გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117002119908
№2-3780/2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
07 დეკემბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - რე----------–---
წარმომადგენელი - ლე------------–---–-, თ------------ე
მოპასუხე - რუ--------–-------–---–ი
წარმომადგენელი - ალ-----------–---–---
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა
რე----------–---მ სარჩელი აღძრა რუ--------–-------–---–ის მიმართ და სასარჩელო განცხადებით მოითხოვა მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 65000 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
- 2004 წლის 31 იანვარს რუ--------–-------–---–მა ოლ-------------–--ისგან და ნ-----------–---–-სგან ისესხა (თითოეულისგან 5430) ჯამში 10860 აშშ დოლარი სამი თვით და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.
- 2005 წლის 15 ივნისს რუ--------–-------–---–მა ნ-----------–---–-სგან დამატებით ისესხა 15140 აშშ დოლარი ყოველთვიური 2%-ის სარგებლის გადახდის ვალდებულებით, 2015 წლის 15 ნოემბრამდე, რა დროსაც საერთო ჯამში მისთვის უნდა გადაეხადა 22627 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით შეიცვალა პირგასამტეხლოს ოდენობაც, შემცირდა და განისაზღვრა 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა უცვლელი, მათ შორის ოლ-------------–--ის მიმართ.
- 2008 წლის 24 მარტს შეიქმნა ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--", რომლის საქმიანობის სახეობა და მიზანი განისაზღვრა ქ. თბილისში, ბ-------–-ს (იგივი შ-------ს) ქ. #------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შენობის აშენება და ამ შენობის ფართების განაწილება ამხანაგობის წევრებს შორის.
- აღნიშნული ამხანაგობის წევრი გახდა რუ--------–-------–---–იც, რომლის შენატანი ამხანაგობაში იყო ზემოთხსენებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.
- 2006 წლის 08 აგვისტოს რუ--------–-------–---–მა რე----------–---ს მიანიჭა თავისი უძრავი ქონების (ს/კ #01.10.14.025.0--) განკარგვის, მათ შორის იპოთეკის გაუქმების უფლებამოსილება.
- რე----------–---მ იპოთეკარებს - ოლ-------------–--ეს და ნ-----------–---–-ს ქონების იპოთეკისგან განთავისუფლების მიზნით გადაუხადა 65000 აშშ დოლარი და ქონება იპოთეკისგან განთავისუფლდა.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ მოშლილად იქნა აღიარებული და შედეგად რუ--------–-------–---–ს უკან დაუბრუნდა თავისი უძრავი ნივთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------. მან ქონება მიიღო იპოთეკისგან განთავისუფლებულ მდგომარეობაში, რითაც უსაფუძვლოდ გამდიდრდა 65000 აშშ დოლარით.
- რუ--------–-------–---–მა 65000 აშშ დოლარი რე----------–---ს არ დაუბრუნა, ხოლო აღნიშნული უძრავი ქონება 2014 წლის 09 ივლისის უძრავი ქონების ნასყიდობისა და წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად მიჰყიდა შპს ,,კ---------–--------ს", ხოლო ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება მიეყიდა რუ--------–-------–---–ისათვის მისი და ბ-------–-ს (შ-------ს) #---ში მდებარე მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალბინიან სახლში 3 (სამი) იზოლირებული ბინა 94,46 კვ.მ, 5001 კვ.მ., და 110 კვ.მ. ფართით და 2 (ორი) ავტოსადგომი.
- დღეის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული 3 ბინიდან რუ--------–-------–---–მა დაიტოვა ერთი 94,46 კვ.მ. ფართის ბინა, ხოლო დანარჩენი კი გაასხვისა.
- მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ მოპასუხემ ამხანაგობასთან გაწყვიტა ურთიერთობა, მესამე პირთან დადო ხელშეკრულებები და ამით მიიღო იმაზე მეტი, ვიდრე მიიღებდა ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--"-ის წევრობისას. მოპასუხე ასევე აღიარებს შესაგებლით მე-6 ფაქტობრივი გარემოების მიმართ 65000 აშშ დოლარის მიღების ნაწილში.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე რუ--------–-------–---–ი სარჩელს არ ცნობს.
მოპასუხის პოზიცია ეფუძნება შემდეგ არგუმენტაციას:
- მოპასუხე ეთანხმება სარჩელის პირველ 3 ფაქტობრივ გარემოებას სრულად, ხოლო მე-4 ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ 2008 წლის 24 მარტს შეიქმნა ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--", რომლის საქმიანობის სახეობა და მიზანი განისაზღვრა ქ. თბილისში, ბ-------–-ს (იგივი შ-------ს) ქ. #------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შენობის აშენება და ამ შენობის ფართების განაწილება ამხანაგობის წევრებს შორის. აღნიშნული ამხანაგობის წევრი გახდა რუ--------–-------–---–იც, რომლის შენატანი ამხანაგობაში იყო ზემოთხსენებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გარდა, (ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.), მიწის ნაკვეთზე არსებული საკუთარი 3-სართულიანი სახლიც.
- მოპასუხე აღიარებს, რომ 2006 წლის 08 აგვისტოს მან რე----------–---ს მიანიჭა თავისი უძრავი ქონების (ს/კ #01.10.14.025.0--) განკარგვის, მათ შორის იპოთეკის გაუქმების უფლებამოსილება, მაგრამ რე----------–--ის მიერ თანხის გადახდა იპოთეკარების - ოლ-------------–--ეზე და ნ-----------–---–ზე მოხდა, ქონება იპოთეკისგან განთავისუფლდა და ეს განხორციელდა ამხანაგობის ხელშეკრულების მიზნებისთვის, რომლის ინვესტორიც თავად მოსარჩელე რე----------–--- იყო.
- მოპასუხე ასევე ადასტურებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება მოშლილად იქნა აღიარებული და შედეგად რუ--------–-------–---–ს უკან დაუბრუნდა თავისი უძრავი ნივთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------. მან ქონება მიიღო იპოთეკისგან განთავისუფლებულ მდგომარეობაში, თუმცა არა პირვანდელ მდგომარეობაში, მის მიწის ნაკვეთზე არსებული კუთვნილი შენობა-ნაგებობა აღარ არსებობდა, მისი დემონტაჟი რე----------–---ს განხორციელებული ჰქონდა, რაც გამორიცხავს უსაფუძვლოდ გამდიდრებას.
- ამხანაგობის ხელშეკრულების მე-12 მუხლი გამორიცხავს რუ--------–-------–---–ის პასუხისმგებლობას, თუ რე----------–--- ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.
- შპს ,,კ---------–--------ისაგან" 3 (სამი) იზოლირებული ბინის მიღებას არ ეთანხმება, მიიღო მხოლოდ ერთი ბინა, მაშინ როცა მოსარჩელემ მას დაუნგრია 3-სართულიანი სახლი და არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები, რითაც მოპასუხეს აქეთ მიადგა ზიანი. ხელშეკრულებით, გასხვისებული ორი ბინის ვალდებულება ჯ-----–---–--ის მიმართ ამხანაგობას, ასევე მის თავმჯდომარეს და ინვესტორს-მოსარჩელეს ჰქონდათ.
- მოპასუხის კუთვნილი ქონების იპოთეკისგან განთავისუფლებით დაინტერესებული იყო რე----------–---, ამხანაგობის ხელშეკრულებით მან აიღო ვალდებულ;ება საცხოვრებელი კორპუსის აშენებაზე, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება. ამ ხელშეკრულებით (10.1.4. პუნქტი), ინვესტორი რე----------–--- გადაცემდა რა აშენებულ კორპუსს, ის იბრუნებდა მის მიერ გაწეულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმაზე მითითებაც, რომ თითქოსდა მოსარჩელემ შეცდომით გასწია ხარჯები ქონების იპოთეკისგან განთავისუფლების გამო, ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიზნებისთვის. ინვესტორს რე----------–---ს ასევე ეკისრებოდა ვალდებულება ყოველდღიურად მშენებლობის გადაცილებისათვის 35 ევროს გადახდის.
- გარდა აღნიშნულისა, რე----------–---მ მოპასუხის კუთვნილი 3-სართულიანი სახლის დემონტაჟის შედეგად არსებული მასალები მიიღო, მან წაიღო, რასაც გააჩნდა გარკვეული ღირებულებაც და ამით მოსარჩელემ მიიღო სარგებელი.
- მოსარჩელის მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობით მოპასუხეს მიადგა სხვა ზიანიც, თავის დროზე ვერ მიიღო საცხოვრებელი ფართი, რომლის გაქირავებასაც შეძლებდა. ვინაიდან შპს ,,კ---------–--------ს" მხოლოდ ცარიელი მიწის ნაკვეთი გადასცა, მან მიიღო ნაკლები ფართი, ვიდრე სხვა წევრებმა, ვისი შენობებიც არ იყო დანგრეული.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით მოშლილად იქნა რა აღიარებული ამხანაგობის ხელშეკრულება, გასულია მოთხოვნის 3-წლიანი ხანდაზმულობის ვადაც. ამდენად, სარჩელი ხანდაზმულიცაა. თან, 2012 წელს სასამართლო წარმოებისას რე----------–---ს რაიმე სახის პრეტენზია, მოთხოვნა არ დაუყენებია.
- მოპასუხის წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელე დავობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო თანხას მოითხოვს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე, რაც ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას.
(იხ. შესაგებელი, მოპასუხის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2004 წლის 31 იანვარს რუ--------–-------–---–მა ოლ-------------–--ისგან და ნ-----------–---–-სგან ისესხა (თითოეულისგან 5430) ჯამში 10860 აშშ დოლარი სამი თვით და სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთა კუთვნილი უძრავი ქონება, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.
2005 წლის 15 ივნისს რუ--------–-------–---–მა ნ-----------–---–-სგან დამატებით ისესხა 15140 აშშ დოლარი ყოველთვიური 2%-ის სარგებლის გადახდის ვალდებულებით, 2015 წლის 15 ნოემბრამდე, რა დროსაც საერთო ჯამში მისთვის უნდა გადაეხადა 22627 აშშ დოლარი. ხელშეკრულებით შეიცვალა პირგასამტეხლოს ოდენობაც, შემცირდა და განისაზღვრა 0,15%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხოლო დანარჩენ ნაწილში ხელშეკრულება დარჩა უცვლელი, მათ შორის ოლ-------------–--ის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება;
- შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;
3.1.2. 2008 წლის 24 მარტს შეიქმნა ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--", რომლის საქმიანობის სახეობა და მიზანი განისაზღვრა ქ. თბილისში, ბ-------–-ს (იგივი შ-------ს) ქ. #------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შენობის აშენება და ამ შენობის ფართების განაწილება ამხანაგობის წევრებს შორის.
- აღნიშნული ამხანაგობის წევრი გახდა რუ--------–-------–---–იც, რომლის შენატანი ამხანაგობაში იყო ზემოთხსენებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების (ხელშეკრულების) სანოტარო აქტი;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.1.3. 2006 წლის 08 აგვისტოს რუ--------–-------–---–მა რე----------–---ს მიანიჭა თავისი უძრავი ქონების (ს/კ #01.10.14.025.0--) განკარგვის, მათ შორის იპოთეკის გაუქმების უფლებამოსილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მინდობილობა;
3.1.4. რე----------–---მ იპოთეკარებს - ოლ-------------–--ეს და ნ-----------–---–-ს ქონების იპოთეკისგან განთავისუფლების მიზნით გადაუხადა 65000 აშშ დოლარი და ქონება იპოთეკისგან განთავისუფლდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ;
3.1.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ მოშლილად იქნა აღიარებული და შედეგად რუ--------–-------–---–ს უკან დაუბრუნდა თავისი უძრავი ნივთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით, მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით, დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას. მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული. წინამდებარე დავაში შესაძლებელია ზემოთ დასახელებული გარემოებების გარდა, სხვა გარემოებსაც აქვს ადგილი (მაგალითად თანხის ოდენობა, გადახდის ვალდებულება, თანხის მიმღების კავშირი მოპასუხესთან, მიზნობრიობა და ა.შ.), მაგრამ სხვა გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებას, დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს. საქმისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს, ის უდავო და სადავო ფაქტობრივი გარემოებები, რაც სასამართლომ დაახარისხა შესაბამის პუნქტებში, წარმოადგენს თუ არა თანხის დაკისრების საფუძველს. სხვა დანარჩენი საკითხების სამართლებრივ შეფასებას, საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამიტომაც პირველ რიგში უნდა შემოწმდეს მოთხოვნა არის თუ არა ხანდაზმული და ამის მიხედვით დადგეს საქმეზე შესაბამისი შედეგი. თუ სარჩელი ხანდაზმულია, მაშინ სხვა საკითხების დადგენას ეკარგება მნიშვნელობა.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. ასეთი პრინციპი გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის საფუძვლებიდან, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. თითოეულ მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში სარჩელის, ხანდაზმულობის ვადაში აღძვრა მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს. ხანდაზმულობის დასადგენად უნდა დადგინდეს მოთხოვნის უფლების წარმოშობისა და სარჩელის აღძვრის თარიღები. მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება.
3.2.3. უდავოა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ მოშლილად იქნა აღიარებული. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 11 ივნისიდან. ფაქტიურად 2012 წლის 11 ივნისიდან ამხანაგობასა და რუ--------–-------–---–ს, ამხანაგობასა და ინვესტორ რე----------–---ს შორის ურთიერთობა დასრულდა, ეს გულისხმობს, რომ რე----------–---ს და რუ--------–-------–---–ს შორისაც დასრულდა ურთიერთობები და თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე გასარკვევი, გასაყოფი ან მოსათხოვი ჰქონდათ, მისი განხორციელება შეიძლებოდა 2012 წლის 11 ივნისიდანვე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ რე----------–---ს დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2012 წლის 11 ივნისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 06 ოქტომბერს. 2012 წლის 11 ივნისიდან 2017 წლის 06 ოქტომბრამდე გასულია 5 წელი, 3 თვე და ოცდაოთხი დღე.
3.2.4. მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს. მან ხანდაზმულობის ვადის გასვლის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
3.2.5. მიუხედავად ხანდაზმულობის ვადის გასვლისა, სასამართლო მაინც დაადგენს იმ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც სარჩელის ბედის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა გააჩნია, რომ არა ხანდაზმულობის ვადის გასვლა. კერძოდ, სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.5.1. ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--", რომლის საქმიანობის სახეობა და მიზანი განისაზღვრა ქ. თბილისში, ბ-------–-ს (იგივი შ-------ს) ქ. #------ში მდებარე მიწის ნაკვეთზე შენობის აშენება და ამ შენობის ფართების განაწილება ამხანაგობის წევრებს შორის. აღნიშნული ამხანაგობის წევრი გახდა რუ--------–-------–---–იც, რომლის შენატანი ამხანაგობაში იყო ზემოთხსენებული იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთის გარდა, (ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------.), მიწის ნაკვეთზე არსებული საკუთარი 3-სართულიანი სახლიც.
3.2.5.2. მოპასუხემ 2006 წლის 08 აგვისტოს მართალია, რე----------–---ს მიანიჭა თავისი უძრავი ქონების (ს/კ #01.10.14.025.0--) განკარგვის, მათ შორის იპოთეკის გაუქმების უფლებამოსილება და რე----------–--ის მიერ თანხის გადახდა იპოთეკარების - ოლ-------------–--ეზე და ნ-----------–---–ზე მოხდა, ქონება იპოთეკისგან განთავისუფლდა, მაგრამ ეს განხორციელდა ამხანაგობის ხელშეკრულების მიზნებისთვის, რომლის ინვესტორიც თავად მოსარჩელე რე----------–--- იყო.
3.2.5.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულება მოშლილად იქნა აღიარებული და შედეგად რუ--------–-------–---–ს უკან დაუბრუნდა თავისი უძრავი ნივთი, ს/კ #01.10.14.025.0--, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, შ------------, მან ქონება მიიღო იპოთეკისგან განთავისუფლებულ მდგომარეობაში, თუმცა არა პირვანდელ მდგომარეობაში, მის მიწის ნაკვეთზე არსებული კუთვნილი შენობა-ნაგებობა აღარ არსებობდა, მისი დემონტაჟი რე----------–---ს უკვე განხორციელებული ჰქონდა, რაც გამორიცხავს უსაფუძვლოდ გამდიდრებას. ამხანაგობის ხელშეკრულების მე-12 მუხლი გამორიცხავს რუ--------–-------–---–ის პასუხისმგებლობას, თუ რე----------–--- ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.
3.2.5.4. მოპასუხის კუთვნილი ქონების იპოთეკისგან განთავისუფლებით დაინტერესებული იყო რე----------–---, ამხანაგობის ხელშეკრულებით მან აიღო ვალდებულ;ება საცხოვრებელი კორპუსის აშენებაზე, რომელმაც არ შეასრულა ვალდებულება. ამ ხელშეკრულებით (10.1.4. პუნქტი), ინვესტორი რე----------–--- გადაცემდა რა აშენებულ კორპუსს, ის იბრუნებდა მის მიერ გაწეულ ხარჯს. აქედან გამომდინარე, უსაფუძვლოა იმაზე მითითებაც, რომ თითქოსდა მოსარჩელემ შეცდომით გასწია ხარჯები ქონების იპოთეკისგან განთავისუფლების გამო, ეს გათვალისწინებული იყო ხელშეკრულების მე-2 მუხლის მიზნებისთვის. ინვესტორს რე----------–---ს ასევე ეკისრებოდა ვალდებულება ყოველდღიურად მშენებლობის გადაცილებისათვის 35 ევროს გადახდის.
3.2.5.5. მოსარჩელე დავობს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხოლო თანხას მოითხოვს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძვლით, რაც ადასტურებს სარჩელის უსაფუძვლობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების (ხელშეკრულების) სანოტარო აქტი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
საქართველოს კონსტიტუცია.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხეს გადასახდელი აქვს 65000 აშშ დოლარი. თუ მოსარჩელემ ამხანაგობის მიზნის მიღწევისათვის ქონება იპოთეკისგან გაანთავისუფლა, ამხანაგობის ხელშეკრულების მოშლის გამო, მას მოპასუხე არ უბრუნებს ქონების იპოთეკისგან განთავისუფლებისათვის გადახდილ თანხას, მოპასუხის მიმართ განხორციელდა რესტიტუცია, დაუბრუნდა ქონება, ხოლო მოსარჩელემ კი ამით განიცადა ზიანი, მაშინ მოსარჩელეს აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და იგი შეიძლება შეფასდეს მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება და არა თანხის დაკისრება უსაფუძვლოდ გამდიდრებიდან გამომდინარე. თუმცა სასამართლო აღარ მსჯელობს ამხანაგობა ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ შეთანხმების - ხელშეკრულების მოშლისათვის ბრალეულობაზე და აქედან გამომდინარე ზიანის დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ საფუძვლიანობაზე.
6.2. მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხემ გადაუხადოს თანხა. სასამართლო განმარტავს, რომ თანხის გადახდას აუცილებლად სჭირდება შესაბამისი ვალდებულების არსებობა (საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი). ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. მისი დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვენ. მათ შორის დადებული გარიგება ატარებს ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულების ელემენტებს. შესაბამისად მხარეებს შორის ურთიერთობა, ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. გარიგება შეესაბამება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 327-ე მუხლის პირველი ნაწილის პრინციპებს. დასახელებული ნორმების მიხედვით მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში ერთობლივ საქმიანობაზე მხარეთა შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, გამომდინარეობს მორალური პრინციპებიდან და არ არღვევს საჯარო წესრიგს. ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ასევე კანონიერ ძალაშია ამხანაგობის ხელშეკრულების მოშლაზე სასამართლოს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებიტ დადგენილია, რომ მოსარჩელე რე----------–---მ - ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა.
6.3. მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 986-ე, 987-ე, 988-ე და 991 მუხლები.
სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.
ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს.უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლება. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება უნდა მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე.
უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.
საქ. სკ-ის 982-ე მუხლით ,,1. პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
2. ბათილი განკარგვის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს შეუძლია ხელმყოფისაგან მოითხოვოს დაუყოვნებლივი ანაზღაურება”.
სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
განსახილველ შემთხვევაში კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმყოფებოდნენ და მოთხოვნა ვერ დაეყრდნობა უსაფუძვლო გამდიდრების მატერიალურ საფუძვლებს.
6.4. მოპასუხე ამტკიცებს, რომ სარჩელი ხანდაზმულია. სასამართლომ შეისწავლა ხანდაზმულობის საკითხი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხის არგუმენტები სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით საფუძვლიანია. კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა”.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის გათვალისწინებით კანონმდებელმა დააწესა ხანდაზმულობის ვადები. მისი მიზანია მოთხოვნების გარკვეულ სისტემაში მოყვანა. დაინტერესებულმა პირმა კანონით გათვალისწინებულ ვადებში უნდა მოითხოვოს დარღვეული უფლებების აღდგენა. ხანდაზმულობის ვადის დაუცველობა დაინტერესებულ პირებს უზღუდავს სარჩელის წარმოდგენის გზით უფლებების აღდგენის შესაძლებლობას. ხანდაზმულობის ვადა არის დროის ის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც პირს ეძლევა სამართლებრივი შესაძლებლობა დაიცვას საკუთარი უფლებები და ინტერესები.
6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს”.
მხარეთა შორის ჩამოყალიბებული ურთიერთობა ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულებაა და მასზე ვრცელდება სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლით ,,ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს. ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, 2008 წლის 24 მარტის ხელშეკრულება ამხანაგობის - ,,ტ-–------ 20--"-ის დაფუძნების შესახებ მოშლილად იქნა აღიარებული. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში 2012 წლის 11 ივნისიდან. ფაქტიურად 2012 წლის 11 ივნისიდან ამხანაგობასა და რუ--------–-------–---–ს, ამხანაგობასა და ინვესტორ რე----------–---ს შორის ურთიერთობა დასრულდა, ეს გულისხმობს, რომ რე----------–---ს და რუ--------–-------–---–ს შორისაც დასრულდა ურთიერთობები და თუ მხარეებს ერთმანეთის მიმართ რაიმე გასარკვევი, გასაყოფი ან მოსათხოვი ჰქონდათ, მისი განხორციელება შეიძლებოდა 2012 წლის 11 ივნისიდანვე. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ რე----------–---ს დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2012 წლის 11 ივნისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 06 ოქტომბერს. 2012 წლის 11 ივნისიდან 2017 წლის 06 ოქტომბრამდე გასულია 5 წელი, 3 თვე და ოცდაოთხი დღე.
მოსარჩელეს ხანდაზმულობის ვადის დინების შეჩერების ან შეწყვეტის მტკიცებულება არ აქვს. მან ხანდაზმულობის ვადის გასვლის საწინააღმდეგოდ რაიმე არგუმენტაცია ვერ წარმოადგინა.
6.7. სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლით: ,,ხანდაზმულობის ვადის დენა ჩერდება, თუ:
ა. ვალდებულების შესრულება გადავადებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ (მორატორიუმი);
ბ. სარჩელის წარდგენას აბრკოლებს განსაკუთრებული და მოცემულ პირობებში აუცდენელი დაუძლეველი ძალა;
გ. კრედიტორი ან მოვალე იმყოფება შეიარაღებული ძალების იმ ნაწილში, რომელიც გადაყვანილია საომარ მდგომარეობაში;
დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში”.
გარდა დასახელებული ნორმით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის შეჩერებისა, ხანდაზმულობის ვადა ჩერდება ეუღლეთა შორის მოთხოვნებზე ქორწინების განმავლობაში, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნებზე ბავშვების სრულწლოვანების დადგომამდე, აგრეთვე მეურვეებსა (მზრუნველებსა) და სამეურვეო პირებს შორის მოთხოვნებზე მეურვეობის მთელი პერიოდის მანძილზე (საქ. სკ-ის 133-ე მუხლი), ასევე თუ მოთხოვნა მომდინარეობს ქმედუუნარო ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირისაგან, რომელსაც კანონიერი წარმომადგენელი არა ჰყავს (სკ-ის 134-ე მუხლი). დრო, რომლის განმავლობაშიც ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერებულია, ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება. სასამართლომ გამოიკვლია მოსარჩელის უფლების დარღვევიდან სარჩელის წარმოდგენამდე ხანდაზმულობის ვადის შეჩერების არსებობის საკითხი, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არასებობს ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების რომელიმე საფუძველი.
6.8. სამოქალაქო კოდექსი ხანდაზმულობის ვადის შეჩერების გარდა, ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძვლებსაც. კერძოდ: სკ-ის 137-ე მუხლით ,,ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას”.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე პროცენტის ან ძირითადი თანხის ნაწილის გადაცემა, წარმოადგენს ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველს. მტკიცებულებათა ანალიზით დადგინდა, რომ სახეზე არ არის ნების გამოვლენით მოვალის მიერ ვალის აღიარებისა და ამ აღიარებით ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი.
6.9. სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილით ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს რე----------–---ს თანხის დაბრუნების მოთხოვნის უფლება გაუჩნდა 2012 წლის 11 ივნისიდან. მოსარჩელეს სარჩელი აღძრული აქვს 2017 წლის 06 ოქტომბერს. 2012 წლის 11 ივნისიდან 2017 წლის 06 ოქტომბრამდე გასულია 5 წელი, 3 თვე და ოცდაოთხი დღე. ანუ სარჩელი ხანდაზმულია. ხანდაზმულობის ვადის გასვლა მოპასუხეს ანიჭებს უფლებას უარი თქვას თანხის გადახდაზე. შესაბამისად მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 3000 ლარს. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს. სახ. ბაჟი მოსარჩელეს წინასწარ აქვს გადახდილი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სასამართლოს 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით (#2-3780/2017) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე რუ--------–-------–---–ს აეკრძალა შპს ,,კ---------–--------ის" (ს/კ 4--------) მიერ მის საკუთრებაში არსებულ, რუ--------–-------–---–ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, შ-------ს ქ. N--/ ქ.თბილისი, ბ-------–-ს ქ. N--, 94.45 კვ.მ. ბინაზე (ს/კ #01.10.14.025.042.01.1.0--), - თავისი უფლების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო, უნდა გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. რე----------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გაუქმდეს საქმეზე 2017 წლის 06 ოქტომბრის განჩინებით (#2-3780/2017) სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე რუ--------–-------–---–ს აეკრძალა შპს ,,კ---------–--------ის" (ს/კ 4--------) მიერ მის საკუთრებაში არსებულ, რუ--------–-------–---–ისათვის (პ/ნ 6----------) გადასაცემ უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისი, შ-------ს ქ. N--/ ქ.თბილისი, ბ-------–-ს ქ. N--, 94.45 კვ.მ. ბინაზე (ს/კ #01.10.14.025.042.01.1.0--), - თავისი უფლების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე სალიხ შაინიძე