გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/32752-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელე - ე-------------–---–ი
წარმომადგენლები - ნ-----------ე, ნ------–--–--–---–ი
მოპასუხე - შპს „ი--------ი“
წარმომადგენელი - ნ-------------–---–ი
დავის საგანი - უძრავი ნივთის მესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ე-------------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2-ის (ფართობით 82.27 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------) და იმავე მისამართზე ----- ნიშნულზე მდებარე, №-- ავტოსადგომის (ფართობით 18.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------) მესაკუთრედ.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18, დაზუსტებული სარჩელი ს.ფ. 44-57, განცხადება მოპასუხეთა წრის დაზუსტების და სარჩელის ნაწილობრივ გამოხმობის თაობაზე ს.ფ. 202, 2019 წლის 14 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება 17:03:18).
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2014 წლის 12 აგვისტოს, ე-------------–---–მა შპს „ი--------თან“ დადო წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონებები, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2, ფართობით 82.27 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. და ----- ნიშნულზე მდებარე №-- ავტოსადგომი, ფართობით 18.60 კვ.მ. საკადასტრო კოდით 0-------------------------.
ე-------------–---–ის მიერ შპს ,,ი--------ისათვის’’ ბინის სანაცვლოდ გადახდილი იქნა 80000 აშშ დოლარი, ხოლო ავტოსადგომის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი.
შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმების საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ე-------------–---–ის, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებებზე.
კორპუსი დასრულებულია, თუმცა ექსპლუატაციაში არ არის მიღებული, იმის გამო, რომ შპს ,,ი--------მა’’ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები სრულად. მოსარჩელე სხვა პირებთან ერთად, რომლებსაც შეძენილი ჰქონდათ ფართობი მშენებარე სახლში, იძულებული გახდა კორპუსში შეეყვანა კომუნიკაციები. იგი აღრიცხულია აბონენტად და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ასევე სრულად აქვს შესრულებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის ღირებულება.
შპს ,,ი--------ი’’ რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში და მის მთელ ქონებას ადევს ყადაღა, რაც მოსარჩელეს ხელს უშლის საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ი--------მა“ შესაგებლით სარჩელი ცნო. სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელს სადავოდ არ გაუხდია არც ერთი ფაქტობრივი გარემოება და განაცხადა, რომ მოსარჩელეს შესრულებული აქვს თავისი ვალდებულება მოპასუხის წინაშე სრულად, თუმცა თავის მხრივ მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულებას ხელი შეუშალა იმ გარემოებამ, რომ სარჩელის შემოტანის მომენტისთვის, მრავალფუნქციურ, საცხოვრებელ კორპუსზე გავრცელებულია შეზღუდვები და დაყადაღებულია. სწორედ ამიტომ, ვერ ხერხდება მოსარჩელისთვის სადავო ფართის გადაფორმება.
(იხ. შესაგებელი ს.ფ. 108-116, დაზუსტებული შესაგებელი ს.ფ. 137-146, 2019 წლის 14 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა 16:58:53, მოპასუხის ახსნა-განმარტება 17:04:14).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 12 აგვისტოს, ე-------------–---–სა და შპს ,,ი--------ს’’ შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2, ფართობით 82.27 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. და ----- ნიშნულზე მდებარე №-- ავტოსადგომი, ფართობით 18.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმი №-- 205-1 (ს.ფ. 60);
- შპს ,,ი--------ი’’-ს კრების ოქმი №-- 205 (ს.ფ. 61);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმების საფუძველზე, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული იქნა ე-------------–---–ის, როგორც მომავალი მესაკუთრის უფლება, მშენებარე უძრავ ქონებებზე, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2, ფართობით 82.27 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0------------------------- და იმავე მისამართზე მდებარე ----- ნიშნულზე №-- ავტოსადგომზე, ფართობით 18.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმი №205-1 (ს.ფ. 60);
- შპს ,,ი--------ის’’ კრების ოქმი №205 (ს.ფ. 61);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 19-20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მყიდველის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა. ე-------------–---–ის მიერ შპს ,,ი--------ისათვის’’ სრულად იქნა გადახდილი ბინის სანაცვლოდ 80000 აშშ დოლარი, ხოლო ავტოსადგომის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ი--------ის’’ დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ 199);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. საქმეზე სადავო არ გამხდარა, რომ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დასრულებულია, თუმცა არსებული სამართლებრივი შეზღუდვის გამო ვერ ხდება მისი მყიდველზე რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარე რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 21-22)
- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს წერილი №-0453 (ს.ფ. 62).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 629-ე, 361-ე, 323-ე მუხლები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე,180-ე, მუხლები.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ'' საქართველოს კანონის 193 მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის 2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. აღნიშნული ნორმის დანაწესის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამდენად, ყოველი შესრულება უნდა შეესაბამებოდეს მოცემულ მუხლში მოყვანილ პირობებს.
კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ე-------------–---–მა 2014 წლის 12 აგვისტოს შპს „ი--------თან“ დადო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხეს უნდა აეშენებინა და მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2, ფართობით 82.27 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. და ----- ნიშნულზე მდებარე №-- ავტოსადგომი, ფართობით 18.60 კვ.მ. საკადასტრო კოდი 0-------------------------. ე-------------–---–ის მიერ შპს ,,ი--------ისათვის’’ ბინის სანაცვლოდ გადახდილი იქნა 80000 აშშ დოლარი, ხოლო ავტოსადგომის სანაცვლოდ 7000 აშშ დოლარი.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება თანხის გადახდის თაობაზე, ხოლო მენარდის ვალდებულება - კონკრეტულ მისამართზე, ინდივიდუალურად განსაზღვრული საცხოვრებელი ბინის მხარეთა შორის დათქმულ ვადაში შემკვეთისათვის მისი გადაცემა, არც ხელშეკრულებით დადგენილ პერიოდში და არც არსებული მომენტისათვის არ მომხდარა.
6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 193 მუხლის დანაწესით, მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციისთანავე პირს ეზღუდება შესაბამის რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური ქონებრივი სიკეთის განკარგვის (უფლებრივად დატვირთვის) უფლება, გარდა ამ კანონის 194 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის გამო მოპასუხეს შეზღუდული აქვს რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებული უძრავი და მოძრავი ქონების და სხვა არამატერიალური სიკეთის განკარგვის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები სარგებლობენ დისპოზიციურობის პრინციპით, რაც მხარეს ანიჭებს თავისუფლებას განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, სარჩელის ცნობამდე მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს ცნობა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ დავის საგანზე (ნივთი, არამატერიალური ქონებრივი სიკეთე) რეგისტრირებული არ არის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა, და რომელიც შეიცავს სარჩელის ცნობის მომენტისათვის ძალაში მყოფ მონაცემებს.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე იზღუდება მოპასუხის უფლება, რომელიც დისპოზიციურობის პრინციპის ნაწილს წარმოადგენს - ცნოს სარჩელი, ისეთ პირობებში, როდესაც დავის საგანზე რეგისტრირებულია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვა. კანონმდებლის ეს დათქმა იმ მიზანს ემსახურება, რომ არ შეილახოს იმ დაინტერესებული პირის ინტერესები, რომლის სასარგებლოდაც გამოყენებულია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო. თუმცა სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან მოპასუხე მხარის მიმართ ვრცელდება ყადაღა/აკრძალვა მთელ მის ქონებაზე აღნიშნული გამორიცხავს მხარის მიერ ისეთი უფლების გამოყენებას (სარჩელის ცნობა) რომელიც გამოიწვევს ქონების ავტომატურ გადასვლას სხვის საკუთრებაში (განკარგვას). შესაბამისად, სასამართლო საქმის არსებითი განხილვის ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დასტურდება მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობა და წარმოდგენილი სარჩელი მიზნად არ ისახავს მესამე პირების მიმართ შპს „ი--------ის“ ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდებას.
სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად, მხარეთა ურთიერთობა წარმოშობილია ნარდობის ხელშეკრულებიდან. შემკვეთს შესრულებული აქვს ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მენარდეს საკუთრებაში არ გადაუცია დამზადებული ნაკეთობა, ამდენად, სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, ე-------------–---–ის სასარგებლოდ არსებული ვალდებულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.
სამოქალაქო კოდექსის 639-ე და 640-ე მუხლების თანახმად თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ნაკეთობა უფლებრივად უნაკლოა, თუ მესამე პირებს არ შეუძლიათ გამოიყენონ რაიმე უფლებები შემკვეთის წინააღმდეგ.
დადგენილია, რომ მესამე პირების მოთხოვნებზე პასუხისმგებელი არ არის ე-------------–---–ი, შესაბამისად, მას, როგორც შემკვეთს, საკუთრებაში უნდა გადაეცეს უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა.
მოსარჩელეს გააჩნია მოპასუხის მიმართ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება, რასაც არც მოპასუხე უარყოფს, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელე ცნობილი უნდა იქნას სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ, რაც შემდგომში მისი საჯარო რეესტრში მესაკუთრედ აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს ყველანაირი უფლებრივი შეზღუდვის გარეშე.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მართალია, ე-------------–---–ის სარჩელი არსებითად იქნა განხილული, თუმცა მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხემ ცნო სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 3000 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი 50 ლარი. ამასთან მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებებზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 100 ლარი.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, ძალაში უნდა დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის და 22 ნოემბრის განჩინებები სარჩელის და დაზუსტებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 1991, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-------------–---–ის სარჩელი მოპასუხე შპს „ი--------ის“ მიმართ დაკმაყოფილდეს;
1.1. ე-------------–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონებების, მდებარე: ქ. თბილისი, მ---------ის ქუჩა №-, ბინა №-2-ის (ფართობი 82,27 კვ.მ; საკადასტრო კოდი 0-------------------------) და იმავე მისამართზე მდებარე,----- ნიშნულზე №-- ავტოსადგომის (ფართობით 18.60 კვ.მ; საკადასტრო კოდი 0--------------------------ის) მესაკუთრედ;
2. მოსარჩელე ე-------------–---–ს დაუბრუნდეს, ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში’’ 2018 წლის 09 ნოემბერს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3000 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0;
2.1. მოსარჩელე ე-------------–---–ს დაუბრუნდეს ნ------–--–--–---–ის მიერ, სს ,,თიბისი ბანკში 2018 წლის 09 ნოემბერს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებაზე ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება #0 (რეფერენსი 2---------);
3. მოპასუხე შპს ,,ი--------ს'' დაეკისროს მოსარჩელე ე-------------–---–ის სასარგებლოდ 100 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ განცხადებებზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე