გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210017001940841
კატეგორია
დავის ტიპი
კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობანი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/13633-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

19 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია სასამართლოს დასახელება მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი სხდომის მდივანი - თ--არ აკობია მოსარჩელე - სს ,,თ--’’ თ---–-----–--ი წარმომადგენელი - შ--–----------–-–---–ი მოპასუხე - ს--- ,,ს----–-–----------------------–-------------------- ც------ი დ--–---’’ წარმომადგენელი - ი-----–--–---------, გ---------------–---–-, ა---------–---------, ბ-----------–--- დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 319 873.71 ლარის ანაზღაურება; 1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 2 399.05 ლარის ოდენობით. სარჩელის საფუძვლები: (ს.ფ.1-26) 1.1.1. მხარეენს შორის 2013 წლის 20 მაისს გაფორმდა №1--------- უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მის საკუთრებაში არსებული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები უზუფრუქტის უფლებით გადაეცა მოპასუხეს; 1.1.2. აღნიშნული ხელშეკრულება 2013 წლის 22 მაისს დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში; 1.1.3. ხელშეკრულების 1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი (ს/კ 0---------------) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 02 თებერვლის №88------------- გადაწყვეტილებით დაიყო რამდენიმე უძრავ ქონებად. 2016 წლის 18 აპრილის №8-------------- გადაწყვეტილებით კი მიწის ნაკვეთს შეეცვალა იურიდიული მისამართი და ქ. თბილისი, ბ------------–--–-ის ქუჩა №1---ის ნაცვლად განისაზღვრა ქ. თბილისი, ბ-------------–----–---ის გამზირი №1--. შესაბამისად, უზუფრუქტის ხელშეკრულებაში №0--------------- მითითებული უძრავი ქონება და ამჟამად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული უძრავი ქონება №0--------------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება იდენტურია; 1.1.4. 2013 წლის 20 მაისის უზუფრუქტის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტის საზღაურის სანაცვლოდ, მესაკუთრეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი საწარმოო პროცედურების განხორციელების მიზნით უსასყიდლოდ ისარგებლოს უზუფრუქტით გადაცემული ქონებით. უზუფრუქტუარი ვალდებულია ხელი შეუწყოს მესაკუთრეს ამ ქონების გამოყენებით საკუთარი ამოცანების შესრულებაში. შესაბამისად, უზუფრუქტით გადაცემული უძრავი ქონების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, მას აქვს სრული უფლება თავისი სამეწარმეო ამოცანებიდან გამომდინარე, გამოიყენოს ხელშეკრულების ობიექტი; 1.1.5. აღნიშნული ფაქტორის გათვალისწინებით, 2013 წლის 01 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული შრომითი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში გაუწევს მას დახმარებას მასთან დასაქმებული საკადრო რესურსით (სპეციალისტები), მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში. ამავე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის თანამშრომლის დასაქმების პერიოდში, მის თანამშრომელს უფორმდება უხელფასო შვებულება ამ მემორანდუმის თანდართული ფორმის შესაბამისად; 1.1.6. 2015 წლის 10 ნოემბერს არსებული მემორანდუმი განახლდა უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით, რომლის 3.1 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოსარჩელე მოპასუხის წერილობითი/ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს მას დახმარებას, მის ბალანსზე აღებული მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. ყოველი გადაცემისას დგება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბუღალტრული შედარების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი თვის განმავლობაში მოხმარებული მასალების საბალანსო ღირებულებისა და მოგების გათვალისწინებით. 3.5 მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის თანამშრომლის შრომის გამოყენების პროცესში თანამშრომელს მოპასუხესთან არ შეექმნება დაბრკოლებები შრომით ურთიერთობები და გაუფორმდება უხელფასო შვებულება ამ მემორანდუმის №1 დანართით დადგენილი ფორმის შესაბამისად; 1.1.7. აღნიშნული ფაქტორების საფუძველზე, მის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მდებარე მისამართზე - ქ. თბილისი, ბ---- გ-------–----–---ის გამზირი №1--, მასთან როგორც მესაკუთრესთან ერთად ოპერირებს და თავისი წესდებით განსაზღვრულ საქმიანობას ინტენსიურად ეწევა მოპასუხე, როგორც უძრავი ქონების უზუფრუქტუარი; 1.1.8. უზუფრუქტის ხელშეკრულება და თანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგენს საშუალებას მითითებულ მისამართზე განთავსებულ საწარმოებსა და მუშა პერსონალის მესაკუთრეს და უზუფრუქტუარის მიერ პარალელურ რეჟიმში გამოყენებისა და შესაბამისად დასაქმებისა; 1.1.9. აღნიშნული ფაქტობრივი მდგომარეობა არაკეთილსინდისიერი ინტერესის შემთხვევაში იძლევა შესაძლებლობას საწარმოში არსებული უამრავი რესურსის (ჩარხების, სამარჯების, მასალების და ა.შ) თვითნებური გამოყენებისა, რაც მოცემულ შემთხვევაში მისი კუთვნილი მასალების გახარჯვით განახორციელა მოპასუხემ; 1.1.10. მას აქვს 2008 წლის 27 მაისს დამტკიცებული შეკვეთების ნომენკლატურა ანუ შეკვეთის შიფრი, ხოლო მოპასუხეს აქვს 2013 წლის 01 ივნისს დამტკიცებული შეკვეთების ნომენკლატურა. ამ დოკუმენტებით განსაზღვრულია თითოეული დაწესებულების შეკვეთის ნუმერაცია, რაც წარმოადგენს იდენტიფიკატორ სახელმძღვანელოს, თუ რომელი დაწესებულების შეკვეთაზე გაიხარჯა კონკრეტული მასალა, რაზეც დგება შესაბამისი წერილობითი აქტი, რომლითაც დგინდება თუ რომელ სუბიექტს ეკუთვნოდა და რომლის - მისი თუ მოპასუხის მიერ იქნა მოხმარებული აქტში მითითებული მასალები; 1.1.11. 2013-2015 წლებში მოპასუხის მიერ შესაბამისი ხელშეკრულების გარეშე, თვითნებურად, მასალების ნომენკლატურით იდენტიფიცირებული და განსაზღვრული 1 539 ერთეული მისი კუთვნილი მასალაა გახარჯული, რაც ასახულია მოპასუხის შესაბამისი სამსახურების/საწარმოების წარმომადგენლების მიერ ამ პერიოდში შედგენილ 46 აქტში და დამტკიცებულია მოპასუხის ხელმძღვანელის მიერ; 1.1.12. აღნიშნული ქმედებით მოპასუხემ დაზოგა თავისი კუთვნილი თანხები და მასალა, რომელიც მას სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უნდა შეესყიდა შიდა ან გარე ბაზარზე, შესაბამისად, სახეზეა მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრება; 1.1.13. მოპასუხის მიერ მისი მასალის გახარჯვის ფაქტს, ისევე როგორც მათ ოდენობას და ღირებულებას ადასტურებს წარმოდგენილი მისი მასალებიდან მოპასუხის შეკვეთებზე გახარჯვის ნუსხა და შესაბამისი აქტები; 1.1.14. კომპანია ,,ბ------–-------–--------–------------------ის ც------ის’’ 2016 წლის 02 ნოემბრის აუდიტორული დასკვნით, წარმოდგენილი შეკვეთებზე გახარჯვის ნუსხის და შესაბამისი აქტების გაანალიზებით დადგინდა, რომ მასში მითითებული მასალების ჩამონათვალი რაოდენობრივად შედის მასალების გადაცემის აქტებში, რომელთა ღირებულება შეადგენს 319 873.71 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ამავე დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ აქტებში მითითებულია გადაცემული და გახარჯული მასალების რაოდენობა, კონკრეტული გადაცემა ხდებოდა შეკვეთიდან, რომელიც იდენტურია მისი შეკვეთების ნომენკლატურისა, ხოლო მიღება და გახარჯვა ხორციელდებოდა იმ შეკვეთის ნომენკლატურაზე, რომლებიც იდენტურია მოპასუხის შეკვეთების ნომრებისა, ანუ მოსარჩელის კუთვნილ შეკვეთებზე, რასაც ხელმოწერით ადასტურებდა მოპასუხის ძირითადი წარმოების ხელმძღვანელი; 1.1.15. მისი მასალების ხელშეკრულების გარეშე თვითნებურად გახარჯვის შესახებ მოპასუხეს ეცნობა არაერთხელ, კერძოდ, 2015 წლის 19 ივნისის №2------ წერილით მან მოპასუხეს აცნობა რომ განხორციელებულიყო მოხმარებული მასალების დადგენილი წესით მიღება-ჩაბარება, რის შემდეგაც მოხდებოდა მისი ღირებულების ანაზღაურება ან მოპასუხის მიერ მესამე პირისგან შესყიდვა და უკან დაბრუნება; 1.1.16. მოპასუხის 2015 წლის 15 ივლისის №---- წერილის თანახმად, იგი მზად იყო მესაკუთრესთან თანამშრომლობისთვის, რის გამოც მან დამატებით მოითხოვა დოკუმენტაცია გახარჯულ მასალებთან ერთად; 1.1.17. 2015 წლის 22 ივლისის №3-- წერილით მოპასუხეს მიეწოდა გახარჯული მასალების ნუსხა ფასების მითითებით 50 ფურცლად, რის შემდეგადაც იყო უამრავი დაპირება საკითხის დადებითად გადაწყვეტის თაობაზე; 1.1.18. 2016 წლის 10 ნოემბერს, 15 თვის შემდეგ, მოპასუხემ №0---- წერილით დადასტურების გარეშე უკან დაუბრუნა 2015 წლის 22 ივლისს გაგზავნილი გახარჯული მასალების ნუსხა. აღნიშნულით ამოიწურა მოლაპარაკების რესურსი, შესაბამისად 2016 წლის 21 ნოემბრის №5------ წერილით, მან მოპასუხეს მოსთხოვა 2014 წელს თვითნებურად გახარჯული მასალების ღირებულების - 224 890.22 ლარის ანაზღაურება, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია; 1.1.19. 2017 წლის 27 აპრილის №1------ წერილით მან მოპასუხეს მოსთხოვა 2013-2015 წლებში მოპასუხის მიერ თვითნებურად მოხმარებული მასალების ღირებულების - 319 992 ლარის ანაზღაურება, შესაბამისად მოთხოვნის ვადა წარმოიშვა 2017 წლის 28 აპრილიდან - როდესაც უფლებამოსილმა პირმა ვალდებულ პირს მოსთხოვა წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, რაც გულისხმობდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხმარებული მასალების ღირებულების ანაზღაურებას; 1.1.20. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, იგი 2017 წლის 28 აპრილიდან განიცდის მნიშვნელოვან ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ, მის მიერ აღნიშნული თანხის კომერციულ ბანკში დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში იგი 2017 წლის 28 აპრილიდან მიიღებდა გარანტირებულ წლიურ 9% სარგებელს. აღნიშნული საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება სს ,,ს----------–--------ის’’ ოფიციალური ვებ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, მას მისაღები თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში, მას ყოველთვიურად შეეძლო მიეღო 2 399.05 ლარი. აღნიშნული წარმოადგენს იმ მინიმალურ სავარაუდო შემოსავალს, რომლის მიღებაც შეეძლო როგორც გახარჯული მასალების მესაკუთრეს; 1.1.21. ფული წარმოადგენს მაღალი ბრუნვაუნარიანობის ობიექტს და დადგენილი სასამართლო პრაქტიკითაც მტკიცებას არ საჭიროებს მოპასუხის მიერ თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანი, რის გამოც მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო იგი 2017 წლის 28 აპრილიდან განიცდის ზიანს მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 28 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 2 399.05 ლარის გადახდა.

2. მოპასუხის პოზიცია

2.2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ტომი 1, ს.ფ.316-323; ახსნა-განმარტება (ტომი 2, ს.ფ.81-83; 2018 წლის 02 ნოემბრის, 2019 წლის 19 აპრილის სხდომის ოქმები) 2.1.1. მოსარჩელე ითხოვს გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ მითითებული მასალების ღირებულება არ შეესაბამება რეალობას; 2.1.2. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია 46 მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებსაც მართალია ერთვის აქტში ჩამოთვლილი მასალების ღირებულება, მაგრამ არ ერთვის ამ ღირებულების დამდასტურებელი რაიმე დოკუმენტი, რაც მასალის რეალურ ღირებულებას დაადასტურებდა. შესაბამისად, მოსარჩელემ თვითნებურად, ყოველგვარი დოკუმენტაციის მოძიებისა და კვლევის გარეშე შეადგინა მასალების ღირებულების ნუსხა; 2.1.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მისთვის მიწერილი ორი წერილი, რომელთაგანაც 2016 წლის 21 ნოემბრის წერილით ირკვევა, რომ 2013-2015 წლებში მის მიერ გახარჯული მასალების ღირებულება შეადგენს 224 890.22 ლარს, ხოლო 2017 წლის 27 აპრილის წერილით დასტურდება, რომ მის მიერ იმავე პერიოდში გახარჯული მასალების ღირებულება შეადგენს 319 992.80 ლარს. თანხებს შორის არსებული 95 102.58 ლარის სხვაობაც ადასტურებს, რომ მოსარჩელე თვითნებურად, ყოველგვარი დოკუმენტაციისა და კვლევის გარეშე ახდენს გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურებას; 2.1.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის 02 ნოემბრის აუდიტორული დასკვნის თანახმად, აუდიტორმა მოახდინა მიწოდებული მასალების რაოდენობისა და ღირებულების შედარება ზემოთ აღნიშნულ გადაცემის აქტებთან, რაც არ უნდა იქნეს განხილული როგორც კვლევა მასალის რეალური ღირებულების დასადგენად; 2.1.5. მის მიერ სადავოდ გამხდარი მასალების ღირებულების რეალურად დასადგენად, მისი შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაინიშნა სასაქონლო ექსპერტიზა ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოში და ექსპერტს დაესვა კითხვა დაედგინა წერილის დანართში მითითებული მასალების საბაზრო ღირებულება 2018 წლის მდგომარეობით; 2.1.6. აღნიშნული ორი დოკუმენტით დასტურდება, რომ მის მიერ ჩატარებული შიდა კვლევების შედეგად დადგინდა, რომ მოსარჩელის მიერ შედგენილ აქტებში არსებული 1 551 მასალიდან 1 410 გახარჯულია მის მიერ და შეიძლება ეკუთვნოდეს მოსარჩელეს. 125 დასახელების მასალა შესყიდულია მის მიერ მოსარჩელისგან შესაბამისი ზედნადებების საფუძველზე, 4 დასახელების მასალა გახარჯულია თავად მოსარჩელის შეკვეთაზე და უბრუნდება მასვე, 4 დასახელების მასალა დუბლირებულია, ხოლო 8 დასახელების მასალა აუდიტორის მიერ ვერ იქნა მოძიებული; 2.1.7. ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის დასკვნის მიხედვით დასტურდება, რომ მის მიერ გახარჯული 1 410 მასალის საბაზრო ღირებულება შეადგენს 57 339.47 ლარს. ამავე დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზის მიერ შეფასების მიღმა დარჩა 375 დასახელების მასალა, რომელთა იდენტიფიცირება ან ფასების გარკვევა ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ ვერ შეძლო; 2.1.8. აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შპს ,,თ-----------------ის’’ აუდიტორული დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ დასახელებული გაურკვეველი 375 მასალიდან 219 დასახელების მასალის იდენტიფიცირება ვერც ამ ჯგუფმა შეძლო, ხოლო 156 პოზიციის საქონელი კვლევის მიხედვით წარმოადგენს ნასყიდობის ობიექტს მოსარჩელის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში; 2.1.9. დასკვნის ამ პუნქტის საფუძველზე მის მიერ მოხდა ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს დასკვნაში არსებული დაუდგენელი მასალების (სულ 156 ერთეული) ღირებულების დაანგარიშება და მასალების ღირებულებამ შეადგინა 13 614.63 ლარი. საბოლოოდ, თანხების შეჯამებით დასტურდება, რომ მის მიერ გახარჯული მასალების საერთო ღირებულებაა 71 014.10 ლარი; 2.1.10. მოსარჩელის მიერ მითითებული დაანგარიშების ნაკლოვანებაზე მეტყველებს ისიც, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №8ა აქტში 53-ე პოზიციად მითითებულია, რომ მის მიერ მოხმარებულია 750 კგ ელექტროდი, ნაცვლად რეალურად მოხმარებული 0.75 გრამი ელექტროდისა. შესაბამისად, ამ ნაწილში პროდუქციის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო 12.495 ლარით, ნაცვლად მითითებული 12 495 ლარისა; 2.1.11. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №-- აქტში მე-10 პოზიციად მითითებულია, რომ მის მიერ მოხმარებულია 86 კგ მასალა, ნაცვლად რეალურად გახარჯული 8.6 კგ-სი. შესაბამისად, აღნიშნულ აქტში ნაცვლად ამ მასალის ღირებულების სახით მითითებული 590.69 ლარისა უნდა იყოს მითითებული პროდუქციის რეალური ღირებულება - 59 ლარი; 2.1.12. აქტებში №8ა და №-- მითითებული 12 495 ლარის და 590.69 ლარის ჯამს - 13 085.69 ლარს უნდა გამოაკლდეს რეალურად მოხმარებული პროდუქციის ღირებულება - 12.495 ლარისა და 59.082 ლარის ჯამი, რის შედეგადაც მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილ თანხასა და მის მიერ რეალურად გახარჯულს შორის თანხობრივი სხვაობით სასარჩელო მოთხოვნა უნდა შემცირდეს 13 014.14 ლარით. 2.1.13. დაუსაბუთებელია წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე, რადგან მას საფუძვლად უდევს მხარის თეორიული ვარაუდი იმის შესახებ, თუ რა სარგებელი შეეძლო მოეტანა ამ თანხას იმ შემთხვევაში, თუ განათავსებდა ანაბარზე, თუმცა მოსარჩელეს არ წარმოუდგენია რაიმე სახის მტკიცებულება იმის დასტურად, რომ იგი თანხებს ათავსებს დეპოზიტზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2013 წლის 20 მაისს მხარეებს შორის გაფორმდა №1--------- უზუფრუქტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ტერიტორია და შენობა-ნაგებობები უზუფრუქტის უფლებით გადაეცა მოპასუხეს.

ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, უზუფრუქტის საზღაურის სანაცვლოდ, მესაკუთრეს უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი საწარმოო პროცედურების განხორციელების მიზნით უსასყიდლოდ ისარგებლოს უზუფრუქტით გადაცემული ქონებით. უზუფრუქტუარი ვალდებულია ხელი შეუწყოს მესაკუთრეს ამ ქონების გამოყენებით საკუთარი ამოცანების შესრულებაში.

2013 წლის 20 მაისის უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2013 წლის 01 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, მემორანდუმის მხარეები თანხმდებიან, რომ მოპასუხე მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული შრომითი ხელშეკრულებების გათვალისწინებით, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში გაუწევს მას დახმარებას მასთან დასაქმებული საკადრო რესურსით (სპეციალისტები), მემორანდუმით გათვალისწინებული თანამშრომლობის ფარგლებში. ამავე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ მოპასუხის თანამშრომლის დასაქმების პერიოდში, მოპასუხის თანამშრომელს უფორმდება უხელფასო შვებულება ამ მემორანდუმის თანდართული ფორმის შესაბამისად.

აღნიშნული მემორანდუმი განახლდა უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე ეფექტიანი თანამშრომლობის მიზნით 2015 წლის 10 ნოემბ----ს მემორანდუმით, რომლის 3.1 მუხლის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოსარჩელე მოპასუხის წერილობითი/ზეპირსიტყვიერი მოთხოვნის საფუძველზე, მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული უზუფრუქტის ხელშეკრულების საფუძველზე, ჩარჩო ხელშეკრულების საფუძველზე, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, გაუწევს მას დახმარებას მის ბალანსზე აღებული მასალების გადაცემასთან დაკავშირებით. ყოველი გადაცემისას დგება პირველადი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო ყოველი თვის ბოლოს ბუღალტრული შედარების საფუძველზე მიღება-ჩაბარების აქტი თვის განმავლობაში მოხმარებული მასალების საბალანსო ღირებულებისა და მოგების გათვალისწინებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, გადაწყვეტილი, ამონაწერი, მემორანდუმები (ტომი 1, ს.ფ. 33-53)

 

3.1.2. მხარეთა შორის დადებული უზუფრუქტის ხელშეკრულების და თანამშრომლობის მემორანდუმების საფუძველზე არსებული ურთიერთობის ფარგლებში შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულებების დადების გარეშე მოპასუხე 2013-2015 წლებში ახორციელებდა მოსარჩელის კუთვნილი მასალების მიღებას და გახარჯვას საკუთარი შეკვეთების დასამზადებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. 2015 წლის 19 ივნისის №2------ წერილით მოსარჩელემ მოპასუხეს მიმართა 2014 წელს გახარჯული მასალების დაბრუნების ან შესაბამისი ღირებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნით. აღნიშნულის პასუხად, მოპასუხემ 2015 წლის 15 ივლისის №---- წერილით დამატებით მოითხოვა დოკუმენტაცია გახარჯულ მასალებთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ტომი 1, ს.ფ. 298-299)

 

3.1.4. 2015 წლის 22 ივლისის №3-- წერილით, მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მიეწოდა გახარჯული მასალების ნუსხა ფასების მითითებით. აღნიშნულის პასუხად 2016 წლის 10 ნოემბ----ს №0---- წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს უკან დაუბრუნა 2015 წლის 22 ივლისის წერილით გაგზავნილი დოკუმენტაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მიმართვები (ტომი 1, ს.ფ. 300-301)

 

3.1.5. 2016 წლის 21 ნოემბრის №5------ მიმართვით, მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა 2014 წელს თვითნებურად გახარჯული მასალების ღირებულების - 224 890.22 ლარის ანაზღაურება. 2017 წლის 27 აპრილის №1------ მიმართვით კი მოსარჩელემ მოპასუხეს მოსთხოვა 2013-2015 წლებში მოპასუხის მიერ თვითნებურად მოხმარებული მასალების ღირებულების - 319 992 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული მიმართვა მოპასუხეს ჩაბარდა 2017 წლის 28 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება, მიმართვები (ტომი 1, ს.ფ. 302-305)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის არ არის ანაზღაურებული 2013-2015 წლებში მის მიერ საკუთარი შეკვეთების დამზადებისთვის გახარჯული მოსარჩელის კუთვნილი მასალების ღირებულება.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 306 859.6 ლარის ანაზღაურება 2013-2015 წლებში გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურების სახით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ მხარეთა შორის ზოგადად სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია უზუფრუქტის ხელშეკრულება, თუმცა წარმოდგენილი სარჩელი არ ემყარება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევას ან/და არაჯეროვან შესრულებას. მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მიერ მისი კუთვნილი მასალების გახარჯვის ფაქტზე, რასაც აფასებს მოპასუხის უსაფუძვლო გამდიდრებად. საყურადღებოა, რომ განსახილველი დავის ფარგლებში მოპასუხეს სადავოდ არ გაუხდია მის მიერ მოსარჩელის კუთვნილი მასალების მოხმარების და შესაბამისად გახარჯვის ფაქტი. მეტიც მან თავადვე მიუთითა მის მიერ მასალების გახარჯვის ფაქტზე თავადვე. მხარეთა შორის არსებითად სადავო გარემოებას წარმოადგენს მოხმარებული მასალების რაოდენობა და შესაბამისად მათი ღირებულება. განხორციელებული შედავებიდან გამომდინარე, უშუალოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის წინაპირობას წარმოადგენს მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის პრინციპის გათვალისწინებით წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების შეფასება.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული. მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.

მოსარჩელის მიერ მოპასუხის მიერ გახარჯული მასალების ოდენობის და მათი ღირებულების დამადასტურებლად წარმოდგენილია აუდიტორული კომპანია შპს ,,ბ------–-------–--------–------------------ის ც------ის’’ 2016 წლის 02 ნოემბ----ს აუდიტორული დასკვნა (ტომი 1, ს.ფ. 54-297) რომლის თანახმადაც, აუდიტის წინაშე დასმულ საკითხს წარმოადგენს სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის მიერ მიწოდებული მასალების რაოდენობისა და ღირებულების შეადრება პირველად დოკუმენტაციასთან (მასალების გადაცემის აქტებთან). აუდიტისთვის წარდგენილ დოკუმენტებს წარმოადგენს მასალების რეესტრი, მასალების გადაცემის აქტები, სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის შეკეთების ნომენკლატურა და ს--- ს--– ,,დ--–---ს’’ შეკვეთების ნომენკლატურა.

წარმოდგენილი აუდიტის დასკვნაში მითითებულია შემდეგი: ,,წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლა-გაანალიზების საფუძველზე ვადგენ, რომ სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის მიერ მიწოდებული მასალების რეესტრში ჩამოთვლილი მასალები (1 539 პოზიცია, 2%-იანი ფასნამატის გათვალისწინებით) ღირებულებით 319 873.71 ლარი რაოდენობრივად შედის მასალების გადაცემის აქტებში (სულ 46 აქტი 168 ფურცელზე). ასევე აქტების შესწავლით დგინდება, რომ აქტებში მითითებულია გადაცემული და გახარჯული მასალების რაოდენობა, გადაცემა ხდება შეკვეთებიდან რომლებიც იდენტურია სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის შეკვეთების ნომენკლატურაში მითითებული ნორმებისა, ხოლო მიღება და გახარჯვა იმ შეკვეთებზე რომლებიც იდენტურია ს--- ს--– ,,დ--–---ს’’ შეკვეთების ნომენკლატურაში მითითებული ნომრებისა. აღნიშნულ აქტებს ხელს აწერენ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები და მას ამტკიცებს ს--- ს----–-–----------------------–-------------------- ც------ი ,,დ--–---ს’ ძირითადი წარმოების ხელმძღვანელი’’.

აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ მოპასუხის მიერ წარმოდგენილია მისივე სტრუქტურული ერთეულის - შიდა აუდიტისა და ხარისხის კონტროლის შიდა აუდიტის სამმართველოს 2017 წლის 09 ნოემბრის მოხსენებითი ბარათი (ტომი 1, ს.ფ. 389-390), რომლის თანახმადაც, ხსენებულ სამმართველოს დაევალა 2013-2015 წლებში ს--- სსს--– ,,დ--–---ს’’ მიერ გახარჯული სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის კუთვნილი მასალების რაოდენობის განსაზღვრა და მის მიერ დადგინდა, რომ სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის მიერ მოთხოვნილი 1 551 დასახელების მასალიდან 1 410 შეიძლება ეკუთვნოდეს მოსარჩელეს, რომელიც გახარჯულია ს--- სსს--– ,,დ--–---ს’’ მიერ სხვადასხვა შეკვეთებისთვის. მოთხოვნილი მასალებიდან 125 დასახელების მასალა ს--- სსს--– ,,დ--–---ს’’ მიერ სს ,,თ--’’ თ---–-----–--ისგან, რაც დასტურდება ს--- სსს--– ,,დ--–---სა’’ და სს ,,თ--’’ თ---–-----–--ს შორის არსებული სასაქონლო ზედნადებებით. მოთხოვნილი მასალებიდან 4 დასახელების მასალა გაიხარჯა შეკვეთა 42007-ზე და დამზადდა ნაკეთობა ,,------ რომელიც შიდა აუდიტის C-------------------- მოხსენებითის საფუძველზე უკან დაუბრუნდეს სს ,,თ--’’ თ---–-----–--ს მზა პროდუქციის სახით. მოთხოვნილი მასალებიდან 4 დასახელების მასალა სარჩელში დუბლირებულია, ხოლო 8 დასახელების მასალა ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი გახარჯვის აქტებში.

აღნიშნული მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მოპასუხის მიმართვით ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს მიერ შედგენილია შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

ს--- ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–ი ბიუროს 2018 წლის 11 ივნისის №0-------- დასკვნის თანახმად (ტომი 1, ს.ფ. 400-454) ,,ექსპერტიზაზე ს--- სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ც------ი ,,დ--–---ს’’ მიერ წარმოდგენილ დანართში მოცემული საქონლის ჯამური ღირებულება ჩატარებული კვლევის ფარგლებში, დღევანდელი დღის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 57 399.47 ლარს. ექსპერტიზაზე შესაფასებლად წარმოდგენილი მოძრავი ქონების ჩამონათვალი, აღწერილობა, რაოდენობები და საორიენტაციო საბაზრო ღირებულებები სახეობების მიხედვით, დღევანდელი დღის მდგომარეობით იხილეთ ცხრილში დანართი №1, რომელიც დასკვნის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს’’.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ ექსპერტიზის წინაშე დასმულ კითხვას წარმოადგენდა დანართებში მითითებული მასალების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა როგორც 2013-2015 წლის პირველი კვარტლის მდგომაროებით, ასევე 2013-2015 წლის მდგომარეობით. წარმოდგენილი დასკვნის კვლევით ნაწილში მითითებულია, რომ ,,წარმოდგენილ დანართში აღმოჩნდა სხვადასხვა დანიშნულების მასალები. დამკვეთის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული იქნა ინფორმაცია შესაფასებელ საქონელზე, წარმოდგენილი ქონების უმეტესი ნაწილი სპეციფიკური ხასიათისაა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ქონების მსგავს საქონელზე 2013-2015 წლებში ბიუროში მოთხოვნა არ ყოფილა შემოსული და შესაბამისად, არ ყოფილა კვლევა ჩატარებული მათი საბაზრო ღირებულებების დადგენის მიზნით. აღნიშნულიდან გამომდინარე, 2013-2015 წლის მდგომარეობით წარმოდგენილი ქონების საბაზრო ღირებულების დადგენა ვერ მოხერხდა’’. აღნიშნული დასკვნაში ასევე მითითებულია შემდეგი (ტომი 1, ს.ფ. 404): ,, ექსპერტიზაზე არ ყოფილა წარმოდგენილი შესაფასებელი საქონელი და გამომდინარე აღნიშნულიდან კვლევა ჩატარდა წარმოდგენილ ქონების ჩამონათვალში მოცემული დახასიათების (სტანდარტი, მარკა-მოდელი და სხვა) და დამკვეთის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციების საფუძველზე. წარმოდგენილი ქონების ჩამონათვალში მოცემული დახასიათების (სტანდარტი, მარკა-მოდელი და სხვა) საფუძველზე ნაწილი ობიექტების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა და მათზე კვლევა ვერ იქნა ჩატარებული. შესაბამის ინტერნეტ საიტებზე ჩატარებულ იქნა კვლევა ექსპერტიზაზე წარმოდგენილი საქონლის მსგავსი, ახალი საქონლის ყიდვა-გაყიდვის და გასაყიდად შეთავაზების ფასებზე ინფორმაციების მოძიების მიზნით. მოხდა ჩატარებული კვლევის ფარგლებში მოძიებული შეთავაზებების წინადადებების საბაზრო ღირებულებების შესაბამისი კორექტირებები. ჩატარებული კვლევის ფარგლებში ვერ მოხერხდა დანართში წარმოდგენილი საქონლის ნაწილზე, მსგავსი საქონლის ყიდვა-გაყიდვის და გასაყიდად შეთავაზების ფასების დადგენა, რის გამოც ვერ მოხდა მათი შეფასება’’. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის დანართი შეიცავს მითითებებს რომელი კონკრეტული მასალების გარკვევა ვერ მოხერხდა ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ (ტომი 1, ს.ფ.405-452).

სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებათან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).

ზოგადად ექსპერტიზის დასკვნა შეიძლება იყოს კატეგორიული - როცა ექსპერტი, ერთმნიშვნელოვნად (ცალსახად) პასუხობს მის წინაშე დასმულ საკითხებზე, სავარაუდო - როცა ექსპერტი არ გამორიცხავს საკითხის სხვანაირად გადაწყვეტის შესაძლებლობას და ბოლოს - საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობის შესახებ.

წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას სასამართლო იზიარებს მოსარჩელის პოზიციას და მიუთითებს, რომ ექსპერტიზის დასკვნა თავად ამ დასკვნაშივე მითითებული რიგი მასალების გაურკვევლობის და შესაბამისად მათი ღირებულების დაუდგენლობის გამო, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მიერ მოხმარებული მასალების ღირებულების დასადგენად. ამასთან, საყურადღებოა, რომ დასკვნა შეიცავს მითითებას, რომ იმ მასალის ფასებიც კი რაც შეფასებულია მითითებულია 2018 წლის საბაზრო ღირებულების მდგომარეობით და არა იმ დროინდელი ფასით, რა დროსაც მოხდა მოპასუხის მიერ ამ მასალების მოხმარება და გახარჯვა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიზანს წარმოადგენდა მასალების საბაზრო ღირებულების დადგენა, მაშინ როდესაც წარმოდგენილი მოხმარების აქტები, რომლებიც შეიცავს ინფორმაციას ამ მასალების ღირებულების თაობაზე ყველა შესაბამის საანგარიშო პერიოდში თავის დროზე ყველა ჯერზე დადასტურებულია მოპასუხის უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ, შესაბამისად, მის მიერ გამოხატულია თანხმობა ამ ოდენობის და ამ ღირებულების მასალის მიღების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მოხმარების აქტების, და არა უშუალოდ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნის საპირისპიროდ, არასრული ექსპერტიზის დასკვნის პირობებში სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას გაიზიაროს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა მოხმარებული მასალების ღირებულების განსაზღვრისთვის.

გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის გასაქარწყლებლად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შპს ,,თ-----------------ის’’ 2018 წლის 22 აგვისტოს აუდიტორული დასკვნაზე (ტომი 2, ს.ფ. 6-56), რომელიც ფაქტობრივად ეფუძნება მხარეთა შორის ამ ურთიერთობის წარმოშობამდე არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებებს ფასების განსაზღვრის და დადებითი სხვაობების გამოვლენის კუთხით. აღნიშნული დასკვნის თანახმად: ,,ა’’ პუნქტთან დაკავშირებული: 2014 წლის 07 თებერვლის 01 ხელშეკრულების შედარებით ლ. ს----------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 11 ივნისის №0-------- დასკვნასთან დადებითი სხვაობა გამოვლინდა 296 პოზიციაში (იხ. დანართი №1); - ,,ბ’’ პუნქტთან დაკავშირებული: 2016 წლის 11 ივლისის №--- ხელშეკრულების შედარებით ლ. სა---------–--------–-----------------–-------------------------–--------ოს 2018 წლის 11 ივნისის №0-------- დასკვნასთან მიმართებით დადებითი სხვაობა გამოვლინდა 609 პოზიციაში (იხ. დანართი №2); -,,გ’’ პუნქტთან დაკავშირებული: ლ. ს----------–--------–-----------------–----------------------------–--------ოს 2018 წლის 11 ივნისის №0-------- დასკვნაში ფიქსირდება 1 410 პოზიცია, საიდანაც დაუდგენელი (განუსაზღვრელი) პოზიციაა 375, რომლიდანაც 156 პოზიციის საქონელი წარმოადგენს ნასყიდობის ობიექტს ხსენებულ ხელშეკრულებებში (იხ დანართი №3)’’. სასამართლოს მოსაზრებით, წარმოდგენილი დასკვნა ამყარებს შინაგან რწმენას იმის თაობაზე, რომ ღირებულების განსაზღვრის ნაწილში გასაზიარებელია სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნა, რომელიც თავის მხრივ, ემყარება სწორედ მხარეთა შორის წლების განმალობაში შედგენილ გახარჯვის აქტებს და აჯამებს მათში მითითებული მასალების ღირებულებებს. აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულის საპირისპირო გარემოება არ დაუდასტურებია სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმეს. ამასთან, მოწმის მიერ საპირისპიროს დადასტურების შემთხვევაშიც კი, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების პარალელურად, სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, მოკლებული იქნებოდა შესაძლებლობას ღირებულების განსაზღვრის მიზნებისთვის გაეზიარებინა მხოლოდ მოწმის ჩვენება.

შესაბამისად, სასამართლო მოპასუხის მიერ მოხმარებული მოსარჩელის კუთვნილი მასალების ღირებულების განსაზღვრის ნაწილში არსებითად ემყარება სწორედ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ 2016 წლის 02 ნოემბრის აუდიტორულ დასკვნას. აღნიშნული დასკვნის თანახმად, მოპასუხის მიერ მოხმარებული მასალების - 1 539 პოზიციის საერთო ღირებულება განისაზღვრა 319 873.71 ლარად. თუმცა უშუალოდ მოპასუხისთვის დასაკისრებელი თანხის განსაზღვრის ნაწილში სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოპასუხის შედავებას, რომლის თანახმადაც მან მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №8ა აქტში (ტომი 1, ს.ფ. 104) 53-ე პოზიციად (ტომი 1, ს.ფ. 103) მითითებულია, რომ მის მიერ მოხმარებულია 750 კგ ელექტროდი, ნაცვლად რეალურად მოხმარებული 0.75 გრამი ელექტროდისა. შესაბამისად, ამ ნაწილში პროდუქციის ღირებულება განსაზღვრული უნდა ყოფილიყო 12.495 ლარით, ნაცვლად მითითებული 12 495 ლარისა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ №-- აქტში (ტომი 1, ს.ფ. 178) მე-10 პოზიციად მითითებულია, რომ მის მიერ მოხმარებულია 86 კგ პროდუქცია, ნაცვლად რეალურად გახარჯული 8.6 კგ-სი. შესაბამისად, აღნიშნულ აქტში ნაცვლად ამ პროდუქციის ღირებულების სახით მითითებული 590.69 ლარისა უნდა იყოს მითითებული პროდუქციის რეალური ღირებულება - 59 ლარი. მოპასუხის აღნიშნული განმარტებით ასევე დასტურდება თავად განსაზღვრული და მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შეკვეთების ნუსხით. განსახილველ შემთხვევაში საპირისპიროს დაუდასტურებლობის პირობებში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის შედავებას და მიიჩნევს, რომ ვინაიდან არ დასტურდება მოპასუხის მიერ აქტი №8ა და №---ში მითითებული ოდენობების ამ ოდენობით მიღების ფაქტი, აქტი №8ა და №---ში სადავოდ გამხდარი მასალების (ზემოთ მითითებულია შესაბამისი პოზიციები) ღირებულების - 12 495 ლარის და 590.69 ლარის ჯამს - 13 085.69 ლარს უნდა გამოაკლდეს მოპასუხის მიერ რეალურად მოხმარებული პროდუქციის ღირებულების ჯამი რაც შეადგენს 12.495 ლარისა და 59.082 ლარის ჯამს, რის შედეგადაც სხვაობა მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნით მოთხოვნილ თანხასა და მოპასუხის მიერ რეალურად გახარჯულს შორის თანხობრივი სხვაობა განისაზღვრება 13 014.14 ლარით. შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა - 319 873.71 ლარი უნდა შემცირდეს სწორედ ამ თანხების ჯამით - 13 014.11 ლარით. მიღებული თანხა 306 859.6 ლარი კი წარმოადგენს მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელ თანხას. რაც შეეხება მოპასუხის შედავებას მისივე სტრუქტურული ერთეულის მიერ შედგენილი მოხსენებით ბარათზე მითითებით, მოპასუხეს მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ განუხორციელებია კვალიფიციური მტკიცებულება მაგალითად მოსარჩელის მიერ მითითებული მასალებიდან რა მასალა იქნა მოხმარებული მისივე პროდუქციის დასამზადებლად, რა მასალა დაუბრუნდა მას და სხვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

სასამართლო მიუთითებს, რომ შესრულების კონდიქცია გულისხმობს ვითომ კრედიტორის ქონების შეგნებულ და მიზანმიმართულ გაზრდას, რომელსაც არ გააჩნია სამართლებრივი (სახელშეკრულებო ან კანონისმიერი) საფუძველი, ან ამგვარი საფუძველი ნორმაში მითითებულ გარემოებათაგან ერთ-ერთის არსებობის გამო, არ წარმოშობილა ან შეწყდა. შესრულების კონდიქციისას, ისევე როგორც უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტისათვის მახასიათებელი მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებულის უკან დაბრუნებაა. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართლებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015).

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდ არ გამხდარა მის მიერ მოსარჩელის კუთვნილი მასალების მოხმარების და გახარჯვის თავად ფაქტი, ასევე უდავოა, რომ მას არ აქვს მოსარჩელისთვის ანაზღაურებული შესაბამისი მასალების ღირებულება. სასამართლოს მიერ განისაზღვრა აღნიშნული მასალების ღირებულება, რაც წარმოადგენს მოპასუხის მიერ მოსარჩელისთვის ასანაზღაურებელ თანხას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 306 859.6 ლარის ანაზღაურება 2013-2015 წლებში გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურების სახით.

 

3.2.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 2 301.45 ლარის ოდენობით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოსარჩელის მითითებით, მოთხოვნის წარმოშობიდან 2017 წლის 28 აპრილიდან, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების შემთხვევაში იგი შეძლებდა მიღებული თანხის დეპოზიტზე განთავსებას და წლიურად სულ მცირე 9% სარგებლის მიღებას, რაც დასტურდება სს ,,ს----------–--------ის’’ ვებ გვერდიდან წარმოდგენილი ამონაწერით (ტომი 1, ს.ფ. 306). უდავოა, რომ მოპასუხეს 2017 წლის 27 აპრილს გაეგზავნა მოთხოვნა 2013-2015 წლებში მოხმარებული მასალების თანხის ანაზღაურების თაობაზე და მოპასუხეს აღნიშნული მიმართვა ჩაბარდა 2018 წლის 28 აპრილს.

სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის მე-10 მუხლის მე-3 ნაწილი].

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ც------ალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-1---183-2016). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.

სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

სასამართლო, ასევე აღნიშნავს, რომ ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებულ თავისებურებას იძენს, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება, განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. შესაბამისად, სასამართლო უდავოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა სარგებელს მიღებული თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაზიარებელი და სარწმუნოა მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც მას შეეძლო ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში ანაბარზე დავალიანების თანხის განთავსებით მიეღო სარგებელი საბანკო საპროცენტო განაკვეთის სახით მინიმუმ წლიური 9% (იხ. სუსგ, ას №854-804-2015), რაც დავალიანების სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის ოდენობის გათვალისწინებით (306 859.6 ლარი) ყოველთვიურად 2 301.45 ლარი იქნებოდა.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სახსრებს, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად, ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით. ჩვეულებრივ პირობებში უნდა გავიგოთ ბაზრის ფუნქციონირებისათვის დამახასიათებელი ტიპიური პირობები, რომელზედაც გავლენას არ ახდენს გაუთვალისწინებელი გარემოებები, ან გარემოებები, რომელიც გამოწვეულია დაუძლეველი ძალის ზემოქმედებით. კონკრეტულ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ბანკში ეროვნული ვალუტით გათვალისწინებული დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი, რასაც კრედიტორი მიიღებდა ბრუნვაუნარიანი ობიექტის - ფულის, შეგროვებად ანაბარზე განთავსების შედეგად (იხ. საქმე №2ბ/873-12).

შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 2017 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 2 301.45 ლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 976-ე, 991-ე, 979-ე, 394-ე, 408-409-ე, 411-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

იმისათვის, რომ სასამართლომ იმსჯელოს უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილი ვალდებულების არსებობის შესახებ, აუცილებელია მოსარჩელემ თავისი მოთხოვნა სწორედ ამ საფუძველს და შესაბამის ფაქტებს დააყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით შეცვალოს სარჩელის საფუძველი. ეს დაარღვევს არა მარტო დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებს, არამედ მთლიანად შეცვლის მხარეთა პროცესუალურ მდგომარეობას. თუ ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულებისას მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო მოპასუხეს, მხოლოდ, ფაქტების მითითების ტვირთი აქვს, უსაფუძვლო გამდიდრებით წარმოშობილ ურთიერთობებში, ვალდებულების არსებობის მითითებისა და მისი მტკიცების ტვირთიც მოპასუხეს ეკისრება. თუ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად ვალდებულებას უთითებს, თავად არის ამ მითითებისა და, აქედან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების რისკის მატარებელი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია სწორედ უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ვალდებულება, რასთან შესაბამისობაშიც მსჯელობს სასამართლო სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის არა ქონებრივი დანაკლისის შევსება, მაგ. ზიანის ანაზღაურება, არამედ ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა, ანუ გამდიდრების გათანაბრება. უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა და გამდიდრების გათანაბრება არ არის სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ: ა) ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში და ბ) ვალდებულების საწინააღმდეგოდ ისეთი შესაგებელი იქნა წარდგენილი, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გამორიცხულია მოთხოვნის წარდგენა.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოპასუხის გამდიდრება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლი ითვალისწინებს უსაფუძვლო გამდიდრების გენერალურ დათქმას, რაც გულისხმობს, პირის მიერ იმ სიკეთის სხვისთვის დაბრუნებას, რომლითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდება. ამდენად, პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითაც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს.

სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლით კი განსაზღვრულია უსაფუძვლო გამდიდრებისას უკან დაბრუნების მოთხოვნის ფარგლები. კერძოდ, აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილით უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

„უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების (რომელშიც უნდა ვიგულისხმოთ უფლების ან გარკვეული შეღავათის, უპირატესობის) ამოღება, რითაც უნდა უზრუნველყოფილი იქნეს სამართლიანობის აღდგენა ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უპირატესობის მიღებამდე...უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილის დაცვითი ფუნქციით. უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი-მიიღო, თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია-ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და, აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას’’ (იხ. სუსგ. №ას-184-171-2015, 20.05.2016; №ას-74-71-2016, 25.05.2016წ; №ას-1193-1122-2015, 31.05.2016წ.).

ამასთან, უსაფუძვლო გამდიდრება სუბსიდიური ხასიათისაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შორის არ უნდა არსებობდეს მოთხოვნის დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი. გარდა ამისა, მითითებული საფუძვლით პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახეზე უნდა იყოს გარკვეული კუმულატიური წინაპირობები, კერძოდ: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება უნდა გამოიწვიოს მოსარჩელის ქმედებამ, ქმედებასა და შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი; 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, უნდა იყოს უკანონო, ანუ მას არ უნდა ჰქონდეს კანონისმიერი შესაძლებლობა, კომპენსაციის გარეშე მიითვისოს აღნიშნული ქონება. რომელიმე ამ პირობის არარსებობა გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების საფუძველზე პირის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

უსაფუძვლო გამდიდრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს წარმოადგენს სხვა პირის გამდიდრება. პირის გამდიდრებას იწვევს სხვისი ქონების გამოყენება, გამდიდრებული პირი სარგებლობს სხვა პირის ქონებით, რითიც არღვევს სხვა პირის უფლებებს და კანონით დაცულ ინტერესებს. უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება, შესაბამისად მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხის უსაფუძვლოდ გამდიდრების ფაქტი, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდება.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადო რეალიზება, რის შედეგადაც დადგენილი: 1. მოპასუხის გამდიდრება; 2. მოპასუხის გამდიდრება გამოიწვია მოსარჩელის ქმედებამ, ამასთან ქმედებასა და შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და 3. მოპასუხის გამდიდრება, როგორც შედეგი, არის უკანონო.

შესაბამისად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთიანობა განაპირობებს უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტის ერთიანობაში არსებობას, რის გამოც დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ეკისრება 306 859.6 ლარის ანაზღაურება 2013-2015 წლებში გახარჯული მასალების ღირებულების ანაზღაურების სახით. შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობის ნაწილში.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.

სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.

მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).

სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით სახეზეა მოპასუხისთვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საფუძველი. არსებითია ის გარემოება, რომ ყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით. შესაბამისად, სასამართლომ უდავოდ მიიჩნია პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მიიღებდა სარგებელს მიღებული თანხის დეპოზიტზე განთავსების შემთხვევაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობის ნაწილში.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 309, ტომი 1). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 95.93%. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 4 796.5 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხსენებული ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ აუდიტის დასკვნების მომზადებისათვის გაღებული ხარჯის - 4 720 ლარის (ტომი 1, ს.ფ. 308) და 2 360 ლარის (ტომი 2, ს.ფ. 80) ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,თ--’’ თ---–-----–--ის სარჩელი მოპასუხე ს--- ,,ს----–-–----------------------–-------------------- ც------ი დ--–---ს'' მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 306 859.6 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 28 აპრილიდან სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებამდე ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლის სახით ყოველთვიურად 2 301.45 ლარის ოდენობით;

4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 4 720 ლარის და 2 360 ლარის ოდენობით.

5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 4 796.5 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი