გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
831210019002877260
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

831210019002877260

საქმე №2/28-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 აპრილი, 2019 წელი ქ. ბაღდათი

შესავალი ნაწილი

ბაღდათის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე

სხდომის მდივანი - ირმა ჭუმბაძე

მოსარჩელე - ოლ-- ნე------

მოპასუხეები - 1. ვა-–---- ნე------ (არ გამოცხადდა)

2. სს ,,ს----------–---------“

წარმომადგენელი - გი------ ცხ-----

დავის საგანი: მოძრავი ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქონების ყადაღისგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელის განმარტებით, 2019 წლის 07 თებერვალს, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა მა-–---- ცხ--–-–---–-ა მოახდინა მისი კუთვნილი მოძრავი ნივთების დაყადაღება, მისი ძმის ვა-–---- ნე------ს ვალის გამო. დაყადაღებული იქნა შემდეგი მოძრავი ნივთები: 1. სამზარეულოს მაგიდა ექვსი სკამით თეთრ და შავ ფერებში და სავარძლები ტყავის ზედაპირით - 1 ცალი; 2. პლაზმური ტელევიზორი ,,ვესტელი“ შავი ფერის -1 ცალი; 3. დივანი ყავისფერი ტყავის და ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. ორკარიანი მაცივარი ,,ჰაისენსი“ რუხი ფერის - 1 ცალი; 5. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „ბეკო“- 1ც.

 

მოსარჩელის განმარტებით, ზემოდაღნიშნული ნივთები არის მისი შენაძენი და მისი საკუთრება, ხოლო მის ძმას ვა-–---- ნე------ს არანაირი მონაწილეობა მის შეძენაში არ მიუღია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ვა-–---- ნე------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

2.2. მოპასუხე სს ,,ს----------–---------ს“ წარმომადგენელმა გი------ ცხ-----მ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი სრულად ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია #180711428/519192 სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმად ვა-–---- ნე------ს დაეკისრა თანხის გადახდა სს ,,ს----------–---------ს“ სასარგებლოდ.

 

3.1.2. 2019 წლის 07 თებერვალს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა-–---- ცხ--–-–---–-ს მიერ ბაღდათის რაიონის სოფელ ზედა დიმში მდებარე საცხოვრებელ სახლში მოხდა მოძრავი ქონების აღწერა და დაყადაღება. კერძოდ, დაყადაღებული იქნა: 1. სამზარეულოს მაგიდა ექვსი სკამით თეთრ და შავ ფერებში და სავარძლები ტყავის ზედაპირით - 1 ცალი; 2. პლაზმური ტელევიზორი ,,ვესტელი“ შავი ფერის -1 ცალი; 3. დივანი ყავისფერი ტყავის და ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. ორკარიანი მაცივარი ,,ჰაისენსი“ რუხი ფერის - 1 ცალი; 5. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „ბეკო“- 1ც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტის შედგენის პროცესში მოსარჩელე ოლ--ი ნე------მ განმარტა, რომ აქტში შეტანილი ნივთები წარმოადგენს მის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 2019 წლის 07 თებერვლის აქტით დაყადაღებული მოძრავი ნივთები 2019 წლის 14 თებერვლის აუდიტორული დასკვნის თანახმად შეფასდა 1300 ლარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- აუდიტორული დასკვნა (იხ. ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.2. მოვალის ქონების აღწერის და დაყადაღების შესახებ აქტში ჩამოთვლილი ნივთები არ შეუძენია მოპასუხე ვა-–---- ნე------ს

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.3. მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში შეტანილი მოძრავი ქონება, კერძოდ: 1. სამზარეულოს მაგიდა ექვსი სკამით თეთრ და შავ ფერებში და სავარძლები ტყავის ზედაპირით - 1 ცალი; 2. პლაზმური ტელევიზორი ,,ვესტელი“ შავი ფერის -1 ცალი; 3. დივანი ყავისფერი ტყავის და ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი; 4. ორკარიანი მაცივარი ,,ჰაისენსი“ რუხი ფერის - 1 ცალი; 5. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „ბეკო“- 1ც. შეძენილია ოლ--ი ნე------ს მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- აქტი მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ (იხ. ს.ფ. 21);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა: გი- გა----------–---–--- და ბე--- აფრიამაშვილის ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ აღმასრულებლის მიერ მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ 2019 წლის 07 თებერვლის აქტით აღწერილ და დაყადაღებულ ქონებაზე მოპასუხე ვა-–---- ნე------ს არ გააჩნია საკუთრების უფლება. აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მოსარჩელე ოლ-- ნე------ს. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

- საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით,-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე, 186-ე მუხლებით;

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით; -,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე, მე-40, 44-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. 6.2. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს. 6.3. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის). აღნიშნული ნორმის თანახმად ყადაღას ექვემდებარება მხოლოდ მოვალის საკუთრებაში არსებული ქონება. ამასთან, ამავე კანონის მე-40 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირები განაცხადებენ ამ ქონებაზე თავიანთ უფლებებს, იგი მაინც შედის აღწერის აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი იმავდროულად განუმარტავს პირს მის უფლებას - მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მოცემულ შემთხვევაში საქმე გვაქვს ე.წ. საკუთრების პრეზუმფციასთან. ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი და მოსარგებლე მისი მესაკუთრეა, სანამ ამის საწინააღმდეგო არ დამტკიცდება, ე.ი. სანამ დადგენილი წესით უარყოფილი არ იქნება მოცემული ვარაუდი. განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული ვარაუდი შესაძლებელია გავრცელდეს მოსარჩელის მიმართ, რადგან ის ნივთები, რაზეც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, განთავსებულია მის საცხოვრებელ სახლში და შეძენილია მის მიერ. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ მესაკუთრე ოლ-- ნე------მ სადავო მოძრავი ნივთები გადასცა მოპასუხე ვა-–---- ნე------ს. 6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. 6.7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. აღნიშნულიდან გამომდინარე მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაემტკიცებინათ ის გარემოება, რომ აღმასრულებლის მიერ აღწერილი და დაყადაღებული ქონება შეძენილია მის მიერ და არა მოპასუხე ვა-–---- ნე------ს მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად, (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისგან გათავისუფლება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ოლ-- ნე------ არ არის ის პირი, რომელმაც შესაძლებელია პასუხი აგოს ვა-–---- ნე------ს ვალდებულებებზე კრედიტორის წინაშე და მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთების რეალიზაციით მოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება შეუძლებლად უნდა იქნეს მიჩნეული. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოპასუხე სს,,ს----------–---------’’ ცნობს სარჩელს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. 7. საპროცესო ხარჯები: სამოქა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის II ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე კანონის თანახმად განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, შესაბამისად ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად და მოპასუხე სს ,,საქართველოს ბანკმა“ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი ცნო სრულად, მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი უნდა დაეკისროს მოპასუხე ვა-–---- ნე------ს სახლმწიფო ბიუჯეტის სასარგებლო. მასვე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. იმის გათვალისწინებით, რომ ოლ-- ნე------ს სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, არ არსებობს ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს მიერ 2019 წლის 05 მარტს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, განჩინების გაუქმების საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით დადგენილი საფუძვლები.

 

სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ოლ-- ნე------ს სარჩელი ქონების ყადაღისგან გათავისუფლების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

 

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის მა-–---- ცხ--–-–---–-ს მიერ 2019 წლის 07 თებერვლის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტში მითითებული და დაყადაღებული შემდეგი მოძრავი ნივთები:

 

1. სამზარეულოს მაგიდა ექვსი სკამით თეთრ და შავ ფერებში და სავარძლები ტყავის ზედაპირით - 1 ცალი;

2. პლაზმური ტელევიზორი ,,ვესტელი“ შავი ფერის -1 ცალი;

3. დივანი ყავისფერი ტყავის და ნაჭრის ზედაპირით - 1 ცალი;

4. ორკარიანი მაცივარი ,,ჰაისენსი“ რუხი ფერის - 1 ცალი;

5. თეთრი ფერის სარეცხი მანქანა „ბეკო“- 1ც.

 

3. მოპასუხე ვა-–---- ნე------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით და ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 25 ლარის ოდენობით;

 

4. ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს 2019 წლის 05 მარტის განჩინება, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, დარჩეს უცვლელი წინამდებარე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბაღდათის მაგისტრატი სასამართლოს (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბაღდათის მაგისტრატ სასამართლოში (მისამართი: ქ. ბაღდათი, ვაჟა-ფშაველას ქ. №7) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მანანა ნიკაჭაძე

მოსამართლე