გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/7359-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - შპს „ს----------–----------------–--------–-------იკა“ (ყოფილი შპს "თ--–---------------გი")
წარმომადგენელი - ე-------------------–ი
მოპასუხე - ი/მ გ--–- შ----–----ე
წარმომადგენელი - მ--–------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს მოსარჩელე შპს „ს----------–----------------–--------–-------იკას“ (ყოფილი შპს "თ--–---------------გი") სასარგებლოდ დაეკისროს ძირითადი დავალიანების 630.31 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს მოსარჩელე შპს „ს----------–----------------–--------–-------იკას“ (ყოფილი შპს "თ--–---------------გი") სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს 50 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს მოსარჩელე შპს „ს----------–----------------–--------–-------იკას“ (ყოფილი შპს "თ--–---------------გი") სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 3740 ლარის ოდენობით.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელე შპს ,,თ--–---------------გს“ და მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხეს უნდა გადაეხადა მიწოდებული პროდუქციის ღირებულება ყოველი თვის ბოლოს დავალიანების სრულად დაფარვის პირობით. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს სულ 3905.02 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა, საიდანაც მოპასუხემ 3274.89 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებამ 630.31 ლარი შეადგინა, რომელიც არ გადაუხდია 2017 წლის თებერვლის შემდგომ.
მოსარჩელე და მოპასუხე წერილობით შეთანხმდნენ, რომ ანგარიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში, მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნით პირგასამტეხლოს სახით გადაიხდიდა დავალიანების 0.2%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 10 ცალი ქოლგა, მოპასუხის სარეალიზაციო ობიექტზე განთავსების მიზნით, რომელთა ღირებულება შეადგენს 3740 ლარს. მოპასუხე არ მოუფრთხილდა ქონებას, დაკარგა (განკარგა) იგი, რითაც ზიანი მიაყენა მოსარჩელეს 3740 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე შპს ,,თ--–---------------გს“ და მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს შორის 2016 წლის 14 დეკემბერს გაფორმდა ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოპასუხემ მოსარჩელისგან იყიდა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური პროდუქცია - ღვინო სავაჭრო ნიშნით Teliani Valley, ჭაჭა სავაჭრო ნიშნით Teliani Valley, ცქრიალა ღინო სავაჭრო ნიშნით Teliani Valley, არაყი სავაჭრო ნიშნებით - Medoff, Sobieski, Mernaya, Snow Leopard, კონიაკი სავაჭრო ნიშნებით - LECAUCASE, ლუდი სავაჭრო ნიშნებით - Heineken, Krusovice, წვენი კამპა და Granini, ბრენდის სავაჭრო ნიშნები - Armagnac, Calvados, Cortel, ვისკი სასაქონლო ნიშნით The Famous Grouse, Macallan, Highland Park, ,,Gautier, ენერგეტიკული სასმელი - Estar, ლიქიორს/ბალზამს Marie Brizard და სხვ.
ხელშეკრულების 1.2 მუხლის მიხედვით, მყიდველი თავის სარეალიზაციო ობიექტში უზრუნველყოფდა გამყიდველის მიერ მიწოდებული პროდუქციის (ღვინის, ცქრიალა ღვინის, ჭაჭის, არყის, წვენის, ენერგეტიკული სასმელის და უცხოური ლუდის ექსკლუზიურად რეალიზაციას.
ხელშეკრულების 3.3.1 მუხლის მიხედვით, მყიდველი ვალდებული იყო გადაეხადა პროდუქციის ღირებულება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების მიხედვით.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის მიხედვით, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ თუ მყიდველი დაარღვევდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადახდის პირობებს, გამყიდველის მიერ მოთხოვნის წაყენების შემთხვევაში, შესაძლებელია დადგეს პირობა მყიდველის მიერ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.2%-ს გადახდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის გენერალური ხელშეკრულება # (ს.ფ. 16-18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2016 წლის 14 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს სულ 3905.02 ლარის ღირებულების პროდუქცია მიაწოდა, საიდანაც მოპასუხემ 3274.89 ლარი გადაიხადა. შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებამ 630.31 ლარი შეადგინა, რომელიც არ გადაუხდია 2017 წლის თებერვლის შემდგომ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ურთიერთანგარიშსწორების დოკუმენტი (ს.ფ. 19);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------–--------–-------იკამ“ მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ეს დროებით სარგებლობაში გადასცა 10 ცალი ქოლგა, მოპასუხის სარეალიზაციო ობიექტზე განთავსების მიზნით, რომელთა ღირებულება შეადგენს 3740 ლარს. მოპასუხემ აღნიშნული ნივთები მოსარჩელეს არ დაუბრუნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ურთიერთანგარიშსწორების დოკუმენტი (ს.ფ. 19)
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 20-41; 43);
- 2016 წლის 15 დეკემბრის ხელშეკრულება ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემის შესახებ (ს.ფ. 42)
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ გამოიკვეთა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------–--------–-------იკის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ემ სარჩელი სრულად, დავალიანების ძირი თანხის 630.31 ლარის, ზიანის 3740 ლარის და პირგასამტეხლოს 50 ლარის თაობაზე ცნო. შესაბამისად, მოსარჩელე შპს ,,ს----------–----------------–--------–-------იკას“ სარჩელი საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ვინაიდან მოპასუხე ინდ. მეწარმე გ--–- შ----–----ემ სარჩელი სრულად ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 137.95 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 53-ე, 208-ე მუხლის მე-3 ნაწილი, 243-244-ე, 248-249-250ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ს----------–----------------–----------–---------ის“ სარჩელი მოპასუხე ი/მ გ--–- შ----–----ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გამო;
2. მოპასუხე ი/მ გ--–- შ----–----ეს მოსარჩელე შპს „ს----------–----------------–----------–---------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 4420.31 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითად დავალიანებას შეადგენს 630.31 ლარი, დარიცხულ პირგასამტეხლოს 50 ლარი და ზიანს 3740 ლარი.
5. დაუბრუნდეს მოსარჩელე შპს „ს----------–----------------–----------–---------ას“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2017 წლის 07 სექტემბერს სს „საქართველოს ბანკის“ მეშვეობით #689 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 137.95 ლარი. (მიმღები ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი: 300773150).
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე