გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002738354
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/34248 -18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - თ--------------–---–ი

წარმომადგენელი - ა-------------–ი

მოპასუხე - ც----------–--ე

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი - ნაძალადევის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი

დავის საგანი - განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. თ--------------–---–სა (დაბადებული: 1-----–-–-------------------, პირადი N-----------) და ც----------–--ეს (დაბადებული: 1-----–-–----------------, პირადი N-----------) შორის, 2----–-–------------------- რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა, სააქტო ჩანაწერი N-----------;

1.2. მოპასუხე ც----------–--ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ა-–------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------) სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება, 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

1.3. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N-----------) საცხოვრებელ ადგილად, მოსარჩელე თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

თ--------------–---–ი და ც----------–--ე 2008 წლის 20 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ, ქორწინების პერიოდში, 2----–-–---------------- შეეძინათ შვილი, ა-–------------–---–ი. 2018 წლის 01 ნოემბერს, როდესაც თ--------------–---–ი იმყოფებოდა სამუშაოზე, მოპასუხე ც----------–--ემ არასრულწლოვანი შვილი, ა-–------------–---–ი დატოვა მეზობელთან და თავისივე განცხადებით გაემგზავრა თ---------- რესპუბლიკაში. ა-–------------–---–ი დღეის მდგომარეობით ცხოვრობს მამასთან, თ------ ღ----–---–---- ერთად და არის სრულიად მის კმაყოფაზე. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლაში. თ--------------–---–ისათვის უცნობია მოპასუხის ადგილსამყოფელი. მოსარჩელე არის ა---–---------- დევნილი, არა აქვს სტაბილური შემოსავალი, გარდა თავისი და თავისი შვილისთვის დევნილის სტატუსით გათვალისწინებული დახმარებისა, თითოეულისათვის თვეში 45 ლარი. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, ბავშვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი.

(სარჩელი, 2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე ც----------–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა. მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321-ე მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მოპასუხისაგან მტკიცებულებათა მიღება არ ხდება და სასამართლო მოისმენს მოპასუხის მხოლოდ სამართლებრივ მოსაზრებებს სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას და თანახმაა არასრულწლოვანი ბავშვის, 2----–-–---------------- დაბადებული ა-–------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი. ოჯახური დავის შემთხვევის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ თ--------------–---–ს შესწევს უნარი, სრულფასოვანი ზრუნვა განახორციელოს არასრულწლოვან შვილზე. საცხოვრებელში ბავშვისთვის შექმნილია უსაფრთხო გარემო. ამასთან გასათვალისწინებელია თავად არასრულწლოვანი ბავშვის სურვილი მის საცხოვრებელ ადგილთან მიმართებით. მას სურს, ცხოვრობდეს მამასთან, სადაც თავს დაცულად, კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების დროს კი უპირატესობა უნდა მიენიჭოს არასრულწლოვანი ბავშვის საუკეთესო ინტერესებს, იცხოვროს მშვიდ, კეთილსაიმედო და მისი განვითარებისათვის უსაფრთხო გარემოში.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. თ--------------–---–ი და ც----------–--ე დაქორწინდნენ 2----–-–-------------------. მათ, ქორწინების პერიოდში, 2----–-–----------------, შეეძინათ შვილი, ა-–------------–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15).

 

4.1.2. მოსარჩელე თ--------------–---–ი და მოპასუხე ც----------–--ე 2018 წლის ნოემბრის თვიდან ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი ცხოვრობს მოსარჩელესთან, თ--------------–---–თან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. თ--------------–---–ს და არასრულწლოვან ა-–------------–---–ს მინიჭებული აქვთ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსი. ისინი იღებენ სოციალურ დახმარებას თითოეული თვეში 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის მისამართს) წარმოადგენს მ–-----, ს--–---------------------------------------–------------------–---;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის მოწმობა N------------------- (ს.ფ. 18-19);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

4.1.4. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ ქალაქ თბილისის N---- საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 20);

 

4.1.5. მოპასუხე ც----------–--ის რეგისტრაციის მისამართია მ–-----, ს. წეროვანი, (ს------–-----------------–------------------------);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ამომრჩეველთა სიიდან (ს.ფ. 22-23).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. თ--------------–---–ის და ც----------–--ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე ც----------–--ე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თ---------- რესპუბლიკაში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

4.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე თ--------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 187.5 ლარს; ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ პირს სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 13.12.2018 წელს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 58-59).

 

4.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ც----------–--ის მიერ 01.01.2017 წლიდან 20.12.2018 წლამდე მიღებული შემოსავლები (ხელფასი, პრემია და სხვა) შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 356.46 ლარს, ივლისის თვეში - 458.69 ლარს, აგვისტოს თვეში - 524.44 ლარს, სექტემბრის თვეში - 477.09 ლარს, ოქტომბრის თვეში - 523.81 ლარს და ნოემბრის თვეში - 366.66 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 20.12.2018 წელს გაცემული ცნობა N------------, დანართი (ს.ფ. 66-67).

 

4.2.4. საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ც----------–--ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 11 იანვრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,---------- გავლით. ამ წლების განმავლობაში ც----------–--ის მიერ საზღვრის კვეთა ხდებოდა ყოველ წელს, წელიწადში რამდენჯერმე. ბოლოს ც----------–--ემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 01.11.2018 წელს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მიერ 11.01.2019 წელს გაცემული ცნობა, დანართი (ს.ფ. 78-80).

 

4.2.5. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის დასკვნის მიხედვით, სოციალური მუშაკი გაესაუბრა მოსარჩელე თ--------------–---–ს. მისი გადმოცემით, იგი მეუღლესთან, ც----------–--ესთან და შვილთან ერთად ცხოვრობდა წ--------–-. ბავშვი სკოლაში ამავე სოფელში დადიოდა და ც----------–--ეც დასაქმებული იყო სუპერმარკეტში. თავად მოსარჩელეს კი, სამსახურის გამო, პერიოდულად უწევდა გორში ცხოვრება. აღნიშნავს, რომ მას და მის მეუღლეს ც----------–--ეს ზოგჯერ ჰქონდათ მცირედი კონფლიქტები, რომელიც ძირითადად ც----------–--ის სამეგობრო წრეს უკავშირდებოდა. თ------ისთვის მიუღებელი იყო მათი ქცევა და დამოკიდებულებები. მოპასუხე მხარეს სურდა საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა. ოჯახის ყოველთვიური შემოსავალი შეადგენდა დაახლოებით 1000 ლარს და ეს თანხა ოჯახის ძირითადი საჭიროებების დაკმაყოფილებისათვის საკმარისი იყო. 2018 წლის 01 ნოემბერს, როდესაც თ--------------–---–ი სამუშაოდ იმყოფებოდა გორში, მოპასუხე ც----------–--ემ არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი მეზობელს დაუტოვა და საქართველოდან წავიდა. მის მეუღლეს, თ--------------–---–ს კი ტელეფონით დაურეკა და აუხსნა, რომ მიდიოდა, შორდებოდა და ბავშვისთვის მიეხედა. მას შემდეგ, ბავშვზე ყოველდღიურად მამა ზრუნავს. თ--------------–---–ის გადმოცემით, მათ მოუწიათ თბილისში გადმოსვლა ძმის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბავშვის აღზრდაში ძმა და ძმის მეუღლე ეხმარებიან. თავად ისევ დასაქმებულია და შპს ,-------–---ში“ მუშაობს შემდუღებლად.

არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი ამჟამად ცხოვრობს ბიძის სახლში, ქ. თბილისში, თ-------------------------------------------ში. იურიდიულად რეგისტრირებულია სოფელ წ--------–- მდებარე სახლში, სადაც ამჟამად არავინ ცხოვრობს. სახლში მოწესრიგებულია საცხოვრებელი პირობები. ბავშვს აქვს ყველა საჭირო ნივთი, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებები, ასევე, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები. არასრულწლოვანი იღებს სასკოლო განათლებას და მისი ინტერესები დაცულია. დღის განმავლობაში მასზე ზრუნავენ ბიძა, ბიცოლა და ბაბუა, ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში. ამჟამად, მოპასუხე ც----------–--ე იმყოფება თ--------–- და ოჯახის ინფორმაციით მომვლელად მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში. მამის გადმოცემით, დედა ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწევს და ამ დრომდე ბავშვის საჭიროებებს თავად სრულად უზრუნველყოფს. ბავშვს დედის ნათესავებთან კარგი ურთიერთობა აქვს. ზოგჯერ ინტერნეტის მეშვეობით ელაპარაკება დედას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების სერვის ცენტრის მიერ 2019 წლის 21 იანვარს შედგენილი დასკვნა N--- (ს.ფ. 90).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია. ამასთან, ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

5.2. სასამართლომ განიხილა სასარჩელო განცხადება, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ თ--------------–---–ის სარჩელი, არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-1199-ე, 1201-ე, 1202-ე, 1212-1214-ე და 1234-ე მუხლები.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

თ--------------–---–ი და ც----------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2008 წლის 20 ოქტომბრიდან. მათ ჰყავთ საერთო შვილი, 2----–-–---------------- დაბადებული, ა-–------------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების თანახმად, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

2018 წლის 01 ნოემბრიდან, მხარეთა შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია, მითითებული პერიოდიდან, მოპასუხე ც----------–--ე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ, თ---------- რესპუბლიკაში. მოპასუხე მხარეს არ გამოუთქვამს პოზიცია, ქორწინების შეწყვეტის შესახებ, სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე ც----------–--ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. დადგენილია, რომ მხარეთა შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია და საქმის განხილვის მიმდინარეობისას, არ გამოიკვეთა მათ შორის ოჯახისა აღდგენის შესაძლებლობა. შესაბამისად, სასამართლო ადგენს, რომ თ--------------–---–ის და ც----------–--ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამდენად, თ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე ც----------–--ესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. მოსარჩელე თ--------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი: 2----–-–---------------- დაბადებული, ა-–------------–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვების ინტერესების დაცვას, მათთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მათ ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შესაბამისად, ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თ--------------–---–ს და ც----------–--ეს შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი ცხოვრობს მამასთან, თ--------------–---–თან. ხოლო მოპასუხე ც----------–--ე 2018 წლის 01 ნოემბერს გაემგზავრა თ---------- რესპუბლიკაში და დღემდე ცხოვრობს საქართველოს ფარგლებს გარეთ. მოპასუხე მხარემ თავისი პოზიცია განსახილველ დავაზე არ წარმოადგინა.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, თ--------------–---–ი და არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი, როგორც იძულებით გადაადგილებული პირები - დევნილის სტატუსით იღებენ სოციალურ დახმარებას თითოეული თვეში 45 (ორმოცდახუთი) ლარის ოდენობით. მათ დროებით საცხოვრებელ ადგილს (რეგისტრაციის მისამართს) წარმოადგენს მ–-----, ს--–---------------------------------------–------------------–---. ამჟამად, არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი მამასთან ერთად ცხოვრობს ბიძის საცხოვრებელ მისამართზე ქ. თბილისში, არასრულწლოვანი სწავლობს სსიპ ქალაქ თბილისის N-- საჯარო სკოლაში. ა-–------------–---–ი იმყოფება მამის რჩენა-კმაყოფაზე და ძირითადად მამა ზრუნავს მის აღზრდა-განვითარებაზე. მატერიალური კუთხით არასრულწლოვან ა-–------------–---–ს საქართველოს ფარგლებს მყოფი დედა, ც----------–--ე არ ეხმარება და ეს უკანასკნელი არ იღებს მონაწილეობას ბავშვის აღზრდა-განვითარებაში. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2017 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 12 დეკემბრამდე თ--------------–---–ის მიერ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივლისის თვეში - 1000 ლარს, აგვისტოს თვეში - 375 ლარს, სექტემბრის თვეში - 187.5 ლარს; ერთიან ელექტრონულ ბაზაში აღნიშნულ პირს სხვა სახის შემოსავალი არ უფიქსირდება. ამასთან, როგორც მოსარჩელე განმარტავს, სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ, თ--------------–---–ი დასაქმდა ბ--------- საწარმოში და აქვს მცირე შემოსავალი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვასა და მზრუნველობას. არასრულწლოვანთა აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. ეს ვალდებულება გულისხმობს არასრულწლოვანთათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნას, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ყურადსაღებია ის გარემოებაც, რომ მშობელი, რომელთანაც არ ცხოვრობენ ბავშვი, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობენ არასრულწლოვნები.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ც----------–--ეს 01.01.2017 წლიდან 20.12.2018 წლამდე ასევე უფიქსირდება მიღებული შემოსავლები. კერძოდ, მისი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის ივნისის თვეში - 356.46 ლარს, ივლისის თვეში - 458.69 ლარს, აგვისტოს თვეში - 524.44 ლარს, სექტემბრის თვეში - 477.09 ლარს, ოქტომბრის თვეში - 523.81 ლარს და ნოემბრის თვეში - 366.66 ლარს. 2018 წლის ნოემბრის თვის შემდეგ იგი საქართველოში აღარ იმყოფება. მოსარჩელე მხარის ინფორმაციით, მოპასუხე ც----------–--ე მუშაობს თ---------- რესპუბლიკაში ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად და აქვს სტაბილური შემოსავალი. იგი მუშაობის მიზნით გაემგზავრა საზღვარგარეთ. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, შსს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში არსებული კომპიუტერული მონაცემთა ბაზების მიხედვით, ც----------–--ის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის ფაქტები სასაზღვრო გამტარი პუნქტების გავლით 2010 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 11 იანვრამდე დაფიქსირდა ს.ს.კ.გ. ,---------- გავლით. ამ წლების განმავლობაში ც----------–--ის მიერ საზღვრის კვეთა ხდებოდა ყოველ წელს, წელიწადში რამდენჯერმე. ბოლოს ც----------–--ემ საქართველოს საზღვარი გადაკვეთა 01.11.2018 წელს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანი ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი იზრდება მამასთან, თ--------------–---–თან და იმყოფება ძირითადად მის კმაყოფაზე. ოჯახური თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, დედის მხრიდან არ დასტურდება რაიმე სახით მატერიალური დახმარების გაწევის ფაქტი. მშობლისაგან მზრუნველობის მიღება განიხილება, როგორც ბავშვის ბუნებითი უფლება და მისი დაცვა მშობლის უპირობო ვალდებულებაა. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ზემოთ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ თ--------------–---–ის სარჩელი, ალიმენტის დაკისრების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს და მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მოპასუხე ც----------–--ეს, არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ალიმენტის გადახდა, 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

 

7.3. მოსარჩელე თ--------------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------- დაბადებული ა-–------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის, თ--------------–---–ის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად: 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს.

 

მხარეები, თ--------------–---–ი და ც----------–--ე აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი ცხოვრობს მამასთან, თ--------------–---–თან ერთად. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ მომზადებული დასკვნის მიხედვით, არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი ამჟამად ცხოვრობს ბიძის სახლში, ქ. თბილისში, თ-------------------------------------------ში. სახლში მოწესრიგებულია საცხოვრებელი პირობები. ბავშვს აქვს ყველა საჭირო ნივთი, სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი, საკვები და ჰიგიენური საჭიროებების დაკმაყოფილების საშუალებები, ასევე, აქვს განვითარებისათვის საჭირო სათამაშოები. არასრულწლოვანი იღებს სასკოლო განათლებას და მისი ინტერესები დაცულია. დღის განმავლობაში მასზე ზრუნავენ ბიძა, ბიცოლა და ბაბუა, ეხმარებიან გაკვეთილების მომზადებაში. ამჟამად, მოპასუხე ც----------–--ე იმყოფება თ--------–- და ოჯახის ინფორმაციით მომვლელად მუშაობს ერთ-ერთ ოჯახში. მამის გადმოცემით, დედა ბავშვს არანაირ დახმარებას არ უწებს და ამ დრომდე ბავშვის საჭიროებებს თავად სრულად უზრუნველყოფს. ბავშვს დედის ნათესავებთან კარგი ურთიერთობა აქვს. დედას ინტერნეტის მეშვეობით ზოგჯერ ელაპარაკება. ამდენად, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი იზრდება უსაფრთხო, კეთილსაიმედო და მზრუნველ გარემოში. მოსარჩელე მხარის განმარტებით, მას სურს არასრულწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ისევ დაბრუნდეს სოფელ წ--------–-.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში 2019 წლის 10 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე მოხდა არასრულწლოვან ა-–------------–---–თან გასაუბრება, რასაც ესწრებოდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენელი. სასამართლო სხდომაზე არასრულწლოვანმა ა-–------------–---–ნა ნათლად და გარკვევით დააფიქსირა თავისი პოზიცია. კერძოდ, არასრულწლოვნის მითითებით, მას სურს ცხოვრობდეს მამასთან, თ--------------–---–თან. არასრულწლოვანი დედასთან საზღვარგარეთ გამგზავრების სურვილს არ გამოთქვამს. მისი სურვილია ცხოვრობდეს სოფელ წ--------–-, ორივე მშობლებთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დედა მათთან ერთად არ იცხოვრებს, ა-–------------–---–ი გამოთქვამს სურვილს ცხოვრობდეს მამასთან ერთად.

 

საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა, სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ხდება, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს საკითხი, განსაზღვროს თუ არა ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილი და ბავშვთა უფლებებთან მიმართებით ამგვარი გადაწყვეტილების მიღება რამდენად შეესაბამება ინდივიდუალურად ა-–------------–---–ის უპირატეს ინტერესებს. მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება. მოცემულ დავაზე, მოპასუხე ც----------–--ემ არ წარმოადგინა თავისი პოზიცია ბავშვის საცხოვრებელ ადგილის მამის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსაზღვრასთან დაკავშირებით. დადგენილია, რომ დღეის მდგომარეობით, მოპასუხე მხარე არ ცხოვრობს საქართველოში და იმყოფება საზღვარგარეთ. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ი იზრდება მამასთან, თ--------------–---–თან. არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, აუცილებელია, იგი ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ერთ-ერთ მშობელთან მაინც. განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ბავშვის დედასთან ცხოვრების რაიმე ხელისშემშლელი ან დამაბრკოლებელი გარემოება არ გამოიკვეთა, რაც შესაძლოა ზიანის მომტანი ყოფილიყო არასრულწლოვანისათვის. ბავშვი უნდა იზრდებოდეს მყუდრო, მშვიდ, ოჯახურ გარემოში, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს მისი ასაკი, პირადი მიდრეკილება მშობლებისადმი, ის სოციალური და ყოფითი გარემო, სადაც ბავშვს მოუწევს ყოფნა და მისი სამომავლო განვითარება და კეთილდღეობა. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, დადგინდა, რომ არასრულწლოვანი ცხოვრობს მამასთან თბილ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში, რაც შეესაბამება მის ჭეშმარიტ ინტერესებს. არასრულწლოვანი ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ა-–------------–---–ის ჭეშმარიტი ინტერესების უკეთ დაცვის მიზნით, სასამართლოს კომპეტენტური ორგანოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) დასკვნის საფუძველზე, მიზანშეწონილად მიაჩნია, არასრულწლოვანი ა-–------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, თ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილი, რაც ემსახურება არასრულწლოვანი ბავშვის კეთილდღეობაზე ზრუნვას და შეესაბამება მშობელთა და შვილის ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მეორე მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას.

 

ამდენად, თ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა, არასრულწლოვანი ა-–------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ქორწინების შეწყვეტის შესახებ დაკმაყოფილდა, თ--------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა გადახდეს მოპასუხე ც----------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები – არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 2018 წლის 27 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან 100 (ასი) ლარი. ხოლო მოპასუხე ც----------–--ეს, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 150 (ას ორმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. თ--------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს ქორწინება თ--------------–---–სა (დაბადებული: 1-----–-–------------------, პირადი N-----------) და ც----------–--ეს (დაბადებული: 1-----–-–----------------, პირადი N-----------) შორის რეგისტრირებული 2----–-–-------------------, სააქტო ჩანაწერი N-----------.

 

3. დაეკისროს მოპასუხე ც----------–--ეს (პირადი N-----------), არასრულწლოვანი შვილის, ა-–------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N-----------) სასარგებლოდ, ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 200 (ორასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 27 ნოემბრიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

4. არასრულწლოვანი ა-–------------–---–ის (დაბადებული 2----–-–----------------, პირადი N-----------) საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის, თ--------------–---–ს (პირადი N-----------), საცხოვრებელი ადგილი.

 

5. დაუბრუნდეს მოსარჩელე თ--------------–---–ს (პირადი N-----------) ა-------------–ის (პირადი N5----------) მიერ 27.11.2018 წელს, სს თიბისი ბანკში - სახაზინო კოდი N300773150, ბანკის კოდი TRESGE22, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 150 (ას ორმოცდაათი) ლარიდან 100 (ასი) ლარი.

 

6. დაეკისროს მოპასუხე ც----------–--ეს (პირადი N-----------) მოსარჩელე თ--------------–---–ის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

7. მოპასუხე ც----------–--ეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა