გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2661-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.04.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ესაძე
მოსარჩელე- შპს „აზ----------–ი“
დირექტორი - ა--------ი ს-----ი ფ------–ა ოღლუ
წარმომადგენელი - რ--------ნ შვ--–--ე, დ--–- ხ--–--ა
მოპასუხე - საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდი (მგფ).
წარმომადგენელი - მ-----მ ხ----------ე, პ---–------ე მო----ა, რამაზ ბლ---–---–ი
დავის საგანი - უკანონოდ დარიცხული ჯარიმის და საგარანტიო თანხის დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდზე (მგფ), მოპასუხე შპს „აზ----------–ი“-ს მიმართ, უკანონოდ ჩამოჭრილი საგარანტიო თანხის -286,500.00 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა ლარში) დაკისრება შპს „აზ----------–ი-ს“ სასარგებლოდ.
1.2.საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდის მიერ (მგფ),შპს „აზ----------–ისთვის“ ჯარიმის (პირგასამტეხლო) სახით დაკისრებული - 393, 667.00 ლარის გაუქმება და აღნიშნული თანხის მგფ-ისთვის შპს „აზ----------–ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი:
2----–---------------ს „აზ----------–ი“-ს საქართველოს ფილიალს და საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ) შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წ---–-------–----–----–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. ამავე მხარეთა შორის 2------- წლებში გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულებები: დამატება №-----------
თავდაპირველი ხელშეკრულებით, შპს ,,აზ----------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2----–-–------------–-. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კლიმატური პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები), შემკვეთმა -მ----–----–----ი გ------------ს ფონდმა, რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „აზ----------–ს“ და საბოლოო ვადად, კონტრაქტის დამატება №3-ით განისაზღვრა 2----–-----------–-- კონტრაქტის დამატება №3-ში დამკვეთმა კატეგორიულად მოითხოვა სამუშაოს დასრულება 20---–-----------–-სათვის. კონტრაქტის კონკრეტული პირობების 6.1 პუნქტის თანახმად, გათვალისწინებული იყო ჯარიმა ვადის გადაცილებისთვის, რომელიც არ უნდა ყოფილიყო კონტრაქტის საბოლოო ფასის 10 %-ზე მეტი. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებდა, შპს „აზ----------–ის“ მიერ საბანკო გარანტიის წარდგენას. ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შპს ,,აზ----------–მა“ მთლიანი სამუშაო ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში და ამ ვადის გადაცილებაში მას ბრალი არ მიუძღვის. ვადის გადაცილებას ჰქონდა ობიექტური მიზეზები, რაც გამოიხატა ნალექიანი ამინდების სიჭარბეში სამუშაოთა წარმოების პერიოდში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტებით დგინდება, რომ 2----–-----------------–--------------------–-------------, სულ 104 დღე იყო ნალექიანი ამინდი. წვიმიანი ამინდის შემდეგ აუცილებელია სამუშაო მონაკვეთის გაშრობა და გაწმენდა, რასაც რამდენიმე დღე ჭირდება. ამ ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, შპს „აზ----------–ი“ მოკლებული იყო შესაძლებლობას წვიმიანი ამინდების დროს ეწარმოებინა სარეაბილიტაციო სამუშაოები. მიუხედავად იმისა, რომ დამკვეთისათვის ცნობილი იყო სამუშაო ობიექტზე რთული კლიმატური პირობების შესახებ, დამკვეთი- მგფ კატეგორიულად მოითხოვდა შპს „აზ----------–ის“ მხრიდან სამუშაოს 2----–-–------------–-სთვის დასრულებას, თან პროექტის სრული დაცვით.
პროექტის ნაკლოვანებების გამო, რაც გამომჟღავნდა უშუალოდ სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, შპს „აზ----------–ს“ დასჭირდა დიდი მოცულობის დამატებითი, აუცილებელი სამუშაოების შესრულება, რამაც ხელი შეუშალა დათქმულ ვადაში, 2----–-–------------–-სთვის სამუშაოების შესრულებას. შპს „აზ----------–ის“ მიერ სამუშაოთა დათქმულ ვადაში დაუსრულებლობა გამოწვეულია მისგან დამოუკიდებელი ობიექტური მიზეზებით-რთული კლიმატური პირობებით და პროექტის არასრულყოფილებით. პროექტის მიმართ არ იყო ჩატარებული გეოლოგიური კვლევა, მიწისქვეშ გადიოდა მაღალი ძაბვის კაბელები, რაც გამოვლინდა საქმის წარმოებისას და ამდენად, შპს „აზ----------–ს“ ბრალი არ მიუძღვის ვადის დარღვევაში.
აქედან გამომდინარე, არასწორია დამკვეთის გადაწყვეტილება შპს „აზ----------–ისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების სახით - საჯარიმო თანხის და საგარანტიო თანხის ანგარიშიდან ჩამოჭრის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელეს 20---–-–------------------ უამინდობის მოტივით ორჯერ გაუგრძელდა სამუშაოების დასრულების ვადა. ხოლო კონტრაქტის №3 დამატებით (20---–-–------------ი) მოსარჩელემ აღიარა რომ ვერ დაასრულა სარეაბილიტაციო სამუშაოები კონტრაქტით გათვალისწინებულ ვადაში და წარმოადგინა წინადადება სამუშაოების ვადის გაგრძელების თაობაზე 2----–-–------------–-მდე და ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ის წარმოადგენდა დამატებით უპირობო საბანკო გარანტიას 500 000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ კონტრაქტით გათვალისწინებული ვალდებულების ბრალეულად დროულად შეუსრულებლობამ, გამოიწვია ქალაქ წყალტუბოს დატბორვა, მოსარჩელის მხრიდან დაუდევრობა და სამუშაოსადმი გულგრილი დამოკიდებულება გახდა ქალაქის დატბორვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი.
მოსარჩელე ცდილობს ჩვეულებრივი სამშენებლო პროცედურა წარმოაჩინოს ისე თითქოს აღნიშნულ ცვლილებებს შეეძლო ზეგავლენა მოეხდინათ ვადის გადაცილებაზე, მოსარჩელე მხოლოდ ცდილობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. არცერთ ვადის ცვლილების დოკუმენტში ასახული არ არის სამუშაოების დასრულების ვადის გადაწევის საფუძვლად პროექტში ცვლილება დამატებითი სამუშაოების თაობაზე.
როდესაც მოსარჩელეს მოუწია 8 სმ ბეტონის ნაცვლად 20 სმ სისქის ბეტონის ჩასხმა, მას პროექტით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესრულება აღარ მოთხოვეს, შესაბამისად სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო დრო ამით იქნა დაბალანსებული.
2----–-–------------ შპს „აზ----------–მა“ მომართა მგფ-ს და თხოვა, ობიექტის დასრულების თარიღის 2----–-–------------–-მდე გადაწევის შესახებ, ამასთან და ეს იქნებოდა ობიექტის დასრულების საბოლოო თარიღი, მიუხედავად ყოველგვარი ხელშემშლელი გარემოებისა, ხოლო აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იკისრებდა 500 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიას. აღნიშნული წერილის საფუძველზე გაფორმდა №3 კონტრაქტის დამატება, რომლის მეორე პუნქტის თანახმად კონტრაქტის 49.1 პუნქტს დაემატა შემდეგი სახის ჩანაწერი: კონტრაქტორი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 კალენდარულ დღეში 500 000 ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2----–-–-----------. დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი, ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულებას 2----–-–------------–-მდე. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. სწორედ აღნიშნული შეთანხმება განხორციელდა მხარეებს შორის და გაუგებარია, რა კავშირშია ხელშეკრულების შეწყვეტა საბანკო გარანტიის გამოთხოვასთან. არც ხელშეკრულებით და არც მოქმედი კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული აღნიშნული. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, მოსარჩელემ ობიექტის რეაბილიტაცია დაასრულა 2----–-–-----------------ს.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. დადგენილია, რომ 2----–---------------ს შპს „აზ----------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ) შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წყალტუბოში „ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ.
მტკიცებულება: 2----–---------------ის ხელშეკრულება. (ტ.1. ს/ფ. 18-36).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2----–---------------ს ხელშეკრულებით შპს ,,აზ----------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2----–-–------------–-. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კლიმატური პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები), შემკვეთმა-მ----–----–----ი გ------------ს ფონდმა, რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „აზ----------–ს“ და საბოლოო ვადად, კონტრაქტის დამატება №3-ით განისაზღვრა 2----–-----------–--
მტკიცებულება: სარჩელი; 2----–---------------ის ხელშეკრულება. (ტ.1. ს/ფ.129).
3.2.2. დადგენილია, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №1 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №1) გაფორმდა 2----–-–-------------რს, ერთის მხრივ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) რომლის მისამართია ქ-------–-------------------–-----–-------------- და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“), რომლის მისამართია: ხ------------------------------------------. შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის ჯამური ღირებულება 4----------- ლარი შემცირდა 2--------- ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,870,103.48 ( სამი მილიონ რვაასსამოცდაათი ათას ასსამი და 48) ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე მუხლი - კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1(ღ)
მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2--- წლის 6 ნოემბერი.
მტკიცებულება: კონტრაქტის დამატება: (ტ.1.ს.ფ.126-127).
3.2.3. დადგენილია, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №2 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №2) გაფორმდა 2----–-–-------------ს, ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“), შორის. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე-მუხლი-კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1 (ღ) „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2----–-–-----------------“, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 20---–-–-------------ი.“ აღნიშნულის დასრულების თარიღი არ იქნება მომავალში გაგრძელებული. ამ თარიღის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნება განხილული საკომპენსაციო გარემოებად. 2----–-–-------------ს შემდეგ კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, თუ ჯარიმის თანხა მიაღწევს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 10 %, კონტრაქტი შეიძლება იქნეს შეწყვეტილი. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან.
მტკიცებულება: კონტრაქტის დამატება: (ტ.1.ს.ფ.128).
3.2.4. დადგენილია, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №3 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №3) გაფორმდა 2----–-–-------------ს ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“).
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე-მუხლი - კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1 (ღ) „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 20---–-–-------------ი.“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2----–-–------------–-“.
ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი დაემატოს კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს: კონტრაქტი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2----–-–-----------, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2----–-–------------–ს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების წერილი №--- დათარიღებული 2----–-–------------თ, თანდართული განახლებული სამუშაოების მეთოდოლოგიით, კალენდარული გრაფიკით და შემოთავაზებული მშენებლობის მენეჯერის რეზიუმეთი, წარმოადგენს წინამდებარე დამატება №3-ის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3 ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან.
მტკიცებულება: კონტრაქტის დამატება: (ტ.1. ს.ფ.129).
3.2.5. დადგენილია, რომ საქმეზე დართული კონტრაქტის დამატება №4 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №4) გაფორმდა 2----–-–-------------ს ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“) შორის;
კონტრაქტის №4 დამატებით დადგენილია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, საზედამხედველო კომპანიიდან E-----, მიღებული იქნა ცვლილებათა ბრძანება, რომლის თანახმად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: იმის გამო, რომ არსებული არხის ფაქტიური გეომეტრიული ზომები განსხვავდება საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული ზომებისგან, საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების განხორციელება ხარჯთაღრიცხვაში. გარდა ამისა, საჭირო გახდა ცვლილებების განხორციელება არხის სავალ ბილიკებთან დაკავშირებით. შედეგად, საკონტრაქტო ღირებულება შემცირდა 58,176.49 ლარით. ზემოხსენებული ცვლილებათა ბრძანების თანახმად, ცვლილებები ზეგავლენას არ მოახდენს მთლიანი კონტრაქტის ან ცალკეული კომპონენტის საწყის მიზნებზე და შესრულების დონეზე.
შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3,870,103.48 ლარი შემცირდა 58,176.49 ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,811,926.99 ლარი, დღგ-ს ჩათვლით;
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №4 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №4 ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან.
მტკიცებულება: კონტრაქტის დამატება: (ტ.1. ს.ფ.130).
3.2.6. გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილით დადგენილია, რომ წყალტუბოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ მიმდინარეობს, ამიტომ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ ,,გარემოს ეროვნული სააგენტო’’-სა და საქართველოში შპს ,,აზ----------–ი’’-ს ფილიალს შორის 2----–-–------------------ს გაფორმებული ფასიანი მომსახურების შესახებ №ფმ-1/252 ხელშეკრულების შესაბამისად, შპს ,,აზ----------–ი’’-ს მიეწოდა უახლესი ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემები 2----–-–-----------დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობის შესახებ;
უახლოესი, ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, 2----–-–-----------დან 11 ოქტომბრამდე ნალექი აღინიშნა 12; 13; 14; 17; 21; 26; 29 მაისს; 2; 3; 4; 6; 7;10; 11; 15; 18; 19; 20; 21; 22 ივნისს; 2; 3; 4; 9; 11; 12; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 28; 29; 30; 31 ივლისს; 3; 4; 5; 6; 8; 9; 13; 18; 19; 20; 25; 28 აგვისტოს; 1; 2; 3; 5; 6; 9; 10; 16; 21; 22; 23; 24; 25; 26; 28; 30 სექტემბერს; 1; 3; 4; 5; 6 ოქტომბერს.
-2--- მაისი: 12; 13; 14; 15; 17; 18; 21; 22; 26; 27; 29; 30 (12 დღე); 2--- ივნისი: 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 10; 11; 12; 15; 16; 18; 19; 20; 21; 22; 23 (18 დღე);2--- ივლისი: 2; 3; 4; 5; 9; 10; 11; 12; 13; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 25; 28; 29; 30; 31 (23 დღე); 2--- აგვისტო: 1; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 13; 14; 18; 19; 20; 21; 25; 26; 28; 29 (18 დღე); 2--- სექტემბერი: 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 9; 10; 11; 16; 17; 21; 22; 23; 24; 25; 26; 27; 28; 29; 30 (22 დღე); 2--- ოქტომბერი: 1; 3; 4; 5; 6; 7 (7 დღე); ჯამი: 100 დღე;
მტკიცებულება: გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობა (ტ.2. ს.ფ.316-317)
3.2.7. დადგენილია, რომ შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორმა წერილით მიმართა E------ს (მშენებლობაზე ზედამხედველობის ჯგუფი) უფროსს ნიკოლოზ ბურბულს და განმარტა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის შეფერხების მიზეზი, რომელიც №--- წერილში ეფუძნება 01.03.2--- – 18.08.2--- პერიოდისათვის ამინდის მონაცემებს, რომელიც მოცემულია E------ს დღიურ მოხსენებაში.
შპს ,,აზ----------–მა’’ მრავალჯერ აღნიშნა წერილში, რომ მეტეოროლოგიის შეთავაზებით ერთი არხი დახურული იქნებოდა წყლისგან სამშენებლო სამუშაოს მსვლელობის განმავლობაში, რაც არ გამართლდა და სწორედ ეს წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიზეზს თუ რატომ იქონია ცუდმა ამინდმა დიდი ზეგავლენა განრიგზე. სწორედ ცუდი ამინდის გამოა საჭირო 100 საავარიო დღის გაგრძელება.
ასევე შპს ,,აზ----------–ი’’ გაფრთხილებული იყო იმის შესახებ, რომ მოხდებოდა დღეების დაქვითვა სადაც პროექტის დრო არ იყო სათანადოდ გამოყენებული. როგორც ცნობილია პროექტის დაგვიანება წარმოადგენს ლიკვიდაციის ზარალის საგანს, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების 46 მუხლით და თუ ეს დღეები იქნება დაქვითული მაშინ ეს ნიშნავს, რომ შპს ,,აზ----------–ი’’-მა უნდა გადაიხადოს ზარალისათვის ორმაგი თანხა ანუ დღეების რაოდენობა, რომელიც წარმოადგენს ორმაგი ჯარიმის საგანს.
დადგენილია, რომ შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორი 2--- წლის 23 წერილით ითხოვს დამატებითი ვადის მიცემას, ხოლო იმავე წლის 24 დეკემბრის წერილით დამკვეთს აწვდის ინფორმაცის ობიექტზე მიწის ქვეშ შპს ,,ენერგო პრო ჯორჯია“-ს მაღალი ძაბვის კაბელის არსებობის შესახებ, რაც იწვევს სამუშაოთა წარმოების შეფერხებას.
მტკიცებულება: შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორის წერილი (ტ.2. ს.ფ.318-319; 323-325; 329-330)
3.2.8. დადგენილია, რომ შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორმა 2014 წლის 10 აპრილს წერილით მიმართა E------ს (მშენებლობაზე ზედამხედველობის ჯგუფი) უფროსს ნიკოლოზ ბურბულს და აცნობა სარეაბილიტაციო არხის B-5-8 სექციის (PK 20+51-PK 24+94) კედლების ქვეშ არსებული გრუნტის განადგურების შედეგად განხორციელებული დამატებითი სამუშაოების შესახებ.
დადგენილია, რომ შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორმა 2014 წლის 19 მაისს ინფორმაციული შინაარსის წერილით მიმართა E------ს (მშენებლობაზე ზედამხედველობის ჯგუფი) უფროსს ნიკოლოზ ბურბულს.
მტკიცებულება: შპს ,,აზ----------–ი’’-ს დირექტორის წერილი (ტ.2. ს.ფ. 334-335; 339-340; 345-346; 352-354).
3.2.9. დადგენილია, რომ 2--- წლის 09 ოქტომბრის წერილით დამკვეთმა (მგფ) შპს ,,აზ----------–ი’’-ს მოთხოვა, ქ. წ---–-------–----–----–---------- სარეაბილიტაციო სამუშაოების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის გამო, კონტრაქტის დამატება #3 საფუძველზე, ნაკისრი საბანკო გარანტიის სახით -500 000 (ხუთასი ათასი) ლარის წარმოდგენა.
მტკიცებულება: მგფ აღმასრულებელი დირექტორის წერილი (ტ.2. ს/ფ. 372).
3.2.10. დადგენილია, რომ 2----–-–----------ს სს ,,სტანდარტ ბანკმა“ შეასრულა შპს ,,აზ----------–ს’’ და მ----–----–----ი გ------------ს ფონდს შორის საგარანტიო წერილის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულება და 286 500,0 აშშ დოლარი გადაირიცხა მ----–----–----ი გ------------ს ფონდის ანგარიშზე.
მტკიცებულება: სს ,,სტანდარტ ბანკის“ წერილი (ტ.2. ს/ფ. 379).
3.2.11. დადგენილია, რომ 2----–---------------ს „აზ----------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ) შორის, დადებული ხელშეკრულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის მოტივით, საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდის მიერ, 20---–-–--------–-------------–-–---------------ში, შპს „აზ----------–ს“ ჯარიმის სახით ჩამოეჭრა 393, 667.00 ლარი.
მტკიცებულება: 2----–---------------ის ხელშეკრულება; სარჩელი; მხარეთა-ახსნა-განმარტება. (ტ.1. ს/ფ.1-3).
3.2.12. საქმეზე დართული მიღება-ჩაბარების აქტით დადგენილია, რომ აქტს ხელი მოეწერა 09.10.2014 წელს მასზედ, რომ კონტრაქტორის №I------------------------ს მიხედვით (შემსრულებელმა) შპს „აზ----------–მა“ დაასრულა ქ. წყალტუბოს ,,ცივი ტბის" გამავალი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 8 სექტემბერს. საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ დასრულებული სამუშაოები პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმებს. ამასთანავე შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამუშაოთა დასრულებიდან 365 დღის განმავლობაში უზრუნველყოს დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრა, რის შემდეგაც გაფორმებულ იქნეს შესაბამისი ოქმი დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის თაობაზე.
- დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის ვადის გასვლის თაობაზე 2015 წლის 19 ნოემბრის ოქმით დადგენილია, რომ - ხელის მომწერმა პირებმა (მხარეები) შეადგინეს აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ კონტრაქტის №I----------------------- საფუძველზე შემსრულებელმა (კონტრაქტორი): შპს „აზ----------–მა" 20---–-–----------------ს დაასრულა ქ. წყალტუბოს „ცივი ტბის“ და ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაცია. შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოთა დასრულებიდან გავიდა 365 დღე, რის საფუძველზეც შემსრულებელს (შპს „აზ----------–ი“) გაუვიდა დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი.
საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდი, ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და საზედამხედველო კომპანია E----- იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ აღნიშნულ ობიექტზე ოქმის გაფორმების მომენტისთვის დეფექტები არ არის. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა წინამდებარე ოქმი, რომელიც ჩაწერილია სწორად და მხარეები ადასტურებენ ხელმოწერით.
მტკიცებულება: ოქმი; აქტი (ტ.1. ს.ფ.316-318).
3.2.13. მოწმედ დაკითხულმა მერაბ სვანიძემ განმარტა, რომ პროფესიით არის ინჟინერ -მშენებელი. მუშაობს მ----–----–----ი გ------------ს ფონდში. იყო პროექტის მონიტორინგის მართვის დეპარტამენტის ხელძღვანელი და დამკვეთის წარმომადგენელი. ქ. წყალტუბოში, ე.წ. ,,ცივი ტბის“ რეაბილიტაციაზე ზედამხედველობას აწარმოებდა E-----. მოწმის განმარტებით, ის ჩადიოდა ადგილზე და აკვირდებოდა მუშაობის პროცესს, რომელიც მიმდინარეობდა შეფერხებებით. მოსარჩელეს არ ჰქონდა შესაბამისი ტექნიკა, იყო საკითხისადმი არაკვალიფიციური მიდგომა, მეთოდოლოგია არასწორი. არ იღებდნენ შენიშვნებს, არ ჰყავდათ შესაბამისი კადრები. მოწმის განმარტებით, ნამდვილად იყო წვიმიანი ამინდები, რის გამოც შპს „აზ----------–ი“-ს ვალდებულების შესასრულებლად მიეცა დამატებითი ვადა. ასევე, გარდა კლიმატური პირობებისა, ვადის გაგრძელდა გამოიწვია მოცულობათა სხვადასხვაობამ. მოწმის განმარტებით, პროექტის უზუსტობა არ ნიშნავს პროექტის ხარვეზს, რადგან შეუძლებელია იმის წინასწარ გათვლა, თუ როგორი ქანები შეხვდება მიწისქვეშ შემსრულებელს. ამიტომ მოსარჩელემ შეასრულა დამატებითი სამუშაოები, ცვლილება პროექტში შევიდა ოთხჯერ, ისე, რომ პროექტი არ შეცვლილა, შეიცვალა მხოლოდ მოცულობები და მიიღო შესაბამისი ანაზღაურება. ტბაში არსებული დანალექის, შლამის გასატანად ასევე მიეცათ დამატებითი ვადა.
მოწმის განმარტებით, ანაზღაურება ხდებოდა შესრულებული სამუშაოს მიხედვით.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.14. მოწმედ დაკითხულმა გიორგი კვეტენაძემ განმარტა, რომ ზედამხედველობდა შპს „აზ----------–ი“-ს საქმიანობას ქ. წყალტუბოში ე.წ. ,,ცივი ტბის“ რეაბილიტაციაზე მიმდინარე სამუშაოების წარმოების დროს. მოწმის განმარტებით, შპს „აზ----------–ი“ საქმიანობდა შეფერხებებით. ე.წ. ,,ცივი ტბა“ იკვებება მღვიმიდან გამოსული წყლით. ტბა უნდა გაწმენდილიყო ნალექისგან, შლამისგან. ივსებოდა სამუშაოთა წარმოების ყოველდღიური ფორმა, რომელსაც ვერ აკმაყოფილებდა შპს „აზ----------–ი“. სამუშაოთა შეუფერხებლად წარმოებისათვის აზერბაიჯანიდან ჩამოიყვანეს ბორანი, რომელზედაც განთავსდა ექსკავატორი და ხდებოდა ტბის შლამისგან გაწმენდა.
შპს „აზ----------–ი“-ს ხელმძღვანელობა ითხოვდა ვადის გაზრდას, ხოლო დამკვეთი თავის მხრივ ითხოვდა მუშაობის ტემპის დაჩქარებას და მუშახელის რაოდენობის გაზრდას.
მოწმის განმარტებით, იყო შემთხვევა, როდესაც უხელფასობის გამო, მუშახელი არ გამოცხადდა სამუშაო ობიექტზე.
მტკიცებულება: მოწმის ჩვენება.
3.2.15. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 244-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს, განსაზღვრავს, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი – დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე“. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249.4 მუხლის თანახმად, ,,გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება“.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს კვლევის საგანს წარმოადგენს საბანკო გარანტიის საფუძველზე განხორციელებული 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის დამკვეთის, მ----–----–----ი გ------------ს ფონდის (მგფ) ანგარიშზე გადარიცხვის კანონიერების შემოწმება.
ასევე შპს „აზ----------–ს“ და მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ), შორის 2----–---------------ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 393,667.00 ლარის გადასახდელად დაკისრების მართებულობა.
სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელე შპს „აზ----------–ის“ წარმომადგენლების არგუმენტებს შპს „აზ----------–ს“ და მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ), შორის 2----–---------------ს ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით - 393.667 ლარის გადასახდელად დაკისრების არამართებულობის შესახებ და განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ უსაფუძვლოდ დააკისრა პირგასამტეხლოს სახით - 393.667 ლარი, ასევე უსაფუძვლოდ მიიღო 500,000 ლარი საბანკო გარანტიის სახით.
სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
,,მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.“ იხ. სუსგ ას-233-221-17.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით - სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „აზ----------–ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის გადაცილება არ იყო დამოკიდებული შპს ,,აზ----------–ი“-ს ნებაზე, ხოლო რაც შეეხება საბანკო გარანტიის სახით გადარიცხული თანხის დაბრუნებას, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საბანკო გარანტია დამოკიდებული არ არის ხელშეკრულებაზე და იგი არააქცესორულ ვალდებულებას წარმოადგენს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 636-ე, 642-ე, 879-882-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
6.4. როგორც აღინიშნა, მოცემული საქმის განხილვისას, მნიშვნელოვანია მტკიცების ტვირთის სწორად განაწილება. კერძოდ, მოსარჩელე შპს ,,აზ----------–ი“-ს წარმომადგენელები შესაბამის მტკიცებულებებზე მითითებით აცხადებენ, რომ შეასრულეს შპს „აზ----------–ს“ და მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ), შორის 2----–---------------ს ხელშეკრულების პირობები და ვადის გადაცილება მოხდა მათგან დაუძლეველი ძალის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო. ამდენად, საბანკო გარანტიის საფუძველზე 500,000.00 (ხუთასი ათასი) ლარის დამკვეთის, მ----–----–----ი გ------------ს ფონდის (მგფ) ანგარიშზე გადარიცხვა და ამასთანავე, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, 393.667 ლარის გადასახდელად დაკისრება უსაფუძვლოდ მიაჩნიათ, რადგან დამკვეთს ჩააბარეს ჩვეულებრივი სარგებლობისათვის ვარგისი ნივთი, რომელიც დღემდე დანიშნულებისამებრ ფუნქციონირებს.
მოსარჩელის წარმომადგენლებმა მიუთითეს გარემოს ეროვნული სააგენტოს წერილზე, რომლითაც ირკვევა, რომ წყალტუბოში მეტეოროლოგიური დაკვირვებები არ მიმდინარეობს, ხოლო უახლესი ქ. ქუთაისის მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით 2----–-–-----------დან 10 ოქტომბრის ჩათვლით ნალექიან დღეთა რაოდენობის შესახებ; დადგენილია, რომ 2----–-–-----------დან 11 ოქტომბრამდე ნალექი აღინიშნა 12; 13; 14; 17; 21; 26; 29 მაისს; 2; 3; 4; 6; 7;10; 11; 15; 18; 19; 20; 21; 22 ივნისს; 2; 3; 4; 9; 11; 12; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 28; 29; 30; 31 ივლისს; 3; 4; 5; 6; 8; 9; 13; 18; 19; 20; 25; 28 აგვისტოს; 1; 2; 3; 5; 6; 9; 10; 16; 21; 22; 23; 24; 25; 26; 28; 30 სექტემბერს; 1; 3; 4; 5; 6 ოქტომბერს.
2--- მაისი: 12; 13; 14; 15; 17; 18; 21; 22; 26; 27; 29; 30 (12 დღე); 2--- ივნისი: 2; 3; 4; 5; 6; 7; 8; 10; 11; 12; 15; 16; 18; 19; 20; 21; 22; 23 (18 დღე);2--- ივლისი: 2; 3; 4; 5; 9; 10; 11; 12; 13; 16; 17; 18; 19; 20; 21; 22; 23; 24; 25; 28; 29; 30; 31 (23 დღე); 2--- აგვისტო: 1; 3; 4; 5; 6; 7; 8; 9; 10; 13; 14; 18; 19; 20; 21; 25; 26; 28; 29 (18 დღე); 2--- სექტემბერი: 1; 2; 3; 4; 5; 6; 7; 9; 10; 11; 16; 17; 21; 22; 23; 24; 25; 26; 27; 28; 29; 30 (22 დღე); 2--- ოქტომბერი: 1; 3; 4; 5; 6; 7 (7 დღე); ჯამი: 100 დღე; ტ.2. ს.ფ. 316-317;
გარდა ამისა, მოსარჩელემ მიუთითა 2----–---------------ს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დამატებებზე (სულ ოთხი) და განმარტა, რომ ვინაიდან ხელშეკრულება იყო ხარვეზიანი, რაც გამოიხატა იმაში, რომ არ იყო ჩატარებული პროექტის გეოლოგიური კვლევა, ასევე შემსრულებელმა განახორციელა დამატებითი, ფარული სამუშაოები, რაც არ იქნა გათვალისწინებული მოპასუხის მიერ, მას არ უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს და საბანკო გარანტიის სახით თანხის გადახდა.
6.5. სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს პირგასამტეხლოს იურიდიულ ,,ბუნებაზე“ და აღნიშნავს, რომ სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა - არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე.
ამდენად, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელია ვალდებული პირის ბრალეული ქმედება, რაც მხარეთათვის წინასწარ არის სავარაუდო და რაც ასევე ვალდებულების ხასიათიდან გამომდინარე, თავიდან უნდა აიცილოს პირმა.
6...მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის 2----–-–----------------ს გაფორმებული კონტრაქტის 46.1 მუხლი, ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას ხელშეკრულების პირობების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეზე დართულია მხართა შორის ნებაყოფლობით დადებული შეთანხმება, 2----–---------------ს ხელშეკრულების (კონტრაქტის) დამატების შესახებ.
კერძოდ - დადგენილია, რომ 2----–---------------ს ხელშეკრულებით, შპს ,,აზ----------–ს“ სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2----–-–------------–-. ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე (კლიმატური პირობები და სხვა გაუთვალისწინებელი დამატებითი სამუშაოები), შემკვეთმა-მ----–----–----ი გ------------ს ფონდმა, რამდენჯერმე გაუგრძელა ვადა შპს „აზ----------–ს“ და საბოლოო ვადად, კონტრაქტის დამატება №3-ით განისაზღვრა 2----–-----------–-- (ტ.1. ს/ფ.129).
-კონტრაქტის დამატება №1 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №1) გაფორმდა 2----–-–-------------რს, ერთის მხრივ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“), შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის ჯამური ღირებულება 4----------- ლარი შემცირდა 2--------- ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,870,103.48 ( სამი მილიონ რვაასსამოცდაათი ათას ასსამი და 48/100) ლარი, დღგ-ს ჩათვლით; კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე მუხლი - კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1(ღ); მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2--- წლის 6 ნოემბერი. (ტ.1.ს.ფ.126-127).
-კონტრაქტის დამატება №2 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №2) გაფორმდა 2----–-–-------------ს, ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“), მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე-მუხლი- კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1 (ღ) „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2----–-–-----------------“, შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 20---–-–-------------ი.“ აღნიშნულის დასრულების თარიღი არ იქნება მომავალში გაგრძელებული. ამ თარიღის შემდეგ ცუდი კლიმატური პირობები არ იქნება განხილული საკომპენსაციო გარემოებად. 2----–-–-------------ს შემდეგ კონტრაქტის კონკრეტული პირობების 46.1 მუხლის თანახმად, კონტრაქტორმა უნდა გადაიხადოს ჯარიმა, რომელიც შეადგენს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 0.1%, თუ ჯარიმის თანხა მიაღწევს კონტრაქტის საბოლოო ღირებულების 10 %, კონტრაქტი შეიძლება იქნეს შეწყვეტილი. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. წინამდებარე კონტრაქტის დამატება №2 ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან. (ტ.1.ს.ფ.128).
-კონტრაქტის დამატება №3 (შემდგომში „კონტრაქტის დამატება №3) გაფორმდა 2----–-–-------------ს ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“) შორის. მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის კონკრეტული პირობების ქვე-მუხლი- კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1 (ღ) „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 20---–-–-------------ი.“ შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2----–-–------------–-“.
ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი დაემატოს კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს: კონტრაქტი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2----–-–-----------, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2----–-–------------–ს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების წერილი №--- დათარიღებული 2----–-–------------თ, თანდართული განახლებული სამუშაოების მეთოდოლოგიით, კალენდარული გრაფიკით და შემოთავაზებული მშენებლობის მენეჯერის რეზიუმეთი, წარმოადგენს წინამდებარე დამატება №3-ის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3 ძალაშია მისი ხელმოწერის დღიდან. (ტ.1. ს.ფ.129).
6.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერების ფარგლებში ხელშეკრულების ორივე მხარე თანაბარწილად ვალდებულია, ხელი შეუწყოს ხელშეკრულების შესრულებას, ამასთან, სამოქალაქო კოდექსი ამავე პრინციპზე დაყრდნობით მხარეს ზოგ შემთხვევაში უფრო მეტს აკისრებს, ვიდრე ხელშეკრულებით აქვს ნაკისრი. სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით, ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.
ამდენად, კეთილსინდისიერების პრინციპი სახელშეკრულებო სამართლის აღიარებული ზოგადი დათქმაა, რომელიც განმტკიცებულია სამოქალაქო კანონმდებლობით. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს. ამავდროულად, სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს წარმოადგენს რა ვალდებულების ჯეროვანი შესრულება (სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი), მოვალე მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეიძლება გათავისუფლდეს ამ ვალდებულების შესრულებისაგან.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ხელშეკრულება არ შეწყვიტეს, მხოლოდ იმის გამო, რომ აღნიშნული გამოიწვევდა პროექტის გაჭიანურებას, რაც უარყოფითად აისახებოდა ქალაქ წყალტუბოს მოსახლეობის ინტერესებზე. სასამართლო ცხადია მიესალმება აღნიშნულ განმარტებას და აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხეს, რომელსაც კონტრაჰენტი გულმოდგინე შემოწმებით ჰყავს შერჩეული, კეთილსინდისიერების ფარგლებში ვალდებულია, გაითვალისწინოს შეცვლილი ვითარება ხელშეკრულების პირობებთან მიმართებით და ამით ხელი შეუწყოს ვალდებულების შესრულებას. ამასთან დაკავშირებით შეფასება უნდა მიეცეს მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტს, იმის შესახებ, რომ მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს კონტრაქტის ოთხი დამატება, რაც სასამართლოს რწმენით, პროექტის ნაწილობრივ მოუმზადებლობაზე მიანიშნებს.
სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა.
ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. აღნიშნული ნორმებით სამოქალაქო კოდექსი ადგენს სახელშეკრულებო შესრულების ვადის გადაცილებისას მოვალის პასუხისმგებლობის გამომრიცხავ და შემზღუდავ გარემოებებს.
-საქართველოს საკასაციო სასამართლომ აღინიშნა, რომ ამ ორ ინსტიტუტს შორის არსებითი განსხვავებაა, კერძოდ, შესრულების შეუძლებლობისას ვალდებულების შესრულება მთლიანად გამორიცხულია, ანუ ამ შემთხვევაში ისეთ სუბიექტურ თუ ობიექტურ გარემოებებთან გვაქვს საქმე, რომელიც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას, ხოლო შეცვლილი გარემოებების შემთხვევაში შესრულების შესაძლებლობა მაინც არსებობს, თუმცა შესრულება გართულებულია, რადგან ხელშეკრულების დადების პერიოდში არსებული გარემოებანი კარდინალურად შეცვლილია. შეცვლილი გარემოება იმდენად ართულებს შესრულებას, რომ მისი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოთხოვნა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვისთვის დამახასიათებელ სამართლიანობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს. შეცვლილი გარემოებების საწყისი, წარმომშობი მიზეზი შეიძლება იყოს როგორც ფორსმაჟორი, ისე სხვა გარემოებები, რომელიც რეალურად ართულებს შესრულებას. (ას-7-6. 10)
სასამართლო მოკლედ შეხება სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებელ ელემენტს - ბრალს. პასუხისმგებლობის (ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს) ვალდებულ პირზე დასაკისრებლად საჭიროა, რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. შემადგენლობას ჰქმნის სამართლებრივად ფასეულ სუბიექტურ და ობიექტურ გარემოებათა ერთობლიობა, რომელთა თანაარსებობა პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველია. ამ შემადგენლობის ელემენტებია: სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი; დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება; მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის; სამართალდამრღვევის ბრალი.
6.8. სასამართლო 2----–---------------ს ხელშეკრულების დამატებებს განიხილავს, როგორც მისადაგებას, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობებისადმი და აღნიშნავს, რომ მითითებული შეცვლილი ხელშეკრულების შეცვლილი პირობების თვალსაზრისით საგულისხმოა კონტრაქტის დამატება №4, რომელიც გაფორმდა 2----–-–-------------ს ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“) შორის; კონტრაქტის №4 დამატებით დადგენილია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, საზედამხედველო კომპანიიდან ,,ეპტისა", მიღებული იქნა ცვლილებათა ბრძანება, რომლის თანახმად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: იმის გამო, რომ არსებული არხის ფაქტიური გეომეტრიული ზომები განსხვავდება საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით განსაზღვრული ზომებისგან, საჭირო გახდა გარკვეული ცვლილებების განხორციელება ხარჯთაღრიცხვაში. გარდა ამისა, საჭირო გახდა ცვლილებების განხორციელება არხის სავალ ბილიკებთან დაკავშირებით. შედეგად, საკონტრაქტო ღირებულება შემცირდა 58,176.49 ლარით. ზემოხსენებული ცვლილებათა ბრძანების თანახმად, ცვლილებები ზეგავლენას არ მოახდენს მთლიანი კონტრაქტის ან ცალკეული კომპონენტის საწყის მიზნებზე და შესრულების დონეზე.
შესაბამისად მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე: კონტრაქტის ჯამური ღირებულება 3,870,103.48 ლარი შემცირდა 58,176.49 ლარით და შესაბამისად, კონტრაქტის საბოლოო ღირებულებამ შეადგინა 3,811,926.99 ლარი, დღგ-ს ჩათვლით; წინამდებარე კონტრაქტის დამატება №4 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. (ტ.1. ს.ფ.130). იმავე დამატება N4-ში მითითება არ არის ხელშეკრულების შესრულების ვადაზე, ხოლო, როგორც აღინიშნა, შესრულება დამკვეთმა მიიღო, რაც დადასტურებულია საქმეზე დართული მიღება-ჩაბარების 2014 წლის 09 ოქტომბრის აქტით, რომლითაც დადგენილია, რომ კონტრაქტორის №I------------------------ს მიხედვით (შემსრულებელმა) შპს „აზ----------–მა“ დაასრულა ქ. წყალტუბოს ცივი ტბის გამავალი არხების რეაბილიტაციის სამუშაოები 2014 წლის 8 სექტემბერს. საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდი და წყალტუბოს მუნიციპალიტეტი იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ დასრულებული სამუშაოები პასუხობს ყველა სამშენებლო ნორმებს. ამასთანავე შემსრულებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამუშაოთა დასრულებიდან 365 დღის განმავლობაში უზრუნველყოს დაფიქსირებული დეფექტების აღმოფხვრა, რის შემდეგაც გაფორმებულ იქნეს შესაბამისი ოქმი დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის გასვლის თაობაზე.
გარდა ამისა, დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდის ვადის გასვლის თაობაზე 2015 წლის 19 ნოემბრის ოქმით დადგენილია, რომ - ხელის მომწერმა პირებმა (მხარეები) შეადგინეს აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ კონტრაქტის №I----------------------- საფუძველზე შემსრულებელმა (კონტრაქტორი): შპს „აზ----------–მა“ 20---–-–----------------ს დაასრულა ქ. წყალტუბოს „ცივი ტბის“ და ტბიდან გამყვანი არხების რეაბილიტაცია. შემსრულებელთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამუშაოთა დასრულებიდან გავიდა 365 დღე, რის საფუძველზეც შემსრულებელს (შპს „აზ----------–ი“) გაუვიდა დეფექტებზე პასუხისმგებლობის პერიოდი.
საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდი, ქ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი და საზედამხედველო კომპანია „ეპტისა“ იბარებს დამთავრებულ სამუშაოებს და თვლის, რომ აღნიშნულ ობიექტზე ოქმის გაფორმების მომენტისთვის დეფექტები არ არის. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით გაფორმდა წინამდებარე ოქმი, რომელიც წავიკითხეთ, ჩაწერილია სწორად და ვადასტურებთ ხელმოწერით. (ტ.1. ს.ფ.316-318).
6.9. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2----–-–----------------ს ხელშეკრულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტის საპატიოდ მიჩნევის მტკიცების ტვირთი, რაც გამორიცხავს პირგასამტეხლოს დაკისრებას, მოსარჩლის მხარეზეა, ვინაიდან ამ გარემოებას ემყარება სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641–ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეთა შორის რაიმე კონკრეტულ პირობებსა თუ კვლევისას ამა თუ იმ სტანდარტის გამოყენების თაობაზე შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია. ხოლო თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
როგორც აღინიშნა, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულების ვადის გადაცილება გამოწვეულია საპატიო მიზეზებით (რთული მეტეოროლოგიური პირობები, პროექტის არასათანადოდ მომზადება), რის გამოც მხარეებმა ნებაყოფლობით გააფორმეს კონტრაქტის არაერთი დამატება, ხოლო მოპასუხემ შესრულების სახით მიიღო, ნივთობრივად უნაკლო ნივთი, რაც გამორიცხავს სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს მოთხოვნას კონტრაქტის 46.1 მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველია, რადგან არ იკვეთება მოსარჩელის ბრალეული, მართლსაწინააღმდეგო ქმედების არც განზრახ და არც გაუფრთხილებლობით ჩადენა.
6.10. სარჩელი უსაფუძვლოა მოპასუხე, საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდისთვის (მგფ), მოპასუხე შპს „აზ----------–ის“ სასარგებლოდ, საგარანტიო თანხის -286.500 აშშ დოლარის (შესაბამისი თანხა 500,000.00 ლარში) დაკისრების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა კანონისმიერი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია, რომ 2----–---------------ს „აზ----------–ის“ საქართველოს ფილიალსა და საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (მგფ) შორის, დაიდო ხელშეკრულება ქ. წყალტუბოში „ცივი ტბის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ. ამავე მხარეთა შორის 2----14წ-ში გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულებები: დამატება №-----------
დადგენილია, რომ -კონტრაქტის დამატება №3 გაფორმდა 20---–-–------------ს ერთის მხრივ, სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდს (შემდგომში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ი“-ს (შემდგომში „კონტრაქტორი“) შორის.
მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე:
კონტრაქტის დამატება №3-ის მიხედვით, კონტრაქტის ზოგადი პირობები 1.1 (ღ) „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 20---–-–-------------ი.“ შეიცვალა და ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: „მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი: 2----–-–------------–-“.
ქვემოთ მოყვანილი ჩანაწერი დაემატოს კონტრაქტის კონკრეტული პირობების 49.1 ქვე-მუხლს: კონტრაქტი წარმოადგენს დამატებით უპირობო გამოთხოვად საბანკო გარანტიას წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3-ის ხელმოწერის დღიდან 20 (ოცი) კალენდარულ დღეში 500,000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით, მოქმედების ვადით 2----–-–-----------, დამკვეთს უფლება აქვს აღნიშნული გარანტია გამოითხოვოს იმ შემთხვევაში, თუ კონტრაქტორი ვერ უზრუნველყოფს სამუშაოების დასრულებას 2----–-–------------–ს. არავითარი დამატებითი გარემოება არ იქნება დამკვეთის მიერ გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადის გაგრძელებისთვის. კონტრაქტორის მიერ წარმოდგენილი ვალდებულების წერილი №--- დათარიღებული 2----–-–------------თ, თანდართული განახლებული სამუშაოების მეთოდოლოგიით, კალენდარული გრაფიკით და შემოთავაზებული მშენებლობის მენეჯერის რეზიუმეთი, წარმოადგენს წინამდებარე დამატება №3-ის განუყოფელ ნაწილს.
წინამდებარე კონტრაქტის დამატება №3 წარმოადგენს 2----–-–----------------ს დადებული №I----------------------- კონტრაქტის განუყოფელ ნაწილს. (ტ.1. ს.ფ.129).
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლით, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულად თანხას გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 880.1-ე მუხლით საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. 2. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს. იმავე კოდექსის 881-ე მუხლით, გარანტის ვალდებულების დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისაგან საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სს კოდექსის 882-ე მუხლით- საბანკო გარანტია არ შეიძლება უკან იქნეს გამოთხოვილი გარანტის მიერ, თუ გარანტიაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
ამდენად, აღნიშნული მუხლების თანახმად, საბანკო გარანტია წარმოადგენს გარანტიის გამცემის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას, დამოუკიდებელი ვალდებულებაა და მისი პირობების თანახმად, გარანტიის გამცემი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე.
საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან.
საქართველოს საკასაციო სასამართლომ საბანკო გარანტიასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ საბანკო გარანტიის მთავარი განმასხვავებელი თავისებურება სხვა უზრუნველყოფის საშუალებებისაგან ის არის, რომ იგი არ არის დამოკიდებული ხელშეკრულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა. იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–------------ის „კონტრაქტის დამატება №3-ით, რომელიც გაფორმდა 2----–-–-------------ს ერთის მხრივ სსიპ საქართველოს მ----–----–----ი გ------------ს ფონდსა და მეორე მხრივ შპს „აზ----------–ს“ შორის, 2----–---------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ,,მთლიანი სამუშაოების დასრულების დაგეგმილი თარიღი განისაზღვრა 2----–-–------------–-თ.
დადგენილია, რომ შპს „აზ----------–ი“-ს მიერ 2----–---------------ის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულდა 2014 წლის სექტემბერში. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ შემდგომში მხარეთა შორის დადებული 2014 წლის 9 ივნისის კონტრაქტის N4 დამატება გავლენას ვერ მოახდენს საბანკო გარანტიის ბედზე და იგი მოპასუხემ სამართლიანად მიიღო, რადგან როგორც წესი, საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის განსაზღვრა კონკრეტული თარიღის მითითებით ხდება (ამ შემთხვევაში 2014 წლის 30 აპრილი) ვადის მიზანია ბენეფიციარის მოთხოვნის განხორციელების დროში შეზღუდვა. ბენეფიციარს გარანტისათვის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ მაშინ ჩაეთვლება დროულად, თუკი გარანტს მოთხოვნა თანდართული დოკუმენტებით გარანტიაში მითითებული ვადის გასვლამდე წარედგინება.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, სამუშაოები შპს ,,აზ----------–მა“ 2----–-–---------–-ს ნაცვლად, იმავე წლის სექტემბერში დაასრულა, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ძირითადი ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გადაცილებაში მოსარჩელის არა ბრალეულად მიჩნევა, ასევე ვერ გახდება საბანკო გარანტიის სახით მოპასუხის მიერ მიღებული თანხის გამოთხოვის საფუძველი, რადგან როგორც აღინიშნა, საბანკო გარანტიის არააქცესორული ბუნებიდან გამომდინარე, იგი ბენეფიციარის კუთვნილი მოთხოვნის დაკმაყოფილებას იმ შემთხვევაშიც უზრუნველყოფს, როცა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე ბენეფიციარის მოთხოვნა არ წარმოშობილა, მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულდა, შეწყდა ან ბათილია.
6.12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „აზ----------–ი“-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რადგან 2----–-–----------------ს ხელშეკრულებით (კონტრაქტი) გათვალისწინებული ვადის გადაცილება არ იყო დამოკიდებული შპს ,,აზ----------–ი“-ს ნებაზე, ხოლო რაც შეეხება საბანკო გარანტიის სახით გადარიცხული თანხის დაბრუნებას, სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან საბანკო გარანტია არააქცესორული ვალდებულებაა და დამოკიდებული არ არის ძირითად ხელშეკრულებაზე.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად - 1.პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები.
სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
7.3. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 55-ე მუხლის მეორე ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელე, შპს ,,აზ----------–ი“, სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 5000.00 ლარი, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 393,667.00 ლარი.
სახ. ბაჟი უნდა განაწილდეს პროპორციით და სარჩელზე უარის ნაწილში (500,000.00 ლარი), გადახდილი სახ. ბაჟი 2797.46 ლარი უნდა ჩაირიცხოს ბიუჯეტში (სსს კოდექსის 55.22 მუხლი), ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 2202.54 ლარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად (სსსკოდექსის 52-ე მუხლი).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. სსს კოდექსის 199.1 - მუხლით, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ,,აზ----------–ი“-ს სარჩელი.
2. დაეკისროს მოპასუხეს შპს ,,აზ----------–ი“-ს სასარგებლოდ 393,667.00 ლარის გადახდა.
3. სხვა ნაწილში შპს ,,აზ----------–ი“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
4. შპს ,, ,,აზ----------–ი“-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი - 2202.54 ლარი, შპს ,,აზ----------–ი“-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მოპასუხეს.
5. შპს ,,აზ----------–ი“-ს მიერ გადახდილი სახ. ბაჟი- 2797.46 ლარი, ჩაირიცხოს ბიუჯეტში.
6. უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
7.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე