გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.02.2019
საქმის ნომერი
330210118002708858
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/32311-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე

 

სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე

 

მოსარჩელე - ზ---------------–---–ი

წარმომადგენლები - ნ------–--–--–---–ი, ნ-----------ე

 

მოპასუხე - შპს „ი--------ი“

წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი

 

დავის საგანი - უძრავი ქონების მესაკუთრედ ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ზ---------------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №---ის (ფართობი 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------) მესაკუთრედ.

(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-19, განცხადებები სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებაზე ს.ფ. 61, 71, 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი მოსარჩელის ახსნა-განმარტება 15:29:31).

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2012 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების თანახმად, ნ----------ამ მ--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა შპს ,,ი--------ის’’ მიერ მშენებარე შენობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №--, ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. მ--------------–---–ის მიერ შპს ,,ი--------ისათვის’’ ბინის სანაცვლოდ გადახდილი იქნა 70000 აშშ დოლარი.

 

2015 წლის 4 თებერვალს მ--------------–---–მა მის მიერ აღებული ვალდებულებები უსასყიდლოდ გადასცა თავის ძმას ზ---------------–---–ს.

 

შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ზ---------------–---–ის, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლება მშენებარე უძრავ ქონებაზე, მდებარე - ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №--, ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------.

 

კორპუსი დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, იმის გამო, რომ შპს ,,ი--------მა’’ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები სრულად. მოსარჩელე აღრიცხულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ასევე სრულად აქვს გადახდილი ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება.

შპს ,,ი--------ი’’ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მთელ ქონებას ადევს ყადაღა, რაც უშლის მოსარჩელეს ხელს საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციაში.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „ი--------მა“ შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და განაცხადა, რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს თავისი ვალდებულება მოპასუხის წინაშე სრულად, თუმცა თავის მხრივ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას ხელი შეუშალა იმ გარემოებამ, რომ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, მრავალფუნქციურ საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელებულია შეზღუდვები და დაყადაღებულია. სწორედ ამიტომ, ვერ ხერხდება მოსარჩელისთვის სადავო ფართის გადაფორმება.

(იხ. შესაგებელი ს.ფ. 73-81, 2019 წლის 07 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა15:26:08, მოპასუხის ახსნა-განმარტება 15:30:55).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2012 წლის 26 ივლისის ხელშეკრულების მიხედვით (წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება), ირ---------–---ს (შპს ,,ი--------ის’’ დირექტორი), ნ----------ას და მ--------------–---–ს შორის შედეგად შეთანხმება, რომლის თანახმადაც, ნ----------ამ მ--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა შპს ,,ი--------ის’’ მიერ მშენებარე შენობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №--, ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0-------------------------.

 

ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 70 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. საფასურის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. 2013 წლის 14 მარტის სანოტარო აქტის თანახმად დგინდება, რომ მ--------------–---–ის მიერ სრულად იქნა შესრულებული 2012 წლის 26 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება (ნასყიდობის საფასურის სრულად გადახდა) და აღნიშნული დადასტურებული იქნა ნ----------ას და ირ---------–---ს მიერ. ამავე აქტის თანახმად, ირ---------–---მ, როგორც შპს ,,ინ-------ის’’ დირექტორმა აიღო ვალდებულება განეხორციელებინა შესაბამისი ქმედებები მ--------------–---–ის მომავალი საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2013 წლის 14 მარტის სანოტარო აქტი (ს.ფ. 23-24).

 

3.1.3 2015 წლის 4 თებერვალს, მ--------------–---–მა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №-- (ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0-------------------------) მის მიერ აღებული ვალდებულება (ხელშეკრულების საგანზე მომავალი საკუთრების უფლების), უსასყიდლოდ გადასცა თავის ძმას ზ---------------–---–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 25);

 

3.1.4. შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ზ---------------–---–ის, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლება, მშენებარე უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №-- (ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 26-27);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. ზ---------------–---–ი რეგისტრირებულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის’’ კომუნალური მომსახურების ქვითრები (ს.ფ. 30-33).

 

3.1.6. დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა. ზ---------------–---–ის მიერ შპს ,,ი--------ისათვის’’ სრულად იქნა გადახდილი ბინის სანაცვლოდ 70000 აშშ დოლარი. ამასთან, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა არსებული სამართლებრივი შეზღუდვის გამო ვერ ხდება მისი მყიდველზე რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 48-49);

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი №7---- (ს.ფ. 34);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამ---დებას და მენარდე მას ამ---დებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამ---დებულ ნაკეთობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 361-ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 26 ივლისის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნ----------ამ მის მიმართ შპს ,,ი--------ის’’ მიერ აღებული ვალდებულებიდან (მომავალი საკუთრების უფლებიდან) მ--------------–---–ს საკუთრებაში გადასცა შპს ,,ი--------ის’’ მიერ მშენებარე შენობაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №--, ფართობით 94.30 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. მ--------------–---–ის მიერ სრულად იქნა გადახდილი ნასყიდობის საგნის საფასური.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, ხოლო მენარდის ვალდებულება - კონკრეტულ მისამართზე, ინდივიდუალურად განსაზღვრული საცხოვრებელი ბინის მხარეთა შორის დათქმულ ვადაში შემკვეთისათვის მისი საკუთრებაში გადაცემა და მოსარჩელის სახელზე რეგისტრაცია, არც ხელშეკრულებით დადგენილ პერიოდში და არც არსებული მომენტისათვის არ მომხდარა.

 

6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.

 

აღნიშნული ნორმის საფუძველზე იზღუდება მოპასუხის უფლება, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპის ნაწილს წარმოადგენს - ცნოს სარჩელი, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა. კანონმდებლის ეს დათქმა იმ მიზანს ემსახურება, რომ არ შეილახოს იმ დაინტერესებული პირის ინტერესები, რომლის სასარგებლოდაც გამოყენებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ასევე სასამართლოს მოსამ---დებელ სხდომაზეც ცნო სარჩელი.

 

თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.

 

სასამართლო დავის არსებითად განხილვის შედეგად და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება არა მხოლოდ მოპასუხის აღიარებით, არამედ წარმოდგენილი მტკიცებულებებითაც.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და წარმოდგენილი სარჩელი მიზნად არ ისახავს მესამე პირების მიმართ შპს „ი--------ის“ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას.

 

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა ურთიერთობა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან. შემკვეთს შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მენარდეს საკუთრებაში არ გადაუცია დამ---დებული ნაკეთობა, ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია.

 

სამოქალაქო კოდექსის 639-ე და 640-ე მუხლების თანახმად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამ---დებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.

 

დადგენილია, რომ მესამე პირების მოთხოვნებზე პასუხისმგებელი არ არის ზ---------------–---–ი, შესაბამისად, მას, როგორც შემკვეთს, საკუთრებაში უნდა გადაეცეს უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.

 

მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე ცნობილი უნდა იქნას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც შემდგომში მისი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვის გარეშე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მართალია, ემ---რ ზე---–---–ის სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამ---დებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი 150 ლარი. ამასთან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკიროს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 06 ნოემბრის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ზ---------------–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს „ი--------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ზ---------------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ს--------–---- ბინა №---ის (ფართობი 94,30 კვ.მ, საკადასტრო კოდი 0-------------------------) მესაკუთრედ;

 

2. მოსარჩელე ზ---------------–---–ს დაუბრუნდეს, ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში’’ 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0;

 

2.1. მოსარჩელე ზ---------------–---–ს დაუბრუნდეს ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0 (რეფერენსი 2---------);

 

2.2. მოსარჩელე ზ---------------–---–ს დაუბრუნდეს ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0 (რეფერენსი 2---------);

 

2.3. მოსარჩელე ზ---------------–---–ს დაუბრუნდეს ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში 2018 წლის 05 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0 (რეფერენსი 2---------);

 

3. მოპასუხე შპს ,,ი--------ს'' დაეკისროს მოსარჩელე ზ---------------–---–ის სასარგებლოდ 50 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თინა ვაშაყმაძე