გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27608-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მარტი, 2019 წელი თბ--–--ი
თბ--–--ის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს „ახ----–ი“
წარმომადგენლები - მა----–---–--–---–ი, ლი-------–-----–ი, ტა-----–---–---–ი
მოპასუხე - სს „თ--–--ი“
წარმომადგენელი - ზა----------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სს „თ--–--ს“ შპს „ახ----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2000 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
სს „თ--–--ის“ მიერ ქ. თბ--–--–----------------------------------------ლი, მე------------ის მიმდებარედ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს, დაზიანდა შპს „ახ----–ის“ საკუთრებაში არსებული კაბელები, რის გამოც შპს „ახ----–ის“ აბონენტებს არ მიეწოდებოდათ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება. დაზიანების ადგილზე 2017 წლის 24 აგვისტოს გამოცხადდა შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი და სს „თ--–--ის“ სამუშაოების მწარმოებელთან ზ. გა---------–---–თან ერთად შედგენილ იქნა დაზიანების აქტი. სს „თ--–--ის“ მიერ სამუშაოების წარმოება განხორციელდა საქართველოს მთავრობის 2007 წლის 04 ივლისის №1-- დადგენილებით დამტკიცებული წესების უხეში დარღვევით, რის გამოც შპს „ახ----–ს“ მიადგა ზიანი 2289.70 ლარის ოდენობით. 2017 წლის 27 სექტემბერსა და 2018 წლის 05 მაისს შპს „ახ----–მა“ სს „თ--–--ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ, მოპასუხე თავს არიდებს თანხის გადახდას.
შესაბამისად, მოსარჩელის თავდაპირველ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის - 2289.70 ლარის დაკისრება, თუმცა მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და ითხოვს ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის - 2000 ლარის დაკისრებას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სს „თ--–--ის“ მხრიდან არანაირ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას არ ჰქონია ადგილი. სს „თ--–--ი“ 2017 წლის 24 აგვისტოს თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ აწარმოებდა ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო საქმიანობას, რომელიც შეთანხმებული იყო კომუნიკაციის ქსელის მფლობელთან და ქა-–--------–----------–----–---------------------------------ის სამსახურის მიერ გაცემული იყო ნებართვები. კერძოდ, შპს „გა---------------–----–--------–---------------ის“ საცხოვრებელი სახლის ელ. ენერგიით მომარაგების მიზნით, სს „თ--–--ის“ მიერ შედგენილ იქნა პროექტი №ნ----, რომლითაც გათვალისწინებული იყო კაბელის მიწი ქვეშ მოთავსება. ნახაზში დეტალურად არის მითითებული კაბელის განთავსების ადგილი და ტრაექტორია. მითითებული პროექტი შესათანხმებლად წარედგინა შპს „ახ--–-----–--ს“ და შპს „ახ----–ს“, თუმცა შპს „ახ----–ის“ მიერ არ იქნა აღნიშნული, რომ პროექტით გათვალისწინებულ სამუშაო მონაკვეთში განლაგებულია მათი კაბელები. პროექტის ხაზობრივი ნაგებობის მფლობელებთან შეთანხმების შემდგომ, ქა-–--------–----------–----–---------------------------------ის სამსახურის მიერ 2018 წლის 31 ივლისის №ქნ------- და №ქ-------- გადაწყვეტილებებით დაკმაყოფილდა სს „თ--–--ის“ განცხადება და სს „თ--–--ს“ მიეცა თანხმობა თბ--–--ში, პატ------------ის მიმდებარედ განეხორციელებინა ელ. მომარაგების მიზნით საჭირო მიწის გათხრითი სამუშაოები.
ამდენად, სს „თ--–--ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოების წარმოებისას დაცული იყო ყველა სამართლებრივი პროცედურა. ამასთან, სამუშაოების დაწყებამდე, სს „თ--–--ის“ ოსტატის ზა---------------–---–ის მიერ გამოძახებულ იქნა ყველა კომუნიკაციის მფლობელი, მათ შორის შპს „ახ----–ის“ წარმომადგენლებიც. ტელეფონოგრამის გადაცემის შემდეგ, შპს “ახ----–ის“ წარმომადგენელი ალ-------------–---–ი გამოცხადდა ადგილზე, თუმცა მან ვერ მიუთითა კაბელების ზუსტი მდებარეობა და სიღრმე.
მოპასუხე, ასევე განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხარჯთაღრიცხვის შესახებ შედგენილია ცალმხრივად და არ ასახავს რეალურ სურათს. წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტში არ იკვეთება მასში მოყვანილი ციფრების დასაბუთება.
ამრიგად, სს „თ--–--ის“ მხრიდან რაიმე მართლსაწინააღმდეგო ქმედებას არ ჰქონია ადგილი. არამედ პირიქით, აღნიშნული წესები დარღვეულ იქნა თავად მოსარჩელის მიერ, ვინაიდან მან ვერ უზრუნველყო ინფორმაციის მიწოდება კაბელების მდებარეობის შესახებ. შესაბამისად, სატელეფონო კაბელების დაზიანება გამოწვეულ იქნა თვით მოსარჩელის ქმედებით. გარდა ამისა, კაბელები განთავსებული იყო ტექნიკური ნორმების დარღვევით. კერძოდ, კაბელები არ იყო განთავებული არანაკლებ 0.8მ სიღმეზე და არ იყო გამაფრთხილებელი ნიშანი. იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მიერ სატელეფონო კაბელი განთავსებული იქნებოდა ტექნიკური ნორმების დაცვით და ასევე მითითებული იქნებოდა კაბელის განთავსების ტრაექტორია და სიღრმე, აღნიშნული დაზიანება თავიდან იქნებოდა აცილებული.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის აგვისტოში ქ. თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ, სს „თ--–--ი“ აწარმოებდა მიწის გათხრით სამუშაოებს (ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო სამუშაოები), რა დროსაც დაზიანდა შპს „ახ----–ის“ საკუთრებაში არსებული სატელეფონო კაბელი.
სატელეფონო კაბელის დაზიანებასთან დაკავშირებით, 2017 წლის 24 აგვისტოს შედგენილ იქნა აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შპს „ახ----–ის“ ტექნიკური ზედამხედველი ალ-------------–---–ი და სს „თ--–--ის“ საქმის მწარმოებელი ზა---------------–---–ი, რომელიც ზედამხედველობდა ზემოთ აღნიშნული სამუშაოების მიმდინარეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);
- 24.08.2017წ. დაზიანების აქტი (იხ. ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო სამუშაოების დაწყების მიზნით, სს „თ--–--ის“ მიერ 2017 წელს შედგენილ იქნა პროექტი №N----- საცხოვრებელი სახლის ელ. მომარაგებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ, რომლის შესაბამისად უნდა განხორციელებულიყო შპს „გა---------------–----–--------–---------------ს“-ის საცხოვრებელი სახლის (ქ-------–--------------------------------------------–----------------------------------------------------------------.) ელ. მომარაგებით უზრუნველყოფა. პროექტით გათვალისწინებულ იქნა კაბელის მიწის ქვეშ განთავსება.
აღნიშნული პროექტი შესათანხმებლად წარედგინა კომუნიკაციის ქსელის მფლობელებს, მათ შორის შპს „ახ--–-----–--სა“ და შპს „ახ----–ს“. პროექტი შეთანხმებულ იქნა შპს „ახ----–თან“ შემდეგი პირობის დაცვით - სამუშაოთა დაწყების წინ გამოძახებული უნდა ყოფილიყო შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი. სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო ხელით და უნდა გათხრილიყო საკონტროლო შურფები (იხ. პროექტზე დატანილი შპს „ახ----–ის“ ბეჭედი, ს.ფ. 67).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პროექტი №N----- (იხ. ს.ფ. 63-67);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. ქ. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის სს--------------------------------ს 2017 წლის 31 ივლისის №Q-------- და 2017 წლის 22 აგვისტოს №Q-------- გადაწყვეტილებით, სს „თ--–--ს“ მიეცა თანხმობა, შესაბამისი წინაპირობების დაცვით, განეხორციელებინა ქ. თბ--–--ში, პატ------------ის მიმდებარედ, ელექტრომომარაგების მიზნით საჭირო გათხრითი სამუშაოები.
აღნიშნული გადაწყვეტილებების მე-12 პუნქტით განისაზღვრა პროექტის ავტორის - სს „თ--–--ის“ ვალდებულება პროექტი შეეთანხმებინა მიწისქვეშა კომუნიკაციის მფლობელთან. ასევე, მიწის იმ ყველა მფლობელთან/მესაკუთრესთან, სადაც უნდა გაევლო ხაზობრივ ნაგებობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბ--–--ის მუნიციპალიტეტის სს--------------------------------ს №Q-------- და №Q-------- გადაწყვეტილებები (იხ. ს.ფ. 68-73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. სს „თ--–--ის“ საკაბელო-სარემონტო ჯგუფის უფროსის 12.10.2018წ. №10------/18 წერილში აღნიშნულია შემდეგი: 2017 წლის აგვისტოს თვეში საკაბელო-სარემონტო ჯგუფის ოსტატის ზა---------------–---–ის ბრიგადა პროექტით გათვალისწინებულ მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა ქ. თბ--–--ში, ვა--------------------, მ-----------------------ს მიმდებარედ. სამუშაოების შესრულების დროს ერთ-ერთმა მუშამ - მო-----------–----მა, შემთხვევით, წერაქვით დააზიანა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი მიწისქვეშა კაბელი. შპს „ახ----–ის“ მიერ სატელეფონო კაბელის უსაფრთხოების ნორმების დარღვევით (0.25მმ) მოთავსების გამო მოხდა აღნიშნული კაბელის უნებურად დაზიანება. კერძოდ, კაბელი არ იყო გატარებული წესების დაცვით შესაბამის სიღრმეზე. ასევე, აღნიშნულ კაბელს არ ჰქონდა შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. მიწის გათხრითი სამუშაოების დაწყებამდე, ოსტატის (ზა---------------–---–ის) მხრიდან მოხდა შპს „ახ----–ის“ წარმომადგენლის - ალ-------------–---–ის ადგილზე გამოძახება, რომელმაც ვერ მიუთითა სატელეფონო კაბელის ზუსტი მდებარეობა და სიღრმე.
სს „თ--–--ის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების საკაბელო ჯგუფის მიწის მთხრელი მუშის - მა-–--------------ის ახსნა-განმარტების თანახმად, 2017 წლის აგვისტოს თვეში საკაბელო ჯგუფის ოსტატის ზა---------------–---–ის ხელმძღვანელობით, აწარმოებდნენ მიწის გათხრით სამუშაოებს ვა---------------------ის მიმდებარედ. ჯგუფის უფროსის მიერ გამოძახეულ იქნა შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი, რომელმაც ვერ მიუთითა სატელეფონო კაბელის ზუსტი ტრაექტორია, სიღრმე. მის მიერ მოხდა უნებურად აღნიშნული კაბელის დაზიანება (წერაქვით), რომელიც ჩადებული იყო 20-25 სმ. სიღმეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს „თ--–--ის“ 12.10.2018წ. №10------/18 წერილი (იხ. ს.ფ. 74);
- მა-–--------------ის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 75);
3.1.5. შპს „ახ----–ის“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული ცნობის თანახმად, 2017 წლის აგვისტოს თვეში შპს „ახ----–ის“ საინფორმაციო სამსახურში სს „თ--–--ის“ მხრიდან სამუშაოების წარმოების შესახებ მისამართზე: ქ. თბ--–--ი, ვა--------------------, მე----------ალი, კორპ-------, შეტყობინება არ შესულა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.12.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 98);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.1.6. შპს „ახ----–ის“ მიერ 2018 წლის 17 იანვარს შედგენილი ხარჯთაღრიცხვის თანახმად, ქ. თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ სს „თ--–--ის“ მიერ განხორციელებული მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების დროს დაზიანებული კაბელის აღდგენის ღირებულებამ (სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და მასალის ღირებულება) შეადგინა ჯამში - 2020.6 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.01.2018წ. ხარჯთაღრიცხვა (იხ. ს.ფ. 29-30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.7. შპს „ახ----–მა“ 2017 წლის 27 სექტემბერსა და 2018 წლის 03 მაისს წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა სს „თ--–--ს“ და მოსთხოვა მათ მიერ 2017 წლის აგვისტოში, გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს შპს „ახ----–ის“ სატელეფონო კაბელის დაზიანებით მიყენებული ზიანის (კაბელის აღდგენისა და მოცდენის ღირებულება) ანაზღაურება, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 27.09.2017წ. და 03.05.2018წ. წერილობითი შეტყობინება (იხ. ს.ფ. 20-21);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.8. მოწმე ალ-------------–---–ის ჩვენების თანახმად:
ალ-------------–---–ი, იმ დროს როდესაც მოხდა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება, მუშაობდა ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურში და ევალებოდა შპს „ახ----–ის“ კაბელების ზედამხედველობა.
2017 წლის აგვისტოში (კონკრეტული რიცხვი არ ახსოვს) იყო გასული ობიექტზე, სადაც ტრაექტორიას აჩვენებდნენ სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, რა დროსაც ტელეფონით დაუკავშირდნენ და აუხსნეს, რომ უნდა მისულიყო მისამართზე დაზიანებული კაბელის ფაქტთან დაკავშირებით. ადგილზე მისულს შპს „ახ----–ის“ ბრიგადა მისული დახვდა და უკვე მინდინარეობდა აღდგენითი სამუშაოები. იგი შეეცადა რაიმე ინფორმაცია მოეპოვებინა იმის შესახებ, თუ ვინ ახორციელებდა გათხრით სამუსაოს და ვინ დააზიანა კონკრეტული კაბელი. შესაბამისად, დარეკა ქოლცენტრში, თუმცა ინფორმაცია აღნიშნულ მისამართზე სამუშაოების ჩატარების შესახებ მათ არ ჰქონდათ დაფიქსირებული. აღნიშნულის შემდგომ, გაკითხვის შედეგად დაადგინა, რომ სამუშაოები აწარმოა თ--–--მა. მოიპოვა ტელეფონის ნომერი, რომელიც აღმოჩნდა ზა---------------–---–ის. მასთან რომ დარეკა იგი უკვე სხვა ობიექტზე მუშაობდა. აუხსნა ვინ იყო და სთხოვა მისულიყო დაზიანების ადგილზე. ზა---------------–---–მა უპასუხა, რომ არ შეეძლო ადგილზე მისვლა, ვინაიდან სხვა ობიექტზე მუშაობდა, იყო საქმისმწარმოებელი და ხელმძღვანელობდა გარკვეულ ჯგუფს. შესაბამისად, მან აუხსნა, რომ ასეთ შემთხვევაში, არსებული წესის მიხედვით, ვალდებული იყო გამოეძახა საპატრულო პოლიცია და დაეფიქსირებინა კაბელის დაზიანების ფაქტი. აღნიშნულზე, ზა---------------–---–მა სთხოვა, რომ დალოდებოდა და არ გამოეძახებია საპატრულო პოლიცია.
გარკვეული პერიოდის შემდეგ, ზა---------------–---–ი მართლაც მივიდა დაზიანების ადგილზე ვა---------ში. მან განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მუშაობდა აღნიშნულ ადგილზე, თუმცა მათ არ იცოდნენ დაზიანების შესახებ. ალ-------------–---–მა სთხოვა რომ აქტზე ხელი მოეწერა. მან ყოყმანი დაიწყო, თუმცა კვლავ განუმარტა, რომ თუ არ მოაწერდა ხელს, იძულებული იქნებოდა გამოეძახა საპატრულო პოლიცია. საპატრულო პოლიციის საჭიროება აღარ დამგარა, ვინაიდან ზა---------------–---–მა აქტს ხელი მოაწერა. ასე დაშორდნენ ერთმანეთს.
ალ-------------–---–ის განმარტებით, შპს „ახ----–ში“ ასეთი მექანიზმია: ქოლცენტრიდან წინასწარ იღებენ ინფორმაციას (კონკრეტული ორგანიზაციები აკეთებენ განაცხადებს რომელ ქუჩაზე ტარდება სარემონტო სამუშაოები) კონკრეტულ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ასევე, პასუხისმგებელი პირის ტელეფონის ნომერს. ადგილზე მისვლის შემდგომ მათ წარუდგენენ ნახაზებს (კომუნიკაციების მაგისტრალების გავლის თაობაზე) და უთითებენ კონკრეტულ ჭებსაც, თუ რომელი ტრაექტორიით მიდის კაბელები. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ეს შემთხვევა არ იყო შეთანხმებული წინასწარ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 21.03.2019წ. სხდომის ოქმი 15:26:39-15:43:58);
3.1.9. მოწმე ზა---------------–---–ის ჩვენების თანახმად:
ზა---------------–---–ის საქმიანობა მოიცავს გათხრით სამუშაოებზე ზედამხედველობას. 2017 წლის 24 აგვისტოს მას დაუკავშირდა ალ-------------–---–ი და ადგილზე მისვლისას უთხრა, რომ კაბელი იყო დაზიანებული. მან დაუდასტურა, რომ ორი დღის წინ აღნიშნულ ადგილზე ნამდვილად მუშაობდნენ სს „თ--–--ის“ წარმომადგენლები, თუმცა მუშაობის პროცესში ვერ მიხვდნენ გაფუჭდა თუ არა რამე. შესაძლებელია ვინმემ ჩაარტყა კაბელს, მაგრამ არ უნახავთ. თუმცა, გამორიცხულია რომელიმე მუშას ჩაერტყა კაბელისთვის და მისთვის არ ეთქვა. იმ ადგილას, სადაც თითქოს დაზიანება მოხდა, დაახლოებით 5-6 დღე თხრიდნენ მიწას. გათხრისას კაბელი რომ დაზიანებულიყო იმ უბანში გამოირთვებოდა ტელეფონი. ვინ მოითმენდა, რომ ტელეფონი ამდენი ხნით გათიშული ყოფილიყო. შემთხვევის ადგილზე მისვლისას მან მხოლოდ ის დაადასტურა, რომ იქ მუშაობდნენ. ამასთან, სიტყვიერად უთხრეს, რომ კაბელი იყო დაზიანებული, თუმცა მას დაზიანებული კაბელი არ უნახავს. დაზიანება რომ ნახეს სამუშაოების დასრულებიდან ორი დღე უკვე გასული იყო.
ზა---------------–---–ის განმარტებით, მისი ვალდებულებაა, რომ დაუკავშირდეს კონკრეტულ ორგანიზაციას და გააფრთხილოს ამა თუ იმ მისამართზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ. შესაბამისად, ვიდრე აღნიშნულ მისამართზე დაიწყებოდა გათხრა, მან დარეკა შპს „ახ----–ში“, თუმცა არავინ უპასუხა. გათხრითი სამუშაოების დაწყებამდე, ადგილზე ალ-------------–---–ი არ მოსულა და არ უთქვამს სად უნდა გაეთხარათ და სად არა. მას მხოლოდ მაშინ შეხვდა, როდესაც დაზიანების შესახებ აცნობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 21.03.2019წ. სხდომის ოქმი 15:46:52-15:53:18);
3.1.10. უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ ქ. თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ, 2017 წლის აგვისტოში სს „თ--–--ის“ მიერ გათხრითი სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა მიწოდებული შპს „ახ----–ისათვის“ და აღნიშნული სამუშაოების დაწყებამდე შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი არ ყოფილა ადგილზე გამოძახებული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოწმის ჩვენება (იხ. 21.03.2019წ. სხდომის ოქმი 15:26:39-15:53:18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის აგვისტოში თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება არ მომხდარა სს „თ--–--ის“ მიერ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში, მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს. ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები, ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ მიერ ამის შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რის თაობაზეც მოპასუხე მხარეს არც შესაგებელში და არც მოსამზადებელ სასამართლო სხდომაზე არ მიუთითებია. უფრო მეტიც, მოპასუხეს მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლით სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება მოხდა სწორედ მათ მიერ წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად (იხ.ს.ფ. 75).
სასამართლო აღნიშნავს, რომ პროცესუალური თვალსაზრისით, მითითებულ გარემოებას სასამართლო ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამის თაობაზე მიუთითებს საქმის მონაწილე მხარე და იგი მოქმედებს, როგორც შეპასუხება სარჩელზე. კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელები დაზიანდა სწორედ სს „თ--–--ის“ მიერ 2017 წლის აგვისტოში წარმოებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად. მოპასუხის წარმომადგენელმა მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიუთითა აღნიშნა, რომ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება არ მომხდარა სს „თ--–--ის“ მიერ, რის გამოც აღნიშნული გარემოება სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული.
3.2.2. სასამართლო ადგენს, რომ 2017 წლის აგვისტოში თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ, სს „თ--–--ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს, სს „თ--–--ის“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, დაზიანდა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელი. აღნიშნულის შედეგად, შპს „ახ----–ს“ მიადგა მატერიალური ზიანი - 2 000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ სს „თ--–--ის“ მიერ ქ. თბ--–--–----------------------------------------ლი, მე------------ის მიმდებარედ, მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოების დროს, დაზიანდა შპს „ახ----–ის“ საკუთრებაში არსებული კაბელები, რის გამოც შპს „ახ----–ის“ აბონენტებს არ მიეწოდებოდათ სატელეფონო და ინტერნეტ მომსახურება. აღნიშნულის დასტურად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დგინდება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ კაბელებზე შპს „ახ----–ის“ საკუთრების უფლება და 2017 წლის 24 აგვისტოს შედგენილი დაზიანების აქტი, რომელსაც ხელს აწერენ შპს „ახ----–ის“ ტექნიკური ზედამხედველი ალ-------------–---–ი და სს „თ--–--ის“ საქმის მწარმოებელი ზა---------------–---–ი (რომელიც უშუალოდ ზედამხედველობდა მიწის გათხრით სამუშაოებს) და რომლის თანახმადაც, სს „თ--–--ის“ მიერ ზემოთ აღნიშნულ მისამართზე მიმდინარე საკაბელო არხის გაჭრითი სამუშაოების შედეგად დაზიანდა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი ტპპ-4---2 სატელეფონო კაბელი. აღნიშნული გარემოება, ასევე დადასტურებულ იქნა საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ალ-------------–---–ის მიერ (იხ. გადაწყვეტილების 3.1.8. და 3.1.9. პუნქტები).
საქმეში, ასევე წარმოდგენილია სს „თ--–--ის“ საკაბელო-სარემონტო ჯგუფის უფროსის 12.10.2018წ. №10------/18 წერილი, სადაც აღნიშნულია შემდეგი: 2017 წლის აგვისტოს თვეში საკაბელო-სარემონტო ჯგუფის ოსტატის ზა---------------–---–ის ბრიგადა პროექტით გათვალისწინებულ მიწის გათხრით სამუშაოებს აწარმოებდა ქ. თბ--–--ში, ვა--------------------, მ-----------------------ს მიმდებარედ. სამუშაოების შესრულების დროს ერთ-ერთმა მუშამ - მო-----------–----მა, შემთხვევით, წერაქვით დააზიანა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი მიწისქვეშა კაბელი. ასევე, სს „თ--–--ის“ სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების განყოფილების საკაბელო ჯგუფის მიწის მთხრელი მუშის - მა-–--------------ის ახსნა-განმარტება, რომლის თანახმად, 2017 წლის აგვისტოს თვეში საკაბელო ჯგუფის ოსტატის ზა---------------–---–ის ხელმძღვანელობით, აწარმოებდნენ მიწის გათხრით სამუშაოებს ვა---------------------ის მიმდებარედ. ჯგუფის უფროსის მიერ გამოძახეულ იქნა შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი, რომელმაც ვერ მიუთითა სატელეფონო კაბელის ზუსტი ტრაექტორია, სიღრმე. მის მიერ მოხდა უნებურად აღნიშნული კაბელის დაზიანება (წერაქვით), რომელიც ჩადებული იყო 20-25 სმ. სიღმეზე.
ამასთან, დადგენილია, რომ საცხოვრებელი სახლის ელ. მომარაგებისა და ინდივიდუალური გამრიცხველიანების შესახებ სს „თ--–--ის“ მიერ 2017 წელს შედგენილი №N----- პროექტი, რომლის შესაბამისადაც უნდა განეხორციელებინა სს „თ--–--ს“ თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო სამუშაოები, შპს „ახ----–თან“ შეთანხმებულ იქნა შემდეგი პირობის დაცვით - სამუშაოთა დაწყების წინ გამოძახებული უნდა ყოფილიყო შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი. თუმცა, ამის საწინააღმდეგოდ, სს „თ--–--ის“ მიერ გათხრითი სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა მიწოდებული შპს „ახ----–ისათვის“ და სამუშაოების დაწყებამდე შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი არ ყოფილა ადგილზე გამოძახებული. ეს ფაქტობრივი გარემოება მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. ამასთან ერთად, დადასტურებულ იქნა, როგორც საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ალ-------------–---–ისა და ზა---------------–---–ის მიერ (იხ. გადაწყვეტილების 3.1.8. და 3.1.9. პუნქტები), ასევე შპს „ახ----–ის“ მიერ 2018 წლის 10 დეკემბერს გაცემული ცნობით, რომლის თანახმად, 2017 წლის აგვისტოს თვეში შპს „ახ----–ის“ საინფორმაციო სამსახურში სს „თ--–--ის“ მხრიდან სამუშაოების წარმოების შესახებ მისამართზე: ქ. თბ--–--ი, ვა--------------------, მე----------ალი, კორპ-------, შეტყობინება არ შესულა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოწმე ზა---------------–---–ი უშუალოდ ზედამხედველობდა სს „თ--–--ის“ მიერ აღნიშნული სამუშაოების წარმოებას, ხოლო ალ-------------–---–ი გამოძახებულ იქნა მისამართზე დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მიყენებული ზიანის ოდენობას, სარჩელს ერთვის შპს „ახ----–ის“ მიერ 2018 წლის 17 იანვარს შედგენილი ხარჯთაღრიცხვა, რომლის თანახმად ქ. თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ სს „თ--–--ის“ მიერ განხორციელებული მიწისქვეშა სამუშაოების ჩატარების დროს დაზიანებული კაბელის აღდგენის ღირებულებამ (სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოებისა და მასალის ღირებულება) შეადგინა ჯამში - 2020.6 ლარი.
მოპასუხეს წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება მოხდა სს „თ--–--ის“ მიერ განხორციელებული მიწის გათხრითი სამუშაოების შედეგად. მოპასუხის მიერ სადავოდ იქნა გამხდარი მხოლოდ აღნიშნულ ქმედებაში მისი ბრალეულობის საკითხი და ზიანის ოდენობა. მისი მტკიცებით, კაბელების დაზიანება მოხდა არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგად. შპს „ახ----–მა“ ვერ უზრუნველყო სს „თ--–--ისათვის“ კაბელების მდებარეობის შესახებ იფნორმაციის სათანადოდ მიწოდება. ხოლო, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ხარჯთაღრიცხვის შესახებ შედგენილია ცალმხრივად და არ ასახავს რეალურ სურათს. თუმცა, მოპასუხეს მოსარჩელის განმარტებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების გასაბათილებლად, არ წარმოუდგენია მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებული გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის აგვისტოში თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის დაზიანება არ მომხდარა სს „თ--–--ის“ მიერ.
რაც შეეხება მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელეს მისი კუთვნილი სატელეფონო კაბელები განთავსებული არ ჰქონდა ტექნიკური წესების დაცვით, რამაც გამოიწვია მათი დაზიანება, მოპასუხეს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-103-ე მუხლების შესაბამისად, არ წარმოუდგენია საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები და სათანადო მტკიცებულებები, რის გამოც აღნიშნულ გარემოებას სასამართლო ვერ გაიზიარებს და მასზე ვერ იმსჯელებს. სასამართლო განმარტავს, რომ იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს მხარის მიერ მითითებული ან/და სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების შესახებ, მას ეკისრება სულ მცირე იმის ვალდებულება სრულყოფილად და თანმიმდევრულად მიუთითოს აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების თაობაზე.
ამდენად, ისეთ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს მტკიცებულებები გათხრითი სამუშაოების შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტთან, ბრალეულობასთან და ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, მოპასუხის მხოლოდ ზეპირსიტყვიერი შედავება აღნიშნულის თაობაზე, ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზაცია და სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რის გამოც სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2017 წლის აგვისტოში თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ, შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელი დაზიანდა სწორედ სს „თ--–--ის“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის მხოლოდ 2000 ლარის დაკისრებას, სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის ქმედების შედეგად მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი - 2000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);
- 24.08.2017წ. დაზიანების აქტი (იხ. ს.ფ. 19);
- პროექტი №N----- (იხ. ს.ფ. 63-67);
- 10.12.2018წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 98);
- მოწმის ჩვენება (იხ. 21.03.2019წ. სხდომის ოქმი 15:26:39-15:53:18);
- სს „თ--–--ის“ 12.10.2018წ. №10------/18 წერილი (იხ. ს.ფ. 74);
- მა-–--------------ის ახსნა-განმარტება (იხ. ს.ფ. 75);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ახ----–ის“ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე, 997-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული 992-ე მუხლი განაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას.
უპირველესყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში. ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
განსახილველი დავის ფარგლებში მსჯელობის საგანს წარმოადგენს სს „თ--–--მა“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედებით (მოქმედებით) მიაყენა თუ არა ზიანი შპს „ახ----–ს“.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის აგვისტოში თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ, სს „თ--–--ის“ მიერ ჩატარებული მიწის გათხრითი სამუშაოების დროს (ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო სამუშაოები) დაზიანდა შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელი. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ აღნიშნული კაბელის დაზიანება მოხდა სს „თ--–--ის“ მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედების შედეგად, რაც დადასტურებულ იქნა საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებით (იხ. გადაწყვეტილების 3.2.2. პუნქტი). სამუშაოებს ბუნებრივია ახორციელებდნენ სს „თ--–--ის“ შესაბამისი თანამშრომლები საქმის მწარმოებლის ზა---------------–---–ის უშუალო ზედამხედველობით. უნდა აღინიშნოს, ასევე ისიც, რომ სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის მიერ საქმის არსებითი განხილვის დროს მითითებულ გარემოება იმასთან დაკავშირებით, რომ შპს „ახ----–ის“ კუთვნილი კაბელის სს „თ--–--ის“ ქმედების შედეგად არ დაზიანებულა.
„ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 04 ივლისის №1-- დადგენილების მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ხაზების დაცვის ზონაში ნებისმიერი სახის მიწის სამუშაოები შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ ხაზების მფლობელი ორგანიზაციის წერილობითი თანხმობით, მის მიერ გაცემული ტექნიკური პირობების დაცვით და ხაზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით მისი წარმომადგენლის დასწრებით. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, კი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობებს მიეკუთვნება (შემდგომში _ ხაზები) – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების საკაბელო, საჰაერო, რადიოსარელეო, თანამგზავრული ხაზების ფიზიკური წრედები და სახაზო ტრაქტები ან/და მათი ტექნოლოგიური სისტემის შემადგენელი დანადგარების, მოწყობილობებისა და ნაგებობების ერთიანი კომპლექსები, რომლებიც გამოიყენება ელექტრონული საკომუნიკაციო გამოძახებისა და საინფორმაციო სიგნალების გატარების ან/და გადაცემისათვის. ამდენად შპს „ახ----–ის“ კუთვნილი სატელეფონო კაბელი განეკუთვნება ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობას და მასზე ვრცელდება ამავე დადგენილებით დამტკიცებული წესები.
მართალია სს „თ--–--მა“ მის მიერ 2017 წელს შედგენილი №N----- პროექტი - რომლის შესაბამისადაც უნდა განეხორციელებინა თბ--–--–--------------------------–ი, მ------------------------ს მიმდებარედ ხაზობრივი ნაგებობის სამონტაჟო სამუშაოები, შეათანხმა შპს „ახ----–თან“, თუმცა, როგორც საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დგინდება, სს „თ--–--ს“ სამუშაოების დაწყებამდე კომუნიკაციის ქსელის მფლობელის - შპს „ახ----–ისაგან“ წინასწარი წერილობითი თანხმობა და ტექნიკური პირობა არ მიუღია. ამასთან, არც შპს „ახ----–ის“ წარმომადგენელი დასწრებია გათხრითი სამუშაოების წარმოებას. შესაბამისად, სს „თ--–--ის“ მიერ დარღვეულ იქნა აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებული პირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. ასეთ დროს მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნეს, როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება.
შესაბამისად, სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოჰყვა ზიანი, კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მოხდა შპს „ახ----–ის“ კაბელის დაზიანება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობას, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად მოსარჩელე შპს „ახ----–ს“ მიადგა ზიანი - დაზიანდა მისი კუთვნილი სატელეფონო კაბელი. ამასთან, საქმეში არსებული ხარჯთაღრიცხვის თანახმად, აღნიშნული ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 2020.6 ლარს. მართალია მოპასუხემ სადავოდ გახადა აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაში მითითებული ზიანის ოდენობა, თუმცა მას მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოების გასაბათილებლად და საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი და კვალიფიციური მტკიცებულება, რის გამოც სასამართლომ მიყენებული ზიანის ოდენობის ნაწილში დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელის მითითება. ამასთან, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხისათვის მხოლოდ 2000 ლარის დაკისრება, სასამართლოს დადგენილად ზიანის სწორედ აღნიშნული ოდენობა მიიჩნია.
ამრიგად, დადგენილია, რომ შპს „ახ----–სა“ და სს „თ--–--ს“ შორის არ არსებობდა რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა. ზიანი, რომელიც მიადგა მოსარჩელეს გამოწვეულია მოპასუხის მუშაკის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას განხორცილებული ქმედებებით. ზიანის ოდენობა შეადგენს - 2000 ლარს. ამასთან, მოსარჩელემ მისი მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლებიც სათანადოდ და კვალიფიციურად ვერ იქნა შედავებული მოპასუხის მიერ, რის გამო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ახ----–ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე სს „თ--–--ს“ შპს ,,ახ----–ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 2000 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს.
ამდენად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე სს „თ--–--ს“ მოსარჩელე შპს „ახ----–ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 50 ოდენობით.
ამასთან, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, ზემოთ აღნიშნული მუხლებიდან გამომდინარე, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - 50 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 50 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 14-ე, 38-39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ახ----–ის’’ სარჩელი სს „თ--–--ის“ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე სს „თ--–--ს“ შპს ,,ახ----–ის’’ სასარგებლოდ, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაეკისროს - 2 000 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს „თ--–--ს“ შპს ,,ახ----–ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 50 ლარის გადახდა.
4. შპს „ახ----–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 18 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 68.69 ლარიდან - 18.69 ლარი (საგადასახადო დავალება - 955), ასევე მის მიერ 2018 წლის 20 სექტემბერს სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 31.31 ლარი (საგადასახადო დავალება - 96-), რომლებიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRE----2, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი - 3---------
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბ--–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბ--–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხდდეს თბ--–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე