გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.02.2019
საქმის ნომერი
330210116001437014
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
21.02.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/19056-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 თ--------–ი 20-9 წ. ქ.თ---–---

სარეზოლუციო ნაწილი

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ი

წარმომადგენლები ს----–-------------ი, ს--–---------------ი

მოპასუხეები მ-----------------ი

წარმომადგენელი გ----------------ე

დავის საგანი: ანდერძის ბათილად ცნობა- მესაკუთრედ ცნობა- სამკვიდრო

აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. 1--- წლის 0--------------, ს-------------------ის მიერ შ--–--------------ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობა უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქუჩა #--, დამოწმებული სახელმწიფო ნოტარიუსის ლ-ახ--–-------ს მიერ რ/ნ - 6-----.

1.2. ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის მესაკუთრედ ცნობა საჯარო რეესტრში მ-----------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების მდებარე - ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქ. #-- ა- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი # 0---------------, -1/ 3 წილზე ( იხ.ს.ფ.45, ტ-2).

1.3. ნოტარიუს მ--------------ას მიერ, 2--- წლის 3- ო----------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე (#---------) სანოტარო აქტის, ნოტარიუს ქ-----------------–---–-ს მიერ 20-4 წლის 2- დ--------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე (#---------) სანოტარო აქტის და საჯარო რეესტრის 2--- წლის 2- თ-------–ის #------------ საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმება უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქუჩა #-- ა.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ქ.თ---–--ში ჩ---–---ის ქ. N---ში მდებარე უძრავი ქონება - 6-- კვ.მ- მიწის ფართობი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობანი წარმოადგენდა ა-----–---------------ის და მისი მეუღლის - ს-------------------ის საკუთრებას, ა-----–---------------ი გარდაიცვალა 1--- წლის 0-------.

 

1--- წლის 2- ა--------ს ნოტარიუს ლ- ახ--–-------ს მიერ დამოწმებული მემკვიდრეობის მოწმობის მიხედვით, ა-----–---------------ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილი იქნა მისი მეუღლე - ს-------------------ი, ამდენად, მისი გარდაცვალების მომენტისათვის ს-------------------ის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა სადავო უძრავი ქონება მდებარე - თ---–--- ჩ---–---ის ქუჩა #--ა.

 

ს-------------------ს ჰყავდა სამი მემკვიდრე შვილები: ს------------------ი (რომლის მეუღლეც არის მოსარჩელე ვ------------------ი), ჰ---აზ ა----------ი და შ--–-ა (ჟ-----) ა----------ი, რომლებსაც ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ სამკვიდრო ქონების შესაბამისი 1/3 წილი.

 

ს-------------------ის გარდაცვალების შემდეგ, ერთ-ერთმა შვილმა - შ--–--------------მა 2--- წლის 3- ო----------- მიმართა განცხადებით ნოტარიუს მ--------------ას და მოითხოვა- მთლიანად მიეღო ს-------------------ის სამკვიდრო ქონება- ამასთან მიუთითა- რომ სამკვიდრო ქონებას სხვა მემკვიდრეები არ ჰყავდა. შ--–--------------მა მიიღო სამკვიდრო მოწმობა- მაგრამ ვერ მოასწრო აღნიშნული ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება- რადგან 2----–-–-- 1--------- გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში შ--–--------------ის მეუღლემ - მ-----------------მა მიმართა ნოტარიუს ქ-----------------–---–ს იმავე მოთხოვნით და 2----–-–-- 2- დ--------ს მიიღო სამკვიდრო მოწმობა- რომლის საფუძველზეც 2--- წლის 2------------–- საკუთრების უფლება დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

 

როგორც შ--–--------------მა- ასევე მისმა მეუღლემ - მ-----------------მა ნოტარიუსს და საჯარო რეესტრის დაწესებულებას შეგნებულად დაუმალეს ის ფაქტი, რომ სამკვიდრო ქონებას ჰყავდა სხვა მემკვიდრეები და განაცხადეს, რომ მხოლოდ ისინი მართავდნენ სამკვიდრო ქონებას. აღსანიშნავია- რომ მოსარჩელე და მოპასუხე არამარტო ახლო ნათესავები არიან, არამედ ერთი დიდი ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. სადავო უძრავი ქონება ჯერ კიდევ ს-------------------ის სიცოცხლეში გაყოფილი იყო სამ ნაწილად, თითოეულ ნაწილზე აშენებულია სახლები და ათწლეულების განმავლობაში მხარეები ერთ საერთო ეზოში ცხოვრობენ, ერთად ეწევიან საერთო მეურნეობას. ერთ-ერთი სახლი აშენებული იყო ს------------------ის მიერ, სადაც ოჯახთან ერთად ცხოვრობდა გარდაცვალებამდე. ს------------------ი არის გარდაცვლილი ს-------------------ის ერთ-ერთი კანონისმიერი მემკვიდრე შვილი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ეკუთვნის სამემკვიდრეო წილი დედის სამკვიდროდან, სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილის ოდენობით.

 

ს------------------ი და მისი მეუღლე - ვ------------------ი ნამდვილად ფლობდნენ და განკარგავდნენ სადავო უძრავი ქონების 1/3 წილს, სადაც ს------------------მა ააშენა საცხოვრებელი სახლი საკუთარი სახსრებით.

 

მოსარჩელის განმარტებით ანდერძი, რომელიც შ--–--------------მა წარადგინა ნოტარიუსთან, რის საფუძველზედაც მიიღო სამკვიდრო მოწმობა- სავარაუდოდ წარმოადგენს ყალბ დოკუმენტს. ს-------------------ი ანდერძის შედგენის პერიოდისთვის - 1--- წლის 4------------- იყო მძიმე ავადმყოფი, გარდაცვალებამდე (1--- წლის 0- ი----ამდე) ხუთი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ინსულტის გამო წართმეული ჰქონდა ქვედა კიდურებით მოძრაობის უნარი და მეტყველებდა გაუგებრად, ამდენად, მამკვიდრებელი არაქმედუნარიანი და უკეთეს შემთხვაში შეზღუდულ ქმედუნარიანი იყო. ის ვერ წავიდოდა სანოტარო ბიუროში და ანდერძს ვერ დაამოწმებდა- მან არ იცოდა რუსული წერა-კითხვა და მიღებული არ ჰქონდა დაწყებითი განათლება. ასევე არ დაწერდა მისი საყვარელი შვილის - ს------------------ის საწინააღმდეგო ანდერძს იმ შვილის მიმართ, რომელიც მამკვიდრებელს არ ჰყავდა გამორჩეული რაიმე დამსახურების გამო. ამასთან, მოსარჩელე უთითებს, რომ ანდერძი შედგენილი იქნა მხოლოდ იმ კერძო სახლთან დაკავშირებით, სადაც ცხოვრობდა მამკვიდრებელი, ანუ შ--–--------------მა ქონების ფაქტიური ფლობით, მემკვიდრეობით მიიღო უძრავი ქონების მხოლოდ ის ნაწილი, რომელშიდაც ფაქტიურად ცხოვრობდა ოჯახი ამჟამინდელ მოპასუხესთან ერთად. მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე ანდერძის ფორმას და მისი შედგენის კანონისმიერ საფუძვლებს, გამომდინარე იქედან, რომ ს-------------------ი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებული იყო პირადად მისულიყო ნოტარიუსთან ანდერძის დასამოწმებლად, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებდა- ამასთან, მან არ იცოდა წერა-კითხვა და ყველა დოკუმნეტზე შეეძლო ხელმოწერის ნაცვლად ჯვრის ფორმის გამოსახულების შესრულება. ანდერძი არ არის შედგენილი, ანდერძის შედგენის დროისათვის მოქმედი არცერთი ნორმის მოთხოვნათა დაცვით. ანდერძით არ დასტურდება მამკვიდრებლის ცალმხრივი ნების თავისუფალი გამოხატვის ფაქტი. მოანდერძე იყო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, არ გააჩნდა მეტყველების უნარი, რა დროსაც კანონით გათვალისწინებული მოწმეები, სპეციალისტი, რომელიც ჟესტებითა და გამომეტყველებით განუმარტავდა პირს ანდერძის შინაარსს არ ესწრებოდა- ამასთან მოსარჩელე სადავოდ ხდის ანდერძის ხანდაზმულობის საკითხს და განმარტავს, რომ მოპასუხემ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ მემკვიდრე - შ--–--------------მა კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართა სანოტარო დაწესებულებას ანდერძით მემკვიდრეობის მიღების თაობაზე დაკარგა ანდერძისმიერი მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღების უფლება. (იხ. სარჩელი ს.ფ. 20-, ტ -1 ; სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სარჩელს და განმარტავს, სამემკვიდრეო სავალდებულო წილი მოსარჩელეს და მის წინაპრებს არ ეკუთვნოდათ, რადგან ს-------------------მა 1--- წელს 0--------------, დაწერა ანდერძი თავისი შვილის შ--–--------------ის სასარგებლოდ, ხოლო 1--- წლის 0- ი----ს ს-------------------ის გარდაცვალების შემდგომ, შ--–--------------ი ფაქტობრივად შეუდგა მისი სამკვიდროს ფლობას და სამკვიდრო ქონება სანოტარო წესით გაიფორმა 2--- წლის 3- ო-----------, რასაც ადასტურებს ნოტარიუს მ--------------ას მიერ გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობა. ამდენად, უსაფუძვლოა მოსარჩელე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ შ--–--------------მა ნოტარიუსთან დამალა სხვა მემკვიდრეების არსებობის თაობაზე, ვინაიდან ანდერძის თანახმად, ის წარმოადგენდა ს-------------------ის ერთადერთ მემკვიდრეს. ამასთან მოპასუხის განმარტებით სარჩელი ხანდაზმულია.

 

მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ იმ პერიოდში, როდესაც ს-------------------ის მიერ დაიწერა ანდერძი (0-.0--1--- წელს) მოქმედებდა 1--- წლის სამოქალაქო სამართლის კოდექსი და სავალდებულო წილის ცნება სხვაგვარად იყო განსაზღვრული. სავალდებულო წილი ეკუთვნოდა მხოლოდ გარკვეული კატეგორიის პირებს, ამ კატეგორიაში კი მოსარჩელე მხარე არ შედიოდა. არსებობდა ს----იო ა----------ის მიერ დაწერილი ანდერძი მთლიან ქონებაზე და ამ ანდერძის არსებობა გამორიცხავდა სხვა მემკვიდრეთა მიერ სავალდებულო წილის მიღებას.

მოპასუხის განმარტებით, ჰ---აზ ა----------ი არ არის მემკვიდრე, რადგან იგი არ იყო ს-------------------ის შვილი. იგი იყო მისი მეუღლის ვაჟიშვილი, შესაბამისად, მათ შორის არ არსებობდა სამართლებრივი კავშირი, რის გამოც ვერ იქნება განხილული მემკვიდრედ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ა-----–---------------მა- 1--- წლის 3- დ--------ს ლ---------------ისაგან სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის გარიგებით, 4500 მანეთად შეიძინა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, ყოფილი მ--- ს----–-–იო უბანი ჭ------–---–ის ქ. #---ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1--- წლის 3- დეკემბრის სანოტარო წესით დამოწმებული ნასყიდობის გარიგება (იხ. ტომი 2, ს.ფ. 87-88 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).

 

3.1.2. ა-----–---------------ი და ს--------------------ი რეგისტრირებულ ქორწინებაში გატარდნენ 1--- წლის 1- ა-----–ს, ქორწინების შემდგომ ს----იო ვართანიანს მიეკუთნა გვარი ა----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 81 ).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,შესაგებელი).

 

3.1.3. ა-----–---------------ი გარდაიცვალა 1--- წლის 2- მ----.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ.80).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.4. 1--- წლის 2- ა--------ს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის მიხედვით ქ. თ---–---ს 21-ე სახელმწიფო სანოტარო კანტორის სახელმწიფო ნოტარიუსმა - ლ- ა---–------მა დაამოწმა- რომ 1--- წლის 0------- გარდაცვლილ ა-----–---------------ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი მეუღლე - ა----------ი ს----იო. სამკვიდრო ქონება- რომელზედაც გაცემულია ეს მოწმობა არის მთელი საცხოვრებელი სახლი ,--–----------- მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ.#--ა- საცხოვრებელი ფართით 4---- კვ.მ, მთლიანი საკარმიდამო ნაკვეთის ფართი 6-- კვ.მ-

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 1--- წლის 2- ა--------ს გაცემული კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა (იხ. ტომი 2, ს.ფ. 78 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი).

 

3.1.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათების მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქ. #--ა მესაკუთრედ კანონისმიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობის საფუძველზე რეგისტრირებულია ს-------------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობა-დახასიათება (იხ. ტომი 1, ს.ფ. 20 ).

 

3.1.6. გარდაცვალების მოწმობის #0-----------ის მიხედვით ს-------------------ი გარდაიცვალა 1--- წლის 0- ი----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა #0---------- (იხ. ტომი 1, ს.ფ. 22 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.1.7. ს-------------------ი, დაბადებული 1--- წლის 03 დ--------ს, არის ა-----–---------------ის და ს-------------------ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 1--- წლის 1- ი----ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ს-------------------ის დაბადების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 39 ).

- ს-------------------ის გარდაცვალების მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 24).

 

3.1.8. ქორწინების მოწმობის #0-----------ის მიხედვით, ვ------------------ი და ს------------------ი დაქორწინდნენ 1--- წლის 4--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების #0---------- (იხ. ტომი 1, ს.ფ. 38 ).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.1.9. გარდაცვალების მოწმობის #0-----------ის მიხედვით, ვ------------------ი გარდაიცვალა 2--- წლის 1- თ--------–ს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გარდაცვალების მოწმობა (იხ.ტომი 2, ს.ფ.2)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.1.10. დაბადების მოწმობის #-------ის მიხედვით, ს--------------------ი არის ვ------------------ის და ს------------------ის შვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობის #------ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 41 ).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი,სხდომის ოქმი)

 

3.1.11. შ--–--------------ი არის ა-----–---------------ის და ს-------------------ის შვილი, რომელიც გარდაიცვალა 2----–-–-- 1- მ------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2----–-–-- 0- მ---- გაცემული სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა (იხ. ტომი 1, ს.ფ. 1-2-1-5 ).

 

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 1--- წლის 0--------------, ს-------------------ის სახელით, შ--–--------------ზე შედგენილი ანდერძის მიხედვით, ს-------------------ა უანდერძებს შვილს - შ--–--------------ს მთელ თავის ქონებას, მათ შორის კერძო სახლს, მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ.#---ში, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის მის საკუთრებაში იქნება- რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--- წლის 0--------------, ს-------------------ის სახელით, შ--–--------------ზე შედგენილი ანდერძი (იხ.ტომი2, ს.ფ. 94).

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სდომის ოქმი)

 

3.2.2. ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2--- წლის 3- ო----------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ #--------- სანოტარო აქტის მიხედვით, შ--–--------------მა- როგორც ს-------------------ის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ - შვილმა საკუთრებაში მიიღო მამკვიდრებლის - ს-------------------ის სამკვიდრო უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–---, ვ. ჩ---–---ის ქ.#--ა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2--- წლის 3- ო----------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა (იხ.ტომი 1, ს.ფ.138-1-1).

 

3.2.3. ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2----–-–-- 0- მ---- გაცემული იქნა სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა- რომლის მიხედვით, მ-----------------მა წარადგინა 2----–-–-- 1- მ------ გარდაცვლილი მეუღლის შ--–--------------ის სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2----–-–-- 0- მ---- გაცემული სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადების წარდგენის შესახებ მოწმობა (იხ. ტომი1,ს.ფ.1-3-1-5).

 

3.2.4. ნოტარიუს ქ-----------------–---–-ს მიერ 2----–-–-- 2- დ--------ს გაცემული იქნა სამკვიდრო მოწმობა #---------, რომლის მიხედვით მ-----------------ი არის 2----–-–-- 1- მ------ გარდაცვლილი შ--–--------------ის პირველი რიგის მემკვიდრე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნოტარიუს ქ-----------------–---–-ს მიერ 2----–-–-- 2- დ--------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა #--------- (იხ. ტომი1,ს.ფ.134-137).

 

3.2.5. 2--- წლის 0- მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქ. #--ა- საკადასტრო კოდი #0--------------- დაზუსტებული ფართობით 5----- კვ.მ მესაკუთრედ სამკვიდრო მოწმობის #--------- საუძველზე რეგისტრირებულია მ-----------------ი. (განცხადების რეგისტრაცია - 2--- წლის 2- თ-------–ის #------------ ).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2--- წლის 0- მარტის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ. ტომი1,ს.ფ.1-).

 

3.2.6. ნოტარიუს ქ-----------------–---–-ს მიერ, 2--- წლის 3- მ---- გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ დადგენილების # 1---------ის მიხედვით, ვ------------------ს უარი ეთქვა 1--- წლის 1- ი----ს გარდაცვლილი ს--------------–---ის ძე ამ----–------ის დანაშთ და მიუღებელ სამკვიდრო ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქ.#--ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუს ქ-----------------–---–-ს მიერ, 2--- წლის 3- მ---- გაცემული სანოტარო მოქმედების შესრულებაზე (სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე) უარის თქმის შესახებ დადგენილება (იხ. ტომი 1,ს.ფ. 44).

 

3.2.7 სსგს თ---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათის მიხედვით ვ------------------ი 1--- წლის 2--------–იდან რეგისტრირებულია მისამართზე: ქ. თ---–---, ჩ---–---ის ქ. #--ა

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსგს თ---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ბარათი (იხ.ტომი1, ს.ფ. 81).

 

3.2.8. ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2--- წლის 1--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობის #----------ის მიხედვით ს------------------მა როგორც მამკვიდრებლის ვ------------------ის პირველი რიგის კანონიერმა მემკვიდრემ - შვილმა მიიღო მთელი სამკვიდრო ქონება მასში შემავალი აქტივებითა და პასივებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ნოტარიუს ნ-------------ის მიერ 2--- წლის 1--------- გაცემული სამკვიდრო მოწმობა #--------- (იხ. ტომი 2, ს.ფ.13-1-).

 

3.2.9. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ, 2--- წლის 0- ა--------ს გაცემული დამოწმების ფურცელის მიხედვით, საქართველოს ნოტარიუსთა პალატა ადასტურებს ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს მიერ 1--- წლის 0-------------- დამოწმებული ანდერძის (რეესტრი #6-----) ასლის სისწორეს დედანთან. დედანი ინახება საქართველოს ნტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში.ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების/შეცვლის თაობაზე.

მოანდერძე არის - ს-------------------ი.

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში არ ინახება ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს მიერ 1--- წელს ნაწარმოები ანდერძების რეგისტრაციის ჟურნალი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ 2--- წლის 0- ა--------ს გაცემული დამოწმების ფურცელი (იხ.ტომი 2, ს.ფ.91).

 

3.2.10. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ს-------------------ის მფლობელობაში არსებულ უძრავ ქონებაში, ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში, მიწის ნაკვეთზე გარდა მამკვიდრებლის საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლისა- აშენებული იყო ასევე ორი უკანონო ნაგებობა ცალ-ცალკე, რომელთაგანაც ერთ-ერთი განკუთვნილი იყო ს------------------ისათვის,რომელსაც ფლობდა ს------------------ი ოჯახთან ერთად დედის გარდაცვალების დროს, ხოლო ს------ის გარდაცვალების შემდეგ მეუღლე ვ------------------ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის ნაკვეთის გეგმა (ს.ფ. 2--2-); ქვითრები (ს.ფ. 3--34); საინვენტარიზაციო გეგმა (ს.ფ. 37); საინფორმაციო ბარათი (ს.ფ.81); ცნობა (ს.ფ. 1-6); ცნობა (ს.ფ.190); სურათები (ს.ფ. 2---2-2).

- მოწმეთა ჩვენებები (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2.11. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს იმასთან დაკავშირებით, რომ: ს-------------------ი ანდერძის შედგენის პერიოდისთვის - 1--- წლის 4------------- იყო მძიმე ავადმყოფი, გარდაცვალებამდე (1--- წლის 0- ი----ამდე) ხუთი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ინსულტის გამო წართმეული ჰქონდა ქვედა კიდურებით მოძრაობის უნარი და მეტყველებდა გაუგებრად. მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეეძლო პირადად მისულიყო ნოტარიუსთან ანდერძის დასამოწმებლად. მოანდერძე - ს-------------------ი ანდერძის გაცემის პერიოდისათვის წარმოადგენდა ქმედუუნარო პირს და სადავო ცალმხრივი გარიგების შედგენისას მის მიერ გამოვლენილი ნება ნამდვილი არ იყო.

 

მოსარჩელემ აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით ვერ წარმოადგინა უტყუარი, სათანადო და საკმარისი მტკიცებულებები, რაც გახდებოდა მოანდერძის ნების ნამდვილობაში ეჭვის შეტანის და მამკვიდრებლის ქმედუუნაროდ მიჩნევის საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4--უხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

მოსარჩელე მხარის მიერ, ზემოაღნიშნული გარემოებების დასადასტურებლად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ მოწმეები, მაგრამ ვერცერთი მოწმის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება- რომ ანდერძის შედგენის პერიოდისთვის - 1--- წლის 0------------ისთვის, მოანდერძე ს-------------------ი, მისი ჯანმრთლობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოავლენდა მის ნამდვილ ნებას და ანდერძის შედგენის დროს არ შეძლო მეტყველება- გადაადგილება- მას აღენიშნებოდა ფსიქოზური აშლილობა- რისი გათვალისწინებითაც არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი არ არის მამკვიდრებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი არანაირი დოკუმენტაცია- ან კომპეტენტური პირის მიერ შედგენილი დასკვნა- რომელიც მოანდერძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლის შედეგად უტყუარად დაადასტურებდა სადავო გარემოებებს.

შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მხოლოდ მოწმეთა ჩვენებები სადავო გარემოების დამადასტურებელ სათანადო და საკმარის მტკიცებულებად ვერ მიიჩნევა- მითუფრო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მათი ჩვენებები ანდერძის შედგენის მომენტისათვის მამკვიდრებლის ქმედუუნარობის და ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობის ფაქტს ვერ ადასტურებენ, ამასთან მოპასუხის მოწმეები საწინააღმდეგოს განმარტავენ.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა- მაგრამ ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამარლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა ყოველმხრივ გამოკვლევაში იგულისხმება- რომ მტკიცებულებათა გამოკვლევა ხდება არა ერთი მხარის პოზიციიდან, არამედ სასამართლო მხედველობაში იღებს და მისი შესწავლის საგანი ხდება მხარეთა ყველა არგუმენტი. მტკიცებულებათა სრულ განხილვაში იგულისხმება მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასება და საკმარისი მტკიცებულებების არსებობა სასამართლოს მიერ ამა თუ იმ დასკვნის გასაკეთებლად.

 

3.2.1-- სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ 1--- წლის 0--------------, ს-------------------მა გამოხატა ნება და ნოტარიუსის მეშვეობით შეადგინა ანდერძი, რომლითაც შვილს - შ--–--------------ს უანდერძა მთელი თავის ქონება- მათ შორის კერძო სახლი, მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ.#---ში, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის მის საკუთრებაში იქნება- რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი. ანდერძში მოხსენიებული - ჩ---–---ის ქ.#---ში მდებარე ქონება , წარმოადგენს სადავო ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 1--- წლის 0--------------, ს-------------------ის სახელით, შ--–--------------ზე შედგენილი ანდერძი, ცნობა- დამოწმების ფურცელი (იხ.ტომი2, ს.ფ. 94, 82, 83, 84-85, 89,91).

-ცნობა-დახასიათება- ცნობა- ქვითრები (ს.ფ.20; ს.ფ.35-36, ტ -1, ს.ფ. 3--34).

 

აღნიშნული გარემოების გამაქარწყლებელი საწინააღმდეგო მტკიცებულება- მოსარჩელე მხარეს არ წამორმოუდგენია- რაც სსსკ-ის 102-103-ე მუხლების თანახმად, მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან სახეზე არ არის ანდერძის გაბათილების სამართლებრივი საფუძვლები და ს-------------------ის მემკვიდრე - ს------------------ი, კანონის თანახმად არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს, სარჩელი მესაკუთრედ ცნობის, ანდერძის ბათილად ცნობის, სამკვიდრო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1---ე, 13--ე, 13--ე, 1-0--ე, 1-50-ე, 1-07-ე, 1-0--ე სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--- წლის რედაქცია) 540-ე, 539-ე , 544-ე ,546-ე, 542-ე,551-ე,554-ე,542-ე,547-ე, 556-ე, 567-ე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13-9-ე,1320-ე,13-6-ე,1-33-ე,132--ე,1336-ე,1-03-ე,1-0--ე,1-50-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სარჩელში მითითებული არსებითი პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ გარემოებებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მ--- მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება- რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.2-; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 3-).

 

სასამართლო უპირველესად აღნიშნავს, რომ ვინაიდან მოპასუხემ სადავო გახადა ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ წარდგენილი მოთხოვნის, ასევე, სამკვიდრო მიღების - მოწმობის ბათილად ცნობის ხანდაზმულობის ვადები, მნიშვნელოვანია დადგინდეს არის თუ არა აღნიშნული სამართლებრივი პრეტენზიები ხანდაზმული, რასთან დაკავშირებითაც, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

 

სამოქალაქო კანონმდებლობა იცნობს სხვადასხვა სახის ვადებს. მათ შორისაა სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1---ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

„ხანდაზმულობა“ სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას, ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული სახით გავლენას ახდენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე. ხანდაზმულობის ვადა არის ვადა- რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა- შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლების იძულებითი განხორციელება ან დაცვა

 

სამოქალაქო უფლების განხორციელების ხანდაზმულობის ვადები პირს აძლევს შესაძლებლობას ან ავალდებულებს (თუ კანონით ასეთი ვალდებულებაა დათქმული), შესრულება მოსთხოვოს უშუალოდ ვალდებულ პირს. სამოქალაქო კანონმდებლობით, კონტრაჰენტისადმი ან კანონით განსაზღვრული პირისადმი მიმართვის ვადების დანაწესის დადგენა- ნაკარნახევია სამართალწარმოების ეკონომიურობის მიზნით, იმის გათვალისწინებით, რომ დარღვეული უფლების აღდგენის საკითხი მხარეთა შორის ნებაყოფლობით გადაწყდეს. სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხი წარმოიშობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს სამოქალაქო სამართლებრივი უფლების, ინტერესის ან თავისუფლების დარღვევა. თუ დარღვევა არ არსებობს დასაცავი არაფერია. ვინაიდან ხანდაზმულობა არის დარღვეული უფლების იძულებით დაცვის ვადა- იგი მჭიდროდაა დაკავშირებული სარჩელის უფლებასთან. ხანდაზმულობის ვადის გასვლა სპობს უფლების იძულებითი განხორციელების შესაძლებლობას; ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშობა იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

ამავე კოდექსის 1---ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის საერთო ვადა შეადგენს ათ წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც.

 

სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია- შეუძლია- მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა- იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება- რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე (მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი) მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13--ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა- რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა- შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; სამოქალაქო კოდექსის 13-–ე მუხლის მიხედვით, თუ მოთხოვნის წამოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როდესაც კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება;

 

ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ. თუ ვალდებულება გულისხმობდა გარკვეული მოქმედების შესრულებას გარკვეულ დროს, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება სწორედ ამ დროიდან, რადგანაც კრედიტორი სწორედ ამ დროს იგებს თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 13--ე მუხლის ანალიზით ირკვევა- რომ ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ორი საფუძველი არსებობს, ობიექტური და სუბიექტური. ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების ობიექტური საფუძველია- მოთხოვნის წარმოშობის დრო (ხელშეკრულების დადების დრო), ხოლო სუბიექტურის, თუ როდის შეიტყო, ან უნდა შეეტყო პირს.

 

სასამართლოს მიერ ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა მოთხოვნა ანდერძის ბათილად ცნობაზე, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0--ე მუხლის თანახმად, სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე წარდგენილ უნდა იქნას ორი წლის განმავლობაში, რაც გამოითვლება სამკვიდროს გახსნის დღიდან. მუხლში მითითებული მოთხოვნა ვრცელდება იმ პირების მიმართ, რომელთათვისაც ცნობილი იყო ანდერძის არსებობის შესახებ. შესაბამისად, ეს მუხლი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას იმ პირების მიმართ, რომელთაც არ გააჩნდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ არსებობდა ანდერძი და არსებობდნენ ანდერძით მემკვიდრეები.

 

ზემოთ მითითებული მოსაზრება გამომდინარეობს როგორც საქართველოს კონსტიტუციის ფუძემდებლური დებულებებიდან, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის სამართლებრივი ნორმებიდანაც. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს მისი უფლების დასაცავად. ბუნებრივია- მითითებული ნორმა მოიცავს არა მხოლოდ ფიზიკურად სარჩელის შეტანას, არამედ ამ საკითხზე სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილების მიღებასაც. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მითითებულ ნორმაში საუბარია იმ უფლებაზე, რომელსაც ადამიანი მიიჩნევს დარღვეულად და- ამასთან, ცნობილია ამ ფაქტის შესახებ. უფლების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში სასამართლო აღადგენს მის დარღვეულ უფლებას გამოტანილი გადაწყვეტილების საფუძველზე. შეუძლებელია- ადამიანმა მიმართოს სასამართლოს, თუ არ იცის მისი უფლების დარღვევის შესახებ. ასეთი ფაქტის შეტობინებისთანავე კი, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, სასამართლოსათვის მიმართვის უფლება გარანტირებულია კანონმდებლობით.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ანდერძის არსებობის შესახებ ცნობილი გახდა 2--- წელს, ანუ მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრში მ-----------------ის სახელზე დარეგისტრირდა სადავო უძრავი ქონება. გარემოების საპირისპირო, უტყუარი მტკიცებულება მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, სარჩელი აღძრულია 2 წლიანი ვადის დაცვით, 2--- წლის 1-----–--- და იგი ვერ მიიჩნევა ხანდაზმულად.

 

რაც შეეხება მოპასუხის მითითებას სამკვიდროს მიღების ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-50-ე მუხლი გამოიყენება კონკრეტულად იმ შემთხვევისათვის, როცა პირს სურს შეედავოს სამკვიდრო მოწმობას. მითითებული ნორმის თანახმად, სამკვიდროს მიღება ან მიღებაზე უარის თქმა შეიძლება სადავო გახდეს ორი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა დაინტერესებულმა პირმა შეიტყო, რომ ამისათვის არსებობს სათანადო საფუძველი. სამკვიდროს მიღება ან მასზე უარის თქმა ცალმხრივი გარიგებაა- რომლითაც გამოხატულია მემკვიდრის ნება სამკვიდროს მიღებასთან დაკავშირებით. სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო კოდექსის 1-21-1-51-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1-50-ე მუხლი ადგენს კონკრეტულად სამკვიდროს მიღების ან მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებულ ხანდაზმულობის ვადას და არა სამემკვიდრეო მოწმობის გასაჩივრების ვადას (სუსგ 3-.10.2---წ. №ას-111-10--2---, სუსგ 8.0-.2--- წ. №ას-72-68-2---), რის გამოც ამ მხრივ მოპასუხის მითითება სამართლებრივ მნიშვნელობას მოკლებულია. ასევე, გასათვალისწინებელია- რომ დაუშვებელია – მესაკუთრეს დაუწესდეს რაიმე ხანდაზმულობის ვადა მისი საკუთრების აბსოლუტური უფლების დაცვასთან დაკავშირებით. ეს დასკვნა შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკას (მაგალითად, იხ: 2----–-–-- 24 იანვრის განჩინება სამოქალაქო საქმეზე №ას-911-869-2---).

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-07-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსი ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშობა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედების გამო, ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთვევისა- როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-0--ე მუხლის თანახმად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ამოქმედდა 1997 წლის 2- ნოემბრიდან.

 

გასახილველ შემთხვევაში, რადგან მხარეთა შორის შეთანხმებას ნორმათა გამოყენებასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონია- 1--- წლის 1------ს გარდაცვლილ ს-------------------ის სამკვიდროს გაყოფასთან და ანდერძის ნამდვილობასთან დაკავშირებით გამოყენებულ უნდა იქნეს მამკვიდრებლის გარდაცვალებისათვის, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის დროს მოქმედი საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსი (1--- წლის რედაქცია).

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--- წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია- რომ ს-------------------ის გარდაცვალებით 1--- წლის 1------ს გაიხსნა სამკვიდრო.ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ს-------------------ის კანონისმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: მშვილები - ს-------------------ი და შ--–--------------ი. სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #-- ა.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ ანდერძით მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე ისინი, ვინც ჩასახული იყვნენ მის სიცოცხლეში და დაიბადნენ მისი გარდაცვალების შემდეგ.

 

დადგენილია- რომ ს-------------------ის მიერ 1--- წლის 0-------------- სანოტარო წესით შედგენილი იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული მთელი მისი ქონება- მათ შორის კერძო სახლი, მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #---ში უანდერძა შვილს, შ--–---------–---ის ძე ა----------ს.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის ზემოაღნიშნულ ანდერძს და ამავე ანდერძის ბათილად ცნობის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ ს-------------------ი ანდერძის შედგენის პერიოდისთვის - 1--- წლის 4------------- იყო მძიმე ავადმყოფი, გარდაცვალებამდე (1--- წლის 0- ი----ამდე) ხუთი წლის განმავლობაში ლოგინად იყო ჩავარდნილი, ინსულტის გამო წართმეული ჰქონდა ქვედა კიდურებით მოძრაობის უნარი და მეტყველებდა გაუგებრად, ამდენად, მამკვიდრებელი არაქმედუნარიანი და უკეთეს შემთხვაში შეზღუდულ ქმედუნარიანი იყო. ის ვერ წავიდოდა სანოტარო ბიუროში და ანდერძს ვერ დაამოწმებდა- მან არ იცოდა რუსული წერა-კითხვა და მიღებული არ ჰქონდა დაწყებითი განათლება.

 

მოსარჩელე სადავოდ ხდის ასევე ანდერძის ფორმას და მისი შედგენის კანონისმიერ საფუძვლებს, გამომდინარე იქედან, რომ ს-------------------ი სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლიდან გამომდინარე ვალდებული იყო პირადად მისულიყო ნოტარიუსთან ანდერძის დასამოწმებლად, რასაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შესძლებდა- ამასთან, მან არ იცოდა წერა-კითხვა და ყველა დოკუმნეტზე შეეძლო ხელმოწერის ნაცვლად ჯვრის ფორმის გამოსახულების შესრულება. ანდერძი არ არის შედგენილი, ანდერძის შედგენის დროისათვის მოქმედი არცერთი ნორმის მოთხოვნათა დაცვით. ანდერძით არ დასტურდება მამკვიდრებლის ცალმხრივი ნების თავისუფალი გამოხატვის ფაქტი. მოანდერძე იყო შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე, არ გააჩნდა მეტყველების უნარი, რა დროსაც კანონით გათვალისწინებული მოწმეები, სპეციალისტი, რომელიც ჟესტებითა და გამომეტყველებით განუმარტავდა პირს ანდერძის შინაარსს არ ესწრებოდა.

 

მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული გარემოებები სასამართლომ დადგენილად ვერ მიიჩნია მოსარჩელე მხარის მიერ სადავო ფაქტების დასადასტურებლად სათანადო და საკმარისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.

 

მოსარჩელე ანდერძის ბათილად ცნობის საფუძვლად უთითებს მოანდერძის ქმედუუნარობასთან და ,,უკეთეს შემთხვევაში შეზღუდულ ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით“. სასამართლო მიუთითებს, რომ პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების მითითება- თავისთავად არ არის საკმარისი საფუძველი პირის ქმედუუნაროდ მიჩნევისათვის. მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ს-------------------ს უკიდურესად გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, გამორიცხული იყო სადავო ანდერძის შედგენისას გამოევლინა ნამდვილი ნება- საჭიროებს უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურებას.

 

მოსარჩელემ აღნიშნული გარემოებების დადასტურების მიზნით წარმოადგინა მოწმეები, თუმცა ვერცერთი მოწმის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ის გარემოება- რომ ანდერძის შედგენის პერიოდისთვის - 1--- წლის 0------------ისთვის მოანდერძე ს-------------------ი მისი ჯანმრთლობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გამოავლენდა მის ნამდვილ ნებას და ანდერძის შედგენის დროს მოანდერძე იყო იმ მდგომარეობაში, როდესაც მას არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და წარემართა იგი.

 

მოწმე ბ---------- ო---------ის ჩვენების თანახმად, ს-------------------მა გარდაცვალებამდე 4-5 წელიწადი იავადმყოფა- ბოლოს ხან ცნობდა და ხან არა მაგრამ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, შეეძლო თუ არა მოანდერძეს გამოევლინა მისი ნამდვილი ნება ანდერძის შედგენის დროს - არ აქვს (იხ.სხდომის ოქმი 1-.11.2---წ. 16:59:45). მოწმე ს-----–-----------ი განმარტავს, რომ ს-------------------ი ბოლო 2-3 წელი ავადმყოფობდა- რისი უშუალო შემსწრე თავად არ ყოფილა და აღნიშნულის შესახებ იცის დედის მონათხრობით (იხ.სხდომი ოქმი 1-.11.2---წ. 1-:16:49), შესაბამისად, ვინაიდან მითითებული მოწმის ჩვენება დამყარებულია მხოლოდ გადმოცემითი ფაქტების ცოდნაზე, მისი ჩვენება სადავო გარემოებების დასადასტურებლად საკმარისი ვერ იქნება. მოწმე ს--------------ი მიუთითებს, რომ ს-------------------ი გარდაცვალებამდე ბოლო 2 თვე იყო ჩაწოლილი და აღარ გამოდიოდა სახლიდან, მან არ იცის ს----იოს გონებრივი შესაძლებლობების შესახებ (იხ.სხდომის ოქმი 1-.11.2---წ. 1-:42:57), ხოლო სხვა დანარჩენი მოწმეების განმარტებით, მათ, ავადმყოფობის პერიოდში, მამკვიდრებლის პიროვნულ თვისებებსა და ხასიათში, ასევე მეხსიერებაში არანაირი ცვლილება არ შეუნიშნავთ. შესაბამისად, მოწმეთა განმარტებით ვერ დადასტურდა ის გარემოება- რომ ს-------------------ს ანდერძის შედგენის მომენტში არ შეეძლო საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად განეკარგა კუთვნილი ქონება და საამისოდ გამოევლინა ნება- ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება- რაც დაადასტურებდა მოსარჩელე მხარის მითითებას მოანდერძის ქმედუუნარობასთან დაკავშირებით წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოცემული კატეგორიის დავაში, მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დამტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება- კერძოდ ის გარემოება რომ სადავო ანდერძი არ წარმოადგენდა ნამდვილს, მოსარჩელის სამტკიცებელი გარემოებას წარმოადგენს. სასამართლო მიუთითებს, რომ ისეთ შემთხვევაში, როდესაც პირის ქმედუუნარობა უტყუარი მტკიცებულებებით არ დასტურდება- ყოველგვარი ეჭვი უნდა განიმარტოს მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება- რომ ს-------------------ს არ შეეძლო შეეგნო თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განეგო იგი, მოსარჩელე მხარის მიერ გარდა ახსნა-განმარტებისა უტყუარი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება- თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია- რომ ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს მიერ 1--- წლის 0-------------- დამოწმებული ანდერძის (რეესტრი #6-----) დედანი ინახება საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში. ნოტარიუს ლ- ახ--–-------ს არქივში არ მოიპოვება ინფორმაცია ანდერძის გაუქმების/შეცვლის თაობაზე. მოანდერძე არის - ს-------------------ი.

 

საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში არ ინახება ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს მიერ 1--- წელს ნაწარმოები ანდერძების რეგისტრაციის ჟურნალი.

 

სასამართლოს მიაჩნია- რომ სამართლებრივი თვალსაზრისით ხსენებული სანოტარო აქტის ნამდვილობა ანდერძის შედგენის დროს მოქმედი კანონის ნორმებთან შესაბამისობაში უნდა შემოწმდეს.

სადავო ანდერძის შედგენისას მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1---წ. რედაქცია) 551-ე მუხლი განსაზღვრავდა ანდერძის სანოტარო ფორმის ცნებას. ნორმის პირველი და მე-2 აბზაცების თანახმად, ანდერძი უნდა შედგეს წერილობით, მისი შედგენის ადგილისა და დროის აღნიშვნით და პირადად მოანდერძის მიერ წარედგინოს დასამოწმებლად სანოტარო ორგანოს, ხოლო იქ, სადაც სანოტარო ორგანო არ არის - სახალხო დეპუტატების სას----ლო, სადაბო ან საქალაქო საბჭოს აღმასკომებს. მოანდერძემ ხელი უნდა მოაწეროს ანდერძს აუცილებლად ნოტარიუსის ან სახალხო დეპუტატების ადგილობრივი საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის თანდასწრებით. თუ მოანდერძე ფიზიკური ნაკლის, ავადმყოფობის ან სხვა მიზეზის გამო თვითონ ვერ მოაწერს ხელს, შეიძლება მისი თხოვნით ხელი მოაწეროს სხვა მოქალაქემ ნოტარიუსის თანდასწრებით. ამასთან უნდა აღინიშნოს მიზეზი, რის გამოც მოანდერძემ თვითონ ვერ შეძლო ანდერძზე ხელის მოწერა.

 

ყურადსაღებია ასევე, საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1----–-–-- 2- ი----ის #4-- დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს სსრ სახელმწიფო სანოტარო კანტორების მიერ სანოტარო მოქმედების შესრულების წესის შესახებ ინსტრუქციის 77-ე მუხლი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ნოტარიუსები ადასტურებენ ქმედუნარიან მოქალაქეთა ანდერძს, რომელიც მათ პირადად წარუდგინეს სახელმწიფო ნოტარიუსს. ინსტრუქციის ამავე ნორმით ანდერძის შედგენისას გათვალისწინებულია სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 551-ე მუხლის მოთხოვნების დაცვა და დამატებით დადგენილია- რომ მოქალაქეს, რომელსაც უანდერძებენ ქონებას, უფლება არა აქვს დაესწროს ანდერძის შედგენას და ხელი მოაწეროს მას მოანდერძის მაგიერ. ამავე ინსტრუქციის 78-ე მუხლის თანახმად, ანდერძის დადასტურებისას სახელმწიფო ნოტარიუსი განუმარტავს მოანდერძეს საქართველოს სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის შინაარსს.

 

ამდენად, დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, 1--- წლისათვის ანდერძის ნამდვილობას კანონი უკავშირებდა: ა) მოანდერძის მიერ ანდერძის წერილობითი ფორმის დაცვას; ბ) ანდერძში მისი შედგენის დროისა და ადგილის აღნიშვნას; გ) ანდერძის პირადად მოანდერძის მიერ შედგენას; დ) მოანდერძის მიერ ხელმოწერის უშუალოდ ნოტარიუსის (ან სხვა უფლებამოსილი პირის) თანდასწრებით შესრულებას; ე) ამ მოთხოვნათა დაცვით წარდგენილი ანდერძის სანოტარო წესით დადასტურებას; ვ) ანდერძისმიერი მემკვიდრის ანდერძის შედგენის პროცესში მონაწილეობის, მისი დასწრებისა და ხელმოწერის აკრძალვას.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სადავო, 1--- წლის 0------------ით დათარიღებული ანდერძის შესწავლით ირკვევა- რომ იგი შეიცავს მისი შედგენის დროს მოქმედი კანონით განსაზღვრულ რეკვიზიტებს: 1. შედგენის დროსა და ადგილს; 2. საანდერძო განკარგულებას; 3. ნოტარიუსის მიერ სსრ სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის განმარტებას; 4.მოანდერძის ხელმოწერას ჯვრის სახით დასმულს; განმარტებას იმის თაობაზე, რომ ს-------------------ას მიერ წერა-კითხვის უცოდინრობის გამო, მისივე თხოვნით, ნოტარიუსის თანდასწრებით ხელი მოაწერა მოქალაქე ლ---–----–--ემ ; 5. ნოტარიუსის მხრიდან მოანდერძის ქმედუნარიანობისა და ვინაობის შემოწმებასა და ხელმოწერის სანოტარო დამოწმებას. სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ს-------------------ი ჯვრის გამოსახულებას თავისი ხელმოწერის და ნების დასადასტურებლად ნამდვილად იყენებდა- რასაც ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (იხ. ს.ფ. 189, ტ -1; 79, 90 , ტ - 2).

 

აღნიშნული ნორმით გარანტირებულია პირის უფლება- საკუთარი სურვილისა და შეხედულების შესაბამისად, განკარგოს ქონება და საამისოდ გამოავლინოს ნება. ანდერძი სწორედ ამგვარი თავისუფალი ნების გამომვლენი განკარგულებაა. ანდერძი ცალმხრივი გარიგებაა და მისი სამართლებრივი შედეგების დადგომა უკავშირდება მოანდერძის გარდაცვალებას. ანდერძის იურიდიული ბუნებიდან გამომდინარე, ანდერძის ბათილობისას უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება მამკვიდრებლის ნების ნამდვილობას. ანდერძის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა წესი, რომელიც დადგენილია ნორმატიული აქტებით, ემსახურება ერთადერთ მიზანს, მოანდერძის ნების სწორად დაფიქსირებას. აქედან გამომდინარე, ანდერძის ბათილობას საფუძვლად შეიძლება დაედოს ისეთი დარღვევა- რომელიც საეჭვოს გახდის მოანდერძის ნების ნამდვილობას. გარიგების სამართლებრივი ბუნების განსაზღვრისათვის, მნიშნელოვანია არა მისი გარეგანი ფორმალური სტრუქტუირება- არამედ გარიგების შინაარსი. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია- რომ ს-------------------ის ნამდვილი ნება იყო შვილისთვის - შ--–--------------ისთვის დაეტოვებია ქონება. ის გარემოება- რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის სანოტარო არქივში არ ინახება ნოტარიუს ლ-ახ--–-------ს მიერ 1--- წელს ნაწარმოები ანდერძების რეგისტრაციის ჟურნალი; ნოტარიუსი მ- კ-------ა გაათავისუფლეს სამსახურიდან, ვერ გახდება სადავო ანდერძის გაბათილების სამართლებრივი საფუძველი საქმეზე დადგენილი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული არგუმენტაციის გათვალისწინებით, მითუფრო სამართლებრივი კავშირი ანდერძის საფუძველზე ნოტარიუსის მიერ შ--–--------------ის სახელზე გაცემულ სამკვიდრო მოწმობასთან დაკავშირებით დარღვევაზე, საქმეში წარმოდგენილი არ არის. მოცემულ შემთხვევაში უდავოა- რომ არსებობს ანდერძის დედანი, რომელიც შდგენილია მოანდერძის ნამდვილი ნების საფუძველზე, ამდენად სასამართლო აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ანდერძში გადმოცემული ნების ბათილობის საფუძველი შეიძლება იყოს კანონის ისეთი დარღვევა- რომელიც საეჭვოს ხდის მოანდერძის ნების ნამდვილობას, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გვაქვს.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მითითებას იმ გარემეობაზე, რომ ს-------------------ის მიერ ანდერძი შედგენილი იქნა მხოლოდ იმ სახლთან დაკავშირებით, სადაც ცხოვრობდა მამკვიდრებელი და არა საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მიუთითებს, რომ საქმის მასალებში წარმოდგენილია 1--- წლის 2- ა--------ს გაცემული კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობა- რომლის მიხედვით, 1--- წლის 0------- გარდაცვლილ ა-----–---------------ის ქონებაზე მემკვიდრედ ცნობილია მისი მეუღლე - ა----------ი ს----იო, ხოლო სამკვიდრო ქონება- რომელზედაც გაცემულია ეს მოწმობა არის მთელი საცხოვრებელი სახლი მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ.#--ა- საცხოვრებელი ფართით 4---- კვ.მ, მთლიანი საკარმიდამო ნაკვეთის ფართი 6-- კვ.მ-, ხოლო 1--- წლის 0-------------- ს-------------------ის მიერ, შვილზე - შ--–--------------ზე გაცემული ანდერძის მიხედვით, ს-------------------ა უანდერძებს შვილს - შ--–--------------ს მთელ თავის ქონებას, მათ შორის კერძო სახლს, მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ.#---ში, რომელიც მისი გარდაცვალების დღისთვის მის საკუთრებაში იქნება- რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს იგი.

 

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი სათანადო მტკიცებულების წარდგენით დამტკიცების ტვირთი. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია- ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

რაც შეეხება მოსარჩელის მიერ მითითებულ იმ გარემოებას, რომ შ--–--------------მა კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართა სანოტარო დაწესებულებას ანდერძით მემკვიდრეობის მიღების თაობაზე და დაკარგა ანდერძისმიერი მემკვიდრეობით სამკვიდროს მიღების უფლება- სასამართლო განმარტავს, რომ სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის თქმის წესი დადგენილია სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე, 560-ე მუხლებით. თუკი სამკვიდროს მიღების შემდეგ მემკვიდრე არ მიიღებს ზომებს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის – სამკვიდრო მოწმობის მისაღებად, ეს არანაირ გავლენას არ მოახდენს სამკვიდროს მიღებაზე. სამკვიდრო მოწმობა ადასტურებს მასში მითითებული პირის მიერ სამკვიდროს მიღების ფაქტს. ამდენად, სამკვიდროს მიღება ყოველთვის წინ უსწრებს სამკვიდრო მოწმობის გაცემას. შესაბამისად ზემოაღნიშნული არგუმენტაცია ვერ იქნება გაზიარებული.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, არ არსებობს ს-------------------ის მიერ, 1--- წლის 0-------------- შ--–--------------ის სახელზე შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც სარჩელი აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--- წლის რედაქცია) 540-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება სამკვიდროს დამტოვებლის გარდაცვალების დღე. ამავე კოდექსის 539-ე მუხლის შესაბამისად, მემკვიდრეობის გადასვლა ხდება კანონით ან ანდერძით.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 544-ე მუხლის თანახმად, კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს თანასწორი წილის უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები. სამკვიდროს დამტოვებლის შვილიშვილები, თუ სამკვიდროს გახსნის დროისათვის ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი.

 

ს-------------------ის გარდაცვალებით 1--- წლის 1------ს გაიხსნა სამკვიდრო. ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ს-------------------ის კანონისმიერ მემკვიდრეებს ამ დროისათვის წარმოადგენდნენ: შვილები - ს-------------------ი და შ--–--------------ი. სამკვიდრო მასას შეადგენდა უძრავი ქონება მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #-- ა.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 546-ე მუხლის თანახმად, ყოველ მოქალაქეს შეუძლია თავისი ქონება ან მისი ნაწილი დაუტოვოს ანდერძით ერთს ან რამდენიმე პირს, როგორც კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან, ისე გარეშესაც.

 

აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ გარდაცვლილის ქონების გადასვლა კანონში მითითებულ პირებზე მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელს არ დაუტოვებია ანდერძი.

 

დადგენილია- რომ ს-------------------ის მიერ 1--- წლის 0-------------- სანოტარო წესით შედგენილ იქნა ანდერძი, რომლის შესაბამისად მოანდერძის საკუთრებაში არსებული მთელი ქონება- მათ შორის კერძო სახლი, მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #---ში უანდერძა შვილს, შ--–---------–---ის ძე ა----------ს. ამდენად, შ--–--------------ი წარმოადგენდა ანდერძისმიერ მემკვიდრეს, რომელსაც სამკვიდრო მიღებული ჰქონდა სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების გზით (სსკ-ის 556-ე მუხლი).

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 542-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეებად შეიძლება იყვნენ კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს - მოქალაქენი, რომლებიც ცოცხალი იყვნენ სამკიდროს დამტოვებლის სიკვდილის მომენტისათვის და აგრეთვე სამკვიდროს დამტოვებლის შვილები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ დაიბადნენ.

 

სამკვიდროს გახსნის დროს მოქმედი სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1--- წლის რედაქცია) 547-ე მუხლის თანახმად, სამკვიდროს დამტოვებლის არასრულწლოვან ან არაშრომისუნარიან შვილებს, აგრეთვე გარდაცვლილის არაშრომისუნარიან მეუღლეს, მშობლებს და მის რჩენაზე მყოფ სხვა მემკვიდრეებს, რა შინაარსიც არ უნდა იყოს ანდერძი, ეკუთვნით სამკვიდრო წილი, რომელიც არ შეიძლება იყოს იმ წილის ორმესამედზე ნაკლები, რაც თითოეულ მათგანს კანონისმიერი მემკვიდრეობის დროს ერგებოდათ.

 

ამდენად, აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის, მისი ნამდვილობის შემთხვევაში სავალდებული წილის მიღების უფლების მქონე მემკვიდრეებად მიჩნეული არიან მხოლოდ - 1. მამკვიდრებლის არასრულწლოვანი ან არაშრომისუნარიანი შვილები 2. მამკვიდრებლის არაშრომისუნარიანი მეუღლე 3. მამკვიდრებლის მშობლები 4. მამკვიდრებლის რჩენაზე მყოფი სხვა მემკვიდრეები.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე - ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ს, სამოქალაქო სამართლის კოდექსის 547-ე მუხლის მოთხოვნიდან გამომდინარე, ანდერძის არსებობის პირობებში არ გააჩნია ს-------------------ის სამკვიდრო ქონებიდან წილის მოთხოვნის უფლება- ვინაიდან ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომ ს-------------------ი წარმოადგნდა ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ პირს, საქმეში არ მოიპოვება- რაც მოსარჩელე მხარის მტკიცების ტვირთს შეადგენს, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებისა.

 

საქმის მასალებით და მხარეთა განმარტებებით დადგენილია- რომ ს-------------------ის გარდაცვალების პერიოდისთვის შვილი - ს-------------------ი იყო სრულწლოვანი, შრომისუნარიანი პირი, რის გამოც იგი მამკვიდრებლის რჩენაზე არ იმყოფებოდა. შესაბამისად, იგი არ წარმოადგენდა 547-ე მუხლით განსაზღვრულ პირს

და მას, ანდერძის არსებობის პირობებში, იმ დროს მოქმედი კანონმდებლობის დათქმიდან გამომდინარე, სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია.

 

სამოქალაქო სამართლის კოდექსის 556-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სამკვიდრო მიღებულად ითვლება თუ მემკვიდრე ფაქტიურად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, აგრეთვე როდესაც იგი შეიტანს სანოტარო მოქმედებათა შემსრულებელ ორგანოში სამკვიდროს გახსნის ადგილას განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ; ამ მუხლის მეორე ნაწილში აღნიშნული მოქმედებები შესრულებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე ნორმის პირველი აბზაცის პირველი წინადადების თანახმად, იმისათვის, რომ სამკვიდრო მემკვიდრისა გახდეს, მან უნდა მიიღოს იგი. მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.

 

აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სამკვიდროს მიღების ფაქტის დასადასტურებლად საჭიროა- ან სამკვიდროს გახსნის დღიდან ექვი თვის განმავლობაში სანოტარო ორგანოსათვის განცხადებით მიმართვა- ანდა სამკვიდრო ქონების ფაქტობრივი ფლობა და დაუფლება; ანუ აღნიშნული ნორმა იმპერატიული დანაწესის სახით ადგენს დროს, რომლის განმავლობაშიც მემკვიდრემ უნდა გამოთქვას სამკვიდროს მიღების სურვილი. სამკვიდროს მისაღებად საჭირო მოქმედებები (სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობა და მართვა- განცხადების შეტანა სანოტარო ორგანოში) შესრულებული უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში. დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში მემკვიდრე, როგორც წესი, კარგავს სამკვიდროს მიღების უფლებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირისათვის მატერიალური კანონმდებლობით მინიჭებული უფლების რეალიზაციის საკითხის გარკვევამდე, აუცილებელია დადგინდეს არის თუ არა კონკრეტული პირი ამ უფლების სუბიქეტი. შესაბამისად, სასამართლო, ს-------------------ის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივ დაუფლებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას არ ახდენს, ვინაიდან როგორც უკვე აღინიშნა იგი არ წარმოადგენდა სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს და აღნიშნული ფაქტის დადგენა- მოსარჩელისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის მიღწევას ვერ უზრუნველყოფს, ვერ გამოიწვევს მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას და მოსარჩელეთა იურიდიული ინტერესის უზრუნველყოფას, რადგან როგორც უკვე აღინიშნა- ს-------------------ი არ წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის კოდექსით (1--- წლის რედაქცია) სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს.

 

დადგენილია- რომ ს-------------------ი გარდაიცვალა 1--- წლის 1- ი----ს, შესაბამისად ამ დროს გაიხსნა სამკვიდრო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13-9-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის მიხედვით, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 13-6-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გარდაცვლილი პირის (მამკვიდრებლის) ქონების გადასვლა სხვა პირებზე (მემკვიდრეებზე) ხორციელდება კანონით ან ანდერძით, ანდა ორივე საფუძვლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-33-ე მუხლის თანახმად, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 132--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.

 

ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა- მეუღლე, მშობლები.

 

ამდენად, ანდერძისმიერი მემკვიდრის არსებობის პირობებში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს-------------------ი არ წარმოადგენდა ს-------------------ის სამკვიდრო ქონებაზე სავალდებულო წილის მიღების უფლების მქონე პირს, მისი გარდაცვალების შემდეგ მის სამკვიდრო მასად სადავო ქონება ვერ მიიჩნევა- შესაბამისად ვ------------------ს, მის უფლებამონაცვლე ს------------------ს ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სადავო ქონებაზე საკუთრების უფლება არ წარმოეშობა- რის გამოც სარჩელი მოსარჩელის სადავო ქონების 1/3 წილზე მესაკუთრედ ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

რაც შეხება მოსარჩელის არგუმენტს იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა შ--–--------------ის მხრიდან ნოტარიუსთან სხვა მემკვიდრის განუცხადებლობას, კანონის ზემოაღნიშნული განმარტებისა და საქმეზე დადგენილი ფაქტების გათვალისწინებით, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან დადგენილია- რომ ს-------------------ის ერთადერთ ანდერძისმიერ მემკვიდრეს წარმოადგენდა შ--–--------------ი, ამასთან მოსარჩელემ (ს------------------მა- ვ------------------მა) მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ იცოდა მისი გარდაცვალების დროს, შესაბამისად, მას თავად შეეძლო და უნდა უზრუნველყო თავისი სამემკვიდრეო უფლებების რეალიზება. კანონმდებელი მემკვიდრეს სხვა მემკვიდრეთა ადგილსამყოფლის დადგენის მოვალეობას, ასევე სამკვიდროს მისაღებად მემკვიდრეთა მოსაწვევად გონივრული ზომების მიღებას აკისრებს იმ შემთხვევაში, როდესაც მემკვიდრეთა შორის არიან პირები, რომელთა ადგილსამყოფელიც ცნობილი არ არის (სამოქალაქო კოდექსის 1-78-ე მუხლი), ასევე, მემკვიდრემ არ იცის მამკვიდრებლის გარდაცვალების შესახებ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. სამკვიდროს მიღების წესის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება (ასეთის არსებობის პირობებში, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - მხარეს აღნიშნულის თაობაზე არ მიუთითებია) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება იყოს მოსარჩელე მხარის მხრიდან კანონის გამოუყენებლობის ან/და ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების და ამ ტვირთის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების საფუძველი.

 

6.4. სამოქალაქო სამართლის კოდექსის 567-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეობის უფლების მოწმობა ეძლევა მემკვიდრეებს ექვსი თვის გასვლის შემდეგ სამკვიდროს გახსნიდან. სამოქალაქო კოდექსის 1-03-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო მოწმობა შეიძლება გაიცეს როგორც მთელ სამკვიდროზე ასევე მის ნაწილზე. მოწმობა მიეცემა ყველა მემკვიდრეს ერთად ან თითოეულს ცალ-ცალკე მათი სურვილისამებრ. სამკვიდრო მოწმობის მიცემა ერთი მემკვიდრისათვის სამკვიდროს ნაწილზე, არ ართმევს უფლებას სხვა მემკვიდრეს მიიღონ მოწმობა დანარჩენ ნაწილზე.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, მათი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია- რომ ვინაიდან ს------------------ი არ წარმოადგენდა ს-------------------ის სამკვიდრო ქონების სავალდებულო წილის მიღებაზე უფლებამოსილ პირს, შესაბამისად მოსარჩელეს, როგორც მემკვიდრეს არ წარმოეშობა ს-------------------ის სამკვიდრო ქონებაზე საკუთრების უფლება სადავო უძრავი ქონების 1/3 ნაწილზე მდებარე ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #-- ა და შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში ს-------------------ის სამკვიდრო ქონებაზე ნოტარიუს მ--------------ას მიერ 2--- წლის 3- ოქტომბრის სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე #------0-0 სანოტარო აქტის, 2----–-–-- 2- დ--------ს სამკვიდრო მოწმობის გაცემის თაობაზე #--------- სანოტარო აქტის და საჯარო რეესტრში 2--- წლის 2------------–- სადავო უძრავი ქონების (მდებარე: ქ. თ---–--ში, ჩ---–---ის ქ. #--) რეგისტრაციის (#------------) გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ცნობის შესახებ სარჩელისა - განისაზღვრება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის (პასპორტის ნომერი B--------) სარჩელი მ-----------------ის (0----------) მიმართ მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობებისა და ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა- ხოლო მოსარჩელეს 2--- წლის 2- ივლისის განჩინებით გადაუვადდა სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ს უნდა დაეკისროს (პასპორტის ნომერი B--------) სახელმწიფო ბაჟის 9----–----- გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება- სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის შუამდგომლობა მოპასუხისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული საფასურის - 2-00 ლარის და დოკუმენტების მოსაპოვებლად გაწეული ხარჯის 1000 ლარის ანაზღაურების თაობაზე.

 

შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა- მოსარჩელე ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების 2-00 (ორიათას ხუთასი) ლარის და დოკუმენტების მოსაპოვებლად გაწეული ხარჯის 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თ---–---ს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წლის 1-----–--ის სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით მ-----------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თ---–---, ჩ---–---ის ქ.#--ა- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/3 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა- სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის (პასპორტის ნომერი B--------) სარჩელი მ-----------------ის (0----------) მიმართ მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო მოწმობისა და ანდერძის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა- არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 37-ე, 38-ე, 39-ე, 53-ე, 55-ე, 1991, 243-244-ე, 248-249-ე, 2-7-ე, 2-91-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის (პასპორტის ნომერი B--------) სარჩელი მ-----------------ის (0----------) მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის, მესაკუთრედ ცნობის, სამკვიდრო აქტებისა და საჯარო რეესტრის ჩანაწერის გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ს (პასპორტის ნომერი B--------) დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 9----–----- გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოსარჩელე ვ------------------ის უფლებამონაცვლე ს------------------ის მოთხოვნა საადვოკატო მომსახურების 2-00 (ორიათას ხუთასი) ლარის და დოკუმენტების მოსაპოვებლად გაწეული ხარჯის 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

5. გაუქმდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 1-----–--ის სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება- რომლითაც მ-----------------ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა საჯარო რეესტრში მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებიდან მდებარე თ---–---, ჩ---–---ის ქ.#--ა- მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 0---------------, 1/3 ნაწილის გასხვისება და უფლებრივი დატვირთვა- სახელდობრ, იპოთეკით, სერვიტუტით, უზურფრუქტით.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–---ს სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 1- დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–---ს საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა- გამოცხადდეს თ---–---ს საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დალი აბჟანდაძე