრძანებით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით მივლინებული იყვნენ სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის მ/შ-ის განკარგულებაში შეუწყდათ მივლინება და დაბრუნებული იქნენ თავიანთ ქვედანაყოფში 2017 წლის 17 ოქტომბრის 17:00 საათიდან, მათ შორის უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს/ნ 1-----ის მეთაურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №8-- ბრძანება (ს.ფ. 30);
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2017 წლის 17 ოქტომბრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 45-49);
- გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2017 წლის 21 ოქტომბრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 50-51).
3.1.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილების უფროსმა ინსპექტორმა, თ---------- ჭ----ის მიმართ, 2017 წლის 17 ოქტომბერს შეადგინა სიმთვრალე-სიფხიზლესთან დაკავშირებით შემოწმების შესახებ №3- ოქმი, რომლითაც დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს, 16:50 საათზე, სოფ. ნ-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შემოწმებული იქნა ს--–---–-------------–---------–--------------------------–--------------–------–-----------–----- - თ---------- ჭ----ე, რომელსაც დაუდგინდა სიმთვრალე - 0.905%, ხოლო 19:31 საათზე გადამოწმებისას - 0.33 პრომილე.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-- დისციპლინური ოქმით დგინდება, რომ აღნიშნულ დღეს, თ---------- ჭ----ე, საველე სწავლების დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში (0,905 პრომილე), რაც წარმოადგენდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას და დისციპლინური ზომის სახით განესაზღვრა სამსახურიდან დათხოვნა.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების №0--------დასკვნით დგინდება, რომ თ---------- ჭ----ეს, 2017 წლის 17 ოქტომბერს 19:31 სთ-ზე დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის ალკოჰოლური თრობა - 0,33 პრომილე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- 2017 წლის 17 ოქტომბრის სიმთვრალე-სიფხიზლე შემოწმების შესახებ №3- ოქმი (ს.ფ. 3-);
- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-- დისციპლინური ოქმი (ს.ფ. 27-29);
- ალკოტესტის ოქმი (ს.ფ. 26);
- ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა №0-------- (ს.ფ. 33).
3.1.4. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2017 წლის 7 დეკემბრის №M---------------- ბრძანებით, სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის მოსამსახურეები მივლინებული იქნენ გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის მიერ დაგეგმილ მ-----–--------–-----------------------------------------------–--ის გადამზადების კურსზე, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (ქ. ა---––---), 2017 წლის 10 დეკემბრიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით: მათ შორის უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე - მ--------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2017 წლის 7 დეკემბრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 35).
3.1.5. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 იანვრის №M---------------- ბრძანებით სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2017 წლის 4 დეკემბრის №M---------------- პ/შ ბრძანების თანახმად ჩაირიცხნენ მ-----–--------–-----------------------------------------------–--ის გადამზადების კურსზე, გ-------–------–-------–-----------------------------------–------------–----------–---------------–---–---–--------------ზე (ქ. ა---––---), 2017 წლის 15 დეკემბრიდან ჩაითვალნენ კურსდამთავრდებულებად, მათ შორის უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 16 იანვრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 52-53).
3.1.6. საერთო საჯარისო ცენტრის საბრძოლო უზრუნველყოფის სკოლის მიერ, 2017 წლის 15 დეკემბერს, თ---------- ჭ----ის სახელზე გაიცა სერტიფიკატი, რომლითაც დგინდება, რომ 2017 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მან გაიარა მ-----–--------–-----------------------------------------------–--ის გადამზადების კურსი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სერტიფიკატი (ს.ფ. 36).
3.1.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2018 წლის 25 იანვრის №M---------------- ბრძანებით, სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები, სამსახურეობრივი საჭიროებიდან გამომდინარე მივლინებული იქნენ სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის (დ. მ-----) განკარგულებაში 2018 წლის 1 თებერვლიდან შემდგომ განკარგულებამდე, მათ შორის უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე, მ--------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურის 2018 წლის 25 იანვრის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 43-44).
3.1.8. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 7 მარტის №M---------------- სხდომის ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 2 მარტს, გენერალური შტაბის შენობაში შედგა დისციპლინური საბჭოს სხდომა, სადაც განხილული იქნა საკითხები, სამხედრო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომების შესახებ. მათ შორის საკითხი უმცროს სერჟანტ - თ---------- ჭ----ის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ V თავის 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომის თაობაზე. ოქმში მითითებულია, რომ ვინაიდან 2017 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, საბჭომ დამატებით იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იმ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ უმცროსმა სერჟანტმა - თ---------- ჭ----ემ 2017 წლის 17 ოქტომბერს, ალკოჰოლური სასმელი მიიღო საველე სწავლების დროს (მივლინების ადგილი), ალკოჰოლური სასმელის მიღება კი სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლის თანახმად წარმოადგენდა დისციპლინურ გადაცდომას, რისთვისაც დასაკისრებელ პასუხისმგებლობის ზომას წარმოადგენდა - დათხოვნა.
სამხედრო პოლიციის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს პოზიცია: ვინაიდან უმცროსმა სერჟანტმა - თ---------- ჭ----ემ ალკოჰოლური სასმელი მიიღო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, მიუხედავად იმისა, რომ მას ალკო-ტესტის გადამოწმების შედეგად დაუფიქსირდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №681 ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) ნაკლები ოდენობა, მას უნდა დაკისრებოდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა (დათხოვნა).
ამავე ოქმით დგინდება, რომ წარდგენილი მასალების, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების, მონაწილე პირების ახსნა-განმარტებების საფუძველზე სადისციპლინო საბჭომ დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის თანახმად და წარდგენილი მასალების საფუძველზე, რეკომენდაცია გაეწია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის (დათხოვნა) დაკისრებაზე სამხედრო მოსამსახურეებს, მათ შორის უმცროს სერჟანტ - თ---------- ჭ----ეს, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–ს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- ბრძანებით განსაზღვრული სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 7 მარტის №M---------------- სხდომის ოქმი (ს.ფ. 81-96).
3.1.9. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანებით, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტის და „სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–- (საშტატო კატეგორია „კ------–----–---–-----“, შტატი №8-------1), უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში. საფუძველი: სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 7 მარტის ოქმი №M---------------- და გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ს--------–---------------------------------------------–---------------------–--ის მოხსენებითი ბარათი (№M----------------, 09.03.2018წ.).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანება (ს.ფ. 16);
- გენერალური შტაბის საბრძოლო მზადყოფნის მონიტორინგის სამმართველოს ს--------–---------------------------------------------–---------------------–--ის 2018 წლის 9 მარტის №M---------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 138-141).
3.10. მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურის მიერ გაცემული დახასიათების შესაბამისად - სპეციალური ოპერაციების ძალების მხარდამჭერი ბატალიონის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, უ-–-----------–----- - თ---------- ი-–--ს-ძე ჭ----ე იყო კეთილსინდისიერი, შრომისმოყვარე სამხედრო მოსამსახურე, ოფიცერთა და სერჟანტთა კოლექტივში სარგებლობდა კარგი ავტორიტეტით, იყო ენერგიული, გაწონასწორებული სამხედრო მოსამსახურე, ფიზიკურად იყო კარგად მომზადებული, შეეძლო ადვილად აეტანა სამხედრო მოსამსახურისათვის დამახასიათებელი სიძნელეები, უნარი შესწევდა შეენახა სახელმწიფო და სამხედრო საიდუმლოება, იცოდა თავისი მოვალებები, ზუსტად და დროულად ასრულებდა მეთაურისა და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებებსა თუ ბრძანებებს და უ-–-----------–----- - თ---------- ი-–--ს-ძე ჭ----ე მხარდამჭერ ბატალიონში მსახურის პერიოდში ხასიათდებოდა დადებითად.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- მხარდამჭერი ბატალიონის მეთაურის - ი. ს-------ს მიერ გაცემული დახასიათება. (ს.ფ. 40).
3.11. 2017 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის №3--- ბრძანებით, უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე დაჯილდოვებული იქნა მედლით - საქართველოს თვდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის (მე-3 ხარისხი).
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
მოწმობა №52 (ს.ფ. 41)
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------- ჭ----ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილება (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდება“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
ამრიგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამდენად, სასამართლომ, მოცემული დავის ფარგლებში უნდა იმსჯელოს მოსარჩელის მოთხოვნის კანონიერებაზე, კერძოდ, მოსარჩელის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–---------------------–----------–----------–-ს (საშტატო კატეგორია „კ------–-----–---–-----“, შტატი №8-------1) თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. ასევე, მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურებაზე გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად დარიცხული თანხის - 1 423.60 ლარის ოდენობით.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს საჯარო მოსამსახურის სტატუსს, პროფესიული საჯარო მოხელის დასაქმებისა და სამსახურის გავლის პირობებს, საჯარო სამსახურის მართვის საკითხებს, აწესრიგებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საჯარო მოსამსახურეთა სამოხელეო სამართლებრივ ურთიერთობებს, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საჯარო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურში საქმიანობა (გარდა ამ კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიერ განხორციელებული საქმიანობისა), მუნიციპალიტეტის ორგანოებში (დაწესებულებებში) საქმიანობა, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობა (გარდა კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, კვლევით, სასპორტო და რელიგიურ, წევრობაზე დაფუძნებულ და ამ კანონითა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში საქმიანობისა).
ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სახმელეთო ჯარების თანამშრომლებზე.
სასამართლო მიუთითებს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №298 დადგენილების (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) პირველი მუხლის პირველი პუნქტზე, რომლის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი (შემდგომში – გენერალური შტაბი) არის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი და ახორციელებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სტრატეგიულ-ოპერატიულ მართვას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, გენერალური შტაბი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის სამართლებრივი აქტებით.
განსახილველ შემთვევაში, თ---------- ჭ----ეს, საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან გათავისუფლებამდე ეკავა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–--------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-ს (საშტატო კატეგორია „კ------–----–---–-----“, შტატი №8-------1), უ-–-----------–-----ს თანამდებობა. შესაბამისად იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს და მასზე ვრცელდებოდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.
6.3. „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს.
აღნიშნული კანონის პირველი მუხლის „ა“ პუნქტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურედ ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი ან უცხო ქვეყნის მოქალაქე („სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით დადგენილ შემთხვევაში), რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის საჯარო სამართლის იურიდიულ პირში, სამხედრო უწყებებში, აგრეთვე სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირი სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლისას.
ამავე კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეს სამსახურიდან დაითხოვენ კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო ან მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.
6.4. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-, უ-–-----------–----- - თ---------- ჭ----ე სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით მივლინებული იქნა სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის მეთაურის მ/შ-ის განკარგულებაში 2017 წლის 17 ოქტომბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფისა და მონიტორინგის მთავარი სამმართველოს II ოპერატიული განყოფილების უფროსი ინსპექტორის მიერ, აღნიშნულ დღეს, 16:50 საათზე, სოფ. ნ-------ს მიმდებარე ტერიტორიაზე შემოწმებული იქნა თ---------- ჭ----ე, რომელსაც დაუდგინდა სიმთვრალე 0.905%, ხოლო 19:31 საათზე გადამოწმებისას 0.33 პრომილე. 2017 წლის 17 ოქტომბრის №1-- დისციპლინური ოქმის თანახმად, თ---------- ჭ----ის ქმედება შეფასდა სადისციპლინო წესდების 44-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომად, რომელიც დისციპლინური ზომის სახედ ითვალისწინებდა სამსახურიდან დათხოვნას.
ამასთან დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან დათხოვნა განხორციელდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 23 მაისის №M---------------- ბრძანებით, რომლის გამოცემის ერთ-ერთ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ V თავის 44-ე მუხლის (სიმთვრალე) პირველი პუნქტი.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების“ მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში (შემდგომში – სამინისტროს სისტემა) სამხედრო სამსახურის გავლის წესების დაცვის უზრუნველყოფა, სამხედრო დისციპლინის დაცვა, დისციპლინური გადაცდომის თავიდან აცილება და ღირსეული საქციელის წახალისება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს, სადისციპლინო საბჭოს 2018 წლის 7 მარტის სხდომის ოქმის თანახმად დადგენილად მიაჩნია, რომ სადისციპლინო საბჭომ განიხილა რა საკითხი უმცროს სერჟანტ - თ---------- ი-–--ს ძე ჭ----ის მიერ დისციპლინური გადაცდომის თაობაზე, დადგენილად მიიჩნია, რომ ამ უკანასკნელმა ალკოჰოლური სასმელი მიიღო სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე და მიუხედავად იმისა, რომ მას ალკოტესტის გადამოწმების შედეგად დაუფიქსირდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 11 აგვისტოს №681 ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) ნაკლები ოდენობა, მაინც მიჩნეული იქნა, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული უნდა ყოფილიყო - დათხოვნა, რაც სასამართლოს მოსაზრებით დაუსაბუთებელია, რადგან გაუგებარია, თუ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელეს დადგენილ ზღვარზე ნაკლები სიმთვრალე დაუფიქსირდა, რის საფუძველზე მოხდა მის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენება, განსაკუთრების იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელის მიმართ სახდელი გამოყენებული იქნა ფაქტის დაფიქსირებიდან 4 თვისა და 23 დღის შემდეგ.
6.6. რაც შეეხება იმ შემთხვევას, თუ მიჩენული იქნა, რომ მოსარჩელეს დასაშვებზე მეტი ოდენობით ალკოჰოლის ოდენობა დაუფიქსირდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაში არ არის დასაბუთებული ნაკლებად მძიმე სახდელის გამოყენება რატომ გამორიცხავდა იმ მიზნის მიღწევას, რისთვისაც გამოყენებული უნდა ყოფილიყო სახდელი, რადგან საქმის მასალების თანახმად - მოსარჩელე, როგორც სამხედრო მოსამსახურე და თანამშრომელი ხასიათდებოდა დადებითად და იგი დაჯილდოვებული იქნა მედლით - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის.
6.7. რაც შეეხება მოპასუხის მოსაზრებას, რომ სახდელის გამოყენებისას კანონმდებლობით მათ არ ქონდათ სხვა ალტერნატივა გარდა დათხოვნისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ იგი დაუსაბუთებელია, რადგან სადისციპლინო წესდების მე-12 მუხლის თანახმად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ერთ-ერთ ზომას წარმოადგენს - რიგგარეშე განწესში დანიშვნა, რაც არ გულისხმობს სამსახურის ყარაულში ან საბრძოლო მორიგეობაზე დანიშვნას.
მართალია, ამავე წესდების მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ზემოთ მითითებული სახდელი გამოიყენება მხოლოდ სავალდებულო სამხედრო მოსამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ, მაგრამ თავდაცვის სამინისტროს მხრიდან, ფაქტობრივად გამოყენებული იქნა მოსარჩელის მიმართ ზემოთ მითითებული პასუხისმგებლობის ზომა, რადგან დადგენილია, რომ მოსარჩელე გადაყვანილი იქნა ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკზე, რაც ფაქტობრივად უტოლდება რიგგარეშე განწესში დანიშვნას და რაც თავისთავად გამორიცხავდა მის მიმართ სხვა სახდელის გამოყენებას, რადგან ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეული დისციპლინური გადაცდომისთვის გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სადისციპლინო წესდებაში, 2018 წლის 7 ივნისს შეტანილი ცვლილებების თანახმად, 44-ე მუხლის პირველი ნაწილი სახდელის სახით უკვე ითვალისწინებს - 2 რიგგარეშე განწესში დანიშვნას, ან 2 დასვენების დღის უფლების შეზღუდვას, ან ხელფასიდან 30%-ის დაქვითვას 3 თვის ვადით, ან 70 საკრედიტო ქულის დაკლებას, ხოლო სამსახურიდან დათხოვნა ან სასწავლებლიდან გარიცხვა განისაზღვრა მხოლოდ არაერთგზისობის დადგენის შემდეგ, რაც მიუთითებს მასზე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ მოხდა წესდებაში იმგვარი ცვლილების შეტანა, რითაც დარეგულირდა სასამართლოს მოსაზრებით მანამდე არსებული ხარვეზი, რომლითაც ფაქტობრივად არათანაბარ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ თავდაცვის სამინისტროს მოსამსახურეები.
სასამართლოსთვის ასევე გაუგებარია თავდაცვის სამინისტროს ქმედება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ თუ თვლიდნენ, რომ მოსარჩელის მიმართ დაფიქსირებული იყო იმგვარი გადაცდომა, რომელიც სახდელის სახით ითვალისწინებდა მხოლოდ დათხოვნას, რატომ მოხდა მოსარჩელის ყოველდღიურ სამუშაო გრაფიკზე გადაყვანა და რაც მთავარია, რატომ იქნა ის გაგზავნილი გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრის მიერ დაგეგმილ მ-----–--------–-----------------------------------------------–--ის გადამზადების კურსზე, წვრთებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ჯავშანსატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე (ქ. ა---––---ში) 2017 წლის 10 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით, რომელიც მოსარჩელემ წარმატებით გაიარა და მიიღო შესაბამისი სერთიფიკატი და შესაბამისად მასზე დაიხარჯა სახელმწიფო რესურსი, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 3--ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სადავო აქტის უკანონობა, რადგან მოსარჩელის მიმართ გამოყენებული იქნა სახდელის სახედ - განთავსუფლება იმ პირობებში, როდესაც ადმინისტრაციული წარმოების დროს, თავად თავდაცვის სამინისტროს მიერ მიჩნეული იქნა, რომ მოსარჩელეს ალკოტესტის გადამოწმების შედეგად დაუფიქსირდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით დადგენილ ზღვარზე (0.5 პრომილე) ნაკლები ოდენობა, რაც თავისთავში გამორიცხავდა საერთოდ ზემოთ მითითებული დისციპლინური გადაცდომის ფაქტს და რაც შესაბამისად იწვევს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანების ბათილად ცნობას.
6.8. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილი უნდა იქნეს გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. ნებისმიერ შემთხვევაში პირის თანამდებობაზე აღდგენა თავისთავში გულისხმობს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ანუ პირის იმ თანამდებობაზე დაბრუნებას, საიდანაც ის გათავისუფლებული იქნა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე აღდგენილი უნდა იქნეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-ს (საშტატო კატეგორია „კ------–-----–---–-----“, შტატი №8-------1) თანამდებობაზე.
6.9. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად დარიცხული თანხის - 1 423.60 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სარჩელის აღძვრისას გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი - 100 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ ასეთ პირობებში მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-24-ე, 32-331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ---------- ჭ----ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 12 მარტის №M---------------- ბრძანება.
3. აღდგენილ იქნეს მოსარჩელე - თ---------- ჭ----ე საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ს--–---–-------------–---------–--------------------------–-------------------–--------------------------------------–---------------------–-----–----–--------------------–----------–----------–-ს (საშტატო კატეგორია „კ------–-----–---–-----“, შტატი №8-------1) თანამდებობაზე.
4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი გაცდენილი პერიოდის შრომითი გასამრჯელოს (განაცდური) ანაზღაურება გათავისუფლების დღიდან მისი სამსახურში აღდგენის დღემდე, ყოველთვიურად დარიცხული თანხის - 1 423.60 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 2 მაისს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით (საგადახდო დ----–------, ხაზინის ერთიანი ანგარიში, მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი – 300773150, ბანკის კოდი - TRESGE22, გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე: ივ. ღლონტი