გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2019
საქმის ნომერი
270210019002940280
კატეგორია
დავის ტიპი
ლიზინგი, ფრენშაიზინგი
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270210019002940280 (2/58-19)

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

სა---------–ოს სახელით

ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის

საგნის დაბრუნების შესახებ

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. წალენჯიხა

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მაგისტრატი სასამართლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

 

განმცხადებელი - სს----------–------ი''

წარმომადგენელი - თე----------–-–---–ი

 

მოპასუხე - ბე-----------ა

 

მოთხოვნა - ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნება

 

განხილვის ფორმა - სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გამარტივებული წესით განიხილა განცხადება ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

2019 წლის 11 აპრილს წალენჯიხის მაგისტრატ სასამართლოს განცხადებით მომართა შპს ,,სა---------–ოს სა-–-----გო კო-----ამ'' მოპასუხე ბე-----------ას მიმართ - ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ ბრძანების მიღების თაობაზე.

 

განმცხადებელი მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2018 წლის 02 დეკემბერს განმცხადებელსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა №11----------4 ლიზინგის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით.

 

ლიზინგის საგანია სატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - HO-------V, გამოშვების წელი - 1---- საიდენტიფიკაციო ნომერი RD-------4, რომელიც განმცხადებელმა გადასცა მოპასუხეს მფლობელობაში.

 

განცხადების თანახმად, გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ არ სრულდება ლიზინგის ხელშეკრულების პირობები გრაფიკის შესაბამისად, რის გამოც მოპასუხეს ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერიცხება დავალიანება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოპასუხე არ ასრულებს თანხის გადახდის ვალდებულებას და არც ლიზინგის საგანი დაუბრუნებია განმცხადებლისათვის, იგი ითხოვს, რომ სასამართლომ გამოსცეს ბრძანება მოპასუხის მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაბრუნების თაობაზე.

 

განსახილველ განცხადებას მოთხოვნის უფლების არსებობისა და მისი დასაბუთებულობის დასადასტურებლად თან ერთვის შემდეგი მტკიცებულებები:

 

-ლიზინგის ხელშეკრულება;

-ნასყიდობის ხელშეკრულება;

-ავტომობილის შეფასების ანგარიში;

-ავტომობილის სარეგისტრაციო მოწმობა;

-მინდობილობა;

-სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სასამართლომ სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3091-ე-3097-ე მუხლების საფუძველზე განიხილა განცხადება და თანდართული საბუთები და მიაჩნია, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

1.სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ლიზინგის ხელშეკრულებით, ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს გადასცეს სარგებლობაში განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით. ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით.

 

სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს. ამავე კოდექსის 5806-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ლიზინგის ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი განცხადება აკმაყოფილებს სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3092-ე მუხლის მოთხოვნებს. ამასთან, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილია ზემოაღნიშნული ნორმის ''ე'' ქვეპუნქტის შესაბამისად, წამოყენებული მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებები. კერძოდ, განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით დგინდება, რომ განმცხადებეს, როგორც ლიზინგის გამცემსა და მოპასუხეს, როგორც ლიზინგის მიმღებს შორის, დაიდო ლიზინგის ხელშეკრულება, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულდა.

 

2.დადგენილია, რომ განმცხადებელს გაღებული აქვს საპროცესო ხარჯი, კერძოდ, მის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 90 ლარის ოდენობით, ქონების შეფასების ღირებულება 200 ლარი და იურიდიული მომსახურების ღირებულება 200 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 38-ე, 39-ე და 53-ე მუხლების საფუძველზე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს განმცხადებლის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის, სახლემწიფო ბაჟის - 50 ლარის, ქონების შეფასების ღირებულების - 200 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 120 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 3091-3097-ე მუხლებით და

 

ბ რ ძ ა ნ ე ბ ს:

 

1.განცხადება დაკმაყოფილდეს;

 

2.სს----------–------ს'' დაუბრუნდეს ლიზინგის საგანი - მოპასუხის მფლობელობაში გადაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის მონაცემებია: მარკა/მოდელი - HO-------V, გამოშვების წელი - 1---- საიდენტიფიკაციო ნომერი - RD-------4;

 

3.ბრძანება აღსრულდეს დაუყოვნებლივ, რისთვისაც გაიცეს სააღსრულებო ფურცელი;

 

4.მოპასუხეს განმცხადებლის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის, ქონების შეფასების ღირებულების - 200 ლარის და იურიდიული მომსახურების ღირებულების - 120 ლარის ანაზღაურება;

 

5.სს----------–------ს'' სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს განცხადებაზე 08.04.2019 წელს №15-------1 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახლემწიფო ბაჟის თანხიდან 90 ლარიდან 40 ლარი;

 

6.ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით მისი ასლის ჩაბარების დღიდან 12 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) წალენჯიხის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. წალენჯიხა თამარ მეფის ქ. №11) მეშვეობით.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა